„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 13 ✗ 34
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი
1. საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი:
010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 215-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტი სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით, 6 წლის
ვადით ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველს. მისი კანდიდატურის წარდგენის
უფლება აქვთ ფრაქციასა და პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს,
რომლებიც არ შედიან არცერთ ფრაქციაში.“.
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც
მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი
მეხუთედისა.
4. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ
ხმათა თანაბრად გაყოფის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატურებს
ერთად ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ
ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედისა.
ხმათა თანაბრად გაყოფის განმეორების შემთხვევაში კენჭისყრის პროცედურა
გაგრძელდება გამარჯვებულის გამოვლენამდე.“.
2. 229-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ საქართველოს სახალხო დამცველი ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ
შეასრულებს თავის მოვალეობას ან დაიკავებს სახალხო დამცველის სტატუსთან
შეუთავსებელ თანამდებობას ან განახორციელებს შეუთავსებელ თანამდებობას, მას
უფლებამოსილება შეუწყდება პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო
არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
2018 წლის 23 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N2071-IIს საქართველოს კონსტიტუციური
კანონი, რომლითაც ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს კონსტიტუცია.
საქართველოს
კონსტიტუციის
ახალი
რედაქცის
მიღებამ
გამოიწვია
საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილების განხორციელების აუცილებლობა.
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ის
გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რიგი დებულებები არ
შეესაბამება
საქართველოს
კანონსტიტუციურ
კანონს
და
აუცილებელია
შესაბამისობაში მოყვანა მასთან:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 215-ე მუხლის პირველი, მე-3
და მე-4 პუნქტების, აგრეთვე 229-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს
სახალხო დამცველის არჩევისათვის, ასევე მისი უფლებამოსილების შესაწყვეტად
საჭიროა საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობა.
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის
მიხედვით კი, საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი
მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველს. შესაბამისად,
მისი უფლებამოსილების შეწყვეტაც შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ პარლამენტის
სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის გადაწყვეტილებით;
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 215-ე მუხლის პირველი
პუნქთი მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველს საქართველოს პარლამენტი
ირჩევს 5 წლის ვადით. ხოლო საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 35-ე
მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი საქართველოს
სახალხო დამცველს ირჩევს 6 წლის ვადით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
რეგლამენტის პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
დებულებათა
შესაბამისობისობაში
მოყვანა
„საქართველოს
კონსტიტუციაში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 23 მარტის N2071-IIს საქართველოს კონსტიტუციური
კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის
ახალი რედაქციის 35-ე მუხლთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის პროექტის მიხედვით:
პარლამენტის რეგლამენტის 215-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4
პუნქტების, აგრეთვე 229-ე მუხლის მე-2 პუნქტში მიეთითება, რომ სახალხო დამცველი
აირჩევა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტისათვის გადაწყვეტილება მიიღება
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის მიერ, ნაცვლად
სრული შემადგენლობის უმრავლესობისა;
პარლამენტის რეგლამენტის 215-ე მუხლის პირველ პუნქტში სახალხო
დამცველის არჩევის ვადად განისაზღვრება 6 წელი, ნაცვლად არსებული 5 წლისა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ საჭიროებს ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის
პროექტის
მიღება
არ
მოახდენს
გავლენას
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
რეგლამენტის პროექტის არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
რეგლამენტის პროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
რეგლამენტის
პროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
ევროკავშირის
დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის
პროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი,
მერაბ ქვარაია, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, ვანო ზარდიაშვილი, ანრი
ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, დიმიტრი მხეიძე, ირაკლი ბერაია, ლევან
ბეჟანიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი,
მერაბ ქვარაია, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, ვანო ზარდიაშვილი, ანრი
ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, დიმიტრი მხეიძე, ირაკლი ბერაია, ლევან
ბეჟანიძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია,
რომლებშიც რეგლამენტის პროექტით შედის ცვლილება
მუხლი 215
1. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს
საქართველოს სახალხო დამცველს. მისი კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ
ფრაქციასა და პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ
შედიან არცერთ ფრაქციაში.
2. კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობს
კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას საქართველოს სახალხო
დამცველად არჩევაზე. ყოველ კანდიდატურას ცალკე ეყრება კენჭი.
3. კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც
მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობისა.
4. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ
ხმათა თანაბრად გაყოფის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატურებს
ერთად ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ
ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობისა.
ხმათა თანაბრად გაყოფის განმეორების შემთხვევაში კენჭისყრის პროცედურა
გაგრძელდება გამარჯვებულის გამოვლენამდე.
5. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო,
კენჭისყრიდან არა უადრეს 7 და არა უგვიანეს 14 დღისა იმართება ხელახალი
არჩევნები.
6. არჩევნების ერთ ციკლში საქართველოს სახალხო დამცველის ერთი და იმავე
კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ.
7.
საქართველოს
შემთხვევაში
მისი
სახალხო
დამცველის
უფლებამოსილება
უფლებამოსილების
შეწყვეტილად
ჩაითვლება
შეწყვეტის
აღნიშნული
მდგომარეობის დადგენის მომენტიდან, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება
პარლამენტს.
მუხლი 229
1. საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს წელიწადში ერთხელ,
კალენდარული წლის მარტში, წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე წელიწადში ერთხელ −
სპეციალურ მოხსენებას, რომელთა განხილვის საფუძველზედაც პარლამენტი იღებს
დადგენილებას ან რეზოლუციას. პარლამენტის დადგენილება უნდა შეიცავდეს
ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებას, აგრეთვე პარლამენტის
რეკომენდაციებს და მათი შესრულების მონიტორინგის ვადებს.
11. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ამ მუხლის პირველ პუნქტში
მითითებული დადგენილების აღსრულების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს
პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით ეს ინფორმაცია
წარედგინება პარლამენტის პლენარულ სხდომას, რომელიც უფლებამოსილია
იმოქმედოს ამ რეგლამენტის 236-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით ან
ცნობად მიიღოს აღნიშნული ინფორმაცია.
2. თუ საქართველოს სახალხო დამცველი ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ
შეასრულებს თავის მოვალეობას ან დაიკავებს სახალხო დამცველის სტატუსთან
შეუთავსებელ თანამდებობას ან განახორციელებს შეუთავსებელ თანამდებობას, მას
უფლებამოსილება შეუწყდება პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება
პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.