„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.02.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ნინო წილოსანი
ნომერი
#07-3/125/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-02-26
ბიუროს ნომერი 136

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში, კერძოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების“ კანონში სათანადო ცვლილების შეტანის გზით, შემოდის ახალი სახის ნებართვა - საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის განხორციელება. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა შესაბამისი ცვლილების შეტანა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შემდგომი გაუმჯობესება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლს ემატება „დ1“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ჩართვას იმ საქმიანობების ჩამონათვალში, რომლებიც დასაშვებია მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. სახელმწიფო და ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს უარყოფით გავლენას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტის მიღებით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინიტრომ, შპს „მოტტ მაკდონალდმა“ (რეგისტრირებული ინგლისში, რეგისტრაციის ნომერი:1243967, რეგისტრაციის მისამართ; მოტტ მაკდონალდ ჰაუსი, 8-10 სიდენჰამ როუდი, კრიდონ, სურეი, სრ0 2ეე, ინგლისი). დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორები: საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა და ნინო წილოსანი ვ) კანონპროექტის ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა და ნინო წილოსანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 17. საქმიანობა, რომელიც დასაშვებია მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებითაა დასაშვები შემდეგი საქმიანობა: ა) საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შემუშავება; ბ) გზის, საგზაო ნაგებობის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის პროექტების შემუშავება; გ) უშუალოდ გზასთან ჯიხურის დადგმა და სხვა საგნის დაყენება, რომლებმაც შეიძლება გააუარესოს ხილვადობა ან/და გააძნელოს მძღოლისა და ქვეითის მოძრაობა; დ) რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი მარშრუტებით (მათ შორის, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა); ე) გზაზე მასობრივ, სპორტულ და სხვა ღონისძიებათა ჩატარება; ვ) სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება, მასზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური შეფერილობის მიცემა ან/და სატრანსპორტო საშუალების ძარას გვერდებზე დახრილი თეთრი ზოლების დახაზვა; ზ) გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა; თ) სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა; ი) გზაზე ნებისმიერი სახის სამუშაოს შესრულება, რომელიც გზის ამა თუ იმ მონაკვეთზე ცვლის საგზაო მოძრაობის არსებულ ორგანიზებას, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარეების დადგენილ რეჟიმს ან აბრკოლებს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გადაადგილებას; კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობა.