„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, ირაკლი ბერაია, ვანო ზარდიაშვილი, დიმიტრი მხეიძე
ნომერი
#07-3/181/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016606) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: 1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სახელმწიფო (მათ შორის, ეკონომიკური უსაფრთხოების) ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, თავდაცვის, სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობების მიზნებისათვის ან სამართალწარმოების ინტერესებისთვის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ მონაცემთა დამუშავებაზე;“. 2. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სახელმწიფო უსაფრთხოების ან თავდაცვის ინტერესებს;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2018 წლის 23 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N2071-IIს საქართველოს კონსტიტუციური კანონი, რომლითაც ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცის მიღებამ გამოიწვია საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილების განხორციელების აუცილებლობა. წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ის, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები ტექნიკური ტერმინოლოგიური თვალსაზრისით არ შეესაბამება საქართველოს კანონსტიტუციურ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს და აუცილებელია შესაბამისობაში მოყვანა მასთან. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის საქართველოს კანონის მიზანია „პერსონალურ დებულებათა მონაცემთა შესაბამისობაში დაცვის მოყვანა შესახებ“ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 23 მარტის N2071-IIს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან. ა.გ) კანონპროექტის არსი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტსა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში. ცვლილების თანახმად, მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში არსებულთან ერთად დამატებით მიეთითება, რომ ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების და სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად სახელმწიფო საუდუმლოებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციის დამუშავებაზე. ამავე კანონპროექტით, ცვლილება შედის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და ნაცვლად ტერმინისა „ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება“, მიეთითება ტერმინი „სახელმწიფო უსაფრთხოება“. კანონპროექტი ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე და არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტის არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკაშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, ირაკლი ბერაია, ვანო ზარდიაშვილი, დიმიტრი მხეიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, ირაკლი ბერაია, ვანო ზარდიაშვილი, დიმიტრი მხეიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო 1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ავტომატური და ნახევრად ავტომატური საშუალებებით მონაცემთა დამუშავებაზე, არაავტომატური საშუალებებით იმ მონაცემთა დამუშავებაზე, რომლებიც ფაილური სისტემის ნაწილია ან ფაილურ სისტემაში შეტანის მიზნით მუშავდება, აგრეთვე დანაშაულის თავიდან აცილებისა და გამოძიების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნებისათვის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ მონაცემთა ავტომატურ დამუშავებაზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. 11. მონაცემთა არაავტომატური საშუალებებით დამუშავება დაუშვებელია, თუ მისი მიზანია ამ კანონის მოთხოვნების შესრულებისათვის თავის არიდება. 2. ამ კანონის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება: ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მონაცემთა დამუშავებაზე; ბ) მონაცემთა იმ დამმუშავებლის საქმიანობაზე, რომელიც რეგისტრირებული არ არის საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ მონაცემთა დამუშავებისათვის იყენებს საქართველოში არსებულ ტექნიკურ საშუალებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ტექნიკური საშუალებები გამოი ყენება მხოლოდ მონაცემთა ტრანზიტისათვის. ასეთ შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელმა უნდა დანიშნოს/განსაზღვროს საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენელი. 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ფიზიკური პირის მიერ მონაცემთა აშკარად პირადი მიზნებისათვის დამუშავებაზე, როდესაც მათი დამუშავება დაკავშირებული არ არის მის სამეწარმეო ან პროფესიულ საქმიანობასთან; ბ) სასამართლოში სამართალწარმოების მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავებაზე, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს სამართალწარმოება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე; გ) სახელმწიფო უსაფრთხოების (მათ შორის, ეკონომიკური უსაფრთხოების), თავდაცვის, სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობების მიზნებისათვის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ მონაცემთა დამუშავებაზე; დ) სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციის (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა) დამუშავებაზე. 4. ამ კანონის (გარდა მე-17 მუხლისა) მოქმედება არ ვრცელდება მონაცემთა მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით დამუშავებაზე, აგრეთვე მონაცემთა სახელოვნებო და ლიტერატურული მიზნებისათვის დამუშავებაზე. 5. ამ კანონის მე-19 და მე-20 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება პოლიტიკური პარტიების, პროფესიული და სხვა კავშირებისა და რელიგიური ორგანიზაციების მიერ მათ წევრებთან დაკავშირებულ მონაცემთა დამუშავებაზე. 6. ამ კანონის მე-6 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და დანაშაულის გამოძიების მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე, თუ საკითხი პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ან „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან სხვა სპეციალური კანონით. 7. ამ კანონის მე-6 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე. მუხლი 24. მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვა 1. მონაცემთა სუბიექტის ამ კანონის მე-15, 21-ე და 22-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება შეიზღუდოს, თუ ამ უფლებების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას: ა) ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ან თავდაცვის ინტერესებს; ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს; გ) დანაშაულის გამოვლენას, გამოძიებასა და აღკვეთას; დ) ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებულ) ინტერესებს; ე) მონაცემთა სუბიექტისა და სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას მონაცემთა დამმუშავებლის ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილება მონაცემთა სუბიექტს უნდა ეცნობოს იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.