„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 62 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
30.11.2005,
სარეგისტრაციო კოდი: 130.050.000.05.001.001.992) 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. სპეციალურ სამსახურებს ეკრძალებათ კონტრაქტის საფუძველზე
საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი
სასამართლოების წევრების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის,
პროკურორის, ადვოკატის, გამომძიებლის, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე
მუხლით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის პირების კონფიდენციალური
ხელშეწყობის გამოყენება.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო
არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი
2018 წლის ....
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღება
განპირობებულია
საქართველოს
კონსტიტუციაში
განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის
მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის
დადებისთანავე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონის
საქართველოს
კონსტიტუციაში
განხორციელებულ
ცვლილებებთან
შესაბამისობის უზრუნველყოფა, რომელიც ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის
მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის
დადებისთანავე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „კონტრდაზვერვითი
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტში, რომლითაც
ნაცვლად საქართველოს კონსტიტუციის 63-ე და 64-ე მუხლებისა, მითითება ხდება
კონსტიტუციის 48-ე მუხლზე. შესაბამისად, სპეციალურ სამსახურებს ეკრძალებათ
კონტრაქტის საფუძველზე, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლით
გათვალისწინებული
თანამდებობის პირების კონფიდენციალური
ხელშეწყობის
გამოყენება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოსთვის
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების წარმოშობას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ევროკავშირის
დირექტივებსა
და
რეგულაციებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტი
შეესაბამება
საქართველოს
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
დ.ბ) კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულებების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი
და გურამ მაჭარაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი
კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 21. მოქალაქეთა მიერ სპეციალური სამსახურებისთვის ხელის შეწყობა
1.
ცალკეული
პირები
შეიძლება
მათივე
თანხმობით
ჩააბან
კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების მომზადებასა თუ
ჩატარებაში. ეს პირები ვალდებული არიან საიდუმლოდ შეინახონ ცნობები,
რომლებიც ამ ღონისძიებების მომზადებისა თუ ჩატარების დროს შეიტყვეს,
სპეციალურ სამსახურებს არ მიაწოდონ შეგნებულად ცრუ ინფორმაცია, არ
გამოიყენონ ეს კავშირი თავიანთი ინტერესებისათვის.
2. სპეციალურ სამსახურებს შეუძლიათ კონტრაქტები დაუდონ მხოლოდ
სრულწლოვან, ქმედუნარიან პირებს მათი მოქალაქეობის, ეროვნების, სქესის,
სოციალური და თანამდებობრივი მდგომარეობის, ენის, განათლების,
საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობის, პოლიტიკური მრწამსის და
რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად.
3. სპეციალურ სამსახურებს ეკრძალებათ კონტრაქტის საფუძველზე
საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი
სასამართლოების წევრების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის,
პროკურორის, ადვოკატის, გამომძიებლის, საქართველოს კონსტიტუციის 63-ე და
64-ე
მუხლებით
გათვალისწინებული
სხვა
თანამდებობის
პირების
კონფიდენციალური ხელშეწყობის გამოყენება.