„საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, ეკა ბესელიას, მამუკა მდინარაძის, გიორგი ხატიძის, ოთარ დანელიას, გიორგი ვოლსკის, კახაბერ კუჭავას და ზვიად კვაჭანტირაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (№07-3/156, 19.04.2018) მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, ეკა ბესელიას, მამუკა მდინარაძის, გიორგი ხატიძის, ოთარ დანელიას, გიორგი ვოლსკის, კახაბერ კუჭავას და ზვიად კვაჭანტირაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (№07-3/156, 19.04.2018) მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 85 ✗ 0
📄 თავფურცელი (299 KB)
📄 წერილი (70 KB)
📄 წამყვანი კომიტეტის დასკვნა (76 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (41 KB)
📝 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (12 KB)
📄 საქართველოს კანონის პროექტი (66 KB)
📝 საქართველოს კანონის პროექტი (16 KB)
📄 პასუხისმგებელი პირის მიერ ვიზირებული პროექტი (332 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (460 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (242 KB)
📄 კენჭისყრის შედეგები (789 KB)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2020-07-14
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-7561/20
13-07-2020
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 13 ივლისის
კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების:
არჩილ თალაკვაძის, ეკა ბესელიას, მამუკა მდინარაძის, გიორგი ხატიძის, ოთარ დანელიას,
გიორგი ვოლსკის, კახაბერ კუჭავას და ზვიად კვაჭანტირაძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს
მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/156; 19.04.2018).
დანართის სახით გიგზავნით კომიტეტის დასკვნას, კანონპროექტსა და პარლამენტის
დადგენილების პროექტს კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ
სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების შესახებ.
დანართი: 4 გვერდი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-7557/20
13-07-2020
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა
და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (N07-3/156; 19.04.2018)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 13 ივლისის
კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების:
არჩილ თალაკვაძის, ეკა ბესელიას, მამუკა მდინარაძის, გიორგი ხატიძის, ოთარ დანელიას,
გიორგი ვოლსკის, კახაბერ კუჭავას და ზვიად კვაჭანტირაძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს
მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/156; 19.04.2018).
I. კანონპროექტის ძირითადი არსი
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის
წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება აღნიშნული კანონის მე-10 მუხლი;
კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, „თუ საქართველოს სასაზღვრო გამტარ
პუნქტზე დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის
სივრცის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მას
შეიძლება ასევე უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე, თუ არ გააჩნია: ა)
ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც გაცემულია უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში და
რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების დღისთვის არანაკლებ 3 თვეა; ბ)
უკან
დასაბრუნებელი
სამგზავრო
ბილეთი
ან
ბილეთის
ჯავშანი;
გ)
სასტუმროს/საცხოვრებელი ბინის მოქმედი ჯავშანი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი
და მისამართი ან ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად
მცხოვრები მასპინძლის მისამართი; დ) სამოგზაურო დაზღვევა; ე) მოგზაურობის ფინანსური
უზრუნველყოფა.“
II. კომიტეტის შეფასება
კომიტეტი აღნიშნავს, რომ შენგენის სივრცის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის
უვიზოდ შესვლის უფლების მინიჭება (უვიზო მიმოსვლის რეჟიმი) ძალზე მნიშვნელოვანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
მონაპოვარია, რომლისთვისაც საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დიდი შრომა
გასწია და სწორი ნაბიჯები გადადგა. თუმცა ამ მონაპოვარს შენარჩუნება და განმტკიცება
ესაჭიროება, რაც ასევე პერიოდულად გარკვეული ღონისძიებების გატარებას, მათ შორის,
საკანონმდებლო ცვლილებებისა და სხვა მოქმედებების განხორციელებას, მოითხოვს. ერთერთ ასეთ ღონისძიებას კი განეკუთვნება საკანონმდებლო ჩარჩოს იმგვარად დახვეწა, რაც
საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის სივრცის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის წესების
დარღვევის ალბათობის შემცირებას განაპირობებს.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია სწორედ ზემოხსენებული ალბათობის შემცირება,
რათა მომავალში საფრთხე არ შეექმნას შენგენის სივრცის ქვეყნებში საქართველოს
მოქალაქეებისთვის უვიზოდ შესვლის უფლების არსებობას (უვიზო მიმოსვლის რეჟიმს).
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს ყოველივე ამავდროულად არ უნდა არღვევდეს
საქართველოს
კონსტიტუციითა
და
საერთაშორისო
სამართლით
უზრუნველყოფილ
ადამიანის უფლებებს; კომიტეტი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა
უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნების ინტერესსა და ადამიანის უფლებების დაცვის
ინტერესს შორის.
კომიტეტის სხდომაზე მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კანონპროექტში მისი შემდგომი
გაუმჯობესების მიზნით მიზანშეწონილია იმგვარი შინაარსობრივი ცვლილების შეტანა,
რომელიც კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის ფარგლებს სცილდება. შესაბამისად,
მომხსენებლის განცხადების თანახმად, გამოიკვეთა კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე
მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების საჭიროება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, ეკა ბესელიას, მამუკა
მდინარაძის, გიორგი ხატიძის, ოთარ დანელიას, გიორგი ვოლსკის, კახაბერ
კუჭავას და ზვიად კვაჭანტირაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და
საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (N07-3/156; 19.04.2018) მესამე
მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის
დაბრუნების შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 116-ე მუხლის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, ეკა ბესელიას,
მამუკა მდინარაძის, გიორგი ხატიძის, ოთარ დანელიას, გიორგი ვოლსკის, კახაბერ
კუჭავას და ზვიად კვაჭანტირაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და
საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (N07-3/156; 19.04.2018)
მომხსენებლის მოტივირებული წინადადების საფუძველზე მესამე მოსმენიდან
დაბრუნდეს მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში
შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1.
„საქართველოს მოქალაქეების
საქართველოდან
გასვლისა
და
საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) შეტანილ იქნეს
ცვლილება და მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლები
1. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოდან დროებითი
გასვლისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე ან პასპორტის
მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, აგრეთვე საზღვრის გადაკვეთაზე:
ა) თუ იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ;
ბ) თუ წარმოადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს.
2. თუ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე დადგინდა, რომ საქართველოს
მოქალაქე მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის სივრცის იმ ქვეყანაში,
რომელთანაც საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მას შეიძლება ასევე
უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე, თუ არ გააჩნია:
ა) ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც გაცემულია უკანასკნელი 10 წლის
განმავლობაში და რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების
დღისთვის არანაკლებ 3 თვეა;
ბ) უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი ან ბილეთის ჯავშანი;
გ) სასტუმროს/საცხოვრებელი ბინის
მოქმედი
ჯავშანი
ან
სხვა
დამადასტურებელი დოკუმენტი და მისამართი ან ევროკავშირის/შენგენის
სივრცის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი;
დ) სამოგზაურო დაზღვევა;
ე) მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფა.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი