„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-25
ბიუროს ნომერი 153
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინააარსის 51 ნაწილი:
„51. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება საზღვარგარეთ
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე,
თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის
დადგენილი.“.
2. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:
„კ1) თუ განიხილება გამარტივებული პროცედურის გამოყენებით მისი უცხო სახელმწიფოში
ექსტრადიციის საკითხი;“.
3. 113-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11-მე-13 ნაწილები:
„11.
პროკურორი,
ან
პროკურორის
თანხმობით
გამომძიებელი,
უფლებამოსილია
დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამოკითხოს უცხო სახელმწიფოს
ტერიტორიაზე მყოფი პირი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე შუამდგომლობის
გაგზავნის გარეშე, თუ ამგვარი წესით გამოკითხვა დაშვებულია შესაბამისი საერთაშორისო
ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართლით ან/და ამ
სახელმწიფოს ნათლად ჩამოყალიბებული პრაქტიკით.
12. დაუშვებელია ამ მუხლის მე-11 ნაწილით დადგენილი წესით პირის გამოკითხვა, თუ
გამოსაკითხ პირს არ გამოუხატავს პირდაპირი და აშკარა თანხმობა გამოკითხვაზე.
13. ამ მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებით დადგენილი წესით ასევე შესაძლებელია გამოძიების
ეტაპზე პირის დაკითხვა.“.
4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1381 მუხლი:
„მუხლი 1381. კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვება უცხო სახელმწიფოდან
სამართლებრივი დახმარების თაობაზე შუამდგომლობის წარდგენის გარეშე
1. პროკურორი უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს (წარმოშობის სახელმწიფო) ტერიტორიაზე
მყოფი ან რეგისტრირებული პირისგან უშუალოდ მიიღოს ამ უკანასკნელის მფლობელობაში ან/და
კონტროლის ქვეშ არსებული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი კომპიუტერული
მონაცემი ან დოკუმენტი, თუ კომპიუტერული მონაცემის ან/და დოკუმენტის ამგვარი მოპოვება
დაშვებულია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, წარმოშობის სახელმწიფოს სამართლით
ან/და
ამ
სახელმწიფოს
ნათლად
ჩამოყალიბებული
პრაქტიკით.
პროკურორის
მიერ
ამ
უფლებამოსილებით სარგებლობისას არ გამოიყენება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო
თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავით დადგენილი წესები.
2. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების
მიზნით უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი ან/და რეგისტრირებული პირის იძულება ან
მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის მისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობის დაკისრება.
3. ამ მუხლით დადგენილი წესით შესაბამისი კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის
მოპოვებისას პროკურორი ვალდებულია დაიცვას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსით დადგენილი მოთხოვნები.
4. ამ მუხლით დადგენილი წესით კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვება
შესაძლებელია საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პროკურორის
ან/და პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფის მიერ.“.
5. 144-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:
„7. გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით შესაძლებელია უცხო სახელმწიფოს
ტერიტორიაზე
ექსპერტიზის
ჩატარება
სამართლებრივი
დახმარების
აღმოჩენის
თაობაზე
შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი უცხო სახელმწიფოს სამართლით
დასაშვებია მსგავსი სახის საპროცესო მოქმედების ჩატარება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის
თაობაზე შუამდგომლობის წარდგენის გარეშე.“.
6. 171-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც
კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი
მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან
ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ან, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო
თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
განიხილება უცხო სახელმწიფოსგან თანხმობის გამოთხოვის საკითხი, გამოძიების ადგილის
მიხედვით სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს
განჩინება პირის დაკავების თაობაზე. ეს განჩინება არ გასაჩივრდება.“;
ბ) მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) ამ შესაძლებლობას ითვალისწინებს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო
თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად,
დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად, სისხლის სამართლის პროცესი საქართველოს
ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-5
ნაწილის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება
აგრეთვე საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საჰაერო
თუ საზღვაო ხომალდზე ჩადენილი დანაშაულის გამო, თუ საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საგამონაკლისო ჩამონათვალში
არ ფიგურირებს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორია.
უცხო სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიას
საკუთრივ საქართველოს ტერიტორიად არ მიიჩნევს საქართველოს არც ერთი საერთაშორისო
ხელშეკრულება და შეთანხმება. ამასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და
შეთანხმებების მიხედვით, საქართველოს საელჩოებსა და საკონსულო დაწესებულებებს გააჩნია
იმუნიტეტი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იურისდიქციის მიმართ. ამდენად, თუ დანაშაული
ჩადენილია ან სამართალწარმოება ხორციელდება უცხო სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ან
საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე, ამასთან, არ არსებობს საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა
(საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება საქართველოს სისხლის საპროცესო კანონმდებლობის
უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოყენების შესახებ), შესაძლოა სამართლებრივი ვაკუუმი
შეიქმნას.
გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია უცხო სახელმწიფოს
ტერიტორიაზე გარკვეული სახის საპროცესო მოქმედებების მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში
და დამატებითი ბიუროკრატიული მექანიზმების გარეშე ჩატარების აუცილებლობით, როდესაც ამას
დასაშვებად მიიჩნევს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება და შესაბამისი უცხო სახელმწიფოს
კანონმდებლობა.
ამასთან,
საქართველოს
„სისხლის
კანონის
სამართლის
პროექტის
სფეროში
მე-16
საერთაშორისო
მუხლის
მე-2
პუნქტის
თანამშრომლობის
თანახმად
შესახებ“
„დაუშვებელია
საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ან
პირის მსჯავრდება მის გადმოცემამდე რაიმე სხვა დანაშაულის ჩადენისათვის, გარდა იმ
დანაშაულისა, რომლის ჩადენისთვისაც იგი საქართველოში იქნა ექსტრადირებული (სპეციალობის
წესი)“. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამ წესიდან გადახვევა შესაძლებელია, თუ საქართველოს
იუსტიციის სამინისტრო
გამოითხოვს
ექსტრადიციის განმახორციელებელი უცხო სახელმწიფოდან წინასწარ
შესაბამის თანხმობას. ამასთან, საქართველოსათვის იურიდიული ძალის მქონე
საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად, სავალდებულოა, რომ თანხმობის
გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობას დაერთოს დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გამამტყუნებელი
სასამართლო გადაწყვეტილების და განაჩენის ორიგინალი ან დამოწმებული ასლი (მსჯავრდებულის
შემთხვევაში), ან დაპატიმრების ორდერი ან იმავე ძალის მქონე სხვაგვარი ორდერი (ბრალდებულის
შემთხვევაში). მეორე შემთხვევაში (პირთან მიმართებაში, რომლის მსჯავრდებაც ჯერ არ მომხდარა),
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოთხოვნილი შინაარსის დოკუმენტს
წარმოადგენს (1) სასამართლოს განჩინება პირისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების
შეფარდების შესახებ და (2) სასამართლოს განჩინება პირის დაკავების თაობაზე. რაც შეეხება განჩინებას
პირისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების შესახებ, მისი გამოტანის
წინაპირობას ქართული კანონმდებლობით წარმოადგენს პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი
დევნის წარმოება, რაც შეუძლებელია, ვინაიდან სწორედ ექსტრადირებული პირის მიმართ
სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების მიზნით ხორციელდება უცხო სახელმწიფოსგან
თანხმობის გამოთხოვა. შესაბამისად, თავისი არსით, „დაპატიმრების ორდერი ან იმავე ძალის მქონე
სხვაგვარი ორდერი“, ქართული კანონმდებლობით, შეიძლება მხოლოდ იყოს სასამართლოს განჩინება
პირის დაკავების თაობაზე, რომელიც თან უნდა დაერთოს უცხო სახელმწიფოში გასაგზავნ
შუამდგომლობას, რომლითაც მოთხოვნილი იქნება თანხმობის გაცემა ექსტრადირებული პირის
მიმართ ექსტრადირებამდე ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის
წარმოების თაობაზე. ამისათვის კი საჭიროა, განხორციელდეს ცვლილება საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლში და შესაძლებელი გახდეს სასამართლოს განჩინების
მოპოვება დაკავების შესახებ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე. ეს თავის
მხრივ
საქართველოს
კომპეტენტურ
ორგანოებს
შესაძლებლობას
მისცემს
კანონმდებლობით
დადგენილი წესით უცხო სახელწიფოდან გამოითხოვონ თანხმობა, რათა ექსტრადირებული პირის
მიმართ შესაძლებელი გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება იმ დანაშაულისათვის,
რომლის გამოც მისი მანამდე საქართველოსათვის გადმოცემა არ განხორციელებულა.
გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლით ასევე
ზუსტდება დაკავების საფუძვლები. კერძოდ, გარდა კანონის ამჟამად მოქმედ რედაქციაში გაწერილი
საფუძვლებისა, მას ემატება ის შემთხვევები, როდესაც პირის დაკავება დასაშვებია ,,სისხლის
სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
საკანონმდებლო
ხარვეზის
აღმოფხვრა,
რომლის
შემდეგაც
საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს შესაძლებლობა მიეცემათ საზღვარგარეთ საქართველოს
საელჩოს ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე ჩაატარონ საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
ჰარმონიზაცია საქართველოსთვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, ასევე - „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის
შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებასთან საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებათა შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლს ემატება 51 ნაწილი,
რომლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების
ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით სხვა რამ არ
არის დადგენილი.
კანონპროექტის მიხედვით, ფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებიც ექვემდებარებიან
სავალდებულო დაცვას. კერძოდ, სხვა გარემოებების არსებობასთან ერთად, სავალდებულო ხდება
პირს ჰყავდეს ადვოკატი, თუ განიხილება გამარტივებული პროცედურის გამოყენებით მისი უცხო
სახელმწიფოში ექსტრადიციის საკითხი. აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა გამომდინარეობს
„ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მესამე დამატებითი ოქმთან საქართველოს
მიერთებიდან და ასევე, აღნიშნულის გამო „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო
თანამშრომლობის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
შესაბამისი
ცვლილების
შეტანის
აუცილებლობიდან. კერძოდ, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტში
გათვალისწინებულია
გამარტივებული
პროცედურების
გამოყენებით
პირის
ექსტრადიციის
შესაძლებლობა, რა დროსაც აუცილებელია პირმა მიიღოს სათანადო კვალიფიციური იურიდიული
დახმარება და თავისი პროცედურული უფლებების რეალიზება შეძლოს ადვოკატის თანდასწრებით.
კანონპროექტის თანახმად, შესაძლებელი ხდება დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების
გამოყენებით, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირი, მისი პირდაპირი და აშკარა
თანხმობით, სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე გამოიკითხოს სამართლებრივი დახმარების
აღმოჩენის თაობაზე შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი წესით
გამოკითხვა დაშვებულია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, პირის
ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართლით ან/და ამ სახელმწიფოს ნათლად ჩამოყალიბებული
პრაქტიკით. ყოფილა შემთხვევები, როდესაც პირს სურდა საქართველოს შესაბამისი საგამოძიებო
ორგანოებისათვის
ნებაყოფლობით
ჩვენების
მიცემა,
მაგრამ,
წინამდებარე
პროექტით
შემოთავაზებული მექანიზმის არარსებობის გამო, ჩვენების მოპოვება მომხდარა სამართლებრივი
დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე, რაც, თავის მხრივ, დროში შედარებით
ხანგრძლივი პროცედურების განხორციელებას გულისხმობს. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება
ხელს შეუწყობს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას უცხო სახელმწიფოს სუვერენიტეტის
დაცვით.
კანონპროექტით ასევე შესაძლებელი ხდება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, უცხო
სახელმწიფოს სამართლით ან/და ამ სახელმწიფოს ნათლად ჩამოყალიბებული პრაქტიკით დაშვებულ
შემთხვევებში, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე
უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი ან რეგისტრირებული პირისგან ნებაყოფლობით
მოპოვებული იქნეს სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი კომპიუტერული მონაცემი ან
დოკუმენტი.
აღნიშნული ნორმა, ისევე, როგორც წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა
ცვლილებები, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან. შემოთავაზებული წესი იძლევა არა მხოლოდ მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის,
არამედ სხვა ტიპის მონაცემების გამოთხოვის შესაძლებლობასაც. მხედველობაშია მისაღები ბევრი
სერვის-პროვაიდერის მიერ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნის შესაბამისად,
ჩვეულებრივ
გარემოებებში
ინტერნეტ
ტრეფიკის
მონაცემების,
ხოლო
გადაუდებელი
აუცილებლობისას - ასევე შინაარსობრივი მონაცემების, გაცემის შესაძლებლობაც. ამასთან, სერვისპროვაიდერების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან პირდაპირი თანამშრომლობის
შესაძლებლობას ითვალისწინებს ასევე, მაგალითად, აშშ-სა და ირლანდიის კანონმდებლობაც, სადაც
მსოფლიოს
დიდი
ითვალისწინებს
სერვის-პროვაიდერები
როგორც
ინფორმაციის/მონაცემების
არიან
დაფუძნებული.
სერვის-პროვაიდერებისაგან,
მოპოვების
შესაძლებლობას.
ასევე
ამასთან,
სხვა
ამდენად,
კანონპროექტი
პირების
შესაბამის
მიერ
საერთაშორისო
ხელშეკრულებებზე მიერთებით და უცხო ქვეყნებთან შეთანხმებით, საქართველო შეძლებს ამ
შესაძლებლობის
გამოყენებას
და
კანონმდებლობის
ეს
ნაწილი
კარგი
საწყისი
იქნება
ამ
მიმართულებით.
საბოლოოდ,
კანონპროექტის
თანახმად,
კომპიუტერული
მონაცემების
ან
დოკუმენტის
ამდაგვარი სახით მოპოვება შესაძლებელი გახდება მისი მომწოდებლის თანხმობის შემთხვევაში, თუ
კომპიუტერული
მონაცემის
ან
დოკუმენტის
ამდაგვარი
მოწოდება
გათვალისწინებულია
საერთაშორისო ხელშეკრულებით, შესაბამისი უცხო სახელმწიფოს სამართლით ან ნათლად
ჩამოყალიბებული
პრაქტიკით.
ამასთან,
ამდაგვარი
თხოვნების
გაგზავნა
განხორციელდება
საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პროკურორის/პროკურორების
მიერ, რათა მიმართვების ხარისხი იყოს მაღალი, ერთგვაროვან მიდგომებზე დაფუძნებული და
თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი უხერხულობა უცხო სახელმწიფოსთან ურთიერთობის
ჭრილში.
ზემომითითებული შემთხვევის მსგავსად, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სამართლებრივი
დახმარების
აღმოჩენის
თაობაზე
შუამდგომლობის
გაგზავნის
გარეშე
უცხო
სახელმწიფოს
ტერიტორიაზე ექსპერტიზის ჩატარებას იმ შემთხვევაში, თუ ამას დასაშვებად მიიჩნევს შესაბამისი
უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობა.
კანონპროექტით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის
(დაკავების საფუძველი) პირველი ნაწილით განსაზღვრულ პირის დაკავების საფუძვლებს ემატება
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე16
მუხლის
მე-4
პუნქტის შესაბამისად,
საქართველოში ექსტრადირებული პირის
სისხლისსამართლებრივი
დევნის
განმახორციელებელი
სახელმწიფოსგან
უზრუნველყოფის
უცხო
მიზნითაც
წარმოებასთან
გამოძიების
თანხმობის
ადგილის
დაკავშირებით
გამოთხოვის
მიხედვით
მიმართ
ექსტრადირების
საჭიროება,
სასამართლოს,
რომლის
პროკურორის
შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს განჩინება პირის დაკავების თაობაზე.
ამასთან, ვინაიდან „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების
მიერ ძებნილ პირთა დაკავების საფუძვლები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილს ემატება შესაბამისი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლითაც
სასამართლოს განჩინების გარეშე პირის დაკავების შესაძლებლობად მიიჩნევა ასევე „სისხლის
სამართლის
სფეროში
საერთაშორისო
გათვალისწინებული შემთხვევები.
თანამშრომლობის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანოპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება ნაწილობრივ გამომდინარეობს 2014 წლის 14 აპრილს საქართველოს მიერ
ხელმოწერილი 2010 წლის 10 ნოემბრის „ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მესამე
დამატებითი ოქმით“ განსაზღვრული ვალდებულებებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს სხვა
ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის,
ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის გამოყენების წესი, კანონის ანალოგია
1. სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს
გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს.
2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონში შეტანილი ცვლილებები იწვევს წინათ გამოტანილი
საპროცესო აქტის გაუქმებას ან შეცვლას, თუ ამით უმჯობესდება ბრალდებულის (მსჯავრდებულის)
მდგომარეობა.
3. საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის
საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა
და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
4. დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად, სისხლის სამართლის პროცესი საქართველოს
ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება აგრეთვე
საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საჰაერო თუ
საზღვაო
ხომალდზე
ჩადენილი
დანაშაულის
გამო,
თუ
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6.
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებათა
და
შეთანხმებათა
შესაბამისად,
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხო
სახელმწიფოს ტერიტორიაზედაც.
7. საქართველოს მოქალაქე, რომელიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს, აგრეთვე
საზღვარგარეთ მყოფი მისი ოჯახის წევრები, თუ ისინი ნებაყოფლობით არ დათანხმდებიან
ადგილსამყოფელი
ქვეყნის სისხლის
სამართლის
საპროცესო
კანონმდებლობის
გამოყენებას,
ექვემდებარებიან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის იურისდიქციას.
8. საქართველოს ტერიტორიაზე საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს
სასამართლოს თუ საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას შეიძლება ამ სახელმწიფოს
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ ეს გათვალისწინებულია
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.
მუხლი 45. სავალდებულო დაცვა
სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი:
ა) თუ არასრულწლოვანია;
ბ) თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
გ) თუ აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის
განხორციელებას;
დ) თუ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის
დანიშვნის შესახებ;
ე)
თუ
ჩადენილი
ქმედებისათვის
საქართველოს
სისხლის
სამართლის
გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით;
კოდექსით
ვ) თუ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე;
ზ) თუ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო;
თ) თუ თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას ;
ი) თუ გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
კ) თუ არაიდენტიფიცირებული პირია;
ლ) ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მუხლი 113. გამოკითხვის წესი
1.
ნებისმიერი
პირი,
რომელიც
შესაძლებელია
ფლობდეს
საქმისათვის
მნიშვნელოვან
ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ. დაუშვებელია,
გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.
2. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით,
არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ. გამოკითხვის
ჩამტარებელმა მხარემ გამოსაკითხ პირს ამ უფლებების, აგრეთვე ამ კოდექსის 50-ე მუხლით
გათვალისწინებული უფლებების შესახებ განმარტება გამოკითხვის დაწყებამდე უნდა მისცეს.
3. გამოკითხვის წინ უნდა დადგინდეს გამოსაკითხი პირის ვინაობა და სხვა აუცილებელი
ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.
4. გამოკითხვის ჩამტარებელი მხარე ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ
გამოკითხვა ნებაყოფლობითია. განმარტების შესახებ უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.
5. გამოსაკითხი პირი გამოკითხვაზე როგორც თანხმობის, ისე უარის თქმის შემთხვევაში
ვალდებულია გამომკითხველს თავისი პირადი მონაცემების შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.
6. გამოსაკითხი პირი გამოკითხვაზე თანხმობის შემთხვევაში ვალდებულია გამოკითხვის
ჩამტარებელ მხარეს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ სწორი
ინფორმაცია მიაწოდოს.
7.
გამოკითხვის
ჩამტარებელი
მხარე
ვალდებულია
გამოსაკითხი
პირი
წერილობით
გააფრთხილოს ცრუ დასმენისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაული) და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის (საქართველოს სისხლის
სამართლის
კოდექსის
370-ე
მუხლით
გათვალისწინებული
დანაშაული)
მოსალოდნელი
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. გაფრთხილების შესახებ უნდა აღინიშნოს
გამოკითხვის ოქმში.
8. თუ გამოკითხვას ბრალდების მხარე ატარებს, გამოსაკითხი პირის მიერ გამოკითხვაზე უარის
თქმის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია განუმარტოს გამოსაკითხ პირს, რომ ის შეიძლება
დაბარებულ იქნეს მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად, რომ ჩვენების მიცემა
სავალდებულოა
და
ამ
ვალდებულების
შეუსრულებლობა
გამოიწვევს
გამოსაკითხი
პირის
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.
9. გამოკითხვისას შესაძლებელია ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალებების
გამოყენება. გამოსაკითხ პირს მათი გამოყენების შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს.
10. თუ ეს კოდექსი ბრალდებულის მიმართ ამ მუხლის დებულებებისგან განსხვავებულ წესს არ
ადგენს, ამ მუხლის დებულებები ბრალდებულზედაც ვრცელდება.
მუხლი 144. ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი
1. თუ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის ექსპერტთა
მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა
დადგენა, ასევე თუ სხეულს ან ინფორმაციის შემცველ ობიექტს აჩნევია საქმისათვის მნიშვნელობის
მქონე კვალი, ნიშანი ან თავისებურება, რომლის სწორად გაგება და აღქმა სპეციალური ცოდნის გარეშე
შეუძლებელია, ტარდება ექსპერტიზა.
2. ექსპერტიზა ტარდება მხარის ინიციატივით.
3. თუ საექსპერტო კვლევის ობიექტი მეორე მხარესთან ინახება, იგი ვალდებულია გადასცეს
ობიექტი
ექსპერტიზის
ინიციატორი
მხარის
ექსპერტს.
ექსპერტიზის
ინიციატორი
მხარე
უფლებამოსილია ჩაატაროს ექსპერტიზა. თუ მხარე ნებაყოფლობით ვერ იღებს, იგი უფლებამოსილია
საექსპერტო
კვლევის
ობიექტის
ექსპერტისათვის
გადაცემის
შუამდგომლობით
მიმართოს
სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით. შუამდგომლობა განხილულ უნდა იქნეს არა უგვიანეს
48 საათისა. შუამდგომლობის განხილვის დრო და ადგილი ეცნობება მხარეებს. შუამდგომლობის
ავტორის
გამოუცხადებლობის
შემთხვევაში
შუამდგომლობა
არ
განიხილება.
სასამართლო
უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს განჩინება არ
გასაჩივრდება.
31. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის ინიციატორი
მხარის ექსპერტმა ვერ ან არ უზრუნველყო საექსპერტო კვლევის ობიექტის დაცვა, ექსპერტის დასკვნა
დაუშვებელი მტკიცებულებაა, ხოლო ექსპერტის მოწმედ დაკითხვა დაუშვებელია.
4. ექსპერტიზის ჩატარების შესახებ გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება და დაცვის
მხარის მიმართვა სავალდებულოა საექსპერტო დაწესებულებისათვის, ექსპერტისათვის და იმ
პირისათვის, რომელიც საექსპერტო კვლევის ობიექტია.
5. ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დადგენილებაში და დაცვის მხარის მიმართვაში აღინიშნება
ექსპერტიზის
დანიშვნის
საფუძველი,
ექსპერტის
წინაშე
დასმული
კითხვები,
საექსპერტო
დაწესებულების დასახელება ან იმ პირის გვარი, რომელსაც დაევალა ექსპერტიზის ჩატარება.
6. დაცვის მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსის 46-ე მუხლით დადგენილ ფარგლებში და
დადგენილი
წესით
მოითხოვოს
მისი
ინიციატივით
ჩატარებული
ექსპერტიზის
ხარჯების
სახელმწიფოს ხარჯზე ანაზღაურება.
მუხლი 171. დაკავების საფუძველი
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც
კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი
მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან
ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს
პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება პირის დაკავების
თაობაზე. ეს განჩინება არ გასაჩივრდება.
2. პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე შესაძლებელია, თუ:
ა) პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე;
ბ) პირი დაინახეს დანაშაულის ჩადენის ადგილას და მის მიმართ დაუყოვნებლივ ხორციელდება
სისხლისსამართლებრივი დევნა მისი დაკავების მიზნით;
გ) პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი;
დ) პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, მაგრამ შემდგომ იგი თვითმხილველმა ამოიცნო;
ე) პირი შესაძლოა მიიმალოს;
ვ) პირი ძებნილია.
3. პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და მისი მიმალვის,
სასამართლოში გამოუცხადებლობის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა თუ
ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავიდან ვერ იქნება აცილებული სხვა, ალტერნატიული
ღონისძიებით, რომელიც პროპორციულია სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გარემოებებისა და
ბრალდებულის პირადი მონაცემებისა.