„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.04.2018
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/203/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-25
ბიუროს ნომერი 153

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 313) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს კანონი განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის, ექსტრადიციის, სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შემდგომი წარმოების მიზნით გადაგზავნის, განაჩენის აღსრულების, ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის მიზნით გადაცემის (გადმოცემის) პროცედურებს.“. 2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ საკითხებზე, გარდა ამ კანონის III და VI თავებით გათვალისწინებული საკითხებისა.“. 3. მე-3 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების შემთხვევაში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს დიპლომატიური არხები. 4. თუ შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ეროვნული სამართალი სხვაგვარ მოთხოვნას არ აწესებს, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების პროცესში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა ისეთი საშუალებები, რომლებიც იძლევა გაგზავნილი/მიღებული მასალების წერილობით წარდგენისა და ავთენტურობის დადგენის შესაძლებლობას; აგრეთვე, საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) არხები. 5. შესაბამისი თხოვნის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის არხებითა და საშუალებებით მიწოდებული მასალები შემდგომში შესაძლებელია დადასტურდეს ორიგინალი დოკუმენტების ან მათი დამოწმებული ასლების წარდგენის გზით.“. 4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები: „9. მიუხედავად უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საპროცესო მოქმედების ჩატარების ამ თავით გათვალისწინებული წესისა, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ასევე შესაძლებელია სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე, უცხო სახელმწიფოს ტერიტორაზე ჩატარებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედება. 10. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მიმართვის გარეშე, აგრეთვე დასაშვებია ღია წყაროებში არსებული ინფორმაციის მოპოვება და გამოყენება სისხლის სამართლის საქმის წარმოების მიზნებისათვის.“. 5. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანისას არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1433 მუხლის მე-13 ნაწილით დადგენილი ვადები.“. 6. 91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 91. პირის გამოკითხვა/დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით 1. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვა/დაკითხვა. 2. საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო- ან გამოსაკითხი/დასაკითხი პირის გამოძახება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოსაკითხ/დასაკითხ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ მოწმეს, ექსპერტსა და დაზარალებულს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლება-მოვალეობები. 4. თუ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას გამოიყენება შემდეგი წესები: ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელი უზრუნველყოფს გამოსაკითხი/დასაკითხი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის პიროვნების დადგენას და მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნდამენტური პრინციპების დაცვას; ბ) პირის უშუალოდ გამოკითხვას/დაკითხვას აწარმოებს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელი ან მისი მითითებით − საქართველოს კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილი პირი. გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; გ) საჭიროების შემთხვევაში გამოკითხვის/დაკითხვის პროცესში მონაწილეობს თარჯიმანი. 5. თუ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო საშუალებით გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება მხოლოდ გამოსაკითხი/დასაკითხი პირის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში. 6. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო- დაზარალებულის ან ვიდეოსაშუალებების გამოკითხვის/დაკითხვის შემდეგ გამოყენებით მოწმის, დგება რომელშიც ოქმი, ექსპერტის ან მიეთითება გამოკითხვის/დაკითხვის დრო და ადგილი, გამოკითხული/დაკითხული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, გამოკითხვის/დაკითხვის პროცესში მონაწილე პირები და გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე სხვა აუცილებელი მონაცემები. აღნიშნული ოქმი ამ კანონით დადგენილი წესით ეგზავნება უცხო სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს. 7. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის უზრუნველყოფენ საფუძველზე უცხო საქართველოს სახელმწიფოში კომპეტენტური ორგანოები სისხლისსამართლებრივი დევნისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვას. გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება მხოლოდ გამოსაკითხი/დასაკითხი პირის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში. 8. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს დაზარალებულის აუდიო- მიმართოს ან მის ტერიტორიაზე ვიდეოსაშუალებების მყოფი გამოყენებით მოწმის, ექსპერტის ან გამოკითხვის/დაკითხვის თხოვნით. 9. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიოან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის შესახებ შუამდგომლობაში, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მონაცემებისა, უნდა აღინიშნოს: ა) მიზეზები, რომელთა გამოც შეუძლებელია პირის უშუალოდ წარმოდგენა პროცესის მწარმოებელ ორგანოში; ბ) იმ ორგანოსა და პირის (პირების) დასახელება, რომლებიც უფლებამოსილი არიან, გამოკითხონ/დაკითხონ მოწმე, ექსპერტი ან დაზარალებული აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით. 10. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მიმართოს საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნისადმი დაქვემდებარებული პირის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის თხოვნით. გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება მხოლოდ გამოსაკითხი/დასაკითხი პირის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში. 11. ამ მუხლის მოთხოვნების მიუხედავად, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილი არიან, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის დისტანციური გამოკითხვა/დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით აწარმოონ კანონით დადგენილი სხვა წესით.“. 7. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ უცხო სახელმწიფოს შიდა სამართალი სხვაგვარ მოთხოვნას არ აწესებს, საპროცესო მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია პირის იძულებასთან და მისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან, ტარდება, თუ ისინი სანქცირებულია შესაბამისი უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.“. 8. 121 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 121. ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა 1. თუ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიების წარმოება მოითხოვს უცხო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტურ ორგანოებთან კოორდინირებულ მოქმედებას, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად შექმნას ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, რომლის შემადგენლობა, საქმიანობის წესი, საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები და წევრთა უფლებამოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან უცხო სახელმწიფოსთან (სახელმწიფოებთან) გაფორმებული წერილობითი შეთანხმებით (შეთანხმებებით). 2. ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში მოპოვებულ მტკიცებულებას საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა გააჩნია.“. 9. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადირება 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით მიმართოს უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას იმ პირის ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების ან ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას, ან რომელიც მსჯავრდებულია ამგვარი დანაშაულის ჩადენისათვის. 2. პირის ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების ან უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის მომზადების პროცესში მხედველობაში მიიღება აგრეთვე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მისი საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა, პირის საქართველოში ექსტრადირების, მისი შემდგომი მსჯავრდებისა და დასჯის საჯარო ინტერესი, ასევე სხვა გარემოებები, რომლებიც განსაზღვრავს პირის საქართველოში ექსტრადირების მიზანშეწონილობას. 3. პირის ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების ან უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.“. 10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი: „მუხლი 141. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობის წარდგენის საფუძველი და ფორმა 1. ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა იგზავნება გადაუდებელ შემთხვევაში, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების წარდგენამდე. 2. ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობით და უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შესახებ სასამართლოს განჩინების, ხოლო მსჯავრდებულის შემთხვევაში - კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის შესახებ; ბ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა წარდგენილ იქნება დამატებით; გ) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა დანაშაულისთვის იქნება მოთხოვნილი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ექსტრადიცია; დ) დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებათა აღწერას, დანაშაულის ჩადენის/შესაძლო ჩადენის ადგილისა და დროის მითითებით; ე) ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შეძლებისდაგვარად ზუსტ საიდენტიფიკაციო მონაცემებს.“. 11. მე-16 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაუშვებელია საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ან პირის მსჯავრდება მის გადმოცემამდე რაიმე სხვა დანაშაულის ჩადენისათვის, გარდა იმ დანაშაულისა, რომლის ჩადენისთვისაც იგი საქართველოში იქნა ექსტრადირებული (სპეციალობის წესი).“; ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) პირის საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით და მან უარი განაცხადა მის მიმართ სპეციალობის წესის გამოყენებაზე.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო სახელმწიფოსგან თანხმობის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით გათვალისწინებული დოკუმენტები და უნდა შეიცავდეს ამ კანონის მე-15 მუხლში აღნიშნულ ინფორმაციას.“. 12. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ: ა) უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილია პირის ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა; ბ) უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილია პირის ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა; გ) უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ პირი იძებნება საერთაშორისო დონეზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პირის დაკავების შემთხვევაში, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვისას აუცილებელია უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ იქნეს ამ კანონის 141 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. 3. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის დაკავებისთანავე უნდა ეცნობოს ამის შესახებ დამკავებელი ორგანოს საქმიანობაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელ შესაბამის პროკურორს, რომელიც დაკავებიდან 48 საათში შუამდგომლობით მიმართავს დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის მაგისტრატ მოსამართლეს პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თხოვნით. 4. უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საექსტრადიციო პატიმრობა ან, საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი აღკვეთის ღონისძიების სხვა სახეები. 5. მაგისტრატი მოსამართლე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხს განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესით და საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით. მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება შეიძლება პირისთვის მისი გადაცემიდან 7 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, რომელიც საჩივარს 5 დღის ვადაში განიხილავს. 6. საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული, უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის საექსტრადიციო პატიმრობის ვადაა 3 თვე, რომელიც საექსტრადიციო პროცედურების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე ექსტრადიციის განხორციელებით გამოწვეული საჭიროების გამო შეიძლება გაგრძელდეს 3 თვით, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე საექსტრადიციო პატიმრობის ვადას აგრძელებს შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილებაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. 8. საექსტრადიციო პროცედურების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელია შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიცვალოს ან გაუქმდეს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოყენებული საექსტრადიცო პატიმრობა ან აღკვეთის ღონისძიების სხვა სახე, რომლის თაობაზე გადაწყვეტილებაც საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევევბში გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე და 207-ე მუხლებით დადგენილი წესი საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით. 10. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის დაკავების და მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით დაუყოვნებლივ ეცნობება უცხო სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს. 11. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების (შეცვლის) შემთხვევაში, ექსტრადიციის განხორციელების, მათ შორის ექსტრადიციის შესახებ ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) საჭიროებიდან გამომდინარე, არ გამოირიცხება, საექსტრადიციო წარმოების ნებისმიერ ეტაპზე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების ხელახლა გამოყენება. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საექსტრადიციო პატიმრობის ხელახალი გამოყენებისას საექსტრადიციო პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. 13. ექსტრადიციის მიზნით დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, თუ დადგინდა, რომ იგი საქართველოს მოქალაქეა.“. 13. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 32. კოლიზიური თხოვნები 1. ექსტრადიციის შესახებ კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში, მათი დასაშვებობის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს შესაბამისი უფლებამოსილი სასამართლო ამ კანონით დადგენილი წესით. 2. კოლიზიური თხოვნების არსებობისას, ამ კანონით დადგენილი წესით პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ გამოხატულია თანხმობა თხოვნის გამომგზავნ ყველა სახელმწიფოში გამარტივებული პროცედურით ექსტრადიციაზე. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი იღებს დანაშაულის ჩადენის ადგილის, დანაშაულის სიმძიმის, ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებითა და 341 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობებით საქართველოსთვის მომართვის თარიღების, პირის მოქალაქეობისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ექსტრადიციის საკითხის გადასაწყვეტად კონსულტაციები გამართოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. 5. პირის გადაცემის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და უცხო სახელმწიფოს კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თხოვნას.“. 14. 34-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საექსტრადიციო მასალების მიღების შემდეგ უფლებამოსილი პროკურორი ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გონივრულ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რის თაობაზეც 10 დღით ადრე აცნობებს დაცვის მხარეს.“; ბ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები: „61. საექსტრადიციო პროცედურების ნებისმიერ ეტაპზე, მხარეები ვალდებულნი არიან, მოთხოვნის შემთხვევაში ერთმანეთს გაუცვალონ იმ დროსათვის მათ ხელთ არსებული ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელთა წარდგენასაც ისინი სასამართლოში აპირებენ. 62. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებიდან 5 დღის ვადაში მხარეები ვალდებულნი არიან ერთმანეთს გაუცვალონ მათ ხელთ არსებული ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელთა წარდგენასაც ისინი სასამართლოში ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დაუშვებელია აპირებენ. შესაბამისი აღნიშნული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სასამართლოში გამოყენება.“; გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განჩინება შეიძლება მისი გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივრონ მხარეებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც საჩივრის განსახილველად პირველ სხდომას ნიშნავს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.“. დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის სასამართლოს მიერ დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას ექსტრადიციის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება.“. 15. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 და 342 მუხლები: „მუხლი 341. გამარტივებული პროცედურის გამოყენებით პირის ექსტრადიციის საფუძველი და გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაცია 1. გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიცია შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წინაშე გამოხატული თანხმობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამარტივებული პროცედურის გამოყენებით პირის ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ ძებნილი პირის ექსტრადიციის მიზნით დაკავება მოითხოვება ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილნი არიან განიხილონ პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის საკითხი ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. 3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილ იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ა) ძებნილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის მოქალაქეობა; ბ) დაკავების მომთხოვნი ორგანო; გ) ძებნილი პირის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების ან აღსრულებას დაქვემდებარებული განაჩენის არსებობა; დ) მითითება იმის თაობაზე, რომ პირის ძებნა ხორციელდება ექსტრადიციის მიზნით; ე) დანაშაულის ხასიათი და მისი სამართლებრივი აღწერილობა; ვ) დანაშაულის გარემოებების აღწერილობა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის დრო, ადგილი და ძებნილი პირის ჩართულობის ხარისხი; ზ) შესაძლებლობის ფარგლებში, ინფორმაცია დანაშაულის შედეგების შესახებ; თ) ინფორმაცია ექსტრადიციის შემთხვევაში მოსალოდნელი მაქსიმალური სასჯელის ან საბოლოო განაჩენით დადგენილი სასჯელის შესახებ; ი) განაჩენის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია იმის თაობაზე აღსრულდა თუ არა განაჩენი რომელიმე ნაწილში და გამოტანილ იქნა თუ არა განაჩენი დაუსწრებლად; კ) ინფორმაცია ხანდაზმულობის ვადისა და მისი დინების შეწყვეტის/შეჩერების შესახებ. 4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ არის საკმარისი გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოდან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და დაადგინოს ამ ინფორმაციის წარმოდგენის ვადა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ამ კანონის 342 მუხლით დადგენილი ვადები. 6. გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურის დაცვით ძებნილი პირის ექსტრადიცია შემთხვევებისა, შესაძლოა ასევე განხორციელდეს, თუ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანის მიერ უკვე წარმოდგენილია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები. მუხლი 342. გამარტივებული პროცედურის გამოყენებით პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია 1. უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის ადგილსამყოფელის საქართველოს ტერიტორიაზე დადგენის ან ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასეთ პირს დაკავების დროს დაუყოვნებლივ განემარტება უფლება, მოითხოვოს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიცია და მიეწოდება ინფორმაცია ამ პროცედურით ექსტრადიციის სამართლებრივი შედეგების თაობაზე. 2. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე პირის დაკავებისა და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, დაკავებიდან არაუადრეს 5 დღისა და არაუგვიანეს 7 დღისა, დამკავებელი ორგანოს საქმიანობაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელ შესაბამისი პროკურორი შუამდგომლობით მიმართავს დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე პირის თანხმობის გამოხატვის მიზნით სასამართლო სხდომის ჩანიშვნის თაობაზე. 3. შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე სასამართლო სხდომას ნიშნავს შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში, რა დროსაც იგი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ: ა) პირი ნებაყოფლობით აცხადებს თანხმობას და მკაფიოდ ითხოვს ექსტრადიციას გამარტივებული პროცედურის გამოყენებით; ბ) პირი სრულად აცნობიერებს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის სამართლებრივ შედეგებს და მისთვის ცნობილია ამ პროცედურასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის ისიც, რომ მის მიერ გამოხატული თანხმობა საბოლოოა და რომ ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მის მიმართ შესაძლოა გატარდეს ამ კანონის 342 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები; გ) პირის მიერ თანხმობა გამოხატულია წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის, დაშინების, მუქარის, მოტყუების ან მის მიმართ სხვა რაიმე სახის უკანონო ქმედებების განხორციელების გარეშე; დ) ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ე) ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საექსტრადიციო წარმოების მასალებს. 4. გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე პირის თანხმობის გამოხატვის მიზნით ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე სავალდებულოა ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის დამცველისა და, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მონაწილეობა. პირის მიერ სასამართლო სხდომაზე ამ მუხლით გათვალისწინებული წესით გამოხატული თანხმობა საბოლოოა და დაუშვებელია მისი უკან გათხოვა. 5. გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე ძებნილი პირის პოზიციის მოსმენის შემდეგ სასამართლო ადგენს ოქმს, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 6. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა ვადა არ არის გათვალისწინებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის დაკავებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში აცნობებს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე სასამართლოს წინაშე პირის მიერ გამოხატული თანხმობის ან უარის თაობაზე. 7. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ პირს უფლება აქვს ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტამდე ნებისმიერ დროს მიმართოს შესაბამის (რაიონულ) საქალაქო სასამართლოს და მოითხოვოს მისი გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიცია. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე სასამართლო სხდომას ნიშნავს პირის მიერ შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში და საქმეს იხილავს ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით. 9. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის მიერ სასამართლოს წინაშე გამოხატული თანხმობა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გონივრულ ვადაში ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. 10. ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე პირის დაკავებისა და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, ან თუ პირის დაკავება ან/და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება არ განხორციელებულა, უფლებამოსილი პროკურორი ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს განუმარტავს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის უფლებას და გონივრულ ვადაში შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს პირის თანხმობის გამოხატვის მიზნით სასამართლო სხდომის ჩანიშვნის თაობაზე. 11. შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე სასამართლო სხდომას ნიშნავს შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში, რა დროსაც გამოიყენება ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები. 12. ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის მიერ გამოხატული თანხმობა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გონივრულ ვადაში ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. 13. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლით დადგენილი წესით პირის მიერ სასამართლოს წინაშე გამოხატული თანხმობის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში უფლებამოსილი პროკურორი შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამრთლოს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ძებნილი პირის ექსტრადიციის დასაშვებობის თაობაზე. 14. შესაბამის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს და გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მასალების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 15. იმ შემთხვევაში, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი გამოხატავს თანხმობას გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელების თაობაზე და შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიცია დასაშვებად იქნა მიჩნეული, საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც პირის სასამართლოს წინაშე გამოხატული თანხმობიდან 20 დღის განმავლობაში ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა ვადა არ არის დადგენილი: ა) გამარტივებული პროცედურის გამოყენებით პირის ექსტრადიციის შესახებ; ბ) გამარტივებული პროცედურის გამოყენებით პირის ექსტრადიციაზე უარის შესახებ. 16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ მხედველობაში მიიღება პირის მიერ სასამართლოს წინაშე გამოხატული თანხმობა, ამ კანონის 34-ე მუხლის 15-ე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები, ასევე სხვა გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისათვის. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. 17. პირის გამოხატული მიერ უარის, გამარტივებული სასამართლოს პროცედურის მიერ გამოყენებით გამარტივებული სასამართლოს პროცედურის წინაშე გამოყენებით ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის ან გამარტივებული პროცედურის გამოყენებით პირის ექსტრადიციაზე უარის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საექსტრადიციო პროცედურები წარიმართება ამ კანონის 34-ე მუხლით დადგენილი წესით. 18. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, გამარტივებული გადაწყვეტილების პროცედურის აღსრულება გამოყენებით (ეტაპირება) პირის უნდა ექსტრადიციის განხორციელდეს შესახებ პირველი შესაძლებლობისთანავე და, ყველა შემთხვევაში, ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების უცხო სახელმწიფოსთვის შეტყობინებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 19. გამარტივებული პროცედურის გამოყენებით პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის შემთხვევაში, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები არ არიან შეზღუდულნი ექსტრადირებული პირის მიმართ განახორციელონ სისხლისსამართლებრივი დევნა ან მსჯავრდება მის გადაცემამდე ჩადენილი რაიმე სხვა დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი არ ყოფილა ექსტრადირებული.“. 16. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 36. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანა 1. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 2. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების შესახებ თხოვნა უნდა შეიცავდეს იმავე რეკვიზიტებს, რომლებსაც ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა. 3. თუ პირის ექსტრადიცია ხორციელდება გამარტივებული პროცედურის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების შესახებ თხოვნა უნდა შეიცავდეს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 341 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოწოდებული ინფორმაცია არ აღმოჩნდა საკმარისი ტრანზიტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოდან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია. 5. საჰაერო ტრანზიტის შემთხვევაში, როდესაც გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომა, მომთხოვნმა მხარემ ოფიციალური თხოვნით უნდა მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 6. საჰაერო ტრანზიტის შემთხვევაში, როდესაც გათვალისწინებული არ არის საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომა, მომთხოვნმა მხარემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უნდა აცნობოს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანის შესახებ.“. 17. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) უცხო სახელმწიფოში სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების გადაგზავნა ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების განხორციელებას.“. 18. 38-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კანონის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ეგზავნება სისხლის სამართლის საქმის მასალები, ხოლო იმავე მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სისხლის სამართლის საქმის საერთაშორისო მასალების სათანადოდ ხელშეკრულებით ან დამოწმებული ინდივიდუალური ასლები, თუ საქართველოს შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საჭიროების შემთხვევაში იგზავნება ასევე ნივთიერი მტკიცებულებები.“. 19. 39-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის 37-ე მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის მასალების სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შემთხვევაში ავტომატურად არ წყდება პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ძირითად სისხლის სამართლის საქმეზე. იგი უნდა შეწყდეს გადაგზავნილ მასალებთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმირების შემდეგ.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. ამ კანონის 37-ე მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის მასალების სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შემთხვევაში საქართველოს კომპეტენტური ორგანოები არ წყვეტენ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოებას; იგი უნდა გაგრძელდეს, თუ უცხო სახელმწიფო არ დააკმაყოფილებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობას შემდეგი პირობებისა და შეზღუდვების გამო: ა) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად გამოსაძიებელი დანაშაულისათვის გასულია ხანდაზმულობის ვადა; ბ) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად გამოსაძიებელი დანაშაული არ ექცევა ამ სახელმწიფოს იურისდიქციაში; გ) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფო გამოსაძიებელ დანაშაულს მიიჩნევს პოლიტიკურ დანაშაულად, პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად ან სამხედრო დანაშაულად; დ) თუ გამოსაძიებელი დანაშაული შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით არ არის დასჯადი; ე) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფო საკუთარი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზეზით, საქართველოს შუამდგომლობის საფუძველზე არ დაიწყებს სისხლის სამართალწარმოებას.“. 20. 47-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 47. საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულება (გარდა ქონების ჩამორთმევისა)“. 21. 48-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 48. საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების (გარდა ქონების ჩამორთმევისა) შესახებ შუამდგომლობის ფორმა და თანდართული დოკუმენტები“. 22. 49-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 49. საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსასრულებლად (გარდა ქონების ჩამორთმევისა) გადაგზავნის პირობები“. 23. 50-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 50. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების (გარდა ქონების ჩამორთმევისა) ზოგადი პროცედურა“. 24. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 52. სასჯელის სახით ჯარიმასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურა 1. სასჯელის სახით ჯარიმასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უფლებამოსილ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს გამოაქვს განჩინება პირისთვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანისას შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო უზრუნველყოფს უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ პირისთვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის ოდენობის ლარებში კონვერტაციას გადაწყვეტილების მიღების დროს არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხდევინება შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 4. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ პირისთვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის თანხა გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“. 25. 54-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 26. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VI1 თავი: „თავი VI1. საერთაშორისო თანამშრომლობა ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით მუხლი 561. ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონება 1. ამ თავით გათვალისწინებული მიზნებისათვის ჩამორთმევას ექვემდებარება დანაშაულის საგანი ან/და იარაღი, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი ან/და დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონება (ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ასევე იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც იძლევა უფლებას ქონებაზე), აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავალი ან მათი ღირებულების ეკვივალენტი ქონება. 2. ჩამორთმევას ასევე ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV1 თავით გათვალისწინებული ქონება, ამავე თავით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 562. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის სახეები 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურასა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი სახის თანამშრომლობა: ა) ჩხრეკა, ამოღება ან/და ქონებაზე ყადაღის დადება; ბ) შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სხვა ღონისძიების გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების იდენტიფიცირებასა და მოძიებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებისა და საბანკო გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მისი მონიტორინგი; გ) ქონების ჩამორთმევა; დ) ჩამორთმეული ქონების განაწილება (გაყოფა) შუამდგომლობის ინიციატორი და შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შორის. 2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩამორთმევას დაქვემდებარებულ ქონებას გადამალავენ ან გაანადგურებენ, შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია, შუამდგომლობის მიმღებ სახელმწიფოს მიმართოს თხოვნით, რათა ქონების ჩამორთმევის თაობაზე შუამდგომლობის გაგზავნამდე უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ინიციატორი სახელწიფოს კომპეტენტური ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს ქონების ჩამორთმევის თაობაზე შუამდგომლობის გაგზავნამდე ჩხრეკის, ამოღების, ან/და ყადაღის გამოყენების აუცილებლობა. მუხლი 563. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე შუამდგომლობის ფორმა და თანდართული დოკუმენტები 1. თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით თანამშრომლობის თაობაზე შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობით და მასში მითითებული უნდა იყოს: ა) შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს სახელწოდება, აგრეთვე იმ უწყების დასახელება, რომელიც უშუალოდ აწარმოებს პროცედურებს ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით; ბ) შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს სახელწოდება; გ) თხოვნის საგანი და მიზეზი; დ) სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღწერა და დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია; ე) ამონაწერი შესაბამისი საკანონმდებლო აქტებიდან; ვ) საჭიროების შემთხვევაში, იმ პირის (პირთა) შესახებ მონაცემები, რომელთა მიმართაც უცხო სახელმწიფოში მიმდინარეობს სამართალწარმოება ან/და მოთხოვნილია დახმარების აღმოჩენა; ზ) იმ ქონების შესახებ მონაცემები, რომელთა დაკავშირებითაც მოთხოვნილია დახმარების აღმოჩენა, მათ შორის ინფორმაცია ქონების ადგილმდებარეობის, მისი კონკრეტულ პირთან (პირებთან) ან/და დანაშაულთან კავშირის თაობაზე; თ) ინფორმაცია იმ პროცედურების თაობაზე, რომელთა განხორციელებასაც ითხოვს შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფო დახმარების აღმოჩენისას. 2. თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობის თაობაზე შუამდგომლობას ასევე უნდა დაერთოს თხოვნის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ორიგინალი ან დამოწმებული ასლი ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების ჩხრეკის, ამოღების ან/და ყადაღის დადების თაობაზე. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილია პირის კონსტიტუციურ უფლებათა შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, თანამშრომლობის თაობაზე შესაბამის შუამდგომლობას ასევე უნდა დაერთოს შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ორიგინალი ან დამოწმებული ასლი მოთხოვნილი ღონისძიების ჩატარებაზე ნებართვის გაცემის თაობაზე, თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის 56 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომლობის თაობაზე 2 შუამდგომლობას ასევე უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ორიგინალი ან დამოწმებული ასლი ქონების ჩამორთმევის თაობაზე; ბ) შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წერილობითი დასტური იმის თაობაზე, რომ ქონების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილება საბოლოოა და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას; გ) ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მოცულობით არის მოთხოვნილი ქონების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება; დ) ინფორმაცია ქონების ჩამორთმევის აღსრულების პროცესში სხვა დამატებითი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე; ე) ინფორმაცია იმის თაობაზე, ჰქონდათ თუ არა მესამე პირებს გამოთქმული რაიმე სახის პრეტენზია ჩამორთმევას დაქვემდებარებულ ქონებასთან დაკავშირებით. მუხლი 564. ინფორმაციის პროაქტიულად მიწოდება ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების თაობაზე ინფორმაცია შესაძლოა გაზიარებულ იქნეს პროაქტიულად, ამ ინფორმაციის მომპოვებელი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსათვის საკუთარი ინიციატივით, იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ინფორმაციის მეორე სახელმწიფოსათვის მიწოდება ხელს შეუწყობს მის ტერიტორიაზე გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ანდა ამ თავით გათვალისწინებული თანამშრომლობის თაობაზე შუამდგომლობის ინიცირებას. მუხლი 565. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურა 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას, საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია განიხილოს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა ამ კანონის მუხლით 562 გათვალიწინებული ღონისძიებების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ. 2. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ არის საკმარისი დახმარების აღმოსაჩენად, საქართველოს პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოწოდებით თხოვნით. 3. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს პროკურატურა გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს უცხო სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსათვის დახმარების აღმოჩენას. 4. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით ამ თავით გათვალისწინებული დახმარების საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენისას გამოიყენება მსგავსი ღონისძიებების ჩატარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით. წესები, საერთაშორისო თანამშრომლობის 5. იმ შემთხვევაში, თუ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილია ამ კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების აღმოჩენა და წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს პროკურატურა გონივრულ ვადაში შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის რაიონულ ქონების (საქალაქო) სასამართლოს ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, ჩამორთმევასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. 6. რაიონული (საქალაქო) სასამართლო შუამდგომლობას და წარმოდგენილ მასალებს განიხილავს მიღებიდან 1 თვის ვადაში პროკურორისა და იმ პირის მონაწილეობით, რომლის ქონებრივი უფლებებიც შეიძლება დაირღვეს და იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. უცხო სახელმწიფოდან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული პერიოდი შესაძლოა გაგრძელდეს გონივრული ვადით. 7. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილების საქართველოში აღსრულების საკითხის განხილვისას, შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ისმენს მხარეთა მოსაზრებებს და ამოწმებს: ა) არსებობს თუ არა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისათვის; ბ) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ სრულყოფილად არის თუ არა წარმოდგენილი შესაბამისი შუამდგომლობა და მასალები საქართველოს ტერიტორიაზე ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით; გ) არსებობს თუ არა ამ კანონის 566 მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; დ) არსებობს თუ არა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით, ანდა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დამაბრკოლებელი გარემოებები; ე) არსებობს თუ არა მესამე პირთა სამართლებრივი მოთხოვნა ჩამორთმევას დაქვემდებარებულ ქონებასთან დაკავშირებით. 8. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილების საქართველოში აღსრულების საკითხის განხილვის დროს სასამართლო შეზღუდულია იმ ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც მოცემულია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებაში, ან გამომდინარეობს მისგან. 9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით, რომელიც შეიძლება მისი გამოცხადებიდან 15 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში პროკურორისა ან/და იმ პირის მიერ, რომლის ქონებრივი უფლებებიც შესაძლოა დაირღვეს ქონების ჩამორთმევით. სააპელაციო სასამართლოში საჩივარი განიხილება გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და შესაბამისი მასალების მიღებიდან 1 თვის ვადაში. უცხო სახელმწიფოდან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროების შემთხვევაში, ეს ვადა შესაძლოა გაგრძელდეს გონივრული პერიოდით. 10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გამოცხადებიდან 15 დღის ვადაში მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში პროკურორის ან/და იმ პირის მიერ, რომლის ქონებრივი უფლებებიც შესაძლოა დაირღვეს ქონების ჩამორთმევით. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და შესაბამისი მასალების მიღებიდან 1 თვის ვადაში, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. 11. ამ კანონის 561 მუხლით გათვალისწინებული ქონების ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩამორთმეული ქონება დროებით შესანახად გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 12. საქართველოს პროკურატურა ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე შუამდგომლობის შესრულების შედეგების შესახებ ინფორმაციას აწვდის შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს. მუხლი 566. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობაზე უარის თქმის საფუძვლები 1. თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე არ აღსრულდება, თუ: ა) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს სამართლებრივი სისტემის ფუნდამენტურ პრინციპებს; ბ) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის შესრულებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, უშიშროებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა არსებით ინტერესს; გ) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი დახმარება არ არის იმ მნიშვნელობის, რომელიც გაამართლებდა მის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას; დ) დანაშაულს, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება დახმარების აღმოჩენა, საქართველო პოლიტიკურ დანაშაულად მიიჩნევს; ე) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი დახმარების აღმოჩენა შეეწინააღმდეგებოდა პრინციპს - Non bis in idem; ვ) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია დახმარების აღმოჩენა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულად არ მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილია ამ კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ისეთი ღონისძიების განხორციელება, რომლის ჩატარებაც არ ზღუდავს პირის კონსტიტუციურ უფლებებს; ზ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დახმარების აღმოჩენის შედეგად პირი შესაძლოა აღმოჩნდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი რასის, ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავს გარემოებათა გამო; თ) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი დახმარების აღმოჩენა ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. 2. თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს ტერიტორიაზე დახმარების აღმოჩენა აგრეთვე არ განხორციელდება, თუ უცხო სახელწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შუამდგომლობით მოთხოვნილია ამ კანონის 562 მუხლის პირველი კონსტიტუციური პუნქტის უფლების „ა“ და „ბ“ შემზღუდველი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარება და ადამიანის ანალოგიური დანაშაულის საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები მოკლებული იქნებოდნენ შესაბამისი სამართალწარმოების პროცესში მსგავსი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობას. 3. თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების აღმოჩენა საქართველოს ტერიტორიაზე აგრეთვე არ განხორციელდება, თუ: ა) იმ დანაშაულისათვის, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება დახმარების აღმოჩენა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გასულია ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისადა სასჯელის მოხდისგან; ბ) ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის საბოლოო; გ) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ პირის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რა დროსაც იგი არ იყო უზრუნველყოფილი დაცვის მინიმალური უფლებით; დ) საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ქონების ჩამორთმევას. 4. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე არ აღსრულდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შემთხვევებში. მუხლი 567. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულების გადავადება ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულება შეიძლება გადავადდეს, თუ მისი შესრულება ზიანს მიაყენებს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამართალწარმოებას. მუხლი 568. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე კოლიზიური თხოვნების გადაწყვეტის წესი ქონების კოლიზიური ჩამორთმევასთან თხოვნების დაკავშირებით არსებობის საერთაშორისო შემთხვევაში, თანამშრომლობის საქართველოს თაობაზე პროკურატურის მიერ თანამშრომლობის აღმოჩენის დროს სხვა გარემოებებთან ერთად მხედველობაში მიიღება დანაშაულის ჩადენის დრო და ადგილი, დანაშულის სიმძიმე, შესაბამის უცხო სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გადაწყვეტილების გამოტანისა და დახმარების თაობაზე შუამდგომლობებით საქართველოს პროკურატურისათვის მიმართვის თარიღები. მუხლი 569. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ჩამორთმეული ქონების განკარგვის წესი 1. ამ კანონის 561 მუხლით გათვალისწინებული ქონების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის დროებით შესანახად გადაცემის შემდეგ საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია ჩამორთმეული ქონების განაწილების (გაყოფის) თაობაზე მოლაპარაკება აწარმოოს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან, რომლის შუამდგომლობის საფუძველზეც განხორციელდა მისი ჩამორთმევა. 2. ჩამორთმეული ქონების უცხო სახელმწიფოსათვის განაწილება (გაყოფა) არ განხორციელდება, თუ ეს სახელმწიფო უარს აცხადებს ამ ქონებაზე ან/და მისი საერთო ღირებულება არ აღემატება 40 000 ლარს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებით ჩამორთმეული ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში მიექცევა. 4. იმ შემთხევაში, თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, ჩამორთმეული ქონების ნახევარი შეიძლება გადაეცეს შესაბამის უცხო სახელმწიფოს, ხოლო ქონების დარჩენილი ნაწილი მიექცევა საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში. 5. თუ ჩამორთმეული ქონება არ წარმოადგენს ფულად თანხას, შესაბამის უცხო სახელმწიფოსთან ქონების განაწილების (გაყოფის) უზრუნველსაყოფად შესაძლებელია მისი გასხვისება. 6. ჩამორთმეული ქონების უცხო სახელმწიფოსათვის განაწილების (გაყოფის) დროს მხედველობაში მიიღება ქონების მესაკუთრეთა და იმ პირთა ინტერესი, რომელთაც დანაშულის შედეგად მიადგათ ზიანი. 7. შესაბამისი უცხო სახელმწიფოსათვის ქონების განაწილების (გაყოფის) თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ქონების ღირებულებას უნდა გამოაკლდეს ის ხარჯი, რომელიც საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა გასწიეს ამ ქონების მოძიების, ჩამორთმევისა და შენახვისათვის. 8. ჩამორთმეული ქონების განაწილების (გაყოფის) თაობაზე საქართველოს პროკურატურა შესაბამის უცხო სახელმწიფოსთან აფორმებს ინდივიდუალურ შეთანხმებას. 9. საქართველოს პროკურატურა და შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შესაძლოა შეთანხმდნენ ჩამორთმეული ქონების განაწილების (გაყოფის) ამ დადგენილისაგან განსხვავებულ პირობებზე.“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მუხლით
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2014 წლის 14 აპრილს საქართველოს მხარის მიერ ხელმოწერილი იქნა 2010 წლის 10 ნოემბრის „ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებითი ოქმი“, ხოლო 2014 წლის 1 მაისს საქართველოსთვის ძალაში შევიდა 2005 წლის 16 მაისის ევროსაბჭოს კონვენცია „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის პირველი მუხლის მე-9-11, მე-14 და მე-16-17 პუნქტების მომზადება განაპირობა 2010 წლის 10 ნოემბრის „ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებით ოქმთან“, ხოლო კანონპროექტის პირველი მუხლის 1-ლი, მე-2, 21--ე-27-ე პუნქტების მომზადება „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ 2005 წლის 16 მაისის ევროსაბჭოს კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის აუცილებლობამ. გარდა აღნიშნულისა, მოცემული კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3-8, მე-12, მე-15 და მე18-20 პუნქტების მომზადება გამოწვეულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული, სასამართლოს არაერთგვაროვანი პრაქტიკის განმაპირობებელი ნორმების დაზუსტებით. ხოლო კანონპროექტის პირველი მუხლის მე-13 პუნქტის მომზადება განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობის 2010 წლის 10 ნოემბრის „ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებით ოქმთან“ ჰარმონიზაციის, ასევე არსებული ბუნდოვანებების აღმოფხვრის აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია 2010 წლის 10 ნოემბრის „ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის“ და 2005 წლის 16 მაისის „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროსაბჭოს კონვენციის პრინციპებისა და დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაცია და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის დახვეწა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, დაკონკრეტებულია კანონის მიზანი და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების კომუნიკაციის არხები და საშუალებები. კანონპროექტი იძლევა შესაძლებლობას, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩატარებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მიმართვის გარეშე მოპოვებულ და გამოყენებულ იქნეს ღია წყაროებში არსებული ინფორმაცია. ამ ცვლილებით შესაძლებელი იქნება, ერთი მხრივ, მაგალითად, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ საექსპერტო დაწესებულებებთან თუ მათ ტერიტორიაზე მყოფ პირებთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება და მათი ჩართულობით შესაბამისი საპროცესო მოქმედებების გატარება, ხოლო, მეორე მხრივ, - ღია წყაროებში არსებული ინფორმაციის (მაგ.: კანონმდებლობის თაობაზე ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის) სისხლის სამართლის საქმის მიზნებისათვის გამოყენება. კანონპროექტის თანახმად, როდესაც მოთხოვნილია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ისეთი მოქმედების ჩატარება, რომელიც მოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადებთან ერთად, ასევე არ უნდა იქნეს გამოყენებული ამავე კოდექსის 1433 მუხლის მე-13 ნაწილით განსაზღვრული ვადები. უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, ამდაგვარი ნორმის კანონის მოქმედ რედაქციაში არარსებობა იწვევს სასამართლოს შესაბამისი განჩინების ძალადაკარგულად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-13 ნაწილით განსაზღვრული 30 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, რაც ასეთი განჩინების უცხო სახელმწიფოს ცენტრალური კომპეტენტური ორგანოსათვის საფოსტო გზავნილის საშუალებით მისაღებ ენაზე მიწოდების და შუამდგომლობის შემსრულებელ ორგანოსთან მისი შემდგომი გადამისამართების აუცილებლობის გათვალისწინებით, პრაქტიკაში საკმაოდ მოუქნელია. აღნიშნული კი, იწვევს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ ვადაამოწურული ქართული განჩინების შესასრულებლად მიღებას. გარდა ამისა, კანონპროექტით ფართოვდება ტექნიკური საშუალებების გამოყენებით პირის მიმართ საპროცესო მოქმედების ჩატარების შესაძლებლობა. კერძოდ, შესაძლებელი ხდება, სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული როგორც პირის დაკითხვა, ასევე გამოკითხვა. ამასთან, კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, სავალდებულოა, რომ პირის იძულებასთან და მისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველ საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფომ დამატებით წარმოადგინოს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ხდება საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი საპროცესო მოქმედების სანქცირება. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სახელმწიფოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამგვარ სანქცირებას უცხო სახელწიფოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებით ხორციელდება კანონის მოქმედი მუხლის მოდიფიცირება იმდაგავარად, რომ იგი მომავალში პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებთან შესაბამისობაში იყოს. კანონპროექტით ასევე დაკონკრეტებულია კანონის 121 მუხლით განსაზღვრული ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საქართველოში გამოყენების შესაძლებლობა, ვინაიდან ასეთი ჩანაწერის არარსებობა, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მოპოვებულ მტკიცებულებების გამოყენებასთან მიმართებით განსხვავებული ინტერპრეტაციის ალბათობას ქმნის. „ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შუამდგომლობასა“ და „ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას“. განსხვავება კანონპროექტი ერთმანეთისგან განასხვავებს ასეთი სახის შუამდგომლობებს შორის ასევე მითითებულია „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპულ კონვენციაშიც. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობაში ამ განსხვავების ასახვა განპირობებულია ახალი ინსტიტუტის - გამარტივებული პროცედურის გამოყენებით პირის ექსტრადიციის - შემოღებით. ცვლილება შედის იმ შემთხვევათა ჩამონათვალშიც, რომელთა თანახმად საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ეძლევათ შესაძლებლობა ე.წ. „სპეციალობის წესის“ გარეშე განახორციელონ საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ან მსჯავრდება მის გადმოცემამდე რაიმე სხვა დანაშაულის ჩადენისათვის, გარდა იმ დანაშაულისა, რომლის ჩადენისთვისაც იგი საქართველოში იქნა ექსტრადირებული. კერძოდ, კანონით განსაზღვრულ დებულებებს ემატება ის შემთხვევა, როდესაც პირის ექსტრადირება განხორციელებულია გამარტივებული პროცედურის გამოყენებით და მან უარი განაცხადა მის მიმართ სპეციალობის წესის გამოყენებაზე. კანონპროექტით ასევე დაზუსტებულია უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის დაკავების საფუძვლები. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება შესაძლებელი ხდება შემდეგი სამი საფუძვლიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში: ა) თუ უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილია პირის ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა; ბ) თუ უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილია პირის ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა; და გ) თუ უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ პირი იძებნება საერთაშორისო დონეზე. გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, უცხო სახელმწიფოს მიერ ძებნილი პირის დაკავების დროს, აღნიშნულის თაობაზე, ნაცვლად შესაბამისი რაიონის პროკურორისა, უნდა ეცნობოს დამკავებელი ორგანოს საქმიანობაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელ შესაბამის პროკურორს, რომელიც დაკავებიდან 48 საათში სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თხოვნით. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია მოქმედი ნორმის მოუქნელობით, ვინაიდან ძებნილი პირის პირად ჩხრეკასა და დაკავებასთან დაკავშირებულ მოქმედებებზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებს დამკავებელი ორგანოს საქმიანობაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი შესაბამისი პროკურორი, ხოლო პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე შუამდგომლობას ამზადებს და სასამართლო პროცედურებში მონაწილეობას იღებს დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამისი რაიონის პროკურორი. კანონპროექტით რეგულირდება საექსტრადიციო პროცედურების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე საექსტრადიციო პატიმრობის შეცვლის/გაუქმებისა და სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრების საკითხები. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლში (დღეისათვის მოქმედი რედაქცია) აღწერილია აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული მხოლოდ ორი ცალკეული შემთხვევა: ერთი მხრივ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, რაც რეგულირდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლით და საჩივრდება 7 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში; და მეორე მხრივ - ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადის გაგრძელება, რომლის თაობაზე შეფარდებული გადაწყვეტილების გასაჩივრებაც ხორციელდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული მითითებულ წესით მუხლში არ ასევე სააპელაციო სასამართლოს არის განმარტებული აღკვეთის საგამოძიებო კოლეგიაში. ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურა და შესაბამისად მისი გასაჩივრების წესი. ამდენად, წარმოდგენილი ცვლილების პროექტი მიზნად ისახავს ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრას. ამასთან, კანონპროექტის თანახმად შესაძლებელი ხდება ექსტრადიციის განხორციელების, მათ შორის, ექსტრადიციის თაობაზე იუსტიციის მინისტრის ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) საჭიროებიდან გამომდინარე, საექსტრადიციო წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების ხელახლა გამოყენება, რაც პირდაპირ არ გამომდინარეობს მოქმედი კანონის შესაბამისი მუხლიდან. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საექსტრადიციო პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა იყოს 9 თვეზე მეტი, როგორც ეს კანონმდებლობითაა დადგენილი. აღნიშნულის გარეშე კი, მაშინ, როდესაც ექსტრადიციის ტექნიკური აღსრულებისთვის (ეტაპირებისთვის), რიგ შემთხვევაში, აუცილებელია პირის პატიმრობაში ყოფნა, შეუძლებელი ხდება ექსტრადიციის სფეროში ეფექტური თანამშრომლობის განხორციელება. კანონპროექტით შესაბამისი ცვლილება შედის ასევე ექსტრადიციის შესახებ კოლიზიური თხოვნების განხილვის წესშიც. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, კოლიზიური თხოვნების არსებობისას, პირის გამარტივებული პროცედურის დაცვით ექსტრადიცია შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ გამოხატულია თანხმობა თხოვნის გამომგზავნ ყველა სახელმწიფოში გამარტივებული პროცედურით ექსტრადიციაზე. კანონპროექტის თანახმად, სავალდებულო ხდება მოთხოვნის შემთხვევაში მხარეების მიერ იმ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცვლა, რომელთა წარდგენასაც ისინი სასამართლოში აპირებენ. გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი პროექტით, ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე პროკურორის მიერ დაცვის მხარის ინფორმირება უნდა მოხდეს სასამართლოსადმი მიმართვამდე 10 დღით ადრე და ასეთი სახის შეტყობინებიდან 5 დღის ვადაში მხარეები ყველა შემთხვევაში უცვლიან ერთმანეთს მათ ხელთ არსებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებს. სისხლის სამართლის მოქმედი საპროცესო კოდექსით შიდა საქმეებზე დადგენილი წესისაგან განსხვავებით, საექსტრადიციო პროცედურების დროს დაცვის მხარეს აღნიშნული ვალდებულება დღეის მდგომარეობით არ გააჩნია, რაც ნეგატიურად აისახება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით სასამართლო განხილვებზე. ამასთან, კანონპროექტით ზუსტდება ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლის მომენტი. კერძოდ, კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, შესაბამისი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან, რაც სასამართლოების მიერ განიმარტება არაერთგვაროვნად: განჩინების სასამართლოს მიერ გამოცხადებიდან (მიღებიდან) და მხარეებისთვის მისი გადაცემიდან (მხარეების მიერ მიღებიდან). საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 293-ე მუხლის მსგავსად, კანონპროექტით ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი ხდება 7 დღის ვადაში მისი გამოცხადებიდან. გარდა ამისა, კანონპროექტით ზუსტდება ექსტრადიციის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების საბოლოო ხასიათიც, რასაც კანონი დღეს გულისხმობს კიდეც. მაგალითად, კოლიზიური თხოვნების განხილვის მარეგულირებელი დღეს მოქმედი ნორმის (32-ე მუხლი) თანახმად, იუსტიციის მინისტრი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს პირი. ამდენად, მითითებული საკანონმდებლო ხარვვეზის აღმოფხვრის მიზნით, მიზანშეწონილია კანონის 34-ე მუხლშიც პირდაპირ იყოს მითითებული პირის ექსტრადიციასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების საბოლოო ხასიათის შესახებ, რომელსაც იუსტიციის მინისტრი იღებს სასამართლო პროცედურების დასრულების შემდგომ. ამგვარი დაზუსტება თავიდან აგვაცილებს ზოგიერთი პირის მიერ ბრძანების გასაჩივრების მცდელობას და პროცედურის გაჭიანურებას უმიზეზოდ, რადგან ასეთ დროს სასამართლო გამოსცემს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. კანონპროექტის თანახმად, გამარტივებული პროცედურის გამოყენებით პირის ექსტრადიციის საკითხის განხილვისათვის არ არის აუცილებელი შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი იქნეს ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები. გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილ იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ძებნილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები; დაკავების მომთხოვნი ორგანო; ძებნილი პირის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების ან აღსრულებას დაქვემდებარებული განაჩენის არსებობა; დასტური იმის თაობაზე, რომ პირის ძებნა ხორციელდება ექსტრადიციის მიზნით; დანაშაულის ხასიათი და მისი სამართლებრივი აღწერილობა; დანაშაულის გარემოებების აღწერილობა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის დრო, ადგილი და ძებნილი პირის ჩართულობის ხარისხი; შესაძლებლობის ფარგლებში, ინფორმაცია დანაშაულის შედეგების შესახებ; ინფორმაცია ექსტრადიციის შემთხვევაში მოსალოდნელი მაქსიმალური სასჯელის ან საბოლოო განაჩენით დადგენილი სასჯელის შესახებ; განაჩენის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია იმის თაობაზე აღსრულდა თუ არა განაჩენი რომელიმე ნაწილში და გამოტანილ იქნა თუ არა განაჩენი დაუსწრებლად; ინფორმაცია ხანდაზმულობის ვადისა და მისი დინების შეწყვეტის/შეჩერების შესახებ. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, არასრული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოდან გამოთხოვილი იქნეს დამატებითი ინფორმაცია. კანონპროექტის თანახმად, უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ პირის ადგილსამყოფელის დაუყოვნებლივ უნდა საქართველოს განემარტოს ტერიტორიაზე უფლება დადგენის მოითხოვოს ან დაკავების გამარტივებული დროს პროცედურის გამოყენებით ექსტრადიცია და მისი სამართლებრივი შედეგები. გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის შესახებ აუცილებელია პირმა თანხმობა განაცხადოს სასამართლოს წინაშე. ამასთან, პირის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოხატული თანხმობა საბოლოოა და დაუშვებელია მისი უკან გათხოვა. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, როდესაც პირის დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება ხდება უცხო სახელმწიფოს მიერ პირის ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობის წარმოდგენის შემთხვევაში ან საერთაშორისო დონეზე ძებნის საფუძველზე, მისი დაკავებიდან არაუადრეს 5 დღისა და არაუგვიანეს 7 დღისა, შესაბამისი რაიონული პროკურატურის პროკურორმა შუამდგომლობით უნდა მიმართოს სასამართლოს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე პირის თანხმობის გამოხატვის მიზნით სასამართლო სხდომის ჩანიშვნის თაობაზე. ეს ვადები არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ პირის დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება ხდება უცხო სახელმწიფოს მიერ პირის ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის წარმოდგენის შემთხვევაში. თუმცა, ასეთ დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პირის დაკავება ან/და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პროკურორი პატიმრობის ექსტრადიციისადმი შეფარდება არ დაქვემდებარებულ განხორციელებულა, უფლებამოსილი პირს გამარტივებული განუმარტავს პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის უფლებას და გონივრულ ვადაში შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის სასამართლოს პირის თანხმობის გამოხატვის მიზნით სასამართლო სხდომის ჩანიშვნის თაობაზე. კანონპროექტის თანახმად, მოსამართლე სასამართლო სხდომას ნიშნავს შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში, რა დროსაც იგი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ: პირი ნებაყოფლობით აცხადებს თანხმობას და მკაფიოდ ითხოვს ექსტრადიციას გამარტივებული პროცედურის გამოყენებით; პირი სრულად აცნობიერებს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის სამართლებრივ შედეგებს და მისთვის ცნობილია ამ პროცედურასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა; პირის მიერ თანხმობა გამოხატულია წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის, დაშინების, მუქარის, მოტყუების ან მის მიმართ სხვა რაიმე სახის უკანონო ქმედებების განხორციელების გარეშე; ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საექსტრადიციო წარმოების მასალებს. კანონპროექტის თანახმად, გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე პირის თანხმობის გამოხატვის მიზნით ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე სავალდებულოა ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის დამცველისა და საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მონაწილეობა. ამასთან, გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე ძებნილი პირის პოზიციის მოსმენის შემდეგ სასამართლო ადგენს ოქმს, რომელიც ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. აღნიშნულის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ძებნილი პირის დაკავებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში აცნობებს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე პირის თანხმობის ან უარის თაობაზე. კანონპროექტი, მიუხედავად ზემოთ მითითებული ვადებისა, ძებნილ პირს აძლევს შესაძლებლობას ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტამდე ნებისმიერ დროს მიმართოს შესაბამის სასამართლოს და მოითხოვოს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიცია. ასეთ შემთხვევაში, მოსამართლე სასამართლო სხდომას ნიშნავს პირის მიერ შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში; შესაბამისი ინფორმაცია კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით გონივრულ ვადაში ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. ძებნილი პირის მიერ გამარტივებული პროცედურების გამოყენებით ექსტრადიციაზე სასამართლოს წინაშე გამოხატული თანხმობის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში, უფლებამოსილი პროკურორი შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ძებნილი პირის ექსტრადიციის დასაშვებობის თაობაზე. ასეთ დროს, მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს და გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მასალების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. კანონპროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი გამოხატავს თანხმობას გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელების თაობაზე და სასამართლოს მიერ ექსტრადიცია დასაშვებად იქნება მიჩნეული, საქართველოს იუსტიციის მინისტრი იღებს ერთ-ერთ შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას: გამარტივებული პროცედურის გამოყენებით პირის ექსტრადიციის შესახებ, ან გამარტივებული პროცედურის გამოყენებით პირის ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ მხედველობაში მიიღება პირის მიერ სასამართლოს წინაშე გამოხატული თანხმობა, ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება, საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ძირითადი ინტერესები, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, ასევე სხვა გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისათვის. ამასთან, იუსტიციის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ეცნობება პირის სასამართლოს წინაშე გამოხატული თანხმობიდან 20 დღის განმავლობაში. კანონპროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ პირი უარს აცხადებს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე ან თუ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ მიღებული იქნა ექსტრადიციაზე გადაწყვეტილება უარის შესახებ, გამარტივებული საექსტრადიციო პროცედურის პროცედურები გამოყენებით წარიმართება პირის კანონით გათვალისწინებული დღეს მოქმედი წესით. კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია გამარტივებული პროცედურის გამოყენებით პირის დაჩქარებული წესით ეტაპირება და ტრანზიტის პროცედურები. კანონპროექტით გათვალისწინებულია აგრეთვე გამარტივებული პროცედურის დაცვით პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების ე.წ. „სპეციალობის წესის“ დაცვის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, გამარტივებული პროცედურის დაცვით პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის შემთხვევაში, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები არ არიან შეზღუდულნი ექსტრადირებული პირის მიმართ განახორციელონ სისხლისსამართლებრივი დევნა ან მსჯავრდება მის გადაცემამდე ჩადენილი რაიმე სხვა დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი არ ყოფილა ექსტრადირებული. გამარტივებული პროცედურის ეს სამართლებრივი შედეგი ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს სავადებულო წესით განემარტება. რაც შეეხება კანონის IV თავში განსახორციელებელ ცვლილებებს, პირის მიმართ შემდგომი სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების მიზნით სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების გადაგზავნის პირობებს ემატება მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობის მიზანი. გარდა აღნიშნულისა, კანონის VI თავით რეგულირებული განაჩენთა აღსრულების საკითხებიდან ცალკე გამოიყოფა ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები, ვინაიდან ზოგიერთი უცხო სახელმწიფოს (მაგ. აშშ-ის) კანონმდებლობით რიგ შემთხვევებში ქონების ჩამორთმევა არ არის სასჯელის სახე, იგი წარმოადგენს დამატებითი ღონისძიებას უკვე მსჯავრდებული პირის მიმართ და მისი შეფარდება ხდება განაჩენის გამოტანის შემდეგ. კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება ამ კანონის მიზნებისთვის ჩამოსართმევი ქონების სახეები. კერძოდ, შესაძლებელი ხდება დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავლების ან მათი ღირებულების ეკვივალენტი ქონების, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV1 თავით გათვალისწინებული ქონების (რეკეტული ქონებია, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონება) ჩამორთმევა. კანონპროექტი აკონკრეტებს ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის სახეებს: ჩხრეკა, ამოღება ან/და ქონებაზე ყადაღის დადება; ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების იდენტიფიცირება და მოძიება; უშუალოდ ქონების ჩამორთმევა; ჩამორთმეული ქონების განაწილება შუამდგომლობის ინიციატორი და შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შორის. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩამორთმევას დაქვემდებარებულ ქონებას გადამალავენ ან გაანადგურებენ, კანონპროექტით შესაძლებელი ხდება ქონების ჩამორთმევის შუამდგომლობის გაგზავნამდე მოხდეს ჩხრეკა, ამოღება ან/და ქონებაზე ყადაღის დადება. გარდა ამისა, კანონპროექტით განსაზღვრულია ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის დოკუმენტები, ასევე, თაობაზე ჩამორთმევას შუამდგომლობის დაქვემდებარებული ფორმა ქონების და თანდართული თაობაზე ინფორმაციის პროაქტიულად გაზიარების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ინფორმაციის მეორე სახელმწიფოსთვის მიწოდება ხელს გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის უწყობს დაწყებას ანდა მის ტერიტორიაზე ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული შუამდგომლობის ინიცირებას. კანონპროექტი არეგულირებს ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურას. კერძოდ, ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების საკითხის განხილვის უფლებამოსილება ენიჭება საქართველოს პროკურატურას, რომელსაც შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოდან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, პროკურატურა გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს სათანადო პროცედურების განხორციელებას უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისათვის მოთხოვნილი დახმარების აღმოჩენის მიზნით, რისთვისაც ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. კანონპროექტის თანახმად, ასეთ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს მიღებიდან 1 თვის ვადაში პროკურორისა და იმ პირის მონაწილეობით, რომლის ქონებრივი უფლებებიც შეიძლება დაირღვეს და განჩინების სახით იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროების შემთხვევაში კი, აღნიშნული პერიოდი შესაძლოა გაგრძელდეს გონივრული ვადით. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, სასამართლო შეზღუდულია იმ ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც მოცემულია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებაში ან გამომდინარეობენ მისგან. კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი. კერძოდ, იგი მხარეების მიერ განჩინების გამოცხადებიდან 15 დღის ვადაში შესაძლოა გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. სააპელაციო სასამართლოში საჩივარი განიხილება გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და შესაბამისი მასალების მიღებიდან 1 თვის ვადაში, რომელიც უცხო სახელმწიფოდან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა გაგრძელდეს გონივრული ვადით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, თავის მხრივ, მხარეების მიერ შესაძლოა გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და შესაბამისი მასალების მიღებიდან 1 თვის ვადაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. კანონპროექტის თანახმად, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჩამორთმეული ქონება დროებით, შესანახად გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ხოლო საქართველოს პროკურატურა შუამდგომლობის შესრულების შესახებ აცნობებს შესაბამის უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. კანონპროექტი ამომწურავად განსაზღვრავს ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობაზე უარის თქმის საფუძვლებს და ასევე ითვალისწინებს ასეთი შუამდგომლობის შესრულების გადავადების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მისი შესრულება ზიანს აყენებს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამართალწარმოებას. რაც შეეხება ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე კოლიზიური თხოვნების გადაწყვეტის წესს, კანონპროექტის თანახმად, ექსტრადიციის პროცედურების მსგავსად, სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ასევე დანაშაულის ჩადენის დრო და ადგილი, დანაშულის სიმძიმე, შესაბამისი უცხო სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გადაწყვეტილების გამოტანისა და დახმარების თაობაზე შუამდგომლობებით საქართველოს პროკურატურისათვის მიმართვის თარიღები. კანონპროექტით დარეგულირებულ მნიშვნელოვან ნოვაციას წარმოადგენს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ჩამორთმეული ქონების განკარგვის წესის დანერგვა, რაც, კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა საკითხების მსგავსად, სრულ შესაბამისობაშია როგორც მოქმედ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან, ასევე ითვალისწინებს საზღვარგარეთის ქვეყნებში (მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში) მოქმედ ანალოგიურ რეგულაციებს. კერძოდ, ჩამორთმეული ქონების აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის შესანახად გადაცემის შემდეგ, საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია ჩამორთმეული ქონების განაწილების თაობაზე მოლაპარაკებები აწარმოოს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან, რომლის შუამდგომლობის საფუძველზეც განხორციელდა მისი ჩამორთმევა და ამ მიზნით გააფორმოს შესაბამისი ინდივიდუალური შეთანხმება. იმ შემთხვევაში თუ უცხო სახელმწიფო უარს აცხადებს განაწილებაზე ან/და მისი საერთო ღირებულება არ აღემატება 40 000 ლარს, ჩამორთმეული ქონების უცხო სახელმწიფოსთან განაწილება არ განხორციელდება და ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში. სხვა შემთხვევაში, შესაძლებელია ჩამორთმეული ქონების ნახევრის შესაბამის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა, ხოლო დანარჩენი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა. იმ შემთხვევაში თუ ჩამორთმეული ქონება არ წარმოადგენს ფულად თანხას, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს უცხო სახელმწიფოსთან ქონების გაყოფის უზრუნველსაყოფად მისი გასხვისების შესაძლებლობასაც. ამასთან, მიუხედავად ჩამორთმეული ქონების განაწილების თაობაზე ზემოთ მითითებული წესისა, მხარეთა შეთანხმებით, არ გამოირიცხება ჩამორთმეული ქონების სხვაგვარი განაწილებაც. ქონების განაწილების დროს, მხედველობაში მიიღება ასევე ქონების მესაკუთრეთა და იმ პირთა ინტერესები, რომელთაც დანაშაულის შედეგად მიადგათ ზიანი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ შემთხვევებში, როდესაც საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების ჩამორთმევა მოხდება და მისი გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი თანხა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანოპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს და ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს 2014 წლის 14 აპრილს საქართველოს მიერ ხელმოწერილი 2010 წლის 10 ნოემბრის „ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებითი ოქმით“ და 2014 წლის 1 მაისს საქართველოსთვის ძალაში შესული 2005 წლის 16 მაისის „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროსაბჭოს კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებებიდან, ასევე არ ეწინააღმდეგება საქართველოს სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 1. კანონის მიზანი 1. ეს კანონი განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის, ექსტრადიციის, სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შემდგომი წარმოების მიზნით გადაგზავნის, განაჩენის აღსრულებისა და თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა იმ სახელმწიფოსთვის გადაცემის (გადმოცემის) პროცედურებს, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან. 2. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხები რეგულირდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებით (რომის სტატუტით) და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მუხლი 2. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლები 1. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა, როგორც წესი, ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე. 2. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური შეთანხმების ან ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, იმ სახელმწიფოსთან, რომელთანაც საქართველოს არა აქვს დადებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება. 3. ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ საკითხებზე, გარდა ექსტრადიციისა და განაჩენის აღსრულებისა. 4. ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ნაცვალგების პირობები, რომლებიც უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილ მინიმალურ გარანტიებს, თუმცა არ გამოირიცხება უფრო მაღალი სტანდარტების დაწესება. 5. ინდივიდუალური შეთანხმება დადებული უნდა იქნეს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მხოლოდ კონკრეტული შემთხვევისთვის და უნდა ითვალისწინებდეს ამ კანონით დადგენილ მინიმალურ გარანტიებს, თუმცა არ გამოირიცხება უფრო მაღალი სტანდარტების დაწესება. მუხლი 3. კომუნიკაციის არხები და საშუალებები 1. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით დადგენილი კომუნიკაციის არხებითა და საშუალებებით. 2. თუ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება ან ინდივიდუალური შეთანხმება არ ადგენს კომუნიკაციის არხებსა და საშუალებებს, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება პირდაპირი არხებით, თუკი შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ეროვნული სამართალი სხვაგვარ მოთხოვნას არ აწესებს. 3. ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების შემთხვევაში საქართველო იყენებს დიპლომატიურ არხებს. 4. თუ შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ეროვნული სამართალი სხვაგვარ მოთხოვნას არ აწესებს, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების პროცესში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ინტერპოლის არხები ან კომუნიკაციის სხვა საშუალებები. 5. შესაბამისი თხოვნის შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის არხებითა და საშუალებებით მიღებული მასალები შემდგომ ჩვეულებრივი საფოსტო გზავნილით უნდა დადასტურდეს. მუხლი 5. საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის ზოგადი წესი და მისი შესრულების პროცედურა 1. თუ წარმოიშვა უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების ჩატარების საჭიროება და, ამასთანავე, არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია სათანადო შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 2. საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა სრულდება უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს მიმართოს თხოვნით საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე. 4. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს მიმართოს თხოვნით, რათა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების პროცესს დაესწრონ საქართველოს უფლებამოსილი წარმომადგენლები. 5. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებულ მტკიცებულებას აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა. 6. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შედეგად მოპოვებული ნებისმიერი ქონება ან დოკუმენტის ორიგინალი საჭიროების გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ უბრუნდება უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სახელმწიფო უარს აცხადებს მის დაბრუნებაზე. 7. დაუშვებელია უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული ინფორმაციისა და სხვა მასალის გამოყენება სხვა მიზნებისთვის, გარდა იმ მიზნებისა, რომლებიც მითითებული იყო შესაბამის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობაში. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია და სხვა მასალა სხვა მიზნებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წინასწარი თანხმობის შემთხვევაში, რის შესახებაც იგზავნება დამატებითი შუამდგომლობა. მუხლი 6. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ფორმა 1. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და, როგორც წესი, უნდა შეიცავდეს: ა) იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს სახელწოდებას, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა; ბ) სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღწერას და მის სამართლებრივ კვალიფიკაციას; გ) კანონის იმ მუხლის შინაარსს, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს სისხლის სამართალწარმოება შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ამონაწერს სხვა, შესაბამისი საკანონმდებლო აქტებიდან; დ) მოთხოვნილი სამართლებრივი დახმარების შინაარსს; ე) სამართლებრივი დახმარების მოთხოვნის მიზანსა და საჭიროებას; ვ) იმ პირის შეძლებისდაგვარად ზუსტ საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომლის მიმართაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა; ზ) სხვა აუცილებელ მონაცემებს. 2. თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად მოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილებას (განჩინებას), მოსამართლის ხელმოწერითა და სასამართლოს გერბიანი ბეჭდით დამოწმებული ეს გადაწყვეტილება უნდა დაერთოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანისას არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ვადები. მუხლი 91. პირის დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით 1. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დაკითხვა. 2. საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დასაკითხი პირის გამოძახება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დასაკითხ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ მოწმეს, ექსპერტსა და დაზარალებულს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლება-მოვალეობები. 4. თუ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დაკითხვის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას გამოიყენება შემდეგი წესები: ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელი უზრუნველყოფს დასაკითხი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის პიროვნების დადგენას და მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნდამენტური პრინციპების დაცვას; ბ) პირის უშუალოდ დაკითხვას აწარმოებს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელი ან მისი მითითებით − საქართველოს კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილი პირი. დაკითხვა ტარდება უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; გ) საჭიროების შემთხვევაში დაკითხვის პროცესში მონაწილეობს თარჯიმანი. 5. თუ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით კომპეტენტური სხვა ორგანოს რამ არ არის შუამდგომლობის გათვალისწინებული, საფუძველზე უცხო საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე აუდიოსაშუალებით დაკითხვა ტარდება მხოლოდ დასაკითხი პირის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში. 6. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის დაკითხვის შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც მიეთითება დაკითხვის დრო და ადგილი, დაკითხული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, დაკითხვის პროცესში მონაწილე პირები და გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე სხვა აუცილებელი მონაცემები. აღნიშნული ოქმი ამ კანონით დადგენილი წესით ეგზავნება უცხო სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს. 7. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის უზრუნველყოფენ უცხო საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოში კომპეტენტური სისხლისსამართლებრივი ორგანოები დევნისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დაკითხვას. დაკითხვა ტარდება მხოლოდ დასაკითხი პირის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში. 8. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მიმართოს მის ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დაკითხვის თხოვნით. 9. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიოან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დაკითხვის შესახებ შუამდგომლობაში, გარდა ამ კანონის მე6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მონაცემებისა, უნდა აღინიშნოს: ა) მიზეზები, რომელთა გამოც შეუძლებელია პირის უშუალოდ წარმოდგენა პროცესის მწარმოებელ ორგანოში; ბ) იმ ორგანოსა და პირის (პირების) დასახელება, რომლებიც უფლებამოსილი არიან, დაკითხონ მოწმე, ექსპერტი ან დაზარალებული აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით. 10. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მიმართოს საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნისადმი დაქვემდებარებული პირის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დაკითხვის თხოვნით. დაკითხვა ტარდება მხოლოდ დასაკითხი პირის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში. 11. ამ მუხლის მოთხოვნების მიუხედავად, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილი არიან, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით აწარმოონ კანონით დადგენილი სხვა წესით. მუხლი 11. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შუამდგომლობის შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე შესახებ უცხო სახელმწიფოს 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულებას საქართველოს ტერიტორიაზე. 2. უცხო სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა სრულდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ან ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას, შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ასევე შუამდგომლობის ინიციატორი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობა, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს. 4. საპროცესო მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია პირის იძულებასთან და მისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან, ტარდება, თუ ისინი სანქციონირებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ. 5. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების პროცესს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინასწარი თანხმობის შემთხვევაში შეიძლება დაესწრონ ამ უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლები. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია დააკმაყოფილოს თხოვნა, თუ დაინტერესებულ პირთა დასწრება უკეთესად უპასუხებს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს საჭიროებებს და გამორიცხავს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ დამატებითი შუამდგომლობის წარმოდგენის აუცილებლობას. 6. თუ უცხო სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისი აღმოჩნდება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესასრულებლად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოდან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია. 7. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შედეგად მოპოვებული მასალები უცხო სახელმწიფოს ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით. მუხლი 121. ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა თუ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიების წარმოება მოითხოვს უცხო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტურ ორგანოებთან კოორდინირებულ მოქმედებას, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად შექმნას ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, რომლის შემადგენლობა, საქმიანობის წესი, საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები და წევრთა უფლებამოვალეობები განისაზღვრება სახელმწიფოსთან შესაბამისი (სახელმწიფოებთან) საერთაშორისო გაფორმებული ხელშეკრულებით წერილობითი ან უცხო შეთანხმებით (შეთანხმებებით). მუხლი 14. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადირება 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით მიმართოს უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას იმ პირის ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას, ან რომელიც მსჯავრდებულია ამგვარი დანაშაულის ჩადენისათვის. 2. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის მომზადების პროცესში მხედველობაში მიიღება აგრეთვე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მისი საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა, პირის საქართველოში ექსტრადირების, მისი შემდგომი მსჯავრდებისა და დასჯის საჯარო ინტერესი, ასევე სხვა გარემოებები, რომლებიც განსაზღვრავს პირის საქართველოში ექსტრადირების მიზანშეწონილობას. 3. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს. მუხლი 16. უცხო სახელმწიფოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურების ეფექტი საქართველოში მიმდინარე სისხლისსამართლებრივ პროცედურებზე 1. საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში დაპატიმრების შემთხვევაში საქართველოში მისი პატიმრობის ვადა აითვლება საქართველოს შესაბამისი ორგანოებისთვის მისი ფაქტობრივად გადმოცემის მომენტიდან. საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირების მიზნით პატიმრობის ვადა ჩაითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის საერთო ვადაში. 2. დაუშვებელია საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ან პირის მსჯავრდება მის გადმოცემამდე რაიმე სხვა დანაშაულის ჩადენისათვის, გარდა იმ დანაშაულისა, რომლის ჩადენისთვისაც იგი საქართველოში იქნა ექსტრადირებული. 3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) სახელმწიფო, რომელმაც განახორციელა პირის საქართველოში ექსტრადირება, ამაზე თანახმაა; ბ) ექსტრადირებულმა პირმა, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, არ დატოვა იგი მისი საბოლოო გათავისუფლებიდან 45 დღის განმავლობაში, ან ხელახლა დაბრუნდა საქართველოში მისი ტერიტორიის დატოვების შემდეგ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო სახელმწიფოსგან თანხმობის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები და უნდა შეიცავდეს ამ კანონის მე-15 მუხლში აღნიშნულ მონაცემებს. 5. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, თუკი ექსტრადიციის შემდეგ მიმდინარე სამართალწარმოების დროს შეიცვალა პირის მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივი შეფასება (კვალიფიკაცია), მაგრამ უცვლელი დარჩა ჩადენილი დანაშაულის აღწერილობა და მისი ძირითადი შემადგენელი ელემენტები, და ახალი დანაშაული ექვემდებარება ექსტრადიციას. მუხლი 30. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება 1. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის დაკავებისთანავე უნდა ეცნობოს ამის შესახებ შესაბამისი რაიონის პროკურორს, რომელიც 48 საათში შუამდგომლობით მიმართავს დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის მაგისტრატ მოსამართლეს პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თხოვნით. 2. უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საექსტრადიციო პატიმრობა ან, საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით, – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი აღკვეთის ღონისძიების სხვა სახეები. 3. მაგისტრატი მოსამართლე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხს განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესით და საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით. მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება შეიძლება პირისთვის მისი გადაცემიდან 7 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, რომელიც საჩივარს 5 დღის ვადაში განიხილავს. 4. საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული, უცხო სახელმწიფოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირის საექსტრადიციო პატიმრობის ვადაა 3 თვე, რომელიც ექსტრადიციის განხორციელებით გამოწვეული საჭიროების გამო შეიძლება გაგრძელდეს 3 თვით, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე საექსტრადიციო პატიმრობის ვადას აგრძელებს შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილებაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. 51. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის დაკავების და მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით დაუყოვნებლივ ეცნობება უცხო სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს. 52. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში არ გამოირიცხება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ექსტრადიციის განხორციელების საჭიროებიდან გამომდინარე, მის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების ხელახლა გამოყენება. 6. ექსტრადიციის მიზნით დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, თუ დადგინდა, რომ იგი საქართველოს მოქალაქეა. მუხლი 32. კოლიზიური თხოვნები 1. ექსტრადიციის შესახებ კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში მათი დასაშვებობის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს შესაბამისი უფლებამოსილი სასამართლო ამ კანონით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი იღებს დანაშაულის ჩადენის ადგილის, დანაშაულის სიმძიმის, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობებით საქართველოსთვის მომართვის თარიღების, პირის მოქალაქეობისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ექსტრადიციის საკითხის გადასაწყვეტად კონსულტაციები გამართოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. 4. პირის გადაცემის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და უცხო სახელმწიფოს კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თხოვნას. მუხლი 34. ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება და მისი გასაჩივრების წესი 1. ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის და თანდართული მასალების მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განიხილავს, წარმოდგენილია თუ არა შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით შეთანხმებით დადგენილი ფორმისა და პროცედურების დაცვით. ან ინდივიდუალური 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მიმართოს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის გამოთხოვის თხოვნით. 3. თუ არსებობს გარემოება, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების განხორციელებამდე აშკარად გამორიცხავს პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციას, საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 4. თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაუყოვნებლივ უგზავნის უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას საქართველოს პროკურატურას. 5. საექსტრადიციო მასალების მიღების შემდეგ საამისოდ უფლებამოსილი პროკურორი შესაბამის დოკუმენტაციას აცნობს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს, ამასთანავე, განუმარტავს მას საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს. 6. საექსტრადიციო მასალების მიღების შემდეგ საამისოდ უფლებამოსილი პროკურორი ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გონივრულ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 7 დღისა შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ნიშნავს სხდომას ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განსახილველად. 8. მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ. 9. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი სარგებლობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული ყველა უფლებით, ექსტრადიციის პროცედურების თავისებურებათა გათვალისწინებით. 10. ექსტრადიციის საკითხის განსახილველად უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი სასამართლო თხოვნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 11. ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განჩინება შეიძლება მისი მიღებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივრონ მხარეებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც საჩივრის განსახილველად პირველ სხდომას ნიშნავს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. 12. ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე 5 დღის ვადაში ეცნობება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 13. თუ შესაბამისი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 14. პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის სასამართლოს მიერ დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას ექსტრადიციის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ. 15. ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრი ითვალისწინებს ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას, ექსტრადიციის ამ კანონის 29-ე მუხლის 41 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ასევე უფლებამოსილია, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება. 16. პირის ეტაპირების განხორციელების შემდეგ ექსტრადიციის მომთხოვნი შესაბამისი უცხო სახელმწიფოს მიერ ექსტრადიციის შესახებ დამატებითი შუამდგომლობის წარმოდგენის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მუხლი 36. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანა 1. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 2. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების შესახებ თხოვნა უნდა შეიცავდეს იმავე რეკვიზიტებს, რომლებსაც ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა. 3. საჰაერო ტრანზიტის შემთხვევაში, როდესაც გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომა, მომთხოვნმა მხარემ ოფიციალური თხოვნით უნდა მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 4. საჰაერო ტრანზიტის შემთხვევაში, როდესაც გათვალისწინებული არ არის საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომა, მომთხოვნმა მხარემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უნდა აცნობოს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანის შესახებ. მუხლი 37. სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის პირობები შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოში გადააგზავნოს საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალები ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები პირის მიმართ შემდგომი სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების მიზნით, თუ: ა) საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს არ გააჩნიათ იურისდიქცია შესაბამისი დანაშაულის გამოძიებასთან ან პირის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელებასთან დაკავშირებით; ბ) პირი არ ექვემდებარება საქართველოში ექსტრადირებას მისი შესაბამისი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის გამო; გ) უცხო სახელმწიფოში სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების გადაგზავნა ხელს შეუწყობს დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის უკეთეს სოციალურ რეაბილიტაციას. მუხლი 38. სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის წესი 1. სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის ინიციატორია პროცესის მწარმოებელი ორგანო, რომელიც შესაბამისი თხოვნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების დროს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. 3. სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შესახებ შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს: ა) იმ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს სახელწოდებას, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა; ბ) სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღწერას; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლიდან ამონაწერს, რომლითაც ქმედება ითვლება დანაშაულად, ასევე ამონაწერებს საქმეზე მნიშვნელობის მქონე სხვა საკანონმდებლო აქტებიდან; დ) ბრალდებულის არსებობის შემთხვევაში – მის შეძლებისდაგვარად ზუსტ საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ე) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით გათვალისწინებულ სხვა მონაცემებს. 4. ამ კანონის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ეგზავნება სისხლის სამართლის საქმის მასალები, ხოლო იმავე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სისხლის სამართლის საქმის მასალების სათანადოდ დამოწმებული ასლები, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საჭიროების შემთხვევაში იგზავნება ასევე ნივთიერი მტკიცებულებები. მუხლი 39. სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის ეფექტი საქართველოში მიმდინარე სამართალწარმოებაზე 1. ამ კანონის 37-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის მასალების სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შემთხვევაში ავტომატურად არ წყდება პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ძირითად სისხლის სამართლის საქმეზე. იგი უნდა შეწყდეს გადაგზავნილ მასალებთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმირების შემდეგ. 2. ამ კანონის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის მასალების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შემთხვევაში საქართველოს კომპეტენტური ორგანოები წყვეტენ სამართალწარმოებას გადაგზავნილ მასალებთან დაკავშირებით. 3. ამ კანონის 37-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის მასალების სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შემთხვევაში საქართველოს კომპეტენტური ორგანოები არ წყვეტენ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოებას; იგი უნდა გაგრძელდეს, თუ უცხო სახელმწიფო არ დააკმაყოფილებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობას შემდეგი პირობებისა და შეზღუდვების გამო: ა) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად გამოსაძიებელი დანაშაულისათვის გასულია ხანდაზმულობის ვადა; ბ) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად გამოსაძიებელი დანაშაული არ ექცევა ამ სახელმწიფოს იურისდიქციაში; გ) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფო გამოსაძიებელ დანაშაულს მიიჩნევს პოლიტიკურ დანაშაულად, პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად ან სამხედრო დანაშაულად; დ) თუ გამოსაძიებელი დანაშაული შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით არ არის დასჯადი; ე) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფო საკუთარი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზეზით, საქართველოს შუამდგომლობის საფუძველზე არ დაიწყებს სისხლის სამართალწარმოებას. მუხლი 47. საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულება 1. შესაბამისი უფლებამოსილი სამართლებრივი სასამართლო საფუძვლის უფლებამოსილია არსებობის შემთხვევაში საქართველოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართოს შუამდგომლობით მის მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების შესახებ. 2. საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უცხო სახელმწიფოში აღსრულდება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. დაუშვებელია მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება სასჯელის იმ ნაწილში, რომლის აღსრულებაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ეთხოვა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულია თავისუფლების აღკვეთა და განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების შესახებ შუამდგომლობის უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენის მომენტისათვის აღნიშნული პირი დაკავებულია საქართველოს ტერიტორიაზე. 5. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილი არიან, თავად აღასრულონ უცხო სახელმწიფოში აღსასრულებლად გადაგზავნილი განაჩენი, თუ: ა) უცხო სახელმწიფოში აღსასრულებლად გადაგზავნილი განაჩენი საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოითხოვა აღსრულების თაობაზე უცხო სახელმწიფოდან შეტყობინების მიღებამდე; ბ) უცხო სახელმწიფომ უარი განაცხადა საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულებაზე; გ) საქართველო იუსტიციის სამინისტროს და უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს შეთანხმების საფუძველზე უცხო სახელმწიფომ დათმო საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების უფლება; დ) აღარ არსებობს საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოს მიერ აღსრულების შესაძლებლობა. 6. თუ საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ უცხო სახელმწიფოში აღსასრულებლად გადაგზავნილი განაჩენი შეიცვალა ან გაუქმდა ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ან აღსასრულებლად გადაგზავნილი განაჩენით მსჯავრდებულს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შეეხო ამნისტიის ან შეწყალების აქტი, აღნიშნულის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. 7. იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებული პატიმრობაში იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და შემდგომ იგი საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით გადაეცა უცხო სახელმწიფოს, მის გადაცემამდე სხვა დანაშაულის ჩადენის გამო მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ან განაჩენის აღსრულების თაობაზე თანხმობის გამოთხოვის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობას იხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა, თუ ახალი დანაშაული ექვემდებარება ექსტრადიციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ან არ ექვემდებარება ექსტრადიციას მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ვერ აკმაყოფილებს სასჯელის ზომის მიმართ დადგენილ მოთხოვნას. მუხლი 48. საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების შესახებ შუამდგომლობის ფორმა და თანდართული დოკუმენტები საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. მას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად გადასაგზავნი განაჩენის ორიგინალი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი; ბ) უცხო სახელმწიფოს თხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები. მუხლი 49. საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსასრულებლად გადაგზავნის პირობები შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს: ა) თუ მსჯავრდებულს აქვს საცხოვრებელი ადგილი შესაბამის უცხო სახელმწიფოში; ბ) თუ საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულება ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის უკეთეს სოციალურ რეაბილიტაციას; გ) თუ განაჩენი, რომლის საფუძველზედაც პირს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, შესაძლებელია აღსრულდეს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც აღნიშნული პირი მოიხდის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სხვა სასჯელს, რომელიც მას დაეკისრა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე; დ) თუ შესაბამისი უცხო სახელმწიფო არის საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის წარმოშობის სახელმწიფო და ის აიღებს განაჩენის აღსრულების ვალდებულებას; ე) თუ საქართველოს შესაბამისი ორგანოები მიიჩნევენ, რომ ექსტრადიციის შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი ვერ უზრუნველყოფენ განაჩენის აღსრულებას და უცხო სახელმწიფო შეძლებს საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულებას; ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 50. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების ზოგადი პროცედურა 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ შუამდგომლობა და თანდართული მასალები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ეგზავნება შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ სასამართლოს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ეგზავნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შესაძლებლად მიიჩნევს უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. 3. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე მსჯავრდებულს ეძლევა აღსრულების შესაძლებლობა, თაობაზე შესაბამის გადაწყვეტილების რაიონულ (საქალაქო) მიღებამდე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებით. 4. შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებულის მოსაზრებებს მის მიმართ უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასთან დაკავშირებით გაეცნოს როგორც სასამართლოს წინაშე მსჯავრდებულის პირადად გამოცხადებით, ისე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საშუალებით. 5. შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ვალდებულია მსჯავრდებულის მოსაზრებები მის მიმართ უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასთან დაკავშირებით პირადად მოისმინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავად მსჯავრდებული მოითხოვს აღნიშნული პროცედურის განხორციელებას. 6. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების საკითხის განხილვის დროს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, გარდა ამ თავით გათვალისწინებული საკითხებისა, ამოწმებს: ა) არსებობს თუ არა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისათვის; ბ) არსებობს თუ არა ამ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები; გ) უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შემთხვევაში დაირღვევა თუ არა ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებით მსჯავრის დადების აკრძალვის პრინციპი; დ) არსებობს თუ არა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით, ანდა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დამაბრკოლებელი გარემოებები. 7. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების საკითხის განხილვის დროს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო შეზღუდულია იმ ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც მოცემულია უცხო სახელმწიფოს განაჩენში ან გამომდინარეობს მისგან. 8. შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების საკითხს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მიღებიდან არა უგვიანეს 4 თვისა. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით და გასაჩივრდება იმავე წესით, როგორითაც საქართველოს ტერიტორიაზე გამოტანილი განაჩენი. 10. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის უცხო სახელმწიფოს მისი უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. 11. შესაბამისი თხოვნის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ეგზავნება ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების ასლი. 12. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისას გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობა, გარდა ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 13. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისას მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენება როგორც უცხო სახელმწიფოს, ისე საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოცემული ამნისტიის ან შეწყალების აქტი. 14. იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებული პატიმრობაში იმყოფებოდა უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე და შემდგომ იგი განაჩენის აღსრულების მიზნით გადმოეცა საქართველოს, დაუშვებელია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ან მისი მსჯავრდება მის გადმოცემამდე რაიმე სხვა დანაშაულის ჩადენისათვის, გარდა იმ დანაშაულისა, რომლის ჩადენისთვისაც მოხდა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი საქართველოსთვის გადმოცემა. 15. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) სახელმწიფო, რომელმაც განახორციელა განაჩენის აღსრულების მიზნით მსჯავრდებულის საქართველოსთვის გადმოცემა, ამაზე თანახმაა; ბ) უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით გადმოცემულმა მსჯავრდებულმა, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, არ დატოვა იგი მისი საბოლოო გათავისუფლებიდან 45 დღის განმავლობაში, ან ხელახლა დაბრუნდა საქართველოში მისი ტერიტორიის დატოვების შემდეგ. 16. ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან თანხმობის გამოთხოვა ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს მსჯავრდებულის წერილობითი მოსაზრება და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტი. მუხლი 52. სასჯელის სახით ჯარიმასთან ან ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურა 1. სასჯელის სახით ჯარიმასთან ან ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უფლებამოსილ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს გამოაქვს განჩინება პირისთვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების ან ქონების ჩამორთმევის თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანისას შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო უზრუნველყოფს უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ პირისთვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის ან ჩამოსართმევი ქონების ოდენობის ლარებში კონვერტაციას გადაწყვეტილების მიღების დროს არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა ან ჩამოსართმევი ქონების ოდენობა გადაიხდევინება შესაბამისად. შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის 4. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ პირისთვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის თანხა გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო ჩამორთმეული ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. 5. ამ მუხლით დადგენილი წესით ჩამორთმეული ქონება, მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა გადაეცეს შუამდგომლობის ინიციატორ უცხო სახელმწიფოს, თუ მას აქვს განსაკუთრებული ინტერესი ამ ქონებასთან დაკავშირებით. 6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების დროს დაცული უნდა იქნეს მესამე პირის უფლებები ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით. მუხლი 54. განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული დროებითი ღონისძიებები 1. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს განაჩენის საფუძველზე პირს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა და იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილი მაგისტრატი მოსამართლის განჩინების საფუძველზე შესაძლოა მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნეს პატიმრობა მას შემდეგ, რაც უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო განაცხადებს თანხმობას მის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განჩინება გამოიტანება იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულება და მსჯავრდებულის შესაბამისი უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების საფუძველზე პატიმრობაში მყოფი პირი დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს შესაბამის უცხო სახელმწიფოს მას შემდეგ, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიიღებს თანხმობას საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს განაჩენის აღსრულებაზე. 4. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შემოსულია უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა მისი უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოში აღსრულების შესახებ, რომლის საფუძველზედაც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ პირს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლის განჩინების საფუძველზე შესაძლოა მის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნეს პატიმრობა იმ შემთხვევაში, თუ ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება, დანაშაულად ითვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით და მისი ჩადენის შემთხვევაში პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენება შესაძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად. 5. შესაძლებელია უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნეს პატიმრობა იმ შემთხვევაშიც, როდესაც უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო გამოთქვამს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების სურვილს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების გამოყენების საფუძველია შესაბამისი უცხო სახელმწიფოს წერილობითი თხოვნა, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ინფორმაციას იმ დანაშაულის შესახებ, რომლის ჩადენისთვისაც იქნა პირი მსჯავრდებული; ბ) ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის ადგილისა და დროის შესახებ; გ) დანაშაულის ჩამდენი პირის აღწერილობას; დ) საქმის ფაქტობრივი გარემოებების მოკლე აღწერილობას, რომელიც საფუძვლად დაედო განაჩენის გამოტანას. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების გამოყენების საკითხს განიხილავს შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლე. მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით პატიმრობა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობები. 8. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მის მიმართ განაჩენით დადგენილ ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში მსჯავრდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. 9. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მსჯავრდებული ასევე თავისუფლდება პატიმრობიდან, თუ მის მიმართ გამოყენებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიება და მისი დაკავებიდან 18 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არ მიუღია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და მასალები განაჩენის აღსრულების თაობაზე. 10. ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების მიზნით მსჯავრდებულის დაკავებისთანავე უნდა ეცნობოს ამის შესახებ მისი ადგილსამყოფლის მიხედვით შესაბამისი რაიონის პროკურორს, რომელიც 48 საათში შუამდგომლობით მიმართავს დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის მაგისტრატ მოსამართლეს მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თხოვნით. 11. მაგისტრატი მოსამართლე მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხს განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესით და განაჩენის აღსრულების პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით. მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება შეიძლება მსჯავრდებულისთვის მისი გადაცემიდან 7 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, რომელიც საჩივარს 5 დღის ვადაში განიხილავს. 12. ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების ვადაა 2 თვე, რომელიც განაჩენის აღსრულებით გამოწვეული საჭიროების გამო შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე დროებითი ღონისძიების სახით პატიმრობის ვადას აგრძელებს შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილებაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. 14. იმ შემთხვევაში, როდესაც უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილია სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევის თაობაზე განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება, შესაძლებელია ამ ქონებას წინასწარ დაედოს ყადაღა მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველყოფის მიზნით. 15. ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებისას გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი.