„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
(საქართველოს
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
12.03.2015,
სარეგისტრაციო კოდი: 130030000.05.001.017622) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21
მუხლი:
„მუხლი 21 ინფორმაციის აღიარება სახელმწიფო საიდუმლოებად
ინფორმაცია შეიძლება აღიარებულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოებად
კანონით ან კანონით დადგენილი წესით, თუ ეს აუცილებელია დემოკრატიულ
საზოგადოებაში
სახელმწიფო
ან
საზოგადოებრივი
უსაფრთხოების
ან
სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო
არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
2018 წლის 23 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N2071-IIს საქართველოს კონსტიტუციური
კანონი, რომლითაც ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს კონსტიტუცია.
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით
განისაზღვრა, რომ ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო
დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ
საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან
საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად
კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი
რედაქცია არ შეიცავს მითითებას მსგავს შეზღუდვაზე, შესაბამისად, აუცილებელია
კანონის
შესაბამისობაში
მოყვანა
კონსტიტუციის
ახალი
რედაქციით
გათვალისწინებულ დებულებებთან.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს
კანონის დებულებათა შესაბამისობაში მოყვანა „საქართველოს კონსტიტუციაში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 23 მარტის N2071-IIს საქართველოს კონსტიტუციური
კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის
ახალი რედაქციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან.
ა.გ) კანონპროექტის არსი
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „სახელმწიფო საიდუმლოების
შესახებ“ საქართველოს კანონში და მე-2 მუხლის შემდეგ მიეთითება 21 მუხლი,
რომელშიც
განისაზღვრება,
რომ
ინფორმაცია
შეიძლება
აღიარებულ
იქნეს
სახელმწიფო საიდუმლოებად მხოლოდ კანონით ან კანონით დადგენილი წესით,
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში
სახელმწიფო
ან
საზოგადოებრივი
უსაფრთხოების
ან
სამართალწარმოების
ინტერესების დასაცავად.
კანონპროექტი
ამოქმედდება
საქართველოს
პრეზიდენტის
მომდევნო
არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე და არ
გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტის არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკაშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი,
მერაბ ქვარაია, ირაკლი ბერაია, ვანო ზარდიაშვილი, დიმიტრი მხეიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, მერაბ
ქვარაია, ირაკლი ბერაია, ვანო ზარდიაშვილი, დიმიტრი მხეიძე