„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-25
ბიუროს ნომერი 153
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№41(48), 1999 წელი, მუხ. 209) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6.
იმას,
ვინც
დანაშაული
ჩაიდინა
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიური
წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე, სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით
სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლით (სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა
საზღვარგარეთ
სისხლისსამართლებრივი
ჩადენილი
პასუხისმგებლობა
დანაშაულისათვის)
საზღვარგარეთ
ჩადენილი
განსაზღვრულია
დანაშაულისათვის.
აღნიშნული მუხლის ჩამონათვალში არ ფიგურირებს და რეგულაციის მიღმა დარჩენილია ის
შემთხვევა, როდესაც დანაშაული ჩადენილია საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოს ან საკონსულო
დაწესებულების ტერიტორიაზე.
უცხო სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიას
საკუთრივ
საქართველოს
ტერიტორიად
პირდაპირ
არ
მიიჩნევს
საქართველოს
არც
ერთი
საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. ამასთან, „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“
ვენის
კონვენციის
22-ე
მუხლის
თანახმად,
დიპლომატიური
წარმომადგენლობის
შენობა
ხელშეუხებელია. შესაბამისად, თუ დანაშაული ჩადენილია საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოს ან
საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე და არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის მე-5 მუხლით (სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საზღვარგარეთ ჩადენილი
დანაშაულისათვის) პირდაპირ განსაზღვრული პირობები, სავსებით რეალურია სამართლებრივი
ვაკუუმის შექმნის საფრთხე.
აქედან გამომდინარე, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 და
მე-3 ნაწილების თანახმად, საქართველოს კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ
ზონაში, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ალმით ან ამოსაცნობი ნიშნით მოსარგებლე ხომალდზე
ჩადენილი
დანაშაულისათვის
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა
პირდაპირ
არის
გათვალისწინებული, ლოგიკურია, რომ ანალოგიური ტექსტი იყოს საქართველოს საელჩოსა და
საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის მიმართაც და ეს პირდაპირ
აისახოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული ხარვეზის
აღმოფხვრა იმ ნაწილში, რომელიც უკავშირდება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის
ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულზე იურისდიქციის განსაზღვრას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლს ემატება ახალი მე-6 ნაწილი, რომლის თანახმად,
იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის
ან
საკონსულო
დაწესებულების
ტერიტორიაზე,
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა
დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, თუ საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და
მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობაა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი საზღვარგარეთ, რომელიც საერთაშორისო
ორგანიზაციასთან და
ურთიერთობისას
ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან დიპლომატიური და
წარმოადგენს
საქართველოს
(საქართველოს
საელჩო,
საკონსულო
საერთაშორისო
ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან
საქართველოს წარმომადგენლობა). ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით,
საქართველოს
საკონსულო
ქვედანაყოფი
საზღვარგარეთ,
ურთიერთობისას
და
დაწესებულებაა
იმ
რომელიც
საქართველოს
ადგილსამყოფელ
სახელმწიფოსთან
საგარეო
საქმეთა
სამინისტროს
სახელმწიფოსთან
საკონსულო
დიპლომატიური
ურთიერთობისას,
სადაც
დიპლომატიური წარმომადგენლობა არ არის დაფუძნებული, წარმოადგენს საქართველოს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
ხარჯვითი
ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანოპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.
დ.ბ)
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი
(მათი) ამოღება
მუხლი 5. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის
1. საქართველოს მოქალაქეს და
საქართველოში სტატუსის მქონე
მოქალაქეობის არმქონე პირს,
რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც
დანაშაულად
ითვლება
იმ
სახელმწიფოს
კანონმდებლობით,
სადაც
ის
ჩადენილია,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით.
2. საქართველოს მოქალაქეს და
საქართველოში სტატუსის მქონე
მოქალაქეობის არმქონე პირს,
რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც
დანაშაულად
არ
ითვლება
იმ
სახელმწიფოს
კანონმდებლობით,
სადაც
ის
ჩადენილია,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს
ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ანდა თუ ამ
დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით.
3. საზღვარგარეთ დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს
ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ანდა თუ ამ
დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით.
4. საქართველოს მოქალაქეს და
რომლებმაც საზღვარგარეთ
საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის
არმქონე პირს,
ჩაიდინეს ამ კოდექსის 221-ე, 338-ე, 339-ე ან 3391 მუხლით
გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად არ ითვლება იმ სახელმწიფოს
კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ
ამ კოდექსით.
5. საზღვარგარეთ ამ კოდექსით
მოქალაქეს და
მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებიც საქართველოსთვის ახორციელებენ
საჯაროსამართლებრივ
1
მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის
უფლებამოსილებას,
გათვალისწინებული
ამ
დანაშაულის
პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით.
კოდექსის
221-ე,
ჩადენისათვის
338-ე,
339-ე
ან
339
სისხლისსამართლებრივი