„სოციალური მუშაობის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.04.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ლევან ბეჟანიძე, ირაკლი ბერაია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, დიმიტრი მხეიძე, ანრი ოხანაშვილი, მერაბ ქვარაია, დიმიტრი ცქიტიშვილი
ნომერი
#07-3/157/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სოციალური მუშაობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-30
ბიუროს ნომერი 154

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი სოციალური მუშაობის შესახებ პირველი თავი ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. კანონი განსაზღვრავს სოციალური მუშაობის ძირითად პრინციპებს, სოციალური მუშაკის სამართლებრივ სტატუსსა და სოციალურ გარანტიებს, ადგენს მის ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს, აწესრიგებს სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს. 2. კანონი განსაზღვრავს სოციალური მუშაკის პროფესიული გაერთიანების (შემდგომში-გაერთიანება) ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, მისი შექმნის წესსა და ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძვლებს, სოციალური მუშაკის პროფესიული კვალიფიკაციის ჩარჩოს. 3. კანონის დებულებები ვრცელდება საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ, ასევე თვითდასაქმებულ პრაქტიკოს სოციალურ მუშაკებზე, მათ პროფესიულ ზედამხედველებზე, გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისებისა. მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამ კანონის მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბენეფიციარი - ფიზიკური პირი, რომელიც იღებს ამ კანონით დადგენილ სოციალური სამუშაოს სერვისს ან რომელთანაც სოციალური მუშაკის მიერ ამ კანონით დადგენილი სოციალური მუშაობის საჭიროება დგინდება; ბ) ბენეფიციარის უსაფრთხოების, საუკეთესო მისი ინტერესი - საზოგადოებაში ბენეფიციარის სოციალური სრულფასოვანი ინტეგრაციის, კეთილდღეობის, განვითარების და ამ კანონის მიზნებით გათვალისწინებული სხვა ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობასა და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს. გ) გადაუდებელი შემთხვევა - მდგომარეობა, რომელიც მეყსეულ საფრთხეს უქმნის ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს. დ) ვარაუდის საფუძველი – ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად; 1 პროექტი ე) საფრთხე – ვითარება, როდესაც არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგება ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს; ვ) სოციალურ მუშაკთა გაერთიანება - ამ კანონით განსაზღვრული, პირთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ზ) სოციალური მუშაკი - სოციალური მუშაკი არის პირი, რომელიც ასრულებს ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სოციალურ სამუშაოს მიზნობრივ ჯგუფებთან, აქვს მიღებული ამ კანონით გათვალისწინებული აკადემიური ან სხვა განათლება და არის გაერთიანების წევრი; თ) სოციალური მუშაობა - არის პრაქტიკულ საქმიანობაზე დაფუძნებული სპეციალობა, რომელიც მიზნად ისახავს პიროვნების თავისუფალ განვითარებას სოციუმში, საზოგადოებაში მისი ინტეგრაციის ხელშეწყობას და ინდივიდების გაძლიერებით ემსახურება საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას. ი) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ჯგუფები - სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ ჯგუფებს განეკუთვნებიან - ნარკო-, ალკოჰოლზე და აზარტულ თამაშზე დამოკიდებული პირები, შესაძლებლობის მქონე სოციალურად პირები, დაუცველი პირები, ხანდაზმულები, შეზღუდული არასრულწლოვნები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, იძულებით გადაადგილებული პირები, უსახლკარო პირები, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები, მხარდაჭერის მიმღები პირები, ძალადობის მსხვერპლები და სხვა პირები, რომლებიც გარემოებათა გათვალისწინებით შესაძლებელია იყვნენ ზემოთაღნიშნული ჯგუფების მსგავს საფრთხეში. კ) ხანდაზმული - მამაკაცი და ქალი 65 წლის ასაკიდან. მუხლი 3. კანონის მიზნები კანონის მიზანია სოციალური სამუშაოს იმგვარი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ემსახურება: ა) ინდივიდის მიერ თავისი ცხოვრების წარმატებით წარმართვას, თვითდახმარებისა და თვითგანვითარების გზით მის დამოუკიდებლობასა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას; ბ) ინდივიდის მდგრად ინტეგრაციას საზოგადოებაში და ფართო პირადი ავტონომიის შენარჩუნებას, მის მიერ საზოგადოებრივი სიკეთეებით სრულფასოვნად სარგებლობას; გ) ისეთი სტრუქტურული ცვლილებების დანერგვას, რომელიც ხელს უშლის მარგინალიზაციასა და სოციალურ დაყოფას; 2 პროექტი დ) სოციალური უსაფრთხოების ხელშეწყობას; ე) ოჯახისა და საზოგადოების გაძლიერებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერას. მუხლი 4. სოციალური მუშაკის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. სოციალური მუშაობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, საქართველოს საკანონმდებლო აქტები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა ნორმატიული აქტები და მათ საფუძველზე გამოცემული სხვა სამართლებრივი აქტები. 2. სოციალურ მუშაკზე ვრცელდება ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები. მეორე თავი სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპები მუხლი 5. სოციალური მუშაობის პრინციპების სავალდებულოობა 1. სოციალური მუშაკი ვალდებულია სოციალური მუშაობისას გაითვალისწინოს შემდეგი პრინციპები: სამართლიანობა, ადამიანის თანასწორობა, უფლებების დარგობრივი პატივისცემა, კომპეტენცია, სოციალური თანაზომიერება, კეთილსინდისიერება და პროფესიული ეთიკის დაცვა და სოციალური მუშაობის სისტემურობა. 2. სოციალური მუშაობის პრინციპების დარღვევა სოციალური მუშაკისთვის იწვევს კანონმდებლობით და პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მუხლი 6. ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპი 1. სოციალური მუშაობა ეფუძნება თითოეული ადამიანის ღირსების და მისი სხვა ძირითადი უფლებების პატივისცემას. 2. სოციალური მუშაკი არა მხოლოდ თავად არ უნდა არღვევდეს ადამიანის უფლებებს, არამედ ხელს უნდა უწყობდეს ძირითადი უფლებების განხორციელებას. მუხლი 7. სოციალური სამართლიანობის პრინციპი 1. სოციალური მუშაკი ემსახურება სოციალური სამართლიანობის მიღწევას საზოგადოებრივ ურთიერთობებში. 3 პროექტი 2. სოციალური მუშაკი ხელს უწყობს სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრასა და სოციალურ პროგრესს საზოგადოებაში. მუხლი 8. თანასწორობის პრინციპი 1. სოციალური მუშაობა ემყარება თანასწორობის პრინციპს. 2. პროფესიული უფლებამოსილების განხორციელებისას სოციალური მუშაკის მიერ დაუშვებელია, დისკრიმინაციული სოციალური მოპყრობა მუშაკის რასის, კანის პროფესიული ფერის, საქმიანობისას წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. მუხლი 9. დარგობრივი კომპეტენციის პრინციპი 1. სოციალური მუშაკი პრაქტიკაში სოციალურ სამუშაოს ასრულებს დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით. დარგობრივი კომპეტენციის მიღება შესაძლებელია პრაქტიკული სამუშაოს ფარგლებში. 2. აკადემიური საგანმანათლებლო, სასერტიფიკატო ან სხვა საგანმანათლებლო კურსები, უზრუნველყოფენ დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით განათლების მიღებას და მის შემდგომ გაღრმავებას. მუხლი 10. თანაზომიერების პრინციპი 1. სოციალური მუშაკის მიერ გატარებული ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვას. შერჩეული ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. 2. სოციალური მუშაკის ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვას. 3. სოციალური მუშაკის ღონისძიება არის აუცილებელი, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც ქმედების ადრესატს, ისე, სხვა პირს. 4. სოციალური მუშაკის ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა. მუხლი 11. ინდივიდუალიზაციის პრინციპი 4 პროექტი 1. სოციალური მუშაობა ორინტირებულია ინდივიდზე. 2. სოციალური მუშაკი ახდენს ბენეფიციართა ინდივიდუალური სოციალური ფუნქციონირების მხარდაჭერას, სოციალური პრობლემების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებას და მათი დაძლევისაკენ მიმართული ქმედებების განხორციელების ხელშეწყობას. მუხლი 12. კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვის პრინციპი 1. სოციალური მუშაკი სოციალურ სამუშაოს წარმართავს ამ კანონის მიზნების, ღირებულებებისა და ეთიკური პრინციპების შესაბამისად. 2. სოციალური მუშაკი მოქმედებს კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით ეკიდება თავის მოვალეობას. 3. სოციალური მუშაკის პროფესიული ეთიკის ნორმები, მათ შორის, ეყრდნობა კონფიდენციალურობას, ინდივიდის ღირსების პატივისცემის პრინციპზე აგებულ ურთიერთობას, ბენეფიციარის მიერ გადაწყვეტილების მიღების უფლებისა და მისი თვითგამორკვევის აღიარებას, სოციალური მუშაობის დროს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის უპირატესობის აღიარებას. მუხლი 13. სოციალური მუშაობის სისტემურობა სოციალური მუშაობა მიმდინარეობს სისტემურად, სამ დონეზე, ინდივიდულურად მიკროდონეზე, საზოგადოებრივად - მეზოდონეზე და სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბისა და განვითარებისათვის - მაკროდონეზე. მესამე თავი სოციალური მუშაკის ფუნქციები მუხლი 14. სოციალური მუშაკის ძირითადი და დარგობრივი ფუნქციები 1. სოციალურ მუშაკს აქვს ძირითადი და დარგობრივი ფუნქციები. 2. საგანმანათლებლო - საბაკალავრო და სამაგისტრო - პროგრამები უზრუნველყოფენ ყველა ძირითადი და რამდენიმე შესაბამისი დარგობრივი სოციალური მუშაობის განხორციელების უნარების შეძენას. მუხლი 15. სოციალური მუშაკის ძირითადი ფუნქციები 1. სოციალური მუშაკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია პრევენციული სოციალური მუშაობაა. 2. სოციალური მუშაკის ძირითადი ფუნქციები სპეციალიზაციის მიუხედავად არის: 5 პროექტი ა) სოციალური მუშაობის ფარგლებში განახორციელოს ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები; ბ) იზრუნოს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის, მათ შორის, მისი უფლებების დაცვაზე; გ) გაუწიოს კონსულტაცია ბენეფიციარს, მოახდინოს კრიზისების პრევენცია, დროული ინტერვენცია და ბენეფიციარის მხარდაჭერა; დ) ბენეფიციარის უშუალო ჩართულობით დაგეგმოს და განახორციელოს სოციალური მუშაობის პროცესი; ე) იმუშაოს სოციალურ საკითხებზე; ვ) გამოვიდეს სასამართლო პროცესზე შესაბამისი დასკვნით; ზ) მოახდინოს პრობლემების იდენტიფიცირება სოციალური კეთილდღეობის სფეროში, შეიმუშავოს პროფესიული ინიციატივები და იმუშაოს მათი გადაჭრის გზების მოძიებაზე; თ) ითანამშრომლოს სოციალურ სფეროში მომუშავე სხვა პროფესიების წარმომადგენლებთან, ასევე, კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებთან; ი) მოახდინოს სასიკეთო ცვლილებების ინიცირება და მათი განხორციელება; კ) გააქტიუროს სოციალური განვითარების მისწრაფება ინდივიდებში, ჯგუფებში, ორგანიზაციებსა და საზოგადოებაში; ლ) განახორციელოს საკუთარი პროფესიული საქმიანობის თვითშეფასება, უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა ზედამხედველობი პროცესში. მუხლი 16. სოციალური მუშაობა ბავშვზე და ოჯახზე ზრუნვისა და მეურვეობა/მზრუნველობა/მხარდაჭერის სფეროში სოციალური მუშაობა ბავშვზე და ოჯახზე ზრუნვისა და მეურვეობა/მზრუნველობა/მხარდაჭერის სფეროში გულისხმობს: ა) ბავშვის შვილად აყვანის პროცესში მონაწილეობას; ბ) ბავშვის მხარდაჭერას, მისი საუკეთესო ინტერესის დაცვას, მის მეურვეობასა და მზრუნველობას, საპროცესო წარმომადგენლობას; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მეურვეობა/ მზრუნველობის/ მხარდაჭერის დანიშვნის დაწესების პროცესში მონაწილეობას, ზედამხედველობას მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის საქმიანობაზე და არასრულწლოვანის ან/და სამზრუნველო (სამეურვეო) პირის ქონებრივი უფლების განკარგვის საკითხებზე რეკომენდაციის გაცემას; დ) ბავშვის ძალადობისა და უგულვებელყოფისგან დაცვის ზომების მიღებას; ე) მიუსაფარი ბავშვების და მათი ოჯახების საჭიროებების განსაზღვრას; 6 პროექტი ვ) ბიოლოგიურ ოჯახში ბავშვის შენარჩუნების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას და მათი შესრულების მონიტორინგს; ზ) ოჯახის მხარდაჭერის, პრევენციისა და სპეციალიზირებული დაწესებულებიდან პირის რეინტეგრაციას და მისი მდგომარეობის მონიტორინგს, 24საათიანი ზრუნვის სისტემასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას; თ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ძალადობის მსხვერპლი პირების, მათ შორის ბავშების სათანადო მომსახურებაში ჩართვის ხელშეწყობას; ი) ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობაში დახმარებას; კ) ოჯახში ძალადობის მსხვერლი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის, ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას. კ) ბავშვზე, ოჯახში და ქალთა ძალადობისგან დაცვის მიზნით შესაბამისი ზომების მიღებას, მათ რეაბილიტაციაზე ზრუნვას, საზოგადოებაში ინტეგრაციის და მონიტორინგს; კ) მზრუნველის, მეურვისა და მხარდამჭერის დახმარებით ხანდაზმულ პირზე ზრუნვას; ლ) ხანდაზმულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შესაბამის სოციალურ, სამედიცინო, საშეღავათო მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდებასა და მათში ჩართვას. მ) დედათა და ბავშვთა თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობაში დახმარებას; ნ) ბავშვის 24-საათიანი ზრუნვის სახელმწიფო მზრუნველობის ფორმაში (მათ შორის, მინდობით აღზრდა) განთავსებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას და მონიტორინგს; ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოჯახურ დავების ან მშობლის უფლებების შეზღუდვის/ჩამორთმევის დროს, სასამართლო პროცესში მონაწილეობას, არასრულწლოვანთა კანონიერი ინტერესების დაცვის და სათანადო დასკვნის გაცემის მიზნით; პ) საჭიროების სამეურვეო/სამზრუნველო/ფსიქოსოციალური მქონე პირებისათვის სოციალურ და სამედიცინო მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდებასა და შესაბამის დღის ცენტრში და თავშესაფარში ჩართვის ხელშეწყობას; ჟ) ამ კანონიდან გათვალისწინებული გამომდინარე შესაბამისი უფლებამოსილების სამართლებრივი ფარგლებში, სხვა აქტებით ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 17. სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან 7 პროექტი სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან გულისხმობს: ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული კონსულტაციის გაწევას, ბრალდებულისა მოწყვლადი და ჯგუფების მსჯავრდებულისათვის გამოვლენას და მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ბ) მსჯავრდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციის მიზნით მისი რისკისა და საჭიროების სარეაბილიტაციო შეფასებას, სერვისების ინდივიდუალური მიწოდებას, გეგმის რეაბილიტაციის შედგენას, პროცესის ზედამხედველობას, კრიზისული შემთხვევების მართვას; გ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სოციალური გარემოს, მისი უნარებისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლას, მასზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მიზნით ინფორმაციის მიღებას, მათი განრიდების პროგრამების ფარგლებში ინდივიდუალური საქმის მართვას; დ) დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირებთან რეფერალის სისტემის შესაბამისი დახმარების აღმოჩენის მიზნით მუშაობას; ე) მსჯავრდებული სრულწლოვანისა და არასრულწლოვანის რეაბილიტაციარესოციალიზაციის ხელშეწყობას. მუხლი 18. სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გულისხმობს: ა) მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას, ჩაგვრის შემთხვევების შემცირების პრევენციასა და მართვაზე ზრუნვას, მათ შორის მშობლებთან, ოჯახებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალური პრობლემების, კანონთან კონფლიქტში მყოფი, ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლეების იდენტიფიცირებასა და მათთვის სოციალურ მომსახურებას, მათ შორის, რთული ქცევის მართვას, მათი ოჯახებისთვის კონსულტაციის გაწევას; გ) ზოგადი განათლების, სამუშაო პროცესებში ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში მოსწავლის ჩართულობის უზრუნველყოფას და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა. დ) ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების იდენტიფიცირებასა და შესაბამის რეაგირებას. მუხლი 19. სოციალური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში 8 პროექტი სოციალური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გულისხმობს ბენეფიციარებთან სოციალურ მუშაობას ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში სტაციონარებსა და ამბულატორიებში. მუხლი 20. სხვა ფუნქციები 1. სოციალური მუშაკი ასრულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში განსახორციელებელ იმ სპეციალურ ფუნქციებს, რომლებიც ამ კანონით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, პრინციპებიდან, მაგრამ გამომდინარეობს უფლებამოსილებიდან და კანონით ფუნქციებიდან დადგენილი და ემსახურება ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული სოციალური მუშაკების შემთხვევაში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო კერძო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებული სოციალური მუშაკების შემთხვევაში, დამსაქმებელი. მეოთხე თავი სოციალური მუშაკის უფლებები და მოვალეობები მუხლი 21. სოციალური მუშაკის საქმიანობის მხარდაჭერა 1. სოციალურ მუშაკს უფლება აქვს ჰქონდეს სოციალური მუშაობის ეფექტიანი განხორციელებისათვის ინფრასტრუქტურული, დაწესებულების აუცილებელი საინფორმაციო რესურსების პერსონალური, და უწყებრივი გათვალისწინებით, ტექნიკური, მხარდაჭერა რომელშიც იმ დასაქმებულია სოციალური მუშაკი. 2. სოციალური მუშაკისათვის აუცილებელი სახელმწიფო მხარდაჭერის ფარგლები და წესი განისაზღვრება იმ დაწესებულების სამართლებრივი აქტით, რომლის დაქვემდებარებაშიც არის სოციალური მუშაკი. 3. სოციალური ხელმძღვანელობს მუშაკი პრაქტიკული მომსახურების საქმიანობის მიწოდების განხორციელებისას დადგენილი პროფესიული სტანდარტით და პროფესიული ეთიკის ნორმებით. მუხლი 22. დამოუკიდებლობა 1. სოციალური მუშაკის დამოუკიდებლობაზე ზეგავლენის მოხდენა დაუშვებელია. 9 პროექტი 2. სოციალური ინტერესიდან მუშაობის გამომდინარე, პრინციპებსა და სოციალური მუშაკი ბენეფიციარის საუკეთესო ბენეფიციართან ერთად განსაზღვრავს მომსახურების ტიპს და მისდამი ხელმისაწვდომობას, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც ითხოვს შემთხვევის განხილვას მულტი ან ინტერდისციპლინურ ფორმატში. მუხლი 23. ბენეფიციარისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება 1. სოციალური მუშაკი ვალდებულია სოციალური მუშაობა განახორციელოს ბენეფიციარისათვის ღიად, მისი ინფორმირებულობითა და თანხმობით. გადაუდებელი შემთხვევისას ბენეფიციარის თანხმობა არ არის აუცილებელი. 2. სოციალური მუშაკი ვალდებულია მოახდინოს ბენეფიციარის დეტალური ინფორმირება საჭირო სერვისების, არსებული რისკებისა და დაბრკოლების შესახებ. მუხლი 24. სასამართლოში წარმომადგენლობა 1. სოციალური მუშაკი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესში კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ან სასამართლოს გადაწყვეტილების ან განჩინების საფუძველზე. 2. ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, სოციალურ მუშაკს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მედიაციის პროცესში. 3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შემთხვევებში სოციალური მუშაკი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში და უზრუნველყოს სასამართლოსათვის შემთხვევის ან ბენეფიციარის შესახებ ობიქტური ფსიქოსოცილური დასკვნის შედგენა. მუხლი 25. კონფიდენციალურობის ვალდებულება 1. სოციალურ მუშაკს ეკისრება ისეთი ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვის ვალდებულება, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის სოციალური მუშაობისას. 2. კონფიდენციალურობის ვალდებულება სოციალური მუშაკის საქმიანობაზე არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) ბენეფიციარი ათავისუფლებს სოციალურ მუშაკს ამ ვალდებულებისაგან და ინფორმაციის გაცემა არ დააზიანებს მის საუკეთესო ინტერესს, ხოლო თუ ბენეფიციარი არასრულწლოვანია, მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით; 10 პროექტი ბ) სოციალურ მუშაკს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეტყობინების აუცილებლობა ავალდებულებს ინფორმაციის გაცემას; გ) სოციალური მუშაკისათვის ცნობილი ინფორმაციის გაუცემლობა, გამოიწვევს უფრო ღირებული სამართლებრივი სიკეთისთვის ზიანის მიყენებას. 3. კონფიდენციალურობის ვალდებულება ვრცელდება სოციალური მუშაობის დასრულების შემდეგაც. მუხლი 26. ინფორმაციის გაცემის ვალდებულება 1. დაწესებულება, რომელშიც დასაქმებულია სოციალური მუშაკი, ვალდებულია მის ხელთ არსებული ინფორმაცია გააცნოს ბენეფიციარს, მის წარმომადგენელს ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს. 2. ინფორმაციის გაცემის წესი, გარანტიები და მის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 27. დოკუმენატაციის წარმოების ვალდებულება 1. სოციალური მუშაკი ვალდებულია აწარმოოს ბენეფიციარის პირადი საქმე და დოკუმენტაცია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია უნდა ასახავდეს ბენეფიციარის მონაცემებს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბენეფიციარს არ აქვს იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია), ღონისძიების გამოყენების საფუძველს, გეგმის დეტალურ აღწერას, ჩართულ მხარეებს, ღონისძიების მიმდინარეობას ეტაპების მიხედვთ, შუალედურ დასკვნებს, ხანგრძლივობას, შედეგს და დასკვნით შეფასებას. 3. სოციალური მუშაკი სამუშაოს დასრულების ან სხვა სამსახურში გადასვლის შემთხვევაში ვალდებულია გადასცეს მონაცემები მის შემცვლელს ან უშუალო ხელმძღვანელს. 4. დოკუმენტირების წესი და ფორმა უნდა განისაზღვროს იმ დაწესებულების სამართლებრივი აქტით, რომელშიც სოციალური მუშაკი მუშაობს. 5. სოციალური მუშაკის დამსაქმებელი ვალდებულია დამუშავებული დოკუმენტაცია შეინახოს სოციალური მუშაობის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ გონივრული ვადით, რომელიც აუცილებელია სოციალური სამუშაოს გასაწევად, ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დასაცავად და დაწესებულებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად. ვადა განისაზღვრება დაწესებულების მიერ. 11 პროექტი მუხლი 28. მრავალმხრივი და დისციპლინათაშორისი თანამშრომლობა სოციალური მუშაკი ვალდებულია ითანამშრომლოს სხვა სოციალურ მუშაკებთან, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, აგრეთვე, იმ პროფესიულ ჯგუფებთან, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ბენეფიციარის მხარდაჭერის პროცესში და იმ პირებთან, რომლებთან თანამშრომლობაც მიმართულია ბენეფიციარის მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ. მუხლი 29. ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესით მოქმედება 1. სოციალური მუშაკი ვალდებულია სოციალური სამუშაო განახორციელოს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით. 2. სოციალური მუშაკი ხელს უწყობს ბენეფიციარის თვითრეალიზაციას, მისი პიროვნული შესაძლებლობების და საკუთარი ინტერესების დაცვის უნარის გაუმჯობესებას. მუხლი 30. მიუკერძოებლობა 1. სოციალური მუშაკი ვალდებულია თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი და ხელმძღვანელობდეს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესით. 2. დაუშვებელია, სოციალური მუშაკი იყოს მხარე და მოქმედებდეს სუბიექტური ინტერესებით. 3. სოციალური მუშაკი აყენებს საკითხს აცილების შესახებ დამსაქმებლის წინაშე, თუ არსებობს გარემოება, რომელიც სოციალურ მუშაკს კონკრეტულ საქმესთან მიმართებით ხელს შეუშლის მიუკერძოებლად შეასრულოს საკუთარი უფლებამოსილება. სოციალურმა მუშაკმა დამსაქმებელთან უნდა დაასაბუთოს აცილების მიზეზი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შემთხვევაში, მესამე პირს აქვს უფლება დამსაქმებელთან დააყენოს სოციალური მუშაკის აცილების საკითხი. 5. სოციალური მუშაკის აცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამსაქმებელი. მუხლი 31. ინფორმაციის ანალიზი 12 პროექტი 1. სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, არსებული სოციალური გამოწვევების შემცირების და გაუმჯობესებისა აღმოფხვრის, და სოციალური ცვლილებების სისტემის ფუნქციონირების მიზნით, გააანალიზოს მხარდაჭერის და ინფორმაცია ანალიზის შედეგების შესახებ მიაწოდოს უშუალო ხელმძღვანელს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანალიზის ფორმა და მოთხოვნები განისაზღვრება იმ დაწესებულების სამართლებრივი აქტით, რომლის უშუალო დაქვემდებარებაში არის სოციალური მუშაკი. მუხლი 32. სოციალური მუშაკის უწყვეტი პროფესიული განვითარება 1. სოციალური სამსახურის მიზნებიდან გამომდინარე, სოციალური მუშაკი ვალდებულია შეთავაზებული პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით განავითაროს საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები, უნარები და ცოდნა. 2. დამსაქმებელმა ხელი უნდა შეუწყოს სოციალურ მუშაკს მიიღოს მონაწილეობა უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებებში. მუხლი 33. პროფესიული იდენტობის ხელშეუხებლობა სოციალურ მუშაკს აქვს უფლება შეინარჩუნოს პროფესიული კულტურა, შესრულების მეთოდი, სამუშაო ინსტრუმენტი, რომელიც დადგენილია პროფესიული სტანდარტებით. მუხლი 34. სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის სოციალურ მუშაკს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დაეკისრება ამ კანონის 72-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა. მეხუთე თავი ღონისძიებები მუხლი 35. ღონისძიებები 1. სოციალური მუშაკის ფუნქციებისა და მოვალეობების შესასრულებლად ხორციელდება ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები. 2. სოციალური მუშაკი ვალდებულია მოახდინოს ყველა ღონისძიების დოკუმენტირება. 13 პროექტი 3. სოციალური მუშაკის სამუშაო დოკუმენტების ფორმები და წესი განისაზღვრება იმ დაწესებულების სამართლებრივი აქტით, რომლის დაქვემდებარებაშიც არის სოციალური მუშაკი. მუხლი 36. პრევენცია სოციალური მუშაკი აწვდის ბენეფიციარს შესაბამის სერვისს, როდესაც საფრთხე სახეზე არ არის, თუმცა ობიექტური დამკვირვებლის თვალით ყველა გარემოების გათვალისწინებით ის დიდი ალბათობით შეიძლება წარმოიქმნას. მუხლი 37. პრობლემის განსაზღვრა 1. საფრთხის არსებობის შემთხვევაში, სოციალური მუშაკი განსაზღვრავს დახმარების საჭიროების მქონე პირების პრობლემას. 2. პრობლემის განსაზღვრა ხდება დახმარების საჭიროების მქონე პირთან, მისი ოჯახის წევრთან, ახლო წრესთან და სხვა შესაბამის პირებთან გასაუბრების საფუძველზე, ყველა გარემოების გათვალისწინებით. 3. სოციალური მუშაკი შემთხვევის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე თვითონ აგრძელებს ბენეფიციართან მუშაობას, ან საჭიროების შემთხვევაში ადგენს ბენეფიციარის მხარდამჭერ შესაბამის სპეციალისტს ან უწყებას და ახდენს მის რეფერირებას. მუხლი 38. საჭიროების შეფასება 1. ბენეფიციარის ინდივიდუალურ პრობლემასა და მის გარემოზე ამომწურავი ინფორმაციის საფუძველზე, სოციალური მუშაკი სისტემურად შეისწავლის ხელისშემშლელ ფაქტორებს, მდგომარეობას. 2. სოციალური მუშაკი ითვალისწინებს მხარდაჭერისათვის საჭირო რესურსებს, შესაძლებლობებს და აფასებს ბენეფიციარის საჭიროებებს. მუხლი 39. სოციალური მუშაობის დაგეგმვა 1. სოციალური მუშაკი ბენეფიციართან შეთანხმებით საფრთხის თავიდან ასაცილებლად ან პრობლემაზე რეაგირებისათვის ადგენს სოციალური მუშაობის ინდივიდუალურ სამოქმედო ან განვითარების გეგმას (შემდგომში-გეგმა). 14 პროექტი 2. გეგმა უნდა შეიცავდეს მიზნებს, აუცილებელ სტრატეგიას და განსაზღვრულ სამოქმედო ეტაპებს. 3. გეგმაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია ბენეფიციარის ასაკისა და განვითარების გათვალისწინებით და ჩართული პირების თანხმობით, დადგენილი ვადების პერიოდში. 4. ამ მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში თუ ბენეფიციარი უარს აცხადებს მთლიანად გეგმის ან გეგმის კონკრეტული ნაწილის დებულებაზე თანხმობაზე, სოციალურ მუშაკს უფლება აქვს მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამტკიცოს გეგმა ან კონკრეტული ნაწილი იმ შემთხვევაში თუ სხვაგვარად საფრთხე შეექმნებოდა ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს. 5. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება კრიზისული ინტერვენციების შემთხვევებზე. საფრთხის შეწყვეტის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, სოციალური მუშაკი ვალდებულია შეადგინოს გეგმა. მუხლი 40. მხარდაჭერის განხორციელება 1. სოციალური მუშაკი მოქმედებს გეგმის განსახორციელებლად და მის შესაბამისად. 2. სოციალური გამოვლენასა და მუშაკი მხარს განვითარებას, უჭერს მისი ბენეფიციარის საუკეთესო შესაძლებლობების ინტერესის შესაბამისად საზოგადოებაში ბენეფიციარის სოციალური კომპეტენციის გაუმჯობესების მიზნით, 3. სოციალური მუშაკი, გეგმის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, შემთხვევის ანალიზის და შეფასების საფუძველზე ადგენს ბენეფიციარის მხარდამჭერ შესაბამის სპეციალისტს ან უწყებას და ახდენს მის რეფერირებას ან სოციალურ თანხლებას. მუხლი 41. სხვა ღონისძიება სოციალური მუშაკი უფლებამოსილია განახორციელოს ისეთი ღონისძიება, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ კანონით, მაგრამ უზრუნველყოფს ბენეფიციარისათვის საფრთხის თავიდან აცილებას და ემსახურება ბენეფიციარის სოციუმში ინტეგრაციას. მეექვსე თავი სოციალური მუშაკის პროფესიული კვალიფიკაცია მუხლი 42. სოციალური მუშაკის პროფესიისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები 15 პროექტი 1. სოციალური სამუშაოს მიწოდების უფლება გააჩნია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) არის საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე; ბ) იცის სახელმწიფო ენა; გ) აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხი, ან ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი; დ) გააჩნია ამ კანონის 43-ე მუხლით განსაზღვრული კომპეტენციები; ე) გააჩნია სოციალური მუშაკის ფუნქციების შესასრულებლად საჭირო შესაძლებლობები; ვ) თავისი პიროვნული თვისებებით შეესაბამება სოციალური მუშაკის პროფესიას; ზ) არის საქართველოს მოქალაქე. 2. სოციალური დაწესებულებაში მუშაკი ინტერესთა არ შეიძლება იმავდროულად შეუთავსებლობისა და იყოს „საჯარო კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება სოციალური მუშაობის განხორციელება. 3. სოციალური მუშაკი არ შეიძლება იყოს განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან სოციალური მუშაკის უნარების, შესაძლებლობების და კომპეტენციების შესაბამისობას ადგენს ის დაწესებულება, რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც სოციალური მუშაკი უნდა დასაქმდეს. 5. საჯარო დაწესებულებაში სოციალური მუშაკის თანამდებობაზე მიღებაზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დებულებები. მუხლი 43. სოციალური მუშაკის კომპეტენციები 1. ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, სოციალური მუშაკი უნდა ფლობდეს შემდეგ კომპეტენციებს: ა) სტრატეგიული გათვალისწინებით, კომპეტენცია შედეგზე - ბენეფიციარის ორიენტირებული საუკეთესო მიზნებისა და ინტერესის ამოცანების საფუძველზე უზრუნველყოს თავისი მუშაობის სტრატეგიულ დაგეგმვა; 16 პროექტი ბ) მეთოდოლოგიის გამოყენების კომპეტენცია - წარმართოს სოციალური მუშაობა ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სოციალური მუშაობის მეთოდების და ფსიქო-სოციალური კონცეფციების გამოყენებით; გ) სოციალურ-პედაგოგიური კომპეტენცია - წარმართოს პედაგოგიურ- აღმზრდელობითი მუშაობა ბენეფიციართა მიზნობრივ ჯგუფებთან; დ) სამართლებრივი კომპეტენცია - სამართლებრივ საკითხებზე ბენეფიციარის კონსულტირება და აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება სოციალური მუშაობისთვის რელევანტური საკანონმდებლო ბაზის გამოყენების საფუძველზე; ე) ადმინისტრაციული კომპეტენცია - ბენეფიციარის სპეციალური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით წარმართოს სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიზნობრივი და კოორდინირებული მუშაობა; ვ) პერსონალური კომპეტენცია - საკუთარი პროფესიონალიზმის სრულყოფის მიზნით იზრუნოს თავისი პიროვნული უნარების განვითარებაზე; ზ) კომუნიკაციის ბენეფიციარებთან კომპეტენცია კომუნიკაციის - წარმართოს ვერბალური და სოციალური არავერბალური მუშაობა ფორმების გამოყენებით; თ) პროფესიულ-ეთიკური კომპეტენცია - სოციალური მუშაობის განხორციელება პროფესიული ეთიკის ნორმებისა და ღირებულებების საფუძველზე; ი) პროფესიული განვითარების კომპეტენცია - ბენეფიციარებთან სოციალური მუშაობის სრულყოფის მიზნით იზრუნოს საკუთარი პროფესიული განათლების უწყვეტობაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციები გათვალისწინებულ უნდა იქნას სოციალური მუშაკის სამსახურში აყვანისას და სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისას, ასევე, ამ კანონით გათვალისწინებული სერტიფიკატის გაცემისას. მუხლი 44. სოციალური მუშაკის სერტიფიკატი 1. სოციალური მუშაკის სერტიფიკატი არის სოციალური მუშაკის თანამდებობაზე დასაქმების მსურველისათვის აუცილებელი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ პირს არ აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2. სოციალური მუშაკის სერტიფიკატი გაიცემა სერტიფიცირების წარმატებით დასრულების შემდეგ. 17 პროექტი 3. სერტიფიცირების გავლის უფლება აქვს პირს, რომელიც მუშაობს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალურ მუშაკად ან პირს რომელიც არ არის მოქმედი სოციალური მუშაკი, მაგრამ სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში აქვს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური მუშაობის გამოცდილება. 4. იმ შემთხვევაში, თუ კანონის შესაბამისი მუხლების ამოქმედების თარიღისთვის სოციალური მუშაკების საკმარისი რაოდენობა ვერ იქნა უზრუნველყოფილი, შესაბამისი დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან სერტიფიცირების უფლება მისცენ მომიჯნავე პროფესიების მქონე პირებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მომიჯნავე პროფესიების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. მეშვიდე თავი სოციალურ მუშაკთა გაერთიანება მუხლი 45. გაერთიანების სტატუსი და გაერთიანების წევრობა 1. სოციალურ მუშაკთა გაერთიანება (შემდგომში - გაერთიანება) არის პირთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. გაერთიანების საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები განისაზღვრება წესდებით. 3. სოციალური მუშაკი ვალდებულია სოციალური სამუშაოს დაწყებისთანავე დაუყოვნებლივ გაწევრიანდეს გაერთიანებაში და გადაიხდოს საწევრო გადასახადი. გაერთიანება აწარმოებს სოციალურ მუშაკთა ერთიან სიას. 4. გაწევრიანების პროცედურა განისაზღვრება წესდებით. 5. გაერთიანებაში გაწევრიანებაზე პირისთვის უარის თქმის საფუძვლებია თუ: ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-42 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) მის მიერ სერტიფიცირების გავლიდან გასულია 5 წელი; გ) მას შეწყვეტილი აქვს გაერთიანების წევრობა ამ კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე და წევრობის შეწყვეტიდან არ გასულა 3 წელი. 6. უარი გაერთიანებაში გაწევრიანებაზე შეიძლება უარის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში გასაჩივრდეს სასამართლოში. 7. გაერთიანებაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი. მუხლი 46. გაერთიანების ორგანიზაციული სტრუქტურა 18 პროექტი 1. გაერთიანებაში ამ კანონით განსაზღვრულ ფუნქციათა შესასრულებლად იქმნება: ა) აღმასრულებელი საბჭო; ბ) ეთიკის კომისია. 2. გაერთიანება უფლებამოსილია თავისი ფუნქციების შესასრულებლად შექმნას სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომელთა საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის დებულებით. 3. გაერთიანებაში იქმნება სასწავლო ცენტრი, რომელიც ახორციელებს სოციალურ მუშაკთა პროფესიულ გადამზადებას. სოციალურ მუშაკთა სასწავლო ცენტრის საქმიანობის წესი განისაზღვრება გაერთიანების აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. მუხლი 47. სოციალურ მუშაკთა გაერთიანების საერთო კრება 1. საქართველოს სოციალურ მუშაკთა გაერთიანების უმაღლესი ორგანოა საქართველოს სოციალურ მუშაკთა გაერთიანების საერთო კრება. საერთო კრება იმართება წელიწადში ერთხელ მაინც. 2. საქართველოს სოციალურ მუშაკთა გაერთიანების საერთო კრების წევრია გაერთიანების ყველა სოციალური მუშაკი. 3. საქართველოს სოციალურ მუშაკთა გაერთიანების საერთო კრება: ა) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს გაერთიანების წესდებას და მისი სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს, შეაქვს მათში ცვლილებები და დამატებები; ბ) ფარული კენჭისყრით, ირჩევს და ათავისუფლებს გაერთიანების თავმჯდომარეს და აღმასრულებელ საბჭოსა და ეთიკის კომისიის წევრებს, ამ კანონითა და გაერთიანების წესდებით დადგენილი წესით. გ) ამტკიცებს სოციალურ მუშაკთა პროფესიული ეთიკის კოდექსს; დ) ამტკიცებს გაერთიანების მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვას; ე) აწესებს ფიქსირებულ საწევრო გადასახადს და ადგენს მისი გადახდის ვადას; ვ) გამოყოფს სახსრებს გაერთიანების საერთო პრობლემებისათვის გაწეული ხარჯების დასაფარავად; ზ) ადგენს დაქირავებულ პირთა ხელფასების, სამივლინებო და სხვა კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული ხარჯების საერთო ოდენობას; თ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს გაერთიანების წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 19 პროექტი 4. საქართველოს სოციალურ მუშაკთა საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება გაერთიანების წევრთა ნახევარზე მეტი. კვორუმის არარსებობის შემთხვევაში 2 კვირის ვადაში მოიწვევა განმეორებითი საერთო კრება, რომელიც უფლებამოსილია, მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა. 5. საქართველოს სოციალურ მუშაკთა გაერთიანების საერთო კრებაზე გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 48. გაერთიანების აღმასრულებელი საბჭო 1. გაერთიანების აღმასრულებელი ორგანოა აღმასრულებელი საბჭო, რომლის სხდომა იმართება თვეში ერთხელ მაინც. 2. აღმასრულებელი საბჭოს წევრისთვის საბჭოს სხდომაზე დასწრება სავალდებულოა. 3. აღმასრულებელი საბჭო შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან გაერთიანების თავმჯდომარედ, 1 წევრს 4 წლის ვადით ირჩევს გაერთიანების საერთო კრება სიითი შემადგენლობიდან, გაერთიანების წესდებით დადგენილი წესით. 4. გაერთიანების თავმჯდომარე იმავდროულად არის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე. 5. აღმასრულებელი საბჭოს წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. 6. აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 7. საქართველოს სოციალურ მუშაკთა გაერთიანების აღმასრულებელი საბჭო: ა) კოლეგიურად ახორციელებს გაერთიანების ხელმძღვანელობას; ბ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს გაერთიანების ბიუჯეტს; გ) ამტკიცებს გაერთიანების საკვალიფიკაციო კომისიის დებულებას; დ) ამტკიცებს გაერთიანების სასწავლო ცენტრის საქმიანობის წესს; ე) განსაზღვრავს გაერთიანების განგრძობადი სავალდებულო განათლების პროგრამას და მისი შესრულების წესს; ვ) გამოყოფს სახსრებს გაერთიანების საჭიროებისათვის, ადგენს სამივლინებო და სხვა ადმინისტრაციული ხარჯების ოდენობებს; ზ) წელიწადში ერთხელ საჯაროდ აქვეყნებს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ; თ) აღასრულებს გაერთიანების საერთო კრების გადაწყვეტილებებს; 20 პროექტი ი) ამტკიცებს გაერთიანების საშტატო განრიგს, გაერთიანების თავმჯდომარისა და სხვა დაქირავებულ პირთა შრომის ანაზღაურების ოდენობებს; კ) ამყარებს საერთაშორისო გაერთიანების და ამ ურთიერთობებში არის გაერთიანების წარმომადგენელი; ლ) აწარმოებს სოციალურ მუშაკთა პირად საქმეებს; მ) ორმხრივი თხოვნის საფუძველზე არის გაერთიანების მოდავე წევრების ან წევრებისა და მათი ბენეფიციარის მომრიგებელი; ნ) გაერთიანების თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს თავმჯდომარის უფლებამოსილებების დროებით განსახორციელებლად; ო) ახორციელებს ამ კანონითა და გაერთიანების წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც არ განეკუთვნება სოციალურ მუშაკთა გაერთიანების სხვა ორგანოების კომპეტენციას. მუხლი 49. საქართველოს სოციალურ მუშაკთა გაერთიანების თავმჯდომარე 1. გაერთიანების თავმჯდომარეს სოციალურ მუშაკთა გაერთიანების წევრთაგან ირჩევს გაერთიანების საერთო კრებას 4 წლის ვადით, კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. პირი გაერთიანების თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 2. გაერთიანების თავმჯდომარეს არჩეულად ითვლება ის კანდიდატები, რომელიც მიიღებს საერთო კრებაზე დამსწრეთა უმრავლესობის ხმებს. 3. გაერთიანების თავმჯდომარე იმავდროულად არის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს გაერთიანებას. 4. გაერთიანების თავმჯდომარე შრომის ანაზღაურებას იღებს გაერთიანების სახსრებიდან და მას თავისი უფლებამოსილებების განხორციელების პერიოდში ეკრძალება სოციალური მუშაობა. მუხლი 50. ეთიკის კომისია 1. ეთიკის კომისია შედგება 15 წევრისაგან, რომელთაგან არანაკლებ 12 სოციალური მუშაკია. ეთიკის კომისიის წევრებს 4 წლის ვადით ირჩევს გაერთიანების საერთო კრება გაერთიანების წესდებით დადგენილი წესით. 2. ეთიკის კომისიის წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. 21 პროექტი 3. ეთიკის კომისიის სოციალური მუშაკი წევრი უნდა იყოს 30 წელს მიღწეული პირი არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილებით. 4. ეთიკის კომისია დამოუკიდებელია და თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად და პროფესიული ეთიკის ნორმების საფუძველზე. 5. ეთიკის კომისიის წევრის ხელახლა არჩევა შეიძლება მხოლოდ ერთხელ. 6. ეთიკის კომისია თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც იმავდროულად უნდა იყოს გაერთიანების წევრი. 7. ეთიკის კომისია ამოწმებს სოციალურ მუშაკზე შემოსულ ინფორმაციას, სწავლობს მის საფუძვლიანობას, სოციალური მუშაკის ქმედების ეთიკის ნორმებთან შესაბამისობის თაობაზე და გასცემს რეკომენდაციას. 8. ანონიმური წერილები და შეტყობინებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას. მუხლი 51. გაერთიანების წევრობის შეჩერება 1. სოციალურ მუშაკს გაერთიანების წევრობა შეუჩერდება გაერთიანების აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) ამ კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წევრობის შეჩერების შემთხვევაში სოციალური მუშაკი თავისუფლდება გაერთიანების საწევრო გადასახადის გადახდისგან, ეკრძალება სოციალური მუშაობის განხორციელება და გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობა. 3. სოციალურ მუშაკს წევრობა აღუდგება შესაბამისი განცხადების შეტანის ანდა ამ კანონის 42-ე მუხლის მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში. 4. პირს, რომელსაც ამ კანონის 42-ე მუხლის მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არ შეუძლია გახდეს სოციალური მუშაკი და აკმაყოფილებს 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, უფლება აქვს მიმართოს გაერთიანების აღმასრულებელ საბჭოს გაწევრიანების თაობაზე. ასეთ პირს გაწევრიანებისთანავე შეუჩერდება წევრობა. მუხლი 52. გაერთიანების თანამდებობის პირის უფლებამისილების ვადამდე შეწყვეტა აღმასრულებელი საბჭოს წევრის, გაერთიანების თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: 22 პროექტი ა) პირადი განცხადება; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; გ) სასამართლოს მიერ უგზო - უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობა; დ) თანამდებობრივი შეუთავსებლობა; ე) ჯანმრთელობის მდგომარეობა; ვ) თუ მას ამ კანონის 72-ე მუხლის მე-3 პუნტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა დაეკისრა; ზ) გარდაცვალება. მუხლი 53. გაერთიანების წევრობის შეწყვეტა 1. სოციალურ მუშაკს გაერთიანების წევრობა შეუწყდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში; გ) თუ სასამართლომ ცნო შეზღუდულქმედუნარიანად ან მხარდაჭერის მიმღებად, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; დ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი განზრახი დანაშაულისათვის; ე) თუ ცნობილი გახდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რისი დროულად აღმოჩენაც გამოიწვევდა გაერთიანებაში გაწევრიანებაზე მისთვის უარის თქმას; ვ) თუ არ იხდის საწევრო გადასახადს; ზ) გარდაცვალების შემთხვევაში. 2. გაერთიანების აღმასრულებელი საბჭო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკისათვის გაერთიანების წევრობის შეწყვეტის შესახებ, ხოლო „ა“, „გ“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს იღებს ცნობად. 3. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში უნდა ჩაბარდეს სოციალურ მუშაკს პირადად ან იმავე ვადაში უნდა გაეგზავნოს მას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე 23 პროექტი შეჩერდება გაერთიანების აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება სოციალური მუშაკის გაერთიანების წევრობის შეწყვეტის შესახებ. მერვე თავი სოციალური მუშაკის სოციალური გარანტიები მუხლი 54. სოციალური მუშაკისათვის უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა 1. სოციალურ მუშაკს უფლება აქვს ჰქონდეს უსაფრთხო სამუშაო პირობები და მიიღოს სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულტექნიკური საშუალებები იმ დაწესებულების რესურსების გათვალისწინებით, რომელშიც დასაქმებულია სოციალური მუშაკი. 2. ბენეფიციარის სრულყოფილი სოციალური მუშაკის დამსაქმებელი და ეფექტიანი კონსულტირებისათვის ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი ადგილი და სამუშაო გარემო. 3. დაწესებულება უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკთა მიმართ თანაბარ და სამართლიან მოპყრობას ადამიანური რესურსების მართვის, შრომითი პირობების, ანაზღაურებისა და სამართლებრივი დაცვის საკითხებთან მიმართებით. მუხლი 55. სოციალური მუშაკის უსაფრთხოება 1. დაწესებულება, რომელთანაც დასაქმებული არის სოციალური მუშაკი, ვალდებულია შეიმუშაოს და დანერგოს უსაფრთხოების იმგვარი წესი, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს სოციალური მუშაკის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განსაზღვრული წესის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა შესაძლო რისკის წყარო, საფრთხის დონისა და შესაძლო შედეგების მიხედვით. წესი უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის პრევენციულ ზომას. 3. დაწესებულების მიერ დადგენილი შემთხვევის მართვის სტანდარტში გათვალისწინებული უნდა იქნეს კონკრეტული სოციალური სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წინასწარი, აუცილებელი ზომების მიღების პროცედურა, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საჭიროების დადგენის კრიტერიუმები, ფუნქციების გადანაწილება და არსებული საფრთხის აღმოფხვრის მექანიზმი. 24 პროექტი 4. სოციალური მუშაკი ვალდებულია ზუსტად შეასრულოს ყველა ის მითითება, რაც დადგენილია მისივე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ აუცილებლად შესასრულებელ მითითებებში. მუხლი 56. სოციალური მუშაკის სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისა და ანაზღაურების წესი 1.სოციალური მუშაკის სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისა და ანაზღაურების წესი დადგენილია ამ მუხლით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისი ნორმებით. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტთან ერთად, სოციალური მუშაკის სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე დადგენილია მიმდინარე საქმეთა მაქსიმალური ოდენობა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 შემთხვევას, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. 4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირებში დასაქმებული სოციალური მუშაკების მიმდინარე საქმეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 შემთხვევას. 5. თუ სოციალური მუშაკი ასრულებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს, იგი იღებს დანამატს კუთვნილ ანაზღაურებაზე. დამატებით მიღებული შემთხვევები არ უნდა აღემატებოდეს, ზღვრულ ოდენობას, დადგენილი ოდენობის ერთი მესამედით. 6. სოციალური ანაზღაურდება მუშაკის მოხელის მიერ სურვილის შესრულებული შესაბამისად ზეგანაკვეთური - მისთვის სამუშაო დანამატის ან ზეგანაკვეთური სამუშაოს პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემით. მუხლი 57. სოციალური მუშაკის დაღუპვა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარება 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკის დაღუპვის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით, მიუხედავად მისი დასაქმების ადგილისა. 25 პროექტი 2. სოციალურ მუშაკს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად იქნა აღიარებული ან დასახიჩრდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 5 000 ლარისა, მიუხედავად მისი დასაქმების ადგილისა. მეცხრე თავი უფლებამოსილი დაწესებულებები მუხლი 58. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება და საპარლამენტო კონტროლი 1. სოციალური მუშაობის სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი. 2. საქართველოს პარლამენტი ახორციელებს საპარლამენტო კონტროლს. მუხლი 59. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებანი 1. საქართველოს მთავრობა, საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს საკანონმდებლო აქტების პროექტებს და კანონქვემდებარე აქტებს სოციალური მუშაობის სფეროში. 2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვროს იმ შემთხვევებზე უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც მოცემული არ არის ამ თავში. მუხლი 60. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილება 1. სოციალური მუშაობის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო: ა) განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში სტაციონარებსა და ამბულატორიებში სოციალური მუშაკების საჭიროებასა და შესაბამის რაოდენობას და არეგულირებს სოციალურ მუშაობის განხორციელების წესს. ბ) ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანოსსაჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს ზედამხედველობას; გ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაკების ჩართულობით, ზრუნავს სოციალური პოლიტიკის გაუმობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავებაზე. 26 პროექტი 2. სოციალური მუშაობის სფეროში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო: ა) „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში, ახორციელებს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურებს; ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 კარის თანახმად და ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე, ექსპერტიზის საქართველოს კანონის ფარგლებში ახორციელებს ჩატარების შესახებ მეურვეობა-მზრუნველობისა და მხარდაჭერის ფუნქციებს; გ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ფარგლებში ახორციელებს შესაბამის საპროცესო წარმომადგენლობას; დ) სასამართლო საქმის წარმოებაში იცავს არასრულწლოვან ან მხარდაჭერის მიმღებ პირთა კანონიერ ინტერესებს; ე) აფასებს ბენეფიციარის მდგომარეობას, გამოავლენს და განსაზღვრავს მომსახურების საჭიროებებს, უწევს კონსულტირებას და აკავშირებს არსებულ სერვისებთან; ვ) მართავს და ზედამხედველობს ძალადობის, მათ შორის ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებს, ზ) მართავს და ზედამხედველობს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას სხვადასხვა ქვეპროგრამის ფარგლებში; ი) ზედამხედველობს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებს აღსრულებას; კ) ახორციელებს მხარდაჭერის საჭიროების მქონე ოჯახებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულების დახმარებას; ლ) განსაზღვრავს სოციალური მუშაობის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს (სოციალურ მუშაკებს). მუხლი 61. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებები 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებაა განახორციელოს სოციალური მუშაობა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის გზით განმეორებითი დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფებისა და აღსრულებისმიმართულებით. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დანაშაულის პრევენციის ცენტრის უფლებამოსილება სოციალური მუშაობის სფეროში ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიმართულებით არის: 27 პროექტი ა) ბენეფიციართა ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასების საფუძველზე ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავება, საჭიროებებზე მორგებული ფსიქო-სოციალური მომსახურების შექმნა, მოძიება, მიწოდება და რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგი. ბ) ბენეფიციართა ოჯახის წევრებთან ან უახლოეს სოციალურ წრესთან მუშაობა და პრობლემური შემთხვევების მართვა; გ) ბენეფიციართა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე ზრუნვა; დ) ბენეფიციართათვის საჭიროების შესაბამისი არაფორმალური განათლების მიწოდება, პროფესიული გადამზადება და დასაქმებაში ხელშეწყობა; ე) ბენეფიციართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით სპორტულკულტურული და რეკრეაციული ღონისძიებების დაგეგმვა, მოძიება და მიწოდება; ვ) კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვან ბენეფიციართა რესოციალიზაციის ხელშეწყობა. ზ) საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიმართულებით; 3. დანაშაულის პრევენციის ცენტრის უფლებამოსილება სოციალური მუშაობის სფეროში დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან გულისხმობს : ა) დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ ბენეფიციართა ბიო-ფსიქო-სოციალურ შეფასებას, მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას, საჭიროებებზე მორგებული სერვისების შექმნას, მოძიებას, მიწოდებასა და ინდივიდუალური გეგმის შესრულების მონიტორინგს; ბ) ბენეფიციართა მიერ დანაშაულის ჩადენის რისკის შეფასებას; გ) საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარებისა და მათი ოჯახის წევრთა კონსულტირებას; დ) ბავშვზე და ოჯახზე ზრუნვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან კოორდინირებულ მუშაობას, აგრეთვე დღის ცენტრებისა და 24-საათიანი სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მომუშავე სპეციალისტთათვის დანაშაულის მეორე დონის პრევენციაზე მიმართული სერვისების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების წარმოებას; ე) დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირებთან მომუშავე სპეციალისტთათვის რთული ქცევის მართვასთან და დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას; ვ) ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებასა და მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების განხორციელებას; 28 პროექტი 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შევამალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულების პროცესში, ახორციელებს სოციალურ მუშაობას სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ პირებთან მიმართებით: ა) უზრუნველყოფს სააღსრულებო წარმოების პროცესის ბენეფიციარისათვის კეთილგანწყობილი მიდგომით წარმართვას; ბ) საჭიროებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის დასწრებას სააღსრულებო მოქმედებებზე, რომელიც ახდენს მხარეების კონსულტირებას უფლებამოსილების ფარგლებში და ეხმარება მხარეებს ფსიქოლოგიური სტრესის შემცირებაში. გ) ბავშვის გადაცემასთან ან შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების გადაწყვეტილების განხორციელებასთან აღსრულების პროცესში დაკავშირებული სასამართლო მონაწილეობას, მათ შორის, არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების საქმეებში. მუხლი 62. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამოსილებები. 1. საქართველოს უფლებამოსილებაა სასჯელაღსრულებისა განახორციელოს და სოციალური პრობაციის მუშაობა სამინისტროს პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში. სამინისტრო უფლებამოსილია, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაკების ჩართულობით, ზრუნავს სოციალური პოლიტიკის გაუმობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავებაზე. 2. პენიტენციური სისტემაში სოციალური მუშაკი: ა) ხელს უწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვას; ბ) უწევს კონსულტაციას ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს; გ) ახორციელებს ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ადვოკატირებას; დ) ხელს უწყობს ბრალდებულ/მსჯავრდებულთა პენიტენციური სტრესის შემცირებას; ე) მონაწილეობას იღებს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკისებს შეფასება/გადაფასებაში; ვ) ახდენს ბრალდებულ/მსჯავრდებულის ზიანის რისკის შეფასება/გადაფასებას; ზ) ახდენს მსჯავრდებულთა რისკისა და საჭიროების შეფასება/გადაფასებას რეციდივის ალბათობის დასადგენად; თ) გამოვლენილი რისკებისა და საჭიროებების საფუძველზე, მსჯავრდებულის ჩართულობით ადგენს სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმას; 29 პროექტი ი) ავლენს დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მოწყვლად ჯგუფებს, მათთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით, ზრუნავს დადგენილი სტანდარტების განხორციელებაზე; კ) ხელს უწყობს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობას მათ განხორციელებას; ლ) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების პროგრამებში ჩართულობას და მათ განხორციელებას; მ) განსაზღვრავს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და თერაპიის მიმართულებებს, ხელს უწყობს მათ განხორციელებას და უწევს ფასილიტაციას თავად; ნ) ხელს უწყობს პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთა შრომა/დასაქმებას; ო) ხელს უწყობს დამხმარე პროგრამების განხორციელებას ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის, როგორიცაა: კულტურული, სპორტული, რელიგიური, შემეცნებითი და სხვა სახის ღონისძიებები; პ) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეინტეგრაციისთვის მზადებას. ჟ) უფლებამოსილების ფარგლებში, წარმართავს მუშაობას მოშიმშილე ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან. 3. სოციალური მუშაობა პრობაციის მიმართულებით წარიმართება ამ კანონისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მიზნით: ა) ახორციელებს პირობით მსჯავრდებულის (სრულწლოვანი/არასრულწლოვანი) რისკებისა და საჭიროებების შეფასებას; ბ) ერთვება მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობაში, ბენეფიციარის ზიანის რისკისა და დანაშაულის განმეორების ალბათობის განსაზღვრის მიზნით და სხვა სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავებს სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმას; გ) სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის ფარგლებში აწვდის ბენეფიციარებს სარებილიტაციო მომსახურებას; ე) მუშაობს პირობით მსჯავრდებულთა ოჯახებთან, ოჯახური კონფერენციებისა და კონსულტაციის საშუალებით; ვ) მონაწილეობს პირობით მსჯავრდებულთა საჭიროებების შესაბამის სარეაბილიტაციო ტრენინგ-მოდულების შექმნაში; ზ) ახდენს პირობით მსჯავრდებულთა დაკავშირებას იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელს შეუწყობენ პირობით მსჯავრდებულების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას; თ) მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ 30 პროექტი დეპარტამენტსა და სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოფს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიისთვის მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროების შეფასების შესახებ დასკვნის მომზადებას. 4. განრიდებისა და განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ პირებთან (14დან 21 წლამდე) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკი: ა) უზრუნველყოფს განრიდება-მედიაციის პროგრამისთვის მართლმსაჯულების სისტემისგან განრიდებულ პირთა მდგომარეობის ინდივიდუალურ შეფასებას შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით; ბ) ახდენს ბენეფიციარის სოციალური ფუნქციონირების ხელშეწყობას, სერვისების მოძიების მიზნით თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან; გ) ახორციელებს განრიდებული პირის ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგს; 5. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სციალური მუშაკი არასრულწლოვან ბრალდებულ პირებთან ახდენს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებას სასჯელის დანიშვნის მიზნით. მუხლი 63. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილებები 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილებაა განახორციელოს სოციალური მუშაობა განათლების სფეროში. ის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაკების ჩართულობით, ზრუნავს სოციალური პოლიტიკის გაუმობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავებაზე. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური მუშაობა მოიცავს: ა) ფსიქო-სოციალური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეების, მშობლებთან და მასწავლებლების ფსიქო-სოციალურ მომსახურებას; ბ) მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებაზე და ჩაგვრის აღმოსაფხვრელად მუშაობას; გ) სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით, ბავშვს სოციალურ-პედაგოგიურ დახმარებას. დ) მოსწავლეებს შორის მოწყვლადი ინდივიდებისა და ფგუფების იდენტიფიცირება, და მათ შესაბამის სერვისებში ჩართვა. ე) ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების იდენტიფიცირებასა და შესაბამის რეაგირებას. 31 პროექტი მუხლი 64. საჯარო სამართლის იურიდიული პირის “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილება სოციალური მუშაობის სფეროში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილება განისაზღვრება „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 65. მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება 1. მუნიციპალიტეტი საკუთარი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების გამორკვევასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და ინფორმაციის მიწოდებას შესაბამის დარგობრივ დაწესებულებებთან. ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და საფრთხის ასარიდებლად აუცილებელ შემთხვევებში, ჩართვას საქართველოს უშუალოდ ახდენს ბენეფიციართა კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ სერვისებში. ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის ორგანოს. გ) ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირებას და შესაბამის რეაგირებას; დ) ბენეფიციარებისათვის შესაბამის სოციალურ, სამედიცინო, საშეღავათო მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვაში მხარდაჭერას; ე) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას; ვ) სოციალური მუშაობა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. ზ) საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილ, დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, განახორციელოს სოციალური მუშაობა. 2. სოციალური მუშაობა წარმოადგენს მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებას, რომლის შესრულებაზე დარგობრივი ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე, დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 32 პროექტი 4. სოციალური მუშაობის კოორდინირებას და ადმინისტრირებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სტრუქტურული ერთეულის დებულება უნდა შეესაბამებოდეს ამ თვითმმართველობის კანონის მოთხოვნებს, სამოქმედო იმგვარად, ტერიტორიაზე რომ სოციალური ადგილობრივი მუშაობა იყოს შესაბამისად განფენილი და ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფილ იქნეს მისი ხელმისაწვდომობა. მუხლი 66. კერძო სამართლის იურიდიული პირების უფლებამოსილება 1. კერძო სამართლის იურიდიული პირი, სადაც დასაქმებულია არიან სოციალური მუშაკი, უფლებამოსილია მისი საქმიანობის ფარგლებში განსაზღვროს სოციალურის მუშაკისთვის იმ სფეროების ჩამონათვალი, რომელშიც ის განახორციელებს საქმიანობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სფეროების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით და წინასწარ უნდა გაეცნოს დასაქმებულს. მეათე თავი სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობა და კარიერული დაწინაურება მუხლი 67. სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობა 1. სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობა გულისხმობს მუშაკის თვითშეფასებასა და მისი შრომის ზედამხედველობას პროფესიული ზრდის ხელშეწყობის, მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით . 2. სოციალური მუშაკის პროფესიული ზედამხედველი შეიძლება იყოს დაწესებულებაში იმავე სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული პირი ან ამ ერთეულის ხელმძღვანელი. 3. სოციალური მუშაკის ზედამხედველობის განხორციელების წესსა და პირობებს ადგენს ის უფლებამოსილი დაწესებულება, რომლის დაქვემდებარებაშიც არის სოციალური მუშაკი. მუხლი 68. სოციალური მუშაკის თვითშეფასება 33 პროექტი 1. სოციალური მუშაკი ახორციელებს სოციალური მუშაობის შედეგად მიღწეული პროგრესის თვითშეფასებას, რომლის ფარგლებში აფასებს თითოეული გეგმისა და გეგმის მიღმა საკუთარი საქმიანობის შედეგებს. 2. თვითშეფასება უნდა ხორციელდებოდეს ობიექტურად, მოიცავდეს როგორც პროგრესს, ასევე, საქმიანობის ხარვეზებს, განსაზღვრავდეს გამოწვევებს და ახორციელებს ის საქმიანობის გაუმჯობესების კონკრეტულ გეგმას. მუხლი 69. სოციალური მუშაკის შრომის ზედამხედველობა 1. სოციალური მუშაკის შრომის ზედამხედველობას დაწესებულება, რომელსაც ექვემდებარება სოციალური მუშაკი. 2. შრომის ზედამხედველობა ხდება სოციალური მუშაკის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების შესრულების მიზნობრიობისა და კანონიერების კრიტერიუმების საფუძველზე. 3. შრომის ზედამხედველობა ხდება კონკრეტული შემთხვევებისა და წლიური საქმიანობის შეფასებით. კონკრეტული შემთხვევების შეფასება ხდება შემთხვევითი შერჩევის ან ბენეფიციარის მომართვის საფუძველზე. 4. სოციალური მუშაკის საქმიანობის მონიტორინგის ობიექტური დასკვნის მისაღებად მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა გარემოება, მათ შორის, სოციალური მუშაობის შედეგები, ბენეფიციარის მოსაზრება, უშუალო ხელმძღვანელის დახასიათება. მუხლი 70. სოციალური მუშაკის წახალისება 1. შეფასებისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, ის სახელმწიფო ორგანო, რომლის დაქვემდებარებაშიც არის სოციალური მუშაკი, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას იღებს გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის წახალისების შესახებ. 2. წახალისების ფორმები შეიძლება იყოს: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა. 3. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკების წახალისებასთან დაკავშირებით გამოიყენება კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები. მუხლი 71. სოციალური მუშაკის დაწინაურება 34 პროექტი 1. სოციალური მუშაკის კარიერული დაწინაურება ხდება შეფასებისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე. 2. დაწინაურებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სოციალური მუშაკის სამსახურებრივი გამოცდილება, მის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგები და მნიშვნელობა ბენეფიციარისა და საზოგადოებისათვის. 3. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკის კარიერული განვითარება წარიმართება კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 72. სოციალური მუშაკის დისციპლინური პასუხისმგებლობა 1. შეფასებისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, სოციალურ მუშაკს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა. 2. საჯარო სამსახურში დასაქმებული სოციალური მუშაკის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე ვრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები. 3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) სამსახურიდან გათავისუფლება. 4. გადაწყვეტილება მიიღება იმ ორგანოს მიერ, რომელსაც ექვემდებარება სოციალური მუშაკი და ეცნობება გაერთიანებას. მეთერთმეტე თავი გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 73. გარდამავალი დებულებები 1. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2019 წლის 1 იანვრამდე ამტკიცებს ამ კანონის საიმპლემენტაციო გეგმას. კომიტეტი ახდენს ამ გეგმის შესრულების მონიტორინგს. 2. დაევალოს საქართველოს მთავრობის შესაბამის უწყებებს, განახორციელონ სოციალურ მუშაკთა შტატების ეტაპობრივი ზრდა, იმგვარად, რომ 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დასაქმებული სოციალური მუშაკები სრულყოფილად ასრულებდნენ ამ კანონით მათზე დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობებს. 3. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვის ვადაში, საქართველოს პარლამენტისა და ამ კანონის მე-9 თავით დადგენილი დაწესებულებების ჩართულობით, შეიმუშავოს სოციალურ 35 პროექტი მუშაკთა სერტიფიცირებისათვის აუცილებელი გეგმა. სერტიფიცირება უნდა დასრულდეს ამ კანონის ძალაში შესვლამდე არაუვიანეს 3 თვით ადრე. 4. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების შესაბამის უწყებებთან ერთად არაუგვიანეს 2019 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სერტიფიცირების გავლის შესაძლებლობა ყველა იმ მსურველისთვის ეტაპობრივად, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. 5. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირს “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“, უზრუნველყონ კანონის ძალაში შესვლის დღისათვის ბენეფიციართა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებზე 24 საათიანი რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირება. 6. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ამ კანონის ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში გაერთიანების პირველი საერთო კრების მოწვევა. ამ საერთო კრებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც კანონის ამოქმედების მომენტისთვის დასაქმებულები არიან როგორც სოციალური მუშაკები. 7. საქართველოს სოციალურ მუშაკთა გაერთიანების პირველი საერთო კრება მოწვევიდან 3 თვის ვადაში ამტკიცებს სოციალურ მუშაკთა პროფესიულ ეთიკის კოდექსს. 8. 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა“, შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება: ა) ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაობის ორგანიზაციულ ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის შესახებ; ბ) ამ კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესების დანერგვის შესახებ; 36 პროექტი გ) სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტები სოციალური მუშაკებისთვის; დ) სოციალური მუშაკის მიერ დამატებით შესრულებულ საქმეებზე შრომის ზეგაკანაკვეთური ანაზღაურების წესი. 9. 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საჯარო სამართლის იურიდიული პირს “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა“, შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება: ა) ამ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვროს საქმეთა გადანაწილების წესი; ბ) ამ კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სოციალური მუშაკის ზედამხედველობის განხორციელების წესები და პირობები. 10. 2021 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავრობამ უზრუნველყოს ამ წარდგინების კანონის 65-ე საფუძველზე მუხლით საქართველოს გათვალისწინებული უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება. 11. ამ კანონის 44-ე მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრულ სერტიფიკატთან გათანაბრებულია დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს2006-2013 წლებში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მიერ გაცემული სერტიფაკი, რომელიც ადასტურებს 60 კრედიატიანი სოციალური მუშაობის სასწავლო კურსის წარმატებით გავლას. 12. ამ კანონის 44-ე მუხლის მე-4 პუნქტი მოქმედებს 2023 წლის 1 იანვრამდე. 13. ამ კანონის 44-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები მოქმედებს 2021 წლის 1 იანვრამდე. 14. ამ კანონის ამოქმედებამდე სოციალურ მუშაკად რეგისტრირებული პირები პირველი საერთო კრების ჩატარების მიზნებისთვის მიიჩნევიან გაერთიანების წევრებად. 37 პროექტი მუხლი 74. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კნონის 44-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, 56-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, 73-ე და 74-ე მუხლისა, ძალაში შედის 2021 წლის 1 იანვარს. 2. ამ კანონის 44-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, 73-ე და 74-ე მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. ამ კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვარს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისი, --, _____________ 2018 წ. N____-__ 38
განმარტებითი ბარათი
პროექტი განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სოციალური მუშაობის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი სოციალური მუშაკის ინსტიტუტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სოციალურ მუშაკს უწევს უფლებამოსილების განხორციელება, ხშირ შემთხვევაში, იმ ინდივიდებთან თუ ოჯახებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოსა და საზოგადოების თანადგომა. შესაბამისად, სოციალური მუშაკის ძლიერი ინსტიტუტი საწინდარია ადამიანის უფლებების დაცვის მყარი გარანტიისა, სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, მოწყვლადი ინდივიდების დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობისა. მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს სოციალურ მუშაკთან დაკავშირებულ ძირითად მიმართულებებს და დეტალურად გაწერს მათ უფლება-მოვალეობებს. ეს ყველაფერი აისახება მომსახურების ხარისხზე და საბოლოო ჯამში, ინდივიდების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კეთილდღეობაზე. უფლებამოსილი უწყებები კანონქვემდებარე აქტების დონეზე სხვადასხვაგვარად არეგულირებენ სოციალურ მუშაკთან დაკავშირებულ სამართლებრივ ბაზას, რაც ვერ უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის საქმიანობის განჭვრეტადობას, როგორც ბენეფიციარებისთვის, ასევე, თავად სოციალური მუშაკებისთვის. ეს კი, თავის მხრივ ხელს უშლის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას სოციალური მუშაკის პროფესიასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ერთიანი სისტემის არარსებობის გამო, სოციალური მუშაობა არ არის ორიენტირებული პრევენციაზე და ის ძირითადად რეაგირების რეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისად, სისტემა რეაგირებს უმეტესწილად მხოლოდ მაშინ, როდესაც ზიანი ბენეფიციარისა თუ საზოგადოების ინტერესისათვის უკვე დამდგარია. კანონპროექტზე მუშაობის პროცესში, ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა სოციოლოგიური კვლევა, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა ამ სფეროში არსებული ძირითადი პრობლემები: 1.დეცენტრალიზაციის პრობლემა - თვითმმართველობის დონეზე სოციალური მუშაკის ინსტიტუტის არარსებობა. სოციალური მუშაობის დეცენტრალიზაციას მხარს უჭერენ როგორც დამსაქმებლები, ისე სოციალური მუშაკები. მისი არსებობა 39 პროექტი ნაწილობრივ შეამსუბუქებს სოციალური მუშაკის პროფესიასთან დაკავშირებით არსებულ სირთულეებს. 2. ჯანმრთელობა და უსაფრთხოება - სოციალური მუშაკის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან ისინი არ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც თავის მხრივ აისახება მუშაობის ხარისხზე და მოტივაციაზე. 3. რაოდენობა - ქვეყანაში სოციალურ მუშაკთა მცირე რაოდენობის გამო, მათ არასამუშაო დროს უწევთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. ხშირად ისინი მრავალ შემთხვევაზე ერთდროულად მუშაობენ, რაც პროფესიული ეფექტიანობის შემცირების საფრთხეს მოიაზრებს თავის თავში. 4. სოციალური მუშაკის სოციალური გარანტიები - სოციალური მუშაკების ხელფასი არის ძალიან დაბალი. მათ არ აქვთ სოციალური გარანტიები. მათ უწევთ ხშირი გადაადგილება და ტრანსპორტირების ხარჯებს ანაზღაურებენ საკუთრი ისედაც დაბალი ხელფასიდან. 5. საზოგადოების ცნობიერების დაბალი ხარისხი - ხშირ შემთხვევაში საზოგადოების წევრებს არ აქვთ ინფორმაცია სოციალური მუშაკის ინსტიტუტის შესახებ, რაც ართულებს მოწყვლადი ჯგუფების წევრების მხრიდან სერვისების წვდომას. ისინი საჭიროების დროს ვერ მიმართავენ სოციალურ მუშაკს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ იციან მისი არსებობის შესახებ. 6. კვალიფიკაცია - გამოვლინდა სოციალური მუშაკების გადამზადების საჭიროება. სოციუმი მუდამ ცვალებადი მექანიზმია და ამ ცვლილებებს ახალი, ადაპტირებული მიდგომები სჭირდება, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პროფესიულ საქმიანობაში ინფორმაციისა და მიდგომების განახლება. ამასთანავე, ზოგიერთ შემთხვევაში სოციალურ მუშაკს არ აქვს შესაბამისი განათლება მიღებული, რაც სერვისის ეფექტიანობას და ხარისხს მნიშვნელოვნად აქვეითებს. შესაბამისად, გამოიკვეთა სოციალური მუშაკის ინსტიტუტის რეფორმის აუცილებლობა, იმისათვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს პრევენციაზე ორიენტირებული სოციალური მუშაკის სისტემა. ასეთი რეფორმის საფუძველი არის სწორედ ერთიანი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს თითეული ინდივიდის უფლებების დაცულობას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან გვერდით დგომას საჭიროებს, ასევე, თითეული სოციალური მუშაკისთვის გარანტიების შექმნას, იმისათვის რომ მან პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და უზრუნველყოს თითეული ბენეფიციარის უფლებების რეალიზება. 40 პროექტი ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია სოციალური მუშაობის იმგვარი ერთიანი რეგულაციის შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება ინდივიდზე, მისი პიროვნების განვითარებაზე და მისი უნარების მაქსიმალურ რეალიზაციაზე. კანონპროექტი ხელს უწყობს ისეთ საზოგადოებას, სადაც ადამიანის ღირსება და სოციალური სამართლიანობა უზრუნველყოფილია; სადაც წესია სოლიდარული ქმედება, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის ნიშანი სუსტთან მიმართებით; სხვადასხვა ფორმები ცხოვრებისა შესაძლებელია, მანამ სანამ ის ფიზიკურ თუ სულიერ ზიანს არ აყენებს სხვას; ძალადობა ადამიანებს შორის დაგმობილია და კონფლიქტები გვარდება ძალადობის გარეშე; ადამიანები ზეწოლის ნებისმიერი ფორმის გარეშე ცხოვრობენ. სოციალური მუშაკის ერთიანი სისტემის განვითარება ხელს უწყობს სიღარიბის, კრიმინალის, ნარკო-, ალკო-, და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შემცირებას, ასევე, თვითრეალიზებული ადამიანების, სოლიდარული პასუხისმგებლობის გაზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის გაძლიერებას. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს გაძლიერების საწინდარია. ა.გ) კანონპროექტის არსი კანონპროექტის მიხედვით, იქმნება სოციალური მუშაობის ერთიანი სისტემა, რაც გულისხმობს შემდეგს: კანონპროექტით დადგენილია სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპები, რომელიც სოციალურ მუშაკს ავალდებულებს პროფესიული საქმიანობისას დაიცვას შემდეგი ფუნდამენტური საკითხები: ადამიანის უფლებების პატივისცემა, სოციალური სამართლიანობა, თანასწორობა, დარგობრივი კომპეტენცია, თანაზომიერება, კეთილსინდისიერება და პროფესიული ეთიკის დაცვა. თანამედროვე დასავლურ ქვეყნებში სწორედ აღნიშნულ პრინციპებს ემყარება სოციალური სამუშაო. სოციალური მუშაკები ვალდებულნი იქნებიან შეასრულონ მოცემულ კანონში გატარებული პრინციპები. კანონის პროექტის თანახმად, ერთმანეთისგან გამიჯნულია სოციალური მუშაკის ძირითადი და სპეციალური ფუნქციები, რათა სოციალურმა მუშაკმა კვალიფიციურად შეძლოს თავისი ფუნქციების შესრულება, მისთვის ნათლად და მკაფიოდ იყოს განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებები. პრევენციული სოციალური მუშაობა განსაზღვრულია, როგორც სოციალური მუშაკის უმთავრესი 41 პროექტი ფუნქცია. აღნიშნული ხაზს უსვამს იმას, რომ სოციალური მუშაკი რეაგირების რეჟიმში კი არ უნდა იყოს, როდესაც ზიანი უკვე დამდგარია, არამედ კანონი სოციალურ მუშაკს ააქტიურებს მანამ, სანამ საფრთხე შეიქმნება ან ზიანი დადგება. კანონპროექტი ადგენს დარგობრივ კომპეტენციას სოციალური მუშაკებისთვის. სოციალური მუშაკის სპეციალური, დარგობრივი, სოციალური მუშაობა განისაზღვრება, როგორც სოციალური მუშაობა ბავშვზე და ოჯახზე ზრუნვის სფეროში, სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან, სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და სოციალური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. დარგობრივი კომპეტენციის მიზანია, რომ სოციალურ მუშაკს გაუმარტივდეს უფლებამოსილებების შესრულება, და იმავდროულად, მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი იყოს მაღალი. კანონის პროექტით დეტალურად არის განსაზღვრული სოციალური მუშაკის უფლებები და მოვალეობები, რაც უზრუნველყოფს როგორც ბენეფიციარების, ასევე, სოციალური მუშაკების მაქსიმალურ დაცულობას და ფუნქციების უკეთესად შესრულებას. კერძოდ, კი სოციალური მუშაკის უფლება-მოვალეობებია: დამოუკიდებლობა, ბენეფიციარისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, სასამართლოში წარმომადგენლობა, კონფიდენციალურობის ვალდებულება, დოკუმენატაციის წარმოების ვალდებულება, ინფორმაციის გაცემის ვალდებულება, თანამშრომლობის ვალდებულება, ბენეფიცარის საუკეთესო ინტერესით მოქმედება, მიუკერძოებლობა, ინფორმაციის ანალიზი, სოციალური მუშაკის უწყვეტი პროფესიული განვითარება. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის უფლება - მოითხოვოს სახელმწიფოსაგან მხარდაჭერა. მაგალითად, სოციალური მუშაობის ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი პერსონალური, ტექნიკური, საინფორმაციო და უწყებრივი მხარდაჭერა. თუმცა, ეს უფლება არ არის აბსოლუტური და ანგარიში უნდა იქნას გაწეული იმ რესურსებს გონივრულობის ფარგლებში, რომელი რესურსებიც სახელმწიფოს გააჩნია. კანონპროექტი მკაფიოდ და დეტალურად განსაზღვრავს სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს. ეს მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, იმისათვის, რომ მან კვალიფიციურად შეასრულოს მისდამი დაკისრებული სამუშაო და თავად იცოდეს საკუთრი უფლებამოსილებების ჩარჩოები იმისათვის, რომ თავად იყოს დაცული, ხოლო მეორე მხრივ, არ დააზიანოს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესი. კანონპროექტი განსაზღვრავს სოციალური მუშაკის მიერ შესასრულებელ შემდეგ ღონისძიებებს: პრევენცია, რომლის თანახმადაც სოციალური მუშაკი აწოდებს ბენეფიციარს შესაბამის სერვისს, როდესაც საფრთხე სახეზე არ არის, თუმცა ობიექტური დამკვირვებლის თვალით, ყველა გარემოების გათვალისწინებით, ის დიდი ალბათობით შეიძლება წარმოიქმნას. პრობლემის განსაზღვრა - რაც მოაიზრებს 42 პროექტი სოციალური მუშაკის ქმედებას, როცა შემთხვევის ანალიზის და შეფასების საფუძველზე, იგი განსაზღვრავს დახმარების საჭიროების მქონე პირების პრობლემას. საჭიროების შეფასების ღონისძიება, ემსახურება სოციალური მუშაკის მიერ ბენეფიციარის ინდივიდუალური პრობლემის და არსებული გარემოს სისტემურად შესწავლას, ამომწურავი ინფორმაციის საფუძველზე. სოციალური მუშაობის დაგეგმვა - არის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც შემუშავებული უნდა იქნეს იმგვარი გეგმა, რომელიც შეიცავს მიზნებს, აუცილებელ სტრატეგიას და განსაზღვრულ სამოქმედო ეტაპებს. სოციალური მუშაკის მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრული უნდა იქნეს სოციალური მუშაობის ინდივიდზე მორგებული სამოქმედო გეგმა. მხარდაჭერის განხორციელების ღონისძიება მიმართულია საზოგადოებაში, ბენეფიციარის სოციალური კომპეტენციის გასაუმჯობესებლად, ბენეფიციარის რესურსებისა და შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებისაკენ მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. კანონის პროექტი განსაზღვრავს სოციალური მუშაკის პროფესიულ კვალიფიკაციას. იგი სოციალური მუშაკის პროფესიისათვის აყალიბებს ძირითად მოთხოვნებს და ადგენს, თუ რა კომპეტენციებს უნდა ფლობდეს სოციალური მუშაკი. მათ შორის, სწორედ აღნიშნული რეგულაცია იწვევს ამ პროფესიის რეგულირებად პროფესიად ქცევას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სოციალური მუშაკის კვალიფიკაციის ზრდას და ხარისხიანი სოციალური მუშაობის სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში. სოციალური მუშაკის პროფესიის განვითარებისათვის, თვითორგანიზაციის ხელის შეწყობისათვის, ასევე, სოციალურ მუშაკთა მეტი პროფესიული დაცულობისა და გარანტიებისათვის კანონპროქტი ითვალისწინებს პროფესიული გაერთიანების შექმნას, რომლის სამართლებრივი ფორმა წევრობაზე დაფუძნებული იურიდიული პირია. რადგან სოციალური მუშაკები არიან დასაქმებულნი საჯარო მოხელეებად, ასევე არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, და ასევე, არასამთავრო სექტორში, მათი პროფესიული ერთიანობის მიღწევა რთულია. იმისათვის, რომ მათ როგორც ახლადდამკვიდრებადი პროფესიის წევრებს შეეძლოთ თავიანთი ინტერესების დაცვა და პროფესიის განვითარება, კანონპროექტით იქმნება სოციალურ მუშაკთა გაერთიანება. ამგვარი გაერთიანებისთვის ფუნქციები კანონპროექტით არის განსაზღვრული. კანონპროექტი აგრეთვე ადგენს აღნიშნული გაერთიანების დაფუძნების წესს, სტრუქტურასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. კანონპროექტით განსაზღვრულია სოციალური სამუშაოს გარკვეული ნაწილის დეცენტრალიზაცია. 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის მიხედვით, სუბსიდიარობის პრინციპი ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედად არის აღიარებული. 43 პროექტი აღნიშნული პრინციპის საზოგადოებრივ ცხოვრებაში განხორციელება უნდა მოხდეს სხვადასხვა სფეროებში უფლებამოსილებების ადგილობრივ თვითმმართველობებზე დელეგირებით. სოციალური მუშაობის რიგი ფუნქციები და ღონისძიებები სწორედ, ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა უნდა განახორციელონ. აღნიშნული შეესაბამება განვითარებული ევროპული ქვეყნების პრაქტიკას, სადაც კანონის პროექტით გათვალისწინებული კომპეტენციები თვითმმართველობების მიერ ხორციელდება. დეცენტრალიზაცია ემსახურება სოციალური სამუშაოს ეფექტიანობის მიღწევას, რადგან ეს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები სწორედ ადგილზე უნდა მოგვარდეს. თუმცა, თვითმმართველობებისთვის პირველ ეტაპზე ეს იქნება დელეგირებული უფლებამოსილება, სადაც კონტროლის ფუნქციები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რჩება. კანონპროექტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სოციალური სამუშაოს შესრულების პირობებს, სოციალური მუშაკის შრომით გარანტიებს და არეგულირებს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ფარგლებს. იგი, ასევე ითვალისწინებს განსაკუთრებულ გარანტიებს სოციალური მუშაკის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, სოციალური მუშაკის დაღუპვის შემთხვევაში, ან მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას და ზრდის მისი უსაფრთხოების გარანტიებს. იმისათვის, რომ ამ რთული რეფორმის განხორციელება ეტაპობრივად, გარანტირებულად მოხდეს, კანონი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ იმპლემენტაციის გეგმის დამტკიცებას, სადაც გაწერილ უნდა იქნას კონკრეტული ნაბიჯები. ეს გეგმა გაამარტივებს რეფორმის გამჭვირვალედ, წარმატებულად წარმართვას და საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე და გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა საჭირო იქნება სოციალური მუშაკების სერტიფიცირებისთვის და იმ სოციალური მუშაკების გადამზადებისთვის, რომლებიც არ საჭიროებენ სერტიფიცირებას, აგრეთვე სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდისა და მათთვის სოციალური გარანტიების გაუმჯობესებისთვის და ადგილობრივ თვითმმართველობებზე 44 პროექტი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში შესასრულებელი სოციალური სამუშაოს განხორციელებისთვის. დღეს არსებული მდგომარეობით, საშუალოდ სოციალური მუშაკების ხელფასებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება 4 864 820 ლარი, 2020 და 2021 წლებში სოციალური მუშაკების რაოდენობისა და ხელფასების ზრდის გათვალისწინებით, მათი ხელფასებისთვის გამოსაყოფი იქნება წლის განმავლობაში დაახლოებით 9 705 400 ლარი, 2022 და 2023 წლებში, წლის განმავლობაში დაახლოებით 14 562 000 ლარი, ხოლო 2024 წლიდან წლის განმავლობაში დაახლოებით 21 576 000 ლარი, რომელთა დეტალური აღწერა მოცემული არის განმარტებითი ბარათის „გ.ა.“ ქვეპუნქტში. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური მუშაკების სერტიფიცირებისთვის შესაძლებელია საჭირო გახდეს ხარჯების გამოყოფა. სერტიფიცირების პერიოდად დაგეგმილია 2019 და 2020 წლები. რელევანტური უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, იმ სოციალური მუშაკების რაოდენობა და სამომავლოდ გასაზრდელი რაოდენობა სოცალური მუშაკების, რომლებიც უნდა დაექვემდებარონ სერტიფიცირებას, არის დაახლოებით 390. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, TACIS/TEMPUS სასერთიფიკაციო პროგრამის ერთი კურსის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 24 000 ლარს და ეს თანხა გათვალისწინებულია 30 გადასამზადებელი პირის სერტიფიცირებაზე. შესაბამისად, გადასამზადებელი იქნება 390 ადამიანი, რომლების გადანაწილდებიან 13 ჯგუფში. ამდენად, 2019 წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება 7 ჯგუფის გადამზადება, რაც გამოიწვევს დანახარჯს 168 000 ლარის ოდენობით (თითოეულ ჯგუფზე 24 000 ლარი), ხოლო 2020 წელს მოხდება 6 ჯგუფის სერტიფიცირება და დანახარჯი იქნება 144 000 ლარი (თითოეულ ჯგუფზე 24 000 ლარი). ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონის პროექტის მიხედვით, იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალურ მუშაკთა გაერთიანება, რომელში გაწევრიანება სავალდებულო იქნება ყველა პრაქტიკოსი სოციალური მუშაკისთვის. კანონპროექტითვე განსაზღვრულია, რომ გაერთიანების წევრი სოციალური მუშაკები ვადებული არიან გადაიხადონ გაერთიანების საწევრო გადასახადი, რომლის ოდენობას და გადახდის პერიოდულობას დაადგენს სოციალურ მუშაკთა გაერთიანება. ამდენად, ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირს გაუჩნდება შემოსავალი და შესაბამისად გაუჩნდება საგადასახადო ვალდებულებები, შემოსავლის ოდენობისა და მისი საგადასახადო 45 პროექტი ვალდებულებების შესახებ შეუძლებელია წინასწარ საუბარი, რადგან ჯერჯერობით უცნობია საწევრო შესატანის ოდენობის შესახებ. აგრეთვე, დაგეგმილია სოციალური მუშაკების რაოდენობისა და მათი ხელფასების ზრდა, რაც შესაბამისად, გაზრდის მათი მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის ოდენობას. კერძოდ დღეისთვის გაცემული ხელფასებიდან საშემოსავლო გადასახადის სახით იბეგრება და სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება დაახლოებით 972 964 ლარი, 2020 და 2021 წლებში სოციალური მუშაკების რაოდენობისა და მათი ხელფასების ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადი დაახლოებით შეადგენს დაახლოებით 1 941 080 ლარს, 2022 და 2023 წლებში - დაახლოებით 2 912 400 ლარს, ხოლო 2024 წლიდან კი დაახლოებით 4 315 200 ლარს. სოციალური მუშაკების რაოდენობისა და ხელფასების დაგეგმილი ზრდისა შესახებ დეტალური აღწერა მოცემული არის განმარტებითი ბარათის „გ.ა. ქვეპუნქტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, არსებული სოციალური მუშაკების სერტიფიცირებისა და გადამზადებისთვის, სოციალური მუშაკების რაოდენობის მომატებისა და სოციალური გარანტიების გაუმჯობესებისათვის აუცილებელი იქნება შესაბამისი დაფინანსების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობებისთვის შესაქმნელად სავალდებულო იქნება ის დანაყოფები, რომლებიც სოციალური სამუშაოს კოორდინაციას მოახდენენ მუნიციპალიტეტის დონეზე, რაც შესაბამის ხარჯებს საჭიროებს. კანონის პროექტით იქმნება სოციალური მუშაობის ერთიანი სისტემა, რომელიც ერთ საკანონმდებლო აქტში მოაქცევს სოციალური მუშაობის მარეგულირებელ ნორმებს, რომლებიც უსისტემოდ არის გაფანტული სხვა დასხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში. ამდენად, კანონის პროექტი წარმოადგენს სოციალური მუშაობის მარეგულირებელი ურთიერთობის სისტემატიზაციის დოკუმენტს და ადგენს ახალ (მათ შორის ფინანსურ) ვალდებულებს საჯარო დაწესებულებებისთვის. აღნიშნულიდან გამონაკლისია მხოლოდ ადგილობრივ თვითმმართველობაში გასაწევი სოციალური მუშაობა, რომელთან დაკავშირებითაც ფინანსური ვალდებულებების შესახებ ქვემოთ იქნება საუბარი. სოციალური მუშაობის ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი პერსონალური, ტექნიკური, საინფორმაციო და უწყებრივი მხარდაჭერა. თუმცა, ანგარიში უნდა იქნას გაწეული იმ რესურსებს გონივრულობის ფარგლებში, რომელი რესურსებიც სახელმწიფოს ამ ეტაპისთვის გააჩნია. ამდენად, ამ კუთხით, კანონის პროექტი არ აწესებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ტექნიკური და მატერიალური ვალდებულების ჭრილში. 46 პროექტი სოციალური მუშაკის პროფესიის განვითარებისათვის, თვითორგანიზაციის ხელის შეწყობისათვის, ასევე, სოციალურ მუშაკთა მეტი პროფესიული დაცულობისა და გარანტიებისათვის კანონპროქტი ითვალისწინებს პროფესიული გაერთიანების შექმნას, რომლის საქმიანობის დაფინანსება, გაერთიანების თანამშრომელთა ხელფასებისა საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ ტექნიკური რესურსის ჩათვლით, დაფინანსდება სოციალური მუშაკების მიერ გაერთიანებისთვის გადახდილი საწევრო გადასახადებისგან. სოციალური მუშაკის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, სოციალური მუშაკის დაღუპვის შემთხვევაში, ან მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების შემთხვევაში, კანონის პროექტით გათვალისწინებულია სოციალური დახმარება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თუმცა კი, გამომდინარე იქედან, რომ ამ მიმართულებით სტატისტიკური მონაცემები არ მუშავდება, რთულია წინასწარ იმის განჭვრეტა სავარაუდო ფინანსური დანახარჯისა. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონის პროექტი აწესებს სოციალურ მუშაკთა უსაფრთხოების შექმნის გარანტიებს, რაც მნიშვნელოვნად შემაცირებს აღნიშნული ფაქტის დადგომის საფრთხეს. კანონის პროექტის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2019 წლის 1 იანვრამდე ამტკიცებს ამ კანონის იმპლემენტაციის გეგმას და ახდენს ამ გეგმის შესრულების მონიტორინგს. შესაბამისად, თუ რა გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონის პროექტი, ამ თანხის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება კანონის იმპელემენტაციის გეგმის დამტკიცების შემდეგ. თუმცა კი, კანონის პროექტზე მუშაობის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა სახელმწიფო უწყებათა საჭიროებები სოციალური მუსაკების რაოდენობის ზრდასთან, მათი ხელფასების მატებასთან და სოციალური მუშაკების სერტიფიცირებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც დაანგარიშდა იმ თანხის სავარაუდო ოდენობა, რომელიც გამოსაყოფი იქნება 2019 წლიდან კანონის სრულად ამოქმედებამდე პერიოდისთვის. 1. სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა და ხელფასების მატება 1.1.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციითსისტემაში დასაქმებულია 245 სოციალური მუშაკი, რომელთა ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 900 ლარს, რისთვისაც ყოველწლიურად ხელფასისთვის საჭიროა დაახლოებით 2 646 000 ლარი. სოციალური მუშაკების დატვირთვის 47 პროექტი გათვალისწინებით და მათი საქმიანობის ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა საჭიროება, რომ სისტემაში მოხდეს ჯამში 130 სოციალური მუშაკის დამატება, კერძოდ, 2020 წლისთვის 50 სოციალური მუშაკი, 2022 წლისთვის დამატებით 50 სოციალური მუშაკი და 2024 წლისთვის დამატებით 30 სოციალური მუშაკი. მათი რაოდენობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია სოციალურ მუშაკთა ხელფასების ზრდა და ამგვარად, მათი სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესება. 2020 წლისთვის საშუალო ხელფასის ზრდა უნდა მოხდეს 1200 ლარამდე, 2022 წლისთვის 1500 ლარამდე, ხოლო 2024 წლისთვის 2000 ლარამდე. სოციალური მუშაკების რაოდენობის მატების პირველ ეტაპზე, 2020 წლისთვის, მათი რაოდენობა გახდება 295, ხოლო ნავარაუდევი ხელფასი 1200 ლარი, რის გამოც ამ და მის მომდევნო წელს სახელფასო ფონდზე გამოსაყოფი იქნება წლიურად 4 248 000 ლარი. 2022 წლისთვის მუშაკთა რაოდენობა გახდება 345, ხოლო ნავარაუდევი ხელფასი გახდება 1500 ლარი, რისთვისაც ამ და მის მომდევნო წელს გამოსაყოფი იქნება წლიურად 6 210 000 ლარი. 2024 წლისთვის მუშაკთა რაოდენობა გახდება 375, ხოლო ნავარაუდევი ხელფასი გახდება 2000 ლარი, რისთვისაც ამ წელს და შემდგომ პერიოდში გამოსაყოფი იქნება წლიურად 9 000 000 ლარი. 1.2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციითსისტემაში დასაქმებულია 131 სოციალური მუშაკი, რომელთა ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 1185 ლარს, რისთვისაც ყოველწლიურად ხელფასისთვის საჭიროა დაახლოებით 1 862 820 ლარი. სოციალური მუშაკების დატვირთვის გათვალისწინებით და მათი საქმიანობის ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა საჭიროება, რომ სისტემაში მოხდეს ჯამში 70 სოციალური მუშაკის დამატება, კერძოდ, 2020 წლისთვის 25 სოციალური მუშაკი, 2022 წლისთვის დამატებით 25 სოციალური მუშაკი და 2024 წლისთვის დამატებით 20 სოციალური მუშაკი. მათი რაოდენობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია სოციალურ მუშაკთა ხელფასების ზრდა და ამგვარად, მათი სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესება. 2020 წლისთვის საშუალო ხელფასის ზრდა უნდა მოხდეს 1200 ლარამდე, 2022 წლისთვის 1500 ლარამდე, ხოლო 2024 წლისთვის 2000 ლარამდე. სოციალური მუშაკების რაოდენობის მატების პირველ ეტაპზე, 2020 წლისთვის, მათი რაოდენობა გახდება 156, ხოლო ნავარაუდევი ხელფასი 1200 ლარი, რის გამოც ამ და მის მომდევნო წელს სახელფასო ფონდზე გამოსაყოფი იქნება წლიურად 2 246 400 ლარი. 2022 წლისთვის მუშაკთა რაოდენობა გახდება 181, ხოლო ნავარაუდევი ხელფასი გახდება 1500 ლარი, 48 პროექტი რისთვისაც ამ და მის მომდევნო წელს გამოსაყოფი იქნება წლიურად 3 258 000 ლარი. 2024 წლისთვის მუშაკთა რაოდენობა გახდება 201, ხოლო ნავარაუდევი ხელფასი გახდება 2000 ლარი, რისთვისაც ამ წელს და შემდგომ პერიოდში გამოსაყოფი იქნება წლიურად 4 824 000 ლარი. 1.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სისტემაში დასაქმებულია 10 სოციალური მუშაკი, რომელთა ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 900 ლარს, რისთვისაც ყოველწლიურად ხელფასისთვის საჭიროა დაახლოებით 108 000 ლარი. სოციალური მუშაკების დატვირთვისა და ამ სისტემაში სოციალური მუშაკის როლის გათვალისწინებით და მათი საქმიანობის ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა საჭიროება, რომ სისტემაში მოხდეს ჯამში 130 სოციალური მუშაკის დამატება, კერძოდ, 2020 წლისთვის 50 სოციალური მუშაკი, 2022 წლისთვის დამატებით 50 სოციალური მუშაკი და 2024 წლისთვის დამატებით 30 სოციალური მუშაკი. მათი რაოდენობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია სოციალურ მუშაკთა ხელფასების ზრდა და ამგვარად, მათი სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესება. 2020 წლისთვის საშუალო ხელფასის ზრდა უნდა მოხდეს 1200 ლარამდე, 2022 წლისთვის 1500 ლარამდე, ხოლო 2024 წლისთვის 2000 ლარამდე. სოციალური მუშაკების რაოდენობის მატების პირველ ეტაპზე, 2020 წლისთვის, მათი რაოდენობა გახდება 60, ხოლო ნავარაუდევი ხელფასი 1200 ლარი, რის გამოც ამ და მის მომდევნო წელს სახელფასო ფონდზე გამოსაყოფი იქნება წლიურად 864 000 ლარი. 2022 წლისთვის მუშაკთა რაოდენობა გახდება 110, ხოლო ნავარაუდევი ხელფასი გახდება 1500 ლარი, რისთვისაც ამ და მის მომდევნო წელს გამოსაყოფი იქნება წლიურად 1 980 000 ლარი. 2024 წლისთვის მუშაკთა რაოდენობა გახდება 140, ხოლო ნავარაუდევი ხელფასი გახდება 2000 ლარი, რისთვისაც ამ წელს და შემდგომ პერიოდში გამოსაყოფი იქნება წლიურად 3 360 000 ლარი. 1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სისტემაში დასაქმებულია 23 სოციალური მუშაკი, რომელთა ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 900 ლარს, რისთვისაც ყოველწლიურად ხელფასისთვის საჭიროა დაახლოებით 248 000 ლარი. სოციალური მუშაკების დატვირთვის გათვალისწინებით და მათი საქმიანობის ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა საჭიროება, რომ სისტემაში მოხდეს ჯამში 30 სოციალური მუშაკის დამატება, კერძოდ, 2020 წლისთვის 10 სოციალური მუშაკი, 2022 წლისთვის დამატებით 10 სოციალური მუშაკი და 2024 წლისთვის დამატებით 10 სოციალური მუშაკი. მათი რაოდენობის 49 პროექტი ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია სოციალურ მუშაკთა ხელფასების ზრდა და ამგვარად, მათი სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესება. 2020 წლისთვის საშუალო ხელფასის ზრდა უნდა მოხდეს 1200 ლარამდე, 2022 წლისთვის 1500 ლარამდე, ხოლო 2024 წლისთვის 2000 ლარამდე. სოციალური მუშაკების რაოდენობის მატების პირველ ეტაპზე, 2020 წლისთვის, მათი რაოდენობა გახდება 33, ხოლო ნავარაუდევი ხელფასი 1200 ლარი, რის გამოც ამ და მის მომდევნო წელს სახელფასო ფონდზე გამოსაყოფი იქნება წლიურად 475 000 ლარი. 2022 წლისთვის მუშაკთა რაოდენობა გახდება 43, ხოლო ნავარაუდევი ხელფასი გახდება 1500 ლარი, რისთვისაც ამ და მის მომდევნო წელს გამოსაყოფი იქნება წლიურად 774 000 ლარი. 2024 წლისთვის მუშაკთა რაოდენობა გახდება 53, ხოლო ნავარაუდევი ხელფასი გახდება 2000 ლარი, რისთვისაც ამ წელს და შემდგომ პერიოდში გამოსაყოფი იქნება წლიურად 1 272 000 ლარი. 1.5. დღეის მდგომარეობით, ადგილობრიოვ თვითმმართველობებში არ არიან დასაქმებული სოციალური მუშაკები და აღნიშნულისთვის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული თანხა. თვითმმართველობებში სოციალური მუშაკების როლისა და სამომავლო ფუნქციების გათვალისწინებით და აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე საპილოტე პროგრამის ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა საჭიროება, რომ სისტემაში მოხდეს ჯამში 130 სოციალური მუშაკის დამატება ერთობლივად, 2020 წლისთვის. მათი რაოდენობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია სოციალურ მუშაკთა ხელფასების ზრდა და ამგვარად, მათი სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესება. 2020 წლისთვის საშუალო ხელფასის ზრდა უნდა მოხდეს 1200 ლარამდე, 2022 წლისთვის 1500 ლარამდე, ხოლო 2024 წლისთვის 2000 ლარამდე. სოციალური მუშაკების რაოდენობის მატების პირველ ეტაპზე, 2020 წლისთვის, მათი რაოდენობა გახდება 130, ხოლო ნავარაუდევი ხელფასი 1200 ლარი, რის გამოც ამ და მის მომდევნო წელს სახელფასო ფონდზე გამოსაყოფი იქნება წლიურად 1 872 000 ლარი. 2022 წლისთვის ნავარაუდევი ხელფასი გახდება 1500 ლარი, რისთვისაც ამ და მის მომდევნო წელს გამოსაყოფი იქნება წლიურად 2 340 000 ლარი. 2024 წლისთვის ნავარაუდევი ხელფასი გახდება 2000 ლარი, რისთვისაც ამ წელს და შემდგომ პერიოდში გამოსაყოფი იქნება წლიურად 3 120 000 ლარი. 2. სოციალური მუშაკების სერტიფიცირება 50 პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური მუშაკების სერტიფიცირებისთვის შესაძლებელია საჭირო გახდეს ხარჯების გამოყოფა. სერტიფიცირების პერიოდად დაგეგმილია 2019 და 2020 წლები. რელევანტური უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, იმ სოციალური მუშაკების რაოდენობა და სამომავლოდ გასაზრდელი რაოდენობა სოცალური მუშაკების, რომლებიც უნდა დაექვემდებარონ სერტიფიცირებას, არის დაახლოებით 390. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, TACIS/TEMPUS სასერთიფიკაციო პროგრამის ერთი კურსის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 24 000 ლარს და ეს თანხა გათვალისწინებულია 30 გადასამზადებელი პირის სერტიფიცირებაზე. შესაბამისად, გადასამზადებელი იქნება 390 ადამიანი, რომლების გადანაწილდებიან 13 ჯგუფში. ამდენად, 2019 წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება 7 ჯგუფის გადამზადება, რაც გამოიწვევს დანახარჯს 168000 ლარის ოდენობით (თითოეულ ჯგუფზე 24000 ლარი), ხოლო 2020 წელს მოხდება 6 ჯგუფის სერტიფიცირება და დანახარჯი იქნება 144000 ლარი (თითოეულ ჯგუფზე 24000 ლარი). შესაბამსიად, ორივე წლის განმავლობაში სერტიფიცირებისთვის საჭირო იქნება 312000 ლარი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას, იმ სავარაუდო ოდენობით, რომელზეც საუბარი იყო განმარტებითი ბარათის „ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებში, თუმცა ამ თანხის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება კანონის იმპელემენტაციის გეგმის დამტკიცების შემდეგ. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს სოციალურ მუშაკად დასაქმებული პირებისთვის. კერძოდ, კანონის პროექტის მიღებას და მის ამოქმედებას უნდა მოჰყვეს სოციალური მუშაკების რაოდენობისა და მათი ხელფასების გაზრდა, იმ სავარაუდო ოდენობით, რომელზეც საუბარი იყო განმარტებითი ბარათის „ბ.გ“ ქვეპუნქტში, თუმცა ამ თანხის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება კანონის იმპელემენტაციის გეგმის დამტკიცების შემდეგ. სოციალური მუშაკებისთვის ხელფასების მატება განპირობებულია იმითაც, რომ მათ უჩნდებათ სოოციალურ მუშაკთა გაერთიანების საწევრო გადასახადის გადახდის ვალდებულებაც, რომლის ოდენობას და გადახდის წესს განსაზღვრავს გაერთიანება. 51 პროექტი ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტის თანახმად, იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალურ მუშაკთა გაერთიანება, რომელში გაწევრიანება სავალდებულო იქნება ყველა პრაქტიკოსი სოციალური მუშაკისთვის. კანონპროექტითვე განსაზღვრულია, რომ გაერთიანების წევრი სოციალური მუშაკები ვადებული არიან გადაიხადონ გაერთიანების საწევრო გადასახადი, რომლის ოდენობასაც დაადგენს სოციალურ მუშაკთა გაერთიანება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკაშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ ორგანიზაციებში და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ფრიდრიხ-ებერტის ფონდი ექსპერტი - ანა ფირცხალაშვილი („დემოკრატიის განვითარების სააგენტო“) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია 52 პროექტი ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კირსტინ ფუსანი - განათლების, ახალგაზრდობისა და ოჯახის საკითხების მიმართულების ხელმძღვანელი, ბერლინის თვითმმართველობა სვენია კეტელსენი - უსახლკარო ქალთა მიმართულების ხელმძღვანელი (DBSH e.V. Landesverband Berlin). გაეროს ბავშვთა ფონდი დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ლევან ბეჟანიძე, ირაკლი ბერაია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, დიმიტრი მზეიძე, ანრი ოხანაშვილი, მერაბ ქვარაია, დიმიტრი ცქიტიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ლევან ბეჟანიძე, ირაკლი ბერაია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, დიმიტრი მზეიძე, ანრი ოხანაშვილი, მერაბ ქვარაია, დიმიტრი ცქიტიშვილი. 53