„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-02-26
ბიუროს ნომერი 136
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:
(M1 კატეგორია) გადაყვანა – დადგენილ
„111. მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით
მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილით მგზავრის გადაყვანა და ბარგის
გადაზიდვა.“.
2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი:
„23. ტრანზიტული მოძრაობა - ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ
საზღვრებში იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს ისეთი
ტვირთის/საქონლის გადატანას, რომლის მიტანის ადგილი არ არის მოქცეული ამ ადგილობრივი
თვითმმართველობის ადმინისტრაციულ საზღვრებში.“.
3. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებასა და
მართვას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულები, ხოლო საქართველოს
დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ორგანიზებასა და
მართვას - საქართველოს დედაქალაქის თვითმმართველობა.“.
4. 51 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია)
გადაყვანის ნებართვა;“.
5. 51 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია)
გადაყვანის ნებართვისა.“.
6. 52 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
საქმიანობაზე ნებართვას გასცემს საქართველოს დედაქალაქის მთავრობა ან მის მიერ
უფლებამოსილი დედაქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული. საქართველოს დედაქალაქში
მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
7. 56 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
საქმიანობებზე ნებართვები გაიცემა არანაკლებ ერთი წლის ვადით. ორივე შემთხვევაში ნებართვის
ვადას განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტის
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია ტრანსპორტის მოძრაობის სფეროში დედაქალაქში
შექმნილი მძიმე ვითარება და ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად დამატებითი სამართლებრივი
ნორმების შემოღების აუცილებლობა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით
გადაყვანის სფეროში. შესაბამისი რეგულაციების არარსებობა საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს
მსუბუქი ავტომობილი ტაქსად გამოიყენოს. მძღოლს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა, შეუძლია
მგზავრთა გადაყვანით დაკავდეს ყოველგვარი ნებართვის გარეშე, რაც უკონტროლოდ ზრდის
ტაქსების რაოდენობას დედაქალაქში და არ იძლევა ამგვარი გადაზიდვებით დაკავებული
ადამიანების და გამოყენებული მანქანების რაოდენობის აღრიცხვის საშუალებას. ამასთან,
მგზავრთა გადაყვანის მიზნით გამოყენებული მსუბუქი ავტომობილების დიდი ნაწილი
ტექნიკურად გაუმართავია (რაც პირდაპირ კავშირშია მგზავრის უსაფრთხო გადაადგილებასთან)
და ამ საქმიანობით დაკავებული მძღოლების ნაწილი არ ფლობს შესაბამის უნარ‐ჩვევებს
(ქუჩების/მისამართების ცოდნა).
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია დედაქალაქში საგზაო მოძრაობის მოწესრიგება და გაუმჯობესება
ახალი რეგულაციების შემოღების გზით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონოს „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ პირველ მუხლს „ტერმინთა განმარტებები
დაემატა ტერმინების: „მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა“ და
„ტრანზიტული მოძრაობა“ განმარტებები.
მე-4 , 51, 52 და 56 -ში შეტანილი ცვლილებებით განისაზღვრა როგორც ახალი სახის ნებართვა
- საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის
განხორციელებაზე, ასევე ამ სფეროში თბილისის მერიისა და საკრებულოს უფლება-მოვალეობები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები საჭიროების
შემთხვევაში დაფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს
მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ. რაც
შეეხება ადამიანურ რესურსს, გამოყენებული იქნება დედაქალაქის თვითმმართველობის დღეს
დასაქმებული პირები, შესაბამისად წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს
დამატებით ადამიანურ რესურსს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის ამოქმედების შედეგად მოსალოდნელია დამატებითი შემოსავლები
მიიღოს დედაქალაქის ბიუჯეტმა, ვინაიდან ხდება ახალი სახის ნებართვის შემოღება და ნებართვის
მაძიებელი გადაიხდის ნებართვის გაცემის ფასს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
საჭიროების შემთხვევაში ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული საჭირო ხარჯები
დაფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ. რაც შეეხება ადამიანურ რესურსს,
გამოყენებული იქნება დედაქალაქის თვითმმართველობის დღეს დასაქმებული პირები,
შესაბამისად წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ადამიანურ
რესურსს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
აღნიშნული რეგულაცია უზრუნველყოფს სტაბილურ ფინანსურ შემოსავალს, იმ
პირებისთვის, რომლებიც იქნებიან დასაქმებულები ამ სფეროში. აღნიშნული პირობების შემოღება
და დადგენა გავლენას იქონიებს შესაბამის პირებზე, ვისაც აქვს სურვილი მიიღოს აღნიშნული
ნებართვა, ვინაიდან მათ მოუწევთ დადგენილი სანებართვო პირობების შესრულება, რაც თავის
მხრივ დაკავშირებული იქნება მათთვის ფინანსურ შედეგებთან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტის მიღებით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მერიამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინიტრომ, შპს
„მოტტ მაკდონალდმა“ (რეგისტრირებული ინგლისში, რეგისტრაციის ნომერი:1243967,
რეგისტრაციის მისამართ; მოტტ მაკდონალდ ჰაუსი, 8-10 სიდენჰამ როუდი, კრიდონ, სურეი, სრ0
2ეე, ინგლისი).
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორები:
საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა და ნინო წილოსანი
ვ) კანონპროექტის ინიციატორები:
საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა და ნინო წილოსანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება
მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
1. საავტომობილო ტრანსპორტი - ტრანსპორტის სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს
საავტომობილო ტრანსპორტირებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას.
2. საავტომობილო გზა - მყარი საფარის მქონე მაკავშირებელი სავალი
ზოლი,რკინიგზებისა და ასაფრენ-დასაჯდომი მოედნების გარდა, რომელიც ღიაა საერთო
მოძრაობისათვის და უმთავრესად განკუთვნილია საკუთარი თვლებით გადაადგილებადი
საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის, მათ შორის, ხიდები, გვირაბები,მზიდი
კონსტრუქციები, გზათა გადაკვეთები, გზაჯვარედინები და გზათა განშტოებები.
3. მოძრაობა - ტრანსპორტის საშუალებების გადაადგილება გზაზე, როცა ერთი
ტრანსპორტის საშუალება გადაიზიდება სხვა ტრანსპორტის საშუალებით. მხედველობაში
მიიღება მხოლოდ გადამზიდავი ტრანსპორტის საშუალების გადაადგილება.
4. ამოღებულია (25.05.2006 N 3178)
5. ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან
სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე
ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად.(25.05.2006 N 3178)
6. მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას
საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით.(25.05.2006 N 3178)
7. ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა
– საავტომობილო გზაზე
ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა/ტვირთის გადაზიდვა. (25.05.2006 N
3178)
8. გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ახორციელებს
ავტოსატრანსპორტო გადაყვანას/გადაზიდვას. (25.05.2006 N 3178)
9. ამოღებულია (25.05.2006 N 3176)
10. ამოღებულია (24.06.2005 N 1778)
11. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრთა
გადაყვანა შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
დადგენილი მარშრუტით, ხოლო დედაქალაქის ტერიტორიაზე − ქალაქ თბილისის
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით
თვითმმართველი ქალაქის ან თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე მგზავრთა
გადაყვანა რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების
გათვალისწინებით. (05.02.2014. N1970) კანონი ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების მორიგი
გამოცხადების დღიდან)
12. ამოღებულია (24.06.2005 N 1778)
13. ამოღებულია (24.06.2005 N 1778)
14. ამოღებულია (24.06.2005 N 1778)
15. ამოღებულია (24.06.2005 N 1778)
16. ამოღებულია (25.05.2006 N 3178)
არჩევნების
შედეგების
ოფიციალურად
17. ნებართვა – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ან თვითმმართველი ქალაქის
უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე
პირისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით
გათვალისწინებული საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით. (22.02.2011. N4215
ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან)
18. რეგულარული გადაყვანა – მგზავრთა მრავალჯერადი გადაყვანა, რომელიც
სრულდება იმ განსაზღვრულ მარშრუტზე, მოძრაობის დადგენილი განრიგის შესაბამისად,
რომლით სარგებლობის უფლებაც აქვს ნებისმიერ პირს. (5.12.2003.N 3141)
19. საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვა – სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ ორ
პუნქტს შორის განხორციელებული სამგზავრო გადაყვანა (ჩასხდომა და გადმოსხდომა) ან
სატვირთო გადაზიდვა (დატვირთვა და გადმოტვირთვა), მათ შორის, ტრანზიტი, ერთი ან
რამდენიმე ქვეყნის გავლით. (5.12.2003.N 3141)
20. სახიფათო ტვირთი − ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც საერთაშორისო
ნორმებით, საშიშროების ტიპის მიხედვით 9 კლასადაა კლასიფიცირებული და რომელთა
საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო
გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად აკრძალულია ან
დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით. (22.06.2016 N 5508)
21. ტერმინები – ტექნიკური რეგლამენტი, შესაბამისობის შეფასება, პროდუქცია,
უსაფრთხო პროდუქცია – განისაზღვრება „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.(25.05.2006 N 3178)
22. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
(შემდგომ – სააგენტო) – „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“
საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი სააგენტო. (22.02.2011. N4215 ამოქმედდეს 2011
წლის 15 აპრილიდან)
მუხლი 4. საავტომობილო ტრანსპორტის მართვა (24.06.2005 N 1778)
1. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას
შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო. (26.10.2010. N3745)
2. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მოქმედი საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტების
მოთხოვნათა
დაცვის
სახელმწიფო
ზედამხედველობასა
და
კონტროლს
ახორციელებს
სააგენტო
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით. (22.02.2011. N4215 ამოქმედდეს 2011 წლის 15
აპრილიდან.)
3. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სააგენტოს უფლებამოსილების სფეროს
განეკუთვნება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის
გადაზიდვა. (22.02.2011. N4215 ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.
4. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებასა და
მართვას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულები. (17.05.2011. N4689)
მუხლი 51. სანებართვო საქმიანობის სახეები (25.05.2006 N 3178)
1. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში საქმიანობის განხორციელების უფლება
გააჩნია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.
ნებართვა გაიცემა საქმიანობათა მხოლოდ შემდეგ სახეობებზე:
ა) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო
სამგზავრო გადაყვანა; (22.02.2011. N4215 ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.
გ) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო
სატვირთო გადაზიდვა;
დ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა
(საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით),
რომელიც ხორციელდება უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ.
2. დაუშვებელია ნებართვის გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ნებართვების რაოდენობის
შეზღუდვის მოტივით, გარდა: (15.10.2010 N 3737)
ა) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვისა (საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ფარგლებში),
რომელიც გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველზე;
ბ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისა.
3. საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო
საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა კვოტის ფარგლებში უცხო ქვეყნის
გადამზიდველს აძლევს უფლებას, განახორციელოს ორმხრივი (საქართველოს ტერიტორიაზე
გადმოტვირთვა/დატვირთვა ან დატვირთვა) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო
გადაზიდვა ან ტრანზიტი (საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის
უფლების გარეშე).
4. საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო
საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა კვოტის ზემოთ უცხო ქვეყნის
გადამზიდველს აძლევს უფლებას, განახორციელოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა
საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლების გარეშე.
5. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო
გადაზიდვის ნებართვა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე
დადგენილი კვოტის ზემოთ) უცხო ქვეყნის გადამზიდველს აძლევს უფლებას,
განახორციელოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე
დატვირთვის უფლებით.
მუხლი 52. ნებართვების გამცემი ორგანოები (24.06.2005 N 1778)
1
1. ამ კანონის 5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
საქმიანობაზე ნებართვას გასცემს სააგენტო ნებართვის მაძიებლის მიმართვიდან 2 სამუშაო
დღის ვადაში, რის შემდეგაც მონაცემები შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში. ამ
1
კანონის 5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
საქმიანობებზე ნებართვებს სააგენტო გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად. (22.02.2011. N4215 ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.
1
2. ამ კანონის 5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
საქმიანობაზე ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანო, დედაქალაქში – ქალაქ თბილისის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ
თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული, ხოლო რუსთავი-თბილისის მარშრუტზე
ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ნებართვას კანონით
დადგენილი წესით გასცემს თვითმმართველი ქალაქის − რუსთავის უფლებამოსილი ორგანო,
ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით
დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული
სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. (05.02.2014. N1970) კანონი ამოქმედდეს 2014
წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების
ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)
3. ნებართვის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, კონტროლისა და გაუქმების წესი
დგინდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 56. ნებართვის მოქმედების ვადა (24.06.2005 N 1778)
1. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა არანაკლებ ერთი წლის ვადით. ნებართვის ვადას
განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.
(15.12.2010. N4057)
1
2. ამ კანონის 5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების
საფუძველზე დადგენილი ვადით. (22.02.2011. N4215 ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.)
1
3. ამ კანონის 5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
საქმიანობაზე ერთჯერადად გაიცემა ერთჯერადი ნებართვა, ხოლო იმავე პუნქტის „ბ“ და „გ“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ
საქმიანობებზე,
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით დადგენილი ვადით, ერთჯერადად გაიცემა ერთჯერადი ან
მრავალჯერადი ნებართვა. (22.02.2011. N4215 ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან)