„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.05.2018
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/216/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-21
ბიუროს ნომერი 164

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N19-20, 30.07.96, გვ.28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე. პირის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების და საკონსულო აღიცხვიდან მოხსნის უფლებამოსილება გააჩნია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საკონსულო დაწესებულებას, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილ საქართველოს ინტერესების სექციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტსა და სააგენტოს, ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად“. ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს. დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესი განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით.“. ე) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. პირის რეგისტრაციის, საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და გაცემული დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია აისახება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.“. ვ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს 151 და 152 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „151. პირის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონულ სისტემაში (პროგრამაში). 152. პირის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებასა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნსთან დაკავშირებული მონაცემების ელექტრონულ სისტემაში განთავსების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს სააგენტოს წვდომას ამ მუხლის 151 პუნქტით განსაზღვრულ საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (პროგრამის) საკონსულო აღრიცხვის მონაცემთა ბაზაზე.“. 2. მე-7 მუხლის 21 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 90 დღის ვადაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სააგენტომ უზრუნველყონ საჭირო ღონისძიებების გატარება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დებულებების შესრულების მიზნით. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2015 წლის 1 იანვრამდე საკონსულო აღრიცხვის მონაცემები დაცული იყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზებში (ID cards), ვინაიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ფლობდა შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომ მომხდარიყო მონაცემების აღრიცხვიანობა ელექტრონულ ფორმატში. 2015 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირებს საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემა, სადაც უკვე შესაძლებელია ზემოხსენებული მონაცემთა აღრიცხვა, შენახვა და დამუშავება. შესაბამისად, არსებული საკონსულო აღრიცხვის მონაცემები სრულყოფილად დაცულია საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონულ სისტემაში, ხოლო სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს მხოლოდ სააგენტოს მიერ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებულ პირთა მონაცემებს. აღნიშნულიდან გამომდინარე კანონს ემატება ნორმები, რომელთა შესაბამისად, საკონსულო აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონულ სისტემაში, ხოლო სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ექნება წვდომა აღნიშნულ ელექტრონული სისტემის საკონსულო აღრიცხვის მონაცემთა ბაზაზე, საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებით შესაბამისი მონაცემების საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონულ სისტემაში განთავსების მიზნით. ამასთან, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანისა და აღნიშნული კანონების მოქმედ რედაქციაში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტში, რომლის შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით უნდა განისაზღვროს საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესი, ვინაიდან საკონსულო აღრიცხვის წარმოება გულისხმობს როგორც საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებას ასევე, საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნას. პროექტის შესაბამისად, საკონსულო აღრიცხვის განმახორციელებელ ორგანოებს ემატება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი. პროექტის თანახმად, კანონიდან ხდება მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის ამოღება, რომელიც ავალდებულებდა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას. აღნიშნული ცვლილების განხორციელება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით, საკონსულო აღრიცხვაზე დაუდგომლობა აღარ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს. გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე სახის სანქციას საზღვარგარეთ მყოფ იმ პირთა მიმართ, რომლებმაც არ მიმართეს შესაბამის ორგანოებს საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების თხოვნით. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს კანონის მე-7 მუხლიდან 21 და მე-3 პუნქტების ამოღებას, ვინაიდან წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, პირის საკონსულო აღიცხვაზე დაყენებასა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნაზე უფლებამოსილ ორგანოებს განსაზღვრავს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის შესაბამისად, პირის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების და საკონსულო აღიცხვიდან მოხსნის უფლებამოსილება გააჩნია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილ საქართველოს ინტერესების სექციას/საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს/სააგენტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, საკონსულო აღრიცხვის მონაცემთა შენახვის შეცვლილ წესებთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონის შესაბამისი დებულებები. ამასთან, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ და „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა და აღნიშნულ კანონებში არსებული ხარვეზის გამოსწორება. კერძოდ, წინამდებარე კანონპროექტისა და „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ იქნას როგორც საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების, ასევე საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესი. გარდა ზემოაღნიშნულისა პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის, როგორც საკონსულო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანოს ასახვა კანონში. ამასთანავე, პროექტის მიზანია, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კანონიდან იმ ნორმის ამოღება, რომელიც ავალდებულებს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მოთხოვნით მიმართოს შესაბამის ორგანოს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ახლებურად ყალიბდება კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის უფლებამოსილებას დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე, პირის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების და საკონსულო აღიცხვიდან მოხსნის უფლებამოსილებას კი ანიჭებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილ საქართველოს ინტერესების სექციას, აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს და სააგენტოს, რომლებიც აღნიშნულ უფლებამოსილებას განახორციელებენ ამავე მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. კანონიდან ამოღებულია მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი, რომელიც ავალდებულებს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე. პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტში, რომლის შესაბამისად, საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესი განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით. ამასთან, ასევე ახლებურად ყალიბდება კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტი, რომლის შესაბამისად, სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღარ მოხდება საკონსულო აღრიცხვის მონაცემთა შესახებ ინფორმაციის ასახვა. კანონის მე-3 მუხლს მე-15 პუნქტის შემდეგ ემატება 151 და 152 პუნქტები, რომელთა შესაბამისად, პირის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონულ სისტემაში. ხოლო სახელმწიფო სერვისების სააგენტოს გააჩნია წვდომა აღნიშნულ ელექტრონული სისტემის საკონსულო აღრიცხვის მონაცემთა ბაზაზე, საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებით შესაბამისი მონაცემების საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონულ სისტემაში (პროგრამაში) განთავსების მიზნით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: აღნიშნული პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს ფინანსურ შედეგებზე იმ პირთა მიმართ, ვისზედაც გავრცელდება ეს კანონი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვის პრინციპი: მოსაკრებლის ან სხვა სახის კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას და არც არსებულ ოდენობებში ცვლილების შეტანას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 3 1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან, გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 14-დან 18 წლამდე პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება, აგრეთვე მასზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიუსაფარი ბავშვის, რომელიც არის 14-დან 18 წლამდე ასაკის (შემდგომ − მიუსაფარი ბავშვი), ან/და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მსხვერპლის, რომელიც არასრულწლოვანია (შემდგომ − ძალადობის მსხვერპლი ბავშვი), საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება ან/და მასზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე. 2. საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 14 წლის მიღწევიდან 6 თვის ვადაში მიიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის აღება სურვილის შემთხვევაში ასევე შეუძლია 14 წლამდე საქართველოს მოქალაქეს. 2 1 . საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ბინადრობის მოწმობა. 22 . საქართველოს მოქალაქის და საქართველოში მცხოვრები უცხოელის მიერ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად აუცილებელია მათი რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოში პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ემიგრაციის ნებართვის საფუძველზე მუდმივად საცხოვრებლად გაემგზავრა სხვა სახელმწიფოში. 3. 14 წლამდე პირის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება ამ პირთა კანონიერი წარმომადგენლის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ხელმძღვანელის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. 3 1. 14 წლამდე პირზე, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ამ პირთა კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. 14 წლამდე ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე ან/და მიუსაფარ ბავშვზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე. 4. დაბადების რეგისტრაციისას ხორციელდება არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პირი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულად ითვლება დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან. თუ არასრულწლოვანი პირის დაბადების რეგისტრაციისას მისი ორივე მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. პირის საცხოვრებელ ადგილად, ამ კანონის თანახმად, მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი საცხოვრებლად ირჩევს. 6. 16 წლამდე პირი, მათ შორის, მიუსაფარი ბავშვი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრაციას გაივლიან მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. მათი სხვა მისამართზე რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ მშობლის, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით. თანხმობა სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე შეიძლება ასევე გამოიხატოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. მიუსაფარი ბავშვის ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის სხვა მისამართზე რეგისტრაცია დასაშვებია ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობით. 7. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. 8. საზღვარგარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. 9. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილ საქართველოს ინტერესთა სექციას ან საკონსულო დაწესებულებას (შემდგომ − საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება) რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადება შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში. 10. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში. 11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრაციისათვის მესაკუთრის თანხმობა სავალდებულო არ არის. 12. საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირზე გაიცემა შესაბამისი საკონსულო აღრიცხვის ბარათი, რომელიც ძალაშია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად. 13. საკონსულო აღრიცხვისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 14. (ამოღებულია – 24.06.2011, №4937). 15. პირის რეგისტრაციის, საკონსულო აღრიცხვის, საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და გაცემული დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია აისახება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. 16. რეგისტრაციასთან და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული მხარისთვის გაცნობის, აგრეთვე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის დაინტერესებული მხარისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მუხლი 7 1. რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებენ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები. 2. საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 21. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნას ახორციელებს საქართველოს დიპლომატიურიწარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, ხოლო საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებას – სააგენტო , საქართველოს დიპლომატიურიწარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება . 3. საქართველოში მყოფი მოქალაქის საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნას ახორციელებს საა გენტო მოქალაქის განცხადების საფუძველზე .