„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-21
ბიუროს ნომერი 164
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
22.06.2012,
სარეგისტრაციო
კოდი:
480060000.05.001.016809) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-5 მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„12. საკონსულო თანამდებობის პირმა საკონსულო საქმიანობა შესაძლებელია
განახორციელოს საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (პროგრამა)
მეშვეობით.“.
2. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„2. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესი
განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.“.
მუხლი 2.
1.
ეს
კანონი
გარდა
პირველი
მუხლის
პირველი
პუნქტისა
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე
დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მომზადება
განპირობებულია
,,საკონსულო
საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში არსებული ხარვეზის
გამოსწორებით. დასახელებული პუნქტის შესაბამისად, საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების
წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. აღნიშნულთან გასათვალისწინებელია ამავე
კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, საკონსულოს ძირითად ფუნქციას
წარმოადგენს საკონსულო აღრიცხვის წარმოება. ტერმინი ,,საკონსულო აღრიცხვის წარმოება“
კი გულისხმობს როგორც საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებას ასევე საკონსულო აღრიცხვიდან
მოხსნას. ამდენად წარმოდგენილი პროექტი შემუშავებულ იქნა, როგორც კანონის 21-ე
მუხლის მე-2 პუნქტში არსებული ხარვეზის გამოსწორების, ასევე ,,საქართველოს მოქალაქეთა
და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის)
მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ და ,,საკონსულო
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანის
მიზნით.
ამასთან, პროექტის შესაბამისად, კანონის მე-5 მუხლს, რომლითაც განისაზღვრება
საკონსულო ფუნქციების შესრულების ზოგადი წესი, ემატება მე-12 პუნქტი, რომელიც
განსაზღვრავს
საკონსულო
თანამდებობის
პირის
მიერ
საკონსულო
საქმიანობის
განხორციელების შესაძლებლობას საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული
სისტემის
(პროგრამა)
მეშვეობით.
აღნიშნული
ცვლილების
განხორციელება
კი
დაკავშირებულია 2015 წლის 1 იანვრიდან საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული
სისტემის (პროგრამის) ამოქმედებით, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება მთელი რიგი
საკონსულო მოქმედებები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში არსებულ ხარვეზის
აღმოფხვრა და ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა
რეგისტრაციის,
პირადობის
(ბინადრობის)
მოწმობისა
და
საქართველოს
მოქალაქის
პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ და ,,საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა. ამასთან, პროექტის მიზანს ასევე
წარმოადგენს საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტროპნული სისტემის (პროგრამის)
კანონმდებლობაში ასახვა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად,
კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ყალიბდება ახალი
რედაქციით, რომლის მიხედვით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი
აქტით განისაზღვრება, როგორც საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების, ასევე საკონსულო
აღრიცხვიდან მოხსნის წესი. ამასთანავე, კანონის მე-5 მუხლს ემატება მე-12 პუნქტი, რომლის
შესაბამისად, საკონსულო თანამდებობის პირმა საკონსულო საქმიანობა შესაძლებელია
განახორციელოს საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (პროგრამა)
მეშვეობით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
აღნიშნული პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიშობა
სახელწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულება.
ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს ფინანსურ შედეგებზე იმ პირთა
მიმართ, ვისზედაც გავრცელდება ეს კანონი.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას და არც არსებულ ოდენობებში ცვლილების შეტანას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 5. საკონსულო ფუნქციების შესრულების ზოგადი წესი
1. საკონსულო თანამდებობის პირი იცავს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს
ფიზიკური პირებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების (შემდგომ
− საქართველოს იურიდიული პირები) უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ასევე
საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.
2. საქართველოს ფიზიკური პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა
ხორციელდება საკონსულო მომსახურებისა და საკონსულო დახმარების ფორმებით.
3. საკონსულო მომსახურების გაწევისას საკონსულო თანამდებობის პირი უზრუნველყოფს
საკონსულო ოლქში კანონიერი საფუძვლით მყოფი საქართველოს ფიზიკური პირის
უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას მის ხელთ არსებული ყველა
სამართლებრივი
მექანიზმის
გამოყენებით,
საქართველოს
კანონმდებლობის,
ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.
4. საკონსულო დახმარება გაეწევა საკონსულო ოლქში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ
საქართველოს ფიზიკურ პირს, რომლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა
განხორციელდება მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს შესაძლებელია
ადგილსამყოფელი
სახელმწიფოს
კანონმდებლობის
შესაბამისად,
საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების
ფარგლებში და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საყოველთაოდ აღიარებული
პრინციპების გათვალისწინებით.
5. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ ძირითადი
საკონსულო ფუნქციები სრულდება მინისტრის ბრძანებით დადგენილ შემთხვევებში და
დადგენილი წესით, ხოლო დელეგირებული საკონსულო ფუნქციები − ამ კანონის 25-ე
მუხლით დადგენილი წესით.
6. თუ, გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, არ ხდება საქართველოს ფიზიკური და
იურიდიული პირების დარღვეული უფლებების აღდგენა, საკონსულო თანამდებობის პირმა
ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს
დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს და საკონსულო დეპარტამენტს.
7. საკონსულო ფუნქციების შესრულებისას საკონსულო თანამდებობის პირმა და
საკონსულო მოსამსახურემ უნდა დაიცვან საქართველოს ინტერესები და უნდა იზრუნონ
ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესებაზე.
8. საკონსულო თანამდებობის პირს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია სამართლებრივ
საკითხებში დახმარებისათვის მიმართოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დადგენილი
წესით ლიცენზირებულ ადვოკატს.
9. საკონსულო თანამდებობის პირმა საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას უნდა
გაითვალისწინოს ის შეზღუდვები, რომლებიც გამომდინარეობს ადგილსამყოფელ
სახელმწიფოში
და
საკონსულო
ოლქში
მოქმედი
კანონმდებლობიდან, ასევე „ საკონსულოურთიერთობის შესახებ “ ვენის
1963 წლის 24 აპრილის კონვენციიდან ა ნ/დ ა სხვა საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულე
ბებიდან , თუასეთი ხელშეკრულებები მოქმედებს საქართველოსა და ადგილსამყოფელ სახე
ლმწიფოს შორის .
10.საკონსულო თანამდებობის პირმა საკონსულო ფუნქციების შესრულებისას საკონსულო
ოლქის ორგანოებთან ურთიერთობის დროს უნდა დაიცვას ადგილსამყოფელ
სახელმწიფოში დამკვიდრებული პრაქტიკა და პატივი უნდა სცეს მის ჩვეულებებ სა და
ტრადიციებს.
11 . საკონსულო თანამდებობის პირ ის მოქმედებები შე ი ძლ ებ ა გასაჩივრდეს საქართვე
ლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .
მუხლი 21. საკონსულო აღრიცხვის წარმოება
1. საკონსულო თანამდებობის პირი აწარმოებს მისი საკონსულო ოლქის ფარგლებში მყოფი
საქართველოს ფიზიკური პირების საკონსულო აღრიცხვას.
2. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.