„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13, 7.06.96, გვ.12) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
საქართველოს
სახალხო
დამცველი
ზედამხედველობს
საქართველოს
ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვას.“.
2. მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს სახალხო დამცველი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი
დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან
პირადი გაჩხრეკა საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია
დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს
პარლამენტს. თუ იგი არ მისცემს თანხმობას, სახალხო დამცველი დაუყოვნებლივ
უნდა განთავისუფლდეს. საქართველოს პარლამენტი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას
იღებს საქართველოს მთავარი პროკურორის მიმართვიდან არაუგვიანეს 14 დღისა.
3. საქართველოს სახალხო დამცველის დაკავების ან დაპატიმრების შესახებ
თანხმობისას მისი უფლებამოსილება შეჩერდება სასამართლოს მიერ საბოლოო
გადაწყვეტილების
მიღებამდე.
საქართველოს
სახალხო
დამცველის
მიმართ
გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ან მარეაბილიტირებელ საფუძველზე საქმის
შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება
აღდგება.“.
3. მე-6 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს სახალხო დამცველს 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს
პარლამენტი სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით. კანდიდატურის
წარდგენის უფლება აქვთ საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა სულ ცოტა
ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არცერთ ფრაქციაში.“.
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას
მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის
არანაკლებ სამი მეხუთედის ხმებისა. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა
კანდიდატმა მიიღო, მაგრამ მიღებულ ხმათა რაოდენობის ტოლობის გამო არჩეული
ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატურებს ერთად ეყრებათ კენჭი და არჩეულად
ჩაითვლება ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის
სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის ხმებისა. მიღებულ ხმათა
ტოლობის შემთხვევაში კენჭისყრის პროცედურა გრძელდება სახალხო დამცველის
გამოვლენამდე.“.
4. მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება წყდება არჩევიდან 6
წლის თავზე ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას.
3. სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა
დაუშვებელია.“.
5. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება შეუწყდება
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება საქართველოს
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო
არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
2018 წლის 23 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N2071-IIს საქართველოს კონსტიტუციური
კანონი, რომლითაც ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს კონსტიტუცია.
საქართველოს
კონსტიტუციის
ახალი
რედაქცის
მიღებამ
გამოიწვია
საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილების განხორციელების აუცილებლობა.
წარმოდგენილი
კანონის
პროექტის
მიღების
გარემოება,
რომ „საქართველოს
სახალხო
დამცველის
ორგანული
კანონის
დებულებები
რიგი
არ
მიზეზს
წარმოადგენს
ის
შესახებ“
საქართველოს
შეესაბამება
საქართველოს
კანონსტიტუციურ კანონს და აუცილებელია შესაბამისობაში მოყვანა მასთან:
საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული
კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პარლამენტის თანხმობის გარეშე
დაუშვებელია
საქართველოს
სახალხო
დამცველის
სისხლის
სამართლის
პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო
ადგილის ან პირადი გაჩხრეკა. ხოლო საქართველოს კონსტიტუციის ახალი
რედაქციის
35-ე
აუცილებელია
მუხლის
მხოლოდ
მე-3
პუნქტის
საქართველოს
თანახმად,
სახალხო
პარლამენტის
დამცველის
თანხმობა
დაკავების
ან
დაპატიმრების, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი
გაჩხრეკის შემთხვევებში, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა
პარლამენტის თანხმობას არ საჭიროებს;
საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული
კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს 5
წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების
უმრავლესობით. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს
სახალხო დამცველს უფლებამოსილება შეუწყდება საქართველოს პარლამენტის
გადაწყვეტილებით,
რომელიც
მიიღება
საქართველოს
პარლამენტის
სრული
შემადგენლობის ხმების უმრავლესობით. საქართველოს კონსტიტუციის ახალი
რედაქციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, საქართველოს პარლამენტი
სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს
საქართველოს
სახალხო
დამცველს
6
წლის
ვადით.
შესაბამისად,
მისი
უფლებამოსილების შეწყვეტაც შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ პარლამენტის
სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის გადაწყვეტილებით;
საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული
კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ერთი და იგივე პირი საქართველოს
სახალხო დამცველის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
ხოლო საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 35-ე მუხლის პირველი
პუნქტის მიხედვით, სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ
არჩევა დაუშვებელია.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
„საქართველოს
სახალხო
დამცველის
შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის დებულებათა შესაბამისობისობაში მოყვანა
„საქართველოს
კონსტიტუციაში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 23 მარტის N2071IIს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 35-ე მუხლთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით:
საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული
კანონის მე-2 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით საქართველოს კონსტიტუციის
ახალი რედაქციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და განისაზღვრება,
რომ
საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობს
საქართველოს
ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვას;
ორგანული
კანონის
მე-5
მუხლის
მე-2
და
მე-3
პუნქტებიდან
ამოღებულია სიტყვები „სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა“;
ორგანული კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში, აგრეთვე მე-7
მუხლის მე-2 პუნქტსა და მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში, სახალხო დამცველის არჩევის
ვადად განისაზღვრება 6 წელი, ნაცვლად 5 წლისა. ამასთან, განისაზღვრება, რომ
სახალხო დამცველის არჩევისა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტისათვის საჭიროა
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის გადაწყვეტილება,
ნაცვლად სრული შემადგენლობის უმრავლესობისა;
ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში მიეთითება, რომ
სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი,
მერაბ ქვარაია, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, ვანო ზარდიაშვილი, ანრი
ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, დიმიტრი მხეიძე, ირაკლი ბერაია, ლევან
ბეჟანიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, მერაბ
ქვარაია, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, ვანო ზარდიაშვილი, ანრი
ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, დიმიტრი მხეიძე, ირაკლი ბერაია, ლევან
ბეჟანიძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია,
რომლებშიც კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 2.
საქართველოს
სახალხო
დამცველი
ზედამხედველობას
უწევს
საქართველოს
ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვას.
მუხლი 5
1. საქართველოს სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით
სახელმწიფო ვალდებულია შუქმნას მას მოღვაწეობისა და ცხოვრების სათანადო
პირობები.
2. საქართველოს სახალხო დამცველი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის
სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის,
სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს პარლამენტის თანხმობის
გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა
ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ იგი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან
დაპატიმრებული
საქართველოს
სახალხო
დამცველი
დაუყოვნებლივ
უნდა
განთავისუფლდეს. საქართველოს პარლამენტი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს
საქართველოს მთავარი პროკურორის მიმართვიდან არაუგვიანეს 14 დღისა.
3. საქართველოს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის,
დაკავების ან დაპატიმრების შესახებ თანხმობისას მისი უფლებამოსილება შეჩერდება
სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოს სახალხო
დამცველის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ან მარეაბილიტირებელ
საფუძველზე საქმის შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველის
უფლებამოსილება აღდგება.
4. საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო,
რომელიც მას გაანდეს, როგორც საქართველოს სახალხო დამცველს; ეს უფლება მას
უნარჩუნდება უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. არ შეიძლება სახალხო
დამცველისათვის განკუთვნილი წერილობითი მასალის დაყადაღება.
5. საქართველოს სახალხო დამცველი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის
შესრულებისას გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის.
6. უზრუნველყოფილია საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებათა
შეუფერხებელი
განხორციელების
პირობები.
მისი
განცხადების
საფუძველზე
შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს სახალხო
დამცველისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.
7. საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა
ისჯება კანონით.
მუხლი 6
1. საქართველოს სახალხო დამცველად აირჩევა საქართველოს მოქალაქე.
2. საქართველოს სახალხო დამცველს 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს
პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით. კანდიდატურის
წარდგენის უფლება აქვთ საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა სულ ცოტა
ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არცერთ ფრაქციაში.
3. კენჭისყრის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს
პარლამენტს
აცნობებს
კანდიდატთა
სიას
და
მათ
წერილობით
თანხმობას
საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევის შესახებ. ყოველ ასარჩევ
კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. კენჭისყრა ფარულია.
4. კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას
მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობის ხმებისა. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა
მიიღო, მაგრამ მიღებულ ხმათა რაოდენობის ტოლობის გამო არჩეული ვერ
გამოვლინდა, ამ კანდიდატურებს ერთად ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის,
ვინც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული
შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. მიღებულ ხმათა ტოლობის შემთხვევაში
კენჭისყრის პროცედურა გრძელდება სახალხო დამცველის გამოვლენამდე.
5. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო,
კენჭისყრიდან არა უადრეს 7 და არა უგვიანეს 14 დღისა ტარდება ხელახალი
არჩევნები. ხელახალი არჩევნებისას კანდიდატურების წარდგენა და არჩეულის
გამოვლენა ხდება ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით.
6. არჩევნების ერთ ციკლში ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება
მხოლოდ ორჯერ.
მუხლი 7
1. ახლად არჩეული საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება იწყება
თანამდებობაზე მყოფი საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების
ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. თუ იგი არჩეულ იქნა ამ ვადის გასვლამდე, ხოლო
არჩევის მომდევნო დღიდან, თუ არჩეულ იქნა ამ ვადის გასვლის შემდეგ, ანდა თუ წინა
საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება ვადამდე იქნა შეწყვეტილი.
2. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება წყდება არჩევიდან 5 წლის
თავზე ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას.
3. ერთი და იგივე პირი საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე შეიძლება
აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
მუხლი 10
1. საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
ბ) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას;
გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა
ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ
არის განსაზღვრული;
ე) დაიკავა ან უკავია საქართველოს სახალხო დამცველის სტატუსთან შეუთავსებელი
თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;
ვ) ნებაყოფლობით გადადგა;
ზ) გარდაიცვალა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს
სახალხო დამცველის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება აღნიშნული
მდგომარეობის დადგენის მომენტიდან, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს
საქართველოს პარლამენტს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება შეუწყდება
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება საქართველოს
პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით.