„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 167-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ა) თუ
საქართველოს
პარლამენტმა,
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანხმობა არ
მისცეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, გენერალური აუდიტორის,
მოსამართლის იმ ვადით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, რა ვადაშიც
პირს იცავს იმუნიტეტი;“.
2. 169-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის
აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა.
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
ინსპექტორის,
გენერალური
აუდიტორის,
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია
საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს
მოსამართლის
ბრალდებისათვის
აუცილებელია
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო
არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
2018 წლის 23 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N2071-IIს საქართველოს კონსტიტუციური
კანონი, რომლითაც ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს კონსტიტუცია.
საქართველოს
კონსტიტუციის
ახალი
რედაქცის
მიღებამ
გამოიწვია
საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილების განხორციელების აუცილებლობა.
წარმოდგენილი
კანონის
პროექტის
მიღების
მიზეზს
წარმოადგენს
ის
გარემოება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგი
დებულებები
არ
შეესაბამება
საქართველოს
კანონსტიტუციურ
კანონს
და
აუცილებელია შესაბამისობაში მოყვანა მასთან:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 169-ე მუხლის მე-7 ნაწილი ითვალისწინებს
საქართველოს პარლამენტის თანხმობის აუცილებლობას საქართველოს სახალხო
დამცველის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად. ხოლო საქართველოს
კონსტიტუციის
ახალი
რედაქციის
35-ე
მუხლის
მე-3
პუნქტის
თანახმად,
პარლამენტის თანხმობა აუცილებელია მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის
დაკავების ან დაპატიმრების, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან
პირადი გაჩხრეკის შემთხვევებში, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა
პარლამენტის თანხმობას არ საჭიროებს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის დებულებათა შესაბამისობისობაში მოყვანა „საქართველოს კონსტიტუციაში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 23 მარტის N2071-IIს საქართველოს კონსტიტუციური
კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის
ახალი რედაქციის 35-ე მუხლთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და 169-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან
ამოღებულია მითითება საქართველოს სახალხო დამცველზე, რის შედეგადაც
საქართველოს
სახალხო
დამცველის
სისხლის
სამართლის
პასუხისგებაში
მიცემისათვის აუცილებელი აღარ იქნება პარლამენტის თანხმობა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი,
მერაბ ქვარაია, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, ვანო ზარდიაშვილი, ანრი
ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, დიმიტრი მხეიძე, ირაკლი ბერაია, ლევან
ბეჟანიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, მერაბ
ქვარაია, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, ვანო ზარდიაშვილი, ანრი
ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, დიმიტრი მხეიძე, ირაკლი ბერაია, ლევან
ბეჟანიძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია,
რომლებშიც კანონპროექტით ცვლილება
მუხლი 167. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და სასამართლო განხილვის
არდაწყება და შეჩერება
1.
სისხლისსამართლებრივი
დევნა
იწყება
პირის
დაკავებისთანავე
ან
ბრალდებულად ცნობისთანავე (თუ ის არ დაუკავებიათ).
2. სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სასამართლო განხილვა არ უნდა დაიწყოს
ან უნდა შეჩერდეს:
ა) თუ საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ,
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანხმობა არ მისცეს საქართველოს
სახალხო დამცველის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, გენერალური
აუდიტორის, მოსამართლის იმ ვადით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, რა
ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი;
ბ) თუ დაისვა უცხოელისათვის იმუნიტეტის ჩამორთმევის საკითხი – საკითხის
დასმის დღიდან მის ოფიციალურად გადაწყვეტამდე;
გ) საქართველოს
სისხლის
2 მუხლით გათვალისწინებულ
სამართლის
დანაშაულში
კოდექსის
დაზარალებული
1431 ან/და
პირის
143
მიმართ
–
მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში;
დ)
თუ
კანონის
კონსტიტუციურობის
თაობაზე
სასამართლომ
მიმართა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს – მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობის
შემთხვევაში გამოძიებისას პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას –
სასამართლო
მხარის
შუამდგომლობით
იღებს
გადაწყვეტილებას
სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და სასამართლო განხილვის შეჩერების შესახებ.
4. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს,
სასამართლო განხილვა/სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს/განახლდეს.
5. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის,
საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის, გენერალური აუდიტორის,
საქართველოს
სახალხო
დამცველის,
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
ინსპექტორის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე სისხლის სამართლის
საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების
განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების
შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის,
დაპატიმრებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა
ღონისძიების
გამოყენების
განსაკუთრებულ
წესს
განსაზღვრავს
საქართველოს
კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს
კოდექსი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.
მუხლი 169. პირის ბრალდებულად ცნობა
1. პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ
მტკიცებულებათა
ერთობლიობა,
რომლებიც
საკმარისია
დასაბუთებული
ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა .
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული
შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013
წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის
ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015
წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/548 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.
2. ბრალის წაყენებისათვის საკმარისი საფუძვლის არსებობისას პროკურორი
უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. დადგენილების
გამოტანის შემდეგ პროკურორი განსაზღვრავს ბრალის წაყენების დროსა და ადგილს.
ბრალი წაყენებულ უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 24 საათისა.
3. ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს:
ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, მამის სახელი, დაბადების რიცხვი, თვე და
წელი, პირადი ნომერი;
ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის
ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული
შედეგის მითითებით;
გ)
გამოძიებით
მოპოვებული
მტკიცებულებები,
რომლებიც
საკმარისია
დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი,
რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.
4. ბრალდების შესახებ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს
გადაწყვეტილებას პირის ბრალდების თაობაზე.
5.
პროკურორი
ან
მისი
დავალებით
გამომძიებელი
ბრალდების
შესახებ
დადგენილებას გააცნობს ბრალდებულსა და მის ადვოკატს (თუ ბრალდებულის
ინტერესებს ადვოკატი იცავს), რომლებიც ხელმოწერით ადასტურებენ დადგენილების
გაცნობისა და მისი ასლის მიღების ფაქტს. დადგენილების ასლი ბრალდებულის
უფლებებისა და მოვალეობების ნუსხით გადაეცემა ბრალდებულს ან/და მის ადვოკატს .
თუ ბრალდებული ან მისი ადვოკატი უარს ამბობს დადგენილების გაცნობისა და მისი
ასლის მიღების ფაქტის ხელმოწერით დადასტურებაზე, დადგენილებაზე აღინიშნება
ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი.
6. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ან
მის ახლო ნათესავს ეძლევა გონივრული ვადა ადვოკატის ასაყვანად. თუ იგი ამ ვადაში არ
აიყვანს
ადვოკატს,
ბრალდებულს
ადვოკატი
დაენიშნება
სავალდებულო
წესით.
პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი ბრალის წასაყენებლად იძახებს
ბრალდებულის ადვოკატს და გააცნობს ბრალდების შესახებ დადგენილებას, რაც
ჩაითვლება ბრალის წაყენებად. ბრალდებულის ადვოკატი წერილობით ადასტურებს
ბრალდების გაცნობის ფაქტს.
7. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
წევრის
ბრალდებისათვის
აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა.
საქართველოს სახალხო დამცველის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის,
გენერალური
აუდიტორის,
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
წევრის
ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს
სხვა
საერთო
სასამართლოს
მოსამართლის
ბრალდებისათვის
აუცილებელია
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა.
8. დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე
პირი ბრალდებულად შეიძლება ცნობილი იყოს არა უმეტეს 9 თვისა, თუ ამ ვადის
გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალი.
ასეთი ბრალის წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და ვადა აითვლება ახალი
ბრალის
წაყენების
დღიდან.
აღნიშნული
სისხლისსამართლებრივი
დევნა
პირის
სისხლისსამართლებრივი
დევნა
ამ
ვადის
მიმართ.
ნაწილით
თუ
გასვლისთანავე
წყდება
პირის
შეწყდა
მიმართ
გათვალისწინებულ
შემთხვევაში,
დაუშვებელია მომავალში მისთვის იმავე ბრალის წაყენება.
9. პირს უფლება აქვს, ბრალდების შესახებ დადგენილების გადაცემიდან 10 დღის
ვადაში, ამ კოდექსით დადგენილი წესით შეიტანოს სისხლისსამართლებრივი დევნის
დაწყების შეგნებულად გაჭიანურების თაობაზე საჩივარი ზემდგომ პროკურორთან ან
გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც
საჩივარს იხილავს მისი შესვლიდან 3 დღე-ღამის ვადაში. სასამართლო უფლებამოსილია
საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საჩივრის დაკმაყოფილება არის ამ პირის
მიმართ აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით არსებული ყველა იმ მტკიცებულების
დაუშვებლად ცნობის საფუძველი, რომელიც მოპოვებულ იქნა გამოძიების დროს, მას
შემდეგ, რაც შეიქმნა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკმარისი
საფუძველი. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს განჩინება
შეიძლება ამ
კოდექსის
207-ე
მუხლით გათვალისწინებული
შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
წესით
გასაჩივრდეს