„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, ეკა ბესელიას, მამუკა მდინარაძის, გიორგი ხატიძის, ოთარ დანელიას, გიორგი ვოლსკის, კახაბერ კუჭავას და ზვიად კვაჭანტირაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (№07-3/156, 19.04.2018) მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა (1)
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა (2)
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-25
ბიუროს ნომერი 153
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის
წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში
შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები,
№12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-10 მუხლი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლები
1. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოდან დროებითი
გასვლისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე ან პასპორტის მოქმედების
ვადის გაგრძელებაზე, აგრეთვე საზღვრის გადაკვეთაზე:
ა) თუ იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ;
ბ) თუ წარმოადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს.
2. თუ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე
მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის სივრცის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს
აქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მას შეიძლება ასევე უარი ეთქვას საქართველოს
საზღვრის გადაკვეთაზე, თუ არ გააჩნია:
ა) ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც გაცემულია უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში
და რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების დღისთვის არანაკლებ 3
თვეა;
ბ) უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
გ) სასტუმროს/საცხოვრებელი ბინის მოქმედი ჯავშანი ან სხვა დამადასტურებელი
დოკუმენტი და მისამართი ან ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნის ტერიტორიაზე
ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი;
დ) სამოგზაურო დაზღვევა;
ე) მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის
წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, უვიზოდ იმოგზაურონ
შენგენის/ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის
ვადით.
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას წინ უსწრებდა ე.წ. შეჩერების მექანიზმის
შექმნა, რომელიც შენგენის/ევროკავშირის ქვეყნებს აძლევს საშუალებას, დააყენონ საკითხი
ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე მათ შორის, ისეთი პრობლემების
გამწვავების შემთხვევაში, როგორიც არის მაგალითად: ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა
რაოდენობის გაზრდა ან/და ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებლის მატება
ან/და რაიმე სახით უსაფრთხოების პრობლემის წამოჭრა.
ბოლო პერიოდში ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობისა და ქართველთა მიერ
ჩადენილი დანაშაულის გამო, იმატა კრიტიკამ
ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების
მხრიდან.
გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, ასევე, შვედეთის სამეფომ, როგორც
ევროსტრუქტურებში, ისე მედიის წინაშე, ღიად დააფიქსირეს, რომ ქართველთა მიერ უვიზო
რეჟიმის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ტენდენცია არის საყურადღებო და არ არის
გამორიცხული, დაწყებულ იქნას შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის განხილვა.
ზემოაღნიშნული ქვეყნები საქართველოს სამთავრობო უწყებებთან კონსულტაციის
ფარგლებში ღიად აფიქსირებენ რომ, მიზანშეწონილია, საქართველოს მთავრობამ გაატაროს
გარკვეული მიზანმიმართული ღონისძიებები, რათა შეამციროს საქართველოდან იმ
მოქალაქეთა ნაკადი, რომლებიც არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ უვიზოდ
მოგზაურობის შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე იდგა სერბეთი და ალბანეთი,
რომლებმაც
დროულად მოახდინეს გარკვეული შიდა პრევენციული მექანიზმების
ამოქმედება, მათ შორის, ქვეყნიდან გასვლის კონტროლის გამკაცრება და შედეგად შეჩერების
მექანიზმის ამოქმედების საკითხი მათ მიმართ არ დამდგარა.
ვინაიდან უვიზო რეჟიმი არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი საქართველოსთვის,
მომავალი თაობებისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის საქართველო ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა
მინიმუმადე იქნას დაყვანილი უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია, არსებული რესურსების ფარგლებში გაძლიერდეს
პრევენციული
მექანიზმი,
რათა
შემცირდეს
საქართველოს
იმ
მოქალაქეთა
ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნებში გადინება, რომლებიც არაკეთილსინდისიერად
გამოიყენებენ უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით დამატებით განისაზღვრება შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეს
შეიძლება უარი ეთქვას საზღვრის გადაკვეთაზე, კერძოდ, თუ საქართველოს სასაზღვრო
გამტარ
პუნქტზე
დადგინდა,
რომ
საქართველოს
მოქალაქე
მიემგზავრება
ევროკავშირის/შენგენის სივრცის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს აქვს უვიზო
მიმოსვლის რეჟიმი, მას შეიძლება ასევე უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე,
თუ არ გააჩნია:
ა) ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც გაცემულია უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში და
რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების დღისთვის არანაკლებ 3 თვეა;
ბ) უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
გ) სასტუმროს/საცხოვრებელი ბინის მოქმედი ჯავშანი ან სხვა დამადასტურებელი
დოკუმენტი და მისამართი ან ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნის ტერიტორიაზე
ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი;
დ) სამოგზაურო დაზღვევა;
ე) მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ქნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, ვისზეც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
საქართველოს
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორები:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე,
გიორგი ვოლსკი, კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, გიორგი ხატიძე და ზვიად კვაჭანტირაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორები:
საქართველოს პარლამენტის წევრები:არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე,
გიორგი ვოლსკი, კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, გიორგი ხატიძე და ზვიად კვაჭანტირაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის
წესების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის,
ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 10. საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლები
საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოდან დროებითი
გასვლისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე ან პასპორტის მოქმედების
ვადის გაგრძელებაზე, აგრეთვე საზღვრის გადაკვეთაზე:
ა) თუ იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ;
ბ) თუ წარმოადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს;
გ) (ამოღებულია).