„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, ეკა ბესელიას, მამუკა მდინარაძის, გიორგი ხატიძის, ოთარ დანელიას, გიორგი ვოლსკის, კახაბერ კუჭავას და ზვიად კვაჭანტირაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (№07-3/156, 19.04.2018) მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (11)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (12)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (13)
II მოსმენა
✓ 9 ✗ 14
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-25
ბიუროს ნომერი 153
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი
შინაარსის 3442 მუხლი:
„მუხლი 3442. საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნაში უკანონო მიგრაციისთვის შესაბამისი
პირობების შექმნა
1. საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის ან/და
მისთვის უცხო ქვეყანაში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა)
კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევით –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
2. საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების
ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
გ) ყალბი საბუთების გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი
ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, უვიზოდ იმოგზაურონ
შენგენის/ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის
ვადით.
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას წინ უსწრებდა ე.წ. შეჩერების მექანიზმის
შექმნა, რომელიც შენგენის/ევროკავშირის ქვეყნებს აძლევს საშუალებას, დააყენონ საკითხი
ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე მათ შორის, ისეთი პრობლემების
გამწვავების შემთხვევაში, როგორიც არის მაგალითად: ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა
რაოდენობის გაზრდა ან/და ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებლის მატება
ან/და რაიმე სახით უსაფრთხოების პრობლემის წამოჭრა.
ბოლო პერიოდში ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობისა და ქართველთა მიერ
ჩადენილი დანაშაულის გამო, იმატა კრიტიკამ
ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების
მხრიდან.
გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, ასევე, შვედეთის სამეფომ, როგორც
ევროსტრუქტურებში, ისე მედიის წინაშე, ღიად დააფიქსირეს, რომ ქართველთა მიერ უვიზო
რეჟიმის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ტენდენცია არის საყურადღებო და არ არის
გამორიცხული, დაწყებულ იქნას შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის განხილვა.
ზემოაღნიშნული ქვეყნები საქართველოს სამთავრობო უწყებებთან კონსულტაციის
ფარგლებში ღიად აფიქსირებენ რომ, მიზანშეწონილია, საქართველოს მთავრობამ გაატაროს
გარკვეული მიზანმიმართული ღონისძიებები, რათა შეამციროს საქართველოდან იმ
მოქალაქეთა ნაკადი, რომლებიც არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ უვიზოდ
მოგზაურობის შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე იდგა სერბეთი და ალბანეთი,
რომლებმაც
დროულად მოახდინეს გარკვეული შიდა პრევენციული მექანიზმების
ამოქმედება, მათ შორის, ქვეყნიდან გასვლის კონტროლის გამკაცრება და შედეგად შეჩერების
მექანიზმის ამოქმედების საკითხი მათ მიმართ არ დამდგარა.
ვინაიდან უვიზო რეჟიმი არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი საქართველოსთვის,
მომავალი თაობებისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის საქართველო ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა
მინიმუმადე იქნას დაყვანილი უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკები.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანია, ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეთა უცხო ქვეყნის
საზღვარზე უკანონოდ გადაყვანას, ასევე, მათთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნას.
ა.გ) კანონპროექტის არსი
კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას
საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნაში უკანონო მიგრაციისთვის შესაბამისი პირობების
შექმნისათვის, კერძოდ:
საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის ან/და
მისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის
შეწყობა) გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.
საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების
ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) გამოიწვევს
თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.
ზემოაღნიშნული რომელიმე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
გ) ყალბი საბუთების გამოყენებით,
გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
ხოლო მითითებული ქმედება ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ კი გამოიწვევს
თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის გავლენით შესაბამისი ხარჯები საჭიროების შემთხვევაში დაფინანსდება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს შესაძლებელია გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონო
მიგრაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნისათვის შესაძლო პასუხისმგებლობის
დაწესების გავლენით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს შესაძლებელია გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონო მიგრაციისთვის შესაბამისი პირობების
შექმნისათვის
შესაძლო
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის
დაწესების
შემთხვევაში,
სასამართლო, თავისუფლების აღკვეთის და სხვა თანმდევი ხარჯების
გავლენით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტს შესაძლებელია გავლენა ჰქონდეს უცხო ქვეყანაში უკანონო მიგრაციისთვის
შესაბამისი პირობების შექმნისათვის შესაძლო პასუხისმგებლობის დაწესების შემთხვევაში
შესაბამის იურიდიულ პირებზე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევის, ლიკვიდაციის და
ჯარიმის გავლენით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
ხელშეკრულებებს.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორები:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე,
გიორგი ვოლსკი, კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, გიორგი ხატიძე და ზვიად კვაჭანტირაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორები:
საქართველოს პარლამენტის წევრები:არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე,
გიორგი ვოლსკი, კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, გიორგი ხატიძე და ზვიად კვაჭანტირაძე.