„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.04.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ლევან ბეჟანიძე, ირაკლი ბერაია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, დიმიტრი მხეიძე, ანრი ოხანაშვილი, მერაბ ქვარაია, დიმიტრი ცქიტიშვილი
ნომერი
#07-3/157/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სოციალური მუშაობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-30
ბიუროს ნომერი 154

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს ცვლილება და 1278-ე მუხლის მე-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კოდექსით, "სოციალური მუშაობის შესახებ" საქართველოს კანონითა და და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 82
განმარტებითი ბარათი
პროექტი განმარტებითი ბარათი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის პროექტი ადგენს საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც განსაზღვრავს სოციალურ მუშაკთან დაკავშირებულ ძირითად მიმართულებებს და დეტალურად გაწერს მათ უფლება-მოვალეობებს. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1278-ე მუხლის მეორე ნაწილში შევიდეს ცვლილება და განისაზღვროს, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების მუშაობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსით, "სოციალური მუშაობის შესახებ" საქართველოს კანონითა და და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი; კანონპროექტის მიზანია სამოქალაქო კოდექსის 1278-ე მუხლის მე-2 ნაწილი შესაბამისობაში მოვიდეს „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის პროექტის დებულებებთან. ა.გ) კანონპროექტის არსი; კანონპროექტის თანახმად, დგინდება, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების მუშაობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსით, "სოციალური მუშაობის შესახებ" საქართველოს კანონითა და და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. 83 პროექტი ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ფრიდრიხ-ებერტის ფონდი 84 პროექტი ექსპერტი - ანა ფირცხალაშვილი („დემოკრატიის განვითარების სააგენტო“) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კირსტინ ფუსანი - განათლების, ახალგაზრდობისა და ოჯახის საკითხების მიმართულების ხელმძღვანელი, ბერლინის თვითმმართველობა სვენია კეტელსენი - უსახლკარო ქალთა მიმართულების ხელმძღვანელი (DBSH e.V. Landesverband Berlin). გაეროს ბავშვთა ფონდი დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ლევან ბეჟანიძე, ირაკლი ბერაია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, დიმიტრი მზეიძე, ანრი ოხანაშვილი, მერაბ ქვარაია, დიმიტრი ცქიტიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ლევან ბეჟანიძე, ირაკლი ბერაია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, დიმიტრი მზეიძე, ანრი ოხანაშვილი, მერაბ ქვარაია, დიმიტრი ცქიტიშვილი. 85
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება