„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სოციალური მუშაობის შესახებ“
- „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 24 ✗ 49
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-30
ბიუროს ნომერი 154
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული
სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება;“
2. 89-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 891 მუხლი:
„მუხლი 891. გადაწყვეტილების აღსრულება ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან
მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან
დაკავშირებულ საქმეზე
1. სააღსრულებო წარმოება ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან
ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ
საქმეებზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების
შესასრულებლად იწყება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
2. აღსრულებას უზრუნველყოფს ის სააღსრულებო ბიურო, რომლის სამოქმედო
ტერიტორიაზეც იმყოფება ბავშვი.
3. სააღსრულებო ბიურო აღსრულებას იწყებს კრედიტორის განცხადების,
სასამართლო გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ხოლო
თუ
სასამართლოს
გადაწყვეტილება
მოწინააღმდეგე
მხარისაგან
ბავშვის
გადმოცემასთან დაკავშირებით მიღებულია სასამართლოსადმი მეურვეობისა და
მზრუნველობის ორგანოს მიმართვის საფუძველზე, ამ უკანასკნნელის განცხადების,
სასამართლო გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
4.
აღსრულება
უნდა
დაიწყოს
სააღსრულებო
ბიუროსადმი
კრედიტორის/მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წერილობითი განცხადებით
მიმართვის დღიდან. განცხადებას თან უნდა ერთოდეს სასამართლოს
გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი.
5. აღსრულების დაწყებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა, სააღსრულებო ბიურო
მოვალეს უგზავნის წერილობით მოთხოვნას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით
აღსრულების პირობების შესახებ.
54
პროექტი
6. მოთხოვნაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების ვადა უნდა
განისაზღვროს ინდივიდუალურად, საქმის სირთულისა და ბავშვის ინტერესების
გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს 7 სამუშაო დღით, მოთხოვნის გაგზავნიდან.
7. მოთხოვნაში უნდა აისახოს მისი დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის
სამართლებრივი
შედეგები,
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
პასუხისმგებლობის საკითხები.
8. გადაწყვეტილება ნებაყოფლობით აღსრულებულად ითვლება, თუ მოვალე ამ
მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შეასრულებს სააღსრულებო ბიუროს
მოთხოვნას მასში მითითებული პირობებით. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით
შესრულება წარმოადგენს დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის
საფუძველს, გარდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისა.
9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადასა და პირობებით
გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს უარს გადაწყვეტილების
ნებაყოფლობით აღსრულებაზე, იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით
დადგენილი წესით და იწყება იძულებითი აღსრულება.
10. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ
დროს, მათ შორის, უქმე ან დასვენების დღეს, თუ ეს აუცილებელია კონკრეტული
საქმის
ფაქტობრივი
გარემოებიდან
და
ბავშვის
ინტერესებიდან
გამომდინარე.მოვალის დასწრება აღსრულების პროცესში სავალდებულო არ არის.
აღსრულების პროცესში უნდა მონაწილეობდეს სოციალური მუშაკი.
11. აღსრულების პროცესში კრედიტორისა და მოვალის მონაწილეობა
წარმომადგენლების მეშვეობით დაუშვებელია.“
მუხლი 2.
2019 წლის 1 იანვრისათვის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმოებაში
არსებული, ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა
წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეები
გადაეცეს ამ საქმეთა აღსრულებაზე უფლებამოსილ აღსრულების ეროვნული ბიუროს.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმდდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
--, _____________ 2018 წ.
N____-__
55
განმარტებითი ბარათი
პროექტი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 61-ე
მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული
ბიურო გახდება უფლებამოსილი ორგანო ბავშვის გადაცემასთან ან შვილთან მეორე
მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან
დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო გახდა „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ცვლილება იმგვარად,
რომ მათ შორის ამ საკითხზე სააღსრულებო წარმოების ჩატარება ყოფილიყო
აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენცია.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს
კანონის ნორმები შესაბამოსობაში მოვიდეს „სოციალური მუშაობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტთან და
განისაზღვროს ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა
წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თავისებურებანი.
ა.გ) კანონპროექტის არსი
კანონპროექტის მიხედვით, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ
აღსრულების ეროვნული ბიურო გახდება უფლებამოსილი ორგანო ბავშვის
გადაცემასთან ან შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის
უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების
აღსრულების პროცესში.
ამდენად, წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, იცვლება
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“
ქვეპუნქტი და განისაზღვრება, რომ მათ შორის ამ საკითხზე სააღსრულებო წარმოების
56
პროექტი
ჩატარება წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციას. კანონის
პროექტითვე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატება
891 მუხლი, რომელიც დაადგენს ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე
მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან
დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების თავისებურებებს.
კანონის პროექტის ამოქმედებისთვის განსაზღვრულია 2021 წლის 1 იანვარი,
ისევე, როგორც „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის პროექტისთვის. ამ
დროისთვის კი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმოებაში არსებული,
ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის
ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეები გადაეცემა
ამ საქმეთა აღსრულებაზე უფლებამოსილ აღსრულების ეროვნული ბიუროს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე და
გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. კერძოდ, ბავშვის გადაცემასთან ან
შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების
განხორციელებასთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებას აღასრულებს
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც სხვა სახის მომსახურებებთან
ერთად, აღასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებასაც ამ ტიპის საქმეებზე.
სააგენტოს სოციალური მუშაკები მუშაობენ სხვადასვა ტიპის საქმეებზე, მათ შორის,
ამ ტიპის საქმეებზე და ამდენად, სააგენტო არ აწარმოებს ხარჯთაღრიცხვას იმ
კუთხით, თუ რა ოდენობის ხარჯი არის გასაწევი ამ ტიპის ერთი საქმის
აღსრულებისთვის. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, სააგენტოს მოაკლდება საქმეების
რაოდენობა და 2021 წლიდან გადაეცემა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. კანონის
პროექტით მოხდება სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის საქმეთა შემცირება,
ხოლო ეს ნაწილი გადავა აღსრულები ეროვნულ ბიუროზე, რომელსაც დასჭირდება
დამატებითი ადამიანური რესურსი.
ის, თუ რა რაოდენობით უნდა მოხდეს სოციალური მუშაკების რაოდენობსი
ზრდა საჯარო დაწესებულებებში, საუბარია „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის
პროექტის განმარტებით ბარათში. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სისტემაში დასაქმებულია 23 სოციალური მუშაკი,
რომელთა ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 900 ლარს, რისთვისაც
ყოველწლიურად ხელფასისთვის საჭიროა დაახლოებით 248 000 ლარი. სოციალური
მუშაკების დატვირთვის გათვალისწინებით და მათი საქმიანობის ანალიზის შედეგად,
57
პროექტი
გამოიკვეთა საჭიროება, რომ სისტემაში მოხდეს ჯამში 30 სოციალური მუშაკის
დამატება, კერძოდ, 2020 წლისთვის 10 სოციალური მუშაკი, 2022 წლისთვის
დამატებით 10 სოციალური მუშაკი და 2024 წლისთვის დამატებით 10 სოციალური
მუშაკი. მათი რაოდენობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია სოციალურ მუშაკთა
ხელფასების ზრდა და ამგვარად, მათი სოციალური დაცვის გარანტიების
გაუმჯობესება. 2020 წლისთვის საშუალო ხელფასის ზრდა უნდა მოხდეს 1200
ლარამდე, 2022 წლისთვის 1500 ლარამდე, ხოლო 2024 წლისთვის 2000 ლარამდე.
სოციალური მუშაკების რაოდენობის მატების პირველ ეტაპზე, 2020 წლისთვის, მათი
რაოდენობა გახდება 33, ხოლო ნავარაუდევი ხელფასი 1200 ლარი, რის გამოც ამ და მის
მომდევნო წელს სახელფასო ფონდზე გამოსაყოფი იქნება წლიურად 475 000 ლარი.
2022 წლისთვის მუშაკთა რაოდენობა გახდება 43, ხოლო ნავარაუდევი ხელფასი
გახდება 1500 ლარი, რისთვისაც ამ და მის მომდევნო წელს გამოსაყოფი იქნება
წლიურად 774 000 ლარი. 2024 წლისთვის მუშაკთა რაოდენობა გახდება 53, ხოლო
ნავარაუდევი ხელფასი გახდება 2000 ლარი, რისთვისაც ამ წელს და შემდგომ
პერიოდში გამოსაყოფი იქნება წლიურად 1 272 000 ლარი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის დასამატებელი 30 სოციალური
მუშაკებიდან ნაწილი დასაქმედება სწორედ აღსრულების ეროვნული ბიუროში და
ისინი მოახდენენ ამ საქმეთა აღსრულებას. აღნიშნულის ფინანსური ხარჯები კი
მოქცეულია იმ ხარჯებში, რომლებიც ითვალისწინებენ სამინისტროს სისტემაში
სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ,
სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ამ ამ ტიპის საქმეების აღსრულებაზე
უფლებამოსილების ჩამორთმევით, ეს უფლებამოსილება გადაეცემა აღსრულების
ეროვნულ ბიუროს, რომელსაც დასჭირდება დამატებითი ადამიანური რესურსი.
კანონის პროექტის მიღებას უნდა მოჰყვეს იუსტიციიის სამინისტროს სისტემაში და
შესაბამისად, აღსრულების ეროვნულ ბიუროშიც სოციალური მუშაკების რაოდენობის
გაზრდა, რათა მათ შეძლონ ამ ტიპის საქმეთა აღსრულება. სისტემაში სოციალური
მუშაკების რაოდენობის ზრდისა და სავარაუდო ფინანსური ხარჯების შესახებ კი
საუბარია განმარტებითი ბარათის „ბ.ა.“ ქვეპუნქტში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას,
რადგან
სსიპ
სოციალური
მომსახურების
სააგენტოს
58
პროექტი
გამოუთავისუფლდება საქმეები ამ ტიპის საქმეთა აღსრულებაზე და გადაეცემა
აღსრულების ეროვნული ბიუროს. შესაბამისად, ახალი ფინანსური ვალდებულებები
დაკავშირებული იქნება ბიუროსთვის ადამიანური რესურსით უზრუნველყოფასთან,
რომელიც მოხდება იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სოციალური მუშაკების
რაოდენობის ზრდის ფარგლებში.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტის არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკაშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ფრიდრიხ-ებერტის ფონდი
ექსპერტი - ანა ფირცხალაშვილი („დემოკრატიის განვითარების სააგენტო“)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
59
პროექტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
კირსტინ ფუსანი - განათლების, ახალგაზრდობისა და ოჯახის საკითხების
მიმართულების ხელმძღვანელი, ბერლინის თვითმმართველობა
სვენია კეტელსენი - უსახლკარო ქალთა მიმართულების ხელმძღვანელი (DBSH e.V.
Landesverband Berlin).
გაეროს ბავშვთა ფონდი
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ლევან ბეჟანიძე, ირაკლი ბერაია, ვანო
ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, დიმიტრი მზეიძე, ანრი
ოხანაშვილი, მერაბ ქვარაია, დიმიტრი ცქიტიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ლევან ბეჟანიძე, ირაკლი ბერაია, ვანო
ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, დიმიტრი მზეიძე, ანრი
ოხანაშვილი, მერაბ ქვარაია, დიმიტრი ცქიტიშვილი.
60
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
პროექტი
„სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება:
მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები (11.12.2015. N4628)
ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება:
ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული
სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის
გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის
უფლების
განხორციელებასთან
დაკავშირებულ
საქმეზე
მიღებული
გადაწყვეტილებისა;
ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი
სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის
სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ;
გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად
სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში
შესული
სასამართლო
დადგენილება
ქონებრივი
გადახდევინებისა
და
ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების ნაწილში;
ე) სასამართლოს ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში
ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ;
ვ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის)
საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების
რეალიზაციის შესახებ;
ზ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის
თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი
პირის დაჯარიმების ან დაპატიმრების შესახებ;
თ) მოსამართლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის VII8 თავით გათვალისწინებულ საკითხებზე;
ი) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება,
რომელიც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის
თანახმად, საქართველოსთვის სავალდებულოა;
კ) უცხო ქვეყნის სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო
სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია
საქართველოს კანონმდებლობით;
ლ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება;
მ) უცხო ქვეყნის არბიტრაჟის ან საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება,
რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო
61
პროექტი
ხელშეკრულებებით;
ნ) სანოტარო აქტი;
ო) გირავნობის მოწმობა;
პ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე უფლებამოსილი
ადმინისტრაციული
ორგანოს
(თანამდებობის
პირის)
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
ჟ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საქართველოს ეროვნული ბანკისა
და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;
რ)
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შედეგად სახელმწიფო ქონებისათვის ან/და თვითმმართველი
ერთეულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ;
ს) რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის და მისი კომიტეტის
გადაწყვეტილებები;
ტ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს
ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
უ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს
თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ −
დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება;
ფ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII13 თავით
გათვალისწინებული
პაციენტის
არანებაყოფლობითი
იზოლაციის
შესახებ
მოსამართლის ბრძანება. (11.12.2015. N4632 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.)
ქ) ლიზინგის მოწმობა. (30.06.2017 N 1198 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ნოემბრიდან)
62