ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიში

ანგარიში ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
30.03.2018
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ნომერი
#4988/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-03
ბიუროს ნომერი 145

📜 ტექსტი

ანგარიში
2017 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ (დასრულებული საქმეები) 2018 სარჩევი 1. „ჟორჟოლიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №1838/08, 2016 წლის 28 ივნისის განჩინება ............................................................................................................................. 3 2. „ს/ს ვაზიანი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №19377/09, 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინება ........................................................................................................................... 4 3. „კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №1484/07, 2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება ............................................................................................................. 4 4. „შარაშენიძე საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №5842/11, 2016 წლის 8 ნოემბრის განჩინება ................................................................................................................................................. 8 5. „ლაშა ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №35195/05, 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება .................................................................................................................... 8 6. „ნიკოლაიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №37048/04, 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება .................................................................................................................... 8 7. „ალიევი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №522/04, 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება .................................................................................................................................. 12 8. „დვალი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №64260/09, 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება .............................................................................................................................................. 14 9. „გამსახურდია საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №59835/12, 2015 წლის 15 სექტემბრის განჩინება ......................................................................................................................... 15 10. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №40765/02, 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ............................................................................................................... 17 11. „ხაინდრავა და ძამაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №18183/05, 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება .................................................................................................... 19 12. „ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №11830/03, 2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება ................................................................................................................ 19 13. „დე პიტა საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №22958/11, 2015 წლის 19 მაისის განჩინება ............................................................................................................................................... 22 დასკვნა .................................................................................................................................................. 24 2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასრულებული საქმეები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2283 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ანგარიში მოიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს („ევროპული სასამართლო“) გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ ინფორმაციას იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზეც 2017 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის (შემდგომში - „მინისტრთა კომიტეტი“) მიერ მიღებულია საბოლოო რეზოლუციები. კერძოდ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების საფუძველზე, საანგარიშო პერიოდში, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუციები და აღსრულებულად გამოაცხადა 13 საქმე (6 განჩინება და 7 გადაწყვეტილება), რომლებიც წარმოდგენილია განსახილველ ანგარიშში. ხაზგასასმელია, რომ 2016 წლის ანგარიში - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ (შემდგომში - „2016 წლის ანგარიში“) - მოიცავდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ დახურულ 6 საქმეს, 2017 წელს კი ეს მონაცემი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და შეადგინა - 13 საქმე. 1. „ჟორჟოლიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №1838/08, 2016 წლის 28 ივნისის განჩინება 2017 წლის 18 იანვარს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია1 ევროპული სასამართლოს მიერ 2016 წლის 28 ივნისს გამოტანილ განჩინებაზე - „ჟორჟოლიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. საქმე ეხებოდა მომჩივნების წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებულ ვადას. კერძოდ, მომჩივნები აცხადებდნენ, რომ 2007 წლის 6 ივნისიდან 24 აგვისტომდე მათი წინასწარ პატიმრობაში ყოფნა და პატიმრობის ვადის გაგრძელება იყო უკანონო, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა გავიდა 2007 წლის 6 ივნისს. განსახილველ საქმეში ევროპული სასამართლოსთვის 2016 წლის 27 აპრილს წარდგენილი წერილით მთავრობამ აღიარა, კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) 1-ლი და მე-3 პუნქტების დარღვევა. გარდა ამისა, მთავრობამ ვალდებულება აიღო, თითოეული მომჩივნისთვის გადაეხადა 2 500 ევრო. მომჩივანი მხარე დაეთანხმა მთავრობის შეთავაზებას. შესაბამისად, მხარეთა შორის მიღწეული იქნა მორიგება და ევროპულმა სასამართლომ საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან 2016 წლის 28 ივნისს, ევროპული კონვენციის 39-ე მუხლის შესაბამისად. მთავრობის მიერ თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, კერძოდ, მომჩივნებს თანხა ჩაერიცხათ 2016 წლის 12 ოქტომბერს, რის შედეგადაც საქმეზე დასრულდა სააღსრულებო წარმოება. მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია საქმეზე „ჟორჟოლიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-170913 1 3 2. „ს/ს ვაზიანი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №19377/09, 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინება 2017 წლის 22 თებერვალს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია2 საქმეზე „ს/ს ვაზიანი საქართველოს წინააღმდეგ“. საქმე ეხებოდა სახელმწიფო ორგანოს მიერ მომჩივნისათვის გადაწყვეტილებით დადგენილი ვალის გადაუხდელობას. სასამართლო 2016 წლის 30 ივნისს წარდგენილი წერილით მთავრობამ აღიარა თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ 2001 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული ვალის (360 000 ლარი) გადაუხდელობა და აიღო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება, კერძოდ, მომჩივნისათვის გადაუხდელი თანხის - 360 000 ლარისა და ხარჯებისათვის გაწეული - 14 400 ლარის გადახდა. 2016 წლის 9 აგვისტოს მომჩივანმა კომპანიამ აცნობა სასამართლოს, რომ ის დაეთანხმა მორიგების პირობებს. შესაბამისად, მხარეთა შორის მიღწეული იქნა მორიგება და ევროპულმა სასამართლომ საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან 2016 წლის 13 სექტემბერს, ევროპული კონვენციის 39-ე მუხლის შესაბამისად. მთავრობის მიერ თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2016 წლის 22 და 24 ნოემბერს, რის შედეგადაც საქმეზე დასრულდა სააღსრულებო წარმოება. 3. „კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №1484/07, 2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება 2017 წლის 10 მარტს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია3 საქმეზე „კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. აღნიშნულ საქმეზე მომჩივნები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები (ირაკლი კაკაბაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზურაბ რთველიაშვილი და დავით დალაქიშვილი), რომლებიც დააკავეს 2006 წლის 29 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გარეთ შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის მხარდასაჭერად გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ მათი დაკავება, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდება და შემდგომი თავისუფლების აღკვეთა იყო უკანონო და ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-5 მუხლის პირველ (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მე-6 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს (სამართლიანი სასამართლოს უფლება). ისინი, ასევე, აცხადებდნენ, რომ მათი დაკავება და პატიმრობა არღვევდა კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 მუხლებს (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება). ამასთან, კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლზე (სისხლის სამართლის საქმის გასაჩივრების უფლება) დაყრდნობით ჩიოდნენ, რომ მათ არ მიეცათ წაყენებული ბრალდების გასაჩივრების შესაძლებლობა . მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია საქმეზე „ს/ს ვაზიანი საქართველოს წინააღმდეგ“, ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-172005 3 მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია საქმეზე „კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-172414 2 4 საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მომჩივნები 3 საათის განმავლობაში სასამართლოს მანდატურებს ჩაკეტილი ჰყავდათ სამორიგეო ოთახში. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი არ შეესაბამებოდა შიდა საკანონმდებლო ნორმებს და დაადგინა კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა. აღნიშნული მუხლის დარღვევა დადგინდა ასევე მომჩივნებისთვის შემდგომი 30 დღიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პატიმრობის შეფარდება განხორციელდა თვითნებურად. სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-6 მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტთან ერთობლიობაში, იმ გარემოებათა გამო, რომ ეროვნულ სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობდა პროცედურული მოთხოვნების სრული დარღვევით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ საქმე მოისმინა დახურულ კარს მიღმა, მომჩივნებს არ მიეცათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ სასამართლო მოსმენას და საქმე განიხილებოდა მხოლოდ მანდატურთა მოხსენებით ბარათებზე დაყრდნობით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის („სსსკ“) 208-ე მუხლის 61 ნაწილის საფუძველზე. შესაბამისად, დარღვეული იყო მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, დაცვის მომზადებისთვის საჭირო ადეკვატური დროისა და საშუალებების, კვალიფიციური იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლებები. ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მომჩივანთა მხრიდან აქციის მიმდინარეობისას ადგილი არ ჰქონია რაიმე ძალადობრივ ქმედებას, ამის მიუხედავად, ისინი მაინც დაექვემდებარნენ სადავო სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულ ყველაზე მკაცრ სასჯელს (თავისუფლების აღკვეთა 30 დღით). სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაბამისმა ორგანოებმა ვერ შეძლეს კეთილსინდისიერად ემოქმედათ შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებასთან მიმართებით, ვერ წარმოადგინეს საკმარისი და საფუძვლიანი მიზეზები, რომლებიც გაამართლებდა ჩარევას მომჩივანთა უფლებებში და განსაზღვრეს სანქცია, რომელიც არაპროპორციული იყო მოცემული გარემოებების გათვალისწინებით. შესაბამისად, დადგინდა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა. სასამართლომ, ასევე, დაადგინა კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის დარღვევა (სისხლის სამართლის საქმის გასაჩივრების უფლება), განსახილველ საქმეში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე არსებული ეროვნული ორგანოების დისკრეციული უფლებამოსილების გამო. სასამართლომ განმარტა, რომ სამართალდარღვევა, რომლისთვისაც მომჩივნები დაისაჯნენ 2006 წლის 29 ივნისს, სასჯელის სიმძიმის გათვალისწინებით, არ შეიძლება ჩაითვალოს „უმნიშვნელოდ“ და შესაბამისად, არ განეკუთვნებოდა მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებს. კომპენსაციის სახით ევროპულმა სასამართლომ მორალური ზიანისა და ხარჯების ანაზღაურების სახით მომჩივნებს მთლიანობაში მიაკუთვნა 35 957 ევრო. საქმის აღსრულების მიზნით, მთავრობის მიერ მინისტრთა კომიტეტში წარდგენილი ინფორმაცია, ძირითადად, ეხებოდა შემდეგ საკითხებს: ინდივიდუალური ღონისძიებები მთავრობის მიერ თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, კერძოდ, მომჩივნებს თანხა ჩაერიცხათ 2013 წლის 28 მარტს. 5 ზოგადი ღონისძიებები კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან მიმართებით, აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ 2006 წლის 15 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „მასურაშვილი და მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნო იმ დროს მოქმედი სსსკ-ის 208-ე მუხლის მე-7 ნაწილი,4 რომლის მიხედვითაც, განსახილველ საქმეში სასამართლოს თავმჯდომარეს შეეძლო გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის გარეშე და ეს გადაწყვეტილება არ საჩივრდებოდა. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სამართალწარმოება, რომელიც უფლებამოსილებას აძლევს მოსამართლეს, საქმის ზეპირი მოსმენისას გაასამართლოს პირი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის/სასამართლოს შეურაცხყოფისთვის ადგილზე მიღებული განსჯისა და გადაწყვეტილების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ფუნდამენტურ გარანტიას და ასევე, უფლებას იმისა, რომ პირს გააჩნდეს დრო და საშუალებები მოემზადოს დაცვისათვის. საკონსტიტუციო სასამართლომ, ასევე დაადგინა, რომ გასაჩივრების უფლებაზე უარის თქმით, სსსკ-ის 208-ე მუხლის საფუძველზე, მისი დებულების §7 არღვევდა კონსტიტუციის 42-ე (§1) და ევროპული კონვენციის №7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლებს. დღეს მოქმედი სსსკ-ის 85-ე მუხლის მე-7 ნაწილით შეზღუდულია მანდატურის მოქმედების ფარგლები, კერძოდ, მანდატურს სასამართლო სხდომის თავმჯდომარის მითითებით უფლება აქვს დააკავოს პირი იმ ქმედებისათვის, რომელიც მიმართულია პროცესის ჩაშლისაკენ ან გამოხატავს უხეშ უპატივცემულობას სასამართლოს მიმართ თუ ასეთი ქმედება ჩადენილია სასამართლო სხდომაზე.5 ხოლო სასამართლოს ტერიტორიაზე, პირის დაკავების საფუძველი და პროცედურა განსაზღვრულია სსსკ-ის 85-ე მუხლის მე-13 ნაწილით, რომლის მიხედვით, სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შემთხვევაში, სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია დააკავოს დამრღვევი პირი, რის შესახებაც ადგენს დაკავების ოქმს. სასამართლოს მანდატური ვალდებულია დაკავებული პირი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, წარუდგინოს იმავე სასამართლოს თავმჯდომარეს. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია მანდატურის უფლებამოსილების ფარგლები, დაკავებული პირის სასამართლოს თავმჯდომარესთან წარდგენის ვადა, რათა თავიდან იქნას აცილებული თვითნებობის ყველა რისკი და მომავალში მსგავსი ტიპის დარღვევები. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ მოქმედი სსსკ-ს 85-ე მუხლის მე-15 ნაწილი განსაზღვრავს, რომ თუ საქმე ეხება პირის დაპატიმრებას, მისი განხილვა უნდა მოხდეს ზეპირ სხდომაზე, რათა დაცული იყოს მხარეთა თანასწორობა. ასევე, ეს მუხლი ითვალისწინებს ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას.6 სსსკ-ის 194-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზეპირად ცხადდება და ფიქსირდება სასამართლო სხდომის ოქმში, აღნიშნული მუხლი მოითხოვს, სსსკ-ის 208-ე მუხლის მე-7 ნაწილი: „(...) სხდომის თავმჯდომარის ან სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულება მიიღება ზეპირი მოსმენის გარეშე და არ საჩივრდება.“ 5 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-7 ნაწილი: „თუ სასამართლო სხდომაზე პირის ქმედება მიმართულია პროცესის ჩაშლისაკენ ან იგი გამოხატავს აშკარა ან/და უხეშ უპატივცემულობას სასამართლოს, პროცესის მონაწილის ან მხარის მიმართ, სხდომის თავმჯდომარის მითითებით სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს პირის დაკავებას და დაკავების ოქმის შედგენას (...)“ 6 სსსკ-ის 85-ე მუხლის მე-16 ნაწილი: „დაპატიმრების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ შედის ძალაში. იგი შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა პატიმრობა, სათანადო წესით მისთვის განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში (...)“. 4 6 რომ მიღებული გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული. აღნიშნული მუხლი ამცირებს სასამართლოს მიერ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების რისკს. გარდა ამისა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონით დაკონკრეტებულია სასამართლო მანდატურის მიერ დაკავების უფლებამოსილების საკითხები. კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევასთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დემონსტრაციები ტარდება მშვიდობიანად, ყოველგვარი დარღვევებისა და ხელშეშლის გარეშე, რაც პოზიტიურადაა შეფასებული სახალხო დამცველის მიერ. 7 ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით,8 არაკონსტიტუციურად ცნო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ის დებულებები, რომლებიც კრძალავდა ადმინისტრაციული დაწესებულებების შენობიდან 20 მეტრის რადიუსში შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვას, რადგან, ზოგიერთ შემთხვევაში, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდებოდა დემონსტრაციის ჩატარება. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები. ასევე აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის ხანგრძლივობის ვადა 90 დღიდან 15 დღემდე შემცირდა, რაც დადებითად შეაფასა სახალხო დამცველმა.9 კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის დარღვევასთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ სსსკ-ის 85-ე მუხლის მე-16 ნაწილი ამკვიდრებს ახალ სტანდარტს, რომლითაც განსაზღვრულია სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის დაპატიმრების შესახებ განკარგულების ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმი.10 საქართველოს სახალხო დამცველი, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებლის - მაინა კიაის 2012 წლის 8 ივნისის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, გვ. 22, ხელმისაწვდომია: http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3571.pdf 8 გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1309814 9 სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2014, გვ. 303, ხელმისაწვდომია: http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3509.pdf 10 „დაპატიმრების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ შედის ძალაში. იგი შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა პატიმრობა, სათანადო წესით მისთვის განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში. შემოსულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს. პირველი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან (…) საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე და მისი განხილვის ვადა საჩივრის შეტანიდან 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნული საჩივრის განმხილველი მოსამართლე განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და გასაჩივრებული განკარგულების უცვლელად დატოვების შესახებ; ბ) საჩივრის დაკმაყოფილების, პირის დაპატიმრების შესახებ განკარგულების გაუქმებისა და პატიმრობიდან მისი გათავისუფლების შესახებ” 7 7 4. „შარაშენიძე საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №5842/11, 2016 წლის 8 ნოემბრის განჩინება 2017 წლის 19 აპრილს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია11 საქმეზე „შარაშენიძე საქართველოს წინააღმდეგ“. აღნიშნულ საქმეზე, მომჩივანი აცხადებდა, რომ მას პატიმრობის პერიოდში, 2006 წლის 6 აგვისტო - 2011 წლის 15 აპრილი, არ უმკურნალეს სათანადოდ, რითაც დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) მოთხოვნები. 2016 წლის 7 სექტემბრის წერილით მთავრობამ სასამართლოს წარუდგინა მორიგების პირობები, კერძოდ აიღო ვალდებულება ბატონი შარაშენიძისთვის გადაეხადა 4 000 ევრო ყველა სახის მატერიალური და მორალური ზიანის, ასევე ხარჯების ანაზღაურების სახით. 2016 წლის 4 ოქტომბრის წერილით მომჩივანმა აცნობა სასამართლოს, რომ ის დაეთანხმა მორიგების პირობებს. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან 2016 წლის 8 ნოემბერს, ევროპული კონვენციის 39-ე მუხლის შესაბამისად. მთავრობის მიერ თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, კერძოდ, მომჩივანს თანხა ჩაერიცხა 2017 წლის 26 იანვარს, რის შედეგადაც საქმეზე დასრულდა სააღსრულებო წარმოება. 5. „ლაშა ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №35195/05, 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება 6. „ნიკოლაიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №37048/04, 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ 2017 წლის 10 მაისს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია12 საქმეზე - „ლაშა ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“. ლაშა ჭიჭინაძე 2005 წლის 19 თებერვალს დააკავეს თაღლითობის ბრალდებით. 2005 წლის 21 თებერვალს მას ბრალი წაუყენეს. 2005 წლის 25 თებერვალს უზენაესი სასამართლოს სააპელაციო პალატამ მომჩივანს აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ თავისი განჩინების დასასაბუთებლად მხოლოდ ის ფაქტი მიუთითა, რომ მომჩივანს ბრალი ჰქონდა წაყენებული მძიმე დანაშაულისთვის, ხოლო იმ პერიოდში მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის სიმძიმე მიიჩნეოდა წინასწარი პატიმრობის შეფარდებისთვის საკმარის საფუძვლად. 2005 წლის 18 მაისს თბილისის რაიონული სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაახანგრძლივა ორი თვით, რაც 2005 წლის 23 მაისს ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს სააპელაციო პალატამ. მომჩივნის მოთხოვნა, რომ წინასწარი პატიმრობა შეცვლილიყო შედარებით ნაკლებად მკაცრი მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია საქმეზე „შარაშენიძე საქართველოს წინააღმდეგ“, ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-173405 12 მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია საქმეზე „ლაშა ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-173913 11 8 აღკვეთის ღონისძიებით, დაკმაყოფილდა თბილისის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წლის 9 ივლისს. მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი წინასწარი პატიმრობა უსაფუძვლო იყო და მისი დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებებში არ არსებობდა საკმარისი არგუმენტები, რაც არღვევდა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს. თავდაპირველად, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნის პატიმრობის ხანგრძლივობა (ოთხი თვე და ცამეტი დღე) არ იყო აშკარად გადამეტებული. მიუხედავად ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ უზენაესმა სასამართლომ 2005 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით მომჩივანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მხოლოდ ბრალდებების სიმძიმეზე დაყრდნობით და არ შეაფასა მომჩივნის არგუმენტები მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. სასამართლოს განმარტებით, იმ პერიოდში არსებული სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, წინასწარი პატიმრობის შეფარდებისთვის საკმარისი იყო დანაშაულის შესაძლო ჩადენისთვის განსაზღვრული მძიმე სასჯელი, ნაკლებად შეესაბამება კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს და დაადგინა, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ვერ განიხილეს მომჩივნის საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული ფაქტები და არ გაითვალისწინეს არასაპატიმრო ალტერნატიული ზომების გამოყენების შესაძლებლობა. შესაბამისად, დაადგინა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა. მომჩივანს სამართლიანი დაკმაყოფილების სახით ევროპულმა სასამართლომ მიაკუთვნა 1 000 ევრო მორალური ზიანისთვის. საქმის აღსრულების მიზნით, მთავრობის მიერ მინისტრთა კომიტეტში წარდგენილი ინფორმაცია ძირითადად ეხებოდა შემდეგ საკითხებს: ინდივიდუალური ღონისძიებები მთავრობამ ევროპული სასამართლოს მიერ მინიჭებული თანხის ჩარიცხვა განახორციელა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, კერძოდ, მომჩივანს თანხა ჩაერიცხა 2016 წლის 8 აგვისტოს. ზოგადი ღონისძიებები იხ. ქვემოთ ნიკოლაიშვილის საქმის ზოგადი ღონისძიებების ნაწილში. ნიკოლაიშვილი საქართველოს წინააღმდეგ 2017 წლის 22 ნოემბერს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია13 საქმეზე „ნიკოლაიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. საქმის გარემოებების თანახმად, 2003 წლის 20 ივნისს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და 2003 წლის 20 ივლისს მომჩივან გიორგი ნიკოლაიშვილის ძმასა და კიდევ ერთ პირს წარედგინათ ბრალი მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის. 2003 წლის ივლისში 4 პიროვნების – მომჩივნის, მისი ძმის, მეორე ბრალდებული პირისა და ამ უკანასკნელის ძმის – ფოტოები გამოიკრა ძებნილ პირთათვის განკუთვნილ სტენდებზე, მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია საქმეზე „ნიკოლაიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-179353 13 9 სადაც მითითებული იყო მათი სახელები და აღნიშნული იყო, რომ ისინი მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის, შენახვისა და ფლობის ბრალდებით მხოლოდ მომჩივნის ძმა იძებნებოდა. მომჩივნის ადვოკატებმა შსს-ს მოსთხოვეს, ჩამოეხსნათ მომჩივნის ფოტოები და დაესაჯათ ის პირები, ვინც ფოტოები უკანონოდ განათავსა. მოთხოვნა რეაგირების გარეშე დარჩა. 2004 წლის 30 მარტს მომჩივანი გამოცხადდა ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში, სადაც მოწმის სახით დაკითხვის გარეშე დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანანო შეძენის, შენახვის ან/და ტარების ბრალდებით, მკვლელობის საქმის ფარგლებში. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-5 (§1) მუხლი მომჩივნის ისეთ გარემოებებში დაკავების გამო, რაც ხელყოფს მის უსაფრთხოების უფლებას; მე-5 (§1 „c“) მუხლი - შესაბამისი სასამართლო დადგენილების გარეშე პატიმრობის ვადის ხელმეორედ გაგრძელების გამო; კონვენციის მე-5 (§3) მუხლი - მომჩივნის წინასწარი პატიმრობისთვის საკმარისი მიზეზების არარსებობის გამო; მე-5 (§4) მუხლი ზეპირი მოსმენის გარეშე სასამართლო განხილვის გამართვის გამო. ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა მომჩივნის ფოტოს ძებნილ პირთა სტენდზე არასწორად განთავსების გამო. მომჩივანს ევროპულმა სასამართლომ სამართლიანი დაკმაყოფილების სახით 8 000 ევრო მიაკუთვნა. საქმის აღსრულების მიზნით, მთავრობის მიერ მინისტრთა კომიტეტში წარდგენილი ინფორმაცია ძირითადად ეხებოდა შემდეგ საკითხებს: ინდივიდუალური ღონისძიებები 2009 წლის 10 ივნისს მთავრობამ მომჩივანს მიმართა, წარმოედგინა საბანკო რეკვიზიტები სამართლიანი დაკმაყოფილების თანხის ჩარიცხვის მიზნით. თუმცა, ინტერპოლის საიტზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გიორგი ნიკოლაიშვილი იძებნებოდა. შესაბამისად, მთავრობას არ მისწოდებია მოთხოვნილი საბანკო რეკვიზიტები, რაც შეუძლებელს ხდიდა კომპენსაციის თანხის ანაზღაურებას. 2017 წლის 17 მარტს მომჩივნის დედამ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და განაცხადა, რომ გიორგი ნიკოლაიშვილი დაბრუნდა და სასჯელს იხდიდა საქართველოში. მან, ასევე, წარმოადგინა შესაბამისი საბანკო რეკვიზიტები, რის საფუძველზეც, მომჩივანს თანხა ჩაერიცხა 2017 წლის 3 მაისს. რაც შეეხება სხვა ინდივიდუალურ ღონისძიებას მე-8 მუხლის ფარგლებში, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 2004 წლის 9 თებერვალს გამოქვეყნდა საგაზეთო პუბლიკაცია მომჩივნის ფოტოების უკანონო გამოკვრის თაობაზე, რის შემდეგაც პოლიციის სტენდებიდან მომჩივნის ფოტოები ჩამოიხსნა. ზოგადი ღონისძიებები ნიკოლაიშვილისა და ჭიჭინაძის საქმეებზე დადგენილ დარღვევებთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დეტალურად არეგულირებს აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, კოდექსის 10 206-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ პროკურორი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა. შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა. აღკვეთის ღონისძიების საკითხები განიხილება ღია სასამართლო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სასამართლო სხდომის დახურვის კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, მხარეთა მონაწილეობით. მნიშვნელოვანია ასევე, სსსკ-ის 198-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება არ შეიძლება შეეფარდოს, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით. ხაზგასასმელია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებები. კერძოდ, ცვლილება შევიდა სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც, თუ ბრალდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული, მოსამართლე ვალდებულია, პირველივე წინასასამართლო სხდომაზე თავისი ინიციატივით განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ, სასამართლო ვალდებულია, თავისი ინიციატივით, ორ თვეში ერთხელ მაინც, განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „ნიკოლაიშვილის საქმეში“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა მომჩივნის ისეთ გარემოებებში დაკავების გამო, რომლებიც პიროვნების უფლებას ხელყოფდა. კერძოდ, 2004 წლის 30 მარტს მომჩივანი, გამოცხადდა რაიონულ პროკურატურაში, სადაც იგი მოწმის სახით დაკითხვის გარეშე დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანანო შეძენის, შენახვის ან/და ტარების ბრალდებით, მკვლელობის საქმის ფარგლებში. დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლი მკაფიოდ და დეტალურად ადგენს დაკავების საფუძვლებს. ზემოაღნიშნულთან მიმართებით, ასევე, აღსანიშნავია მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი და დაცვის გარანტიები. 2015 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები14 მოწმის დაკითხვის ახალი წესის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ. დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია. ცვლილებები, ასევე, ითვალისწინებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვას. გარდა ამისა, სასამართლომ წინამდებარე საქმეში დაადგინა კონვენციის მე-5 მუხლის მეოთხე პუნქტის დარღვევა ზეპირი მოსმენის გარეშე სასამართლო განხილვის გამართვის გამო. მსგავსი დარღვევების პრევენციის კუთხით, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იმპერატიულად ადგენს როგორც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლისა და გაუქმების საკითხის, ისე წინასასამართლო სხდომის ზეპირი მოსმენით ჩატარების ვალდებულებას (სსსკ-ის 206-ე მუხლის მე-3 და მე-8 14 ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3108887#DOCUMENT:1 11 ნაწილები და 219-ე მუხლი). ამდენად, ხსენებული რეგულაციის იმპერატიული ხასიათი ცალსახად უზრუნველყოფს მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენციას. საერთო სასამართლოების მიერ აღკვეთის ღონისძიებების შეფარდების სტატისტიკა ნათლად მიუთითებს, რომ სასამართლოების მიერ ბოლო წლებში პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, გამოყენების მაჩვენებელი საგრძნობლად დაბალია, კერძოდ, 2011 წელს შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებებს შორის პატიმრობის პროცენტული მაჩვენებელი 49.3% იყო. 2012 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 41.9%-მდე შემცირდა, 2013 წელს კი 26.8%-მდე. 2014 წელს ანალოგიური მაჩვენებელი − 32%-ის, ხოლო 2015 წელს 29.6%ის ტოლი იყო. 2016 წელსაც შენარჩუნებული იყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების კლების ტენდენცია და შეადგინა მხოლოდ 29.1%.15 რაც შეეხება 2017 წელს აღნიშნული პერიოდის მონაცემია 34.2%.16 რაც შეეხება კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას, მომჩივნის - გიორგი ნიკოლაიშვილის - სურათები გამოაკრეს პოლიციის განყოფილებებში, როგორც „ძებნილი პირი“, მაშინ, როცა ის არ იყო ეჭვმიტანილი/ბრალდებული მკვლელობაში. აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა იყო იზოლირებული და არ წარმოადგენდა სისტემური ხასიათის დარღვევას. კერძოდ, საქართველოსთან მიმართებით, სხვა არცერთ საქმეში ევროპულ სასამართლოს მსგავსი დარღვევა არ დაუდგენია. განსახილველ საკითხთან მიმართებით, არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ქართული კანონმდებლობა (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, „ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვ.) არ ითვალისწინებს მოწმის „ძებნილად“ გამოცხადების შესაძლებლობას − მხოლოდ ბრალდებული (მსჯავრდებული) შეიძლება გამოცხადდეს „ძებნილად“, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს დადგენილი დარღვევის იზოლირებულ ხასიათზე. 7. „ალიევი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №522/04, 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება 2017 წლის 7 ივნისს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია17 საქმეზე „ალიევი საქართველოს წინააღმდეგ“. მომჩივანი აცხადებდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი, თბილისის №5 საპყრობილეში ყოფნის პერიოდში (06/09/2003 - 06/01/2005) პატიმრობის პირობების გამო. ასევე, 2002 წლის 3-4 ოქტომბრის ღამეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების არაეფექტიანი გამოძიების გამო. 2002 წლის 23 აგვისტოს მომჩივანი მოათავსეს თბილისის მე-5 დაწესებულებაში, სადაც 15მდე ჩეჩენი პატიმარი, მათ შორის, საქმის − „შამაევი და სხვები საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ“ (საჩივარი №36378/02, 2005 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება) − მომჩივნები იმყოფებოდნენ. 2002 წლის 3-4 ოქტომბერს სპეცდანიშნულების რაზმსა და პატიმრებს შორის მოხდა დაპირისპირება. პატიმართა ნაწილმა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, რომლებმაც სთხოვეს პატიმრებს, რუსეთში ხელმისაწვდომია: http://www.supremecourt.ge/statistics/ ხელმისაწვდომია: http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2017w-statistic-7.pdf 17 მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია საქმეზე „ალიევი საქართველოს წინააღმდეგ“, ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-175189 15 16 12 ექსტრადირების მიზნით, საკნის დატოვება. მომჩივანი აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა ძალა, რომელიც არ იყო აუცილებელი და პროპორციული მისი ქმედებიდან გამომდინარე. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლის დარღვევას როგორც არსებით, მომჩივნის პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით, ასევე პროცედურულ ნაწილში, 2002 წლის 3-4 ოქტომბრის ღამის მოვლენების ეფექტიანი გამოძიების არარსებობის გამო. სასამართლომ მომჩივანს მიაკუთვნა 10 000 ევრო მორალური ზიანის ანაზღაურების სახით. საქმის აღსრულების მიზნით, მთავრობის მიერ მინისტრთა კომიტეტში წარდგენილი ინფორმაცია ძირითადად ეხებოდა შემდეგ საკითხებს: ინდივიდუალური ღონისძიებები მთავრობის მიერ თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, კერძოდ, მომჩივანს თანხა ჩაერიცხა 2009 წლის 8 ივლისს. მომჩივანი აღარ იმყოფება პატიმრობაში. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სრულფასოვანი აღსრულების მიზნით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2016 წლის 8 აგვისტოს დაიწყო გამოძიება 2002 წლის 3-4 ოქტომბრის ღამეს მომჩივანთა მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე. სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მიზნით გამოთხოვილ იქნა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, დაიკითხნენ მოწმეები, გამოძიების პროცესში მოხდა ციხის იმ თანამშრომელთა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრთა იდენტიფიცირება და დაკითხვა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ განსახილველ მოვლენებში და რომელთა ვინაობა ძველი გამოძიების ფარგლებში ცნობილი არ იყო. გამოძიების პროცესში მომჩივნების (ალიევისა და შამაევის საქმეებზე) მონაწილეობის უზრუნველყოფა ვერ ხერხდება, რადგან მათი ადგილსამყოფელი უცნობია. გამოძიებას აბრკოლებს ის ფაქტები, რომ ინციდენტიდან გასულია თითქმის 15 წელი, რის გამოც ვერ ხერხდება ზოგიერთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. გარდაცვლილია მოწმეთა ნაწილი, ნაწილი კი ვერ იხსენებს დეტალებს. დანგრეულია თბილისის N5 დაწესებულება, ვერ ხერხდება ექსპერტიზის ჩატარება. საგამოძიებო ორგანოებმა გააანალიზეს ყველა მტკიცებულება თუმცა, ზემოაღნიშნული ღონისძიებების შედეგად მიღებული მტკიცებულებები არ იძლევა სამართალდამცავი ორგანოების მიერ 2002 წლის 3-დან 4 ოქტომბრის ღამეს გამოყენებული ძალის პროპორციულობის დადგენის საშუალებას, რადგან არ არსებობს საკმარისი და ხელშესახები მტკიცებულებები, რაც საჭიროა შესაბამისი დასკვნების გასაკეთებლად. გამოძიება უახლოეს პერიოდში იმსჯელებს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებაზე. ზოგადი ღონისძიებები აღსანიშნავია, რომ ციხეში არსებულ პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები განხილულია ევროპული სასამართლოს სხვა საქმეებში. კერძოდ, ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა ნაწილი („ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „პოღოსიანი საქართველოს წინააღმდეგ“, „მინდაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „ჯელაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „ილდანი საქართველოს 13 წინააღმდეგ“) ეხებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში 2006-2011 წლებში ჰეპატიტითა და ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა მკურნალობის პროცესში გამოვლენილ ნაკლოვანებებს, რაც საქართველოში სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა. გადაწყვეტილებების აღსრულების ფარგლებში, სასჯელაღსრულების სისტემაში გატარდა ფუნდამენტური რეფორმები, რაც დღეისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის პირობებში კვალიფიციური პერსონალის მიერ ხორციელდება. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2014 წლის 12 ნოემბერს დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით 2013-2014 წლებში სასჯელაღსრულებისა სისტემაში და, კერძოდ, პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში გატარებული ფუნდამენტური რეფორმები და ეს საქმეები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ საბოლოო რეზოლუციის მიღებით დახურულად გამოცხადდა. დამატებით, კონკრეტულად ალიევის საქმესთან დაკავშირებით, აღსანიშნავია: - - 2008 წელს მოხდა №5 დაწესებულების დემონტაჟი, რომელშიც მოთავსებული იყვნენ მომჩივნები (ალიევისა და შამაევის საქმეებზე); სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აღარ არსებობს გადატვირთულობის პრობლემა, რომლის აღმოფხვრას არსებითად შეუწყო ხელი 2012 წლის „ამნისტიის შესახებ“ კანონმა; დღეს მოქმედი „პატიმრობის კოდექსი“ ითვალისწინებს პატიმრების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვის ეფექტიან მექანიზმს. ზემოაღნიშნული პოზიტიური ცვლილებები, აგრეთვე, აღინიშნა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სპეციალური მომხსენებლის, ბატონი ხუან მენდესის, 2015 წლის ანგარიშში.18 8. „დვალი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №64260/09, 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება 2017 წლის 7 ივნისს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია19 საქმეზე „დვალი საქართველოს წინააღმდეგ“. მომჩივანმა, კახაბერ დვალმა, 2009 წლის 30 ნოემბერს მიმართა ევროპულ სასამართლოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი არასათანადო მკურნალობის გამო. 2016 წლის 14 სექტემბრის წერილით მთავრობამ აცნობა სასამართლოს, რომ სურდა დეკლარაციის წარდგენა საჩივარში არსებული საკითხის გადასაწყვეტად. მთავრობამ აღიარა მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლებების დარღვევა და მომჩივანს შესთავაზა 2 500 ევროს გადახდა ყველა მატერიალური და მორალური ზიანის, ასევე, ყველა ხარჯის დასაფარად. 2016 წლის 4 ოქტომბერს მომჩივანმა აცნობა სასამართლოს, რომ მზად იყო, მიეღო მთავრობის მიერ შეთავაზებული პირობები, შესაბამისად, მხარეთა შორის მორიგების გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის, ხუან მენდესის 2015 წლის ანგარიში, A/HRC/31/57/Add.3, ხელმისაწვდომია: https://documents-dds-ny.un.org/doc/UNDOC/GEN/G15/273/24/PDF/G1527324.pdf?OpenElement. 19 მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია საქმეზე „დვალი საქართველოს წინააღმდეგ“, ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-174743 18 14 შედეგად, სასამართლომ ამორიცხა საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან, ევროპული კონვენციის 39-ე მუხლის შესაბამისად. მთავრობამ მომჩივანს კომპენსაციის თანხა გადაუხადა დადგენილ ვადაში, კერძოდ 2017 წლის 17 თებერვალს. 9. „გამსახურდია საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №59835/12, 2015 წლის 15 სექტემბრის განჩინება 2017 წლის 5 ივლისს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია20 საქმეზე - „გამსახურდია საქართველოს წინააღმდეგ“. ცოტნე გამსახურდიას მიერ 2012 წლის 17 ივლისს ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივარი ეხებოდა მომჩივნის პრეტენზიას, რომ იგი დანაშაულის პროვოკაციის მსხვერპლი გახდა, რაც საფუძვლად დაედო 2011 წელს მის წინააღმდეგ ბრალდებას ქრთამის მიცემისათვის. მთავრობამ 2015 წლის 7 მაისს ევროპულ სასამართლოში წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც აღიარა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, რადგან ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნისთვის წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდების საკითხის გადაწყვეტისას ვერ უზრუნველყვეს, ჯეროვნად განეხილათ მომჩივნის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი დანაშაულის პროვოკაციის მსხვერპლი იყო. შესაბამისად, მთავრობამ მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე,21 რომლის თანახმად, მომჩივანს უფლება მიენიჭა, მიემართა ეროვნული სასამართლოებისათვის სისხლის სამართლის საქმის ხელახალი განხილვის მიზნით. მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ მომჩივანს გადაუხდიდა 2 500 ევროს ყველა მატერიალური და მორალური ზიანის, ასევე, ყველა ხარჯის დასაფარად. 2015 წლის 22 ივნისს მომჩივანმა აცნობა სასამართლოს, რომ იგი მთავრობის დეკლარაციის პირობებს დაეთანხმა. შესაბამისად, საქმე მიჩნეულ იქნა, როგორც მორიგება და ევროპული სასამართლოს მიერ 2015 წლის 8 ოქტომბერს ამოირიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან. საქმის აღსრულების მიზნით, მთავრობის მიერ მინისტრთა კომიტეტში წარდგენილი ინფორმაცია ძირითადად ეხებოდა შემდეგ საკითხებს: ინდივიდუალური ღონისძიებები ცოტნე გამსახურდიას კომპენსაციის თანხა (2 500 ევრო) ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, კერძოდ 2015 წლის 30 ნოემბერს. მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია საქმეზე „გამსახურდია საქართველოს წინააღმდეგ“, ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-175763 21 „განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება“. 20 15 რაც შეეხება საქმის ეროვნულ დონეზე ხელახლა განხილვას, მომჩივანმა 2016 წლის პირველ სექტემბერს მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში 2016 წლის 24 აგვისტოს დაიწყო გამოძიება მომჩივნის მიმართ ცალკეული საჯარო მოხელის მიერ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2016 წლის 24 ნოემბერს ცოტნე გამსახურდია ცნობილ იქნა დაზარალებულად. იმავე დღეს გამოტანილ იქნა დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ. 2016 წლის 2 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარედგინა მიმართვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ1“22 ქვეპუნქტის საფუძველზე. თუმცა, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში უკვე მიმდინარეობდა დაცვის მხარის შუამდგომლობა მისი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, ცოტნე გამსახურდიას სისხლის სამართლის საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რითაც გამოირიცხა ცოტნე გამსახურდიას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ახალი გამოძიებით დადასტურდა რომ მომჩივნის მიმართ ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციის ნიშნებს, რის შედეგადაც ცოტნე გამსახურდია მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ქრთამის მიცემისთვის (სსკ-ს 339-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 23 მაისს დასრულდა პროცესი გამსახურდიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, რის შედეგადაც განაჩენი გაუქმდა და დადგინდა გამამართლებელი განაჩენი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა შესაძლებლობას იძლევა, როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო საქმეები გადაისინჯოს ეროვნულ დონეზე ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე. სისხლის სამართლის საქმეებზე გადასინჯვის მექანიზმის ეფექტიანობის საილუსტრაციოდ, გამსახურდიას საქმის გარდა, აღსანიშნავია ევროპული სასამართლოს განჩინება „ლონდა თაქთაქიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი № 46055/06). კერძოდ, ევროპული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მომჩივანმა მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლის 2014 წლის 13 იანვრის განაჩენით, გაუქმდა მომჩივნის მიმართ დამდგარი თავდაპირველი განაჩენი და ლონდა თაქთაქიშვილი გამართლდა სისხლის „განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო”. 22 16 სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ ევროპული სასამართლოს კიდევ ერთი განჩინების საფუძველზე - „გიორგი ვაშაკიძე და ელდარ გოგბერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი № 25120/07), თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 11 ივლისს გადაისინჯა მომჩივანთა მიმართ გამოტანილი თავდაპირველი განაჩენი და სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის გარდა, აღსანიშნავია ამავე მუხლში 2016 წლის 24 ივნისს განხორციელებული ცვლილებები. კერძოდ, 310-ე მუხლს დაემატა ახალი „ზ1“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ხსენებულ ნორმაში, სხვა საფუძვლებთან ერთად, განისაზღვრა განაჩენის გადასინჯვის ახალი საფუძველი, თუ „წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო“, რაც, უდავოდ, მისასალმებელი ფაქტია, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. 10. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №40765/02, 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება 2017 წლის 6 სექტემბერს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია23 საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“. 2001 წლის 21 ნოემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლომ ფიზიკურ პირს დააკისრა მომჩივნის, ლეონიდ აპოსტოლის სასარგებლოდ 2 000 აშშ დოლარის ოდენობით ვალის და 100 ლარის გადახდა გაწეული ხარჯების ანაზღაურების სახით. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში. მოვალემ უარი განაცხადა თანხის ნებაყოფლობით გადახდაზე, რის შემდეგაც მომჩივანმა მოითხოვა იძულებითი სააღსრულებო წარმოების დაწყება. ბათუმის სააღსრულებო ბიურომ მომჩივანს სააღსრულებო წარმოების დაწყებისათვის მოსთხოვა წინასწარი საფასურის გადახდა, რასაც ითვალისწინებდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი. მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მომჩივანმა ვერ შეძლო თანხის წინასწარ გადახდა, რის გამოც სააღსრულებო ბიურომ არ დაიწყო წარმოება და, შედეგად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მთავრობამ ვერ აღასრულა 2001 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება. პასუხისმგებლობის მომჩივანზე დაკისრებით მთავრობამ არ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება − უზრუნველეყო გადაწყვეტილებათა აღსრულების ეფექტიანი სისტემის შექმნა და დაადგინა ევროპული კონვენციის მე-6 (§1) მუხლის დარღვევა. მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-177210 23 17 ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობას დაეკისრა ვალდებულება, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში, „შესაბამისი საშუალებების გამოყენებით“, უზრუნველეყო 2001 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება. სტრასბურგის სასამართლოში მომჩივანს სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნა არ წარუდგენია. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება ეროვნული სასამართლოს მიერ მომჩივნის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა იქნებოდა. საქმის აღსრულების მიზნით, მთავრობის მიერ მინისტრთა კომიტეტში წარდგენილი ინფორმაცია ძირითადად ეხებოდა შემდეგ საკითხებს: ინდივიდუალური ღონისძიებები აღსანიშნავია, რომ ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ აჭარის აღსრულების ბიურომ წარმოებაში მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. 2007 წლის 13 აპრილს სასამართლო აღმასრულებელი გამოცხადდა მოვალის მისამართზე და შეადგინა ოქმი, რომ იგი არ ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე. ამასთან, მოვალის ქონებრივი მდგომარეობის დადგენისას გაირკვა, რომ მის სახელზე არ ირიცხებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალება, უძრავი ქონება, მოვალე არ იყო რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ და არ ჰქონდა გახსნილი საბანკო ანგარიშები. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა მოვალის მოძებნა, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება ვერ განხორციელდა. რაც შეეხება შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, 2011 წლის 30 მაისს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში წარდგენილ იქნა ბატონი ლეონიდ აპოსტოლის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება და 2001 წლის 21 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რაც წარმოებაში იქნა მიღებული. საქმის მასალების მიხედვით, მოვალის მიმართ განხორციელდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი სახის არაერთი სააღსრულებო მოქმედება. ამასთანავე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 24 ივლისის წერილობითი მომართვით დადგინდა, რომ 2013 წლის 22 იანვარს დარეგისტრირდა ლეონიდ აპოსტოლის გარდაცვალების აქტი, რის შედეგადაც, შეჩერდა სააღსრულებო წარმოების პროცესი. აღმასრულებელმა არაერთხელ მიმართა კრედიტორის (მომჩივნის) უფლებამონაცვლის დადგენის მოთხოვნით, რაც მათი მხრიდან არ შესრულებულა. ოჯახს ზოგადი ღონისძიებები აღსანიშნავია ევროპული სასამართლოს მიერ „აპოსტოლის საქმეზე“ გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები. 18 კერძოდ, კანონის 26-ე მუხლი (რის საფუძველზეც მომჩივანს უარი ეთქვა წარმოების დაწყებაზე) ამოღებულ იქნა კანონიდან 2010 წლის 7 დეკემბერს. ამასთან, დღეს მოქმედი რედაქციით განსაზღვრულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით საფასურის წინასწარი გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლები. კერძოდ, ამ მუხლის მე-12 პუნქტით საფასურის წინასწარ გადახდისაგან თავისუფლდება: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რაც დასტურდება შესაბამისი მოწმობით; ბ) კრედიტორი სასამართლოს გადაწყვეტილებით (სასამართლოს შეუძლია კრედიტორი მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით გაათავისუფლოს საფასურის წინასწარ გადახდისაგან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით); გ) კრედიტორი აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებისას.“ ამასთანავე, მინისტრთა კომიტეტს ინფორმაცია მიეწოდა კანონის სხვა რეგულაციების თაობაზე. 11. „ხაინდრავა და ძამაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №18183/05, 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება 12. „ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №11830/03, 2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება ხაინდრავა და ძამაშვილი საქართველოს წინააღმდეგ 2017 წლის 21 სექტემბერს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია საქმეზე24 - „ხაინდრავა და ძამაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. ეს საქმე შედიოდა ე.წ. „ღარიბაშვილის ჯგუფის“ (ამჟამად „ცინცაბაძის ჯგუფის“) საქმეებში, რომელიც აერთიანებს იმ გადაწყვეტილებებს, სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 და მე3 მუხლების დარღვევა. ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა ორმა მომჩივანმა: ბატონმა გივი ხაინდრავამ (მომჩივანი) და ქალბატონმა მარი ძამაშვილმა (მომჩივნის მეუღლე). მომჩივნები აცხადებდნენ, რომ 1997 წელს ბატონ ხაინდრავას თავს დაესხნენ საკუთარ სახლში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები. მეორე დღეს მან პოლიციაში შეიტანა საჩივარი, რომელიც უპასუხოდ დარჩა. ამის შემდეგ მომჩივანმა თავად მიაგნო თავდამსხმელებს და თავის სახლში მიიყვანა. მომჩივანი დაუკავშირდა მარტვილის რაიონის პროკურორს, რათა მათ დაეკითხათ დაკავებული პირები და რეაგირება მოეხდინათ საჩივარზე. 2004 წლის 10 მარტს მომჩივანმა მიმართა გენერალურ პროკურატურას, საიდანაც აღნიშნული განცხადება სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას გადაეგზავნა, თუმცა, რეაგირება არ მოჰყოლია. ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეში დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების პოზიტიური ვალდებულების დარღვევის გამო და მომჩივანს 12 000 ევრო მიანიჭა. მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია („ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“; „ხაინდრავა და ძამაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“), ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-177628 24 19 საქმის აღსრულების მიზნით, მთავრობის მიერ მინისტრთა კომიტეტში წარდგენილი ინფორმაცია ძირითადად ეხებოდა შემდეგ საკითხებს: ინდივიდუალური ღონისძიებები სასამართლოს მიერ მომჩივნისათვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა ჩაირიცხა დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2010 წლის 18 ნოემბერს. აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ ჩატარდა ხელახალი ეფექტიანი გამოძიება. მომჩივნები ჩართულნი იყვნენ გამოძიების პროცესში და პერიოდულად მიეწოდებოდათ ინფორმაცია გამოძიების მსვლელობის შესახებ. დაიკითხა ყველა მნიშვნელოვანი მოწმე, მათ შორის, მომჩივნები, ჩატარდა დანაშაულის ადგილის დათვალიერება. საქმეზე მოპოვებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გამოძიება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით ვერ დგინდებოდა, რომ მომჩივნის წინააღმდეგ ჩადენილი იყო განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში. აღსანიშნავია, რომ სავარაუდო დანაშაულის ჩადენიდან გასულია დიდი დრო (19 წელი) და ვერ მოხერხდა ყველა საგამოძიებო ღონისძიების, მათ შორის, სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზის, ჩატარება. ასევე, გარდაცვლილია ბევრი მნიშვნელოვანი მოწმე, თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორი და თავდამსხმელები. დამატებით, გასათვალისწინებელია, რომ მომჩივანს არ გააჩნია გამოძიების გაგრძელების სურვილი და პრეტენზია სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებასთან დაკავშირებით. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადებიც (დეტალური ინფორმაცია საქმის გამოძიების თაობაზე, იხ. განსახილველ საქმეზე 2016 წლის ევროპული სასამართლოს მიმდინარე საქმეების ანგარიშში). ზემოაღნიშნულ მიზეზთა გამო 2016 წლის 20 ივლისს საგამოძიებო ორგანომ მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ. ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ მინისტრთა კომიტეტის 2017 წლის 21 სექტემბრის ზემოხსენებული საბოლოო რეზოლუციით, აგრეთვე, დაიხურა საქმე - „ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. 2001 წლის 23 მაისს მომჩივანი დააკავეს გაუპატიურების ბრალდებით და გადაიყვანეს რუსთავის პოლიციაში. მომჩივნის მტკიცებით, 2001 წლის 23, 24 და 25 მაისს წარმოებული დაკითხვებისას პოლიციის თანამშრომლებმა მას ბორკილები დაადეს, თავზე ჩამოაცვეს აირწინაღი, რათა მისი ყვირილის ხმა გარეთ არ გასულიყო და სასტიკად სცემეს, რა დროსაც მიიღო მოტეხილობები. 2001 წლის 12 დეკემბერს თბილისის საოლქო სასამართლომ მომჩივანს შეუფარდა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მოხდით. 2002 წლის 16 აპრილს უზენაესმა სასამართლომ, უსაფუძვლობის მოტივით, არ დააკმაყოფილა მომჩივნის საკასაციო საჩივარი. ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეში არ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა საკმარისი სამედიცინო მტკიცებულებების არარსებობის გამო. 20 თუმცა, დადგინდა მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა − საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების პოზიტიური ვალდებულების დარღვევისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო: წინასწარი გამოძიება მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით არ იყო დამოუკიდებელი; სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დაგვიანებით 2006 წლის იანვარში, მომჩივნის მიერ სამართალდამცავ ორგანოში საჩივრის წარდგენიდან 2 წლის შემდეგ; გამოძიების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების შემოწმებისას ეროვნულმა სასამართლოებმა არ ჩაატარეს ზეპირი მოსმენა; არ დაკითხულან მომჩივანი და მის მიერ დასახელებული მოწმეები. ევროპულ სასამართლოში სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე მომჩივანს არ მოუთხოვია სამართლიანი დაკმაყოფილების თანხის მინიჭება. შესაბამისად, სასამართლომ მას არ მიაკუთვნა თანხა. საქმის აღსრულების მიზნით, მთავრობის მიერ მინისტრთა კომიტეტში წარდგენილი ინფორმაცია ძირითადად ეხებოდა შემდეგ საკითხებს: ინდივიდუალური ღონისძიებები მთავრობის მიერ ჩატარდა ხელახალი ეფექტიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება. მომჩივანი ჩართული იყო გამოძიების პროცესში და პერიოდულად მიეწოდებოდა ინფორმაცია გამოძიების მსვლელობის შესახებ. დაიკითხა ყველა მნიშვნელოვანი მოწმე, მათ შორის მომჩივანი. ასევე, ჩატარდა მომჩივნის სამედიცინო და მისი ხელნაწერის ექსპერტიზა. საქმეზე მოპოვებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გამოძიება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებებით ვერ დგინდება მომჩივნის წინააღმდეგ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული. შესაბამისად, 2015 წლის 15 სექტემბერს საგამოძიებო ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე (დეტალური ინფორმაცია საქმის გამოძიების თაობაზე, იხ. განსახილველ საქმეზე 2016 წლის მიმდინარე საქმეების ანგარიშში). ხაზგასასმელია, რომ მინისტრთა კომიტეტმა ღარიბაშვილისა და ხაინდრავა/ძამაშვილის საქმეების დახურვის შესახებ რეზოლუციაში აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, ხელახალი გამოძიებები ჩატარდა მაქსიმალურად ყოვლისმომცველად. გამოძიება შეწყდა ძირითადად, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობისა და ხანდაზმულობის საფუძვლით და, შესაბამისად, სხვა ინდივიდუალური ღონისძიებების გატარება ობიექტურად შეუძლებელია. კომიტეტმა, ასევე, აღნიშნა, რომ გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება ექვემდებარება იერარქიულ გადასინჯვას და სასამართლო განხილვაც შესაძლებელია იმ საქმეებთან მიმართებით, რომლებიც ეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს და რომ მომჩივნებს არ წარუდგენიათ საჩივრები ხელახალი გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით არც საქართველოს ხელისუფლების ორგანოებში და არც მინისტრთა კომიტეტში. ზოგადი ღონისძიებები „ღარიბაშვილის ჯგუფის“ საქმეების ეფექტიანად აღსრულების მიზნით, საქართველოს მთავრობამ განახორციელა კომპლექსური ზოგადი ღონისძიებები, რის თაობაზეც 21 ინფორმაცია პარლამენტს მიეწოდა 2016 წლის მიმდინარე („ღარიბაშვილის საქმეთა“ ჯგუფის ზოგადი ღონისძიებები). საქმეების ანგარიშში ამასთან, აღნიშნული საქმეების დახურვასთან დაკავშირებით მინისტრთა კომიტეტის მიერ 2017 წლის სექტემბრის სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში25 აღინიშნა მნიშვნელოვანი წინსვლა ზოგადი ღონისძიებების თვალსაზრისით. კერძოდ, კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ მიწოდებულ იმ ინფორმაციასა და კონკრეტულ შედეგებზე, როგორებიცაა გამოძიებების ეფექტიანობა და საგამოძიებო ორგანოების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა; პროკურატურის რეფორმა, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან პროკურატურის დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე; დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებისა და პატიმრობისას არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები; სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერება („საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები); ტრენინგებისა და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი დადებითად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მხრივ არსებულ პროგრესს. 13. „დე პიტა საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №22958/11, 2015 წლის 19 მაისის განჩინება 2017 წლის 22 ნოემბერს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია26 საქმეზე „დე პიტა საქართველოს წინააღმდეგ“. მომჩივანი, შვეიცარიის მოქალაქე - დე პიტა, დაქორწინდა საქართველოს მოქალაქეზე. მათ შეეძინათ შვილი, რომელმაც მიიღო შვეიცარიის მოქალაქეობა. მშობლებს შორის უთანხმოების შემდეგ, 2009 წელს ბავშვი დედამ და დეიდამ რამდენიმე თვით წამოიყვანეს საქართველოში, მოგვიანებით, მომჩივანმა მიიღო წერილი, რომ შვილი არ დაუბრუნდებოდა. მომჩივანმა შეიტყო, რომ 2009 წლის 23 ივლისს მისმა მეუღლემ წარადგინა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში განქორწინებისა და მისთვის ბავშვის აღსაზრდელად გადაცემის მოთხოვნით. ასევე, მოითხოვა მომჩივნისთვის ალიმენტის დაკისრება. 2010 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 2010 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მომჩივანს უარი უთხრა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. 2010 წლის 12 ოქტომბერს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საკასაციო საჩივარი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2014 წლის 18 დეკემბერს მთავრობამ ევროპულ სასამართლოში წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია, რითაც მთავრობამ აღიარა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა. ამასთან, მთავრობამ მომჩივანს მიუთითა „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ეროვნული სასამართლოსთვის საქმის წარმოების განახლების ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-177628 მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია საქმეზე „დე პიტა საქართველოს წინააღმდეგ“, ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-179350 25 26 22 მოთხოვნით მიმართვის უფლებაზე. მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ მომჩივნისთვის გადაეხადა 7 000 ევრო. მომჩივანი ზემოაღნიშნულ შეთავაზებას დაეთანხმა. შესაბამისად, მხარეთა შორის მიღწეული მორიგების შედეგად, ევროპულმა სასამართლომ 2015 წლის 19 მაისს საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან. საქმის აღსრულების მიზნით, მთავრობის მიერ მინისტრთა კომიტეტში წარდგენილი ინფორმაცია ძირითადად ეხებოდა შემდეგ საკითხებს: ინდივიდუალური ღონისძიებები მთავრობამ მომჩივანს კომპენსაციის თანხა გადაუხადა 2015 წლის 23 ოქტომბერს. აღსანიშნავია, რომ მომჩივანმა თანხის ჩარიცხვისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია იუსტიციის სამინისტროში წარმოადგინა 2015 წლის 16 ოქტომბერს. შესაბამისად, ჩარიცხვა განხორციელდა იმავე წლის 23 ოქტომბერს. რაც შეეხება საქმის წარმოების განახლებას, საერთო სასამართლოებიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მომჩივანს არ მიუმართავს ეროვნული სასამართლოებისთვის საქმის გადასინჯვის მოთხოვნით. ზოგადი ღონისძიებები მითითებული საქმის აღსრულების ზოგად ღონისძიებებთან დაკავშირებით, 2016 წლის მიმდინარე საქმეების ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი, სხვა საკითხებს შორის, ინფორმაცია ჰააგის კონვენციის იმპლემენტაციის თაობაზე; ასევე, საქართველოს ცენტრალური ორგანოს27 როლი და შესაბამისი პროცედურა მუდმივ საცხოვრებელი ადგილას არამართლზომიერად გადაადგილებულ ან დაკავებულ ბავშვთა სწრაფი და უსაფრთხო დაბრუნების მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ცენტრალური ორგანოს ხელმძღვანელობითა და აქტიური მონაწილეობით შემუშავდა არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებისა და ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე საქმეების მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურების პროექტი. აღნიშნული მექანიზმი ეროვნულ დონეზე აწესებს გატაცების საქმეების დამუშავების დეტალურ პროცედურას, ასევე, აღწერს საქმის წარმოებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების ფუნქციას. მისი მიზანია ჰააგის კონვენციის იმპლემენტაციის გაუმჯობესება, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ხელშეწყობა, ასევე, კოორდინირებული და ეფექტური მიმართვიანობის და საქმეების აღსრულების სისტემის შექმნა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“, ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), დასრულდა აღნიშნული მექანიზმის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტიზა. ცენტრალურ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი, რომელიც უფლებამოსილია, კოორდინაცია გაუწიოს ჰააგის კონვენციის ეფექტიან იმპლემენტაციას და კონვენციით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად ცალკეული სახის ღონისძიებების გატარებას. 27 23 ამასთან, აღსანიშნავია, რომ მითითებული დოკუმენტის პარალელურად, საქართველოს კანონმდებლობის დახვეწისა და საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ცენტრალურმა ორგანომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. ამჟამად მიმდინარეობს დოკუმენტებისათვის საბოლოო სახის მიცემის პროცესი, რის შემდეგაც იგეგმება მისი დამტკიცება. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, საქართველოში პირველად, ბავშვთა საერთაშორისო გატაცების საქმეებზე პრაქტიკული სახელმძღვანელო გამოიცა. სახელმძღვანელო იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ცენტრალური ორგანოს უშუალო მონაწილეობით შემუშავდა. სახელმძღვანელოს მიზანია ხელი შეუწყოს ჰააგის კონვენციის ეფექტიან იმპლემენტაციას ეროვნულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. სახელმძღვანელო დაყოფილია 8 თავად და მოიცავს კონვენციიდან გამომდინარე ყველა იმ მნიშვნელოვან და პრობლემურ სამართლებრივ საკითხს, რომელთა განმარტების საჭიროებაც შეიძლება დადგეს სასამართლოს წინაშე. შესაბამისად, დოკუმენტში განხილულია საქართველოსა და უცხო ქვეყნების სასამართლოების, ასევე, საერთაშორისო სასამართლოების, უმეტესად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, პრაქტიკა კონვენციის ნორმების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით.28 აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანთა საზღვარგარეთ გაყვანის რეგულაციები გაუმჯობესდა. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი 2016 წლის 29 იანვრის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.29 ცვლილებები შევიდა შემდეგ კანონებში: „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. ცვლილებების შედეგად, დაზუსტდა ის საფუძვლები, როდესაც პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის კანონით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობაა საკმარისი და შემუშავდა იმგვარი რეგულაციები, რომლებიც საშუალებას იძლევა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი იქნეს დაცული იმ შემთხვევაში, თუკი ერთ-ერთი მშობელი გადაწყვეტს, რომ მეორე მშობლის ინფორმირების გარეშე ბავშვი წაიყვანოს საზღვარგარეთ. დასკვნა მინისტრთა კომიტეტმა ზემოთ აღნიშნული საქმეების განხილვა დაასრულა 2017 წელს მიღებული საბოლოო რეზოლუციებით, რითაც დაადასტურა, რომ ევროპული სასამართლოს მიერ ამ საქმეებში დადგენილი დარღვევები საბოლოოდ აღმოიფხვრა მოპასუხე სახელმწიფოს მიერ გატარებული ეფექტიანი ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების შედეგად. პრაქტიკული სახელმძღვანელო, ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“, თბილისი, 2018, გვ. 3, ხელმისაწვდომია: http://www.justice.gov.ge/Multimedia%2FFiles%2Fgadackvetilebebi%2FHaagis-1980-Konvencia_Inter.pdf 29 ხელმისაწვდომია: http://gov.ge/print.php?gg=1&sec_id=437&info_id=53754&lang_id=GEO;%20http://justice.gov.ge/News/Detail?newsId=5097 28 24
ანგარიში
2017 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ (მიმდინარე საქმეები) 2018 სარჩევი I. გადაწყვეტილებები ....................................................................................................................... 5 „ცინცაბაძის ჯგუფის“ გადაწყვეტილებები ............................................................................... 5 1. მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №18996/06, 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილება მოიცავს ორ ეპიზოდს) ..................... 6 2. დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №19634/07, 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება ................................................................................................... 8 3. ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №35403/06, 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება ............................................................................................... 10 4. ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №25091/07, 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება .................................................................................... 12 ზოგადი ღონისძიებები ........................................................................................................... 17 5. მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №21571/05, 2017 წლის პირველი ივნისის გადაწყვეტილება ......................................................................... 29 ზოგადი ღონისძიებები ........................................................................................................... 30 დისკრიმინაციის საქმეები............................................................................................................. 31 6. იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №73235/12, 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება ........................................................................................ 31 7. გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №71156/01, 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება ................... 31 8. ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №28490/02, 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება ................................................................................. 31 9. ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №18766/04, 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება ................................................................................................. 31 ზოგადი ღონისძიებები ........................................................................................................... 37 მოსამართლეთა საქმეები ............................................................................................................... 41 10. სტურუა საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №45729/05, 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება ...................................................................................................................... 41 11. გაბაიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №13723/06, 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება ............................................................................................... 42 ზოგადი ღონისძიებები ........................................................................................................... 43 ბავშვებთან დაკავშირებული საქმეები ........................................................................................ 43 12. გ. ს. საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №2361/13, 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება ...................................................................................................................... 45 13. ნ. წ. საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №71776/12, 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება ...................................................................................................................... 45 14. გახარია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №30459/13, 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება ...................................................................................................................... 45 ზოგადი ღონისძიებები .......................................................................................................... 48 სხვა გადაწყვეტილებები ................................................................................................................ 55 15. შამაევი და სხვები საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ, საჩივარი №36378/02, 2005 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება ........................................................................... 55 ზოგადი ღონისძიებები ........................................................................................................... 57 16. მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №35254/07, 2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება ................................................................................... 58 2 17. მესხიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №55506/08, 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება ................................................................................................. 59 18. მირზაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №26657/07, 2017 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება ............................................................................................... 60 ზოგადი ღონისძიებები ........................................................................................................... 60 19. ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №15256/05, 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება ...................................................................................................... 60 ზოგადი ღონისძიებები ........................................................................................................... 62 20. ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №38342/05, 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება ............................................................................................... 63 21. მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №72508/13, 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ................................................................................................... 64 II. განჩინებები ..................................................................................................................................66 „ცინცაბაძის ჯგუფის“ განჩინებები .............................................................................................. 66 1. ბაღაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №5168/06, 2014 წლის 18 მარტის განჩინება ................................................................................................................................... 66 2. კიზირია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №4728/08, 2014 წლის 11 მარტის განჩინება ................................................................................................................................... 67 3. სურმანიძე და ართმელაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი № 11323/08, 2014 წლის 24 ივნისის განჩინება .................................................................................................... 71 4. მზექალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №8177/12, 2015 წლის 10 თებერვლის განჩინება ............................................................................................................ 74 5. მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №39726/04, 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინება ............................................................................................................. 76 6. კოპაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №58228/09, 2015 წლის 10 მარტის განჩინება ................................................................................................................................... 80 7. ლანჩავა საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №28103/11, 2015 წლის 23 ივნისის განჩინება ................................................................................................................................... 82 8. გეგენავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №65128/10, 2015 წლის 20 ოქტომბრის განჩინება ........................................................................................................ 84 2009 წლის 6 მაისის აქციის საქმეები ............................................................................................ 86 9. ჩანტლაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №60864/10, 2015 წლის 30 ივნისის განჩინება .................................................................................................................... 86 10. ძიძიგური საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №60814/10, 2015 წლის 30 ივნისის განჩინება .................................................................................................................... 86 11. ბოჭორიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №652/10, 2015 წლის 30 ივნისის განჩინება .................................................................................................................... 86 2009 წლის 15 ივნისის აქციის საქმეები ....................................................................................... 89 12. შპს სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №22318/10, 2015 წლის 30 ივნისის განჩინება ...................................................................... 89 13. ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №312/10, 2015 წლის 15 სექტემბრის განჩინება ............................................................................................................. 89 14. ცაგურია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №65969/09, 2015 წლის 15 სექტემბრის განჩინება ............................................................................................................. 89 15. მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №4731/10, 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინება. ............................................................................................................ 89 3 2009 წლის 25 აპრილის აქციის საქმე ........................................................................................... 95 16. ბერიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №28297/10, 2015 წლის 15 სექტემბრის განჩინება ............................................................................................................. 95 სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა ხელახალი გადასინჯვა............................... 96 17. თაბაგარი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივრები №70820/10 და №60870/11, 2013 წლის 18 ივნისის განჩინება .................................................................................................... 96 18. გივი ვაშაკიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №41359/08, 2014 წლის 28 იანვრის განჩინება.................................................................................................................... 98 სხვა განჩინებები ............................................................................................................................ 101 19. ჩქოტუა და არქანია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №60909/08, 2014 წლის 20 მაისის განჩინება ............................................................................................................... 101 20. მჭედლიშვილი საქართველოს წინააღდეგ, საჩივარი №43174/08, 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება ........................................................................................................... 103 21. თედლიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №64987/14, 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინება............................................................................................... 105 22. გამცემლიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №2228/10, 2014 წლის 1 აპრილის განჩინება .................................................................................................. 106 23. ძებნიაური საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №67813/11, 2014 წლის 9 სექტემბრის განჩინება ........................................................................................................... 108 24. ასათიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №42174/11, 2017 წლის 4 აპრილის განჩინება ............................................................................................................. 109 25. ქოქაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №51902/10, 2017 წლის 27 ივნისის განჩინება .................................................................................................................. 110 26. გაბუნია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №37276/05, 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინება ...................................................................................................... 111 27. ოგბაიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №36298/12, 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინება ...................................................................................................... 112 28. ზურაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №52168/12, 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინება ........................................................................................................... 113 29. ჩიჩუა საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №65150/14, 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინება ........................................................................................................... 115 30. ურუშაძეები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №37395/09, 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება .......................................................................................................... 116 შეჯამება ........................................................................................................................................... 118 4 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში არსებული მიმდინარე საქმეები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2283-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდგომში − „ევროპული სასამართლო“) იმ გადაწყვეტილებების/განჩინებების თაობაზე, რომელთა აღსრულება ამ ეტაპზე მიმდინარეობს. I. გადაწყვეტილებები „ცინცაბაძის ჯგუფის“ გადაწყვეტილებები ზოგადი მიმოხილვა „ცინცაბაძის ჯგუფი“ აერთიანებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებშიც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მომხდარი ფაქტების გამო. ამ ჯგუფში თავდაპირველად გაერთიანებული იყო ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი 6 გადაწყვეტილება („ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, „ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „ხაინდრავა და ძამაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, „დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“). ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა (ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის ორგანო („მინისტრთა კომიტეტი“) - იხ. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („ევროპული კონვენცია“) 46-ე მუხლი), 2017 წლის 19-21 სექტემბერს, 1294 - ე შეხვედრაზე, „ღარიბაშვილის ჯგუფის“ თაობაზე მიიღო რეზოლუცია, რითაც პირველად დაიხურა ამ ჯგუფიდან ორი საქმე, კერძოდ - „ღარიბაშვილისა“ (საჩივარი №11830/03, 2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება) და „ხაინდრავა და ძამაშვილის“ (საჩივარი №18183/05, 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება) საქმეები და შესაბამისად, „ღარიბაშვილის ჯგუფის“ ნაცვლად, გამოსაძიებელ საქმეთა ჯგუფს დაერქვა - „ცინცაბაძის ჯგუფი“. გადაწყვეტილელების გარდა, ცინცაბაძის ჯგუფი მოიცავს 11 განჩინებას, რომლებიც გამოტანილია მხარეთა შორის მიღწეული მორიგების ან მთავრობის მიერ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის შედეგად (იხ. განჩინებები: „ბაღაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“; „კიზირია საქართველოს წინააღმდეგ“; „სურმანიძე და ართმელაძე საქართველოს წინააღმდეგ“; „მზექალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“; „მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“; „კოპაძე საქართველოს წინააღმდეგ“; „შპს სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“; „ჩანტლაძე საქართველოს წინააღმდეგ“; „ლანჩავა საქართველოს წინააღმდეგ“; „ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“; „გეგენავა საქართველოს წინააღმდეგ“). ევროპული სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვის შედეგად ეროვნულ დონეზე ზემოაღნიშნულ საქმეებზე განახლდა გამოძიებები საქართველოს პროკურატურის მიერ და გამოძიება მიმდინარეობს ევროპული კონვენციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. თითოეული საქმის სრულყოფილი გამოძიების პროცესში უზრუნველყოფილია გამოძიების დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და დაზარალებულის ჩართულობის პრინციპები, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით და მინისტრთა კომიტეტის მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად. 5 მინისტრთა კომიტეტში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ პერიოდულად იგზავნება სამოქმედო გეგმები/ანგარიშები, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას ამ ჯგუფის საქმეებზე გატარებული ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების თაობაზე. წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია განახლებული ინფორმაცია „ცინცაბაძის“ ჯგუფის საქმეების, როგორც ინდივიდუალური, ასევე ზოგადი ღონისძიებების თაობაზე. 1. მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №18996/06, 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილება მოიცავს ორ ეპიზოდს) - 2005 წლის 29 ოქტომბერს მომჩივნის დაკავებისას განხორციელებული არასათანადო მოპყრობა (პირველი ეპიზოდი) 2005 წლის 29 ოქტომბერს მომჩივანი დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. დაკავების დროს იგი იმყოფებოდა ალკოჰოლის მსუბუქი ზემოქმედების ქვეშ და ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს. ამის შედეგად, მომჩივანს სხეულზე აღენიშნებოდა მრავალი დაზიანება. ევროპულმა სასამართლომ არ მიიღო საქართველოს მთავრობის არგუმენტი იმის შესახებ, რომ მომჩივნის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე არსებული მრავალრიცხოვანი დაზიანება გამოიწვია პოლიციის მხრიდან მისი დაკავებისას გამოყენებულმა პროპორციულმა ძალამ. ევროპული სასამართლოს მტკიცებით, გამოძიების ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა იყო მომჩივნისთვის სამედიცინო შემოწმების დაგვიანებით ჩატარება. მომჩივნის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მას პირველი სერიოზული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა მხოლოდ ინციდენტიდან ორ თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ. მსგავს შეცდომას ჰქონდა ადგილი მომჩივნის ფსიქიატრიულ გამოკვლევასთან მიმართებითაც, რომელიც ჩატარდა მხოლოდ 2006 წლის მარტში, მომჩივნის ადვოკატის 2005 წლის 26 დეკემბრის შუამდგომლობის მიუხედავად. სასამართლომ მიუთითა მტკიცებულებათა შეფასების კუთხით ეროვნული ორგანოების მხრიდან არაერთგვაროვან მიდგომაზე. კერძოდ, ევროპული სასამართლოს მტკიცებით, ეროვნული ორგანოების გადაწყვეტილებებიდან დგინდებოდა, რომ ისინი, ძირითადად, დაეყრდნენ ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს. პირველ ეპიზოდთან მიმართებით ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის 9 ოქტომბერს დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა პოლიციის მხრიდან მომჩივნის არასათანადო მოპყრობის გამო, აგრეთვე, ამავე მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოძიების არარსებობის გამო. - 2006 წლის 14-15 აგვისტოს მომჩივნის პატიმრობისას განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობა (მეორე ეპიზოდი) გიორგი მიქიაშვილის განცხადებით, 2006 წლის 14-15 აგვისტოს, ღამით, მას სცემა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ გ.ბ-მ და ციხის ექვსმა თანამშრომელმა. მომჩივნის მტკიცებით, ის ფეხებით სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და შეაფურთხეს. მომჩივანი, რომელმაც, მისივე მტკიცებით, წინააღმდეგობა გაუწია თავდამსხმელებს, მოთავსებულ იქნა სამარტოო საკანში. მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილე გ.ბ. აცხადებდა, რომ ჩხუბი დაიწყო მომჩივანსა და მეორე პატიმარს, ა.ა.-ს, შორის 6 სამკურნალო დაწესებულების ეზოში და ციხის თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ, ჩარეულიყვნენ დაპირისპირების აღკვეთის მიზნით. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ შიდა სამართალწარმოების დროს ვერ მოხდა 2006 წლის 14-15 აგვისტოს ციხის პერსონალის მხრიდან მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული ხელშესახები მტკიცებულებების მოპოვება. კერძოდ, მომჩივნის მიერ მოვლენათა შეფასება გამოძიების მიერ დაკითხულმა არცერთმა მოწმემ არ დაადასტურა. შესაბამისად, არ დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა. თუმცა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურორი არ ეცადა, დეტალურად შეესწავლა გამომძიებლის შეფასება ინციდენტის შესახებ, რაც კიდევ უფრო აზიანებს გამოძიების ეფექტიანობას. ასევე, მომჩივნის ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადების მიუხედავად (პირველი − სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან 2006 წლის 15 აგვისტოს და მეორე − 2006 წლის 17 აგვისტოს მოწმის სახით დაკითხვისას), პროკურორმა საჭიროდ არ ჩათვალა მისი განმეორებით დაკითხვა. მას არ ჰქონია აღნიშნული გარემოების აღმოფხვრის არავითარი მცდელობა და 2008 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებაში უგულებელყო მომჩივნის მიერ გაკეთებული თავდაპირველი განცხადება. ზემოხსენებული ხარვეზების გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის 9 ოქტომბერს მეორე ეპიზოდთან მიმართებით დაადგინა მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა მომჩივნის არასათანადო მოპყრობის ფაქტის არაეფექტიანი გამოძიების გამო. ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს კომპენსაციის სახით მიანიჭა 12 000 ევრო. ინდივიდუალური ღონისძიებები სასამართლოს მიერ მომჩივნისათვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა (12 000 ევრო) გადახდილია დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2013 წლის 3 აპრილს. რაც შეეხება სხვა ინდივიდუალურ ღონისძიებებს, ორივე ეპიზოდთან მიმართებით ჩატარდა ხელახალი ეფექტიანი გამოძიება, ევროპული კონვენციით დადგენილი პრინციპების შესაბამისად. მომჩივანი ჩართული იყო გამოძიების პროცესში და პერიოდულად მიეწოდებოდა ინფორმაცია გამოძიების მსვლელობის შესახებ. როგორც პირველ, ისე მეორე ეპიზოდთან მიმართებით, დაიკითხა ყველა მნიშვნელოვანი მოწმე, მათ შორის: მომჩივანი, დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლები, მომჩივნის ნაცნობები, რომლებიც იმყოფებოდნენ ინციდენტის ადგილას (პირველი ეპიზოდი). რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ჩატარებულია ყველა ის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლის საჭიროებაც ობიექტურად იდგა საგამოძიებო უწყების წინაშე (კერძოდ, 2017 წლის განმავლობაში გამოკითხულნი არიან მოწმეები - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, №18 სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლები, ასევე, გამოთხოვილია რელევანტური ინფორმაცია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან). პირველ ეპიზოდთან მიმართებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობდა, კერძოდ, 2017 წელს დათვალიერდა ქ. თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაცული დოკუმენტები და დათვალიერების ოქმით ამოღებული იქნა საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. 2017 წლის 28 ივლისს მიმართვა გაეგზავნა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივს და დროებით სარგებლობაში გადმოცემული იქნა გიორგი მიქიაშვილისა და მისი 7 მეგობრის დ.ბ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალები. ასევე, შესაბამისი სამსახურებიდან გამოთხოვილი იქნა პოლიციელების - ნ. ჯ.-ს, გ. ა.-ს და ა. ც.-ს ნამსახურების ნუსხა. 2017 წლის ივლისში, მოწმის სახით გამოიკითხნენ - დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დამსწრე 2 პირი, დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული პატიმარი, დროებითი მოთავსების იზოლატორის 3 თანამშრომელი. 2017 წლის სექტემბერში მოწმის სახით გამოიკითხნენ მომჩივნისა და დ. ბ.-ს თანმხლები მეგობრები, რომლებიც ადასტურებენ გიორგი მიქიაშვილისა და დ. ბ.-ს ცემის ფაქტს. ასევე, გამოიკითხა თავად მომჩივანი და მისი მეგობარი დ.ბ.. ისინი ამხელენ პოლიციელებს - ნ. ჯ.ს, გ. ა.-ს და ა. ც-ს. ასევე, ორივე პირს (მათ შორის, მომჩივანს) გამოძიების პროცესში მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2017 წლის სექტემბერში და შემდგომ პერიოდში, მოწმის სახით გამოიკითხნენ შემთხვევის ადგილზე მისული - 12 პატრულ-ინსპექტორი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც იმჟამად ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობებს. აღსანიშნავია, რომ მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2005 წლის 29 ოქტომბერს ქ.თბილისში, ვ.დოლიძის ქუჩის მიმდებარედ, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ.ჯ.-მ და გ.ა.-მ გადამოწმების მიზნით შეაჩერეს დაზარალებული და მისი მეგობრები. შემოწმების პროცესში სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც პატრულ ინსპექტორებმა გადაამეტეს თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს. ეს უკანასკნელი წააქციეს მიწაზე და ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს სახისა და ტანის არეში. მათი ქმედებები არ იყო მიმართული დაზარალებულის დაკავებისკენ და აშკარად სცილდებოდა დაკავებისას გამოსაყენებელი პროპორციული ძალის ფარგლებს. ადგილზე გამოძახებულმა დამხმარე საპატრულო ეკიპაჟმა, დაკავებული ორი პირი - მომჩივანი და დ.ბ. გადაიყვანეს ქ.თბილისის N2 დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მათ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი ა.ც. და ადგილზე მყოფა შს სამინისტროს სხვა თანამშრომლები, ასევე გაუსწორდნენ ფიზიკურად. დაკავებისას და დროებითი მოთავსების იზოლატორში ცემის შედეგად, გ.მ.-მ და დ.ბ.-მ მიიღეს ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. შს სამინისტროს სამ ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარედგინათ 2018 წლის 26 მარტს და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო მიმდინარე წლის 27 მარტს. 2. დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №19634/07, 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება მომჩივანი დააკავეს 2005 წლის 27 დეკემბერს წყალტუბოში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და ტაქსის მძღოლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე. ამოცნობის პროცედურის შემდეგ მომჩივანს, სავარაუდოდ, სცემეს პოლიციელებმა, რომლებიც მისგან ითხოვდნენ დანაშაულის ჩადენის აღიარებას. მომჩივანს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის („სსკ“) 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. პოლიციელთა მტკიცებით, მომჩივანმა გაქცევისას მიიღო დაზიანებები ბეტონის ფილებზე დაცემის შედეგად. 8 ექსპერტიზით დადასტურდა, რომ მომჩივნის დაზიანებები მიყენებული იყო მკვრივი ბლაგვი საგნით. მეორე ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მომჩივნისათვის მიყენებული დაზიანებები არ შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო მხოლოდ მკვრივ ბლაგვ საგანზე სხეულის დაცემით. ეროვნულმა სასამართლომ მომჩივნის პრეტენზიები არასათანადო მოპყრობის თაობაზე დაუსაბუთებლად მიიჩნია. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაბამისმა ორგანოებმა არ ჩაატარეს სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება სათანადო ექსპერტიზების ჩატარების კუთხით; საგამოძიებო ორგანოებმა არ დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, რათა შეემოწმებინათ პოლიციელთა ჩვენებების უტყუარობა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მომჩივანმა გაქცევისას მიიღო დაზიანებები ბეტონის ფილებზე დაცემის შედეგად. ასევე, მათ არ გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რამდენად შეიძლებოდა მომჩივანს აღნიშნული დაზიანებები მიეღო მხოლოდ ერთხელ დაცემის შედეგად. საქმეში მონაწილე პოლიციელთა დაკითხვა იყო ზედაპირული, ხოლო ჩვენებები − შაბლონური. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის 18 დეკემბერს დაადგინა კონვენციის მე3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა მომჩივნის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის გამო და მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა ეფექტიანი გამოძიების არარსებობის გამო. მომჩივანს ევროპულმა სასამართლომ სამართლიანი დაკმაყოფილების სახით 12 000 ევრო მიაკუთვნა. ინდივიდუალური ღონისძიებები სასამართლოს მიერ მომჩივნისთვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა გადახდილია დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2013 წლის 15 მაისს. რაც შეეხება სხვა ინდივიდუალურ ღონისძიებებს, აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ ჩატარდა ხელახალი ეფექტიანი გამოძიება. მომჩივანი ჩართული იყო გამოძიების პროცესში და პერიოდულად მიეწოდებოდა ინფორმაცია გამოძიების მსვლელობის შესახებ. დაიკითხა ყველა მნიშვნელოვანი მოწმე, მათ შორის: მომჩივანი, პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობდნენ ინციდენტში, სასწრაფო დახმარების ექიმი, მომჩივნის ნაცნობები და პიროვნება, რომელიც ესწრებოდა ტაქსის მძღოლის მიერ მომჩივნის ამოცნობის პროცედურას. ასევე, ჩატარდა დანაშაულის ადგილის დათვალიერება, საგამოძიებო ექსპერიმენტი და ექსპერტიზა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ივლისში დამატებით გამოიკითხა - დაზარალებული რევაზ დვალიშვილი (დამატებით გამოიკითხა მის სავარაუდო არასათანადო მოპყრობის დეტალებზე, მან მომხდარ ფაქტებზე სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, მათ შორის, ისეთი ინფორმაცია, რაც წინა დაკითხვებში დაფიქსირებული არ ჰქონდა). ასევე, დაიკითხა მომჩივნის მამა, მისი შვილის სავარაუდო არასათანადო მოპყრობის დეტალებზე. 2017 წლის მეორე ნახევარში, მოწმის სახით ასევე გამოიკითხნენ შემდეგი პირები: გ. ტ. (გამოიკითხა იმის შესახებ, ხომ არ შეესწრო მომჩივნის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას); დ.თ.; მ.კ. (მომჩივნის ამოცნობის პროცედურასთან დაკავშირებით;) სასწრაფოს თანამშრომლები - ხ. ჩ.; ნ. თ. (დვალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ); გარდა აღნიშნულისა, 2017 წლის ნოემბერში გამოკითხულნი არიან შანიძის ქ. 10 ნომერში მდებარე კორპუსის მაცხოვრებლები (რომელთა სახლის აივანი და 9 ფანჯრები პირდაპირ გადაჰყურებს მიუთითებენ დაკავების ადგილად). იმ ტერიტორიას, რომელზეც პოლიციელები 2017 წლის 8 ნოემბერს წყალტუბოში ადგილზე დათვალიერდა შანიძის ქ. 10 ნომერში მდებარე ის ადგილი, რომელზეც პოლიციელები მიუთითებდნენ, რომ ფაქტობრივად მოხდა მომჩივნის დაკავება. აღნიშნულის შედეგად, დადგინდა საქმისთვის აქამდე უცნობი გარემოებები. ამ ეტაპზე, საქმეზე შესაფასებელია შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა და მისაღებია სამართლებრივი გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიზანშეწონილობის თაობაზე. 3. ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №35403/06, 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება 2005 წლის 30 სექტემბერს მომჩივნის შვილი, ზურაბ ცინცაბაძე, ჩამომხრჩვალი იპოვეს ხონის ციხის საკუჭნაოში. იგი სამწლიან სასჯელს იხდიდა პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. ციხის დირექტორმა, ა. ლ-მა, მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. ჩატარებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, გვამის გაკვეთა და მოწმეთა დაკითხვა. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ევროპულმა სასამართლომ 2011 წლის 15 თებერვალს გამოძიების პროცესში დაშვებული მთელი რიგი ხარვეზები გამოავლინა. კერძოდ, სასამართლოს აზრით, ჩატარებული გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი, ობიექტური და ეფექტიანი. მას არ გაუცია დამაკმაყოფილებელი და ამომწურავი პასუხი გარდაცვალების ფაქტზე, რომელიც ციხეში საეჭვო გარემოებებში მოხდა. სასამართლომ, ასევე, განმარტა, რომ გამომძიებლები, რომლებიც აღნიშნულ საქმეზე მუშაობდნენ, ისევე, როგორც ხონის ციხის პერსონალი, რომელიც, სასამართლოს მტკიცებით, უთუოდ კავშირში იყო აღნიშნულ ინციდენტთან, იმყოფებოდნენ იუსტიციის სამინისტროს პირდაპირ დაქვემდებარებაში, რაც ლეგიტიმურ ეჭვებს წარმოშობდა გამოძიების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ევროპული სასამართლოს მითითებით, გამოძიების დროს დაშვებულმა ხარვეზებმა განაპირობა ის, რომ ბატონი ცინცაბაძის სიკვდილთან დაკავშირებულ არაერთ მნიშვნელოვან კითხვას პასუხი არ გაეცა. კერძოდ, ადგილი, სადაც ჩამომხრჩვალი იქნა ნაპოვნი, არ დალუქულა და ციხის პერსონალმა წაიღო ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, როგორიცაა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობისათვის გამოყენებული თოკი და სკამები. მათ, ასევე, დაუცარიელეს ჯიბეები გარდაცვლილს და გახადეს ფეხსაცმელები. ასევე, არ მომხდარა იმ პირის იდენტიფიცირება და დაკითხვა, რომელიც იმ ღამეს საკუჭნაოსთან მორიგეობდა. აღსანიშნავია, რომ გვამის გაკვეთის შედეგად ჩატარებულ ორ ექსპერტიზის დასკვნას შორის იყო შეუსაბამობა, თვითმკვლელობის შესახებ, სავარაუდოდ, მომჩივნის მიერ დაწერილი წერილი კი უამრავ უზუსტობას შეიცავდა, რის გამოც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა და მომჩივანს 19 047 ევრო მიაკუთვნა. ინდივიდუალური ღონისძიებები სასამართლოს მიერ მომჩივნისათვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა (19 047 ევრო) გადახდილია დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2011 წლის 24 მაისს. 10 რაც შეეხება სხვა ინდივიდუალურ ღონისძიებებს, აღსანიშნავია, რომ მთავრობა ატარებს ამ საქმის ხელახალ ეფექტიან გამოძიებას. განახლებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხა ყველა მნიშვნელოვანი მოწმე, მათ შორის: პატიმრები, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წევრები, მთავარი ექსპერტი, რომელმაც ჩაატარა ტრასოლოგიური ექსპერტიზა. აგრეთვე, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გვამის გაკვეთის ანგარიშსა და დამოუკიდებელი საექსპერტო ბიუროს ანგარიშს შორის შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად დაიკითხა სასამართლო ექსპერტიზის დამოუკიდებელ ცენტრ „ვექტორის“ სამედიცინო ექსპერტი. ასევე, დაიკითხნენ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იმერეთის რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის ყოფილი უფროსი და ექსპერტი. დაიკითხა ინსპექტორგამომძიებელი, რომელმაც დაათვალიერა ზურაბ ცინცაბაძის გვამი და შემთხვევის ადგილი. ასევე, ჩატარდა ხელნაწერის ექსპერტიზა. გარდა აღნიშნულისა, 2017 წლის 27 ივლისს - დამატებით დაიკითხა გარდაცვლილი ზ. ცინცაბაძის დედა, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი და მას მიეწოდა ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ასევე, მას განემარტა, რომ შეუძლია გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში საქმის მასალების გასაცნობად. აგრეთვე, 2017 წლის 28 ივლისს დაიკითხა გარდაცვლილ ზ. ცინცაბაძის ძმა. დადგინდა, რომ პიროვნება „ნინო“, რომლის მიმართაც ზურაბ ცინცაბაძის მიერ თვითმკვლელობამდე დაწერილია გამოსამშვიდობებელი წერილი, სინამდვილეში აღმოჩნდა მ. გ., რომელიც დაიკითხა 2017 წლის 28 ივლისს. 2017 წლის ოქტომბერში, საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ასევე დაიკითხა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი №9 დაწესებულების 9 თანამშრომელი. 2017 წლის ივლისში საგამოძიებო ორგანომ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან გამოითხოვა საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის, ზ. ცინცაბაძის ხელწერის ექსპერტიზისთვის საჭირო მასალები. მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე, საქმეზე დამატებით დაინიშნა და ჩატარდა ხელწერისა და ხელმოწერის გრაფიკული ექსპერტიზა. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, საქმეზე ვერ მოხერხდა ნივთმტკიცების, ე.წ. ,,თოკის“ გამოკვლევა, რომლითაც საქმის მასალების მიხედვით, თავი ჩამოიხრჩო მომჩივანმა. აღნიშნული ნივთმტკიცება არ ყოფილა წარმოდგენილი საგამოძიებო უწყებაში საქმის მასალებთან ერთად და ვერ მოიძებნა. აღნიშნულის გამო, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, დანიშნოს ექსპერტიზა ამ თოკის მდგრადობის დასადგენად, კერძოდ, გააჩნდა თუ არა მას დაახლოებით 80-90 კგ-ის ტვირთგამძლეობა. შესაბამისად, ამ ეტაპზე, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული ობიექტური მტკიცებულებები დაზარალებულის უფლებამონაცვლის (დედის) - ს. ცინცაბაძის ვარაუდის დასამტკიცებლად მისი შვილის მკვლელობის თაობაზე. დადგენილია, რომ (საქმეში არსებული ექსპერტიზის შედეგებით) გამოსამშვიდობებელი წერილი შესრულებულია ზურაბ ცინცაბაძის მიერ და არც იმის ობიექტური მტკიცებულებები იქნა მოპოვებული, რომ ზ. ცინცაბაძე ვინმემ მიიყვანა თვითმკვლელობამდე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეზე გამოძიება იმსჯელებს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. 11 4. ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №25091/07, 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება საქმე ეხება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ მომჩივნების შვილის − სანდრო გირგვლიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მკვლელობის ფაქტს 2006 წლის იანვარში და აღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების არარსებობას, რის გამოც ევროპული სასამართლოს მიერ დადგინდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა შემდეგ გარემოებათა გამო: ევროპული სასამართლოს თანახმად, აღნიშნულ ფაქტზე შსს-ს მიერ წარმოებული გამოძიება 2006 წლის იანვარ-მარტის განმავლობაში არ იყო ინსტიტუციურად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ვინაიდან განსახილველ ინციდენტში იკვეთებოდა შსს-ს მაღალჩინოსნების მონაწილეობა. რაც შეეხება პროკურატურის მიერ 2006 წლის 5 მარტის შემდგომ საქმის გამოძიებას, ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ პროკურატურამ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის სხვადასხვა გარემოება, რის გამოც მის მიერ წარმოებული გამოძიება არ იყო ობიექტური და სრულყოფილი. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულსა და ლ. ბუხაიძეს არ მიუწვდებოდათ ხელი საქმის მასალებზე გამოძიების პროცესში და არ იყვნენ ჩართულნი საგამოძიებო მოქმედებებში, გამოძიებამ არ უზრუნველყო მათი ინტერესების სათანადოდ დაცვა. ევროპულმა სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ ეროვნულმა სასამართლომ უგულებელყო მომჩივანთა განცხადებები გამომძიებლების მიერ მტკიცებულებათა განადგურების ან გადამალვის შესახებ. აგრეთვე, ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ეროვნულ სასამართლოებში საქმის განხილვისას არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე, დამნაშავეთა სასჯელის არაადეკვატურობასა და პრეზიდენტის მიერ მათი შეწყალების ფაქტებზე. ევროპულმა სასამართლომ სრულიად მიზანშეუწონლად და საზოგადოებისთვის არასწორ გზავნილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ძალზე მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირებს არ ჩამოერთვათ მომავალში საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. განსახილველ საქმეში ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა – “სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები - შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით; პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით; შიდა სასამართლოები, არასრულყოფილი სასამართლო განხილვებითა და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით; და ა.შ. - ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე, როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.” (გადაწყვეტილება - §276). აღნიშნულ საქმეში ევროპულმა სასამართლომ, ასევე, დაადგინა ევროპული კონვენციის 38ე მუხლის დარღვევა, ვინაიდან სასამართლოს მიერ მოთხოვნილი რიგი მტკიცებულებებისა მთავრობამ დაგვიანებით ან საერთოდ არ წარადგინა. სასამართლომ მომჩივანს მორალური ხარჯებისათვის − 388 ევრო. ზიანისთვის მიანიჭა 50 000 ევრო, ხოლო 12 ინდივიდუალური ღონისძიებები სასამართლოს მიერ კომპენსაციის სახით მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა (50 388 ევრო) გადახდილია დადგენილ ვადაში. რაც შეეხება სხვა ინდივიდუალურ ღონისძიებებს, აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ ჩატარდა ხელახალი ეფექტიანი გამოძიება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული დარღვევების საფუძველზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოძიება განახლდა 2012 წლის 26 ნოემბერს ერთ-ერთი იმ პირის ჩვენების საფუძველზე, რომელიც მსჯავრდებული იყო აღნიშნულ საქმეზე. ახალი გამოძიების ფარგლებში დაიკითხა 200-მდე მოწმე, მათ შორის, კუდ-ის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და პროკურატურის ის თანამშრომლები, რომელთაც უშუალოდ ჰქონდათ შეხება როგორც სანდრო გირგვლიანის გატაცებასა და მკვლელობასთან, ისე აღნიშნულ ფაქტზე წარმოებულ გამოძიებასა და დანაშაულში მსჯავრდებული პირებისათვის პრივილეგიური მდგომარეობის შექმნასთან. გამოვლინდნენ და დაიკითხნენ ისეთი მნიშვნელოვანი მოწმეები, რომელთა ნაწილიც გირგვლიანის გატაცებას შეესწრო ან უშუალოდ გატაცებაში მონაწილეობდა. მათ შორის, დაიკითხნენ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მეუღლე და კუდ-ის ის თანამშრომლები, რომელთა დაკითხვებიც გამოძიების წინა ეტაპზე საერთოდ არ განხორციელებულა. ჩატარდა 8 საგამოძიებო ექსპერიმენტი (ჩვენების ადგილზე შემოწმება), კომისიური სასამართლო-სამედიცინო, ვიდეოტექნიკური და ხელმოწერა-ხელწერის განმსაზღვრელი გრაფიკული ექსპერტიზები. სასამართლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიდან ამოღებულ იქნა და საქმეზე დამაგრდა მნიშვნელოვანი ხასიათის დოკუმენტური მასალა. შედეგად, განახლებული გამოძიებით ცალსახად დადგინდა, რომ წინა გამოძიების ფარგლებში ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს. კერძოდ, გამოძიებით სრულიად იქნა დადასტურებული, რომ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა დავით ახალაიამ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორმა ბაჩანა ახალაიამ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, საკუთარი პოლიტიკური/თანამდებობრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, პირადი მოტივით, ერთობლივად დაგეგმეს და განახორციელეს სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისა და თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებების შესახებ არსებული და მოპოვებული მონაცემების წინასწარი განზრახვით დაფარვა, შეცვლა და მათი იმგვარი საპროცესო დამაგრება, რამაც გამოიწვია დანაშაულის შემკვეთებისა და შემსრულებლებისათვის გარდაუვალი, კანონიერი და ადეკვატური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, რასაც თან ერთვოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. განახლებული გამოძიებით დადგინდა, რომ სწორედ მ. სააკაშვილის, ი. მერაბიშვილის, დ. ახალაიას და ბ. ახალაიას ურთიერთშეთანმხებული და კოორდინირებული ქმედებებით განხორციელდა გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ინსცენირება, რომლის მიზანი იყო, ერთი მხრივ, დაფარულიყო დანაშაულის ჩამდენი უფრო მაღალი თანამდებობის პირები და მათთან შემხებლობაში მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე და მისი შესაძლო მონაწილეობა დანაშაულში, ხოლო, მეორე მხრივ, მოხერხებულიყო დანაშაულში მსჯავრდებული პირების (გ. ალანია, ა. აფციაური, ალ. 13 ღაჭავა, მ. ბიბილურიძე) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და მსჯავრდება ჩადენილზე უფრო მსუბუქი დანაშაულისათვის მოსალოდნელი სასჯელის ვადისა და პირობების წინასწარ შეპირებული გარანტიებით. განახლებული გამოძიების ფარგლებში მოცემულ საქმეზე პასუხისგებაში იქნა მიცემული 9 პირი. 8 პირის მიმართ დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო ერთი პირის მიმართ (დ. ახალაია) მიმდინარეობს სასამართლოში საქმის განხილვა. აგრეთვე, ძირითადი საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი სიყალბის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი; 343-ე მუხლი და 369-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რომელზეც გამოძიება ამჟამადაც მიმდინარეობს. ხელახალი გამოძიების პროცესში პასუხისგებაში მიცემული პირები: 1. ივანე მერაბიშვილი − შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი (დაკისრებული მოვალეობებისა და საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის და მისი მეუღლისათვის, ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფი მაღალი რანგის მოხელეებისათვის უკანონო უპირატესობის მინიჭება პირადი მოტივით). 2014 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ივანე მერაბიშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა 2 (ორი) წლით და 3 (სამი) თვით სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. ასევე, ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა 2 (ორი) წლით და 3 (სამი) თვით სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. 2. ოლეგ მელნიკოვი − კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე (დახმარება სანდრო გირგვლიანის და ლევან ბუხაიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში). 2014 წლის 5 სექტემბრის განაჩენით ოლეგ მელნიკოვი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 25ე, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 3 (სამი) წლით და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 9 (ცხრა) თვე სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა 1 (ერთი) წლით სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. 3. დ.ქ. − კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მეორე სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე (სანდრო გირგვლიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთა). 2014 წლის 18 მარტის განაჩენით დ.ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 25-ე, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 3 (სამი) წლით და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 9 (ცხრა) თვე სსკ-ის 63-64ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. 4. თ.ტ. − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №10 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების ყოფილი დირექტორი (დაწესებულების შინაგანაწესის უგულებელყოფითა და მსჯავრდებულ პირებზე დამატებითი შეღავათების გაწევა და მათთვის უპირატესობის მინიჭება, განსაკუთრებული პირობების შექმნა). 2014 წლის 25 თებერვლის განაჩენით თ.ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 8 (რვა) თვით და 25 (ოცდახუთი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა 1 (ერთი) წლით სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა და ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით. 5. მ.გ. − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №10 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორის ყოფილი მოადგილე (დაწესებულების შინაგანაწესის უგულებელყოფითა და მსჯავრდებულ პირებზე დამატებითი შეღავათების გაწევა და მათთვის უპირატესობის მინიჭება, განსაკუთრებული პირობების შექმნა). 2014 წლის 25 თებერვლის განაჩენით მ.გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 8 (რვა) თვით და 25 (ოცდახუთი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა 1 (ერთი) წლით სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა და ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით. 15 6. ბაჩანა ახალაია − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე (დაწესებულების შინაგანაწესის უგულებელყოფითა და მსჯავრდებულ პირებზე დამატებითი შეღავათების გაწევა და მათთვის უპირატესობის მინიჭება, განსაკუთრებული პირობების შექმნა). 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ბაჩანა ახალაია სხვა ეპიზოდებთან ერთად ცნობილ იქნა დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის საქმის ეპიზოდში სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ერთი წლით და ექვსი თვით სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. 7. დ.ჩ. − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე (დაწესებულების შინაგანაწესის უგულებელყოფითა და მსჯავრდებულ პირებზე დამატებითი შეღავათების გაწევა და მათთვის უპირატესობის მინიჭება, განსაკუთრებული პირობების შექმნა). სასამართლომ დ.ჩ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სამივე ეპიზოდი დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. დ.ჩ.-ს დანაშაულთა ერთობლიობით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ განუსაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვის ვადით ჩამოართვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. აღსანიშნავია, რომ დ.ჩ. იმყოფება მიმალვაში და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. 8. მიხეილ სააკაშვილი − საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი (უკანონო შეწყალება). 2014 წლის 14 ნოემბერს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 332ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. 2018 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მსჯავრდებულ პირებთან საიდუმლო გარიგებაში შესვლა და დანაშაულის ორგანიზატორის დაფარვისათვის, შეწყალების წინასწარ დაპირება ბრალდებულის მხრიდან, შეაფასა როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, შესაბამისად მ. სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით. სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განესაზღვრა სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა. 16 შესაბამისად, დადასტურებულია, რომ 2008 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბოროტად გამოიყენა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და დავით ახალაიასთვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს - გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება. ამდენად, სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების ერთობლივმა და ურთიერთშეთანხმებულმა დანაშაულებრივმა მოქმედებებმა, რასაც სათავეში ედგა მიხეილ სააკაშვილი, განაპირობა ის, რომ გირგვლიანის საქმეზე არ განხორციელდა მართლმსაჯულება, მოხდა საქმის რეალური გარემოებების ფალსიფიკაცია და დავით ახალაიას და სხვათა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან აცილება, რამაც გირგვლიანის ოჯახის წევრების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. ბრალდებული, რომლის საქმე ამ ეტაპზე სასამართლო განხილვაშია: დავით ახალაია − კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი (სანდრო გირგვლიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება, ჩადენილი დანაშაულის დაფარვა და გამოძიების ინსცენირება, დანაშაულში საკუთარი მონაწილეობის დაფარვა, დანაშაულის ერთ-ერთი თანამონაწილის პასუხისმგებლობისგან თავის არიდება, მსჯავრდებულების განაჩენისა და სასჯელის აღსრულების იმიტირება, მსჯავრდებულების სასჯელის მოხდისაგან ვადამდე გათავისუფლება). 2013 წლის 1-ელ ივლისს დავით ახალაია ბრალდებულად იქნა ცნობილი სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), 25-ე, 143-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით). მიმდინარეობს სასამართლოში საქმის განხილვა. ზოგადი ღონისძიებები „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეების ეფექტიანად აღსრულების მიზნით, საქართველოს მთავრობამ განახორციელა კომპლექსური ზოგადი ღონისძიებები, რის თაობაზეც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მინისტრთა კომიტეტს პერიოდულად წარედგინება ინფორმაცია, აღსრულების სამოქმედო გეგმების/ანგარიშების სახით. მინისტრთა კომიტეტმა 2016 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით,1 მთავრობას მოსთხოვა დამატებითი ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოების, განსაკუთრებით კი პროკურატურის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შესახებ; ინფორმაცია სასამართლო სისტემაში გატარებული ღონისძიებების შესახებ იმის დასადასტურებლად, რომ აღმოიფხვრა განსახილველი ჯგუფის საქმეებში არსებული კონკრეტულ პრობლემები (სასამართლო განხილვების საჯაროობის/შეჯიბრებითობის საკითხები; უმეტესად ინციდენტში მონაწილე პოლიციელების ჩვენებებზე დაფუძნებული განაჩენები; მხარეთათვის საქმის მასალების შესწავლისთვის არასაკმარისი დრო და შესაძლებლობები და ა. შ.). გარდა ამისა, კომიტეტმა 1 ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=CM/Del/Dec(2016)1273/H46-10 17 მოუწოდა ხელისუფლებას, რომ წარედგინა დამატებითი ინფორმაცია პოლიციის მიერ დაკავების პროცესში გადამეტებული ძალის გამოყენებისა და დაკავებული პირების არასათანადო მოპყრობის, ასევე, ევროპული კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევის პრევენციისკენ მიმართული ზომებისა და მიღწეული შედეგების შესახებ. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საპასუხოდ, მინისტრთა კომიტეტში მთავრობამ ინფორმაცია წარადგინა 2017 წელს, რომელიც მიმოხილულია წინამდებარე ანგარიშში. წამების წინააღმდეგ ბრძოლა ზოგადი ღონისძიებების კუთხით, თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რაც ევროპული სასამართლოს მიერ დადგინდა ამ ჯგუფის საქმეებში 2012 წლამდე მომხდარი ფაქტების გამო, დღეს აღარ არის სისტემისთვის დამახასიათებელი, რაც მკაფიოდ აღინიშნა გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის − ხუან მენდესის 2015 წლის ანგარიშში. მისი შეფასებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩვენების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი და შესამჩნევია მკაფიო სიგნალები, რომ წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა მთავრობის პრიორიტეტია. სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი ზომები, ახალი ინფრასტრუქტურა პენიტენციურ სისტემაში, მრავალკომპონენტიანი ცვლილებები, არის თვალსაჩინო და ხელშესახები.2 აგრეთვე, საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღინიშნა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მრავალი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა. წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა სისტემურ პრობლემას აღარ წარმოადგენს.3 გარდა ამისა, ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახავი მოპყრობის თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი (CPT) მიესალმება ქართული ხელისუფლების მიერ გადადგმულ (ან გადასადგმელ) ნაბიჯებს პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით.4 როგორც ევროპულმა კომიტეტმა აღინიშნა: „დელეგაციის მიერ გამოკითხული პირების უმრავლესობამ განაცხადა, რომ მათ პოლიციის ოფიცრები ეპყრობოდნენ სათანადოდ. ეს ადასტურებს იმ ზოგად პოზიტიურ შთაბეჭდილებას, რომელიც მივიღეთ საქართველოში წინა პერიოდული ვიზიტის დროს პოლიციის მიერ დაკავებული პირების მოპყრობასთან დაკავშირებით.“5 რაც შეეხება სახელმწიფო პოლიტიკას წამების წინააღმდეგ საბრძოლველად, აღსანიშნავია, რომ წამების, არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით, მათ შორის, შესაბამისი რეფორმების მონიტორინგის სრულყოფისა და კოორდინაციისათვის, შექმნილია ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის, ხუან მენდესის 2015 წლის ანგარიში, A/HRC/31/57/Add.3, პარა. 26, 29, ხელმისაწვდომია: https://documents-dds-ny.un.org/doc/UNDOC/GEN/G15/273/24/PDF/G1527324.pdf?OpenElement 3 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2013 წელი, გვ. 12, ხელმისაწვდომია: http://www.ombudsman.ge/uploads/other/1/1486.pdf. 4 ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახავი მოპყრობის თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში, 2015 წლის 15 დეკემბერი, გვ. 6, ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/16806961f8. 2 5 იქვე. 18 ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს იუსტიციის მინისტრი. საბჭოში წარმოდგენილნი არიან როგორც სამთავრობო უწყებები, ისე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. 2015 წლის 18 მაისს დამტკიცებულ იქნა 2015-2016 წლების ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა. ხოლო, 2017 წლის 15 მაისს საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა 2017-2018 წწ. ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა. ამავე სხდომაზე წარდგენილ იქნა 20152016 სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში.6 2017-2018 წლების სამოქმედი გეგმა მოიცავს 4 ძირითად მიმართულებას: - არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი, პროცედურული და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება; არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოვლენა და ყველა საჩივრის/ბრალდების დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება; არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა, კომპენსაცია და რეაბილიტაცია; არასათანადო მოპყრობის შესახებ სწავლებისა და შესაბამისი შესაძლებლობების გაძლიერება, ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.7 უნდა აღინიშნოს, რომ წამების წინააღმდეგ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი რეგულარულად აღინიშნება ეუთოს ადამიანური განზომილებების კომიტეტში. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ 2017 წლის მარტში გაერთიანებულმა სამეფომ, ადამიანური განზომილებების კომიტეტის თავმჯდომარე სახელმწიფომ, მიიწვია საქართველო - წამების წინააღმდეგ ბრძოლის მოდელის გაზიარებისთვის. კერძოდ, 2017 წლის 28 მარტს საქართველომ ეუთოს კომიტეტის სხდომაზე წარადგინა ანგარიში, რომელიც ქვეყანაში ადამიანთა წამებისა და არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრისათვის გატარებულ ღონისძიებებს და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესს ეხებოდა. საქართველოს მხარის მოსმენის ინიციატივა ეკუთვნოდა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანას − გაერთიანებულ სამეფოს. ევროპის ქვეყნებმა სურვილი გამოთქვეს, გაცნობოდნენ ქართულ გამოცდილებას წამების პრევენციისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ანგარიშში ასახული იყო ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: არაადამიანურ მოპყრობასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა და ეროვნული სტრატეგია, პრევენციის ეროვნული მექანიზმის როლი, არაადამიანური მოპყრობის შემთხვევების ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიების უზრუნველყოფა, პენიტენციური სისტემის 8 ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება და სხვა. საგამოძიებო ორგანოების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა „ცინცაბაძის“ საქმეთა ჯგუფში ევროპულმა სასამართლომ, სხვა საკითხებს შორის, გამოყო გამოძიების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული შემდეგი ხარვეზები: 6 ხელმისაწვდომია: http://www.justice.gov.ge/Ministry/Index/310 7 იქვე. 8 ხელმისაწვდომია: http://www.justice.gov.ge/News/Detail?newsId=5375 19 1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ წარმოებულ გამოძიებაში: გამოძიება არ იყო სათანადოდ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სამინისტროს მაღალი რანგის თანამდებობის პირებსა და საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირებს შორის ინსტიტუციური კავშირისა და იერარქიული სუბორდინაციის გამო (ენუქიძე და გირგვლიანი). 2) საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებაში: გამოძიება არ იყო სათანადოდ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი: არსებობდა ინსტიტუციური კავშირი ინციდენტებში სავარაუდოდ მონაწილე სახელმწიფო წარმომადგენლებსა და საგამოძიებო ორგანოებს შორის (ღარიბაშვილი, ხაინდრავა და ძამაშვილი, ცინცაბაძე, ენუქიძე და გირგვლიანი). ამჟამად, ამ ჯგუფის ყველა საქმეს ხელახალი გამოძიების ფარგლებში, იძიებს საქართველოს მთავარი პროკურატურა, რომლის დეპოლიტიზაცია და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერება არის საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი. პროკურატურის დეპოლიტიზაციის მიზნით გატარებული რეფორმების შეფასებისას, უპირველესად, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2013 წლის მაისში უარი თქვა საპროკურორო უფლებამოსილებაზე, რაც აისახა კანონმდებლობაში და რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს საგამოძიებო ორგანოთა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. პროკურატურის რეფორმის ფარგლებში, 2015 წლის 8 აპრილს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რიგით მე-15 გაფართოებულ სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ განსახილველად წარმოდგენილ იქნა პროკურატურის რეფორმის მოდელის კონცეფცია, რომელიც შემუშავდა შესაბამისი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. 2015 წლის 15 მაისს „პროკურატურის შესახებ“ კანონის ცვლილებათა პაკეტი დამტკიცდა მთავრობის სხდომაზე და გაიგზავნა პარლამენტში განსახილველად. პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები 2015 წლის 18 სექტემბერს მიიღო, რის შედეგადაც 2015 წლის 27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მთავარი პროკურორი აირჩია. შესაბამისად, პირველად განხორციელდა საქართველოს მთავარი პროკურორის გამჭვირვალე და დამოუკიდებელი პროცედურის შედეგად არჩევა, რომელშიც მონაწილეობდნენ აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და თავად პროკურორები - საპროკურორო საბჭოს მეშვეობით. საპროკურორო საბჭოს თაობაზე უნდა აღინიშნოს, რომ, ამავე ცვლილებებით, პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და მისი ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნა დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო – საპროკურორო საბჭო, რომელიც შედგება 15 წევრისაგან, საიდანაც 8 წევრს, ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია აღნიშნული 8 წევრი შეიძლება იყოს პროკურორი ან პროკურატურის გამომძიებელი. (დეტალური ინფორმაცია პროკურატურის სისტემის რეფორმის შესახებ მიმოხილულია 2016 წლის ანგარიშში - „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ“ (შემდგომში - „2016 წლის მიმდინარე საქმეების ანგარიში“). პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი საკანონმდებლო 20 ცვლილებების თანახმად, მთავარი პროკურორი ვალდებულია, საპროკურორო საბჭოს წარუდგინოს ანგარიში ექვს თვეში ერთხელ მაინც პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ, რომელიც შეეხება დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკას, სტატისტიკურ მაჩვენებლებს, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებს, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, მის სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს. 2017 წლის 19 ივლისს მთავარმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს წარუდგინა ანგარიში 2016 წლის ბოლოს და 2017 წლის პირველ ნახევარში პროკურატურის სისტემის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ხსენებულ პერიოდში, დამტკიცდა პროკურატურის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები; შემუშავდა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები; გადაიდგა ნაბიჯები სისხლის სამართლის საქმეების წარმოების ელექტრონული პროგრამის დახვეწისკენ; დაინერგა ახალი ტრენინგ-პროგრამები; ჩატარდა რამდენიმე ფართომასშტაბიანი პრევენციული ღონისძიება და დაიგეგმა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევის ჩატარება; პროგრესი იქნა მიღწეული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით.9 2018 წლის 6 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს 2017 წლის მეორე ნახევარში განხორციელებული პროკურატურის სისტემის განვითარებისკენ მიმართული სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს პროკურატურის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე - როგორიცაა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ოჯახში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვ. ამასთანავე, საქართველოს მთავარმა პროკურორმა საბჭოს წევრებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე ჩატარებული გამოძიების შედეგებზეც მიაწოდა ინფორმაცია.10 ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები და პრაქტიკაში მათი იმპლემენტაცია უზრუნველყოფს პროკურატურის დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას საზოგადებოების წინაშე. დამატებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ხარვეზების აღმოსაფხვრელად და კონსტიტუციის დახვეწილი რედაქციის შესამუშავებლად, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც შეიმუშავა ცვლილებათა ახალი პაკეტი. აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც შევიდა მეორე თავში - ადამიანის ძირითადი უფლებები და მეექვსე თავში - სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა. კერძოდ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილებაა ის, რომ პროკურატურის - როგორც დამოუკიდებელი უწყების, სტატუსი განისაზღვრება კონსტიტუციით და იგი ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე. აგრეთვე, საპროკურორო საბჭო ხდება 9 ხელმისაწვდომია: http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1293 ხელმისაწვდომია: http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1514 10 21 კონსტიტუციური ორგანო და იმპიჩმენტის პროცედურა გავრცელდება გენერალურ პროკურორზეც. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის 814-ე მუხლის თანახმად, პროკურატურის ორგანოები შედის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში. ცვლილებების მიხედვით კი პროკურატურის ორგანოები აღარ შედის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, რაც ხელს შეუწყობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას. ასევე, კონსტიტუციის ახალი რედაქცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის უფლებების დაცვისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიებს მართლმსაჯულების სისტემა ამ ცვლილებებით კიდევ უფრო დამოუკიდებელი და გაძლიერებულია. მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის 23 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი რედაქციის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიზანი იყო ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული რეკომენდაციების ასახვა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში.11 არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება საქართველოს მთავარი პროკურატურის სტატისტიკური მონაცემებით (2013-2017 წწ.) დგინდება, რომ წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული დანაშაულები ექვემდებარება სწრაფ, დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას (იხ. ქვემოთ). ასევე, აღსანიშნავია, რომ შემუშავდა საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგია,12 რომელშიც, მათ შორის, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლას. დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიან გამოძიებასთან მიმართებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაუმჯობესებულია სტატისტიკის მოდული, რაც გულისხმობს არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნის მონაცემების სრულყოფილ სტატისტიკურ აღრიცხვას. კერძოდ, წამებისა და არასათანადო მოპყრობის დეტალური ცხრილის თანახმად, გამიჯნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამისი დაწესებულებების თანამშრომლებისა და კერძო პირების მიერ ჩადენილი წამების, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების აღრიცხვა.13 არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დანაშაულთა კვალიფიკაციის სწორი პრაქტიკის დანერგვის მიზნით, 2016 წელს შემუშავდა რეკომენდაცია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების ხელმისაწვდომია: http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/plenaruli-sxdomebi/plenarulisxdomebi_news/parlamentma-115-xmit-axali-redaqciis-konstituciashi-ganxorcielebul-cvlilebebs-mxari-dauchira.page 12 საქართველოს პროკურატურის სტრატეგია, 2017-2021 წლები, ხელმისაწვდომია: http://pog.gov.ge/res/docs/saqartvelosprokuratuirsstrategia.pdf 13 „ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, გვ. 68-69, ხელმისაწვდომია: http://www.justice.gov.ge/Multimedia%2FFiles%2F2017%2F%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3% E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%8 3%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%202015-2016.pdf 11 22 შესახებ. რეკომენდაცია ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში 2017 წლის 10 მარტს.14 საქართველოს პროკურატურის მიერ შესწავლილი და გაანალიზებული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული ყველა ის გადაწყვეტილება, რომლებიც შეეხება საქართველოს პროკურატურისა და სხვა საგამოძიებო ორგანოების საქმიანობას. გადაწყვეტილებათა შესახებ მომზადდა სახელმძღვანელო, რომელშიც მოცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებები სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.15 რაც შეეხება კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემებს არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურორის ახალი 2018 წლის 6 თებერვლის ანგარიშის თანახმად, 2013-2016 წლების მონაცემებით, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 127 პირის მიმართ. კონკრეტულად 2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 17 პირის მიმართ. კერძოდ, პოლიციის 3 (1 პირის მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლით და 2 პირის მიმართ სსკ-ის 1443 მუხლით) და პენიტენციური დეპარტამენტის 14 თანამშრომლის მიმართ (აქედან, 2 პირის მიმართ სსკ-ის 1441 და 1443 მუხლებით, 10 პირის მიმართ სსკ-ის 1443 მუხლით, 2 პირის მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლით).16 საქმეთა კვალიფიკაციის კუთხით, ასანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მიერ 2017 წლის 10 დეკემბრის ანგარიშში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, პოზიტიურად არის შეფასებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის კუთხით არსებული მდგომარეობა. კერძოდ, თუ წინა წლებში შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება ძირითადად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით იწყებოდა (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი), 2017 წელს 10 შემთხვევიდან 4 ფაქტზე გამოძიება სსკ-ის სპეციალური, 14411443 მუხლებით17 დაიწყო. დარჩენილი ექვსი შემთხვევა სამსახურებრივი 18 უფლებამოსილების გადამეტებად დაკვალიფიცირდა. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობამ 2018 წლის 15 თებერვლის სხდომაზე დაამტკიცა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაქმნელად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა დაიწყო. საქართველოს მთავარი პროკურორის ანგარიში, 19 ივლისი, 2017, გვ. 50, ხელმისაწვდომია: http://pog.gov.ge/res/docs/angarisi19_07_2017.pdf 15 იქვე, გვ. 57. 16 საქართველოს მთავარი პროკურორის ანგარიში, 2018 წლის 6 თებერვალი, გვ. 47, ხელმისაწვდომია: http://pog.gov.ge/res/docs/6tebervalimtavariprokurorisangarishi.pdf 17 სსკ-ის მუხლი 1441 . წამება; მუხლი 1442. წამების მუქარა; მუხლი 1443. დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა. 18 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, გვ. 8, ხელმისაწვდომია: http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4959.pdf 14 23 სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება. ამგვარ დანაშაულებს სახელმწიფო ინსპექტორი გამოიძიებს. ცვლილებათა პაკეტი, მანამ, სანამ მას საქართველოს მთავრობა განიხილავდა, სისხლის სამართლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განიხილეს. განხილვაში მონაწილეობდნენ როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კერძოდ, შეიქმნა სრულიად ახალი კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“, რომლის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორი გამოიძიებს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს, აგრეთვე, სხვა დანაშაულებს, რომელთაც გამოიწვიეს პირის სიცოცხლის მოსპობა; გააკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას, აგრეთვე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საქმიანობას. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა არჩევითი იქნება. მას საკონკურსო კომისია შეარჩევს, რომელიც პრემიერის ბრძანებით იქმნება. კომისიის წევრები იქნებიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველი. კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს სახელმწიფო ინსპექტორის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას და წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 2 კანდიდატურას სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად. ინსპექტორის უფლებამოსილების ვადა 6 წელია. ერთი და იგივე პირი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ არ აირჩევა. სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად კანონპროექტით განსაზღვრულია დამოუკიდებლობის/ხელშეუხებლობის ძლიერი გარანტიები, კერძოდ, დამოუკიდებლობა ყველა თანამდებობის პირისა და ოფიციალური ორგანოსაგან; თავისუფლება პროფესიული საიდუმლოების შესახებ ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან, მათ შორის, ინსპექტორობის თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგაც. სახელმწიფო ინსპექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე. მას ირჩევს პარლამენტი. იგი საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს ერთწლიანი მუშაობის ანგარიშს; ასევე, წელიწადში ერთხელ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წინაშე წარდგება ანგარიშით ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. სახელმწიფო ინსპექტორის გამოსაძიებელი საქმეების მიმართ კანონმდებლობით დადგენილ საპროცესო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას საქართველოს პროკურატურა განახორციელებს. ამ მიზნით მთავარ პროკურატურაში მთავარი პროკურორისადმი დაქვემდებარებული ახალი სტრუქტურული ერთეული შეიქმნება, რომლის ფუნქციაც იქნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება. რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ იმ დანაშაულთა საქმეებს, რომელიც თავად პროკურატურის მუშაკის მიერ არის ჩადენილი, მათზე ზედამხედველობას მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია განახორციელებს, რომელიც, ასევე, მთავარ პროკურორს ექვემდებარება. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის ვალდებულება სამართალდამცველთა მიერ წამების, არასათანადო მოპყრობის და სხვა მსგავსი კატეგორიის დანაშაულების გამოსაძიებლად საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით და ადამიანის 24 უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმით აქვს აღებული. იგივე რეკომენდაციები ჰქონდათ როგორც ავტორიტეტულ საერთაშორისო მისიებს, ისე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს. ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებისათვის კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, საქართველოს პროკურატურასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებთან. აღსანიშნავია, რომ საბჭოს ყველა წევრს ჰქონდა შესაძლებლობა, წარედგინათ საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები.19 ხსენებული კანონის პაკეტთან დაკავშირებით წარმოდგენილი წინადადებებიდან, რომლებიც საკანონმდებლო ინიციატივაში აისახა, აღსანიშნავია შემდეგი: გამოძიებისა და გამოძიებაზე ზედამხედველობის პროცესში შესაძლო ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით დაზუსტდა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა არ გავრცელდება მთავარი პროკურატურის ახალი სტრუქტურული ერთეულის - სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურზე საპროცესო ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორების მიერ ჩადენილ დანაშაულზე. რაც შეეხება შესაძლო ინტერესთა კონფლიქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიების წარმოებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების კონტროლის განხორციელებისას, აღნიშნული საკითხი გათვალისწინებული იქნა შემდეგნაირად: ძირითად კანონპროექტსა და სისხლის პროცესს დაემატა მთელი რიგი დებულებებისა, რომელთა თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებაზე კონტროლს განახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე (ზედამხედველი მოსამართლე).20 სასამართლო ხელისუფლება  სასამართლო სისტემის რეფორმა და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა განსახილველ საქმეთა ჯგუფში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ იდენტიფიცირებულ იქნა შემდეგი სახის ხარვეზები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით: a) ღარიბაშვილის საქმეში, არ გაიმართა შეჯიბრებითი საჯარო განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დახურულ სხდომაზე; b) მიქიაშვილის და დვალიშვილის საქმეებში შიდა სასამართლოებმა გადაწყვეტილება ძირითადად დააფუძნეს ინციდენტში მონაწილე პოლიციელების ჩვენებებს; c) ენუქიძის და გირგვლიანის საქმეში შიდა სასამართლოებმა უარი განაცხადეს, მომჩივნებისთვის მიეცათ საკმარისი დრო და შესაძლებლობა საქმის მასალების შესასწავლად და რეაგირება არ მოახდინეს რელევანტური დამატებითი მტკიცებულების მოგროვების შესახებ მომჩივნების მრავალგზის მოთხოვნაზე. რაც შეეხება ხელმისაწვდომია: http://www.justice.gov.ge/News/Detail?newsId=7637 „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონის პაკეტთან დაკავშირებით წარმოდგენილი წინადადებები, რომლებიც ასახულ იქნა საკანონმდებლო ინიციატივაში, გვ. 1, ხელმისაწვდომია: http://www.justice.gov.ge/AboutUs/Council/238 19 20 25 მსჯავრდებული პირების დასჯას, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოების მიერ თავდაპირველად განსაზღვრული და რეალურად მოხდილი სასჯელები არ იყო ადეკვატური. უკანასკნელი წლების განმავლობაში მთავრობამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური, ფინანსური და სხვა სახის გავლენისგან გათავისუფლების, სასამართლო ხელისუფლების ნებისმიერი სახის ჩარევისგან დაცვისა და სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაძლიერების კუთხით. 2013 წლის მაისში მიღებული რიგი საკანონმდებლო ცვლილებებით დამთავრდა ინსტიტუციური რეფორმების პირველი ფაზა. ამ ცვლილებების შედეგად, საკვანძო სასამართლო ინსტიტუტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გახდა უფრო დემოკრატიული, ღია და გამჭვირვალე. სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა ჩაანაცვლეს საბჭოს შემადგენლობაში შემავალი პარლამენტის წევრები და სასამართლო დარბაზებში დაუშვეს სატელევიზიო კამერები. ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს ცვლილებები დადებითად შეფასდა ვენეციის კომისიის მიერ.21 2014 წლის აგვისტოში დასრულდა სასამართლო რეფორმის მეორე ფაზა. ეს განაპირობა მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შემოღებამ, რამაც გაზარდა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. 2016 წლის 29 დეკემბერს პარლამენტმა მიიღო სასამართლო რეფორმის მესამე ფაზა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული და წარდგენილი ცვლილებათა პაკეტი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდა მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიები; სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ ექნება მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება; მოსამართლეთა შორის საქმეები განაწილდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საქმეთა შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით; გაფართოვდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები - დასაშვებია საჩივარი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, თუ იგი წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან; სასამართლოს გადაწყვეტილებები გამოქვეყნდება სასამართლოს ვებგვერდზე და ა. შ. აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის მიერ დადებითად შეფასდა ზემოთ მიმოხილული ინიციატივები.22 რაც შეეხება ეროვნული სასამართლოების პრაქტიკას, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ჩატარდა მნიშვნელოვანი კვლევა, სახელწოდებით -„საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“. ამ მიზნით, შესწავლილ იქნა საქართველოს მასშტაბით საერთო სასამართლოების მიერ სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე მიღებული 3000-მდე გადაწყვეტილება. კვლევის ფარგლებში მოწოდებული გადაწყვეტილებები, ძირითადად, მიღებულია 2014-2015 წლებში; მოძიებული გადაწყვეტილებების მცირე ნაწილი თარიღდება 2013 და 2016 წლებით.23 ხელმისაწვდომია: http://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-AD%282013%29007-e ხელმისაწვდომია: http://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-AD%282014%29031-e 23 ნანა მჭედლიძე, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების სტანდარტები, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის 21 22 26 კვლევის თანახმად, ეროვნული სასამართლოები გადაწყვეტილებებში უთითებენ კონვენციასა და ევროპული სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე. კერძოდ, „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესატყვისი პრაქტიკა წამების აკრძალვაზე ეროვნული სასამართლოების ზემოგანხილულ განაჩენებში გამოყენებულია დეტალურად და მართებულად; საერთო სასამართლოები ევროპული სასამართლოს განმარტებებს მართებულად ციტირებენ და არგებენ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს [...]“.24 რაც შეეხება მხარეთა შორის შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვას, კვლევაში განხილული პრაქტიკის თანახმად, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქმის სამართლიანი განხილვის ფუძემდებლური ასპექტია, რომ სისხლის სამართალწარმოება [...] უნდა იყოს შეჯიბრებითი და დაცული უნდა იქნეს ბრალდებასა და დაცვას შორის მხარეთა თანასწორობა. შეჯიბრებითობის უფლება, სისხლის სამართლის საქმეში, ნიშნავს, რომ როგორც ბრალდებას, ისე დაცვას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, იცოდნენ და გამოთქვან შენიშვნები იმ ჩვენებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც მოწოდებულია მეორე მხარის მიერ... კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ბრალდებამ გადასცეს დაცვის მხარეს ბრალდებულის სასარგებლოდ ან წინააღმდეგ მათ ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება (ლეას ესტონეთის წინააღმდეგ ((Leas v. Estonia), საჩივარი no. 59577/08, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება §77)“ .25 შესაბამისად, შიდა სასამართლოების მიდგომა მიზნად ისახავს, რომ დაცული იყოს შეჯიბრებითი სასამართლო განხილვები და მხარეთა თანასწორობის პრინციპი. აგრეთვე, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სასამართლო პრიორიტეტს არ ანიჭებს მხოლოდ პოლიციელის ჩვენებას, როგორც მტკიცებულებას, განაჩენის გამოტანისას. ამის საპირისპიროდ, სასამართლოები პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენებების შემთხვევაში, განიხილავენ გამოძიების ხარისხს და ეჭვქვეშ აყენებენ, ხომ არ არის გამოძიება ზედაპირული ან მიკერძოებული. მაგალითისთვის, თავის დასაბუთებაში თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარე პირის ბრალეულობის დამტკიცებას შეეცადა მხოლოდ იმ პოლიციელების ჩვენებებით, რომელთაც, თითქოს, ბრალდებულმა გაუწია წინააღმდეგობა.26 ეროვნულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ თუმცა ის არ ახდენდა მოწმის ჩვენების, როგორც მტკიცებულების დისკრედიტაციას, განმარტა, რომ ამ კატეგორიის საქმეზე მოწმის ჩვენება მხოლოდ მაშინ იქნება უტყუარი, თუ იგი გამყარებული იქნება სხვა ობიექტური მტკიცებულებით, თუნდაც სხვა ნეიტრალური მოწმის (არა პოლიციელის) ჩვენებით.27 მხარეთა შეჯიბრებითობისა და დაზარალებულის უფლებების გაზრდის კუთხით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2014 წელს შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები ევროპული კონვენციის სტანდარტების იმპლემენტაციის მიზნით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა დაზარალებულის უფლებები სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების პროცესში. ამ ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაზარალებულის საპროცესო უფლებებთან დაკავშირებით შესაბამისობაში მოვიდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან და აღმოფხვრა ის მრავალი შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“, თბილისი, 2017 წლის იანვარი, გვ. 8, ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/168070a54c. 24 იქვე, გვ. 46. 25 იქვე, გვ. 126. 26 იქვე, გვ. 40. 27 იქვე. 27 პრობლემა, რის გამოც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა დარღვევები საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ მრავალ გადაწყვეტილებაში. (დეტალური ინფორმაციისთვის დაზარალებულის უფლებებზე იხ. 2016 წლის მიმდინარე საქმეების ანგარიში). მინისტრთა კომიტეტში მთავრობის მიერ წარდგენილი ინფორმაცია მოიცავდა დაზარალებულთა მიერ გამოძიების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებების გასაჩივრების საკანონმდებლო და პრაქტიკულ საკითხებს. დამატებით, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ სასამართლო სისტემის წარმომადგენლებისთვის მუდმივად ტარდება ტრენინგები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებისა და პრაქტიკაში იმპლემენტაციის შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია მიეწოდება მინისტრთა კომიტეტს. მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება მთავრობის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, მინისტრთა კომიტეტმა 1294 - ე შეხვედრაზე/დებატებზე, 2017 წლის 19-21 სექტემბერს, „ცინცაბაძის ჯგუფთან” დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება,28 რომელშიც სხვა საკითხებს შორის, ინტერესით აღნიშნა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს პროკურატურის სისტემის კიდევ უფრო მეტ დამოუკიდებლობას; მიწოდებული ინფორმაცია იმ რეფორმებზე, რომელთა მიზანია სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესება; გამოძიების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ მონაცემები; მთავრობის კომენტარი კონვენციის 38-ე მუხლის შემდგომი დარღვევის თავიდან ასაცილებლად მიღებულ ზომებთან დაკავშირებით; იმ ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც მიღებულ იქნა დაკავებისას ძალის გადამეტებისა და პატიმრობაში არასათანადო მოპყრობის პრევენციისათვის და მოუწოდა ხელისუფლებას, ამ კუთხით განაგრძოს ქმედითი ღონისძიებები და რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია კომიტეტს. ამასთანავე, კომიტეტი მიესალმა მთავრობის მიერ წარდგენილ ინფორმაციას ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის პროცესში პარლამენტის როლის გაძლიერების მიზნით, ახალი მექანიზმის შექმნის თაობაზე, რის საფუძველზეც 2016 წელს განხორციელდა მთავრობის მიერ პარლამენტის წინაშე პირველი ანგარიშგება. გარდა ამისა, კომიტეტმა, საგამოძიებო ორგანოების მიერ გაწეული დამატებითი ძალისხმევის მიუხედავად, მოუწოდა ხელისუფლებას, რომ პრიორიტეტი მიანიჭოს მიმდინარე გამოძიებებს და რეგულარულად აცნობოს კომიტეტს ინფორმაცია მიღწეული პროგრესის თაობაზე. გირგვლიანისა და სურმანიძის საქმეებთან მიმართებით, მინისტრთა კომიტეტმა ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიმდინარე გამოძიებებში პროგრესის უზრუნველყოფის მიზნით, მოიძიოს ყველა შესაძლო გზა და აღნიშნა, რომ საქართველომ შესაძლოა მოითხოვოს მხარდაჭერა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისგან იმისათვის, რომ მიაღწიოს პროგრესს ამ საქმეთა საბოლოო აღსრულების კუთხით. მიქიაშვილისა და დვალიშვილის საქმეებთან დაკავშირებით მინისტრთა კომიტეტმა ინტერესით აღნიშნა ის დამატებითი საგამოძიებო ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდა კომიტეტის მიერ წინა გადაწყვეტილებაში გამოთქმული წუხილის 28 ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=CM/Del/Dec(2017)1294/H46-10E 28 საპასუხოდ და მოუწოდა ხელისუფლებას, მიუკერძოებლად და სწრაფად განაგრძოს გამოძიება. ასევე, მიუთითა, ღარიბაშვილისა და ხაინდრავა და ძამაშვილის საქმეთა საბოლოო რეზოლუციით დახურვის თაობაზე. მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა ხელისუფლებას, გააგრძელოს დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან, საქართველოს სახალხო დამცველთან და ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ამ საქმეების განხილვა განაახლოს არაუგვიანეს 2018 წლის სექტემბრისა, იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც წარდგენილი იქნება მთავრობის მიერ. 5. მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №21571/05, 2017 წლის პირველი ივნისის გადაწყვეტილება საქმე - „მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ“, ეხება წინა ხელისუფლების მიერ მომჩივნების, დავით მინდაძისა და ვალერიან ნემსიწვერიძის, მიმართ განხორციელებულ სხვადასხვა უკანონო ქმედებას, მათ შორის, წამებასა და უკანონო პატიმრობას. საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ორივე მომჩივანი დააკავეს 2004 წელს და ბრალი დასდეს საქართველოს პარლამენტის წევრთან (კ.გ.) დაკავშირებულ თავდასხმაში. ეროვნულმა სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო, მათ შორის, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობისთვის. საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევა: კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა, რომელიც ეხება 2004 წლის 13 მაისს მომჩივან დავით მინდაძის წამებას პოლიციელების მიერ, რაც გამოიხატებოდა სასტიკ ცემასა და მის მიმართ ელექტროშოკის გამოყენებაში. მე-3 მუხლის დარღვევა დადგინდა, აგრეთვე, 2004 წლის 13 მაისის წამების ფაქტის გამოძიების არაეფექტიანობის გამო. მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) პირველი პუნქტის დარღვევა ეხება მომჩივნების წინასწარ პატიმრობას 2005 წლის 13 იანვრიდან 2005 წლის 7 ივნისამდე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ უკანონოდ ცნო. ასევე, ამავე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევა ეხება 2004 წლის 10 ნოემბრის და 2005 წლის 7 ივნისის პატიმრობის შესახებ განჩინებების დაუსაბუთებლობას. ამასთანავე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა ეხება მომჩივნების სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევას, რაც გამოიხატა მომჩივან მინდაძისაგან აღიარებითი ჩვენებისა და სხვა განცხადებების წამების გზით მოპოვებით; ასევე, მომჩივნების უფლების დარღვევით, ესარგებლათ მათი არჩეული ადვოკატის მომსახურებით სამართალწარმოების საწყისი ეტაპიდან და სხვ. სასამართლომ სახელმწიფოს დააკისრა 28 000 ევროს გადახდა მინდაძის და 16 000 ევროს გადახდა ნემსიწვერიძის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით; ასევე, 4 800 ევროს გადახდა ორივე მომჩივნის სასარგებლოდ ხარჯების ასანაზღაურებლად. 29 ინდივიდუალური ღონისძიებები 2017 წლის 31 ოქტომბერს დავით მინდაძეს გადაერიცხა კომპენსაციის სახით მისთვის მიკუთვნებული თანხა, ხოლო ვალერიან ნემსიწვერიძეს გადაერიცხება, როგორც კი წარმოადგენს საბანკო რეკვიზიტებს (ოჯახის წევრების ცნობით არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე). რაც შეეხება გამოძიებას, სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული გამოძიება, რომელიც დავით მინდაძის საჩივრის საფუძველზე 2005 წლის 24 თებერვალს დაიწყო, არ შეწყვეტილა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ყოველმხრივი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით, სისხლის სამართლის საქმე 2017 წლის 17 ოქტომბერს გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. მას შემდეგ რაც საქმე გადაეცა მთავარ პროკურატურას, დაიკითხა რამდენიმე მოწმე, მათ შორის, დავით მინდაძე. მომჩივანმა დაადასტურა 2005 წლის 10 იანვარს მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითაც თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით, მასზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. მინდაძის მეუღლემ განაცხადა, რომ სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების განხილვის პროცესზე მან ნახა დავით მინდაძე, რომელსაც სხეულზე ემჩნეოდა დაზიანებები, რის გამოც გადაწყვიტა სახაზინო ადვოკატის ნაცვლად აეყვანა სხვა ადვოკატი (გ.ბ.), რომელმაც მას შემდეგ, რაც ნახა ციხეში მყოფი მინდაძე, მის მეუღლეს აცნობა, რომ პოლიციელებმა აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით იგი ელექტროშოკის გამოყენებით აწამეს, მასზედ მოახდინეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ადვოკატმა გ.ბ.-მ დაკითხვისას განაცხადა, რომ მან დავით მინდაძე მოინახულა სასჯელაღსრულების №7 დაწესებულებაში. ბრალდებულს ემჩნეოდა სხეულის დაზიანებები და მან ადვოკატს განუმარტა, რომ აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, ის აწამეს ელექტროშოკის გამოყენებით და თავში სცემეს წყლით სავსე პლასტმასის ბოთლებით. აღსანიშნავია, რომ მართალია დავით მინდაძემ დაადასტურა რამდენიმე წლის წინ მიცემული ჩვენება, თუმცა ამ ეტაპზე მას არ სურს აღნიშნული ფაქტის გამოძიებაში მონაწილეობა და არ გააჩნია გამოძიების ხელშეწყობის სურვილი, რის გამოც დამატებითი ინფორმაციის მიწოდებისაგან თავი შეიკავა. იგივე განაცხადა დავით მინდაძის მეუღლემაც. დამატებით, ხაზგასასმელია, რომ დანაშაულის ჩადენიდან გასულია საკმაოდ დიდი დრო, რის გამოც მოწმეებს უჭირთ დეტალების გახსენება. მიუხედავად ზემომითითებული ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებებისა, საქმეზე გრძელდება გამოძიება. 2018 წლის აპრილში დაგეგმილია საქმეში არსებული სხვა მოწმეების დაკითხვა (მინდაძის სახაზინო ადვოკატი, დროებითი მოთავების იზოლატორის ექიმი, ექიმ-ტრავმატოლოგი, თბილისის პროკურატურის გამომძიებელი, დამკავებელი პოლიციელები, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი). ზოგადი ღონისძიებები ევროპული კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლები იხ. „ცინცაბაძის ჯგუფის“ გადაწყვეტილებების აღსრულების ზოგადი ღონისძიებები. 30 ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი საერთო სასამართლოების მიერ აღკვეთის ღონისძიებების შეფარდების შესახებ წარდგენილი სტატისტიკა ნათლად მიუთითებს, რომ სასამართლოების მიერ ბოლო წლებში პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, მაჩვენებელი საგრძნობლად დაბალია, კერძოდ, 2011 წელს შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებებს შორის პატიმრობის პროცენტული მაჩვენებელი 49.3% იყო. 2012 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 41.9%-მდე შემცირდა, 2013 წელს კი სულ 26.8%-მდე. 2014 წელს ანალოგიური მაჩვენებელი − 32%-ის, ხოლო 2015 წელს 29.6%-ის ტოლი იყო. 2016 წელსაც შენარჩუნებული იყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების კლების ტენდენცია და შეადგინა მხოლოდ 29.1%.29 რაც შეეხება 2017 წელს - აღნიშნული პერიოდის მონაცემია 34.2%.30 ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დარღვევა, 2004-2005 წლებში განვითარებული ფაქტების საფუძველზე, მსგავსი დარღვევების თაობაზე ზოგადი ღონისძიებები იხილეთ 2016 წლის მიმდინარე საქმეების ანგარიშში: ზოგადი ღონისძიებები საქმეებზე - „ნიკოლაიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, „ლაშა ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“. დისკრიმინაციის საქმეები 6. იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №73235/12, 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება 7. გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №71156/01, 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება 8. ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №28490/02, 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება 9. ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №18766/04, 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება ფაქტები საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმე ეხება 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული დემონსტრაციის დროს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მომჩივნების, „ლგბტ“ აქტივისტების, არასათანადო დაცვას კონტრდემონსტრანტების ძალადობისგან. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პოლიციამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა დემონსტრანტების მიმართ არსებული რისკების შესახებ. მიუხედავად ამისა, დემონსტრაციის ადგილას მოხდა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის პოლიციელების განთავსება, რამაც განაპირობა კონტრდემონსტრანტებს შორის დაძაბულობის ფიზიკურ ძალადობაში გადაზრდა. შესაბამისად, კონვენციის დარღვევა, სასამართლოს აზრით, გამოიწვია სახელისუფლებო ორგანოების მიერ მათი ვალდებულების შეუსრულებლობამ − უზრუნველეყოთ მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარება (ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა მე-14 მუხლთან ერთად). 29 30 ხელმისაწვდომია: http://www.supremecourt.ge/statistics/ ხელმისაწვდომია: http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2017w-statistic-7.pdf 31 რაც შეეხება გამოძიებას, სასამართლომ დაადგინა, რომ მთავრობამ ვერ შეძლო ადეკვატური გამოძიების ჩატარება აქციის მონაწილეთა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე (კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა მე-14 მუხლთან ერთად). სასამართლომ აღნიშნა, რომ სრულფასოვანი გამოძიების არარსებობის შემთხვევაში, რთული იქნება მოპასუხე სახელმწიფოსთვის, უზრუნველყოს სამომავლოდ შესაბამისი ზომების გატარება მსგავსი მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩატარების მიზნით. ინდივიდუალური ღონისძიებები სამართლიანი დაკმაყოფილება არამატერიალურ ზიანთან მიმართებით, მომჩივანთათვის 1 500-4 000 ევროს გადახდა. საქართველოს მთავრობას დაევალა მთავრობამ აღნიშნული თანხა, ჯამში 33 500 ევრო, სრულად გადაიხადა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. გამოძიება 2012 წლის 19 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების მიერ დაიწყო გამოძიება 2012 წლის 17 მაისის დემონსტრაციის დროს მომჩივან მარიამ ცუცქირიძის ხელის დაზიანებასთან დაკავშირებით. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლის საფუძველზე (ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით). დემონსტრაციის დროს მომხდარი ინციდენტების საფუძვლიანი, სწრაფი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით, საქმეზე გამოძიება განახლდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. კერძოდ, 2016 წლის 4 ივლისს თბილისის პროკურატურის ძველი თბილისის განყოფილების პროკურორმა გამოსცა დადგენილება, რომლის საფუძველზეც მოცემული საქმის სამართლებრივი კვალიფიკაცია შეიცვალა − ხულიგნობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. 2016 წლის 7 ივლისს საქმე გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით. განახლებული გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა მრავალი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება − დაიკითხნენ მოწმეები, განხორციელდა დოკუმენტებისა და ვიდეოჩანაწერების დათვალიერება და სხვ. მოწმეთა დაკითხვის გარდა, გამომძიებლებმა გამოითხოვეს ეროვნული ტელევიზიებიდან დემონსტრაციის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც დათვალიერდა და წარედგინა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად გამართული აქციის მონაწილეებსა და კონტრდემონსტრანტებს, რათა მომხდარიყო მოვლენების სრულყოფილი აღწერა და მონაწილეთა იდენტიფიცირება. გამოძიებამ ასევე მოიპოვა, აქციის დროს მომჩივან გურამ დემეტრაშვილის მიერ მიღებული დაზიანებების ხარისხის განმსაზღვრელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და გამოკითხა დასკვნის გამცემი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი. 32 შესაბამისად, პროკურორის 2017 წლის 16 თებერვლის დადგენილებების საფუძველზე, ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ ორგანიზებული მსვლელობის მონაწილეებისათვის შეკრებისა და მანიფესტაციის მოწყობის და მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ, ძალადობის და ძალადობის მუქარით ხელის შეშლისა და მათთვის მიყენებული მორალური ზიანის გამო, დაზარალებულად იქნენ ცნობილნი „იდენტობის“ საქმის მომჩივნები. დაზარალებულები გაეცნენ დადგენილებებს და განემარტათ მათი, როგორც დაზარალებულის, უფლებები. შსს-ის საინფორმაციო ცენტრიდან მიღებული პასუხის თანახმად ზოგიერთი მათგანი არ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, რის გამოც მათ აღნიშნული დადგენილებები გაეგზავნათ ფოსტით. აღნიშნულ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით გამოიკვეთნენ ის პირები, ვინც ძალადობრივად ხელი შეუშალეს მსვლელობას და ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეთა უფლებების ხელყოფა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით დასჯადი ქმედებაა შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია მაკვალიფიცირებელი გარემოებები, კერძოდ იგივე ქმედების ჩადენა - იარაღის გამოყენებით, ან თუ ამ ქმედებამ მასობრივი არეულობა, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. ნორმის დისპოზიციაში მითითებული ძალადობა და ძალადობის მუქარა წარმოადგენს მოქალაქის კანონიერ უფლებათა რეალიზაციისათვის ხელის შეშლის ფორმას, რომელიც შესაძლოა გამოიხატოს ცემაში, ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებაში, ან მისი მიყენების მუქარაში. მოცემულ შემთხვევაში გამოძიებით დადგინდა, რომ კონტრდემონსტრანტებისა და შემთხვევითი გამვლელი მოქალაქეების მხრიდან (რომლებიც ასევე იზიარებდნენ კონტრდემონსტრანტთა მოთხოვნებს) ადგილი ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,იდენტობის“ მიერ ორგანიზებული მსვლელობის მონაწილეებისათვის შეკრების და მანიფესტაციის მოწყობის და მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ, ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელის შეშლას. შესაბამისად, როგორც გამოძიებით დადგინდა, ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს სპეციალურ ნორმას და სრულად მოიცავს შემდეგ ქმედებებს - ძალადობას, ძალადობის მუქარას. ამასთან, გამოძიებით არ დადასტურდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა რომელიმე ქმედების ჩადენის ფაქტი. ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა ორი წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას, ბრალდეული პირების ქმედებები ამ ეტაპისათვის არის ხანდაზმული. 33 ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარე უახლოეს მომავალში სამართლებრივად შეაფასებს გამოძიების შედეგად შეკრებილ მტკიცებულებებს და საქმეზე მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება. რელიგიური საქმეები რელიგიური საქმეები უკავშირდება ბასილ მკალავიშვილის მრევლის მიერ მომჩივნების მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას და სახელმწიფოს მიერ ეფექტიანი გამოძიების არარსებობას (ევროპული კონვენციის მე-3 და მე9 მუხლების დარღვევა, როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში). ფაქტები საქმეზე „გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმე ეხება 1999 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი მღვდლის, ბატონი ბასილ მკალავიშვილის (მამა ბასილი), ხელმძღვანელობით მართლმადიდებელ მორწმუნეთა ჯგუფის მიერ თეატრის შენობაში შეკრებილი კონგრეგაციის 120 წევრზე თავდასხმის ფაქტს. საქმის გარემოებების თანახმად, თავდასხმის შედეგად კონგრეგაციის ზოგიერთმა წევრმა გაქცევა მოახერხა. თუმცა, დარბაზში დარჩენილ 60 იეჰოვას მოწმეს, მათ შორის, ქალებსა და ბავშვებს, სცემეს ჯვრებით, ჯოხებითა და ქამრებით. მომჩივნებს ჩამოართვეს და დაუწვეს პირადი ნივთები, რელიგიური ლიტერატურა. თავდასხმის შემდეგ რამდენიმე მსხვერპლი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში. მიუხედავად 42 მომჩივნის საჩივრისა, დაზარალებულად ცნეს მხოლოდ 11 მომჩივანი. აგრეთვე, გამოძიება მრავალჯერ შეწყდა იმ მიზეზით, რომ ვერ ხერხდებოდა თავდასხმაში მონაწილე დამნაშავეთა იდენტიფიცირება. გადაწყვეტილების თანახმად, 1999 წლის ოქტომბრიდან 2002 წლის ნოემბრამდე იეჰოვას მოწმეებზე სულ განხორციელდა 138 სასტიკი თავდასხმა, კომპეტენტურ ორგანოებში შევიდა 784 საჩივარი. არცერთ საჩივარზე არ ჩატარებულა ეფექტიანი გამოძიება. გლდანის კონგრეგაციის საქმეში სასამართლომ მომჩივნებს სამართლიანი დაკმაყოფილების სახით, საერთო ჯამში, მიაკუთვნა 42 123 ევრო, აქედან მორალური ზიანისთვის − 27 020 ევრო და 15 103 ევრო − ხარჯებისა და ნახარჯებისთვის. ფაქტები საქმეზე „ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლოში წარდგენილი საჩივარი ეფუძნება 2000-2001 წლებში იეჰოვას მოწმეების მიმართ ძალის გამოყენებასა და თავდასხმებთან დაკავშირებულ ოცდაათ საქმეს. რამდენიმე საილუსტრაციო საქმის თანახმად, 2000 წლის 8 სექტემბერს ორი მომჩივნის კუთვნილ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა იეჰოვას მოწმეთა, დაახლოებით, 700-კაციანი შეკრება. მომჩივნების განცხადებით, პოლიციამ ცეცხლი გახსნა აღნიშნულ ტერიტორიაზე. ნიღბიანი პოლიციელები შეიჭრნენ სახლში, მათ სცემეს იქ მყოფი, დაახლოებით, 50 იეჰოვას მოწმეს. აგრეთვე, ცენტრალურ გზებზე მოწყობილი იყო პოლიციის საკონტროლო პუნქტები იეჰოვას მოწმეების მოძრაობის შეფერხების მიზნით. 34 2000 წლის 16 და 17 აგვისტოს მართლმადიდებელ მორწმუნეთა დიდი ჯგუფი მამა ბასილის მეთაურობით შეიჭრა თბილისში, გლდანი-ნაძალადევის პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომათა დარბაზში, სადაც განიხილებოდა სისხლის სამართლის საქმე 2 იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე მომჩივნებმა, დაახლოებით, 160 საჩივარი წარადგინეს საგამოძიებო ორგანოებში, თუმცა, კონკრეტული შედეგი არცერთ საჩივარს არ მოჰყოლია. ბეღელურის საქმეში სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თითოეული მომჩივნისთვის, რომელთა მიმართაც დადგინდა დარღვევა, უნდა გადაეხადა 350 ევრო მორალური ზიანისთვის და, ჯამში, 15 000 ევრო ყველა მომჩივნისთვის ხარჯების ასანაზღაურებლად. ფაქტები საქმეზე „ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლოში წარდგენილი საჩივარი ეფუძნება 13 ქართველი იეჰოვას მოწმის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალის გამოყენებასა და თავდასხმებთან დაკავშირებულ 5 საქმეს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმის მასალების მიხედვით, მომჩივნები, როგორც იეჰოვას მოწმეები, 2000-2001 წლებში იყვნენ სხვადასხვა სახის დაშინებისა და აგრესიის მსხვერპლნი მართლმადიდებლური ეკლესიის ექსტრემისტი მორწმუნეების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიციელების მხრიდან. ხუთი ცალკეული შემთხვევიდან იეჰოვას მოწმეების ნაწილს დანიშნულების ადგილზე მისვლაში შეუშალეს პოლიციელებმა ხელი, ნაწილს რელიგიური შეხვედრები ჩაუშალეს, ასევე პოლიციელებმა მოახდინეს რელიგიური მასალის კონფისკაცია. მომჩივნებიდან, ზოგიერთი პოლიციის განყოფილებაში იქნა გადაყვანილი, სადაც მათ სცემდნენ ან აიძულებდნენ დაეწერათ ხელწერილი, რომლის თანახმადაც სამომავლოდ შეხვედრებს არ გამართავდნენ. საქმეში 6 მომჩივნის მიერ აღწერილი ორი საქმე უკვე განხილულ იქნა ევროპული სასამართლოს მიერ (ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ №28490/02). შესაბამისად, ეს ეპიზოდები სასამართლომ მიუღებლად გამოაცხადა. სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევა ცალკე და მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, რამდენადაც ჩათვალა, რომ სასამართლოს მიერ მომჩივანთა საჩივრების განხილვა იყო უმეტესად ზედაპირული და მიკერძოებული, ვინაიდან ეროვნული სასამართლოების მიერ მომჩივნების ბრალდებები პოლიციელების ძალადობრივ და შეურაცხმყოფელ ქცევასთან დაკავშირებით დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული; აგრეთვე, ეროვნული სასამართლოების მიერ ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნის გასამყარებლად წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი არ იქნა გათვალისწინებული. სასამართლომ მომჩივნებს მთლიანობაში მიაკუთვნა 21 000 ევრო მატერიალური და მორალური ზიანის, ასევე ხარჯების ანაზღაურების სახით. ინდივიდუალური ღონისძიებები სამართლიანი დაკმაყოფილება გლდანის კონგრეგაციის, ბეღელურისა და ცარციძის საქმეებზე, თანხა ჩარიცხულია ყველა მომჩივნისთვის, ვინც საბანკო რეკვიზიტები წარმოადგინა. 35 წინასაგამოძიებო საქმისწარმოება გლდანის კონგრეგაციის საქმე - საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 2016 წლის 30 ნოემბერს დაიწყო წინასაგამოძიებო საქმის წარმოება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2007 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების ირგვლივ საქმეზე „გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი საქართველოს წინააღმდეგ“. წინასაგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში იდენტიფიცირებულ იქნა, გასაუბრება ჩატარდა და შესაბამისი ოქმები შედგა დასახელებულ ინციდენტში მონაწილე პირებთან, რომელთაც გაიხსენეს მომხდარის დეტალები და ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას. მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ მამა ბასილ მკალავიშვილისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციული მოტივით, იეჰოვას მოწმეთა რელიგიური წესის აღსრულებისათვის და რელიგიური გაერთიანების საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობით და ძალადობის მუქარით. ასევე ძალადობითა და ძალადობის მუქარით ადამიანთა დევნას მათი აღმსარებლობის, რწმენისა და რელიგიური მოღვაწეობის გამო. შესაბამისად, მათი მხრიდან ჩადენილ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 166-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები, რომლებიც წარმოადგენს სპეციალურ ნორმებს და სრულად მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით გათვალისწინებულ ქმედების შემადგენლობის ელემენტებს (ძალადობას, ძალადობის მუქარას). ცალკე სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს მამა ბასილ მკალავიშვილის მხარდამჭერების მიერ იეჰოვას მოწმეების შეკრების ოთახის დარბევისა და მათთვის წართმეული რელიგიური ლიტერატურის დაწვის ფაქტი. საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია მაკვალიფიცირებელი გარემოებები - ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენა ძალადობით ან ძალადობის მუქარით და თუ ამ ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ გარემოებებს კი წარმოადგენს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა ჯგუფურად ანდა სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით. მოცემულ შემთხვევაში, მამა ბასილ მკალავიშვილის მხარდამჭერების ქმედებები, როდესაც ისინი შეიჭრნენ და დაარბიეს იეჰოვას მოწმეების შეკრების ოთახი, წარმოადგენს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს იგივე ქმედების ჩადენა ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით. მითითებული ნორმით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან ზიანს, ამავე კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მესამე ნაწილიდან გამომდინარე წარმოადგენს ის შემთხვევა, როდესაც ნივთის ღირებულება არის 150 ლარს ზემოთ. იმის გათვალისწინებით, რომ დასახელებული ინციდენტებიდან გასულია დაახლოებით 20 წელი, დღეის მდგომარეობით ყველა სავარაუდო დანაშაულთან მიმართებით გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი 36 დევნის ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, ბრალდების მხარე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, გამოძიება აწარმოოს და სისხლის სასართლებრივი დევნა დაიწყოს ხანდაზმულ ფაქტებზე. ზოგადი ღონისძიებები ეროვნული პოლიტიკა დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით გატარებული ზოგადი ღონისძიებების თაობაზე იუსტიციის სამინისტრომ გასული წლის ანგარიშში დეტალურად წარმოადგინა ინფორმაცია, თუმცა მნიშვნელოვანია კვლავ აღინიშნოს, სხვებს შორის, 2014 წლის 2 მაისის საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, 31 რომელიც ქმნის ნებისმიერი პირისთვის კანონით გათვალისწინებული უფლებებით თანასწორად სარგებლობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს, აბსოლუტურად ყველა სფეროში; ასევე, 2014 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია,32 რომელიც მიზნად ისახავს ძლიერი, ეფექტიანი და სტაბილური სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას და ამკვიდრებს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას. სტრატეგია ფარავს 2014-2020 წლების პერიოდს და ის შესასრულებლად სავალდებულო იქნება არა მხოლოდ მოქმედი, არამედ შემდეგი მთავრობისთვისაც, რაც ადამიანის უფლებების დაცვის სტაბილურობას უზრუნველყოფს. ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და მისი თანმხლები სამოქმედო გეგმების (2014-2015;33 2016-2017)34 ერთ-ერთი მიზანია საზოგადოებაში შემწყნარებლობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება ყველა ფორმის დისკრიმინაციის და დისკრიმინაციული ქმედებებით გამოწვეული შედეგების დაგმობით. სტრატეგია ითვალისწინებს ვალდებულებას − სისხლის სამართლის დანაშაულის მატარებელი დისკრიმინაციის ყველა შემთხვევის ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფას და უმცირესობების ინტეგრაციას სამოქალაქო ცხოვრებასა და სახელმწიფო მართვაში; აგრეთვე, სტრატეგიის მიზანია ადამიანის უფლებათა კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტებით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებისთვის მაღალი ხარისხის დაცვის უზრუნველყოფა. რაც შეეხება 2018-2020 წლების სამთავრობო გეგმის პროექტს, აღნიშნული პერიოდისთვის შემუშავებული გეგმა, სხვებს შორის, ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: რელიგიის თავისუფლების, ტოლერანტობისა და თანასწორუფლებიანობის განმტკიცება; დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტიანობის გაზრდა; დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ფაქტების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება და სხვ. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2339687 ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2348314 33 ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2391005 34 ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3350412 31 32 37 დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება რელიგიური ნიშანი აუცილებლია აღინიშნოს, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს პროკურატურისთვის. ამ თვალსაზრისით, პროკურორებისთვის შემუშავებულ იქნა აღნიშნული ტიპის კატეგორიის დანაშაულების შესახებ რეკომენდაცია, რომლის პრაქტიკაში ეფექტიანად განხორციელების მიზნით შეიქმნა სპეციალური კითხვარი, სადაც გაიწერა ხსენებული დანაშაულის შესაძლო დაზარალებულის, ბრალდებულისა და მოწმის გამოკითხვის ინსტრუქცია. ეს უკანასკნელი დაეგზავნა პროკურატურის სისტემის თანამშრომლებს, ამდენად, სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიზნით პროკურორების მიერ განხორციელებული ღონისძიებების ხარისხი და ეფექტიანობა გაიზარდა.35 ამგვარ დანაშაულთა საქმეებზე ეფექტიანი საპროკურორო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში შემუშავდა რეკომენდაცია, რომელიც ეხება რელიგიურ შეუწყნარებლობასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არსებული ნორმების განმარტებას, რელიგიურ შენობანაგებობათა დაზიანებებს, ვერბალური შეურაცხყოფის მიყენების სამართლებრივ კვალიფიკაციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. აღნიშნული რეკომენდაცია შესწავლილ იქნა ევროპის საბჭოს ექსპერტის მიერ.36 საქართველოს მთავრ პროკურატურაში გასული წლის ოქტომბერში გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში არსებული კონფესიების წარმომადგენელთათვის საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მსჯელობა სხვადასხვა გამოწვევებზე, მომავალში ურთიერთთანამშრომლობის გზების გათვალისწინება და სხვ.37 აგრეთვე, გასულ წელს, 86 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში განხორციელდა სიძულვილის მოტივის შესწავლა, საიდანაც რელიგიური ნიშანი შესწავლილ იქნა 10 საქმეში.38 აღსანიშნავია, რომ 2017 წელს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 44 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის იყო საქმეები, რომლებიც ეხებოდა რელიგიურ ნიშანს (კერძოდ, 2 პირის მიმართ; ასევე სავარაუდო რელიგიური ნიშანი დადგინდა კიდევ 2 საქმეში).39 ასევე, პროკურატურის ვებ-გვერდზე აქტიურად ქვეყნდება ინფორმაცია უმცირესობათა, მათ შორის, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების შესახებ. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და, ამ კუთხით, ცნობიერების ამაღლება.40 მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის მიერ 2017 წლის 10 დეკემბრის ანგარიშში პირდაპირ აღინიშნა, რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი საქართველოს მთავარი პროკურორის ანგარიში, 6 თებერვალი, 2018, გვ. 45, ხელმისაწვდომია: http://pog.gov.ge/res/docs/6tebervalimtavariprokurorisangarishi.pdf 36იქვე, გვ. 46. 37იქვე. 38იქვე, გვ. 45. 39იქვე. 40იქვე, გვ. 46. 35 38 დანაშაულების კლების ტენდენციის შესახებ. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველს აღნიშნული კუთხით მხოლოდ სამი საქმის თაობაზე მიმართეს. 41 სექსუალური ორიენტაცია/გენდერული იდენტობა გამოძიების პროგრესთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 2017 წელს გაორმაგდა. 42 მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის მონაცემებით, ბრალდების შესახებ დადგენილებაში პროკურორთა მიერ მხოლოდ სექსუალური ორიენტაციის ნიშანი იყო მითითებული, 2017 წელს კი აღნიშნული ნიშნის გარდა, ბრალდება მოხდა ასევე გენდერული იდენტობის მიმართ გამოვლენილი შეუწყნარებლობის გამო. ეს უკანასკნელი იმის მაუწყებელია, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე პროკურორების ცნობიერება ამაღლდა, ხოლო გამოძიების პროცესში მოტივის იდენტიფიკაციის ტექნიკა კიდევ უფრო დაიხვეწა.43 2017 წელს, სისხლის სამართლის 86 საქმეში იქნა შესწავლილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, საიდანაც 12 საქმე ეხებოდა სექსუალური ორიენტაციის ნიშანს, 37 - გენდერული იდენტობის, 25 - სქესის, გენდერის, 10 - რელიგიურ ნიშანს.44 როგორც ზემოთ აღინიშნა, 2017 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 44 პირის მიმართ, რომელთაგან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ბრალდება წარედგინა 4 პირს, გენდერული იდენტობის ნიშნით ასევე 4 პირს, რელიგიური ნიშნით - 2, სქესის გენდერის ნიშნით - 25 პირს.45 უკანასკნელ პერიოდში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით რეაგირების კუთხით, მნიშვნელოვანია რამდენიმე საილუსტრაციო საქმის მიმოხილვა: 2017 წლის 9 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებული ა.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.46 2017 წლის 6 თებერვალს სასამართლომ აგრეთვე გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და საბოლოოდ, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.47 კიდევ ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით, ტრანსგენდერი ქალის მიმართ გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ბ.ო.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდების მხარის მოთხოვნით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. კერძოდ, 2018 წლის 31 იანვარს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ. საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 10 დეკემბრის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, გვ. 10, ხელმისაწვდომია: http://ombudsman.ge/uploads/other/4/4959.pdf 42 საქართველოს მთავარი პროკურორის ანგარიში, 6 თებერვალი, 2018, გვ. 45, ხელმისაწვდომია: http://pog.gov.ge/res/docs/6tebervalimtavariprokurorisangarishi.pdf 43 იქვე. 44 იქვე. 45 იქვე. 46 ხელმისაწვდომია: http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1413 47 ხელმისაწვდომია: http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1129 41 39 თბილისში დააკავეს ბ.ო., რომლის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.48 სახალხო დამცველის შეფასებით, 2017 წლის 17 მაისს „ლგბტიქ“ აქტივისტების მიერ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების მიღების ფონზე გაიმართა. კერძოდ, პოლიციის მიერ დაცული იყო ღონისძიებისთვის წინასწარ განსაზღვრული ტერიტორია. რაც შეეხება შეკრებაში მონაწილე პირებს, სამარშუტო ტაქსები უზრუნველყოფდნენ მათ გადაყვანას დანიშნულების ადგილამდე.49 რაც შეეხება საქალაქო/რაიონული სასამართლოების მიერ რელიგიური და სქესობრივი ნიშნით შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით განხილულ საქმეებს, საქართველოს უზენაესი სასამარლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა განიხილეს 12 სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმე, საიდანაც რელიგიური ნიშნით შესაძლო დისკრიმინაციას ეხებოდა 2 საქმე, ხოლო სქესობრივი ნიშნით შესაძლო დისკრიმინაციას - 4 საქმე. სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებით, 2017 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით გათვალისწინებული შეუწყნარებლობის მოტივი, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რაიონული/საქალაქო სასამართლოების მიერ გამოყენებულია 11 შემთხვევაში, საიდანაც 6 საქმე ეხებოდა სქესობრივი ნიშნით შეუწყნარებლობას, 4 გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას. ტრენინგები გასული წლის განმავლობაში, პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს პროკურატურაში 162 სასწავლო აქტივობა ჩატარდა, რომლის ფარგლებში 2300-მა პირმა გაიარა გადამზადება. კერძოდ, არაერთი ტრენინგი ჩატარდა სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, დისკრიმინაციის აკრძალვასა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიან გამოძიებაზე.50 აღსანიშნავია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დისკრიმინაციის მოდულის დანერგვას.51 გარდა ამისა, დისკრიმინაციის შესახებ საკითხებს ფარავს პატრულ-ინპექტორთა52 და უბნის ინსპექტორთა53 მომზადების პროგრამა. ეს უკანასკნელი პროგრამა ასევე ფარავს დისკრიმინაციის ფაქტებისა და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების, სიძულვილის მოტივის გამოკვეთის საკითხებს.54 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელმისაწვდომია: http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1506 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 10 დეკემბრის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, გვ. 21, ხელმისაწვდომია: http://ombudsman.ge/uploads/other/4/4959.pdf 50 საქართველოს მთავარი პროკურორის ანგარიში, 6 თებერვალი, 2018, გვ. 52, ხელმისაწვდომია: http://pog.gov.ge/res/docs/6tebervalimtavariprokurorisangarishi.pdf 51 შსს-ს აკადემიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა, ხელმისაწვდომია: http://policeacademy.gov.ge/ka/usefulinformation/strategies-concepts-and-action-plans 52 პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, 2017, ხელმისაწვდომია: http://policeacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/basic/506.pdf 53 უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, 2017, ხელმისაწვდომია: http://policeacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/basic/2274251.pdf 54 იქვე. 48 49 40 2017 წლის 30 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგი - ,,ადამიანის უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა", რომელსაც პოლიციის 50 თანამშრომელი ესწრებოდა.55 ამავე საკითხზე ტრენინგები ჩატარდა რეგიონებშიც: 2017 წლის 29 სექტემბერს - ბათუმში;56 2017 წლის 27 ოქტომბერს - თელავში;57 2017 წლის პირველ დეკემბერს - ქუთაისში;58 2017 წლის 25 დეკემბერს - ზუგდიდში.59 თითოეულ ტრენინგს ესწრებოდა შსს-ს 50-50 თანამშრომელი. რაც შეეხება მოსამართლეებისთვის და სასამართლოს სხვა მოხელეებისთვის ჩატარებულ ტრენინგებს, თემაზე - დისკრიმინაციის აკრძალვა-შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები, 2017 წელს ჩატარდა ტრენინგები როგორც მოსამართლეებისთვის, ასევე სასამართლოს სხვა მოხელეთათვის.60 ამავე წელს, ასევე, ტრენინგი ჩაუტარდათ მოსამართლეებს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი განხილვის თაობაზე და ამავე საკითხზე ჩატარდა ტრენენთა ტრენინგიც. აქვე აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, სასწავლო კურიკულუმების შემუშავების მიზნით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით კვლავ ინტენსიური საქმიანობა გაგრძელდა სასამართლო სისტემისთვის პრიორიტეტულ თემებზე და შესაბამისად, კურიკულუმი შემუშავდა, სხვა საკითხებს შორის, სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი განხილვის თემაზე.61 მოსამართლეთა საქმეები 10. სტურუა საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №45729/05, 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება მომჩივანი, მიტროფანე სტურუა, 1999 წელს დაინიშნა აბაშის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ 10 წლის ვადით. ბატონი სტურუას მიმართ დისციპლინური დევნა აღიძრა საქმის უსაფუძვლო გაჭიანურების მოტივით (სისხლის სამართლის საქმის მასალების ექვსი თვით შეყოვნება, მის მიერ საქმის აცილების დღიდან, 2003 წლის 29 ოქტომბრიდან) და მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს კოლეგიის მიერ იგი გათავისუფლდა თანამდებობიდან. მომჩივანმა აღნიშნული გაასაჩივრა სადისციპლინო საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში. არცერთმა მათგანმა არ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა და ძალაში დარჩა თავდაპირველი გადაწყვეტილება. მომჩივანი დავობდა, რომ მის მიმართ მიმდინარე დისციპლინური სამართალწარმოება ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტს, რადგან მისი საჩივრის განმხილველი 8 წევრისაგან შემდგარი სადიციპლინო საბჭოს 4 წევრი ასევე მონაწილეობდა მისი გათავისუფლების პროცესში სადისციპლინო კოლეგიის (პირველი ინსტანციის) ფორმატში. სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი მოითხოვს, რომ მის ფარგლებში მოქცეული სასამართლო იყოს მიუკერძოებელი. ხელმისაწვდომია: http://religion.geo.gov.ge/geo/news/treningi-shss-s-policiis-akademiashi ხელმისაწვდომია: http://religion.geo.gov.ge/geo/news/treningebi-shss-s-akademiashi-regionaluri 57 ხელმისაწვდომია: http://religion.geo.gov.ge/geo/news/dghes-telavshi-treningi-adamianis-uflebebi-da 58 ხელმისაწვდომია: http://religion.geo.gov.ge/geo/news/dghes-qutaisshi-treningi-adamianis-uflebebi-da 59 ხელმისაწვდომია: http://religion.geo.gov.ge/geo/news/treningebi-adamianis-uflebata-samtavrobo-gegmis2 60 იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ 2017 წლის განმავლობაში განხორციელებული სასწავლო ღონისძიებების სტატისტიკური მაჩვენებელი, გვ. 2, 5, ხელმისაწვდომია: http://www.hsoj.ge/uploads/2017_tslis_statistika.pdf 61 იქვე, გვ. 4, 7, 8. 55 56 41 სასამართლომ დაადგინა, რომ რვა წევრისგან შემდგარი სადისციპლინო საბჭოდან ნახევარი, მათ შორის თავმჯდომარე, მანამდე იყო ჩართული საქმის განხილვაში პირველი ინსტანციის წესით. ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ საქმის გადასინჯვა ცალსახად შეზღუდული იყო სამართლებრივი საფუძვლებით, ევროპული სასამართლო არ იყო დარწმუნებული, რომ საკასაციო სასამართლოს გააჩნდა უფლებამოსილება, ეფექტურად გადაეწყვიტა აღნიშნული საკითხი, შესაბამისად, დადგინდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა. სასამართლომ მომჩივნის სასარგებლოდ საქართველოს მთავრობას დააკისრა 3 500 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ და 3 380 ევრო ხარჯების ასანაზღაურებლად. ინდივიდუალური ღონისძიებები მთავრობამ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2017 წლის 9 ივნისს, გადაუხადა მომჩივანს 6 880 ევრო. 11. გაბაიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №13723/06, 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება მომჩივანი იყო მოსამართლე ხულოს რაიონულ სასამართლოში. მსჯავრდებულის თოთხმეტი დღის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში დატოვების გამო, 2004 წლის 12 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მომჩივნის წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება. სადისციპლინო საბჭოს კოლეგიამ აღნიშნულ გადაცდომაში ბრალეულად ცნო მომჩივანი და მიიღო გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რომელიც მომჩივანმა სადისციპლინო საბჭოსა და შემდგომ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ამ უკანასკნელმა საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა. 2005 წელს ექვსი წევრისგან შემდგარმა სადიციპლინო საბჭომ, რომლის სამი წევრიც, წარმოდგენილი იყო საქმის პირველ მოსმენაზე, განიხილა მომჩივნის საქმე. ზეპირი მოსმენისას, მომჩივანმა მოითხოვა საბჭოს სამი წევრის აცილება, რაც არ დაკმაყოფილდა. სადიციპლინო საბჭომ დაადგინა, რომ მომჩივანმა ჩაიდინა „კანონის უხეში დარღვევა“ და სრულად დატოვა ძალაში კოლეგიის 2004 წლის გადაწყვეტილება. მომჩივანი ჩიოდა, რომ დისციპლინური ორგანოების შემადგენლობა არ იყო კანონიერი და რომ საქმის განხილვა განხორციელდა დაჩქარებული წესით. თუმცა, 2005 წელს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი და სხვა საკითხებთან ერთად, დაადგინა, რომ დისციპლინური ორგანოების შემადგენლობა იყო კანონიერი. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავს ვითარებაში, როდესაც მომჩივნის დისციპლინური სახდელის საკითხის განხილვა მოხდა სადისციპლინო საბჭოს ერთი და იმავე წევრების მიერ, ორივე - პირველი და სააპელაციო წესით, სასამართლომ უკვე დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, კერძოდ, სტურუას საქმეში (იხ. ზემოთ). შესაბამისად, პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის საჩივარი 2005 წლის 4 აგვისტოს სადისციპლინო საბჭომ განიხილა იმავე სამი მოსამართლის შემადგენლობით, რომლებმაც საქმე განიხილეს პირველი ინსტანციის წესით და მომჩივნის შიში სადისციპლინო საბჭოს მიკერძოებულობის არარსებობასთან დაკავშირებით ობიექტურად გამართლებული იყო. შესაბამისად, დადგინდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა. 42 სასამართლომ მომჩივნის სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა 3 500 ევრო მორალური ზიანის სანაცვლოდ და 2 140 ევრო ხარჯების ასანაზღაურებლად. ინდივიდუალური ღონისძიებები მთავრობამ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2017 წლის 12 დეკემბერს, გადაუხადა მომჩივანს 5 640 ევრო. ზოგადი ღონისძიებები კანონი „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“62 მიღებულ იქნა 2000 წლის 23 თებერვალს. თუმცა მიღებიდან დღემდე მან მრავალი ცვლილება განიცადა, რომელიც შეეხო როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, ასევე, დისციპლინური საქმის განმხილველ ორგანოთა ფორმირების წესს, დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებს. აღსანიშნავია, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევები ეხებოდა 2004-2005 წლებს და იმ დროინდელი საკანონმდებლო რეგულაციები დღეს უკვე აღარ მოქმედებს. აღნიშნულ კანონში 2012 წელს შესული ცვლილებებით გათვალისწინებულ იქნა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის 2007 წლის 19 მარტის რეკომენდაცია და კანონიდან ამოღებულ იქნა „კანონის უხეში დარღვევა“, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთი სახე. გარდა ამისა, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, კანონის არასწორი განმარტება, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსამართლის შინაგანი რწმენა, არ არის დისციპლინური გადაცდომა და აღნიშნული ქმედებისათვის მოსამართლეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა. რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში შეტანილ ცვლილებებს, საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო მოსამართლეთა მიმართ წარმართული დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურების დახვეწა და მისი ეტაპების ოპტიმიზაცია, ამ პროცესში მოსამართლეთა დაცვის დამატებითი სამართლებრივი გარანტიების შექმნა და დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. კერძოდ, 2012-2013 წლებში კანონში შესული ცვლილებებით გათვალისწინებულ იქნა საჩივრის ავტორის ინფორმირებულობა მოსამართლის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე, ასევე, სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებათა გამოქვეყნება ოფიციალურ ვებგვერდზე და მათი ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირებისთვის. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ კანონში შეტანილი ცვლილებებით, მოსამართლეს ვის მიმართაც ხორციელდება დისციპლინური სამართალწარმოება, შეუძლია მოითხოვოს საქმის განმხილველი ორგანოების სხდომების გასაჯაროება. ზემოხსენებული გასაჯაროების/გამჭვირვალობის მექანიზმები ქმნის მოსამართლის უფლებების დაცვის დამატებით გარანტიებს. ასევე აღსანიშნავია, რომ რეფორმის შედეგად სასამართლოს თავმჯდომარე აღარ არის უფლებამოსილი, აღძრას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა. ეს უფლება ენიჭება დამოუკიდებელ ინსპექტორს, რომელიც დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში ახალ ინსტიტუტს წარმოადგენს. სიახლე უფრო მეტად უზრუნველყოფს პროცესის 62 ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/16774 43 ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოების მხრიდან სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის ამაღლებას. დამოუკიდებელი ინპექტორის მიერ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში განხორციელებული ქმედებების შედეგად საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებს კოლეგიური ორგანო − იუსტიციის უმაღლესი საბჭო. უფრო კონკრეტულად პროცედურის შესახებ, 2017 წლის 8 თებერვალს დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონსა63 და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში64 შევიდა გარკვეული ცვლილებები, რომელთა შედეგად, მოსამართლის მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას იწყებს, აგრეთვე დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებასა და გამოკვლევას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი. ეს უკანასკნელი კი თავის დასკვნებსა და მოსაზრებებს წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ინსპექტორის მიერ საქმის წინასწარი შემოწმების შედეგად (რისი ვადებიც განსაზღვრულია კანონით), იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და კანონის მე-8 მუხლით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში, სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებისა და მოსამართლისათვის ახსნაგანმარტების (რაც მოსამართლის უფლებას წარმოადგენს) ჩამორთმევის შესახებ. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ შეწყდება დისციპლინური სამართალწარმოება. კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, დისციპლინური საქმის გამოკვლევას ახორციელებს დამოუკიდებელი ინსპექტორი. დამოუკიდებელი ინსპექტორი უფლებამოსილია მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, მიიწვიოს სხვა პირი და მოისმინოს მისი ინფორმაცია. დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმება და გამოკვლევა ობიექტურად, ყოველმხრივ და მიუკერძოებლად უნდა განხორციელდეს. შესწავლილი უნდა იქნეს მოსამართლის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები. მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეს უფლება აქვს, განაცხადოს დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილება. ინსპექტორის მიერ საქმის გამოკვლევის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის თაობაზე (კანონის მე-15 მუხლი). ასევე, საბჭო უფლებამოსილია დამოუკიდებელ ინსპექტორს დაავალოს დისციპლინურ საქმეზე დამატებითი გამოკვლევის ჩატარება და მისცეს მას შესაბამისი მითითებები. ამ შემთხვევაში დისციპლინური საქმის გამოკვლევის ვადა 2 თვით გაგრძელდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შემდეგ, დისციპლინური საქმის მასალები მოსამართლის მიერ წარდგენილ დოკუმენტებთან ერთად, ეგზავნება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის პირველ მაისს შეიცვალა სადისციპლინო კოლეგიის დაკომპლექტების წესი. ახალი წესის მიხედვით კოლეგიის 3 მოსამართლე წევრს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო 2 არამოსამართლე წევრს – 63 64 ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3297586 ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3536739 44 საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, – საქართველოს პარლამენტი. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია გამოიტანოს კანონის 48-ე მუხლში მითითებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება. მოსამართლისათვის სახდელის დაკისრების შემთხვევაში კი, დისციპლინური სახდელის შერჩევისას კოლეგია ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომის შინაარსსა და სიმძიმეს, აგრეთვე შედეგებს, რომლებიც მას მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ბრალის ხარისხს (54-ე მუხლი). სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადასინჯვა შეიძლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში მისი გასაჩივრების გზით, რაც რეგულირდება კანონის IV თავით. სადისციპლინო პალატა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი და დაკისრებული სახდელის სამართლიანობის თვალსაზრისით. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მიიღოს კანონის 69-ე მუხლში მითითებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს მოქმედი მექანიზმი გამორიცხავს დისციპლინური სამართალწარმოების თვითნებურად დაწყებას, ასევე საქმის თვითნებურ შესწავლას/გამოკვლევას, სახდელის დაკისრებასა და ერთი და იგივე პირების მონაწილეობას დისციპლინური სამართალწარმოების ეტაპებზე, რასაც ადგილი ჰქონდა განსახილველ საქმეებში, რაც უზრუნველყოფს მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენციას. ბავშვებთან დაკავშირებული საქმეები 12. გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №2361/13, 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება 13. ნ.წ. საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №71776/12, 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება 14. გახარია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №30459/13, 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება ფაქტები საქმეზე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“ უკრაინის მოქალაქე მომჩივანს (ბავშვის დედას) ერთობლივი თანაცხოვრების პერიოდში პარტნიორისგან შეეძინა შვილი. 2010 წლის 30 ივლისს მომჩივანმა ნება დართო პარტნიორს, რომ წამოეყვანა შვილი საქართველოში. მომჩივნის თქმით, ბავშვი უნდა დაბრუნებულიყო უკრაინაში აგვისტოს ბოლოს, თუმცა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბავშვი არ აპირებდა დაბრუნებას. მომჩივანი უშედეგოდ ცდილობდა, დაერწმუნებინა ყოფილი პარტნიორი, მიეცა შვილისათვის უკრაინაში დაბრუნების უფლება. აღსანიშნავია, რომ ბავშვის მამა ცხოვრობდა რუსეთში და საქართველოში ბავშვი მის მშობლებთან იმყოფებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით, მომჩივანს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. თუმცა, 2011 წლის 27 ოქტომბრის 45 გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ არასრულწლოვანი ბავშვი უნდა დაბრუნებულიყო დედასთან უკრაინაში. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა უზენაესი სასამართლოს მიერ 2012 წლის 22 აგვისტოს და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, არასრულწლოვანი უნდა დარჩენილიყო საქართველოში. აღნიშნულ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა. სასამართლომ არადამაჯერებლად მიიჩნია უზენაესი სასამართლოს ახსნაგანმარტება და მიუთითა, რომ საქმეში არ არსებობდა იმის მტკიცებულება, რომ ბავშვის უკრაინაში დაბრუნება გაამძაფრებდა მის ფსიქოლოგიურ ტრავმას. უზენაესმა სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა სოციალური მუშაკების/ფსიქოლოგების დასკვნები ბავშვის რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოში, რასაც ის განიცდიდა მშობლებთან კონტაქტის არქონის გამო. შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ ვერ მოახერხა ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრა, საქმის სპეციფიკური გარემოებებიდან გამომდინარე. სასამართლომ მომჩივანს სამართლიანი დაკმაყოფილების სახით 9 100 ევრო მიაკუთვნა. კერძოდ, 300 ევრო − მატერიალური ზიანის, 8 000 ევრო − მორალური ზიანის და 800 ევრო − ხარჯების სახით. ინდივიდუალური ღონისძიებები ა) სამართლიანი დაკმაყოფილება მთავრობამ კომპენსაციის თანხა 9 100 ევრო მომჩივანს გადაურიცხა დადგენილ ვადაში, 2015 წლის 22 დეკემბერს. ბ) საქმის წარმოების განახლება საერთო სასამართლოებიდან მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩივანს არ მიუმართავს ეროვნული სასამართლოებისთვის საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ფაქტები საქმეზე „ნ. წ. საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის გარემოებების თანახმად, 2009 წლის ნოემბერში, დედის გარდაცვალების შემდეგ, სამი არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად გადავიდა დეიდასთან (მომჩივან ნ.წ.-თან) და დედის მხრიდან ბებია-ბაბუასთან. აღნიშნულ პერიოდში ბავშვების მამა, გ.ბ., გადიოდა მკურნალობის კურსს. 2010 წლის 5 იანვარს გ.ბ.-მ სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში შვილების დაბრუნების მოთხოვნით. სასამართლომ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის დანიშვნის მიზნით ბავშვების ინტერესების დასაცავად. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანი შვილები უნდა დაბრუნებულიყვნენ მამასთან. 2011 წლის 24 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ბავშვები უნდა დარჩენილიყვნენ დედის ოჯახში. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 2011 46 წლის 11 ოქტომბერს და საქმე ხელახალი განხილვისთვის დააბრუნა სააპელაციო სასამართლოში. 2012 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თავისი გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ბავშვებს უნდა ეცხოვრათ მამასთან. უკანასკნელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა დედის ოჯახმა, რაც არ დაკმაყოფილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით. ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეში დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა, რაც განაპირობა რამდენიმე გარემოებამ. კერძოდ, განსახილველ საქმეში სოციალური მომსახურების სააგენტო სამართალწარმოებაში ჩაერთო ფორმალურად, მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპიდან „დაინტერესებული პირის“ სტატუსით. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს რაიმე დებულებას „დაინტერესებული პირის“ სტატუსისა და მისი საპროცესო უფლებების შესახებ. აქედან გამომდინარე, ევროპული სასამართლოსთვის გაურკვეველი იყო, რამდენად შეძლო სოციალური მომსახურების სააგენტომ, ეფექტურად წარმოედგინა ბავშვების ინტერესები, მაშინ, როცა მას არ გააჩნდა ფორმალური სტატუსი. აგრეთვე, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შედგა მხოლოდ რამდენიმე ანგარიში და მას არ ჰქონია ბავშვებთან რეგულარული და ხშირი კონტაქტი. აგრეთვე, საქმეზე ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვები არ იყვნენ სათანადოდ ჩართულნი სამართალწარმოებაში ეროვნულ დონეზე და ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების სათანადო შეფასება. ინდივიდუალური ღონისძიებები ა) სამართლიანი დაკმაყოფილება ევროპულმა სასამართლომ მომჩივნებს მიაკუთვნა 10 000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, ხოლო 900 ევრო − ეროვნულ სამართალწარმოებაში გაწეული ხარჯებისათვის. აღნიშნული თანხა, ჯამში 10 900 ევრო, მთავრობამ გადაიხადა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2016 წლის 28 ივნისს. ბ) ეროვნულ დონეზე საქმის წარმოების განახლება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შედეგად, განახლებული სამართალწარმოების ფარგლებში, თავდაპირველმა მოსარჩელე გ.ბ.-მ (ბავშვების მამამ) სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დააყენა შუამდგომლობა, რომელიც დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის საოქმო განჩინებით და შეწყდა არასრულწლოვანი შვილების მამასთან დაბრუნების თაობაზე საქმის წარმოება. იხ. 2016 წლის მიმდინარე საქმეების ანგარიში. 47 ზოგადი ღონისძიებები შესავალი წინამდებარე საქმეებზე 2016 წლის მიმდინარე საქმეების ანგარიშში აღწერილი იყო ის ზოგადი ღონისძიებები, რაც მთავრობამ განახორციელა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით. კერძოდ, 2016 წლის მიმდინარე საქმეების ანგარიშში ბავშვთა უფლებების კონტექსტში მიმოხილული იყო ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია (2014-2020 წლებისთვის),65 ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმები (2014-201566 და 2016201767 წლებისთვის) და 2016 წლის 13 ივნისის განკარგულებით საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული ანგარიში მთავრობის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის (20142015 წლებისათვის) შესრულების თაობაზე,68 რომელიც ასახავს შესაბამისი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას პრაქტიკაში. აქვე უნდა აღინიშნოს 2016-2017 წლებისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა, რომელიც, მოიცავს, სხვებს შორის, ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებსაც. აღნიშნულის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა შესრულდა ბავშვთა დაცვისა და დახმარების სისტემის გაუმჯობესების, სოციალური მომსახურების განვითარების, აგრეთვე, ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა სოციალური მუშაკის გადამზადების პროცესი ოჯახში ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.69 აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 25 იანვარს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 74–ე სესიაზე გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის მე-4 პერიოდული მოხსენება განიხილა. კომიტეტმა აღნიშნა ის პოზიტიური ნაბიჯები, რაც სახელმწიფოს მიერ განხორციელდა ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, მათ შორის, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის რატიფიცირება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება, სოციალური დახმარების სისტემის გაუმჯობესება და სხვ.70 ზოგადი ღონისძიებები „ნ.წ.”-ს საქმეზე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით მომზადდა „სოციალური მუშაობის შესახებ” კანონპროექტი. კანონპროექტი ვრცელდება საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებზე და განსაზღვრავს მათ სამართლებრივ სტატუსს, ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2348314 ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2391005 67 ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3350412 68 ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3315211 69 ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) შესრულების შუალედური ანგარიში, გვ, 171, ხელმისაწვდომია: http://myrights.gov.ge/uploads/files/docs/7452ProgressReport_2016FINAL.pdf 70 პარა. 3, ხელმისაწვდომია: http://tbinternet.ohchr.org/_layouts/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CRC/C/GEO/CO/4&Lang=En 65 66 48 ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს,71 რაც ხელს შეუწყობს სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლიერებას. ხაზგასასმელია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ზოგიერთი ასპექტი პასუხობს ნ.წ.-ს საქმეში დადგენილ დარღვევებს. მაგალითად, შემდეგი რეგულაციები: სოციალური მუშაკის მიერ სასამართლოში წარმომადგენლობა, სასამართლო პროცესზე შესაბამისი დასკვნით გამოსვლა, ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება, მონაცემთა გაცემის ვალდებულება, ბავშვის სოციალური მუშაკისა და აღსრულების სოციალური მუშაკის დარგობრივი სპეციალიზაციის შემოღება, აღსრულების სოციალური მუშაკის მიერ აღსრულების პროცესში ჩართულობა და ამ პროცესში მხარეებისთვის დახმარების გაწევა.72 რაც შეეხება ეროვნული სასამართლოების პრაქტიკას, აღსანიშნავია, რომ ბავშვთან დაკავშირებულ დავებში სასამართლოები ბავშვს რთავენ თანამოპასუხედ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელს ნიშნავენ ბავშვის საპროცესო წარმომადგენლად, რა დროსაც მითითებას აკეთებენ ნ.წ.-ს გადაწყვეტილებაზე, რაც, უდავოდ პოზიტიური ტენდენციაა. კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ალიმენტის თაობაზე პროცესში თანამოპასუხედ ჩართო 10 წელზე მეტი ხნის არასრულწლოვანი და მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის (სამოქალაქო საპროცესო ქმედუნარიანობა) მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, „[...] სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც.“ გარდა ამისა, იმავე განჩინებით, სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის (არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილი მშობლების განქორწინებისას) მე-2 ნაწილზე მითითებით, სასამართლო დავასთან მიმართებით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეუჩერა არასრულწლოვნის მშობლებს და ეს უფლებამოსილება მიანიჭა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს.73 ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 24 მარტის განჩინებით, რომლის დავის საგანს წარმოადგენდა მშობლის უფლების შეზღუდვა, გამოიყენა ნ.წ.-ს საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან შესაბამისი განმარტება ბავშვის საუკეთესო ინტერესების თაობაზე. ასევე, სასამართლომ, საქმეზე ბავშვების საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნა დაავალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის განყოფილებას.74 აღსანიშნავია, რომ საპროცესო წარმომადგენლის სტატუსის მინიჭება, სააგენტოს აძლევს უფლებამოსილებას გამოიყენოს პროცესუალური კანონმდებლობით განსაზღვრული ის მნიშვნელოვანი უფლებები, რაც დაკავშირებულია საქმის მორიგებით დასრულებასთან ან გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან და რაც უდავოდ პოზიტიურად უნდა შეფასდეს. ზოგადი ღონისძიებები „გ.ს.“-ს საქმეზე ზემოაღნიშნული საქმე ეხება 1980 წლის 25 ოქტომბრის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის კონვენციის („ჰააგის კონვენცია“) სტანდარტების ხელმისაწვდომია: http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/adamianis-uflebata-dacvisa-dasamoqalaqo-integraciis-komiteti/axali-ambebi-adamianis/adamianis-uflebata-dacvisa-da-samoqalaqo-integraciis-komiteti-socialurimushaobis-shesaxeb-kanonis-proeqttan-dakavshirebul-ganxilvas-agrdzelebs.page 72 კანონპროექტი ხელმისაწვდომია: http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/adamianis-uflebatadacvisa-da-samoqalaqo-integraciis-komiteti/komitetis-iniciativebi/n-1.page 73 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის №2/ბ-301-2017 განჩინება, გვ. 2-3. 74 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის №2/ბ-50-2017 განჩინება, გვ. 3, 5. 71 49 შეუსრულებლობას ეროვნული სასამართლოების მიერ, რამაც გამოიწვია ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა. მითითებული საქმის აღსრულების ზოგად ღონისძიებებთან დაკავშირებით, 2016 წლის მიმდინარე საქმეების ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი, სხვა საკითხებს შორის, ინფორმაცია ჰააგის კონვენციის იმპლემენტაციის თაობაზე; ასევე, საქართველოს ცენტრალური ორგანოს75 როლი და შესაბამისი პროცედურა მუდმივ საცხოვრებელ ადგილას არამართლზომიერად გადაადგილებულ ან დაკავებულ ბავშვთა სწრაფი და უსაფრთხო დაბრუნების მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ცენტრალური ორგანოს (იუსტიციის სამინისტრო) ხელმძღვანელობითა და აქტიური მონაწილეობით შემუშავდა არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებისა და ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე საქმეების მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურების პროექტი. აღნიშნული მექანიზმი ეროვნულ დონეზე აწესებს გატაცების საქმეების დამუშავების დეტალურ პროცედურას, ასევე, აღწერს საქმის წარმოებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების ფუნქციას. მისი მიზანია ჰააგის კონვენციის იმპლემენტაციის გაუმჯობესება, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ხელშეწყობა, ასევე, კოორდინირებული და ეფექტური მიმართვიანობისა და საქმეების აღსრულების სისტემის შექმნა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), დასრულდა აღნიშნული მექანიზმის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტიზა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მითითებული დოკუმენტის პარალელურად, საქართველოს კანონმდებლობის დახვეწისა და საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ცენტრალურმა ორგანომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. ამჟამად მიმდინარეობს დოკუმენტებისათვის საბოლოო სახის მიცემის პროცესი, რის შემდეგაც იგეგმება მისი დამტკიცება. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოში პირველად, ბავშვთა საერთაშორისო გატაცების საქმეებზე პრაქტიკული სახელმძღვანელო გამოიცა. სახელმძღვანელო იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით შემუშავდა. პრაქტიკული სახელმძღვანელოს მიზანია ხელი შეუწყოს ჰააგის კონვენციის ეფექტიან იმპლემენტაციას ეროვნულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. იგი უმთავრესად გამიზნულია მოსამართლეების, პრაქტიკოსებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საქმეების განხილვის პროცესში. სახელმძღვანელო დაყოფილია 8 თავად და მოიცავს კონვენციიდან გამომდინარე ყველა იმ მნიშვნელოვან და პრობლემურ სამართლებრივ საკითხს, რომელთა განმარტების საჭიროებაც შეიძლება დადგეს სასამართლოს წინაშე. შესაბამისად, დოკუმენტში განხილულია საქართველოსა და უცხო ქვეყნების სასამართლოების, ასევე, საერთაშორისო ცენტრალურ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი, რომელიც უფლებამოსილია, კოორდინაცია გაუწიოს ჰააგის კონვენციის ეფექტიან იმპლემენტაციას და კონვენციით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად ცალკეული სახის ღონისძიებების გატარებას. 75 50 სასამართლოების, უმეტესად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, პრაქტიკა კონვენციის ნორმების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით.76 ახალი რეგულაციები არასრულწლოვანთა საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანთა საზღვარგარეთ გაყვანის რეგულაციები გაუმჯობესდა. ამ მიმართულებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი 2016 წლის 29 იანვრის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.77 ცვლილებები შევიდა შემდეგ კანონებში: საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ,78 საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ,79 უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.80 ცვლილებების შედეგად, დაზუსტდა ის საფუძვლები, როდესაც პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის კანონით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობაა საკმარისი.81 არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლების ან მხარდამჭერის მიერ სააგენტოს82 უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. თანხმობა შეიძლება გამოიხატოს წერილობით, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით ან სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. გარდა ამისა, არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტის გაცემაზე ამ კანონის შესაბამისად გამოხატული თანხმობის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ან მხარდამჭერის მიერ გახმობის შემთხვევაში საქართველოში მყოფ არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე გაცემული პასპორტი უქმდება. ზემოაღნიშნული რეგულაციები საშუალებას იძლევა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი იქნეს დაცული იმ შემთხვევაში, თუკი ერთ-ერთი მშობელი გადაწყვეტს, რომ მეორე მშობლის ინფორმირების გარეშე ბავშვი წაიყვანოს საზღვარგარეთ. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული თანხმობის სპეციალური ფორმის არსებობა საშუალებას იძლევა, რომ მშობლებმა გააკეთონ გათვითცნობიერებულ და ინფორმირებული არჩევანი იმის შესახებ, რომ პასპორტი არის სამგზავრო დოკუმენტი, და როდესაც არასრულწლოვანს სამგზავრო დოკუმენტს უმზადებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთმა მშობელმა ბავშვი შეიძლება საზღვარგარეთ გაიყვანოს მეორე მშობლის თანხმობის გარეშე.83 პრაქტიკული სახელმძღვანელო, ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“, თბილისი, 2018, გვ. 3, ხელმისაწვდომია: http://www.justice.gov.ge/Multimedia%2FFiles%2Fgadackvetilebebi%2FHaagis-1980-Konvencia_Inter.pdf 77 ხელმისაწვდომია: http://gov.ge/print.php?gg=1&sec_id=437&info_id=53754&lang_id=GEO;%20http://justice.gov.ge/News/Detail?newsId=5097 78 ხელმისაწვდომია: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/93850 79 ხელმისაწვდომია: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/31504 80 ხელმისაწვდომია: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/2278806 81 საქართველოს კანონი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ, 202 (81) მუხლი, ხელმისაწვდომია: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/31504 82 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 83 ხელმისაწვდომია: http://www.justice.gov.ge/News/Detail?newsId=5097 76 51 ტრენინგები როგორც 2016 წლის მიმდინარე საქმეების ანგარიშში უკვე აღინიშნა, საოჯახო სამართლის კურსი ინტეგრირებულია იუსტიციის უმაღლესი სკოლის საგანმანათლებლო პროგრამებში და მოიცავს ჰააგის კონვენციას, რომელსაც გაივლიან სამოსამართლო კანდიდატები. ასევე, სასამართლო მოხელეებისთვის ტარდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე8 მუხლის შესახებ პერიოდული სესიები. გარდა ამისა, ევროკავშირის პროექტის - „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” - ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2017 წლის ოქტომბერში ჩაატარა ტრენინგი იმ მოსამართლეებისათვის, რომლებიც ჩართული არიან ბავშვთა საერთაშორისო გატაცების საქმეებში. ტრენინგზე განხილულ იქნა ჰააგის კონვენციით გათვალისწინებული ყველა ძირითადი სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტი. მომავალში ტრენინგის ჩატარება იგეგმება მოსამართლეების, ადვოკატებისა და სოციალური მუშაკებისათვის. ფაქტები საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის გარემოებების მიხედვით, მომჩივან რევაზ გახარიას და მის ყოფილ პარტნიორს თანაცხოვრების პერიოდში, 2000 წელს შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც ზრდიდა მომჩივნის პარტნიორის დედა, ვინაიდან ორივე მშობელი იმყოფებოდა საზღვარგარეთ. ურთიერთობების დასრულების შემდეგ, მომჩივნის ყოფილმა პარტნიორმა ორჯერ მიმართა ეროვნულ სასამართლოებს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, შვილისთვის საერთაშორისო პასპორტის გაცემისა და მამის თანხმობის გარეშე შვილის საქართველოდან გაყვანის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2008 წლის 24 ივნისსა და 2008 წლის 12 დეკემბერს გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებებით დაკმაყოფილდა მომჩივნის ყოფილი პარტნიორის ზემოაღნიშნული ორივე მოთხოვნა, მომჩივნის მონაწილეობის გარეშე. კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით, ორივე სამართალწარმოების პროცესში მომჩივნისთვის ვერ მოხერხდა უწყების ჩაბარება და გადასაცემი გზავნილი გამოქვეყნდა გაზეთ „24 საათში“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად. 2012 წლის 6 ივნისს მომჩივანმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისისა და 2008 წლის 12 დეკემბერის დაუსწრებელი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. მომჩივნის განმარტებით, მან ზემოთ მითითებული გადაწყვეტილებების შესახებ მხოლოდ 2012 წლის მაისში შეიტყო, ვინაიდან გადაწყვეტილებების გამოტანის პერიოდში იგი საქართველოში არ ცხოვრობდა, რის შესახებაც იცოდა მისმა ყოფილმა პარტნიორმა. შესაბამისად, იგი სათანადოდ არ იქნა მოწვეული სასამართლო პროცესზე. ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მომჩივნის განცხადება. ევროპულმა სასამართლომ მომჩივნის სათანადოდ ინფორმირებულობისა და მისი მონაწილეობით საქმის ხელახლა განხილვის შესაძლებლობაზე მსჯელობის შედეგად, დაადგინა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ვერ შეძლო მომჩივნის სათანადოდ დაბარება და ორი დაუსწრებელ სამართალწარმოებაში მისი 52 მონაწილეობის უზრუნველყოფა. ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1 500 ევრო მიაკუთვნა. ინდივიდუალური ღონისძიებები ა) სამართლიანი დაკმაყოფილება მთავრობამ კომპენსაციის თანხმა, 1 500 ევრო, მომჩივანს გადაურიცხა დადგენილ ვადაში, 2017 წლის 21 ივნისს. ბ) საქმის წარმოების განახლება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩივანს არ მიუმართავს სასამართლოებისთვის საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ზოგადი ღონისძიებები ინფორმაცია რეგულაციებზე არასრულწლოვანთა საზღვარგარეთ დაკავშირებით იხ. ზემოთ - გ.ს.-ს საქმეზე ზოგადი ღონისძიებების ნაწილში. გაყვანასთან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის84 184-ე მუხლი განსაზღვრავს სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის ჩაბარების პროცედურას. უნდა აღინიშნოს, რომ გახარიას საქმეზე 2008 წელს დაუსწრებელი გადაწყვეტილებების გამოტანის შემდეგ, 2011 და 2012 წელს ზემოაღნიშნულ მუხლში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, სარჩელში სხვა საკითხებთან ერთად, უნდა აღინიშნოს მოპასუხის ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი) და ასევე მისი ალტერნატიული მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). რაც შეეხება ეროვნული სასამართლოების პრაქტიკას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის განჩინებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებელი ავალდებულებს მოსარჩელეს მიუთითოს მოპასუხის ძირითადი საცხოვრებელი მისამართი, რომელიც წარმოადგენს მის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ასევე, მოსარჩელის ვალდებულებაა, მიუთითოს ყველა სხვა შესაძლო რეკვიზიტი, რაც სასამართლოს მოპასუხესთან კომუნიკაციის შესაძლებლობას მისცემს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სწორი მისამართის მითითების შემთხვევაშიც, რომელზეც მოპასუხეს არ ბარდება კორესპონდენცია, მოსარჩელე არ თავისუფლდება მისთვის ცნობილი 84 ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/29962 53 ალტერნატიული მისამართის, ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების შეტყობინების ვალდებულებისაგან.85 როგორც ზემოაღნიშნულიდან ჩანს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დარეგულირებულია მოპასუხისათვის საჩივრის (განცხადების) და სხვა დოკუმენტების სათანადოდ ჩაბარების შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოსა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვას და იმ ტიპის დაუსწრებელი გადაწყვეტილებების თავიდან აცილებას, რასაც ადგილი ჰქონდა განსახილველ საქმეში. ასევე, ზემოაღნიშნული რეგულაციები ხელს უწყობს სასამართლო განხილვების ეფექტურობასა და სისწრაფეს. დარღვევების აღმოფხვრის საილუსტრაციო სასამართლო პრაქტიკა როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელემ ორივე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა მისი განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, იმ საფუძვლით, რომ ეროვნული სასამართლოები სწორად მოქმედებდნენ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ეფექტიანობის საილუსტრაციოდ, საერთო სასამართლოებიდან გამოთხოვილ იქნა დაუსწრებელ გადაწყვეტილებათა გასაჩივრებისა და მათი გაუქმების შესახებ სტატისტიკური მონაცემები. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს 751 სააპელაციო საჩივარი იქნა განხილული, მათ შორის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა 39 სააპელაციო საჩივარზე, რომელთაგან 30 დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში; 2016 წელს განხილულ იქნა 597 სააპელაციო საჩივარი, საიდანაც 27 იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელთაგან 20 დარჩა ძალაში; 2017 წლის მონაცემებით კი განხილულ იქნა 709 საჩივარი, მათ შორის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა 32 სააპელაციო საჩივარზე, რომელთაგან 26 გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.86 თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი, 2012 წლიდან, 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სულ შევიდა დაინტერესებული პირის 37 განცხადება გადაწყვეტილების/განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნით და დასრულებულია 34 განცხადება.87 რაც შეეხება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ მინსკის კონვენციას, გახარიას საქმეში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „ეროვნულ სასამართლოებს შეეძლოთ ასევე მოეთხოვათ, მინსკის კონვენციის თანხმად, იურიდიული დახმარება შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს მხრიდან [...]” (§ 42). მინსკის კონვენციის გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალური წერილით დასტურდება, რომ აღნიშნულ კონვენციაზე დაყრდნობით, აგრეთვე, რიგ შემთხვევებში, ყოფილი „დსთ“-ს წევრ ქვეყნებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლო, საჭიროების საქმე №2ბ/1166-16, გვ. 5, ხელმისაწვდომია: http://library.court.ge/judgements/35742016-07-18.pdf ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის №40-2/10 წერილი (საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის №01/1683; თარიღი: 29.01.2018). 87 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის №2/149 წერილი (საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის №01/681; თარიღი: 12.01.2018). 85 86 54 შემთხვევაში, განჩინების ან შუამდგომლობების მეშვეობით მიმართავს შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს.88 ასევე, აღსანიშნავია, რომ ეროვნული სასამართლოები, მოპასუხის ადგილსამყოფელის დადგენისათვის, მიმართავენ ყველა შესაძლო ზომას შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით. გახარიას შემთხვევაში ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული სასამართლოს მიერ „არ ყოფილა რაიმე მცდელობა, მიემართათ ადგილობრივი ხელისუფლების ან პოლიციისათვის, რათა დაედგინათ მომჩივნის ადგილსამყოფელი“ (§ 41). ამის საპირისპიროდ, ეროვნული სასამართლოების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მოპასუხისათვის გაგზავნილი დოკუმენტები უკან ბრუნდება, ვინაიდან ის არ იმყოფება იმ მისამართზე, რომელიც ცნობილია მოსარჩელისათვის, სასამართლო მიმართავს შესაბამის ორგანოებს (შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის განყოფილებები), რომლებიც შემდეგ ადგენენ, თუ სად იმყოფება მოპასუხე, ან რატომ არის ის მიუწვდომელი.89 აღნიშნული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სასამართლოები იღებენ ყველა შესაძლო ზომას იმის დასადგენად, თუ სად იმყოფება მოპასუხე, როდესაც ვერ ხერხდება მისთვის დოკუმენტების ჩაბარება, სამართალწარმოებაში მონაწილე ორივე მხარის ინტერესების დაცვისათვის. გარდა ამისა, დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაატარა მნიშვნელოვანი ზომები საერთაშორისო ან კერძო სამართლებრივ დავებში ჩართული პირების ინფორმაციული ბაზის განვითარებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, შემუშავდა პირველი პრაქტიკული სახელმძღვანელო სამოქალაქო საქმეებზე საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების თაობაზე. აღნიშნულ სახელმძღვანელოში განმარტებულია ისეთი საკითხები, როგორიცაა მინსკის კონვენციის, სამართლებრივი დახმარების სფეროში გაფორმებული 12-მდე ორმხრივი შეთანხმებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის ნორმები, ასევე, პრაქტიკული რეკომენდაციები, თუ როგორ იწერება შუამდგომლობა, ხორციელდება სამართლებრივი დახმარება და სხვ.90 სხვა გადაწყვეტილებები 15. შამაევი და სხვები საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ, საჩივარი №36378/02, 2005 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება ფაქტები საქმეზე „შამაევი და სხვები საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ“: საქმე ეხება საქართველოში 13 მომჩივნის უკანონო დაკავებას და მათ საექსტრადიციო პატიმრობას, რის გამოც დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევა. კონვენციის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების დარღვევა გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ მომჩივნებს არ მიუღიათ არანაირი ინფორმაცია მათ საექსტრადიციო პატიმრობასთან დაკავშირებით. შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა არ უზრუნველყვეს ინფორმაციის მიწოდება მომჩივნებისთვის და მათთვის შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობა, რის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის №2242585 წერილი (საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის №01/595; თარიღი: 11.01.2018). 89 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბერის №2ბ/4617-16 განჩინება, გვ. 2, ხელმისაწვდომია: http://library.court.ge/judgements/87452017-01-13.pdf 90 საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარება სამოქალაქო საქმეებზე პრაქტიკული სახელმძღვანელო, ხელმისაწვდომია: http://lawlibrary.info/ge/books/giz2018_ge_saert_samoq_urtiertdaxmareba_samoq_saqmeebze.pdf 88 55 შედეგადაც მომჩივნებს წაერთვათ მათი პატიმრობის გასაჩივრების უფლება. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების დარღვევა. 2002 წლის 3 და 4 ოქტომბრის ღამეს მომჩივანთა მიმართ გამოყენებული ძალის თაობაზე სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა (იხ. ალიევის საქმე, რომელიც მინისტრთა კომიტეტის საბოლოო რეზოლუციით დაიხურა 2017 წლის 7 ივნისს). განსახილველ საქმეზე, ასევე, დადგინდა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების არქონის გამო (ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება არ გააცნეს მომჩივანთა ადვოკატებს) და 34-ე მუხლის დარღვევა ინდივიდუალური საჩივრის უფლების დარღვევის გამო. კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ 2004 წლის 4 ოქტომბერს სასამართლომ მთავრობას აცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა გამოყენებულიყო დროებითი ღონისძიება, რათა არ მომხდარიყო მომჩივანთა ექსტრადირება რუსეთში. მიუხედავად ამ ღონისძიებისა, მაინც განხორციელდა რამდენიმე მომჩივნის ექსტრადირება. ევროპულმა სასამართლომ საქართველოს დააკისრა 84 500 ევროს გადახდა ყველა მომჩივნისთვის ერთობლივად ასანაზღაურებლად როგორც არამატერიალური ზიანის, ისე, ყველა სხვა ხარჯისა და დანახარჯის ანაზღაურების მიზნით. ინდივიდუალური ღონისძიებები მთავრობამ სხვადასხვა დროს (მომჩივნების/წარმომადგენლების მიერ საბანკო რეკვიზიტების წარმოდგენის პერიოდის მიხედვით) ყველა მომჩივანსა და მათ წარმომადგენელს გადაუხადა მიკუთვნებული თანხები, ჯამში 84 500 ევრო. საქმის გამოძიება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების (შამაევისა და ალიევის საქმეები) სრულფასოვანი აღსრულების მიზნით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2016 წლის 8 აგვისტოს დაიწყო გამოძიება 2002 წლის 3-4 ოქტომბრის ღამეს მომჩივანთა მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე. სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მიზნით, გამოთხოვილ იქნა მომჩივანთა სისხლის სამართლის საქმეები და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტაცია. გამოძიების პროცესში მოხდა ციხის იმ თანამშრომელთა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრთა იდენტიფიცირება და დაკითხვა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ განსახილველ მოვლენებში და რომელთა ვინაობა ძველი გამოძიების ფარგლებში ცნობილი არ იყო. გარდა ამისა, პენიტენციური დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სპეციალური დანიშნულების რაზმის იმ წევრთა ვინაობის შესახებ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს განსახილველ მოვლენებში. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული პირების დაკითხვა ობიექტურად შეუძლებელია, რამდენადაც ზოგიერთი მათგანი გარდაცვლილია, ხოლო რამდენიმეს გადაკვეთილი აქვს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიების პროცესში გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მომჩივნების თანამესაკნეთა, ასევე, იმ მსჯავრდებულთა ვინაობის თაობაზე, რომლებიც შესახლებულნი იყვნენ მომჩივნების საკანთან ახლოს მდებარე საკნებში. 56 №5 დაწესებულების 88-ე საკანში განთავსებულ პატიმართა (მომჩივანთა) დაკითხვის უზრუნველსაყოფად გამოძიებამ დაადგინა მათი ვინაობა და მათ მიერ საზღვრის კვეთის თაობაზე გამოითხოვა ინფორმაცია. მიღებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ ზოგიერთ მათგანს არ გადაუკვეთია სახელმწიფო საზღვარი, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ახლობელთა მტკიცებით, ისინი არ იმყოფებიან საქართველოში, რაც აგრეთვე დადასტურებულია შესაბამისი რაიონის პოლიციის განყოფილების თანამშრომელთა მიერ მათ საცხოვრებელ ადგილას გამოცხადებითა და შედგენილი ოქმებით. განახლებული გამოძიების პირობებში ჩატარდა ყველა ის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლებიც მიზნად ისახავდა ინციდენტის ყოველმხრივ და სრულ გამოძიებას. ფაქტის ახალი გამოძიება იყო მაქსიმალურად ყოვლისმომცველი და შედგებოდა ყველა იმ გონივრული ნაბიჯისგან, რომლებიც საჭირო იყო მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფად, იმის გათვალისწინებით, რომ საკმარისად დიდი დრო იყო გასული განსახილველი ფაქტის შემდეგ. გამოძიებამ გამოიჩინა საკმარისი ძალისხმევა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწრაფად დასადგენად. გამოძიების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია და მტკიცებულებები შეფასდა სრულად და ობიექტურად. მიუხედავად აღნიშნულისა, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი, სასჯელაღსრულების იმჟამინდელ თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის დასადასტურებლად. შესაბამისად, გამოძიება უახლოეს პერიოდში იმსჯელებს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. აღსანიშნავია, რომ განსახილველ გამოსაძიებელ ეპიზოდს ასევე ითვალისწინებდა ალიევის საქმე („ალიევი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №522/04, 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება), რომელიც დაიხურა მინისტრთა კომიტეტის 2017 წლის 7 ივნისის საბოლოო რეზოლუციით.91 ზოგადი ღონისძიებები საქმეში დადგენილ დარღვევებთან მიმართებით, აღსანიშნავია საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“, 92 რომელიც დეტალურად აწესრიგებს პირის ექსტრადირების საკითხს, განსაზღვრავს მესამე სახელმწიფოსთვის პირის გადაცემის წესს, გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ექსტრადიცია დაუშვებელია. კანონი, ასევე, მკაფიოდ ადგენს წინასაექსტრადიციო და ექსტრადიციის პროცედურათა რეგულაციებს. ამასთან, კანონი ითვალისწინებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების წესს, ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის დეტალურ რეგულაციას და გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმს. ზოგადი ღონისძიებები გამოძიების თაობაზე ზოგადი ღონისძიებები გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე იხილეთ „ცინცაბაძის ჯგუფის“ გადაწყვეტილებების აღსრულების ზოგადი ღონისძიებების ქვეთავში. მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია საქმეზე - ალიევი საქართველოს წინააღმდეგ: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001175189 92 ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/112594 91 57 16. მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №35254/07, 2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება მომჩივანი ნიკო მახარაძე, რომელიც დაავადებული იყო ტუბერკულოზით, დააკავეს 2006 წლის მარტში ნარკოტიკების შენახვისა და კანონიერი ქურდობის ბრალდებით. მან გაასაჩივრა დაპატიმრება იმ საფუძვლით, რომ, პატიმრობის პირობებიდან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული წარმოადგენდა არაპროპორციულად მკაცრ ღონისძიებას, თუმცა, მისი საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების შემდეგ მომჩივანი მოთავსებულ იქნა ციხის საავადმყოფოში. 2006 წლის ივლისში მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 2007 წლის აპრილში უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული განაჩენი ძალაში დატოვა. მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოზის გათვალისწინებით, მომჩივანმა მოითხოვა სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება ციხეში შესაბამისი მედიკამენტების არარსებობის გამო, რაც არ დაკმაყოფილდა 2008 წლის ივლისში. პატიმრობის პერიოდში მომჩივანმა ორჯერ გამოაცხადა შიმშილობა. მომჩივნის მდგომარეობა გაუარესდა და იგი 2009 წლის იანვარში გარდაიცვალა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა, რაც რამდენიმე ასპექტს მოიცავდა. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ მომჩივნისთვის ჩატარებული მკურნალობა არ იყო ადაპტირებული მულტირეზისტენტულ ტუბერკულოზთან, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. აგრეთვე, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი გარდაიცვალა ციხის საავადმყოფოში – სახელმწიფო პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ დაწესებულებაში, ციხის პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არასდროს გამხდარა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოძიების საგანი. სასამართლომ, ასევე, დაადგინა კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევა, ვინაიდან ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის ნოემბერში მთავრობას დააკისრა მომჩივნის გადაყვანა ისეთ სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელშიც მას ჩაუტარდებოდა ადეკვატური ანტიტუბერკულოზური მკურნალობა, რაც არ შესრულდა მოპასუხე სახელმწიფოს მიერ. ზემოაღნიშნული დარღვევების გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა მეორე მომჩივნის (გარდაცვლილის მეუღლის) სასარგებლოდ 15 000 ევროს გადახდა მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. ინდივიდუალური ღონისძიებები მთავრობამ კომპენსაციის თანხა (15 000 ევრო) გადაიხადა გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში, 2012 წლის 16 მაისს. ყოველმხრივი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურას. განახლებული გამოძიების ფარგლებში დაზარალებულის უფლებამონაცვლე. დაიკითხა მეორე მომჩივანი, როგორც 58 გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ მოწმეები, მათ შორის, პირველი მომჩივნის მკურნალობაზე პასუხისმგებელი ექიმი თ.ჯ., ექსპერტი ზ.გ., სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ო. ხ.. ამასთან, განახლებული გამოძიების ფარგლებში, იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა ადგილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №18 სამკურნალო დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან გულგრილობას და იყო თუ არა მომჩივნის მიმართ ჩატარებული მკურნალობა დიაგნოზის ადეკვატური, სამედიცინო ისტორიასა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოწმების ჩატარების მოთხოვნით საგამოძიებო ორგანომ მიმართა სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“. ზემოაღნიშნულ მიმართვაზე სააგენტოს მიერ გაიცა შესაბამისი დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამედიცინო პერსონალის მხრიდან გულგრილობის ან უყურადღებობის ფაქტები არ იკვეთება. ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა მითითება, აღნიშნული ინციდენტის გამოძიების შესახებ არის პუნქტობრივად შესრულებული, თუმცა საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული ობიექტური მტკიცებულებები, რომ სასჯელაღსრულების სამედიცინო პერსონალის მხრიდან ჩადენილი იქნა დანაშაული. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზის შემდგომ, გამოძიება იმსჯელებს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. საქმეზე ზოგადი ღონისძიებები იხ. ქვემოთ. 17. მესხიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №55506/08, 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება მომჩივანი - როლანდი მესხიძე ევროპულ სასამართლოში ჩიოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა 2007-2008 წლებში მომჩივნისთვის განგრენასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაწეული არასათანადო მკურნალობის გამო. სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნის ციხიდან გათავისუფლებამდე ცხრა თვიან პერიოდში მათ ვერ უზრუნველყვეს მომჩივნისთვის დიაგნოზის დროულად დასმა. შემდგომში, მათ არ გაითვალისწინეს სპეციალისტთა რეკომენდაციები, მომჩივანი დატოვეს საჭირო გამოკვლევების გარეშე და გაწერეს სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოდან. სასამართლომ სახელმწიფოს დააკისრა 150 ევროს გადახდა მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით და 4 500 ევროს გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით. ინდივიდუალური ღონისძიებები მთავრობამ კომპენსაციის თანხა (4 650 ევრო) გადაიხადა გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში, 2018 წლის 30 იანვარს. საქმეზე ზოგადი ღონისძიებები იხ. ქვემოთ. 59 18. მირზაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №26657/07, 2017 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება მომჩივანი ასაჩივრებდა პატიმრობისას მისი არასათანადო სამედიცინო მკურნალობის ფაქტს, ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე. საქმე ეხება წინა ხელისუფლების დროს, ყოფილი პატიმრის - ნიკოლოზ მირზაშვილისთვის, სიმსივნის არაადეკვატურ მკურნალობას, 2008 წლის 28 მარტამდე არსებულ პერიოდში. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი - 2008 წლის 28 მარტამდე, პენიტენციურ დაწესებულებაში, მომჩივნისთვის სიმსივნის არასათანადო მკურნალობის გამო. ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მიანიჭა 333 ევრო მატერიალური ზიანისთვის და 4 500 ევრო - მორალური ზიანის ანაზღაურების სახით. ინდივიდუალური ღონისძიებები მომჩივანს კომპენსაციის თანხა (4 833 ევრო) ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2018 წლის 5 თებერვალს. ზოგადი ღონისძიებები (მახარაძისა და სიხარულიძის; მესხიძისა და მირზაშვილის საქმეებზე) აღსანიშნავია, ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა ნაწილი („ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „პოღოსიანი საქართველოს წინააღმდეგ“, „მინდაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „ჯელაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „ილდანი საქართველოს წინააღმდეგ“) შეეხებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში 2006-2011 წლებში ჰეპატიტითა და ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა მკურნალობის პროცესში გამოვლენილ ნაკლოვანებებს, რაც საქართველოში სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა. გადაწყვეტილებების აღსრულების ფარგლებში, სასჯელაღსრულების სისტემაში გატარდა ფუნდამენტური რეფორმები, რაც დღეისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის პირობებში კვალიფიციური პერსონალის მიერ ხორციელდება. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2014 წლის 12 ნოემბერს დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით 2013-2014 წლებში სასჯელაღსრულებისა სისტემაში და, კერძოდ, პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში გატარებული ფუნდამენტური რეფორმები და ეს საქმეები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ საბოლოო რეზოლუციის მიღებით დახურულად გამოცხადდა,93 რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ხარვეზები, რომლებიც 2012 წლამდე არსებობდა, პატიმართა მკურნალობის კუთხით, დღეისათვის მოგვარებულია. დამატებითი ზოგადი ღონისძიებები მითითებულია - 2016 წლის მიმდინარე საქმეების ანგარიშში, „მახარაძე და სიხარულიძის“ საქმეზე. 19. ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №15256/05, 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება მომჩივანი ბატონი ზურაბ ჭანკოტაძე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თავმჯდომარე იყო 2002 წლის 12 მარტიდან 2004 წლის 13 მარტამდე. 2004 წლის 16 მარტს 93 ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-148546 60 მომჩივნის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების არაერთგზის ბოროტად გამოყენებისთვის. მას ბრალად ედებოდა სამოქალაქო ავიაციის სამ კომპანიასთან ხელშეკრულებების გაფორმება, რითაც კომპანიები იღებდნენ ვალდებულებას, ავიაციის სააგენტოსთვის ყოველთვიურად გადაეხადათ რეგულირების საფასური. წარდგენილი ბრალდების თანახმად, მომჩივანმა გვერდი აუარა საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საავიაციო კომპანიების ვალდებულება, რომ სააგენტოსთვის გადაეხადათ „სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური“. მომჩივანი დააკავეს 2004 წლის 16 მარტს და მას შეეფარდა სამთვიანი პატიმრობა თბილისის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. 2004 წლის 14 ივნისს მომჩივნის წინასწარი პატიმრობის ვადა გაგრძელდა 2004 წლის 16 სექტემბრამდე. თუმცა, ბატონი ჭანკოტაძე ამის შემდეგაც იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში, რაც გაასაჩივრა 2005 წლის 1 თებერვალს. 2005 წლის 16 მარტის განჩინებით, საჩივარზე პასუხის გაუცემლად სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა „ბრალდების სიმძიმის ხასიათის“ საფუძველზე. 2005 წლის 8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო ორ ეპიზოდში და გაამართლა ერთ ეპიზოდში. მას მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა და აეკრძალა ორი წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება. 2005 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა მომჩივანი თოთხმეტ კომპანიასთან დაკავშირებულ ბრალდებაში. თუმცა, დანარჩენ ბრალდებებთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება. შედეგად, მომჩივნის თავისუფლების აღკვეთის განაჩენი შეიცვალა და ოთხი წლის ვადით განისაზღვრა. უზენაესი სასამართლოს მიერ 2006 წლის 14 სექტემბერს არ დაკმაყოფილდა მომჩივნის საკასაციო საჩივარი. ევროპული სასამართლოს მიერ საქმეში დადგინდა კონვენციის მე-5(§1) და მე-6(§1) მუხლების დარღვევა შემდეგ გარემოებათა გამო: მე-5(§1) მუხლის დარღვევა − 2004 წლის 16 სექტემბრიდან 2005 წლის 16 მარტამდე პერიოდში მომჩივანი სასამართლო განჩინების გარეშე იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საჩივარი არ განსხვავდება რამიშვილისა და კოხრეიძის ან გიგოლაშვილის საქმეებისგან, რაც იმ პერიოდში მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზებით იყო გამოწვეული. კონვენციის მე-6(§1) მუხლის დარღვევა − ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანი დამნაშავედ ცნეს სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას მის მიერ განხორციელებული ორი ქმედების გამო. სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული სასამართლოები არ შეეცადნენ, თავიანთ გადაწყვეტილებებში განეხილათ ურთიერთკავშირი მომჩივნის ქმედებებს შორის, დაედგინათ საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების რეალური შინაარსი და გაეანალიზებინათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიღებული კანონმდებლობა. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ გაითვალისწინეს ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი ასპექტები, რასაც შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა მომჩივნის ბრალის განსაზღვრისას. შესაბამისად, სსსკ-ის 332-ე მუხლით განსაზღვრული სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დანაშაულის ფარგლები გაუგებრად და თვითნებურად განიმარტა ეროვნული სასამართლოების მიერ მომჩივნის საზიანოდ, რითაც დაირღვა მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. 61 ინდივიდუალური ღონისძიებები ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მიაკუთვნა 20 000 ევრო მორალური ზიანის და 15 000 ევრო ხარჯების ანაზღაურებისთვის (ჯამში 35 000 ევრო). ვინაიდან მომჩივანი გარდაიცვალა 2013 წლის 6 იანვარს, 2016 წლის 4 ნოემბერს 35 000 ევრო გადაერიცხა მის მემკვიდრეს. ზოგადი ღონისძიებები ზოგადი ღონისძიებები განსახილველ საქმეზე იხილეთ 2016 წლის მიმდინარე საქმეების ანგარიშში. ეროვნული სასამართლოების მიერ გამამტყუნებელ განაჩენთა არასაკმარისად დასაბუთებასთან მიმართებით, დამატებით აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის სფეროში კანონმდებლობისა და პრაქტიკის ჰარმონიზაცია ევროპის საბჭოს სტანდარტებთან, წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 20162019 წლის სამოქმედო გეგმის94 ერთ-ერთ ამოცანას, ზემოთ ხსენებული სექტორის მოსალოდნელი შედეგი, სხვებს შორის, სწორედ, სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის დახვეწაა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა განაჩენის დასაბუთების კომისიის მიერ შემუშავებულ კრებული,95 რომელშიც თავმოყრილია სახელმძღვანელო წინადადებები სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტური გამართულობის თაობაზე. გარდა ამისა, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ - „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“96 ნათლად აჩვენა, რომ განაჩენის დასაბუთების კუთხით, სახეზეა მნიშნელოვანი პროგრესი (იხ. ზემოთ „ცინცაბაძის ჯგუფის“ ზოგადი ღონისძიებები). ტრენინგები აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ მუდმივად ტარდება აქტუალურ საკითხებზე შესაბამისი ტრენინგები. უნდა ითქვას, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე, აღკვეთის ღონისძიებებთან, მათ შორის, პატიმრობის გამოყენებასა და დასაბუთებასთან დაკავშირებული საკითხები დაიფარა შემდეგ ტრენინგებზე: 2014 წელს გაიმართა 5 ტრენინგი 91 მოსამართლის მონაწილეობით და ასევე 3 ტრენინგი 53 მოხელის მონაწილეობით; 2015 წელს კვლავ ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდა 10 მოსამართლე, ხოლო 3 ტრენინგი, რომელსაც 55 სასამართლო მოხელე დაესწრო; რაც შეეხება 2016 წელს, ტრენინგები გაიმართა 18 მოსამართლისა და 13 მოხელის მონაწილეობით. დამატებით, 21 მოსამართლე დაესწრო ტრენინგს აღკვეთის ღონისძიებების თაობაზე. 2017 ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/1680642886 ხელმისაწვდომია: http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/krebuli.pdf 96 ნანა მჭედლიძე, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების სტანდარტები, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“, თბილისი, 2017 წლის იანვარი, ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/168070a54c. 94 95 62 წელს კი სისხლის სამართლის პროცესის აქტუალურ საკითხებზე ტრენინგს 15 მოხელე დაესწრო. უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის სამოსამართლო კანდიდატების მომზადების პროგრამის ფარგლებში, აღკვეთის ღონისძიებების თემას, რომელიც, ასევე მოიცავს პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეთმობა 1 სრული დღე. 97 დამატებით უნდა ითქვას, რომ 2017 წლის 18-19 მარტს, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში უზენაეს სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი ევროპული კონვენციის მიხედვით დასაბუთების მოთხოვნებზე. აღნიშნულ ტრენინგზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა დასაბუთების მოთხოვნებთან დაკავშირებით მოწმეთა არარსებობის შემთხვევაში, დაცვის მოწმის დაკითხვა და საბოლოო გადაწყვეტილების დასაბუთება, ტრენინგის მონაწილეებს აგრეთვე მიეცათ შესაძლებლობა განეხილათ წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნები.98 20. ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №38342/05, 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება წინამდებარე საქმეში მომჩივნები, ივანე ჯუღელი (რომელიც ამჟამად გარდაცვლილია, რის გამოც, მისი მოთხოვნის ნაწილში, საჩივარი ამორიცხულ იქნა სასამართლოს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან), ოთარ გურეშიძე და ლიანა ალავიძე დავობდნენ იმის თაობაზე, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსიდან (უზნაძის ქ. N4) ოთხი მეტრის მოშორებით მდებარე 1952 წელს აშენებული თბოელექტროსადგური („თბოელექტროცენტრალი“) საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას და შეუძლებელს ხდიდა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებას. ეროვნულმა სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მათ მიერ 2000-2005 წლებში წარდგენილი საჩივრები კომპენსაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვეულ იქნა მომჩივნების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება მათ საცხოვრებელ ადგილას არსებული გარემოს დაბინძურების გამო (კონვენციის მე-8 მუხლი). სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან ვერ მოხდა თბოელექტროცენტრალის ფუნქციონირების საზოგადოებრივ საჭიროებასა და მომჩივნების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას შორის ბალანსის დაცვა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სათანადო მარეგულირებელი ჩარჩო, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების წარდგენა და გარემოსდაცვითი ნებართვის მიღება ელექტროსადგურის საქმიანობისათვის სავალდებულო არ იყო 2009 წლის 1 იანვრამდე. ევროპულმა სასამართლომ მორალური ზიანისა და ხარჯებისა ანაზღაურების სახით მომჩივნებს მთლიანობაში მიაკუთვნა 12 848 ევრო. იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2018 წლის 9 მარტის წერილი №02/1952. ხელმისაწვდომია: https://www.coe.int/ka/web/tbilisi/-/raining-for-the-supreme-court-staff-on-reasoning-requirements-underechr 97 98 63 ინდივიდუალური ღონისძიებები მთავრობამ კომპენსაციის თანხა, 12 848 ევრო, მომჩივნებს გადაურიცხა დადგენილ ვადაში, კერძოდ 2017 წლის 20 დეკემბერს. ზოგადი ღონისძიებების თაობაზე აღსრულების სამოქმედო გეგმა/ანგარიში მთავრობის მიერ გაიგზავნება გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან დადგენილ 6 თვიან ვადაში, როგორც ამას ითვალისწინებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების პროცედურა.99 შესაბამისად, ვინაიდან ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2017 წლის 13 ოქტომბერს, დოკუმენტი კომიტეტში გაიგზავნება 2018 წლის 13 აპრილისთვის. 21. მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №72508/13, 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება 2017 წლის 28 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე - „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანე მერაბიშვილის დაკავება, ასევე წინასწარი პატიმრობა, რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე, იყო კანონიერი. სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი განხილვის საგანს ამ საჩივრის ფარგლებში არ წარმოადგენდა ივანე მერაბიშვილის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პატიმრობის კანონიერების განხილვა (იხ. პუნქტ. 170). კერძოდ, დიდმა პალატამ გასაჩივრებულ მუხლებთან მიმართებით: 1. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი, რაც შეეხება ივანე მერაბიშვილის დაკავების კანონიერებას. 2. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი, რაც შეეხება ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის კანონიერებას (2013 წლის მაისი - 2014 წლის თებერვალი). ივანე მერაბიშვილი როგორც მისი დაკავების უკანონობას, ასევე 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე პერიოდში მის წინასწარ პატიმრობაში უკანონოდ ყოფნას ამტკიცებდა, რაც სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ არ გაიზიარა. 3. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.3. მუხლი, რაც შეეხება ივანე მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. კერძოდ, ჩაითვალა, რომ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებები სათანადო დასაბუთებას შეიცავდა და ამ მუხლის სტანდარტებს აკმაყოფილებდა. 4. ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით, რადგან მოსამართლემ ივანე მერაბიშვილის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე უარყო ზეპირად და დასაბუთების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების აღსრულების ზედამხედველობა: ინტერლაკენის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია - ახალი ორმაგი ზედამხედველობის სისტემის დანერგვის პრაქტიკული მოდელი, CM/lnf/DH(2010)45final, 2010 წლის 7 დეკემბერი, §14, ხელმისაწვდომია: https://search.coe.int/cm/Pages/result_details.aspx?ObjectId=09000016804a3e07 99 64 5. 9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტიდან გამომდინარე (ივანე მერაბიშვილის ღამით საკნიდან გაყვანის ეპიზოდი). სასამართლომ ცალსახად განაცხადა და დაასაბუთა, რომ ივანე მერაბიშვილის პატიმრობასა და სისხლისსამართლებრივ დევნაში არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები და რომ ამ მხრივ მომჩივნის არგუმენტები ვერ იქნებოდა გაზიარებული (იხ. პუნქტ. 320-329). თუმცა, მან დაადგინა, რომ საკნიდან გაყვანის ფაქტი შეუსაბამო იყო მე-18 მუხლის მიზნებთან და ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტები გაიზიარა. მე-18 მუხლთან დაკავშირებით ხმების ამგვარად გაყოფის პირობებში, 8 მოსამართლემ, რომელმაც მე-18 მუხლის დარღვევას მხარი არ დაუჭირა, გადაწყვეტილებას დაურთო განსხვავებული აზრი. მათ შორისაა სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარეც. აქედან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ: ივანე მერაბიშვილისთვის მორალური კომპენსაციის სახით გადახდილ იქნეს თანხა 4 000 ევროს ოდენობით. თავად მომჩივანი ითხოვდა 15 000 ევროს; მისი ადვოკატებისთვის ჰონორარის სახით მოთხოვნილი თანხების ნაწილში მომჩივნის შუამდგომლობა სრულად იქნა უარყოფილი და ამ ნაწილში სასამართლომ კომპენსაცია მომჩივნის ადვოკატებს არ მიანიჭა. ბრიტანელი ადვოკატები ითხოვდნენ 29 775 გირვანქა სტერლინგის ანაზღაურებას სახელმწიფოსგან ჰონორარის სახით, ხოლო ოთარ კახიძე, ასევე ითხოვდა ჰონორარის სახით სახელმწიფოსგან 43 641 აშშ დოლარის ანაზღაურებას. ინდივიდუალური ღონისძიებები ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ერთადერთი ინდივიდუალური ღონისძიება, რომელიც მითითებული იქნა ევროპული სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში არის მომჩივნის სასარგებლოდ, კომპენსაციის თანხის - 4 000 ევროს გადახდა. საქართველოს მთავრობამ მომჩივანს თანხა ჩაურიცხა 2018 წლის 22 თებერვალს სასამართლოს მიერ დადგენილ 3 თვიან ვადაში. ზოგადი ღონისძიებების თაობაზე აღსრულების სამოქმედო გეგმა/ანგარიში მთავრობის მიერ გაიგზავნება დიდი პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან 6 თვიან ვადაში, როგორც ამას ითვალისწინებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების პროცედურა.100 აქედან გამომდინარე, ვინაიდან ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ, გადაწყვეტილება საქმეზე - „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, გამოიტანა 2017 წლის 28 ნოემბერს, მთავრობის მიერ მიერ სამოქმედო გეგმა/ანგარიში გაიგზავნება - 2018 წლის 28 მაისამდე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების აღსრულების ზედამხედველობა: ინტერლაკენის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია - ახალი ორმაგი ზედამხედველობის სისტემის დანერგვის პრაქტიკული მოდელი, CM/lnf/DH(2010)45final, 2010 წლის 7 დეკემბერი, §14, ხელმისაწვდომია: https://search.coe.int/cm/Pages/result_details.aspx?ObjectId=09000016804a3e07 100 65 II. განჩინებები „ცინცაბაძის ჯგუფის“ განჩინებები 1. ბაღაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №5168/06, 2014 წლის 18 მარტის განჩინება 2006 წლის პირველ თებერვალს მომჩივნის მიერ ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივარი ეხებოდა 1999 წლის 11 დეკემბერს მისი ვაჟის, ბ-ნი ზვიად ბაღაშვილის, მკვლელობას ქუჩაში პოლიციის თანამშრომლის, ბ-ნი ნ.ა.-ს, მიერ. შემთხვევა მოხდა სავარაუდო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ჩადენის გამო პოლიციის მიერ ბ-ნი ბაღაშვილის დაკავების მცდელობის დროს. იმავე დღეს ნ.ა.-ს მიმართ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე სიღნაღის რაიონის პროკურატურის მიერ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ითვალისწინებდა ძალის გადამეტებას, რომელმაც გამოიწვია მძიმე შედეგი. აღნიშნული საქმის მრავალჯერ შეწყვეტისა და სხვადასხვა ინსტანციაში გასაჩივრების შემდეგ, საბოლოოდ 2002 წლის 2 ნოემბერს, მიღებულ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. მომჩივანი ევროპული სასამართლოს წინაშე ასაჩივრებდა იმ ფაქტს, რომ მისი შვილი მოკლულ იქნა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ, რაზედაც არ განხორციელდა ეფექტიანი გამოძიება. 2013 წლის 4 აპრილს სასამართლომ მთავრობას შეატყობინა კონვენციის მე-2 მუხლთან დაკავშირებული საჩივრის შესახებ. საქმის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მთავრობამ 2013 წლის 25 ოქტომბრის წერილით შეატყობინა სასამართლოს, რომ სურდა საქმის მორიგებით დასრულება. მთავრობამ წარდგენილი დეკლარაციით აღიარა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა, იმის გათვალისწინებით, რომ არ იქნა უზრუნველყოფილი ეფექტიანი გამოძიების ჩატარება მომჩივნის შვილის მიმართ ძალის გადამეტების ფაქტზე. შესაბამისად, მთავრობამ აიღო ვალდებულება, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება ზვიად ბაღაშვილის მიმართ ძალის გადამეტების ფაქტზე, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით. ასევე, დეკლარაციის მიხედვით, მთავრობამ აიღო ვალდებულება, მომჩივნისთვის გადაეხადა 10 000 ევრო. 2013 წლის 30 დეკემბრის წერილით მომჩივანმა განაცხადა, რომ იგი დაეთანხმა მთავრობის დეკლარაციას, რის საფუძველზეც ევროპულმა სასამართლომ საქმე ამორიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან. ინდივიდუალური ღონისძიებები მომჩივნისათვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა, 10 000 ევრო, გადახდილია დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2015 წლის 30 მაისს. რაც შეეხება სხვა ინდივიდუალურ ღონისძიებებს, აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ ჩატარდა ხელახალი ეფექტიანი გამოძიება. კერძოდ, ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების საფუძველზე, 2015 წლის 31 იანვარს ზვიად ბაღაშვილის მიმართ ძალის სავარაუდოდ გადამეტების ფაქტზე 66 წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე გაუქმდა დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების შეწყვეტის შესახებ და განახლდა გამოძიება. 2015 წლის 19 მაისს დამატებით დაიკითხა ყოფილი პოლიციელი ნ.ა., რომელმაც განმარტა, რომ 1997 წლიდან 1999 წლის დეკემბრამდე მუშაობდა ქალაქ წნორის პოლიციის ქვეგანყოფილებაში. ნ.ა.-მ მიაწოდა გამოძიებას მომჩივნის შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია. ასევე, რამდენჯერმე დაიკითხნენ ნ.ა-ს თანმხლები პოლიციელები (წნორის განყოფილების თანამშრომლები), ზვიად ბაღაშვილის თანმხლები პირი და სხვა მნიშვნელოვანი მოწმეები, რომლებიც იყვნენ ინციდენტის თვითმხილველნი. აღსანიშნავია, რომ განსახილველ ფაქტს ადგილი ჰქონდა 1999 წელს, რის გამოც მოწმეებს არ ახსოვთ საქმის ზუსტი დეტალები და, შესაბამისად, ეფექტიან გამოძიებას აბრკოლებს აღნიშნული ობიექტური გარემოებები. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, განახლებული გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ახალი გამოძიება იყო მაქსიმალურად ყოვლისმომცველი და შედგებოდა ყველა იმ გონივრული ნაბიჯისგან, რომლებიც საჭირო იყო მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფად და ყოველივე ეს მოხდა იმ პირობებში, რომ საკმარისად დიდი დრო იყო გასული ფაქტის შემდეგ (ფაქტი მოხდა - 1999 წლის 11 დეკემბერს). გამოძიებამ გამოიჩინა საკმარისი ძალისხმევა და გულმოდგინება, რომელიც აუცილებელი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწრაფად დასადგენად. გამოძიების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია და მტკიცებულებები შეფასდა სრულად და ობიექტურად. გამოძიება იკვლევდა ნ. ა.-ს მიერ ზვიად ბაღაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა თუ არა განზრახ მკვლელობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული ობიექტური მტკიცებულებები, რომლებიც შესაბამისი სტანდარტით დაადასტურებდა ნ.ა.-ს მიერ დანაშაულის ჩადენას. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზის შემდგომ, გამოძიება უახლოეს პერიოდში იმსჯელებს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. 2. კიზირია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №4728/08, 2014 წლის 11 მარტის განჩინება 2007 წლის 18 დეკემბერს მომჩივანმა ევროპულ სასამართლოში წარადგინა საჩივარი, რომლის თანახმად, 2006 წლის 23 თებერვალს მომჩივნის შვილი ბუთხუზ კიზირია და მისი ორი მეგობარი, რომლებიც მიდიოდნენ ვარციხეში, ბაღდათის რაიონში, მოკლულ იქნენ შსს იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებული სროლის შედეგად. აღნიშნული ინციდენტი განხორციელდა ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა მიმავალი მანქანის მგზავრების დაკავებას, რომლებსაც, პოლიციელთა განმარტებით, უნდა ჰქონოდათ ცეცხლსასროლი იარაღები. 2006 წლის 24 თებერვალს შსს იმერეთის სამხარეო პოლიციაში დაიწყო გამოძიება მომჩივნის შვილისა და ორი გარდაცვლილი პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის, შენახვის, ტარებისა და გადაზიდვის, ასევე, პოლიციის მიმართ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გაწეული წინააღმდეგობის ფაქტზე. ყველა გადაუდებელი საგამოძიებო ღონისძიება, მათ შორის, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ იქნა პოლიციის ზემოაღნიშნული დანაყოფის მიერ. 67 პროკურატურა დაეყრდნო ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს და 2006 წლის 8 მაისს ცალკე წარმოებად გამოყო ახალი საქმე 2006 წლის 23 თებერვლის ინციდენტის დროს პოლიციის მუშაკების ქმედებების კანონიერების თაობაზე, სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე მუხლით − მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადამეტებით. აღნიშნულ სამართალწარმოებაში 2006 წლის 19 მაისს მომჩივანს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. 2006 წლის 31 დეკემბერს პროკურორმა გამოსცა დადგენილება წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ პოლიციის მუშაკთა მიმართ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. მომჩივანმა გაასაჩივრა აღნიშნული დადგენილება, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოების მიერ უსაფუძვლობის გამო. მომჩივანი კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე ასაჩივრებდა, რომ მისი შვილი მოკლეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა და ეფექტიანი გამოძიება არ განხორციელებულა. 2013 წლის 4 აპრილს სასამართლომ შეატყობინა მთავრობას საჩივრის თაობაზე, რომელიც ეხებოდა კონვენციის მე-2 მუხლს. საქმის სრულყოფილი შესწავლის შედეგად 2013 წლის 25 ოქტომბერს მთავრობამ აცნობა სასამართლოს, რომ სურდა საქმის მორიგებით დასრულება. მთავრობამ ევროპულ სასამართლოში წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე, აღიარა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა. მთავრობამ იკისრა ვალდებულება, განახორციელოს ეფექტიანი გამოძიება ბუთხუზ კიზირიას მიმართ ძალის გადამეტების ფაქტზე, როგორც ეს გათვალისწინებულია კონვენციის მე-2 მუხლით. ასევე, მთავრობამ აიღო ვალდებულება, მომჩივანს გადაუხადოს 10 000 ევრო. 2014 წლის 8 იანვრის წერილით მომჩივანი დაეთანხმა მთავრობის მიერ შეთავაზებულ პირობებს, რის საფუძველზეც ევროპულმა სასამართლომ ამორიცხა საქმე განსახილველ საქმეთა სიიდან. ინდივიდუალური ღონისძიებები სასამართლოს მიერ მომჩივნისათვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა, 10 000 ევრო, გადახდილია დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2014 წლის 14 მაისს. რაც შეეხება სხვა ინდივიდუალურ ღონისძიებებს, აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ ჩატარდა ხელახალი, ეფექტიანი გამოძიება. რის თაობაზეც ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია მომჩივანს. ევროპული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2015 წლის 31 იანვარს სისხლის სამართლის საქმეზე განახლდა გამოძიება და საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დამოუკიდებელ ორგანოს − ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. განახლებული გამოძიების ფარგლებში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებულ იქნა სისხლის სამართლის საქმეზე დართული, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები; ასევე, შსს-ს არქივიდან ამოღებულ იქნა სისხლის სამართლის შეწყვეტილი საქმე ბუთხუზი კიზირიას და მისი თანმხლები ორი გარდაცვლილი პირის 68 მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის, შენახვის, ტარებისა და გადაზიდვის, ასევე, პოლიციის მიმართ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გაწეული წინააღმდეგობის ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა 2006 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში მომუშავე თანამშრომლების სრული სია მათი სამსახურებრივი პოზიციის მითითებით. ხელახლა გამოიკითხნენ 2006 წლის 23 თებერვალს სოფელ ვარციხეში ჩატარებული სპეცოპერაციის მონაწილე იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები. აგრეთვე, დაიკითხა იმ მანქანის მძღოლი, რომელმაც მომჩივნის შვილი და სხვა თანმხლები პირები მიიყვანა ინციდენტის ადგილამდე და რომელიც აღნიშნული ინციდენტის თვითმხილველია. აღსანიშნავია, რომ ტაქსის მძღოლმა გ. ჩ.-მა დაადასტურა, რომ მომჩივნის შვილისა და მისი მეგობრებისთვის იარაღი არ დაუნახავს და არც რაიმე საეჭვო შეუმჩნევია. 2017 წელს გამოიკითხა მრავალი პირი საქმის გარემოებების თაობაზე. კერძოდ, გამოიკითხნენ ბაღდათის რაიონის მკვიდრნი (ათამდე პირი), რომლებიც ცხოვრობენ შემთხვევის ადგილის სიახლოვეს და რომლებიც იმყოფებოდნენ სახლში, მომხდარი ინციდენტის დროს. აგრეთვე, გამოკითხა ინციდენტში ერთ-ერთი გარდაცვლილის, ვ.ბ.-ს, დის მეუღლე - მ. ფ.. ნივთიერი მტკიცებულებების შენახვის პირობებთან დაკავშირებით გამოიკითხნენ შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. დამატებით გამოიკითხნენ შსს იმერეთის სამხარეო პოლიციის იმ თანამშრომელთა ნაწილი, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ვარციხის სპეცოპერაციაში. გაგზავნილი მიმართვის პასუხად, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტიდან მიღებული იქნა წერილი, სადაც მითითებულია, რომ მათ საქმისწარმოების არქივში იმჟამინდელი იმერეთის შსს სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ 2006-2007 წლებში ნაწარმოები ჟურნალი, სისხლის სამართლის საქმეების აღრიცხვის შესახებ არ მოიპოვება. რაც შეეხება ჟურნალს, რომელიც შეიცავს მთავარი სამმართველოს გამომძიებლის მიერ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის სხვა გამომძიებლისათვის გადაწერის შესახებ ინფორმაციას 2006-2007 წლების განმავლობაში, აღნიშნული ჟურნალები განადგურებულია დოკუმენტებისა და საქმეების განადგურების №33/1-1628ს და №33/1-1008ს აქტების საფუძველზე. აგრეთვე, წერილში მითითებულია, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში მოძიებული იქნა სისხლის სამართლის №8806022 საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულება ერთ პაკეტად, დალუქული საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმის სამხარეო კრიმინალისტიკური განყოფილების №10/7/56 ლუქის ბეჭდით. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული იქნა სისხლის სამართლის №8806022 საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, ერთ პაკეტად, მასში მოთავსებული ლითონისმაგვარი მცირე ზომის ობიექტებით (სავარაუდოდ მასრები, რომელიც ნაპოვნი და ამოღებული იქნა გარდაცვლილთა გვამების სიახლოვეს) შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციას გაეგზავნა მიმართვა, რომლითაც მოთხოვნილია 2006 წლის 23 თებერვალს ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში ჩატარებულ ღონისძიებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. შსს ადმინისტრაციიდან 69 მიღებული პასუხითა და მასალებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილე პირთა ანკეტური მონაცემებისა და გამოყენებული ცეცლსასროლი იარაღების ამჟამინდელი შენახვის ადგილის დადგენა ვერ ხერხდება, ვინაიდან ვერ იქნა მოპოვებული შესაბამისი ბრძანება. მასალებით ასევე ირკვევა, რომ მოძიებული 2006 წლის 24 თებერვლის №42 ტელეფონოგრამითა და შეიარაღებისა და სპეციალურ საშუალებათა გაცემისა და მიღების წიგნით, დასტურდება, რომ ამავე წიგნში აღნიშნული იარაღის ნუმერაციიდან შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს შეიარაღების ოთახში ინახება ოთხი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი (რომელთა მარკა და სერიული ნომერი მითითებულია წერილში). ზემომითითებული ინფორმაციის საფუძველზე, გასათვალისწინებელია გამოძიების ხელშემშლელი ობიექტური გარემოებები. კერძოდ, შემთხვევიდან დიდი დროის გასვლის (თერთმეტ წელზე მეტი) გამო, მოწმეებისთვის სირთულეს წარმოადგენს საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების აღდგენა და გადმოცემა, ასევე გართულებულია გამოძიებისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტური თუ სხვა სახის მტკიცებულებების მოპოვება. იმის გამო, რომ გარდაცვლილთა გვამებიდან არ მოხდა დენთის კვალის აღება, შეუძლებელია დადგინდეს, რეალურად ახორციელებდნენ თუ არა გარდაცვლილები სროლებს პოლიციის თანამშრომელთა მიმართულებით. დღეის მდგომარეობით ამ საპროცესო მოქმედების ჩატარება შეუძლებელია, ვინაიდან ვერ ხერხდება შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრების მოძიება, ვერ ხდება იდენტიფიცირება თუ რომელი ცეცხლსასროლი იარაღებიდან ხორციელდებოდა გასროლები გარდაცვლილთა მიმართულებით და, კონკრეტულად, ვინ ახორციელდებდა გასროლებს. შესაბამისად, ამ ნაწილში რჩება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებები, რომლებიც უთითებენ, რომ თავად განახორციელეს რამდენიმე გასროლა იმ მიმართულებით, საიდანაც ე.წ. „ბოროტმოქმედები“ ახორციელებდნენ გასროლებს. აგრეთვე, ვინაიდან გარდაცვლილთა სხეულებიდან არ მომხდარა ტყვიის გულების ამოღება (მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი გარდაცვლილის სხეულიდან - მენჯის ღრუდან იქნა ამოღებული ორი ცალი ტყვიის გულა), ვერ ხერხდება იდენტიფიცირება, თუ კონკრეტულად ვინ მიაყენა გარდაცვლილებს სასიკვდილო დაზიანებები. სპეცოპერაციის მონაწილე და შემთხვევის ადგილზე მყოფი ყველა (ათეულობით) პირი (ტაქსის მძღოლის - გ. ჩ.-ს გარდა), რომელიც შემსწრე არიან მომხდარი ინციდენტის, გამოძიებას ვერ აწვდიან სრულყოფილ ინფორმაციას და მათი ჩვენებები ობიექტურად ვერ ასახავს შემთხვევის ვითარებას, რაც ხელს უშლის გამოძიებას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენაში. აგრეთვე, საქმეზე დაკითხული არცერთი პოლიციელი არ ასახელებს კონკრეტულად იმ პირებს, ვინც გარდაცვლილთა გვამებთან მივიდა პირველად, გამომძიებლების მისვლამდე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დაწყებამდე. აღნიშნული გარემოება (იმ პირობებში, როდესაც გამომძიებლები და მათი ხელმძღვანელი პირები უთითებენ, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას დახვდათ სწორედ ის სურათი, რაც შემდგომში აისახა დათვალიერების ოქმში) საგრძნობლად უშლის ხელს იმ პირთა იდენტიფიცირებას, ვინც მოახდინა მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაცია. პოლიციის თანამშრომლები, ხელახალი გამოძიების ფარგლებში გამოკითხვისას, კატეგორიული ფორმით არ/ვერ უთითებენ ვარციხეში მომხდარი ფაქტის დეტალებს, მათ შორის - თავიანთ და ბოროტმოქმედთა განლაგების მიახლოებით ადგილს ,,ორმხრივი სროლების’’ განხორციელებისას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელობას კარგავს 70 მათთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის ან/და მათი ჩვენებების ერთმანეთთან წინააღმდეგობაში გამოკვეთის მიზნით. მიუხედავად ზემოაღნიშნული სირთულეებისა, გამოძიება ყოველმხრივ ცდილობს მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, რის გამოც მოხდა ყველა იმ პირის დაკითხვა/გამოკითხვა, რომელსაც შესაძლოა შეხება ჰქონოდათ მომხდარ ინციდენტთან. მიუხედავად აღნიშნულისა, ამ ეტაპზე, საქმეზე ვერ იქნა მოპოვებული ობიექტური მტკიცებულებები კონკრეტულ პირთა ბრალეულობის დასამტკიცებლად, თუმცა, მიუხედავად ამისა, გამოძიება გრძელდება. 3. სურმანიძე და ართმელაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი № 11323/08, 2014 წლის 24 ივნისის განჩინება 2008 წლის 21 თებერვალს ევროპულ სასამართლოში მომჩივნების მიერ (გარდაცვლილების მშობლები) წარდგენილი საჩივარი ეხებოდა 2006 წლის 12 იანვარს ბ-ნი რომან სურმანიძის და მარად ართმელაძის, აგრეთვე, მესამე ახალგაზრდა მამაკაცის თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ლიკვიდაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ. ოფიციალური ცნობით, გასროლა განხორციელდა სპეცოპერაციის ფარგლებში და მიზნად ისახავდა სამი ახალგაზრდის დაკავებას, რომლებიც გეგმავდნენ ციხიდან მასობრივი გაქცევის ორგანიზების მიზნით აღნიშნულ დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას. იმავე დღეს, 2006 წლის 12 იანვარს, თბილისის პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე გარდაცვლილი ახალგაზრდების წინააღმდეგ პოლიციელების კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობისა და შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის გამო. 2006 წლის 18 ივნისს თბილისის პროკურატურამ აღძრა მეორე სისხლის სამართლის საქმე პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც 2006 წლის 12 იანვრის ოპერაციაში მონაწილეობდნენ, სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე მუხლის საფუძველზე − მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახის წევრებისთვის გამოძიების ფარგლებში დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ. აღნიშნულ საქმეზე შეწყდა გამოძიება 2007 წლის 25 ივნისს. 2013 წლის 22 მაისს სასამართლომ აცნობა მთავრობას კონვენციის მე-2 მუხლთან დაკავშირებული საჩივრის შესახებ. 2014 წლის 29 აპრილს მთავრობამ შეატყობინა სასამართლოს, რომ მათ სურდათ საქმის მორიგებით დასრულება, რა მიზნითაც მთავრობამ წარადგინა დეკლარაცია. დეკლარაციის ფარგლებში, მთავრობამ აღიარა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა და მომჩივნებს ერთობლივად შესთავაზა 20 000 ევროს გადახდა. 2014 წლის 23 მაისის წერილით მომჩივნების წარმომადგენელმა სასამართლოს აცნობა, რომ მომჩივნები დაეთანხმნენ 2014 წლის 29 აპრილს მთავრობის მიერ შეთავაზებულ პირობებს, რის საფუძველზეც საჩივარი ამოირიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან. ინდივიდუალური ღონისძიებები სამართლიანი დაკმაყოფილება სასამართლოს მიერ მომჩივნებისათვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა გადახდილია დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2014 წლის 1 სექტემბერს. 71 ხელახალი გამოძიება საქმეზე ჩატარებული ხელახალი, ეფექტიანი გამოძიებით დადგენილია შემდეგი: 2006 წლის იანვრის დასაწყისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბაჩანა ახალაიამ რუსთავის №1 დაწესებულების პატიმარ გ.გ.- სგან შეიტყო, რომ ამავე დაწესებულების პატიმარი დ.ლ. ციხიდან გაქცევის სურვილს გამოხატავდა, რაშიც ძმის დახმარების იმედი ჰქონდა. ბაჩანა ახალაიამ მიღებული ინფორმაცია თავის ძმას, იმ დროისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორ დავით ახალაიას, შეატყობინა. დავით ახალაიამ, ნაცვლად იმისა, რომ შეტყობინების მიღებისთანავე უზრუნველეყო გამოძიების დაწყება, გადაწყვიტა, მიღებული ინფორმაცია გამოეყენებინა დანაშაულის პროვოცირებისთვის და, შემდეგ, თავისივე ძალებით აღეკვეთა პროვოცირებული დანაშაული, რასაც, ერთი მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კუდ-ის წარმატებულ ოპერაციად წარმოაჩენდნენ, ხოლო, მეორე მხრივ, დავით ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე ახლად დანიშნული ძმის − ბაჩანა ახალაიას, ძალაუფლებას განამტკიცებდა და საყოველთაო შიში დაინერგებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რაც გაამარტივებდა შემდგომში ციხეების ადმინისტრაციაში მომუშავე პირების და პატიმრების სურვილისამებრ მართვას. თავდაპირველად ციხის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ პატიმარ გ.გ.-ს ეცნობა, რომ პატიმრების გაქცევის პროვოკაცია უნდა განხორციელებულიყო. პროვოკაციისათვის საჭირო ცეცხლსასროლ იარაღს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გ.გ.-ს თავისუფლებაში მყოფ ძმას − შ.გ.-ს მიაწვდიდა; ის კი, თავის მხრივ, იარაღს ციხიდან გაქცევის მსურველი პატიმრის − დ.ლ.-ს ძმას გადასცემდა. შეთანხმებისამებრ, 2006 წლის 12 იანვარს პატიმარი გ.გ. წალკის რაიონში მუსულმანური წესით ნათლობის რიტუალის ჩასატარებლად მყოფ ძმას − შ.გ.-ს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ თბილისში მისი მეგობარი ჩანთას გადასცემდა, რაც მას პატიმარ დ.ლ.-ს ძმისთვის უნდა მიეცა. ნათლობის რიტუალში შ.გ. ორ მეგობართან − მარად ართმელაძესა და რომან სურმანიძესთან − ერთად იყო ჩასული აჭარიდან. 2006 წლის 12 იანვარს, დაახლოებით, დღის 5 საათზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს თანამშრომელი ა.ს. ამავე სამმართველოს უფროსის, გიორგი დგებუაძის, იგივე „მასტერას“, დავალებით ოპელის მარკის ავტომობილით მივიდა ფონიჭალაში, სადაც შ.გ.-ს, მარად ართმელაძეს და რომან სურმანიძეს შეხვდა. აღნიშნული პირები საკუთარ ავტომობილში ჩასვა და გიორგი დგებუაძის მითითებით სამი საათის განმავლობაში დაატარებდა თბილისის ქუჩებში. ამასობაში დათა ახალაიას ორგანიზებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები და სპეცდანიშნულების რაზმი ნავთლუღის ავტოსადგურთან ახლოს განლაგდა. ამის შემდეგ კუდ-ის ოპერატიულმა თანამშრომელმა მიიღო დავალება, რომ მანქანაში მყოფი პირები შ.გ., მარად ართმელაძე და რომან სურმანიძე ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე მიეყვანა და სწრაფად გასცლოდა იქაურობას, რაც შეასრულა კიდეც. სწორედ ამ დროს შემთხვევის ადგილზე ორი შავი ფერის ჯიპის ტიპის ავტომობილი გაჩერდა. ავტომობილებიდან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შეიარაღებული თანამშრომლები, მათ შორის, დავით ახალაია, გ.მ., ლ.ქ., გიორგი დგებუაძე, გადმოვიდნენ და ავტომატების სროლით გამოედევნენ უიარაღო შ.გ.-ეს, მარად ართმელაძეს და რომან სურმანიძეს. სროლების შედეგად სამივე უიარაღო ახალგაზრდა ადგილზე იქნა მოკლული, რის შემდგომაც მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით გვამებს გვერდზე 72 დაულაგეს სამი ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი, თითქოსდა, გარდაცვლილები პოლიციელებს უწევდნენ შეიარაღებულ წინააღმდეგობას. მკვლელობების შემდეგ, იმავე დღეს, ქ. რუსთავის №1 საერთო რეჟიმის დაწესებულებაში მივიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩანა ახალაია, ქ. თბილისის №7 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი მეგის ქარდავა, ნიღბიანი სპეცდანიშნულების თანამშრომლები, რომლებმაც გამოიძახეს ქ. რუსთავის №1 საერთო რეჟიმის დაწესებულების პატიმრები გ.გ., ბ.მ., დ.ლ., მ.მ., მ.ბ. და ვ.პ., რის შემდეგაც პირადად ბაჩანა ახალაიამ, მეგის ქარდავამ და სპეცდანიშნულების თანამშრომლებმა აწამეს ისინი. ამის შემდეგ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მითითებული პატიმრები გადაიყვანეს ქ. თბილისის №7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც კვლავ გაგრძელდა მათი წამება სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდით, იმ მიზნით, რათა მათგან მიეღოთ ცრუ აღიარებითი ჩვენებები, თითქოსდა პატიმრები გეგმავდნენ ციხიდან გაქცევას, რაშიც გარედან უნდა დახმარებოდა სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული სამი ახალგაზრდა. ხელახალი გამოძიების პროცესში პასუხისგებაში მიცემული პირები თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით: 1. ბაჩანა ახალაია − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სსკის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, ასევე, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 თვის ვადით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ასევე, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ასევე, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მერვე ნაწილის საფუძველზე შეჯამდა დანიშნული დამატებითი სასჯელები და საბოლოოდ, ბაჩანა ახალაიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და საქართველოს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 (სამი) წლის ვადით; 2. გ.მ. − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების 73 აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით; 3. ლ.ქ. − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით; 4. მეგის ქარდავა − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, ასევე, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 თვის ვადით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით. ამავე საქმიდან დათა ახალაიას და გიორგი დგებუაძის მიმართ ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე და წარიმართა სასამართლოში. 5. დავით ახალაია − სასამართლო განხილვების შემდეგ, 2016 წლის 21 დეკემბერს, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 109მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 369-ე მუხლის მესამე ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). დავით ახალაიას „ამნისტიის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მასაც, ასევე, 2 წლით აეკრძალა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. 6. გიორგი დგებუაძე − სასამართლო განხილვების შემდეგ, 2016 წლის 21 დეკემბერს, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 25ე, 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 333ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). გიორგი დგებუაძეს საბოლოოდ სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება. 2016 წლის 22 მარტს ძებნილი გიორგი დგებუაძე საქართველოში იქნა ექსტრადირებული ნიდერლანდების სამეფოდან. 4. მზექალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №8177/12, 2015 წლის 10 თებერვლის განჩინება 74 მომჩივნის მიერ 2012 წლის 3 თებერვალს ევროპული სასამართლოს წინაშე წადგენილი საჩივარი ეხება თელავის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მიერ მის მიმართ 2010 წლის 6 აპრილს განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობას, როდესაც მომჩივანი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. 2010 წლის 16 აპრილს კახეთის საოლქო პროკურატურამ დაიწყო პოლიციის თანამშრომლების მიერ მომჩივნის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიება. თუმცა, გამოძიება მხოლოდ ფორმალურ სახეს ატარებდა და მას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. განსახილველ საქმეზე 2014 წლის 23 მაისს მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა და აიღო კომპენსაციის (4 500 ევროს) გადახდისა და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება. 2014 წლის 6 ოქტომბერს მომჩივანმა აცნობა სასამართლოს, რომ იგი დაეთანხმა მთავრობის მიერ შეთავაზებულ მორიგების პირობებს. შესაბამისად, საქმე მიჩნეულ იქნა მორიგებად და ევროპული სასამართლოს მიერ ამოირიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან. ინდივიდუალური ღონისძიებები მომჩივანს კომპენსაციის თანხა (4 500 ევრო) ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2015 წლის 8 ივნისს. ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება ევროპული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გამოძიება განახლდა 2015 წლის 30 მარტს. გამოძიების ფარგლებში, 2015 წლის 2 აპრილს განხორციელდა იმ პირების ვინაობებისა და დემოგრაფიული მონაცემების დადგენა, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ იმავე ან მეზობელ საკნებში. 2015 წლის 8 აგვისტოს მომჩივნის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მის კლიენტს არ ჰქონდა დაზიანების ნიშნები. გარდა ამისა, მომჩივანმა არც სასამართლოს და არც წარმომადგენლის წინაშე არ განაცხადა, რომ იგი იყო ცემის ან სხვა ძალადობის სუბიექტი სხვა პირისგან. ამავე დღეს დაიკითხა მომჩივნის დედა, რომელმაც ჩვენებაში აღნიშნა, რომ მის შვილს ბავშვობაში აწუხებდა სხვადასხვა დაავადება. დედამ, ასევე, აღნიშნა, რომ შვილის სხეულის დაზიანების თაობაზე შეიტყო მეორე ადვოკატისგან. ამასთან, მას შემდეგ, რაც მისი შვილი გათავისუფლდა ციხიდან, უშუალოდ მისგან მიიღო ინფორმაცია პოლიციის თანამშრომლების მიერ მისი ცემის შესახებ. 2016 წლის 26 აპრილს მოწმის სახით დამატებით კვლავ დაიკითხა მომჩივანი, რომელიც მთლიანად დაეთანხმა წინა ჩვენებას და განმარტა, რომ ის დაზიანებები, რაც ჰქონდა სხეულზე, მიიღო თელავის კრიმინალური პოლიციის შენობაში 2010 წლის 6 აპრილს პოლიციის თანამშრომლების მიერ ცემის შედეგად. არც თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში და არც თბილისში, არასრულწლოვანთა საპატიმრო დაწესებულებაში, მისთვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. იმავე დღეს დაიკითხა მომჩივნის მამა, რომელმაც განაცხადა, რომ შვილის სხეულის დაზიანების თაობაზე შეიტყო შვილის მეორე ადვოკატისგან. მისი თქმით, მომჩივანს 75 დაკავებამდე სხეულზე არანაირი დაზიანება და დალურჯება არ ჰქონია. დაზიანებები მას პირადად არ უნახავს. 2016 წლის 14 სექტემბერს და 13 ოქტომბერს გამოძიებამ დაკითხა ორი პირი, რომლებიც მოთავსებული იყვნენ მომჩივნის მეზობელ საკნებში. თუმცა, მათ ვერ შეძლეს მომჩივნის გახსენება. 2016 წლის 11 ოქტომბერს მოწმის სახით გამოიკითხა დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც დააფიქსირა, რომ 2010 წლის 23 აპრილს მას დაავალეს, ჩაეტარებინა სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზა მომჩივნის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით. დაზიანებების ხანდაზმულობასთან მიმართებით დასმულ კითხვაზე განმარტა, რომ, დასკვნის მიხედვით, მომჩივნის სხეულზე არსებული დაზიანებები ხანდაზმულობით შეესაბამება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს, თუმცა, გამორიცხული არ არის აღნიშნული დაზიანებები განვითარებული ყოფილიყო ორი დღით ადრე ან გვიან. აგრეთვე, მოცემულ საქმეზე დაიკითხა პოლიციის ყველა ის თანამშრომელი (სულ 13 პირი), ვინც წარსულში დაკითხული იყო მოცემულ საქმეზე. თუმცა დასახელებულმა პირებმა კატეგორიულად უარყვეს რაიმე ძალადობა მომჩივანზე. დამატებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოიკითხა მრავალი მოწმე: სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელმაც შეადგინა ოქმი მომჩივნის სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე. იგი გამოიკითხა აღნიშნული ოქმისა და მალხაზ მზექალაშვილის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებებისა და მათი წარმომავლობის თაობაზე; სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ოქმის შედგენაში მომჩივნის სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე; ის პირები, ვინც მალხაზ მზექალაშვილთან ერთად დააკავეს ქურდობის ბრალდებით მომჩივნისთვის პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური დაზიანებების მიყენებასთან დაკავშირებით. განახლებული გამოძიების პირობებში, დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა, კატეგორიულად უარყვეს მათი მხრიდან მალხაზ მზექალაშვილისათვის დაკავებისას რაიმე დაზიანების მიყენების ფაქტი. ასევე, მალხაზ მზექალაშვილთან ერთად დაკავებულმა 2 ბრალდებულმა, კატეგორიულად უარყო პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი და დაკითხვისას აჩვენეს, რომ ისინი დააკავეს და მოათავსეს მომჩივანთან ერთად დროებითი დაკავების იზოლატორში. მათ კატეგორიულად უარყვეს პოლიციელთა მხრიდან ცემის ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების ფაქტი და აღნიშნეს, რომ მომჩივანს სხეულზე არანაირი დაზიანების კვალი არ ეტყობოდა. საქმეზე აქტიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. 5. მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №39726/04, 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინება მომჩივანმა, ბატონმა სულხან მოლაშვილმა, 2004 წლის 27 ოქტომბერს მიმართა ევროპულ სასამართლოს. საჩივარში მითითებული ფაქტების თანახმად, 2000 წლის 30 მაისიდან 2004 წლის 4 იანვრამდე მომჩივანს ეკავა კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლის 4 იანვარს, მომჩივანმა სთხოვა საქართველოს პარლამენტს, დაეკმაყოფილებინა მისი განცხადება კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. 2004 წლის 22 აპრილს, პროკურატურაში მისი დაბარების შემდეგ, მომჩივანი ნებაყოფლობით გამოცხადდა დაკითხვაზე. მას მაშინვე წაუყენეს ბრალი უფლებამოსილების ბოროტად 76 გამოყენების გამო და გადაიყვანეს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში. გამოძიებით ირკვევა, რომ 2004 წლის 22-23 აპრილის ღამეს მომჩივანს აუხვიეს თვალები, ლიფტით აიყვანეს სამმართველოს რომელიღაც სართულზე, ერთ-ერთ ოთახში და 40-50 წუთის განმავლობაში აწამებდნენ, კერძოდ, ზურგზე ადებდნენ გახურებულ საგნებს, მოითხოვდნენ ბრალის აღიარებას და ბიუჯეტის სასარგებლოდ იმ ფულის გადახდას, რომელსაც გამოძიება მომავალში მოსთხოვდა. მომდევნო დღეს, 2004 წლის 23 აპრილს, ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ მომჩივანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით მომჩივანს წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ რამდენჯერმე გაუგრძელდა. 2004 წლის 11 ივნისსა და 2 ივლისს საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა ტელევიზიით ორჯერ გააკეთა საჯარო განცხადება, რომელშიც მან მომჩივანი კორუფციასა და ქრთამის აღებაში დაადანაშაულა. 2004 წლის 5 ივლისს მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია. 2004 წლის ივლისის შუა რიცხვებიდან დაწყებული, მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა. მისი დაკავების მთელი პერიოდის განმავლობაში მომჩივანმა და მისმა ადვოკატებმა რამდენჯერმე გამოთქვეს პრეტენზია არასათანადო მკურნალობის თაობაზე. 2005 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივანი რიგ ბრალდებებში გაამართლა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, თუმცა, დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში; დანაშაულის დაფარვაში; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ქონების არაერთგზის მითვისებაში, ჩადენილი დიდი ოდენობით. მომჩივანს ცხრა წლის ვადით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. 2006 წლის 6 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ შეცვალა მომჩივნის მიმართ გამოტანილი პირველი ინსტანციის განაჩენი, მომჩივანს სასჯელის ზომა შეუმცირა 1 წლით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ძალაში დარჩა უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის განჩინებით. საქმის მასალების სრულყოფილად შესწავლის შედეგად 2014 წლის 11 მარტის წერილით მთავრობამ ევროპულ სასამართლოს წარუდგინა დეკლარაცია. დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ აღიარა, რომ აღნიშნულ საქმეში დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 და მე-4 პუნქტებით, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე, მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-14 მუხლით გათვალისწინებული უფლებები. მთავრობამ აიღო ვალდებულება, ეფექტიანად გამოიძიოს მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივარი, ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრინციპების შესაბამისად. მთავრობის მიერ წარდგენილი დეკლარაციის თანახმად, მომჩივანს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება ჰქონდა, რომ მოეთხოვა მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ხელახალი განხილვა. 77 ასევე, დეკლარაციის მიხედვით, მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა, გადაეხადა მომჩივნისათვის 20 000 ევრო ნებისმიერი მატერიალური და მორალური ზიანის, ასევე, ხარჯებისა ასანაზღაურებლად. ინდივიდუალური ღონისძიებები სამართლიანი დაკმაყოფილება და საქმის გადასინჯვა ევროპული სასამართლოს მიერ მომჩივნისათვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა გადახდილია დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2015 წლის 21 იანვარს. რაც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის საფუძველზე საქმის გადასინჯვას, მომჩივანს ან მის უფლებამონაცვლეს არ მიუმართავთ ეროვნული სასამართლოებისთვის საქმის გადასინჯვის მოთხოვნით. ხელახალი გამოძიება სხვა ინდივიდუალურ ღონისძიებებთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 31 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო სულხან მოლაშვილის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საქმეზე სრულყოფილი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ჩასატარებლად გადადგმულია შემდეგი ნაბიჯები: - თბილისის და მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, 2004 წლის 22 და 23 აპრილის მდგომარეობით დროებითი მოთავსების იზოლატორის ხელმძღვანელი პირების და მორიგე თანამშრომლების დემოგრაფიული მონაცემების თაობაზე. - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია 2004 წლის აპრილიდან აგვისტომდე პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და №1 საპატიმრო დაწესებულების, №7 საპყრობილის და სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი პირების და თანამშრომლების სია; ინფორმაცია საპატიმრო დაწესებულებებში ყოფნის პერიოდში სულხან მოლაშვილის თანამესაკნეების თაობაზე. ამასთან, მიღებული იქნა სულხან მოლაშვილის საარქივო პირად საქმეში არსებული - მისი სხვადასხვა დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი დოკუმენტაცია და პირადი საქმე. - განახლებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი. კერძოდ:  დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლები, 2004 წლის 22-24 აპრილს დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი დაკავებული პირები, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის იმჟამინდელი თანამშრომლები, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და საპატიმრო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები და სხვა თანამშრომლები, მათ შორის სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლები, სულხან მოლაშვილის თანამესაკნეები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები და ა.შ. 78  განახლებული გამოძიების ფარგლებში ვერ მოხერხდა სულხან მოლაშვილის დაკითხვა, ვინაიდან გამოძიების დაწყებიდან მალევე სულხან მოლაშვილმა დატოვა საქართველოს ფარგლები. 2016 წლის 29 ივნისს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მომჩივანი საფრანგეთის რესპუბლიკაში გარდაიცვალა.  გარდა აღნიშნულისა, საქმეზე 2018 წლის იანვარში მოწმის სახით გამოიკითხნენ - ნანა კაკაბაძე, დავით მირცხულავა და ელენე თევდორაძე, ვინაიდან აღნიშნული პირები საჯაროდ ადასტურებდნენ ბატონი მოლაშვილის წამების ფაქტს და განმარტავდნენ რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ. მათი გამოკითხვებით დგინდება, რომ სულხან მოლაშვილი, 2004 წელს დაკავების შემდეგ, დაექვემდებარა წამებას, რის თაობაზეც მათ შეიტყვეს გადმოცემით თავად დაზარალებულისგან. დავით მირცხულავას და ნანა კაკაბაძეს პირადად აქვთ ნანახი სულხან მოლაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები მისი საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში. გასათვალისწინებელია, რომ განახლებული გამოძიების წინაშე არსებული მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის სულხან მოლაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების სრული სურათის აღდგენას, არის დაზარალებულისაგან მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღების შეუძლებლობა - იმ ინფორმაციისა, რომელიც გამოძიებას დაეხმარებოდა არა მხოლოდ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაში, არამედ ხელს შეუწყობდა დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირების პროცესს. როგორც აღინიშნა, სულხან მოლაშვილმა, გამოძიების განახლების შემდგომ უმოკლეს პერიოდში დატოვა საქართველოს ტერიტორია (რის გამოც მისი დაკითხვა და მისგან ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა), გაემგზავრა საფრანგეთის რესპუბლიკაში სამკურნალოდ, სადაც გარდაიცვალა 2016 წლის 29 ივნისს. ამდენად, გამოძიებამ ფაქტობრივად დაკარგა ჩადენილი დანაშაულის ყველაზე მნიშვნელოვანი „თვითმხილველი“, რამაც სერიოზულად შეაფერხა მტკიცებულებათა მოპოვების პროცესი, აღნიშნული გარემოება ასევე ნეგატიურად აისახა მომავალში დაგეგმილ და გამოძიების მხრიდან განსახორციელებელ საგამოძიებო თუ სხვა საპროცესო მოქმედებებზე. გამოძიება ყოველმხრივ შეეცადა მოეძიებინა საჭირო ინფორმაცია, რის გამოც მოხდა ყველა იმ პირის დაკითხვა/გამოკითხვა, რომელსაც შესაძლოა შეხება ჰქონოდათ სულხან მოლაშვილთან ანდა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან. მიუხედავად აღნიშნულისა, ამ ეტაპზე, საქმეზე ვერ იქნა მოპოვებული ობიექტური მტკიცებულებები კონკრეტულ პირთა ბრალეულობის დასამტკიცებლად, თუმცა გამოძიება გრძელდება აქტიურად. ქონების დაბრუნება ამასთან, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, 2016 წლის ნოემბერში სულხან მოლაშვილის ოჯახს სოფელ წავკისში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი დაუბრუნდა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის ივლისში სულხან მოლაშვილის ძმას დაუკავშირდნენ მაშინდელი პროკურატურიდან და სულხან მოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიების შეცვლის სანაცვლოდ მოსთხოვეს თბილისში, სოფელ წავკისში მდებარე ერთ-ერთი აგარაკის შეძენა 79 და შემდგომში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა. მოლაშვილის ოჯახის წევრები ამ პირობას დათანხმდნენ და ბანკიდან აიღეს სესხი, რის შემდეგაც 2004 წლის 14 ივლისს სოფელ წავკისში მდებარე აგარაკი 140 000 ლარად შეიძინეს და იმავე დღეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს. პროკურატურის ინფორმაციით, მოლაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან, მოთხოვნის შესრულების მიუხედავად, კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, რომელსაც მაშინდელი გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, აღკვეთის ღონისძიება არ შეუცვალეს და საპატიმრო დაწესებულებიდან არ გაათავისუფლეს. მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სულხან მოლაშვილის ოჯახს სოფელ წავკისში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი დაუბრუნდა. 6. კოპაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №58228/09, 2015 წლის 10 მარტის განჩინება მომჩივან ემზარ კოპაძის მიერ ევროპულ სასამართლოში 2009 წლის 9 ოქტომბერს წარდგენილი საჩივარი ეხებოდა 2009 წლის 3 მარტს მომჩივნის მიმართ სასჯელაღსრულების №15 (ყოფილი №7) დაწესებულებაში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტსა და ამ ფაქტის არასათანადო გამოძიებას. 2014 წლის 4 ნოემბერს მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა და აიღო კომპენსაციის (3 500 ევროს) გადახდისა და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება. 2014 წლის 10 დეკემბერს მომჩივანმა აცნობა სასამართლოს, რომ იგი დაეთანხმა მთავრობის მიერ შეთავაზებულ მორიგების პირობებს. შესაბამისად, საქმე მიჩნეულ იქნა მორიგებად და ევროპული სასამართლოს მიერ 2015 წლის 10 მარტს ამოირიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან. მომჩივანს კომპენსაციის თანხა (3 500 ევრო) ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2015 წლის 21 მაისს. მომჩივანი აღარ იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება 2015 წლის 21 მაისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო ახალი გამოძიება განსახილველ საქმეზე. აღსანიშნავია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 დეკემბრის განაჩენით მომჩივანი და კიდევ 3 პირი ცნობილ იქნენ დამნაშავედ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია) და მომჩივანს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, 1 თვით და 19 დღით. განახლებული გამოძიების პროცესში დაიკითხნენ ის პატიმრები, რომლებიც იმყოფებოდნენ მომჩივანთან ერთად განსახილველი ფაქტების დროს და რომლებმაც დაადასტურეს მომჩივნისა და სხვა პატიმრების არასათანადო მოპყრობის ფაქტი. სასჯელაღსრულების დაწესებულების 9 თანამშრომლის ჩვენებით კი, ირკვევა, რომ 2009 წლის 3 მარტს შემოწმების 80 მიზნით მისულ თანამშრომლებს მსჯავრდებულები დაესხნენ თავს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. საბოლოოდ, მოხდა სიტუაციის გაკონტროლება და ის მსჯავრდებულები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ თავდასხმაში და რომლებმაც დაწესებულების თანამშრომლებს უშუალოდ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დაწესებულების ადმინისტრაციის კორპუსში გადაიყვანეს. ჩვენებების მიხედვით, დაწესებულების ადმინისტრაციის კორპუსში მსჯავრდებულების მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. 2017 წლის აპრილში მოწმის სახით დამატებით გამოიკითხა მომჩივანი და მასთან ერთად სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი კ.მ., რომლებიც მიუთითებენ, რომ სასჯელაღსრულების (ქსნის) დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან, გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი. მომჩივნის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით 2017 წლის ივლისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სასჯელაღსრულების (ქსნის) დაწესებულებაში, მომჩივნის თანამესაკნეების შესახებ, თუმცა ინფორმცია ვერ იქნა მოძიებული. გარდა აღნიშნულისა, დამატებით იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია, 2009 წლის თებერვალ-მარტის თვის პერიოდში სასჯელაღსრულების (ქსანი) დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა სრული დემოგრაფიული მონაცემების შესახებ. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 2017 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, მოწმის სახით გამოიკითხა ამავე დაწესებულებაში განთავსებული 6 პატიმარი, რომელთაც მომხდარის შესახებ გამოძიებისთვის ღირებული ინფორმაცია არ გააჩნდათ. 2017 წლის 30 მაისს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა პატიმრების - კ. მ.-ის, კ. ს.-ის, მ. ბ.-ის და ემზარ კოპაძის მიმართ სხვადასხვა დროს გაწეული სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტაციის ასლები. საქმეში მოიპოვება, როგორც დასახელებული ოთხივე პატიმრის მიმართ, ასევე დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რომლის თანახმად სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდათ, როგორც პატიმრებს, ასევე დაწესებულების თანამშრომლებს. ამ ეტაპზე მთლიანობაში გამოკითხული/დაკითხულია 20 მოწმე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დაწესებულების ის თანამშრომლები, რომლებსაც მომჩივანი ამხელს ძალადობაში, ცალსახად უარყოფენ მსჯავრდებულების ცემის ფაქტს და აღნიშნავენ, რომ თვითონ გახდნენ პატიმრების მხრიდან თავდასხმის მსხვერპლნი და არიან დაზარალებულები, რაზედაც არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი ორი ინსტანციის განაჩენი. გამოძიებას აბრკოლებს ის გარემოება, რომ 2009 წლის თებერვალ - მარტის თვის პერიოდში სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებაში განთავსებული იყო ე.წ. ბარაკული ტიპის საცხოვრებლები, სადაც მსჯავრდებულები მათი სურვილისამებრ დაახლოებით 6-8 პირისგან შემდგარ ჯგუფებად ცხოვრობდნენ, რომლებიც ხშირად იშლებოდნენ და ნაწილდებოდნენ ახლად შექმნილ სხვადასხვა ჯგუფში, რის აღრიცხვასაც მაშინდელი ციხის ადმინისტრაცია არ აწარმოებდა. შესაბამისად, ოფიციალურად ვერ დადგინდა იმ მსჯავრდებულთა ვინაობა, რომლებიც 2009 წლის 3 მარტს მომჩივანთან ერთად ბარაკში ცხოვრობდნენ. გამოძიებამ შეძლო, მხოლოდ ერთი მსჯავრდებულის (გ.ჯ.) დადგენა, რომელიც განსახილველი ფაქტის უშუალო შემსწრე და თვითმხილველი იყო, მაგრამ აღნიშნული პიროვნება გარდაცვლილია. შესაბამისად, გამოძიებამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გამოითხოვა იმ მსჯავრდებულთა სრული სია, ვინც მომხდარი ფაქტის დროს სასჯელს იხდიდა №15 81 დაწესებულებაში, რომელთა გამოკითხვა ამაჟამად მიმდინარეობს, თუმცა სავარაუდო დანაშაულის ჩადენიდან დიდი დროის გასვლის გამო, მოწმეებს უჭირთ დეტალების გახსენება. 7. ლანჩავა საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №28103/11, 2015 წლის 23 ივნისის განჩინება მომჩივნის მიერ ევროპულ სასამართლოში 2011 წლის 13 აპრილს წარდგენილი საჩივარი ეხებოდა ქუთაისის №2 დაწესებულებაში 2009 წლის 6 ივლისს მომხდარი ინციდენტის დროს მომჩივნის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას. თავდაპირველი გამოძიება დაიწყო 2009 წლის 7 ივლისს ქ. ქუთაისის №2 საპყრობილეში მოთავსებულ არასრულწლოვანთა (მათ შორის, მომჩივნის) მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე. 2010 წლის 15 თებერვლის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, მომჩივანი ცნობილ იქნა დამნაშავედ. გაირკვა, რომ ინციდენტში მონაწილეობდა 19 არასრულწლოვანი (მათ შორის, მომჩივანი) და 7 მათგანი (მათ შორის, მომჩივანი) იმავე დილით გადაიყვანეს თბილისის ერთ-ერთ ციხეში. არასრულწლოვნების განცხადებით, 2009 წლის 6 ივლისს ციხის თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ საკანში დაზიანებული იყო ფანჯრის ცხაური და მინა. მათ უბრძანეს საკნის დატოვება, საკნის გარეთ კი ციხის თანამშრომლებმა მათ სცემეს. 2015 წლის 13 მარტით დათარიღებული წერილით მთავრობამ შეატყობინა სასამართლოს, რომ სურდათ ცალმხრივი დეკლარაციის წარდგენა, რომლის თანახმად, მთავრობამ აღიარა, რომ მომჩივნის მიმართ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას, ასევე, ხარვეზებს 2009 წლის 6 ივლისს ქუთაისის №2 საპყრობილეში მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიების მსვლელობისას. მთავრობამ აღიარა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი და მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი სასამართლო პროცესზე მომჩივნის დასწრების გაუმართლებელი შეზღუდვით, თუმცა, აღნიშნა, რომ ამ ხარვეზს მთლიანად პროცესი არ გაუხდია არასამართლიანი. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ უზრუნველეყო გამოძიების ჩატარება ქუთაისის №2 საპყრობილეში 2009 წლის 6 ივლისს მომხდარი ინციდენტის დროს მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით და მომჩივნისათვის გადაეხადა 4 500 ევრო. მომჩივანს კომპენსაციის თანხა (4 500 ევრო) ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2015 წლის 8 სექტემბერს. ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება ევროპული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2016 წლის 15 აპრილს საქმეზე განახლდა გამოძიება. საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. ახალი გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო ორგანოებმა შეაგროვეს ყველა საჭირო მასალა, მათ შორის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია 2009 82 წლის 6 ივლისს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმ თანამშრომელთა თაობაზე, რომლებიც მონაწილეობდნენ პატიმართა ეტაპირებაში. აგრეთვე, ინფორმაცია იმის შესახებ, ეტაპირების შემდგომ, მოხდა თუ არა მსჯავრდებულთა სხეულის გარეგნული დათვალიერება და ინფორმაცია 2009 წლის 6 ივლისს ქუთაისის №2 დაწესებულებაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის გაგზავნის თაობაზე. მომჩივნის საზღვარგარეთ ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მოხდა გასაუბრება მასთან დაკავშირებულ პირებთან. კერძოდ, გასაუბრება შედგა მომჩივნის მამასთან, რომელმაც განმარტა, რომ მომჩივანი სასჯელს იხდის უკრაინაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომზადდა და უკრაინის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს 2016 წლის 12 ოქტომბერს გაეგზავნათ შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ, რომლითაც მოთხოვნილი იქნა მომჩივნის დეტალური დაკითხვა მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ. თუმცა, 2017 წლის 20 ივლისს უკრაინის პროკურატურიდან მიღებული იქნა შესაბამისი მასალები, რომლითაც ირკვევა, რომ ლაშა ლანჩავამ, რომელიც სასჯელს იხდის უკრაინაში, კატეგორიული უარი განაცხადა დაკითხვასა და ინფორმაციის მოწოდებაზე. აღსანიშნავია, რომ მოწმის სახით გამოკითხული ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ მათი მხრიდან არ მომხდარა მომჩივნის არასათანადო მოპყრობა, თუმცა, შესაძლებელია მან დაზიანებები მიიღო სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან დაუმორჩილებლობის დროს, პროპორციული ძალის გამოყენების შედეგად. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2017 წლის პერიოდში მოწმის სახით გამოიკითხნენ შემდეგი პირები: რ. ბ. (სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი); ზ. ლ. (მომჩივნის თანამესაკნე); გ. ჩ. (მომჩივნის თანამესაკნე) - დაიკითხა მაგისტრი მოსამართლის წინაშე; ბ. გ. (ყოფილი მსჯავრდებული) დაიკითხა მაგისტრი მოსამართლის წინაშე. თუმცა, დასახელებულ მოწმეებს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გააჩნდათ, ნაწილმა მათგანმა (მომჩივნის თანამესაკნეებმა) განაცხადეს, რომ მომხდარის შესახებ დეტალები არ ახსოვთ. 2017 წლის 27 სექტემბერს გერმანიის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებში გაიგზავნა შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების თაობაზე, ყოფილი მსჯავრდებულის გ. ტ. (რომელიც მომჩივანთან ერთად შემსწრე იყო მომხდარი ინციდენტის) დაკითხვის თხოვნით, ვინაიდან იგი სასჯელს იხდის ქალაქ მანჰაინში ძარცვისათვის. კონკრეტული შედეგი შუამდგომლობის თაობაზე ამ ეტაპზე მიღებული არ არის. 2017 წლის 4 მაისს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია 2009 წლის ივლისის მდგომარეობით სად.-ის სპეც. რაზმში მომსახურე ყველა პირის შესახებ, რაზედაც მიღებულია შესაბამისი პასუხი. 2017 წლის 26 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვანი მსჯავრდებულების საზღვრების კვეთის შესახებ, მიღებული პასუხით ირკვევა, რომ 8 მათგანი არ იმყოფება საქართველოში. 2017 წლის აგვისტოსა და ნოემბერში საქართველოს სახალხო დამცველისაგან გამოთხოვილი იქნა სახალხო დამცველის აპარატის 4 თანამშრომლის დაკითხვის ნებართვა, (სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად) რაზედაც 2018 წლის 13 თებერვალს მიღებულ იქნა უარყოფითი პასუხი იმ საფუძვლით, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ არიან შესაძლო დანაშაულებივი ფაქტის თვითმხილველები, ამასთან 83 მათ მიერ შედგენილი ყველა დოკუმენტის ანალიზი ასახულია 2009 წლის 15 ივლისის რეკომენდაციაში (სახალხო დამცველის რეკომენდაცია გამოძიების დაწყების თაობაზე) ამიტომ სახალხო დამცველის პოზიციის თანახმად, მიზანშეუწონელია მათი დაკითხვა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გამოძიებას აბრკოლებს რიგი ობიექტური გარემოებები, კერძოდ, მოწმის სახით გამოკითხულთა უმრავლესობა წარსულში წარმოადგენდა და ახლაც წარმოადგენს კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულ პირებს (მათი ნაწილი ამჟამადაც სასჯელს იხდის), რის გამოც ისინი არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. დასაკითხი პირების ნაწილს დატოვებული აქვს საქართველოს ტერიტორია, ამდენად ვერ ხერხდება ამ პირთა გამოკითხვა და მათგან ინფორმაციის მიღება. ოჯახის წევრებმა კი, უმრავლეს შემთხვევაში არ იციან საზღვარგარეთ მათი ადგილსამყოფელი. გარდა აღნიშნულისა, თავად მომჩივანმა ლაშა ლანჩავამ (რომელიც არის კრიმინალური სამყაროს მიმდევარი) და სასჯელს იხდის უკარაინაში, უარი განაცხადა დაკითხვასა და ინფორმაციის მოწოდებაზე. აღნიშნულმა ფაქტორმა მნიშვნელოვნად იმოქმედა მისი ყოფილი თანამესაკნეების პოზიციაზეც, რომლებისთვისაც დღეის მდგომარეობით მომჩივანი წარმოადგენს ე. წ. „ავტორიტეტს“. ისინი ელოდებიან ლ. ლანჩავას საქართველოში დაბრუნებას და მხოლოდ მასთან გასაუბრების შემდგომ აპირებენ გამოძიებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მოწოდებას (აღნიშნულის თაობაზე პოზიცია მოწმეებმა დააფიქსირეს გამომძიებელთან პირადი გასაუბრებისას). 8. გეგენავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №65128/10, 2015 წლის 20 ოქტომბრის განჩინება 2010 წლის 27 ოქტომბერს სამმა მომჩივანმა (ვაჟა გეგენავამ, იმედა ბუთხუზმა და რუდიკ ოვაკიმიანმა) ევროპულ სასამართლოში წარადგინეს საჩივარი, რომელიც ეხებოდა კონვენციის მესამე მუხლის საფუძველზე, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში მომჩივნების არასათანადო მოპყრობასა და პატიმრობის არასათანადო პირობებს. 2015 წლის 31 ივლისს მთავრობამ ევროპულ სასამართლოში წარადგინა შეთავაზება მორიგების შესახებ, რითაც მთავრობამ აღიარა მომჩივნების უფლებების დარღვევა, ევროპული კონვენციის მესამე მუხლის შესაბამისად, მათი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების არაეფექტიანი გამოძიების გამო. მთავრობის აღიარება, აგრეთვე, გამოიწვია რუსთავის №2 და №6 დაწესებულებებში, ქუთაისის მეორე დაწესებულებაში და ციხის საავადმყოფოში მომჩივნების პატიმრობის პირობებმა, ხოლო მეორე (იმედა ბუთხუზი) და მესამე მომჩივნებთან (რუდიკ ოვაკიმიანი) მიმართებით − შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის ნაკლოვანებებმა. მთავრობამ აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო სისხლის სამართლის ზემოაღნიშნული საქმეების ეფექტიანი და სწრაფი გამოძიება. რაც შეეხება სისხლის სამართლის №073100125 საქმეს, მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ განეახლებინა გამოძიება მესამე მომჩივნის (რუდიკ ოვაკიმიანის) იმ მტკიცებებთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ 2010 წლის 6 მარტს ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას რუსთავის მეორე დაწესებულებაში. ზემოაღნიშნული დარღვევების საფუძველზე და თითოეული მომჩივანთა საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მთავრობამ აიღო ვალდებულება ბატონი ვაჟა გეგენავასთვის − 2 000 ევროს, ბატონი იმედა ბუთხუზისთვის − 3 000 ევროს, ხოლო ბატონი რუდიკ ოვაკიმიანისთვის 3 500 ევროს გადახდის თაობაზე. 84 ინდივიდუალური ღონისძიებები კომპენსაციის თანხა (სულ − 8 500 ევრო) მთავრობამ მომჩივნებს გადაუხადა განჩინებით დადგენილ ვადაში, 2016 წლის 26 იანვარს. უნდა აღინიშნოს, რომ ახალი გამოძიების დაწყებამდე, 2006-2011 წლებში, დაიწყო რამდენიმე გამოძიება მომჩივნების მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, თუმცა, კონკრეტული შედეგები გამოძიებას არ მოჰყოლია. ახალი გამოძიების ფარგლებში შეგროვდა შესაბამისი ინფორმაცია 2006 წლის სექტემბერში რუსთავის №6 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესახებ. გამოძიების შედეგად დგინდება, რომ ამ პერიოდში სადამსჯელო საკნებში მოთავსებული იყო, ჯამში, 54 პატიმარი. დაკითხული პატიმრები აცხადებენ, რომ ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სადამსჯელო საკნებში მოთავსებამდე მათ აიძულებდნენ ტანსაცმლის გახდას, რომელსაც აღარ უბრუნებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. კონკრეტულად, მეორე მომჩივნის (იმედა ბუთხუზის) პრეტენზიებთან დაკავშირებით დგინდება, რომ იგი რუსთავის №6 ციხეში გადაიყვანეს 2008 წელს, სადაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ის ვერ იღებდა ოჯახისგან შეგზავნილ საჭირო წამალს. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულების მიხედვით, მისი გადაყვანის მთავარი მიზეზი იყო ციხის წესების დარღვევა. განახლებული გამოძიების ფარგლებში, დაინიშნა ექსპერტიზა იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა ადგილი სპეცდანიშნულების რაზმის მიერ მომჩივნის ცემას. 2016 წლის 12 იანვარს ხელახლა დაიწყო გამოძიება რუსთავის №1 ციხიდან რუსთავის №2 ციხეში ეტაპირების დროს მეორე (იმედა ბუთხუზის) და მესამე (რუდიკ ოვაკიმიანის) მომჩივნების მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. მესამე მომჩივნის განცხადებით, ის არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა 2011 წლის 15 აპრილს ციხის საავადმყოფოში. შესაბამისად, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს ამ კუთხით, დაიკითხნენ მოწმეები, გამოთხოვილ იქნა სამედიცინო დოკუმენტაცია. ჩატარებული გამოძიების შედეგად, დადგინდა, რომ პატიმრების მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, 2012 წლამდე პერიოდში, სისტემური ხასიათი ჰქონდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის №6 დაწესებულებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავის №6 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლებს - დ. ა.-ს, თ. მ.-ს და ბ. დ.-ს საპყრობილის რეჟიმის დებულების სრული იგნორირებით, შემუშავებული ჰქონდათ პატიმრებთან მოპყრობის საკუთარი წესები. კერძოდ, ბრალდებულები პატიმრებს ართმევდნენ კანონით მინიჭებული პირადი ჰიგიენის ნივთებს, საწოლისთვის განკუთვნილ თეთრეულს, იძულებით აშიშვლებდნენ და მათი ნების საწინააღმდეგოდ შიშველ მდგომარეობაში ამწყვდევდნენ კარცერში, სადაც დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, გაუსაძლის მდგომარეობაში ამყოფებდნენ მრავალი დღის განმავლობაში. აღნიშნული სახის არაადამიანურ მოპყრობას რუსთავის №6 დაწესებულებაში ჰქონდა სისტემური ხასიათი და გამოიყენებოდა განურჩევლად, პატიმრების დასჯისა და დაშინების მიზნით. არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა ათეულობით მსჯავრდებული, რომლებიც განთავსებული იყვნენ რუსთავის №6 დაწესებულებაში. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, 85 სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო რუსთავის №6 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების 3 თანამშრომლის მიმართ, ხოლო საქმე არსებითი განხილვის მიზნით წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები სამივე მომჩივნის მიერ დასახელებული ფაქტების ირგვლივ, დამატებით სხვა პირთა პასუხისმგებლობის გამოვლენის მიზნით. 2009 წლის 6 მაისის აქციის საქმეები 9. ჩანტლაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №60864/10, 2015 წლის 30 ივნისის განჩინება 10. ძიძიგური საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №60814/10, 2015 წლის 30 ივნისის განჩინება (საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას) 11. ბოჭორიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №652/10, 2015 წლის 30 ივნისის განჩინება (საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას) 2009 წლის 6 მაისის საღამოს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ იმართებოდა სპონტანური საპროტესტო აქცია, სადაც ასობით ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, მომჩივნები − ბატონი ზვიად ძიძიგური, ბატონი დავით ჩანტლაძე და ბატონი ბესარიონ ბოჭორიშვილი. სიტუაცია დაიძაბა, როდესაც ერთ-ერთი მონაწილე პოლიციის შენობის ღობეზე გადაძვრა და პასუხად სამართალდამცველებმა, რომლებიც მობილიზებული იყვნენ ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს ტერიტორიის დასაცავად, ბუნტის ჩასახშობი იარაღის გამოყენება დაიწყეს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. შედეგად, მრავალმა მომიტინგემ, მათ შორის, ზემოხსენებულმა მომჩივნებმა, სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. აღნიშნულ ფაქტებზე 2009 წლის 7 მაისს და 2009 წლის 9 ივნისს (ბესარიონ ბოჭორიშვილის მიმართ პოლიციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე) გამოძიება დაიწყო, თუმცა, მას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. მომჩივანთა მიერ ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრები ეხებოდა ამ უკანასკნელთა განცხადებებს, რომ მათ მიმართ დაირღვა კონვენციით გარანტირებული უფლებები. კერძოდ, ბატონი ბოჭორიშვილი აცხადებდა, რომ მის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი, ხოლო ბატონი ძიძიგურისა და ბატონი ჩანტლაძის განცხადებით, მათ მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლები. ჩანტლაძე საქართველოს წინააღმდეგ 2015 წლის 9 მარტით დათარიღებული წერილით მთავრობამ შეატყობინა სასამართლოს, რომ სურდა ცალმხრივი დეკლარაციის წარდგენა იმ საკითხების გადაწყვეტის მიზნით, რომლებიც საჩივარში იყო წარმოდგენილი. დეკლარაციის საფუძველზე, მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლების დარღვევა და აიღო ვალდებულება, ეფექტიანად 86 გამოეძიებინა მომჩივნის საქმე და მისთვის მორალური ან მატერიალური ზიანის, ასევე, ყველა ხარჯისა და დანახარჯის ასანაზღაურებლად გადაეხადა 6 000 ევრო. 2015 წლის 8 აპრილით დათარიღებული წერილით მომჩივანმა სასამართლოს აცნობა, რომ ეთანხმებოდა დეკლარაციის პირობებს. შესაბამისად, საქმე მიჩნეულ იქნა, როგორც მორიგება, და ევროპული სასამართლოს მიერ 2015 წლის 30 ივნისს ამოირიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან. ძიძიგური საქართველოს წინააღმდეგ 2015 წლის 24 მარტით დათარიღებული წერილით მომჩივანმა და მთავრობამ შეატყობინეს სასამართლოს მხარეთა შორის მიღწეული მორიგების შესახებ. ამ მიზნით მათ სასამართლოს წარუდგინეს ორმხრივად ხელმოწერილი დეკლარაცია, რომელიც მორიგების კონკრეტულ პირობებს შეიცავდა. კერძოდ, მომჩივანმა უარი თქვა ყველა პრეტენზიაზე მოპასუხე მთავრობის მიმართ კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. დარღვევების გამოსასწორებლად მთავრობამ 2009 წლის 6 მაისის ინციდენტის გამოძიების ვალდებულება აიღო ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრინციპების სრული დაცვით. ამასთან, მთავრობამ მომჩივანს გადაუხადა 300 ევრო ადვოკატის მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების სახით. შესაბამისად, საქმე მიჩნეულ იქნა, როგორც მორიგება, და ევროპული სასამართლოს მიერ 2015 წლის 30 ივნისს ამოირიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან. ბოჭორიშვილი საქართველოს წინააღმდეგ ბატონი ბოჭორიშვილის საჩივრის თაობაზე 2015 წლის 27 თებერვლით დათარიღებული წერილით მთავრობამ შეატყობინა სასამართლოს, რომ სურდა ცალმხრივი დეკლარაციის წარდგენა იმ საკითხების გადაწყვეტის მიზნით, რომლებიც საჩივარში იყო წარმოდგენილი. ცალმხრივი დეკლარაციით მთავრობამ აღიარა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, 2009 წლის 6 მაისს მომჩივნისთვის მიყენებულ დაზიანებებთან დაკავშირებით საქმის არაეფექტიანი გამოძიების გამო და აიღო ვალდებულება მომჩივნისთვის 3 500 ევროს გადახდისა და სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილად გამოძიების თაობაზე. ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა მთავრობის ცალმხრივ დეკლარაციაში მითითებული აღიარებები, ასევე, შეთავაზებული კომპენსაციის თანხის ოდენობა და საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან. ინდივიდუალური ღონისძიებები სამართლიანი დაკმაყოფილება სამივე მომჩივანს დეკლარაციებით განსაზღვრული თანხა ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. ხელახალი გამოძიება აღნიშნულ საქმეებზე ევროპული სასამართლოს მიერ განჩინებების გამოტანის შემდეგ აქციის დროს პოლიციელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო 87 გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 2016 წლის 15 აპრილს გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს; ხოლო მანამდე, 2013 წლის 25 ივლისს, თბილისის პროკურატურის პროკურორის დადგენილებით ზემოთ ხსენებული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და გამოძიება წარიმართა 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. განახლებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. კერძოდ, განახლებული გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა რამდენიმე მომჩივანი, აგრეთვე, 2009 წლის 6 მაისს შსს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეები. განახლებული გამოძიების ფარგლებში დადგინდა ათეულობით მოქალაქე, რომლებმაც ჩაიტარეს მკურნალობა აქციის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო. მათი ვინაობა დღემდე გამოძიებისათვის ცნობილი არ იყო. ამჟამად მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. ამასთან, ჩატარდა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები აქციის შედეგად დაზიანებული თითოეული მოქალაქის სამედიცინო ისტორიის მოსაპოვებლად. ამ მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ გაცემული განჩინებით, თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან ამოღებულ იქნა 2009 წლის 6 მაისს ქ. თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის მონაწილე 46 პირის მკურნალობის ამსახველი დოკუმენტაცია. 2016 წლის 12 აგვისტოს დაინიშნა სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზა მათთვის მიყენებული დაზიანების ხარისხის, ლოკალიზაციისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად. განახლებული გამოძიების პროცესში დათვალიერდა გამოთხოვილი აქციის ამსახველი ვიდეომასალა. სხვადასხვა ტელევიზიიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილია ინფორმაცია აქციის დაშლაში მონაწილე პოლიციელების ვინაობის თაობაზე, ასევე, ინფორმაცია იმ პოლიციელებზე, ვისზეც განპიროვნებული იყო რეზინის/პლასტიკური ვაზნის იარაღები. აგრეთვე, სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია FN-303 მოდელის 18 მმ თოფების სასროლი ჭურვების დანაყოფებზე მიმაგრების სრული დოკუმენტაცია, მათ შორის, ჭურვების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. განახლებული გამოძიების პროცესში მოხდა შსს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს შეიარაღების სამმართველოს თანამშრომლების გამოკითხვა. გარდა აღნიშნულისა 2017 წლის სექტემბერში, გამოკითხული იქნენ, შსს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს 4 თანამშრომელი. გამოძიების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია შსს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს მოიერიშე I ასეულის და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს I სამმართველოს მოიერიშე II ასეულის პირადი შემადგენლობის შესახებ, რომლის მიღების შედეგად, ასევე გამოკითხული იქნენ აღნიშნული დანაყოფების 9 თანამშრომელი, რომლებიც უარყოფენ მათი მხრიდან მომიტინგეების მიმართ რეზინისა და პლასტიკური ჭურვების სროლის ფაქტს. მომხდარი გარემოებების შესახებ, გამოიკითხა ადვოკატი თ.ქ., რომელიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. 2017 წლის 17 ნოემბერს, გამოკითხული იქნა შს სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს ყოფილი უფროსი კ. ნ., რომელმაც განმარტა, რომ მან გასცა ბრძანება რეზინის და 88 პლასტიკური ჭურვების სროლის შესახებ. თავადაც ერთ-ერთ თანამშრომელს გამოართვა პნევმატური თოფი (არალეტალური იარაღი) და პირადად ისროდა აგრესიულად განწყობილი და განსაკუთრებულად აქტიური აქციის მონაწილეთა მიმართულებით. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, დამატებით დაგეგმილია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. 2017 წლის 16 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა 2009 წლის 6 მაისს შსს ქ.თბილისის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის დროს მყოფი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების წევრების მონაცემები და ერთ-ერთი მომჩივნის ბესარიონ ბოჭორიშვილის დაკავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. მიღებული პასუხის თანახმად, 2009 წლის 6 მაისს შსს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საპატრულო ეკიპაჟის გამოძახებაზე შეტყობინება ვერ იქნა მოძიებული. შესაბამისად, აღნიშნულ აქციაზე მყოფი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრების შესახებ, ან ავტომანქანების საბორტო ნომრების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ასევე აღნიშნულია, რომ ბესარიონ ბოჭორიშვილის დაკავების შესახებ შეტყობინება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში არ შესულა. აღსანიშნავია, რომ გამოძიების მსვლელობას აბრკოლებს რამდენიმე ობიექტური გარემოება, კერძოდ იმის გამო, რომ არალეტალური იარაღის მსროლელები იმყოფებოდნენ შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ეზოს უკანა ნაწილში, აქციის მონაწილეების მხრიდან ვერ ხერხდება მათი იდენტიფიცირება, ასევე არ არსებობს მსროლელების ფოტო ან ვიდეო მასალა. დაიკითხნენ შსს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოსა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს თბილისის სამმართველოს თანამშრომლები და სნაიპერების ქვეგანყოფილების თანამშრომლებიც, რომლებსაც გააჩნდათ სათანადო აღჭურვილობა, მაგრამ ისინი უარყოფენ აქციის დაშლაში მონაწილეობის მიღებას (გარდა ზემომითითებული კ. ნ.-ისა). მიუხედავად დასახელებული გარემოებებისა, საქმეზე გრძელდება გამოძიება და უახლოეს მომავალში ჩატარდება ყველა სხვა დაგეგმილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. 2009 წლის 15 ივნისის აქციის საქმეები 12. შპს სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №22318/10, 2015 წლის 30 ივნისის განჩინება 13. ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №312/10, 2015 წლის 15 სექტემბრის განჩინება 14. ცაგურია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №65969/09, 2015 წლის 15 სექტემბრის განჩინება (საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას) 15. მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №4731/10, 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინება. (საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას) 89 2009 წლის 15 ივნისის დილას ოპოზიციური ჯგუფის წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან, რათა გაეპროტესტებინათ ოპოზიციის აქტივისტების დაპატიმრება, რომელიც რამდენიმე დღით ადრე მოხდა. პოლიციამ ძალისმიერი მეთოდებით დაშალა აქციის მონაწილეები. აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 26 ივნისს ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, 2009 წლის 15 ივნისს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რამაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, აგრეთვე, ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით. შპს სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმის გარემოებების თანახმად, მეორე (თეონა ლალიაშვილი), მესამე (შოთა კაპანაძე) და მეოთხე (ნესტან ინასარიძე) მომჩივნებს უნდა გაეშუქებინათ 2009 წლის 15 ივნისის დემონსტრაცია. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ დემონსტრაციის დაწყებისთანავე მომჩივნები გახდნენ მოწმეები, თუ როგორ დაიწყო პოლიციამ დემონსტრანტების დევნა და განურჩევლად მათი ცემა ხელკეტებითა და ჯოხებით. მას შემდეგ, რაც მესამე (შოთა კაპანაძე) და მეოთხე (ნესტან ინასარიძე) მომჩივნებმა დაიწყეს ვიდეო- და ფოტოგადაღება დემონსტრაციის აღსაწერად, რამდენიმე პოლიციელმა ცალკეულ ჯგუფებად შემოარტყა მათ ალყა და ძალის გამოყენებით წაართვა კამერები. რაც შეეხება პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობას, მესამე მომჩივნის (შოთა კაპანაძე) დაზიანებები არ იყო სერიოზული და მას არ მოუთხოვია სამედიცინო დახმარება, ხოლო მეოთხე მომჩივანი (ნესტან ინასარიძე) ჰოსპიტალიზებულ იქნა მარჯვენა ხელის კონტუზიის დიაგნოზით და დაედო თაბაშირი. სამედიცინო ცნობაში, ასევე, იქნა მითითებული, რომ მას ჰქონდა დაჟეჟილობები ზურგის მიდამოში. 2015 წლის 10 მარტს მთავრობამ შეატყობინა სასამართლოს, რომ სურდა ცალმხრივი დეკლარაციის წარდგენა საჩივარში მითითებული საკითხების გადასაჭრელად. წინამდებარე დეკლარაციით მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, მეოთხე მომჩივნის (ქალბატონი ნ. ინასარიძის) მიმართ მიყენებულ ფიზიკურ დაზიანებებზე ეფექტიანი გამოძიების არარსებობის გამო, ასევე, კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს მეორე (თეონა ლალიაშვილი), მესამე (შოთა კაპანაძე) და მეოთხე (ნესტან ინასარიძე) მომჩივნების ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას 2009 წლის 15 ივნისის დემონსტრაციის დროს. დასახელებული დარღვევების საფუძველზე, მთავრობამ აიღო ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება ზემომითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით. ასევე, მატერიალური და მორალური ზიანისა და ხარჯებისა ასანაზღაურებლად, მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ ქალბატონ თ. ლალიაშვილს და ბატონ შ. კაპანაძეს გადაუხდიდა 1 500 ევროს, ქალბატონ ნ. ინასარიძეს − 4 500 ევროს. 2015 წლის 15 მაისს სასამართლომ მომჩივნებისგან მიიღო წერილი, რომლის თანახმადაც, ისინი დაეთანხმნენ მთავრობის მიერ შეთავაზებულ პირობებს და უარი განაცხადეს სხვა 90 მოთხოვნებზე. შესაბამისად, საქმე მიჩნეულ იქნა, როგორც მორიგება, და ევროპული სასამართლოს მიერ 2015 წლის 30 ივნისს ამოირიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ მომჩივნებმა 2009 წლის 15 ივნისის დემონსტრაციის დაშლისას პოლიციელების მხრიდან მიიღეს რამდენიმე ძალისმიერი დარტყმა ხელკეტით ხერხემლის, თავისა და ხელების არეში. დემონსტრაციის დაშლის შემდეგ რამდენიმე პირი, მათ შორის, 5 მომჩივანი, დააკავეს და პოლიციის სამმართველოს შენობაში შეიყვანეს. შემდგომ, მომჩივნები თბილისის საქალაქო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად და, შედეგად, 3 მათგანს შეუფარდა პატიმრობა 30 დღის ვადით, ხოლო ორ მომჩივანს − ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. მთავრობამ 2015 წლის 27 მაისს ევროპულ სასამართლოში წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაციით, მთავრობამ აღიარა მომჩივნების მიმართ კონვენციის მე-3, მე-6 და მე-11 მუხლების დარღვევა. ამასთან, მთავრობამ აიღო ვალდებულება, ეფექტიანად გამოეძიებინა ზემოაღნიშნული ინციდენტი და მომჩივნებისთვის გადაეხადა კონკრეტული ოდენობის კომპენსაციები დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე ((1) ბ-ნ მესხს და ბ-ნ ჩითარიშვილს − 4 500 ევრო თითოეულს; (2) ბ-ნ ბექაურს, ბ-ნ მაისურაძეს და ბ-ნ წულაძეს − 3 500 ევრო თითოეულს; (3) ბ-ნ ჭიქაშვილს − 1 500 ევრო; (4) ბ-ნ საბანაძეს, ბ-ნ სიხარულიძეს, ბ-ნ ქადაგიძეს და ქ-ნ ქობალიას − 1 000 ევრო თითოეულს). შესაბამისად, ევროპული სასამართლოს მიერ 2015 წლის 15 სექტემბერს საქმე ამოირიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. ცაგურია საქართველოს წინააღმდეგ ბატონი დაჩი ცაგურიას განცხადების თანახმად, მან მიიღო პოლიციელებისგან რამდენიმე ძალისმიერი დარტყმა ხელკეტით ხერხემლის, თავისა და ხელების არეში. დემონსტრაციის დაშლის შემდეგ რამდენიმე მონაწილე, სხვებს შორის, მომჩივანი, დააკავეს და პოლიციის სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს. იგი თბილისის საქალაქო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და შეუფარდა 30 დღით პატიმრობა. მთავრობამ 2015 წლის 27 მაისს ევროპულ სასამართლოში წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე, მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა 2009 წლის 15 ივნისს ბ-ნი ცაგურიას მიმართ მიყენებულ სხეულის დაზიანებებზე გამოძიების არაეფექტიანობის გამო; ასევე, მთავრობამ აღიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს №2 იზოლატორში სამედიცინო დახმარების აღმოჩენის და პირადი ჰიგიენის დაცვის უზრუნველყოფის ნაკლოვანებები; აგრეთვე, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების დარღვევა, რადგან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მომჩივანს არ მიეცა ადეკვატური დრო და საშუალება თავის დასაცავად. მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა იმის გამო, რომ ადმინისტრაციული სახდელი − 30-დღიანი პატიმრობა არ იყო პროპორციული სანქცია. შესაბამისად, მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ ჩაეტარებინა სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება 2009 წლის 15 ივნისს მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე და 91 მისთვის გადაეხადა 3 500 ევრო ყველა მატერიალური და მორალური ზიანის, ასევე, ყველა ხარჯისა და დანახარჯის დასაფარად. შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმე მიჩნეულ იქნა, როგორც მორიგება, და ევროპული სასამართლოს მიერ 2015 წლის 15 სექტემბერს ამოირიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივანი აცხადებდა, რომ 2009 წლის 15 ივნისის აქციის დაშლაში მონაწილე პოლიციელებმა მას ხერხემლის, თავისა და ხელების არეში ხელკეტებით მიაყენეს რამდენიმე დარტყმა. საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, მომჩივანი, პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს. მომჩივანი მოათავსეს საკანში. თუმცა, თხუთმეტი წუთის შემდეგ იგი გაათავისუფლეს და განუმარტეს, რომ ის შეცდომით დააკავეს. 2009 წლის 23 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა მომჩივნის სახელით მიმართა მთავარ პროკურორს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა და უკანონო დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით. 2009 წლის 17 აგვისტოს მთავარმა პროკურატურამ აცნობა სახალხო დამცველს, რომ 2009 წლის 15 ივნისის ინციდენტის თაობაზე აღიძრა ერთიანი სისხლის სამართლის საქმე და რომ გამოძიების შედეგები გონივრულ ვადაში გასაჯაროვდებოდა. 2009 წლის 21 ოქტომბერს სახალხო დამცველი დაინტერესდა გამოძიების მიმდინარეობით. იმავე მოთხოვნებით მიმართა პროკურატურას მომჩივნის ადვოკატმა 2009 წლის 20 ნოემბერსა და 25 დეკემბერს, თუმცა, ამ მოთხოვნებს პასუხი არ მოჰყოლია. მთავრობამ 2015 წლის 9 ივლისს ევროპულ სასამართლოში წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაციით მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა, 2009 წლის 15 ივნისის დემონსტრაციის მიმდინარეობისას მომჩივნისათვის სავარაუდოდ მიყენებული დაზიანებების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების არაეფექტიანობის გამო. აგრეთვე, მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დარღვევა მომჩივნის თავისუფლების აღკვეთის გამო. მთავრობამ აიღო სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება 2009 წლის 15 ივნისის დემონსტრაციის მიმდინარეობისას მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით. ასევე, მთავრობამ აიღო ვალდებულება, მომჩივნისთვის კომპენსაციის, 4 500 ევროს, გადახდის თაობაზე ყველა მატერიალური და მორალური ზიანის, ასევე ყველა ხარჯისა და დანახარჯის დასაფარად. ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების შესაბამისად მოპასუხე მთავრობის მიერ წარდგენილი დეკლარაციის პირობები და 2015 წლის 13 ოქტომბერს საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. 92 ინდივიდუალური ღონისძიებები სამართლიანი დაკმაყოფილება მთავრობამ დეკლარაციებით განსაზღვრული თანხა ყველა მომჩივანს გადაუხადა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. კერძოდ, მომჩივნებს საქმეზე − „შპს მაესტრო და სხვები“ − 2015 წლის 12 ოქტომბერს, მომჩივნებს საქმეზე − „ბექაური და სხვები“ − 2015 წლის 30 ნოემბერს, ბატონ დაჩი ცაგურიას − 2015 წლის 30 ნოემბერს, ხოლო ბატონ ვახტანგ მენაბდეს − 2015 წლის 22 დეკემბერს. გამოძიება აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 26 ივნისიდან განსახილველ საქმეზე გამოძიებას აწარმოებდა შსს მთავარი სამმართველო. საქმის მასალების მიხედვით, 2009-2012 წლებში სისხლის სამართლის №010098141 საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ფაქტობრივად არ ჩატარებულა. 2013 წელს გამოძიების ფარგლებში დაიკითხა არაერთი მოწმე, მათ შორის, ზემოხსენებულ მომჩივანთა უმეტესობა. ევროპული სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებზე განჩინებების გამოტანამდე, 2015 წლის 3 მარტს, სისხლის სამართლის საქმე შსს თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსაძიებლად გადაეცა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. თბილისის პროკურატურის მიერ საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები: კერძოდ, დაიკითხა ზოგიერთი მომჩივანი, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია და სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, 2015 წლის აპრილში განხორციელდა მოწმეთა მიერ წარმოდგენილი აქციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის დათვალიერება. განსახილველ საქმეებზე ევროპული სასამართლოს მიერ განჩინებების გამოტანის შემდგომ, 2016 წლის 12 იანვარს, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაიგზავნა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში. 2016 წლის 8 თებერვალს გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის №010098141 საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე და გამოძიება გაგრძელდა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. საწყის ეტაპზე მოწმის სახით დაიკითხნენ/გამოიკითხნენ მასმედიის წარმომადგენლები, რომლებიც იმყოფებოდნენ 2009 წლის 15 ივნისს აქციაზე და ცდილობდნენ გაეშუქებინათ სამართალდამცავების მიერ აქციის დაშლა, თუმცა მათ ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. სამართალდამცავებმა მათ ჩამოართვეს აპარატურა და დაუბრუნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც წაშალეს გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა. აქციის მონაწილე პირების დადგენის მიზნით, შესწავლილ იქნა გამოძიების მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია და გამოკითხული პირების მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. აღნიშნულის შედეგად, 2016-2017 წლებში იდენტიფიცირდა და საქმეზე გამოიკითხა აქციის ათეულობით მონაწილე, რომლებმაც გამოძიებას მიაწოდეს ინფორმაცია აქციის დაშლის ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართალდამცავების მიერ აქციის დაშლისას მათთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებების თაობაზე. 93 ხსენებულ პერიოდში გამოძიების ფარგლებში, მოძიებულ იქნა, დათვალიერდა და საქმეზე დამაგრდა სხვადასხვა ინტერნეტ ვებ-გვერდზე განთავსებული ვიდეო მასალა, რომელიც უკავშირდებოდა 2009 წლის 15 ივნისის აქციის დაშლას. დაკითხული/გამოკითხული აქციის მონაწილეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამოიკითხა რამდენიმე ყოფილი სამართალდამცავი, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ 2009 წლის 15 ივნისის აქციის დაშლაში. გამოკითხული პირების ნაწილმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია 2009 წლის 15 ივნისის აქციის დაშლაში მათი და სხვა სამართალდამცავების მონაწილეობის შესახებ, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა „ვერ გაიხსენა“ ხსენებული ფაქტი. გამოძიებისას სხვადასხვა დაწესებულებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია 2009 წლის 15 ივნისს თბილისის მასშტაბით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში მომუშავე პირების შესახებ, მათ შორის სამმართველოების ყოფილ ხელმძღვანელებთან დაკავშირებით. მოპოვებული ფოტო-ვიდეო მასალის საფუძველზე, 2017 წლის 2 მაისს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა ნაწილის (4 პირი) იდენტიფიცირების მიზნით. 2017 წლის 26 სექტემბერს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კიდევ ერთი ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა (2 სამართალდამცავის) იდენტიფიცირების მიზნით. საქმეზე დამატებით გამოიკითხა აქციის ერთ-ერთი მონაწილე - გიორგი ბექაური, სამედიცინო დაწესებულებიდან გამოთხოვილ იქნა სამედიცინო ისტორია და 2017 წლის 11 ნოემბერს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაზიანებების ხარისხისა და ხანდაზმულობის განსასაზღვრად. 2018 წლის 15 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიგზავნა შუამდგომლობა სისხლის სამართლის №010098141 საქმეზე სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. კერძოდ, მედიაკომპანია „ტომპსონ როიტერსიდან“ გამოთხოვილ იქნა 2009 წლის 15 ივნისის აქციის დაშლის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა. აქვე აღსანიშნავია, რომ საქმეზე მიმდინარე ინტენსიური გამოძიების პირობებში გამოიკვეთა ობიექტური ხელისშემშლელი გარემოებები, რომლებიც აფერხებს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას. კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა, აქციის დაშლისას სამართალდამცავებმა მასმედიის წარმომადგენლების ძირითად ნაწილს ჩამოართვეს აპარატურა და წაშალეს მათ მიერ გადაღებული მასალა. შესაბამისად, მწირი ფოტო-ვიდეო მასალის არსებობის პირობებში გართულდა იმ სამართალდამცავების იდენტიფიცირების პროცესი, რომლებმაც სავარაუდოდ გადაამეტეს საკუთარ უფლებამოსილებას. აქვე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აქციის დაშლაში მონაწილე სამართალდამცავების ნაწილს აქციის დაშლისას სახეზე ეკეთათ ნიღბები, რაც საგრძნობლად ამცირებს გამოძიების მიერ მათი იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ასევე, მწირი ფოტო-ვიდეო მასალის არსებობის პირობებში გაჭიანურდა ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზებზე დასკვნების მიღება, რის გამოც გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა წყაროდან დამატებით მოძიებულ იქნა გარკვეული მასალა, რაც 2018 წლის 21 თებერვალს დამატებით გადაეგზავნა სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თავად აქციის მონაწილეებიც ობიექტურად ვერ ახდენენ იმ პირების იდენტიფიცირებას, რომლებმაც დაშალეს აქცია ძალადობრივი მეთოდებით და 94 მათ ან აქციის სხვა მონაწილეებს მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები. შესაბამისად, არსებულ ფოტო-ვიდეო მასალაზე დაყრდნობით, მიმდინარეობს აქციის დაშლის ეპიზოდურად შესწავლა, დაშლაში მონაწილე სამართალდამცავების იდენტიფიცირებისა და მათ მიერ განხორციელებული ქმედებების შესაფასებლად. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 29 მარტს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაიცა 2009 წლის 15 ივნისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 6 პირზე დანიშნული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დაკვნა. გამოძიება გრძელდება საქმეზე სხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, რაც საბოლოოდ გახდება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. 2009 წლის 25 აპრილის აქციის საქმე 16. ბერიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №28297/10, 2015 წლის 15 სექტემბრის განჩინება (საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას) 2010 წლის 30 აპრილს მომჩივანმა თენგიზ ბერიძემ საჩივრით მიმართა ევროპულ სასამართლოს 2009 წლის 25 აპრილის საპროტესტო აქციების დროს სხეულის დაზიანების ფაქტზე დაწყებული გამოძიების არაეფექტიანობის თაობაზე. საჩივრის თანახმად, მომჩივანი საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო და 2009 წლის 23 აპრილიდან ცხოვრობდა საპროტესტო ბანაკში თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურის წინ. 2009 წლის 25 აპრილს მომჩივანმა მარჯვენა თვალბუდის არეში უეცარი ტკივილი იგრძნო, საიდანაც სისხლი წამოუვიდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ დაინახა, როგორ იდგა სამინისტროს შენობის აივანზე პირი პნევმატური იარაღით ხელში და აგრძელებდა მათი მიმართულებით სროლას, მას შემდეგაც კი, როდესაც მომჩივანი დაიჭრა. სამედიცინო ექსპერტის მიერ დადასტურდა, რომ მომჩივნის ჭრილობა მიყენებული იყო პნევმატური იარაღიდან ნასროლი ტყვიით. 2015 წლის 27 მაისს მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლების დარღვევა, მომჩივნის სხეულის დაზიანების ფაქტზე დაწყებული გამოძიების არაეფექტიანობის გამო. მთავრობამ დეკლარაციით აიღო გამოძიების ჩატარების ვალდებულება. გარდა ამისა, მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ მომჩივანს გადაუხადოს 4 500 ევრო მორალური და მატერიალური ზიანის, ასევე, ხარჯების ანაზღაურების მიზნით. ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა დეკლარაციის პირობები და საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან 2015 წლის 15 სექტემბერს. სამართლიანი დაკმაყოფილების თანხის გადახდა მომჩივანს კომპენსაციის თანხა (4 500 ევრო) ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2015 წლის 16 დეკემბერს. 95 გამოძიება 2016 წლის 2 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და საქმე გადაკვალიფიცირდა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 118-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე. 2016 წლის 3 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. განახლებული გამოძიების ფარგლებში საქმეზე მოპოვებულ იქნა 2009 წლის 16 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა თ. ბერიძის სხეულის დაზიანების შესახებ, რაც დაერთო საქმეს. აგრეთვე, დაიკითხნენ დამატებითი მოწმეები, მათ შორის, საქმის გამომძიებელი. ახალი გამოძიების ფარგლებში, 2017 წლის სექტემბერში მოწმის სახით გამოიკითხა შს სამინისტროს 5 ყოფილი თანამშრომელი, რომელთაც შეხება ჰქონდათ მომხდარ ინციდენტთან, თუმცა აღნიშნულმა პირებმა უარყვეს მომჩივნის მიმართ პნევმატური თოფის გამოყენების ფაქტი და ასევე „ვერ გაიხსენეს“ მომხდარის დეტალები. გარდა ამისა, 2017 წლის 28 სექტემბერს გამოიკითხა - ს. მ. (აქციის მონაწილე), რომელმაც გაიხსენა მომხდარი ინციდენტის დეტალები, ასევე დამატებით გამოიკითხნენ მომჩივანი და მასთან ერთად აქციაზე მყოფი სხვა პირები. გამოძიების ფარგლებში დათვალიერდა მოწმე ნ. ს.-ის მიერ წარმოდგენილი ვიდეოფირი, რომელიც ასახავს მომხდარი ინციდენტის გარკვეულ დეტალებს და მოხდა ვიდეოფირში ასახული სამართალდამცავთა ნაწილის იდენტიფიცირება. საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება ყველა შემხვედრი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რისი საჭიროებაც ობიექტურად იდგება გამოძიების წინაშე. სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა ხელახალი გადასინჯვა 17. თაბაგარი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივრები №70820/10 და №60870/11, 2013 წლის 18 ივნისის განჩინება (საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას) ბატონი ნუგზარ თაბაგარის მიერ ევროპულ სასამართლოში 2010 წლის 3 დეკემბერსა და 2011 წლის 17 აგვისტოს შეტანილი საჩივრები, სხვებს შორის, ეხებოდა სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, ამ კუთხით ეფექტიანი გამოძიების არარსებობას და ციხეში ადეკვატური სამედიცინო მკურნალობის ვერუზრუნველყოფას, კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე; აგრეთვე, კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე მომჩივნის პრეტენზია ეხებოდა 2008 წლის 12 აგვისტოს ციხიდან გაქცევის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმის პროცესებზე მისი დასწრების ვერუზრუნველყოფას. დამატებით, 2012 წლის 28 იანვარს სასამართლომ მთავრობას აცნობა კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე მომჩივნის პრეტენზიები, რომლებიც ეხებოდა მის მიერ ციხის თანამშრომლის მიმართ გამოხატული აგრესიული ქმედების გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს (№07390595). 96 საქმის მასალების შესწავლის შედეგად, 2013 წლის 19 აპრილს მთავრობამ ევროპულ სასამართლოში წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია საჩივრებში წამოჭრილი ზოგიერთი საკითხის გადაჭრის მიზნით. ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე, მთავრობამ აღიარა მომჩივნის ფსიქოლოგიური პრობლემებისა და პატიმრობის პერიოდში მისთვის ჩატარებული მკურნალობისას დაშვებული ხარვეზები. მთავრობამ აღიარა სისხლის სამართლის მეორე საქმეში (№073090285) მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით გამოძიების ხარვეზები, აგრეთვე, სისხლის სამართლის მესამე საქმეში (№073090595) ციხის თანამშრომელთა მიმართ გამოხატული აგრესიული ქმედების თაობაზე, გამოძიებისა და სასამართლო პროცესების დროს დაშვებულ ნაკლოვანებები და გაითვალისწინა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებული მომჩივნის უფლება, შიდა სასამართლოსთვის სისხლის სამართლის მესამე საქმის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართვის თაობაზე; დამატებით, მხედველობაში მიიღო სისხლის სამართლის მეოთხე საქმის არაეფექტიანი გამოძიება (№073090245). აგრეთვე, მთავრობამ გაითვალისწინა მომჩივნისათვის დაზარალებულის სტატუსის არმინიჭება მეორე და მეოთხე სისხლის სამართლის საქმეებში, რის გამოც მას წაერთვა შესაძლებლობა, გამოეყენებინა ეროვნულ დონეზე არსებული მიმართვის ეფექტიანი შიდასამართლებრივი საშუალება, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-13 მუხლი. ამასთან, მთავრობამ გაითვალისწინა ხონის №9 ციხიდან გაქცევის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესებზე მომჩივნის დასწრების ვერუზრუნველყოფა კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დარღვევების საფუძველზე, მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა, გაუწიოს ბ-ნ თაბაგარს მისი ფსიქიკური პრობლემებისა და სხვა ჩივილების ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა სახელმწიფოს ხარჯით. ასევე, მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. რაც შეეხება კომპენსაციის თანხას, მთავრობამ აიღო ვალდებულება მომჩივნისათვის 9 000 ევროს გადახდის თაობაზე მორალური და მატერიალური ზიანის, ასევე, ხარჯების ანაზღაურების მიზნით. გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ, თავისი რეგლამენტის 43ე (§4) მუხლის საფუძველზე, გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და მომჩივანს მიანიჭა დამატებით 1 000 ევრო ხარჯების ანაზღაურების სახით. ინდივიდუალური ღონისძიებები 10 000 ევრო მთავრობის მიერ მომჩივანს გადაერიცხა განჩინებით დადგენილ ვადაში, 2013 წლის 23 სექტემბერს. სისხლის სამართლის ორივე საქმეზე (№073090285 და №073090245) განახლდა გამოძიება და ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. ხელახალი გამოძიების ფარგლებში მომჩივანს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, დაიკითხნენ მოწმეები და განხორციელდა სხვა საგამოძიებო ღონისძიებები. კერძოდ, 2017 წლის დეკემბერში გამოიკითხა დაზარალებულის თანამესაკნე საკანში არსებული ვითარებისა და ნ. თაბაგარის ფიზიკური შეურაცხყოფის თაობაზე. 2018 წლის იანვარში გამოიკითხნენ - დაწესებულების მუშაკები 97 ნუგზარ თაბაგარის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ, თუმცა აღნიშნულ მოწმეებს არ ჰქონდათ ინფორმაცია მომჩივნის არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. 2018 წლის იანვარსა და თებერვალში, დასახელებულ ფაქტებზე ასევე გამოიკითხა დაწესებულების არაერთი თანამშრომელი, რომლებსაც გამოძიებისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია არ გააჩნდათ. პენიტენციური დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ჟურნალში არსებული ჩანაწერების შესახებ და 2009-2011 წლებში ბალანსზე რიცხული ვიდეოკამერების თაობაზე. 2018 წლის 12 იანვარიდან 5 თებერვლამდე გამოიკითხნენ (№7 (2010 წლიდან №15) დაწესებულების მუშაკები მომჩივნის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ, თუმცა, მოწმეთა განმარტებით, მათ ინფორმაცია არა ჰქონდათ ნ. თაბაგარის ცემა-წამების ან მისდამი სხვა უკანონო მოპყრობის ფაქტებზე. გამოძიების ცნობით, მოწმის სახით გამოკითხულთა უმრავლესობა წარსულში წარმოადგენდა და ამჟამადაც წარმოადგენს კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულ პირებს (მათი ნაწილი დღესაც სასჯელს იხდის), რის გამოც ისინი არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. დასაკითხი პირების ნაწილს დატოვებული აქვს ქვეყანა, ნაწილი კი ძებნაში იმყოფება, ამდენად ვერ ხერხდება ამ პირთა გამოკითხვა და მათგან ინფორმაციის მიღება. ასევე, სავარაუდო დანაშაულის ჩადენიდან დიდი დროის გასვლის გამო, მოწმეებს უჭირთ დეტალების გახსენება. საქმეზე გრძელდება გამოძიება და ჩატარებულ იქნება ყველა შემხვედრი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლის საჭიროება ობიექტურად იდგება გამოძიების წინაშე. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის ხელახალ გადასინჯვას, 2014 წლის 26 სექტემბერს მომჩივანმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი 2014 წლის 10 ოქტომბერს, რაც უცვლელად დარჩა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინებით. 18. გივი ვაშაკიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №41359/08, 2014 წლის 28 იანვრის განჩინება ბატონი გივი ვაშაკიძის მიერ 2008 წლის 9 აგვისტოს ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივარი ეხებოდა 2007 წლის 20 მარტს თბილისში დანით მის დაჭრასთან დაკავშირებული საქმის გამოძიების არაეფექტიანობას და მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევას. საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 25 ოქტომბერს ევროპულ სასამართლოს წარუდგინა ცალმხრივი დეკლარაცია, რომლითაც აღიარა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა ეროვნული სასამართლოების მიერ სისხლის სამართლის საქმის შესწავლის პროცესში გარკვეული ნაკლოვანებების არსებობის გამო. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს არასაკმარისი დასაბუთების გამო მომჩივნის მიერ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისათვის დამნაშავედ ცნობის დროს. ასევე, სასამართლოთა უმოქმედობის გამო, დაეკითხათ დაცვის მხარის მოწმეები. ამასთან, მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის 98 დარღვევა გამოძიების არაეფექტიანობის გამო მომჩივნის დანით დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. მთავრობამ აიღო პასუხისმგებლობა მომჩივნისათვის 4 000 ევროს გადახდის თაობაზე ნებისმიერი მორალური და მატერიალური ზიანის, ყველა ხარჯისა და დანახარჯის ანაზღაურების სახით, რაც კი შესაძლოა, დაეკისროს მომჩივანს. დამატებით მთავრობამ დეკლარაციაში მიუთითა მომჩივნის უფლებაზე, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიემართა ეროვნული სასამართლოსთვის სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვის მოთხოვნით ევროპული სასამართლოს განჩინების საფუძველზე. 2013 წლის 13 დეკემბრის წერილით მომჩივანმა განაცხადა, რომ მისთვის მისაღები იყო დეკლარაციის პირობები, რის საფუძველზეც სასამართლომ მომჩივნის თანხმობა მთავრობის მიერ წარდგენილ დეკლარაციაზე მიიჩნია, როგორც მორიგება მხარეებს შორის, და 2014 წლის 28 იანვარს საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. ინდივიდუალური ღონისძიებები მომჩივან გივი ვაშაკიძეს კომპენსაციის თანხა (4 000 ევრო) ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2014 წლის 25 მარტს. რაც შეეხება საქმის ეროვნულ დონეზე ხელახალ განხილვას, ბატონმა გივი ვაშაკიძემ 2015 წლის 21 იანვარს მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დასაშვებად ცნო მომჩივან გივი ვაშაკიძის ინტერესების დამცველის შუამდგომლობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. 2017 წლის 5 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დაასრულა აღნიშნული საქმის განხილვა. პალატამ არ დააკმაყოფილა დაცვის საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენი გივი ვაშაკიძის მიმართ, გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის საქმეთა პალატას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. განსახილველ საქმეზე მინისტრთა კომიტეტს რამდენჯერმე მიეწოდა ინფორმაცია - 2017 წლის პირველ ივნისსა და 2017 წლის 13 ოქტომბერს. საქმეთა გადასინჯვის მექანიზმები ეროვნულ დონეზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა შესაძლებლობას იძლევა როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო საქმეები გადაისინჯოს ეროვნულ დონეზე ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად 99 თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება. სისხლის სამართლის საქმეებზე გადასინჯვის მექანიზმის საილუსტრაციოდ, აღსანიშნავია ევროპული სასამართლოს 2012 წლის 16 ოქტომბრის განჩინება „ლონდა თაქთაქიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი № 46055/06, რომელიც განსახილველ საქმეთა სიიდან ამოირიცხა მთავრობის მიერ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე). ევროპული სასამართლოს აღნიშნული განჩინების საფუძველზე, მომჩივანმა მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლის 2014 წლის 13 იანვრის განაჩენით, გაუქმდა მომჩივნის მიმართ დამდგარი თავდაპირველი განაჩენი და ლონდა თაქთაქიშვილი გამართლდა სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ევროპული სასამართლოს განჩინების საფუძველზე „გამსახურდია საქართველოს წინააღმდეგ“, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 23 მაისს გააუქმა ცოტნე გამსახურდიას მიმართ 2011 წლის 20 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც ეხებოდა სსკ-ის 339-ე მუხლს (ქრთამის მიცემა). ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2017 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით, მიღებულ იქნა საბოლოო რეზოლუცია და დაიხურა ზედამხედველობა აღნიშნულ საქმეზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ეროვნულ დონეზე გადასინჯვის მექანიზმის ეფექტურობაზე (იხ. 2017 წლის ანგარიში დასრულებული საქმეების შესახებ - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ). აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ ევროპული სასამართლოს კიდევ ერთი განჩინების საფუძველზე - „გიორგი ვაშაკიძე და ელდარ გოგბერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 11 ივლისს გადაისინჯა მომჩივანთა მიმართ გამოტანილი განაჩენი და სასამართლომ გამოიტანა მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის გარდა, აღსანიშნავია ამავე მუხლში 2016 წლის 24 ივნისს განხორციელებული ცვლილებები. კერძოდ, 310-ე მუხლს დაემატა ახალი „ზ1“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ხსენებულ ნორმაში, სხვა საფუძვლებთან ერთად, განისაზღვრა განაჩენის გადასინჯვის ახალი საფუძველი, თუ „წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო“. უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს საქართველოს პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 34 მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის ფარგლებში მოპოვებულმა მტკიცებულებებმა გამორიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი იყვნენ მსჯავრდებულნი. ამავე 100 პერიოდში, საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ხელახალი განხილვის შედეგად გამამართლებელი განაჩენი დადგა 6 პირის მიმართ.101 სხვა განჩინებები 19. ჩქოტუა და არქანია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №60909/08, 2014 წლის 20 მაისის განჩინება ბატონი თენგიზ ჩქოტუა (პირველი მომჩივანი) დააპატიმრეს 2006 წლის 16 ნოემბერს. იგი ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. დაპატიმრების დროისთვის პირველი მომჩივანი უკვე დაავადებული იყო ტუბერკულოზით, ვირუსული C ჰეპატიტითა და სხვა დაავადებებით. 2009 წლის 26 დეკემბერს იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. 2010 წლის 5 მარტს ბატონი ჩქოტუას მეუღლემ, ქალბატონმა ელისო არქანიამ (მეორე მომჩივანი), ევროპულ სასამართლოს შეატყობინა მისი მეუღლის გარდაიცვალების თაობაზე ციხეში მკურნალობის არარსებობის გამო. 2013 წლის 25 ოქტომბერს განსახილველ საქმესთან მიმართებით მთავრობამ სასამართლოში წარადგინა დეკლარაცია, რითაც აღიარა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა სამედიცინო დახმარების ნაკლოვანებებისა და პირველი მომჩივნის გარდაცვალების ფაქტის არაეფექტიანი გამოძიების გამო. მთავრობამ მეორე მომჩივანს შესთავაზა მორიგება, რომლითაც აიღო ვალდებულება, მისთვის გადაეხადა 10 000 ევრო ყველა ზიანისა და ხარჯის ასანაზღაურებლად, ასევე, ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება პირველი მომჩივნის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. 2014 წლის 26 მარტს მომჩივანმა აცნობა სასამართლოს, რომ იგი მთავრობის დეკლარაციის პირობებს დაეთანხმა, შესაბამისად, საქმე მიჩნეულ იქნა, როგორც მორიგება, და ევროპული სასამართლოს მიერ 2014 წლის 20 მაისს ამოირიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან. ინდივიდუალური ღონისძიებები მთავრობამ მეორე მომჩივანს კომპენსაციის თანხა (10 000 ევრო) გადაუხადა დადგენილ ვადაში, 2014 წლის 15 ივლისს. ევროპული სასამართლოს განჩინებისა და მორიგების პირობების შესაბამისად, პირველი მომჩივნის გარდაცვალების ფაქტის გამოძიება განახლდა 2014 წლის 7 ოქტომბერს დიდუბეჩუღურეთის რაიონული პროკურატურის მიერ. განახლებული გამოძიების ფარგლებში გამოთხოვილ იქნა პირველი მომჩივნის სამედიცინო ისტორია და მის მკურნალობაში მონაწილე სამედიცინო პერსონალის დემოგრაფიული/საკონტაქტო მონაცემები. საქართველოს მთავარი პროკურორის ანგარიში, 6 თებერვალი, 2018, გვ. 36, ხელმისაწვდომია: http://pog.gov.ge/res/docs/6tebervalimtavariprokurorisangarishi.pdf 101 101 ზემოხსენებული ინფორმაციის მიღების შემდგომ, დაიკითხნენ პირველი მომჩივნის მკურნალობის პროცესში ჩართული ექიმები, მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გაწეული სამედიცინო დახმარების ადეკვატურობის თაობაზე. გამოძიების პროცესში დაზარალებულის მონაწილეობისა და ჩართულობის უზრუნველსაყოფად მეორე მომჩივნის ადვოკატს მიეწოდა ინფორმაცია გამოძიების პროგრესის თაობაზე და მიეცა საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა. 2016 წლის 18 აგვისტოს სისხლის სამართლის №002093014 საქმე შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით გადაეცა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. 2017 წლის 3 აპრილს დამატებით გამოიკითხა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი ელისო არქანია. ასევე, გამოიკითხა თენგიზ ჩქოტუას ძმა. გარდა ზემოაღნიშნულისა, განახლებული გამოძიების ფარგლებში სრულად გამოიკითხა ქსნის №7 დაწესებულებას მედპერსონალი და ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილე. გამოძიებამ გამოთხოვა ქსნის №7 დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში 2009 წელს მომუშავე ხელმძღვანელი პირების და მედპერსონალის დემოგრაფიული მონაცემები, ასევე, მათი დანიშვნისა და გათავისუფლების ბრძანებები. ზემოაღნიშნულის შემდგომ, გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულ იქნენ და გამოიკითხნენ სასჯელაღსრულების სამინისტროს სამკურნალო დაწესებულების ექიმები და ექთნები, რომლებსაც, სავარაუდოდ, სამსახურებრივად შეხება უნდა ჰქონოდათ თენგიზ ჩქოტუასთან, მათ შორის, გამოიკითხა თენგიზ ჩქოტუას მკურნალი ექიმი ნ. ს.. ოფიციალურად მიღებული ცნობების თანახმად, ქსნის №7 დაწესებულების მთავარი ექიმი ა. ე. და ექთანი ლ. ვ. არიან გარდაცვლილი. საქმეზე ჩატარებული განახლებული გამოძიების შედეგად, დადგინდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის №7 დაწესებულების ყოფილი დირექტორი რ.ა.-ს ბრალეულობა, რის საფუძველზეც 2009 წელს ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ეს უკანასკნელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის №7 დაწესებულების დირექტორმა, რომლისთვისაც ცნობილი იყო დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის თენგიზ ჩქოტუას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა და მისი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობის თაობაზე, გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა და დროულად არ შეასრულა კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა - პატიმრის ჰოსპიტალიზაციის თაობაზე. მიუხედავად მსჯავრდებულის ოჯახის წევრებისა და მისი ადვოკატის არაერთი მოთხოვნისა, მძიმე ავადმყოფს არც ადგილზე გაეწია სათანადო მკურნალობა და არც დროულად იქნა გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულებაში. დირექტორის მხრიდან გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობით, უკვე კომაში მყოფი პატიმარი დაგვიანებით იქნა ჰოსპიტალიზებული სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც განვითარებული თავის ტვინის შეშუპების გამო რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის №7 დაწესებულების ყოფილ დირექტორის ბრალდების საქმე განსახილველად გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რის შედეგადაც დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და ცნობილ იქნა დამნაშავედ. 102 20. მჭედლიშვილი საქართველოს წინააღდეგ, საჩივარი №43174/08, 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება (საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას) საქმე ეხება 2011 წლის 29 მაისს ციხის სამედიცინო დაწესებულებაში არასათანადო მკურნალობის გამო მომჩივნის გარდაცვალების ფაქტს. აღსანიშნავია, რომ ბატონი ნიკოლოზ მჭედლიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და შემდგომ მისი დაკავების პერიოდში იგი უკვე დაავადებული იყო ფილტვების ტუბერკულოზით, ვირუსული C ჰეპატიტით და ჰქონდა ნევროლოგიური დარღვევა. არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, იგი დაექვემდებარა აუცილებელ სტაციონარულ მკურნალობას, რისთვისაც მოათავსეს ციხის საავადმყოფოში. დაპატიმრების შემდეგ მომჩივანს 2009 წლის 13 ოქტომბერს დამატებით დაუსვეს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის დიაგნოზი, რომელიც უკვე B2 სტადიაში იყო და დაუწყეს შესაბამისი ანტირეტროვირუსული მედიკამენტებით მკურნალობა. 2011 წლის 7 ივნისს მომჩივნის წარმომადგენელმა ევროპულ სასამართლოს აცნობა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გარდაიცვალა 2010 წლის 25 ივნისს ტუბერკულოზით გამოწვეული გართულებების შედეგად. 2014 წლის 12 მაისს მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-2 (დამოუკიდებელი და სრულყოფილი გამოძიების არარსებობა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად) და მე-3 მუხლების (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნიკოლოზ მჭედლიშვილის არასათანადო მკურნალობა) დარღვევა და დეკლარაციით იკისრა ვალდებულება, ჩაატაროს ხელახალი გამოძიება მომჩივნის გარდაცვალების ფაქტზე და ამასთან, შიდა სასამართლოს მიერ მიკუთვნებულ 10 000 ლარზე დამატებით, მომჩივნის უფლებამონაცვლეს (მეუღლეს) გადაუხადოს 4 500 ევრო მორალური და მატერიალური ზიანის, ასევე, ხარჯების ასანაზღაურებლად. ზემოაღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე, ამორიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. ევროპულმა სასამართლომ საჩივარი ინდივიდუალური ღონისძიებები მომჩივანს კომპენსაციის თანხა (4 500 ევრო) ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2014 წლის 1 დეკემბერს. გამოძიება აღნიშნულ საქმეზე 2011 წლის 29 მაისს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №073110334 საქმეზე ნიკოლოზ მჭედლიშვილის გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით. ევროპული სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანის შემდეგ, 2015 წლის 6 თებერვალს, დაიწყო ახალი გამოძიება და სისხლის სამართლის საქმე გადაეგზავნა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. გამოძიების პროცესში მოწმის სახით დაიკითხნენ სამედიცინო დაწესებულების ექიმები და პერსონალი, რომლებსაც შეხება ჰქონდათ 103 მომჩივანთან. აღნიშნულმა პირებმა გამოძიებას მისცეს ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის თაობაზე. ჩვენებები მომჩივნის გარდა აღნიშნულისა საქმეზე ჩატარდა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: 2017 წლის 13 სექტემბერს მოწმის სახით გამოიკითხა კ.ა. (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე). ის დაიკითხა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საკომისიო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე. მისი განმარტებით, ნ. მჭედლიშვილის მკურნალობა ჩატარებულია სწორად. 2018 წლის 21 თებერვალს დაიკითხა - კ.ც. (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი) სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საკომისიო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესახებ. მისი განმარტებით, ნ. მჭედლიშვილის მკურნალობა ჩატარებულია სწორად. 2018 წლის 20 თებერვალს - ნ.ქ. (სს ,,ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“-ს დირექტორის მოადგილე) დაიკითხა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საკომისიო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე. მისი განმარტებით, ნ. მჭედლიშვილის მკურნალობა/მართვა მიმდინარეობდა სწორად. მისივე განმარტებით, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგს თავისი მიმართულებით დაფიქსირებული აქვს უმნიშვნელო ხარვეზები პაციენტის მართვასთან დაკავშირებით, მაგრამ აღნიშნული პაციენტის მკურნალობის საბოლოო შედეგზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენდა. 2017 წლის 31 მაისს - მიღებულ იქნა საკომისიო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით: - ნიკოლოზ მჭედლიშვილის სიკვდილის მიზეზია ფილტვების მილიარული ტუბერკულოზისა და მოაბსცედირე ბრონქოპნევმონიის შედეგად განვითარებული სუნთვისა და გულსისხლძარღვთა უკმარისობა; - საკომისიო ექსპერტიზაში მონაწილე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტის, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის დარგში, ნ.ქ.-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ნიკოლოზ მჭედლიშვილის მკურნალობა ჩატარებულია ძირითადად სწორად; - საკომისიო სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილე სს ,,ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოადგილის, ნ.ქ.-ს კვლევის თანახმად, პენიტენციურ სისტემაში პაციენტ ნიკოლოზ მჭედლიშვილის მართვა ფტიზიატრიული თვალსაზრისით ხორციელდებოდა სწორად, ტუბერკულოზის მართვის საერთაშორისო და ეროვნული გაიდლაინის მოთხოვნების შესაბამისად. სიკვდილი გამოიწვია არა დაგვიანებულმა ან არასწორმა დიაგნოსტიკამ ან/და მკურნალობამ, არამედ იმან, რომ ნიკოლოზ მჭედლიშვილი დაავადებული იყო ერთდროულად რამდენიმე უმძიმესი პათოლოგიით, რამაც გამოიწვია მკვეთრი იმუნოსუპრესიული მდგომარეობისა და მის ფონზე სიცოცხლისათვის შეუთავსებელი გართულებების განვითარება ამდენად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული ობიექტური მტკიცებულებები, რომ სასჯელაღსრულების სამედიცინო პერსონალის მხრიდან ჩადენილია დანაშაული. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზის შემდგომ, გამოძიება იმსჯელებს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. 104 21. თედლიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №64987/14, 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინება (საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას) საქმე ეხება 2011 წლის 30 აპრილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომჩივნის სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების არაეფექტიანობას. 2011 წლის 30 აპრილს მომჩივნების ოჯახის წევრი, ბატონი კახაბერ თედლიაშვილი, სამედიცინო დოლბანდით ჩამომხრჩვალი იპოვეს რუსთავის №6 საპყრობილის სამარტოო საკანში, სადაც ის 2008 წლის აგვისტოდან იხდიდა სასჯელს. 2015 წლის 3 აპრილს მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა და დეკლარაციით აიღო ვალდებულება, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება ბატონი კახაბერ თედლიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე; ასევე, დაზარალებულის უფლებამონაცვლეებს გადაუხადოს 10 000 ევრო მორალური და მატერიალური ზიანის, ხარჯების ასანაზღაურებლად. ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა დეკლარაციის პირობები და 2015 წლის 24 ნოემბერს საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. ინდივიდუალური ღონისძიებები მთავრობამ კომპენსაციის თანხა (10 000 ევრო) გადაიხადა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2016 წლის 10 თებერვალს. გამოძიება აღნიშნულ საქმეზე თავდაპირველი გამოძიება დაიწყო 2011 წლის 30 აპრილს მომჩივნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, ხოლო 2011 წლის 3 მაისს დაიწყო ახალი გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. ეს ორი საქმე მოგვიანებით გაერთიანდა. შემდგომ კი, გაერთიანებული საქმე გაუერთიანდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ განხორციელებული ცემა-წამების ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებას. ევროპული სასამართლოს მიერ განჩინების მიღების შემდგომ, 2016 წლის 12 იანვარს, სისხლის სამართლის №042090913801 საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო №042120116801 საქმე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების თანამშრომლების მიერ ამავე დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის, კახაბერ თედლიაშვილის, მიმართ განხორციელებული ცემა-წამების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით და საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის დადგენილებით საქმე შემდგომი გამოძიების ჩასატარებლად დაექვემდებარა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. 2016 წლის 24 თებერვალს პროკურორმა გამოიტანა დადგენილება კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ და სისხლის სამართლის №042120116801 საქმეზე გამოძიება გაგრძელდა სსკ-ის 1441ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 115-ე მუხლით. საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კახაბერ თედლიაშვილს სასჯელის მოხდის პერიოდში დაწერილი აქვს არაერთი განცხადება, რომელთა ადრესატი სხვადასხვა სახელმწიფო და 105 არასამთავრობო ორგანიზაციაა. განცხადებებში იგი მუდმივად უთითებდა, რომ მის სიცოცხლეს №6 დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ემუქრებოდა საფრთხე. ხელახალი გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ მოწმეები, გამოთხოვილ და მოპოვებულ იქნა შესაბამისი დოკუმენტაციები, დაინიშნა კომპლექსური ექსპერტიზები, მათ შორის, ბიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური ექსპერტიზა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დოლბანდის მასალისა და გამძლეობის დადგენის მიზნით, ასევე, დოკუმენტების ხელწერისა და ტექნიკო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზა მომჩივნის მიერ ზემოაღნიშნული განცხადებების უშუალოდ შედგენის დადგენის მიზნით. გარდა აღნიშნულისა, 2017 წლის 22 მაისს, გარდაცვლილ კ. თედლიაშვილის დედა ცნობილი იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. 2017 წლის 26-29 ივნისს - ადვოკატი სრულად გაეცნო საქმის მასალებს. რაც შეეხება მოწმეების დაკითხვას, 2017 წლის ივლისი-დეკემბრის თვეების განმავლობაში დაიკითხნენ შემდეგი მოწმეები: გ. ქ. (გარდაცვლილის თანამესაკნე, გამოიკითხა საკანში არსებული ვითარების შესახებ); ი. ქ. (გარდაცვლილის თანამესაკნე, გამოიკითხა საკანში არსებული ვითარების შესახებ); მ. გ. (ექიმი; კ. თედლიაშვილისთვის დასმული დიაგნოზისა და გაცემული დანიშნულების თაობაზე); ბ.თ. (გარდაცვლილის მამა კ. თედლიაშვილისთვის №6 დაწესებულებაში არსებული პრობლემების თაობაზე). ასევე, 2017 წელს საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოთხოვილია შემდეგი სახის მასალები: საქართველოს სახალხო დამცველისაგან გამოთხოვილი იქნა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების დაკითხვის ნებართვა; სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გამოთხოვილია ინფორმაცია №6 დაწესებულების სამარტოო საკნებში მყოფი და სამეურნეო სამსახურში რიცხული პირების შესახებ; სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გამოთხოვილია №6 დაწესებულების სამეურნეო სამსახურში რიცხული პირების სრული სია (მათი ვინაობების დადგენისა და დაკითხვის მიზნით). ამჟამად, საქმეზე გრძელდება გამოძიება. ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდგომ გადაწყდება დამატებითი ექსპერტიზების დანიშვნის საკითხი. 22. გამცემლიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №2228/10, 2014 წლის 1 აპრილის განჩინება (საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას) საქმე ეხება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ 2008 წლის 8 მაისს მომჩივნების ოჯახის წევრის - გიორგი გამცემლიძის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს. საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2008 წლის 8 მაისს, დაახლოებით ღამის 1:20 საათზე, საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ, დაედევნენ ავტომანქანას, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა თბილისის ცენტრალურ უბანში. მანქანა ბორდიურის ქვებს მიეჯახა. გამოძიებით დგინდება, რომ მძღოლი, ბ–ნი გიორგი გამცემლიძე გადმოვიდა და გაქცევა სცადა მიმდებარე ავტოფარეხის სახურავზე აძრომით. საპატრულო პოლიციის ერთ–ერთმა თანამშრომელმა ამოიღო სამსახურებრივი პისტოლეტი და დაედევნა გ. გამცემლიძეს, 106 მალევე დააკავა იგი და შებოჭა ზურგის მხრიდან. გ. გამცემლიძე ცდილობდა თავის დაღწევას, რა დროსაც პოლიციელის მიერ მოხდა გასროლა და გიორგი გამცემლიძე სასიკვდილოდ დაიჭრა კისრის უკანა არეში. აღნიშნულ ფაქტზე, 2008 წლის 8 მაისს, თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №010088113 საქმეზე. იმავე დღეს, 02:30-03:35 საათამდე თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, თუმცა, მათ არანაირი იარაღი არ აღმოუჩენიათ. იმავდროულად, 2008 წლის 8 მაისს, შსს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №008082008 საქმეზე, გ. გამცემლიძის მიერ იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარების ფაქტზე. 02:40 სთ-დან 04:20 სთ-მდე პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ავტოფარეხის სახურავზე აღმოჩენილი იქნა ცეცხლსასროლი იარაღი. 2008 წლის 9 მაისს, ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად. 2009 წლის 16 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სასჯელის ზომად განუსაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, დაზარალებულის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დააკისრა ჯარიმა 41 500 ლარის ოდენობით. განაჩენი დაზარალებულის მიერ გასაჩივრდა როგორც სააპელაციო, ისე უზენაეს სასამართლოში, თუმცა უცვლელად იქნა დატოვებული. განსახილველ საქმეზე, 2013 წლის 11 მარტს მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა ევროპული სასამართლოს წინაშე და დეკლარაციით იკისრა ვალდებულება, ჩაატაროს ხელახალი გამოძიება გარდაცვლილის მიმართ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტზე. ასევე, მომჩივნებს გადაუხადოს 20 000 ევრო მორალური და მატერიალური ზიანის, ასევე, ხარჯების ასანაზღაურებლად. ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა დეკლარაციის პირობები და 2014 წლის 1 აპრილს საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. ინდივიდუალური ღონისძიებები მომჩივანს კომპენსაციის თანხა (20 000 ევრო) ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2014 წლის 16 ივნისს. გამოძიება 2014 წლის 23 ივნისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №074230614802 საქმეზე შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. ახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარდა მრავალი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. კერძოდ, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე 2014 წლის 30 ივნისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივიდან ამოღებული იქნა პოლიციელის - ვ.ა.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე. გამოძიების მიზნებისთვის, ასევე, გამოთხოვილი იქნა შესაბამისი ინფორმაციები შინაგან 107 საქმეთა სამინისტროს ცალკეული დეპარტამენტებიდან და საპატრულო პოლიციიდან; ამასთან, სწრაფი კვების რესტორნების ქსელ „მაკდონალდსიდან“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შემთხვევის დღეს მომუშავე პირებისა და ვიდეო-კამერების ჩანაწერების შესახებ. გამოძიების პროცესში დაიკითხა არაერთი პირი. კერძოდ, ხელახლა დაიკითხნენ გარდაცვლილის დედა და მეგობრები, მათ შორის, გარდაცვლილის მეგობარი ი.ჯ., რომელიც განსახილველ შემთხვევას უშუალოდ შეესწრო. ასევე, დაიკითხნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის, ვ.ა., რომლის მიერაც მოხდა გასროლა და მისი მეწყვილე ლ.ჯ.. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაიკითხნენ შემთხვევის ადგილზე მისული ექსპერტ-კრიმინალისტები, შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის იმჟამინდელი უფროსი და მისი მოადგილე და აღნიშნული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები. გამოძიების პროცესში დაიკითხნენ ი.ჯ.-ს ყოფილი მეუღლე ა.მ. და ფაქტის თვითმხილველი მოწმე - ო.თ., აგრეთვე პროკურატურის თანამშრომლები. აღსანიშნავია, რომ გატარდა კონკრეტული ზომები, სავარაუდოდ, გ. გამცემლიძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღის წარმომავლობის დასადგენად. გარდა ამისა, დათვალიერდა გ. გამცემლიძის დედის მიერ წარმოდგენილი CD დისკები და ჩაუტარდათ ფონოსკოპიური ექსპერტიზა. ასევე, საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ განახლებული გამოძიება იყო მაქსიმალურად ყოვლისმომცველი და შედგებოდა ყველა იმ გონივრული ნაბიჯისგან, რომლებიც საჭირო იყო მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფად. გამოძიებამ გამოიჩინა საკმარისი ძალისხმევა და გულმოდგინება, რომელიც აუცილებელი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწრაფად დასადგენად. გამოძიების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია და მტკიცებულებები შეფასდა სრულად და ობიექტურად. თუმცა, ჩატარებული გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული ობიექტური მტკიცებულებები, რომლებიც შესაბამისი სტანდარტით დაადასტურებდა კონკრეტულ პირთა ბრალეულობას. მოპოვებული მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზის შემდგომ, გამოძიება იმსჯელებს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. 23. ძებნიაური საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №67813/11, 2014 წლის 9 სექტემბრის განჩინება მომჩივანმა, ქალბატონმა ჟანა ძებნიაურმა, 2011 წლის 7 ოქტომბერს მიმართა ევროპულ სასამართლოს კერძო სამედიცინო დაწესებულებაში (შპს „სამკურნალო კომბინატში“) 2005 წლის 9 აპრილს მისი შვილის − გიორგი ძებნიაურის, გარდაცვალების თაობაზე. მომჩივანი კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე, პრეტენზიას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო შესაბამისი კერძო სამედიცინო დაწესებულების სათანადო და უსაფრთხო ფუნქციონირება და არ ჩატარდა იმ საექიმო შეცდომების სრულყოფილი გამოძიება, რომლებმაც მომჩივნის შვილის გარდაცვალება გამოიწვია. 2014 წლის 29 მაისს მთავრობამ სასამართლოში წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია, რითაც აღიარა კონვენციის მე-2 მუხლით სახელმწიფოსთვის დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებების დარღვევის ფაქტი და გამოთქვა მზადყოფნა, მომჩივნისთვის გადაეხადა 7 000 ევრო. 108 2014 წლის 13 ივნისის წერილით მომჩივანი მიესალმა მთავრობის აღიარებას, კონვენციის მე2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის თაობაზე და მიუთითა, რომ იგი მზად იყო, დათანხმებოდა მთავრობის დეკლარაციას, თუ ტექსტიდან ამოღებული იქნებოდა პირობა 7 000 ევროს გადახდის შესახებ. მომჩივანმა განმარტა, რომ ფულადი კომპენსაცია ვერ აუნაზღაურებდა მას შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტანჯვას და კატეგორიული უარი განაცხადა მთავრობისგან ნებისმიერი ფულადი შეთავაზების მიღების თაობაზე. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ ფულადი კომპენსაციის გადახდის პირობა უნდა იქნეს უარყოფილი. ევროპულმა სასამართლომ საკმარისად მიიჩნია მთავრობის მიერ კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევის აღიარება და 2014 წლის 9 სექტემბერს საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან. 24. ასათიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №42174/11, 2017 წლის 4 აპრილის განჩინება (საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას) საჩივარი ეხებოდა პოლიციის მიერ 2011 წლის 3 იანვრის ქუჩის მჯდომარე საპროტესტო აქციის დარბევას. მომჩივნებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ აქციაში, განაცხადეს, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილებების გადამეტებას, რითაც დაირღვა კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლები. ამ საჩივრების შესახებ მთავრობას ეცნობა 2015 წლის 28 სექტემბერს. 2016 წლის 3 მაისსა და 3 ივნისს სასამართლომ მიიღო ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი დეკლარაციები, რომლის მიხედვით მომჩივნები დათანხმდნენ განსახილველ საქმეთა ნუსხიდან საჩივრის ამორიცხვას მთავრობის მიერ გამოთქმული აღიარებებისა და აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით. კერძოდ, მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა №4, 5 და 7 (ბ-ნი თოფურია, ბ-ნი რევიშვილი და ბ-ნი იამანიძე) მომჩივნებთან მიმართებით პოლიციის მხრიდან, მათ წინააღმდეგ უფლებამოსილების გადამეტების საფუძველზე და აიღო ვალდებულება, რომ გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტი. ამასთანავე, მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა ათივე მომჩივნის მიმართ. ასევე, მთავრობამ აიღო შემდეგი თანხების გადახდის ვალდებულება: - 2 500 ევრო თითოეული მომჩივნის სასარგებლოდ (ბ-ნი თოფურია, ბ-ნი რევიშვილი და ბნი იამანიძე); - 2 000 ევრო თითოეული მომჩივნის სასარგებლოდ (ბ-ნი ასათიანი, ბ-ნი ასატრიანი, ბ-ნი ჩიღოშვილი, ბ-ნი ზღუდაძე, ბატონი ძებისაშვილი, ბ-ნი ელისაშვილი და ბ-ნი ჩხაიძე). 2017 წლის 4 აპრილს ევროპულმა სასამართლომ საჩივარი ამორიცხა განსახილველი საქმეთა ნუსხიდან. ინდივიდუალური ღონისძიებები მთავრობამ მომჩივნებს კომპენსაციის თანხა (21 500 ევრო) გადაუხადა დადგენილ ვადაში, 2017 წლის 21 ივნისს. 109 ყოველმხრივი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით, 2016 წლის 6 იანვრის დადგენილებით, სისხლის სამართლის №074118003 საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლითა და 341-ე მუხლით, ვინაიდან იკვეთება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და განზრახ უკანონო დაკავების ნიშნები. გამოძიების ფარგლებში, გამოკითხულია მრავალი მოწმე, კერძოდ, პატრულ-ინსპექტორები ადმინისტრაციული დაკავებისა და ოქმების შევსების თაობაზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე აქციის მონაწილე პირები, მათ შორის, მომჩივნები. გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილია ინფორმაცია სამინისტროს თანამშრომლების ნამსახურობის შესახებ. საქართველოს საზოგადოებრივი არხის არქივიდან გამოთხოვილია აუდიო-ვიდეო ფაილი, სადაც ასახულია აქციის დარბევის კადრი. ასევე, აქციის დაშლაში სავარაუდოდ მონაწილე სამართალდამცავების იდენტიფიცირების მიზნით, დანიშნულია კომპლექსური ჰაბიტოსკოპური და ფონოსკოპური ექსპერტიზა, რომლის შესრულებაც დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. აგეთვე, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დამატებით გადაიგზავნა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გამოთხოვილი მასალა და გამოტანილ იქნა ახალი დადგენილება ექსპერტიზის მიერ დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით. 25. ქოქაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №51902/10, 2017 წლის 27 ივნისის განჩინება (საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას) 2017 წლის 27 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება საქმეზე - „ქოქაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც საბოლოო გახდა 2017 წლის 20 ივლისს. აღნიშნული განჩინებით სასამართლომ საჩივარი განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა მთავრობის მიერ 2016 წლის 25 ნოემბერს წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე, რასაც დაეთანხმა მომჩივანიც. აღნიშნული განჩინების შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ წარდგენილი დეკლარაციით აღიარა მომჩივნის მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის ფაქტი და აიღო ვალდებულება, მომჩივნისთვის - ბორის ქოქაშვილისთვის გადაეხადა 3 000 ევრო, რაც განკუთვნილი იყო მისთვის მიყენებული ყველა მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, ასევე, ხარჯების დასაფარად. განჩინების თანახმად, ხსენებული კომპენსაციის გადახდა უნდა განხორციელებულიყო განჩინების თაობაზე მთავრობისთვის შეტყობინებიდან სამი თვის ვადაში - 2017 წლის 20 ოქტომბრამდე. ინდივიდუალური ღონისძიებები განჩინების აღსრულება (ე.ი. თანხის ჩარიცხვა) ამ დრომდე ვერ განხორციელდა მომჩივნის უმოქმედობის გამო. კერძოდ, ევროპული სასამართლოს განჩინების აღსრულების ეტაპზე, 110 იუსტიციის სამინისტროს მომჩივნის სტატუსით მომართა პირმა, რომლის სახელი და გვარია ბორის ქოქოევი, რასაც ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილი ბინადრობის ნებართვის მოწმობა/მინდობილობა და მოითხოვა თანხის ჩარიცხვა. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის 31 აგვისტოს ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა - ბორის ქოქაშვილმა და არა ბორის ქოქოევმა. კერძოდ, საჩივარში მომჩივნის ვინაობა დაფიქსირებულია - ბორის ქოქაშვილი, საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი შედგენილია ასევე, ბორის ქოქაშვილის სახელზე. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებაც გამოტანილია არა ბორის ქოქოევის, არამედ ბორის ქოქაშვილის სახელზე. აღნიშნული შეუსაბამობის გამორკვევის/აღმოფხვრის და შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინების დროულად (სამ თვიან ვადაში - 2017 წლის 20 ოქტომბრამდე) აღსრულების მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა ყველა შესაბამისი მოქმედება. ამასთანავე, სამინისტრომ არაერთხელ მოუწოდა მომჩივანს დაედასტურებინა ის გარემოება, რომ ბორის ქოქოევი იყო ევროპული სასამართლოს წინაშე წარმოებულ საქმეში წარმოდგენილი მომჩივანი - ბორის ქოქაშვილი და წარმოედგინა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია. ამავე მიზნით, მას ეთხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა და სასამართლოსათვის მიმართვა, ვინაიდან სხვა შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინების აღსრულება შეუძლებელი იქნებოდა. ზემოაღნიშნული არაერთი მიმართვის მიუხედავად, მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენა დღემდე არ მომხდარა. აღნიშნულის თაობაზე 2017 წლის 17 ოქტომბერს ეცნობა ევროპულ სასამართლოს. ბორის ქოქოევმა მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადაუხდელობის საკითხი. მოსარჩელე ბორის ქოქოევის მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის ქმედების განხორციელების დავალება და შესაბამისად, ევროპული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინების აღსრულების მიზნით, მის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე 3 000 ევროს ეკვივალენტის ოდენობით ლარში თანხის ჩარიცხვა. ამ ეტაპზე დავა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. 26. გაბუნია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №37276/05, 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინება მომჩივნები კონვენციის მე-9 და მე-14 მუხლების საფუძველზე აცხადებდნენ, რომ დაირღვა მათი რელიგიის თავისუფლების უფლება 2001 წელს მომხდარი ინციდენტების გამო. საქმის მორიგებით დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მთავრობამ 2017 წლის 2 ივნისის წერილით წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია შემდეგი პირობებით: “მთავრობა აღიარებს, რომ საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, 2001 წელს მომხდარი ინციდენტების გამო დაირღვა მომჩივნების კონვენციის მე-9 მუხლით, მე14 მუხლთან ერთობლიობაში, გათვალისწინებული რელიგიის თავისუფლების უფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობამ ვალდებულება აიღო, გადაეხადა: - 800 ევრო თითოეული მომჩივანისათვის ყველა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, ასევე, 2 000 ევრო ერთობლივად ყველა ხარჯისა და დანახარჯის, ანაზღაურების სახით. 111 2017 წლის 12 ივლისის წერილით მომჩივნები დაეთანხმნენ მთავრობის დეკლარაციის პირობებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის შედგა მორიგება. აქედან გამომდინარე, სასამართლომ საქმე განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა. ინდივიდუალური ღონისძიებები მთავრობამ მომჩივნებს კომპენსაციის თანხა (10 000 ევრო) გადაუხადა დადგენილ ვადაში, 2017 წლის 12 დეკემბერს. 27. ოგბაიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №36298/12, 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინება (საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას) (განჩინებაში შესწორება შეტანილია 2017 წლის 20 ნოემბერს სასამართლოს რეგლამენტის 81ე წესის შესაბამისად) საჩივარი ეხებოდა 2011 წლის 26 მაისს პოლიტიკური-საპროტესტო აქციის დარბევას პოლიციის სპეციალური დანაყოფების მიერ. თერთმეტივე მომჩივანი აცხადებდა, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობას. ასევე, მათ აღნიშნეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ განხორციელებულა სისხლის სამართლის ეფექტიანი გამოძიება. საჩივრის შესახებ მთავრობას წერილობით ეცნობა 2015 წლის 3 სექტემბერს. მთავრობამ 2016 წლის 3 მაისს სასამართლოს წარუდგინა დეკლარაცია, რამდენიმე მომჩივანთან მიმართებით, ხოლო გარკვეული მომჩივნების საჩივრის მისაღებობასთან და არსებით მხარესთან დაკავშირებით წარადგინა სამთავრობო მიმოხილვა. მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა 2011 წლის 26 მაისს პოლიციის მიერ მომჩივანთა (ბ-ნი ლ. ოგბაიძე, ბ-ნი ნ. სამხარაძე, ბ-ნი პ. აბულაძე, ქ-ნი მ. გუჯეჯიანი, ქ-ნი დ. გაბუნია, ბ-ნი ი. ცაავა, ბ-ნი კ. ბოლქვაძე და ქ-ნი ზ. მიქატაძე) წინააღმდეგ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის გამო. მთავრობამ, ასევე, აღიარა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა ზემოხსენებულ რვა მომჩივანთან მიმართებით და ასევე დამატებით პირველ მომჩივანთან (ბ-ნი გ. ოგბაიძე) მიმართებით. დეკლარაციაში, მთავრობამ მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ საგამოძიებო ორგანოები მოქმედებდნენ კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულებების შესაბამისად. ეროვნულ დონეზე ჩატარებული სისხლის სამართლის გამოძიების შედეგად დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი დევნა (მათ შორის, თავად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის) მათ მიერ 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის ძალადობრივი დარბევის გამო. დამატებით, მთავრობამ აიღო ვალდებულება გადაეხადა შემდეგი თანხები: - 3 500 ევრო თითოეული (ბ-ნი ლ. ოგბაიძე, ბ-ნი ნ. სამხარაძე, ქ-ნი მ. გუჯეჯიანი, ქ-ნი დ. გაბუნია და ბ-ნი კ. ბოლქვაძე) მომჩივნისთვის; 2 500 ევრო მე-5 მომჩივნისთვის (ბ-ნი პ. აბულაძე); 112 - 2 000 ევრო თითოეული (ბ-ნი გ. ოგბაიძე, ბ-ნი ი. ცაავა და ქ-ნი ზ. მიქატაძე) მომჩივნისთვის. მე-4 და მე-10 მომჩივნების (ქ-ნი მ. მაზიაშვილი და ბ-ნი ა. თედიაშვილი) საჩივრების მისაღებობასთან და არსებით მხარესთან დაკავშირებულ მიმოხილვაში, მთავრობამ გამოთქვა პრეტენზია, რომ სხვა დანარჩენი ცხრა მომჩივნისგან განსხვავებით, ამ ორ მომჩივანს არც ეროვნულ დონეზე და არც სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია 2011 წლის 26 მაისის აქციაში მათი მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულება. აქედან გამომდინარე, მთავრობამ განაცხადა, რომ მათი საჩივარი კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლების შესაბამისად აშკარად უსაფუძვლო იყო. 2017 წლის 17 მარტით დათარიღებული დეკლარაციით, მომჩივნების ნაწილმა სასამართლოს აცნობეს, რომ ისინი მზად იყვნენ მთავრობის 2016 წლის 3 მაისს გაკეთებული შეთავაზების მისაღებად. რაც შეეხება მე-4 და მე-10 მომჩივნებს, 2016 წლის 7 ივლისს სასამართლოს მიერ საჩივრის განსახილველ საქმეთა სიიდან შესაძლო ამორიცხვის შესახებ გაგზავნილი გაფრთხილების მიუხედავად, მათ უპასუხოდ დატოვეს მისაღებობასთან და არსებით მხარესთან დაკავშირებული სამთავრო მიმოხილვა. ზემოთ ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნების (ბ-ნი გ. ოგბაიძე, ბ-ნი. ლ. ოგბაიძე, ბ-ნი ნ. სამხარაძე, ბ-ნი პ. აბულაძე, ქ-ნი მ. გუჯეჯიანი, ქ-ნი დ. გაბუნია, ბ-ნი ი. ცაავა, ბ-ნი კ. ბოლქვაძე და ქ-ნი ზ. მიქატაძე), საკითხი მოგვარებულად ითვლება კონვენციის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. სხვა მომჩივნებთან (ქ-ნი მ. მაზიაშვილი და ბ-ნი ა. თედიაშვილი) დაკავშირებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით, ამ ორ მომჩივანს აღარ აქვს განზრახული ბოლომდე მისდიოს საჩივარს, კონვენციის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, საქმე ამოირიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან. ინდივიდუალური ღონისძიებები მთავრობამ მომჩივნებს კომპენსაციის თანხა გადაუხადა დადგენილ ვადაში, 2017 წლის 27 დეკემბერს. მომჩივანმა - გიორგი ოგბაიძემ, რეკვიზიტები წარმოადგინა 2018 წლის 15 მარტს და შესაბამისად, ამჟამად მიმდინარეობს თანხის ჩარიცხვის პროცედურები. 28. ზურაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №52168/12, 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინება (საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას) 113 მომჩივანი, კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე აცხადებდა, რომ 2011 წლის 26 მაისს (შემდგომში „2011 წლის 26 მაისის ინციდენტი“), პოლიციის მიერ მისი დაკავებისას ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას და რომ, შესაბამისმა ორგანოებმა ვერ შეძლეს ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. საქმის მორიგებით დასრულების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მთავრობამ 2016 წლის 28 ოქტომბრის წერილით შეატყობინა სასამართლოს, რომ მას სურდა საჩივარში აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, ცალმხრივი დეკლარაციის წარდგენა. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა 2011 წლის 26 მაისის ინციდენტთან მიმართებით, მან აიღო ვალდებულება, რომ უზრუნველეყო მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიება და გადაეხადა მისთვის 5 000 ევრო ყველა მატერიალური და მორალური ზიანის, ასევე ყველა ხარჯისა და დანახარჯის დასაფარად. სასამართლომ განიხილა დეკლარაციის პირობები მისი პრეცედენტული სამართლის მიხედვით და ამორიცხა საჩივარი კონვენციის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აგრეთვე, განსახილველ საქმეში მომჩივნის ადვოკატების მიერ გაწეული სამუშაოს გათვალისწინებით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გონივრული იქნებოდა მომჩივნისთვის 1 000 ევროს ოდენობით თანხის მინიჭება იურიდიული წარმომადგენლობის ხარჯების ასანაზღაურებლად, სასამართლოს რეგლამენტის 43-ე წესის მე-4 პუნქტის საფუძველზე. ინდივიდუალური ღონისძიებები მთავრობამ მომჩივანს კომპენსაციის თანხა (6 000 ევრო) გადაუხადა დადგენილ ვადაში, 2017 წლის 13 დეკემბერს. ყოველმხრივი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა მთავარ პროკურატურას. აღნიშნულ საქმეზე, 2011 წლის 11 ივნისს გამოძიება დაიწყო ქ. თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციულ საგამოძიებო ნაწილში. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმართან შაქრია ზურაშვილთან შეხვედრისა და გასაუბრების ოქმში ასახული გარემოებები, 2011 წლის 26 მაისს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მისი უკანონოდ დაკავებისა და ცემის შესახებ. 2017 წლის 8 დეკემბრის, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის დადგენილებით, სისხლის სამართლის №010118117 საქმე, გამოსაძიებლად გადაეცა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას გამოკითხულია შაქრია ზურაშვილი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი მრავალი პირი, მათ შორის გამოკითხულნი არიან პოლიციის თანამშრომლები. გამოძიების ფარგლებში, მოპოვებულია შაქრია ზურაშვილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აგრეთვე, მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციის ნაწილი, რომლის სრულყოფის შემდეგ იგეგმება სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დასადგენად. 114 აგრეთვე, გამოძიების მიერ იგეგმება სხვა აუცილებელი და შემხვედრი მოქმედებების ჩატარება დანაშაულის ჩამდენ პირთა დადგენისა და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით. 29. ჩიჩუა საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №65150/14, 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინება (საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას) 2012 წლის 25 მარტს, მომჩივანს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის, რის საფუძველზეც ის დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს თბილისის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 2012 წლის 23 აგვისტოს სასამართლო პროცესზე, მან განაცხადა, რომ №8 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა მის წინააღმდეგ არაადამიანურ მოპყრობას. მას არ დაუკონკრეტებია ზუსტი თარიღი ან ასეთი მოპყრობის ფორმა, ასევე არ წარმოუდგენია მასზე სავარაუდო ფიზიკური ძალადობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა. მომჩივნის ბრალდებებთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. 2014 წლის 16 სექტემბერს ევროპულ სასამართლოში შეტანილ საჩივარში მომჩივანი კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლების საფუძველზე პრეტენზიას გამოთქვამდა, რომ დაუზუსტებელ თარიღებში 2012 წლის 25 მარტიდან და 23 აგვისტომდე არსებულ პერიოდში, №8 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა. სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია ხელშესახები მტკიცებულება ან დამაჯერებელი არგუმენტი, რომელიც დაადასტურებდა წინასწარი პატიმრობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მის წინააღმდეგ №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თანამშრომლების მიერ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობას. შესაბამისად, კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის საფუძველზე შეტანილი საჩივარი უარყო სასამართლომ. მომჩივანი, ასევე აცხადებდა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მის არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით იყო არაეფექტიანი, რამაც გამოიწვია მოპასუხე სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებების დარღვევა. ამ საკითხთან დაკავშირებით წარდგენილ ცალმხრივ დეკლარაციაში, მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა, ასევე მე-13 მუხლის დარღვევა მომჩივნის არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების უშედეგობის გამო და აიღო ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება. ასევე, მთავრობამ აიღო ვალდებულება გადაეხადა მომჩივნისთვის 3 000 ევრო. მთავრობის მიერ წარდგენილი განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. დეკლარაციის საფუძველზე, საჩივარი ამოირიცხა 115 ინდივიდუალური ღონისძიებები იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მომჩივნის მიერ ამ დრომდე არ არის წარმოდგენილი რეკვიზიტები, რის გამოც ვერ ხერხდება კომპენსაციის თანხის ჩარიცხვა. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა ევროპულ სასამართლოს სამინისტროს 2018 წლის 12 თებერვლის წერილით. რაც შეეხება გამოძიებას, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის №073110400 საქმე №8 დაწესებულების თანამშრომლების მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და პატიმრების მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ ფაქტებზე, დანაშაული 3 გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 144 მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის მაისის თვიდან 2012 წლის 28 აგვისტომდე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულების მე-2 სარეჟიმო კორპუსის №45 საკანში მოთავსებულ პატიმარ დავით ჩიჩუას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულების ოფიცერი დ.ხ. და ამავე დაწესებულების სხვა თანამშრომლები აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, როგორც ზემოაღნიშნულ საკანში, მისივე თანამესაკნეების თვალწინ, ისე სარეჟიმო კორპუსის სამორიგეო ოთახში. 2017 წლის 25 დეკემბერს №073110400 საქმიდან გამოყო №074251217801 საქმე, დავით ჩიჩუას მიმართ განხორციელებული არაადამიანურ და დამამცირებელ ფაქტზე და გაერთიანდა №074210717801 საქმესთან, №8 დაწესებულების თანამშრომლების მიერ პატიმრების მიმართ განხორციელებული არაადამიანურ და დამამცირებელ ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილით. 2017 წლის 25 დეკემბერს №074210717801 საქმის ფარგლებში, დავით ჩიჩუა ცნობილი იქნა დაზარალებულად და მის მიმართ განხორციელებული არაადამიანურ და დამამცირებელ ფაქტზე, ბრალდებულად პასუხისგებაში მიეცა №8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი დ.ხ., დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით. 2018 წლის 11 იანვარს №074210717801 საქმე დ.ხ.-სა და სხვათა მიმართ არსებითად განსახილველად წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. 30. ურუშაძეები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №37395/09, 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება მომჩივნები (ნაირა ურუშაძე და აკაკი ურუშაძე) ასაჩივრებდნენ კონვენციის მე-3 მუხლისა და მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, პირველი მომჩივნის მიმართ ციხეში სამედიცინო მკურნალობის არარსებობას, ასევე, ორივე მომჩივნის მიმართ ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით განხორციელებული სისხლის სამართალწარმოების უკანონობას. 2017 წლის 14 ივნისსა და 9 ოქტომბერს სასამართლომ მიიღო მორიგების თაობაზე მხარეების მიერ ხელმოწერილი დეკლარაციები, რითაც ორივე მომჩივანმა თანხმობა განაცხადა, უარი ეთქვათ წინამდებარე საჩივარში წარმოდგენილ ფაქტებთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ ნაკისრი იმ ვალდებულების მხედველობაში მიღებით, რაც გულისხმობდა მათთვის ერთობლივად ex gratia 6 000 ევროს გადახდას. 116 სასამართლომ გაითვალისწინა მხარეებს შორის მიღწეული მორიგება და მიზანშეწონილად მიიჩნია საქმის განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხვა. ინდივიდუალური ღონისძიებები მთავრობა მომჩივნისთვის თანხის ჩარიცხვას განახორციელებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. 117 შეჯამება ზემოთ განხილული ინფორმაცია ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების - ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მიმართულებით. აღნიშნული ძალისხმევა მოიცავს როგორც ინდივიდუალურ ღონისძიებებს - დადგენილი დარღვევების შედეგების მაქსიმალურად გამოსწორებას მომჩივანთათვის, ასევე კოპლექსურ ზოგად ღონისძიებებს, რათა მომავალში აღმოიფხვრას მსგავსი დარღვევები და საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს ეროვნულ დონეზე ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ აღიდგინონ დარღვეული უფლებები. სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრები მკვეთრად შემცირდა წინა წლებთან შედარებით და საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირებს გაუჩნდათ ნდობა ეროვნული ორგანოების, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების მიმართ. უფრო კონკრეტულად, ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ევროპულ სასამართლოში ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირდა საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ საჩივართა მკვეთრი კლების ტენდენცია - 2011 წელს საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი იყო 395 საჩივარი, 2012 წელს - 367, ხოლო 2017 წელს კი - 89. ამ მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ევროპის საბჭოს წევრ 47 სახელმწიფოს შორის საჩივრების სიმცირით საქართველო მე-12 ადგილზეა. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული 2017 წლის სტატისტიკის დოკუმენტი აჩვენებს, რომ, წინა წლებთან შედარებით, საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში შეტანილი საჩივრებიდან უფრო მეტი მათგანი ცხადდება უსაფუძვლოდ და მიუღებლად ან ირიცხება განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. კერძოდ, 2017 წელს მიუღებლად გამოცხადდა/ამოირიცხა 232 საჩივარი, 2016 წელს – 148, ხოლო 2015 წელს – 197. ასევე, მკვეთრად შემცირდა საქმეების რაოდენობა, რომელთა თაობაზე საქართველოს მთავრობას შეპასუხება ეთხოვა. 2017 წელს მხოლოდ 25 საქმე იყო ასეთი, რაც, 2016 წელთან შედარებით, სამჯერ ნაკლებია. ამ მონაცემის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა საქმეების სიმცირის მიხედვით. შედარებისთვის: 2017 წელს ბელგიას 35 საქმეზე ეთხოვა შეპასუხება, ხორვატიას – 93-ზე, საფრანგეთს – 63-ზე, იტალიას – 1441-ზე, ლიტვას – 76-ზე, პოლონეთს - 404-ზე, რუმინეთს – 495-ზე, სლოვაკეთს – 47-ზე, ესპანეთს – 52-ზე.102 აგრეთვე, 2017 წელს 12 გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. აქედან 9 საქმეზე ითქვა მხოლოდ, რომ არის დარღვევები, 3 საქმეზე კი დარღვევები ვერ აღმოაჩინა სტრასბურგის სასამართლომ; 9 საქმიდან 8 ეხება წინა ხელისუფლების დროს მომხდარ ფაქტებს. ზემოაღნიშნული მონაცემები ადასტურებს იმას, რომ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მხრივ პროგრესი გრძელდება და დასავლეთევროპულ ქვეყნებთან შედარებითაც კი, საქართველოს აქვს უკეთესი მაჩვენებლები. საქართველოს მთავრობა აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, როგორც მიმდინარე საქმეების აღსრულების მიზნით, ასევე სამომავლოდ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის პროგრესის მიმართულებით, რის თაობაზეც მუდმივად მიაწვდის ინფორმაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და საქართველოს პარლამენტს. 102 ხელმისაწვდომია: http://www.justice.gov.ge/News/Detail?newsId=7609 118