„იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ერთი მოსმენა
✓ 71 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად
გამოცხადების თაობაზე“
მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იმპიჩმენტის შესახებ“
საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
08.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 010210030.05.001.017113);
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო
არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი
2018 წლის ....
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების
თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციაში
განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის
მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის
დადებისთანავე. აღნიშნული ცვლილებების ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციით
განსაზღვრული თანამდებობის პირთა იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან
გადაყენების საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და
სხვა საკანონმდებლო აქტებით, შესაბამისად აღარ არსებობს აღნიშნული საკითხის ცალკე
საკანონმდებლო აქტით დარეგულირების საჭიროება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის
ძალადაკარგულად გამოცხადება, ვინაიდან აღნიშნული კანონით განსაზღვრული
თანამდებობის პირთა იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი
სრულყოფილად არის მოწესრიგებული სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია „იმპიჩმენტის შესახებ“
საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონის ძალადაკარგულად გამოცხადება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოსთვის
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების წარმოშობას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ევროკავშირის
დირექტივებსა
და
რეგულაციებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტი
შეესაბამება
საქართველოს
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
დ.ბ) კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულებების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი
და გურამ მაჭარაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი
კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი სრული რედაქცია
თავი I
იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან
გადაყენების საკითხის აღძვრა
მუხლი 1
იმპიჩმენტი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევისას ან/და დანაშაულის
ჩადენისათვის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის
თანამდებობიდან გადაყენების წესი.
მუხლი 2
ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის
იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის საფუძველია
თანამდებობის პირის ისეთი ქმედება, როგორიც არის:
ა) საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა;
ბ) სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა.
მუხლი 3
თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის
აღძვრის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ
მესამედს.
მუხლი 4
1. თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი
აღძრულად ჩაითვლება, თუ მისი აღძვრის წერილობით მოთხოვნას ხელს მოაწერს
საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.
საქართველოს პარლამენტის წევრის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის
აღძვრის წერილობით მოთხოვნაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს კონკრეტული ბრალდების
სახე, ბრალდების შინაარსი, აგრეთვე შესაბამისი არგუმენტები და მითითებული უნდა იყოს
არსებული მასალები.
მუხლი 5
თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის
აღძვრიდან 7 დღის ვადაში მისი გადაყენების თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება
დასკვნისათვის შეტანილი უნდა იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
თავი II
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
დასკვნა თანამდებობის პირის ქმედებაზე
მუხლი 6
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკითხს განიხილავს და საქართველოს
პარლამენტს თანამდებობის პირის ქმედებაზე დასკვნას წარუდგენს კონსტიტუციური
წარდგინების დასკვნისათვის მიღებიდან 30 დღის ვადაში.
მუხლი 7
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თანამდებობის პირის ქმედებაზე
დასკვნის მომზადებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ კანონითა
და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესებით.
თავი III
თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით
თანამდებობიდან გადაყენება
მუხლი 8
თუ თანამდებობის პირი, რომლის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან
გადაყენების საკითხიც აღიძრა, გადადგა ან გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მის მიმართ
იმპიჩმენტის პროცედურა წყდება.
მუხლი 9
თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით არ
დაადასტურა არც ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის
მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და არც მის ქმედებაში დანაშაულის
შემადგენლობის ნიშნების არსებობა, ამ თანამდებობის პირის მიმართ იმპიჩმენტის
პროცედურა წყდება.
მუხლი 10
თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა ამ
კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს
კონსტიტუციის დარღვევა ან/და მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების
არსებობა, საქართველოს პარლამენტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღისა განიხილავს და კენჭს უყრის ამ კანონის
პირველი მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით
თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
მუხლი 11
1. საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კანონის პირველი მუხლით
გათვალისწინებული თანამდებობის პირის ქმედებაზე საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს დასკვნის მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 საათისა,
აღნიშნული ფაქტი ეცნობება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ
თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის
ინიციატორებს, საპარლამენტო ფრაქციებსა და იმ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ
არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში.
2. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიღების დროს
მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის მორიგი ან რიგგარეშე სესია, დასკვნის
მიღებიდან არაუგვიანეს მე-5 კალენდარული დღისა საქართველოს პარლამენტი იღებს
დადგენილებას დასკვნის განხილვისა და კენჭისყრის გრაფიკის თაობაზე.
3. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიღების დროს არ
მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის მორიგი ან რიგგარეშე სესია, დასკვნის
მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის
მოთხოვნას.
მუხლი 12
საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად
ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული
შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა.
მუხლი 13
1. დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენილი ბრალდების
საქართველოს პარლამენტის მიერ განხილვა ან გადაწყვეტილების მიღება საგანგებო ან
საომარი მდგომარეობის დროს.
2. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენილი
ბრალდების განხილვას იწყებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ,
საქართველოს პარლამენტის უახლოესი (მორიგი ან რიგგარეშე) სესიის პირველსავე
სხდომაზე.
მუხლი 14
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს მთავრობის
წევრი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი, საქართველოს
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად
ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული
შემადგენლობის უმრავლესობა.
მუხლი 15
თუ ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის
ქმედებაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიღებიდან
არაუგვიანეს 15 დღისა საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან ამ
თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებას მხარს არ დაუჭერს
საქართველოს პარლამენტის წევრთა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული
აუცილებელი რაოდენობა, საკითხი მოხსნილად ჩაითვლება და დაუშვებელია აღნიშნული
თანამდებობის პირისათვის იმავე ბრალდების წარდგენა.
მუხლი 16
საქართველოს პარლამენტში ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული
თანამდებობის პირისათვის წარდგენილი ბრალდების განხილვაში პარლამენტის მოწვევით
შეიძლება მონაწილეობდეს თავად ეს თანამდებობის პირი, ხოლო ამ თანამდებობის პირის
განხილვაში მონაწილეობის შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი წარმომადგენელი.
მუხლი 17
ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის
იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრა ფარულია.
მუხლი 18
საქართველოს პარლამენტის მიერ იმპიჩმენტის წესით
გადაყენებული თანამდებობის პირის პასუხისგებაში მიცემის
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თანამდებობიდან
საკითხი წყდება
თავი IV
დასკვნითი დებულება
მუხლი 19
ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების
შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
ქუთაისი,
24 სექტემბერი 2013 წ.
N1293-რს
მიხეილ სააკაშვილი