„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-21
ბიუროს ნომერი 164
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
,,საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
იძულებით
გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
24/02/2014,
მაცნე,
(www.matsne.gov.ge),
სარეგისტრაციო
კოდი
N010170000.05.001.017337) მე-9 მუხლში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველი თვის ბოლოს აწვდის
სამინისტროს იმ პირთა შესახებ მონაცემებს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე დგანან.“.
მუხლი 2.
1.
ეს
კანონი,
გარდა
პირველი
მუხლის
მე-2
პუნქტისა,
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა
- დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განაპირობა ,,საქართველოს მოქალაქეთა
და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის)
მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებამ,
რომლის შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე თავისუფლება
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ვალდებულებისაგან. აღნიშნული გამომდინარეობს
იქიდან, რომ საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს რაიმე სახის სანქციას
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ, რომლებმაც დადგენილ ვადაში არ
მიმართეს საკონსულო აღრიცხვის განმახორციელებელ შესაბამის ორგანოს, საკონსულო
აღრიცხვაზე დაყენების მოთხოვნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აზრს კარგავს
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
ნორმა, რომელიც ავალდებულებს პირს, რომელმაც იძულებით დატოვა საცხოვრებელი
ადგილი და გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, საკონსულო აღრიცხვაზე
დადგომის მოთხოვნით მიმართოს შესაბამის ორგანოებს.
ამასთან, კანონის მე-9 მუხლთან მიმართებაში გასათვალისწინებელია ის გარემოება,
რომ 2015 წლის 1 იანვრიდან
ფუნქციონირებს საკონსულო საქმიანობის მართვის
ელექტრონული სისტემა, სადაც უკვე შესაძლებელია აღნიშნული პუნქტით განსაზღვრულ
მონაცემთა აღრიცხვა, შენახვა და დამუშავება. შესაბამისად, არსებული საკონსულო
აღრიცხვის მონაცემები სრულყოფილად დაცულია საკონსულო საქმიანობის მართვის
ელექტრონულ სისტემაში, ნაცვლად სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მონაცემთა
ელექტრონული ბაზისა. ამდენად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის, იმ
პირთა შესახებ მონაცემების, რომლებიც დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მიმწოდებელ
ორგანოდ განსაზღვრულ უნდა იქნას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია კანონის მე-9 მუხლის ,,საქართველოს მოქალაქეთა და
საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა
და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
კანონის
პროექტთან
და
მოქმედ
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, კანონის მე-9 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით,
რომლის შესაბამისად, აღნიშნული მუხლიდან ამოღებულია ნორმა, რომელიც ავალდებულებს
პირს, რომელმაც იძულებით დატოვა საცხოვრებელი ადგილი და გავიდა საქართველოს
ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მოთხოვნით მიმართოს
შესაბამის ორგანოებს. ამასთან, პროექტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა
სამინისტროსათვის
საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების შესახებ მონაცემების
მიმწოდებელ ორგანოს წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
აღნიშნული პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს
ვალდებულება.
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს ფინანსურ შედეგებზე იმ პირთა
მიმართ, ვისზედაც გავრცელდება ეს კანონი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვის პრინციპი:
კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას და არც არსებულ ოდენობებში ცვლილების შეტანას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა
- დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ
შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 9. დევნილის საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ აღრიცხვა
1. თუ პირმა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო იძულებით
დატოვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გავიდა საქართველოს ტერიტორიის
ფარგლების გარეთ, იგი ვალდებულია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მოთხოვნით
მიმართოს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას
ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
გასვლიდან არაუგვიანეს ორი წლისა.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით ყოველი თვის ბოლოს აწვდის
სამინისტროს იმ პირთა შესახებ მონაცემებს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე დგანან.