„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 11 ✗ 16
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
15.01.2009,
სარეგისტრაციო კოდი: 010.230.000.05.001.003.421) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გენერალური აუდიტორის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე
მუხლის შესაბამისად.”.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო
არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი
2018 წლის ....
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღება
განპირობებულია
საქართველოს
კონსტიტუციაში
განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის
მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის
დადებისთანავე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის
საქართველოს
კონსტიტუციაში
განხორციელებულ
ცვლილებებთან
შესაბამისობის უზრუნველყოფა, რომელიც ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის
მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის
დადებისთანავე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტში,
რომლითაც ნაცვლად საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლისა, მითითება ხდება
კონსტიტუციის
48-ე
მუხლზე,
ვინაიდან
საქართველოს
კონსტიტუციაში
განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, იმპიჩმენტთან დაკავშირებული
საკითხები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოსთვის
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების წარმოშობას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ევროკავშირის
დირექტივებსა
და
რეგულაციებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტი
შეესაბამება
საქართველოს
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
დ.ბ) კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულებების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი
და გურამ მაჭარაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი
კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 11. გენერალური აუდიტორის ხელშეუხებლობა
1. გენერალური აუდიტორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა,
დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი
ჩხრეკა
შეიძლება
მხოლოდ
საქართველოს
პარლამენტის
თანხმობით.
გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა
ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი მომდევნო 48
საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული
გენერალური აუდიტორი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
2. გენერალური აუდიტორის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე საქართველოს
პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას პარლამენტის თანხმობით
შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ
დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში
შესვლამდე.
3. გენერალური აუდიტორის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის 64ე მუხლის შესაბამისად.
4. გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) თანამდებობიდან გადაყენება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით;
გ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს
გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შეზღუდულქმედუნარიანად
ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;
დ) გენერალური აუდიტორის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის
დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;
ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
ვ) გარდაცვალება.