„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის
წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004,
მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
საქართველოს მთავრობა (შემდგომ − მთავრობა) არის აღმასრულებელი ხელისუფლების
უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე.
2. მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. მთავრობის შემადგენლობაში
შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი. სახელმწიფო მინისტრის
თანამდებობა შეიძლება შემოღებულ იქნეს კანონით, განსაკუთრებული მნიშვნელობის
სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.
2. მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა,
ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა
სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა.“.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი
მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების,
სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში
არსებული
აღმასრულებელი
ხელისუფლების
სპეციალური
დანიშნულების
გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო
დაწესებულებების მეშვეობით.“.
4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში
შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის
აპარატ(ებ)ის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი
ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე
სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობას;”;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს წარდგინებით ტერიტორიული
ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ,
თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას,
სახელმწიფო
ხელისუფლების
ორგანოთა
კონსტიტუციური
უფლებამოსილებების
განხორციელებას;“;
გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს მოთხოვნით საქართველოს
პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში რიგგარეშე სესიის, ხოლო მორიგი სესიის
მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ;“;
დ) „ფ“ - „ყ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ)
ითანხმებს
სხვა
სახელმწიფოებთან
და
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან
მოლაპარაკებების წარმოების, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების
დადების საკითხებს და უზრუნველყოფს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით
აღებულ ვალდებულებათა შესრულებას;
ქ) მიმართავს საქართველოს პარლამენტს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების
რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმების შესახებ;
ღ) საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საქართველოს ელჩებისა და
დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების
შესახებ;
ყ) ითანხმებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების მიღებისა
და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხებს;
ე) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ) პარლამენტის მიერ არჩევის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ეროვნული
მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს;“;
ვ) „შ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ზ) „ძ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
თ) „ძ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ1-ძ4“ ქვეპუნქტი:
„ძ1) საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საქართველოს თავდაცვის ძალების
მეთაურის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
ძ2) საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საერთაშორისო ვალდებულებათა
შესასრულებლად თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ;
ძ3) საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით
განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს
სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ;
ძ4) საქართველოს
რაოდენობას;“;
პარლამენტს
დასამტკიცებლად
წარუდგენს
თავდაცვის
ძალების
ი) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წ) ამტკიცებს საჯარისო წესდებებს;“;
კ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ჭ) ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმშენებლობის, გამოყენებისა და
მობილიზაციის გეგმებს, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო გეგმებს;“;
ლ) „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ჯ) უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის ძალების ფინანსური საშუალებებით,
საბრძოლო ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას;“.
5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
1. ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა
იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას
ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.
2. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის
შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის
დანიშვნამდე.
3. საქართველოს პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერმინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში
ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური
პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ
მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო
პროგრამა.
4. მთავრობისთავის ნდობის გამოცხადება ხდება საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის
მე-2–მე-4 პუნქტებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ნდობის გამოცხადება ხდება პრემიერმინისტრის ინიციატივით - 58-ე მუხლით დადგენილი წესით.
5. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი
თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2
დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს
პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.
6. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას
საქართველოს კონსტიტუციის 57-ე მუხლით დადგენილი წესით.“.
6. 71 მუხლი ამოღებულ იქნეს.
7. 72 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის
ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.
2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი
მთავარსარდალი.“.
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს პრეზიდენტი:
ა) მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო
ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო
ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს;
ბ) მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და
დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს;
გ) მთავრობის თანხმობით იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას;
დ) მთავრობის წარდგინებით პარლამენტს ასარჩევად
მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს;
წარუდგენს
ეროვნული
ე) უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს
ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა ან დაითხოვოს იგი,
თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას,
სახელმწიფო
ხელისუფლების
ორგანოთა
კონსტიტუციური
უფლებამოსილებების
განხორციელებას;
ვ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში ნიშნავს პრემიერ-მინისტრს;
ზ) მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს;
თ) მთავრობის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო ვალდებულებათა
შესასრულებლად თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ;
ი) მთავრობის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით
განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს
სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ.“.
გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
8. 73 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, გარდა საქართველოს კონსტიტუციის
53-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საჭიროებს პრემიერმინისტრის თანახელმოწერას. თანახელმოწერა ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი
წესით.“.,
ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
გ) მე-4 – მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თანახელმოწერას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი,
რომელიც უკავშირდება:
ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნას, პარლამენტის დათხოვნას, პარლამენტის სესიის ან
სხდომის მოწვევას;
ბ) კონსტიტუციური შეთანხმების დადებას;
გ) კანონის ხელმოწერას და გამოქვეყნებას, პარლამენტისთვის კანონის შენიშვნებით
დაბრუნებას;
დ) პრემიერ-მინისტრის დანიშვნას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნას;
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობაზე განწესებას;
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას;
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნას;
ე) სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებას;
ვ) მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტას;
ზ) მსჯავრდებულთა შეწყალებას;
თ) საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ან სასამართლოსათვის მიმართვას;
ი) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელების ორგანიზებას.
5. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც თანახელმოწერას
საჭიროებს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა
გადაეცემა პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის.
6. პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის გადაცემული საქართველოს პრეზიდენტის
სამართლებრივი აქტი 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. თუ
მთავრობა თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის
სამართლებრივ აქტს, პრემიერ-მინისტრი ხელს აწერს მას, რითაც თანახელმოწერა
დასრულებულად ჩაითვლება.
7. თუ მთავრობა არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც
პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის გადაეცა, მთავრობა ამზადებს მოტივირებულ
შენიშვნებს, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს 10 დღის
ვადაში საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად. საქართველოს
პრეზიდენტს შეუძლია მომდევნო 10 დღის ვადაში მთავრობის შენიშვნების შესაბამისად
ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი
პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის, რის შემდეგაც მეორდება ამ მუხლის მე-6
პუნქტით დადგენილი პროცედურა.
8. თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს,
საქართველოს
პრეზიდენტს
აღარ
შეუძლია
გადასცეს
პრემიერ-მინისტრს
თანახელმოწერისათვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით
უარყოფიდან 6 თვის ვადაში.
9. საქართველოს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრისათვის დასაბუთებული მიმართვის
საფუძველზე შეუძლია მოითხოვოს თავისი სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით
თანახელმოწერა. თუ პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას საკმარისად
დასაბუთებულად მიიჩნევს, მას საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 3 დღის
ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. თანახელმოწერაზე უარის თქმის
შემთხვევაში ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოტივირებული შენიშვნები
საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა 3 დღის ვადაში. თუ პრემიერ-მინისტრი საქართველოს
პრეზიდენტის მიმართვას საკმარისად დასაბუთებულად არ მიიჩნევს, თანახელმოწერა
განხორციელდება ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილ ვადებში, რასაც პრემიერმინისტრი ოფიციალურად აცნობებს საქართველოს პრეზიდენტს.
10. საქართველოს პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე
გამოცემული ბრძანება საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების
შესახებ, დაუყოვნებლივ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს, რომელიც მისი გადაცემისთანავე
იღებს გადაწყვეტილებას თანახელმოწერის თაობაზე. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის
გამოცხადების შესახებ ბრძანება პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერის შემთხვევაში
დაუყოვნებლივ ცხადდება და ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან.
11. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პრემიერმინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული დეკრეტი, პრემიერ-მინისტრს გადაეცემა
და მისი თანახელმოწერა ხორციელდება ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით.
საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული დეკრეტი პრემიერ-მინისტრის მიერ
თანახელმოწერის შემთხვევაში ძალაში შედის გამოცემის მომეტიდან.
12. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც თანახელმოწერას
საჭიროებს, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ თანახელმოწერის
შემდეგ.
13. თანახელმოწერილ
მთავრობას.“.
სამართლებრივ აქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება
9. 74 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის საფუძველზე ახორციელებს
საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ საკითხებს. ამ მიზნით იგი მთავრობას წარუდგენს წერილობით
წინადადებებს, რომლებსაც მთავრობა განიხილავს თავის სხდომაზე.“.
10. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მთავრობის მეთაურია საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მინისტრი).“.
(შემდგომ - პრემიერ-
ბ) მე-2 პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ხელმძღვანელობს მთავრობას; საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა
ნორმატიული აქტების საფუძველზე განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად
მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას;
ბ) ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
გ) მთავრობის საქმიანობისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე;
დ) წელიწადში ერთხელ პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის
შესრულების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე პარლამენტის მოთხოვნით − სამთავრობო
პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშს.
ე) უფლებამოსილია პარლამენტის წინაშე დასვას მთავრობის ნდობის საკითხი. ნდობის
გამოცხადება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხდება საქართველოს კონსტიტუციის 58-ე
მუხლით დადგენილი წესით;“;
გ) მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
დ) მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ – „ნ9“ ქვეპუნქტები:
„ნ1) წარმოადგენს საქართველოს საგარეო
ხელშეკრულებებს საქართველოს სახელით;
ურთიერთობებში,
დებს
საერთაშორისო
ნ2) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში
პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საომარ მდგომარეობის გამოცხადების შესახებ;
ნ3) მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო
გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან
ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო
ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა
ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით
საგანგებო მდგომარეობის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში
გამოცხადების შესახებ;
ნ4) პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს
გამოსცეს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტები, რომლებიც მოქმედებს შესაბამისად
საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე;
ნ5) იღებს გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების
შესახებ და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას პარლამენტის მიერ;
ნ6) იღებს გადაწყვეტილებას ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს
თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას
პარლამენტის მიერ. ამასთან, პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება
ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების
გამოყენების შეწყვეტის თაობაზე;
ნ7) პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის
ძალების გამოყენების შესახებ;
ნ8) საომარი მდგომარეობის დროს არის სათათბირო ორგანო - ეროვნული თავდაცვის საბჭოს
წევრი;
ნ9) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს გამოსცემს ბრძანებას, რომლის შესაბამისადაც
მოქმედებენ თავდაცვის ძალები.“.
11. მე-9 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ე) საქართველოს კონსტიტუციის 48-ე, 56-ე - 58-ე მუხლებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში და დადგენილი წესით;“;
გ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან
გადამდგარად ითვლება ამის თაობაზე საჯაროდ განცხადების ან საქართველოს
პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტისათვის წერილობითი განცხადებით მიმართვის
მომენტიდან. პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე;“;
დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის
შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის
დანიშვნამდე.“.
12. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია ერთ-ერთ მინისტრს დააკისროს პირველი ვიცეპრემიერის, აგრეთვე ერთ ან რამდენიმე წევრს – ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება.“.
13. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.
14. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტრო იქმნება კანონის საფუძველზე, მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრულ
სფეროში
სახელმწიფო
პოლიტიკისა
და
მმართველობის
განხორციელების
უზრუნველსაყოფად.“.
15. მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამინისტრო მოქმედებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს
კონსტიტუციის, სხვა კანონების, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული
საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის
სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.“.
16. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ საკითხი, რომელიც კანონით გადაცემულია აღმასრულებელი ხელისუფლების
გამგებლობაში, არ მიეკუთვნება არც ერთი სამინისტროს გამგებლობის სფეროს, მასზე
გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს ასევე
გადაწყვეტილება შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროსათვის მიკუთვნებულ
საკითხზე, თუ შესაბამისი სამინისტრო არ იღებს გადაწყვეტილებას ან აყოვნებს
გადაწყვეტილების მიღებას აღნიშნულ საკითხზე, გარდა ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვის,
საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან და საქართველოს სისხლის
სამართლის
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებების
განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხებისა.“.
17. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საომარი ან საგანგებო
მდგომარეობის დროს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების,
მთავრობის დადგენილებებისა და
ბრძანებების შესრულებისათვის;“;
განკარგულებების,
აგრეთვე
პრემიერ-მინისტრის
ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ასრულებს კანონებით, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული
საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების, მთავრობის დადგენილებებითა და
განკარგულებებით, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით მისთვის დაკისრებულ სხვა
ამოცანებს.“.
18. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს კონსტიტუციის 48-ე, 56-ე - 58-ე მუხლებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში და დადგენილი წესით.“.
19. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და
მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ მთავრობის ახალი შემადგენლობის ან
მინისტრის დანიშვნისთანავე.“.
20. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VI1 თავი:
„თავი VI1
სახელმწიფო მინისტრი
მუხლი 241
1. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი.
სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიძლება შემოღებულ იქნეს კანონით,
განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.
2. მთავრობის შემადგენლობაშია სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში.
3. სახელმწიფო მინისტრს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
4. სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა
და მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.
5. სახელმწიფო მინისტრი:
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას;
ბ) ახორციელებს მინისტრისათვის ამ კანონით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
გ) ასრულებს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.
6. სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
7. სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას განსაზღვრავს
მთავრობა.
8. სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ხორციელდება ამ კანონის 22-ე
მუხლის შესაბამისად.“.
21. VIII1 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VIII1
სახელმწიფო რწმუნებული
მუხლი 271
1.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
ერთეულების
წარმომადგენლობის
უზრუნველსაყოფად
მთავრობა
სახელმწიფო რწმუნებულები.
ტერიტორიაზე
უფლებამოსილია
მთავრობის
დანიშნოს
2. სახელმწიფო რწმუნებული არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის
წარმომადგენელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
მთავრობა.
3. სახელმწიფო რწმუნებული:
ა) მთავრობის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების
ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;
ბ) მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის
რეფორმის ცალკეული ღონისძიებების განხორციელებას;
გ) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს მთავრობის
სხდომებში;
დ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ
აქტებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 272
1. სახელმწიფო რწმუნებული თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაციის მეშვეობით, რომლის საშტატო ნუსხასა და საჯარო მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებს ამტკიცებს მთავრობა. სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
სახელმწიფო რწმუნებული.
2. სახელმწიფო რწმუნებულის და მისი ადმინისტრაციის საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
3. იმ ტერიტორიის საზღვრები, რომელზედაც ვრცელდება სახელმწიფო რწმუნებულის
უფლებამოსილება, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სტრუქტურა და
საქმიანობის წესი დგინდება სახელმწიფო რწმუნებულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა.
მუხლი 273
1. სახელმწიფო რწმუნებულის სამართლებრივი აქტია ინდივიდუალური სამართლებრივი
აქტი – სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულება.
2. სახელმწიფო რწმუნებულის სამართლებრივ აქტს აუქმებს მთავრობა.
3. სახელმწიფო რწმუნებულის სამართლებრივი აქტი საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.
22. 30-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურებრივი ზედამხედველობის მიზანია სამინისტროების, მათი მმართველობის
სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის
აპარატ(ებ)ის, სპეციალური დაწესებულებების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების
გასამხედროებული დაწესებულების) და სახელმწიფო რწმუნებულების საქმიანობის
კანონიერების უზრუნველყოფა.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამსახურებრივი ზედამხედველობის
განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია სამინისტროსაგან, სახელმწიფო მინისტრის
აპარატისგან,
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულებისაგან,
სპეციალური
დაწესებულებისაგან (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული
დაწესებულებისაგან) და სახელმწიფო რწმუნებულისაგან მოითხოვოს სამართლებრივი
აქტები და სხვა დოკუმენტები, თანამდებობის პირისაგან მიიღოს განმარტებები და დასკვნები.
სამინისტრო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება,
სპეციალური დაწესებულება (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული
დაწესებულება) და სახელმწიფო რწმუნებული ვალდებული არიან, დოკუმენტები,
განმარტებები და დასკვნები წარმოადგინონ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა, თუ
სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის მიერ სხვა ვადა არ არის
დადგენილი.“.
23. 31-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედასქციით:
„2. მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრებისა და სპეციალური დაწესებულებების
(მათ
შორის,
სპეციალური დანიშნულების
გასამხედროებული
დაწესებულების)
ხელმძღვანელებისა და სახელმწიფო რწმუნებულების სამართლებრივი აქტები მათი
კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.“;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
24. 32-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედსქციით:
„2. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების,
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა,
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების
ხელმძღვანელთა სამართლებრივ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება
საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს
გამოცემული
საქართველოს
პრეზიდენტის
სამართლებრივ
აქტებს,
მთავრობის
დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს.“;
ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული
ცვლილებები, რომელიც ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. იმის გათვალისწინებით,
რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით განსხვავებულად არის მოწესრიგებული რიგი
საკითხები, საჭიროა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს
კონსტიტუციასთან. ამასთან, კანონპროექტის მომზადება გამოწვეულია კანონში არსებული
სხვადასხვა ხარვეზების აღმოფხვრის მიზეზით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,
უფლებამოსილება და საქმიანობის წესის შესახებ“ მოქმედი საქართველოს კანონის
დებულებების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტიტუციის ახალი რედაქციის
დებულებებთან, რაც ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ცვლილება შედის
კანონის პირველ მუხლში, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობა გარდა
ანგარიშვალდებულებისა, ასევე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს პარლამენტის წინაშე.
აღნიშნული განპირობებულია კონსტიტუციის ახალი რედაქციის 54-ე მუხლის შესაბამისად.
მოქმედი კონსტიტუციის 78-ე მუხლი მითითებას აკეთებს, საქართველოს პარლამენტის წინაშე
საქართველოს მთავრობის მხოლოდ ანგარიშვალდებულებაზე.
2. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ცვლილება შედის
კანონის მე-2 მუხლში, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის
მოთხოვნიდან გამომდინარე დაკონკრეტდა, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა
შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი
ამოცანების შესასრულებლად (მუხლი 54. 5). ამასთან, მე-2 მუხლში ასევე გაკეთდა მითითება,
რომლის შესაბამისადაც, მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა
პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა
საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა (მუხლი 54.6). ამასთან,
გასათვალისწინებელია, რომ დაახლოებით აღნიშნული შინაარსის ჩანაწერს ასევე
ითვალისწინებს მოქმედი კონსტიტუციის 812 მუხლის მე-4 პუნქტი, თუმცა აღნიშნულის
შესახებ მითითება არ იყო „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში.
3. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ცვლილება
შედის კანონის მე-4 და მე-5 მუხლებში, რომელთა შესაბამისადაც, მთავრობის მიერ
აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების ნაწილში ჩამოთვლილ უწყებებს ასევე
ემატება სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი. გარდა აღნიშნულისა, კონსტიტუციის
ახალი რედაქციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სესიისა
და რიგგარეშე სხდომას მოიწვევს ასევე საქართველოს მთავრობის მოთხოვნით და არა
მთავრობის წარდგინებით, როგორც ეს მოქმედ კონსტიტუციაშია. (ტერმინი მთავრობის
წარდგინება, ჩანაცვლდა ტერმინით მთავრობის მოთხოვნით). ამასთან, ტერმინოლოგიურად
კონკრეტდება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრობის კანდიდატების წარდგენის
საკითხი (მთავრობის თანხმობის ნაცვლად, მითიტება გაკეთდა მთავრობის წარდგენაზე).
ასევე მე-5 მუხლში შემოდის კონსტიტუციის ახალი რედქციით შემოღებული მთავრობის
უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს წარდგინებით საქართველოს
თავდაცვის ძალების მეთაურს თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან
გათავისუფლების შესახებ, მთავრობის უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტს
მიმართოს წარდგინებით საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად თავდაცვის
ძალების გამოყენების შესახებ; მთავრობის უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტს
მიმართოს წარდგინებით სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების
შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ, მთავრობის უფლებამოსილება
საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს თავდაცვის ძალების რაოდენობა.
ასევე, კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან გამომდინარე, შესაბამის პუნქტებში ტერმინი
„სამხედრო ძალები“, ტექნიკურად შეიცვალა და მიეთითა „თავდაცვის ძალები“.
4. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ახალი რედაქციით
ყალიბდება კანონის მე-7 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის ახალი
რედაქციის რეგულაციებს მთავრობისთვის ნდობის და უნდობლობის გამოცხადების
საკითხებთან დაკავშირებით.
5. კანონიდან 71 მუხლის ამოღება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ
კონსტიტუციის ახალი რედაქცია აღარ ითვალისწინებს მსგავს რეგულაციას, რაც მოცემულია
მოქმედი კანონის 71 მუხლით. შესაბამისი რეგულაციები აისახა კანონის მე-7 მუხლში.
6. 72 მუხლი შესაბამისობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის ახალ
რედაქციასთან, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს მთავრობასთან
ურთიერთობის ნაწილში დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.
7. 73 მუხლში, კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, ტერმინი
კონტრასიგნაცია შეიცვალა ტერმინით თანახელმოწერა. ამასთან, საგანგებო და საომარი
მდგომარეობის დროს პრეზიდენტის ბრძანების ან დეკრეტის თანახელმოწერაზე პრემიერმინისტრი გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების/დეკრეტის გადაცემისთანავე და საკითი აღარ
თანხმდება მთავრობასთან.
8. 74 მუხლის პირველ პუნქტში, მითითიება გაკეთდა კონსტიტუციის ახალი რედაქციის
შესაბამის მუხლზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის იმ
უფლებამოსილებასთან, რაც საჭიროებს მთავრობასთან შეთანხმებას. კერძოდ, კონსტიტუციის
52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე. აღნიშნულ პუნქტში ჩამოთვლილ
უფლებამოსილებებს პრეზიდენტი განახორცილებს მთავრობის თანხმობის საფუძველზე.
9. ცვლილება შედის კანონის მე-8 მუხლში, რომელიც შეეხება პრემიერ-მინისტრთან და
მის უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ საკითხებს. ახალი კონსტიტუციის შესაბამისი
ტერმინოლოგიით ხდება იმ ფუნქციების ჩასწორება, რასაც ახორციელებს პრემიერ-მინისტრი.
ამასთან, ახალი კონსტიტუციის 70-ე, 71-ე და 72-ე მუხლებით გათვალისწინებული პრემიერმინისტრის უფლებამოსილები ასახულ იქნა კანონის მე-8 მუხლში. კერძოდ, პრემიერმინისტრის უფლებამოსილებები საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების,
პრეზიდენტის დეკრეტებისა და თავდაცვის ძალების გამოყენების საკითხებთან მიმართებით.
10. კანონის მე-9 მუხლში შესაბამისი მითითებები გაკეთდა კონსტიტუციის ახალი
რედაქციის მუხლებზე. კერძოდ, მთავრობის უფლებამოსილების მოხსნისა და იმპიჩმენტის
მუხლებთან დაკავშირებით. ამასთან, კონსტიტუციის შესაბამისად დაკონკრეტდა, რომ
პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება
უწყდება გადადგომისთანავე.
11. მე-10 მუხლში, რომელიც ეხება ვიცე-პრემიერების საკითხს, ნაცვლად მთავრობის
წევრისა, მითითება გაკეთდა მინისტრზე, როგორც ეს კონსტიტუციის ახალი რედაქციით
გაიწერა.
12. გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებოდა კონსტიტუციის
ახალი რედაქციის შესაბამისად, შეიძლება შემოღებულ იქნას კანონის შესაბამისად, კანონს
დაემატა VI1 თავი, რომელიც სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის საკითხებს ეხება.
ამასთან, სახელმიწიფო მინისტრის თანამდებობის საკითხებს ეხებოდა კანონის მე-11 მუხლი,
რომელიც ამოღებულ იქნა კანონიდან.
13. ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, ახლებურად ჩამოყალიბდა მე-14 მუხლი
პირველი პუნქტი, რომელიც შეეხება სამინისტროს შექმნის საკითხს. კერძოდ, არსებული
ჩანაწერით სამინისტრო იქმნება კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და
საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის
უზრუნველსაყოფად, ხოლო პროექტის შესაბამისად, სამინისტრო იქმნება კანონის
საფუძველზე, მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო
პოლიტიკისა და მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად, როგორც ეს ახალი
კონსტიტუციით არის გათვალისწინებული (მუხლი 54.4).
14. კანონის მე-15, მე-20 და 32-ე მუხლებში სამინისტროსთან და მინისტრთან
მიმართებით საქართველოს პრეზიდენტის „ნორმატიული აქტების“ ნაცვლად, მითითება
გაკეთდა საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემულ საქართველოს
პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებზე, ვინაიდან, კონსტიტუციის ახალი რედაქციის
შესაბამისად, პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, რომელიც შესასრულებლად სავალდებულო
იქნება სამინისტროსთვის/მინისტრისთვის შეიძლება არსებობდეს მხოლოდ საგანაგებო ან
საომარი მდგომარეობის დროს (მაგალითად, ორგანული კანონის ძალის მქონე - დეკრეტი).
მხედველობაშია მისაღები, რომ საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტის
უფლებამოსილებები საკმაოდ შეზღუდულია და ისინი მკაფიოდ არის გამიჯნული
აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციებისგან, რის გამოც, პრაქტიკულად, შეუძლებელია,
რომ საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტით მოწესრიგდეს ის საკითხები,
რომელიც ამა თუ იმ ფორმით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და
თანამდებობის პირების ამოცანებსა და უფლებამოსილებებს აყალიბებს. აქედან გამომდინარე,
ნაცვლად პრეზიდენტის ნორმატიული აქტებისა, მითითება გაკეთდა საომარი ან საგანგებო
მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ სამართლებრივ
აქტებზე.
15. 22-ე მუხლში მითითებები გაკეთდა კონსტიტუციის ახალი რედაქციის მუხლებზე.
კერძოდ, მთავრობის უფლებამოსილების მოხსნისა და იმპიჩმენტის მუხლებთან
დაკავშირებით.
16. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნა სიტყვები „მთავრობის
შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას ან სხვა საფუძველზე“ და მითითება
დარჩა მხოლოდ მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტაზე ზოგადად.
17. კანონს დაემატა VI1 თავი - „სახელმწიფო მინისტრი“, ვინაიდან, ახალი
კონსტიტუციის შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიძლება შემოღებულ
იქნეს კანონით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების
შესასრულებლად (მუხლი 54.5). აღნიშნულ თავში გადმოვიდა მოქმედი კანონის მე-11 მუხლის
რეგულაციები და ამასთან, მთავრობის შემადგენლობაში დღეს მოქმედი სახელმწიფო
მინისტრის თანამდებობა - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ჩაიწერა
კანონში.
18. ახალი რედაქცით ჩამოყალიბდა მოქმედი კანონის VIII1 თავი - „სახელმწიფო
რწმუნებული - გუბერნატორი“, რომელიც შესაბამისობაში მოვიდა კონსტიტუციის ახალ
რედაქციასთან. გამომდინარე იქედან, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია აღარ იცნობს
ტერმინს გუბერნატორი, იგი კანონის რედაქციიდან ამოღებ იქნა. ტერმინი გუბერნატორი
ასევე ამოღებულ იქნა კანონის 30-ე, 31-ე მუხლებიდან. ამასთან, კანონის 30-ე, 31-ე მუხლებში
მითითება გაკეთდა ასევე სახელმწიფო მინისტრების აპარატებზე.
19. კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, საქართველოს პროკურატურა
თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს,
კანონპროექტის შესაბამისად, ამოღებულ იქნა ის რეგულაციები რომელშიც მოხსენიებული
იყო პროკურატურა. კერძოდ, მე-5 მუხლის „ა“, „გ“ და „შ1“ ქვეპუნქტები, 31-ე მუხლის მე-3 და
32-ე მუხლის მე-6 პუნქტები.
20. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში, ნაცვლად „ქვეყნის უშიშროებისა“ მიეთითება ტერმინი
„ქვეყნის უსაფრთხოება“.
გამომდინარე იქედან, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია უნდა ამოქმედდეს
საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის
მიერ ფიცის დადებისთანავე, შესაბამის ვადაა მითითებული ამ კანონის ამოქმედებისათვის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი,ს მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი.
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღებება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის“ შესახებ იმ
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1
საქართველოს მთავრობა (შემდგომ − მთავრობა) არის აღმასრულებელი ხელისუფლების
უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა
ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე.
მუხლი 2
მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. მთავრობის შემადგენლობაში
შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი.
მუხლი 4
1. მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი
მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, მთავრობის
უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური
დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა
სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით.
2. დაუშვებელია მთავრობის შემადგენლობაში ამ კანონით გათვალისწინებულის გარდა სხვა
რაიმე სტრუქტურის/ორგანოს შექმნა ან არსებობა.
მუხლი 5
მთავრობა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში:
ა) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს სამინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულებებისა და სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების
საქმიანობას, გარდა საქართველოს პროკურატურის საქმიანობისა;
ბ) ამტკიცებს სამინისტროების აპარატების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მთავრობის
უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური
დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულებისა და სპეციალური დანიშნულების სხვა
სახელმწიფო დაწესებულებების დებულებებს;
გ) უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების,
სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულებისა და სპეციალური
დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტები,
გარდა საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ
საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული
სამართლებრივი აქტებისა;
დ)
უფლებამოსილია
საქართველოს
პრეზიდენტს
მიმართოს
წარდგინებით
თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების
საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ, თუ მათი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის
სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა
კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას;
ე) ამტკიცებს ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიისა და
საბჭოს დებულებებს;
ვ) სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო
მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;
ზ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას და შეიმუშავებს სამთავრობო პროგრამას;
თ) საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების
შესაბამისად მონაწილეობს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში;
ი) უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ერთიანობას, ეკონომიკური საქმიანობის
თავისუფლებას, კონკურენტული და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას;
კ) მართავს სახელმწიფო ქონებას;
ლ) არეგულირებს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობებს, შეიმუშავებს და საქართველოს
პარლამენტს წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, სახელმწიფო
ბიუჯეტის პროექტის მიღების შემდეგ უზრუნველყოფს მის შესრულებას, საქართველოს
პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
მ) უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს წარდგინებით საქართველოს
პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში რიგგარეშე სესიის, ხოლო მორიგი სესიის
მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ;
ნ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალის მართვას;
ო) უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალურ დაცვას;
პ) შეიმუშავებს უმუშევრობის შემცირებისა და ლიკვიდაციის სახელმწიფო პროგრამებს და
უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;
ჟ) უზრუნველყოფს ერთიანი სახელმწიფო საემიგრაციო და საიმიგრაციო პოლიტიკის
განხორციელებას;
რ) უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო
პოლიტიკის განხორციელებას, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას;
ს) უზრუნველყოფს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, მოსახლეობის
ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;
ტ) ორგანიზებას უწევს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და რაციონალურ გამოყენებას;
უ) ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას;
ფ) ითანხმებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების
წარმოების, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების
დადების საკითხებს და უზრუნველყოფს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით
აღებულ ვალდებულებათა შესრულებას;
ქ) მიმართავს საქართველოს პარლამენტს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და
შეთანხმების რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმების შესახებ;
ღ) საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საქართველოს ელჩებისა და სხვა
დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ;
ყ) ითანხმებს სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ელჩების მიღებისა და
სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხებს;
შ) ითანხმებს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრთა კანდიდატურებს, აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, აგრეთვე
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და სხვა
მხედართმთავრების თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გადაყენებას;
შ1) თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მისთვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ
წარდგენილ, საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ საქართველოს მთავარი პროკურორის
კანდიდატურაზე; თანხმობის განცხადების შემთხვევაში საქართველოს მთავარი პროკურორის
კანდიდატურას ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს;
ჩ) იღებს ზომებს ქვეყნის თავდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად;
ც) საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნული უსაფრთხოების
კონცეფციის პროექტს;
ძ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულებას;
წ) ამტკიცებს საჯარისო წესდებებს, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს
საქართველოს სამხედრო დოქტრინისა და საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობის
კონცეფციის პროექტებს;
ჭ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობის, გამოყენებისა და
მობილიზაციის გეგმებს, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო გეგმებს;
ხ) ამტკიცებს ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო-ოპერატიულ გეგმებსა და საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის გეგმებს;
ჯ) უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების ფინანსური საშუალებებით, საბრძოლო
ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას;
ჰ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების
განხორციელებას;
ჰ1) იღებს ზომებს კანონიერების უზრუნველსაყოფად, მოქალაქეთა უფლებებისა და
თავისუფლებების, საკუთრებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, უზრუნველყოფს
დამნაშავეობასთან ბრძოლას;
ჰ2) უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ჰ3) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7
+
1.
ახალარჩეული
პარლამენტის
უფლებამოსილების
ცნობისთანავე
მთავრობის
უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება და საქართველოს პრეზიდენტი მასვე აკისრებს
მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.
2. მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი
წამოაყენებს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო
სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას.
3. მთავრობის წევრთა შერჩევა და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება
ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-3–მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით.
4. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას
საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლით დადგენილი წესით.
5. მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს
პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში –
მთავრობის სხვა წევრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს
სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის შესახებ, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად
ჩაითვლება.
6. მთავრობის უფლებამოსილება იწყება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ
შემთხვევებში და დადგენილი წესით მთავრობის წევრთა დანიშვნისთანავე.
მუხლი 7 1
+
1. მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი 7
დღის ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წამოაყენებს საპარლამენტო უმრავლესობის,
ხოლო თუ უმრავლესობა შექმნილი არ არის – იმ საპარლამენტო ფრაქციის მიერ წარდგენილ
კანდიდატურას, რომელშიც ყველაზე მეტი საქართველოს პარლამენტის წევრია გაერთიანებული.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას
საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის იმავე შემადგენლობას აკისრებს მოვალეობის
შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.
მუხლი 7 2
+
1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის
ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, რომელიც საქართველოს
კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს
სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას.
2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი
მთავარსარდალი.
3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.
4. საქართველოს პრეზიდენტი:
ა) მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და
საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და
შეთანხმებებს;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულება (შეთანხმება) დადებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ,
უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებისა და შეთანხმების რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმების შესახებ, რაც
საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას;
გ) მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებსა და სხვა
დიპლომატიურ წარმომადგენლებს;
დ) მთავრობასთან შეთანხმებით იღებს სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო
ორგანიზაციათა ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას;
ე) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში მთავრობას აკისრებს
მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე;
ვ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში წამოაყენებს პრემიერმინისტრის კანდიდატურას და ნიშნავს პრემიერ-მინისტრს;
ზ) მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ეროვნული
მარეგულირებელი ორგანოების წევრთა კანდიდატურებს;
თ) მთავრობის წინასწარი თანხმობით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს
დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის
კანდიდატურას;
ი) უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის თანხმობით
შეაჩეროს თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი
ორგანოების საქმიანობა ან დაითხოვოს ისინი, თუ მათი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის
სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა
კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას;
კ) მთავრობასთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან გადააყენებს
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსსა და სხვა
მხედართმთავრებს.
5. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის
სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მიიღოს ამ სხდომაში, რომელსაც აგრეთვე ესწრებიან
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საბჭოს სხვა წევრები. მთავრობის
სხდომაში პრეზიდენტის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და
საბჭოს სხვა წევრების მონაწილეობის წესი დგინდება მთავრობის რეგლამენტით.
2
მუხლი 7 3
1. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, გარდა საომარი მდგომარეობის
დროს გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და საქართველოს კონსტიტუციის 731 მუხლის მე2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საჭიროებს პრემიერ-მინისტრის
კონტრასიგნაციას. კონტრასიგნაციას საჭიროებს აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 65-ე
მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს პარლამენტისადმი საქართველოს
პრეზიდენტის მიმართვა. კონტრასიგნაცია ხორციელდება ამ მუხლის მე-5−მე-9 პუნქტებით
დადგენილი წესით.
2. კონტრასიგნაციას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება, გარდა
საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. კონტრასიგნაციას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები,
რომლებიც, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, გამოცემულია მთავრობის წარდგინებით
ან რომლებზედაც მთავრობას მიცემული აქვს წინასწარი თანხმობა.
4. კონტრასიგნაციას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები,
რომლებიც უკავშირდება:
ა) საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნას და მის დათხოვნას საქართველოს
კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის
მოწვევას, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ან რიგგარეშე სესიის
მოწვევას;
ბ) კანონის ხელმოწერას და გამოქვეყნებას, აგრეთვე საქართველოს პარლამენტისთვის
კანონპროექტის შენიშვნებით დაბრუნებას;
გ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა წარდგენას,
დანიშვნას, გათავისუფლებასა და გადაყენებას, თუ საქართველოს კონსტიტუციით სხვა რამ არ
არის გათვალისწინებული;
დ) სასამართლოსთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას;
ე) პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წამოყენებას და პრემიერ-მინისტრის დანიშვნას;
ვ) მთავრობისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრებას საქართველოს კონსტიტუციის მე80 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
ზ) სახელმწიფო ჯილდოებისა და სპეციალური წოდებების მინიჭებას;
თ) მოქალაქეობის მინიჭებასა და შეწყვეტას;
ი) მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვის მოთხოვნას საქართველოს კონსტიტუციის 78ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით;
კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების
საბჭოს საქმიანობას;
ლ) საომარი მდგომარეობის გამოცხადებასა და გაუქმებას;
მ) მსჯავრდებულთა შეწყალებას.
5. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც კონტრასიგნაციას
საჭიროებს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა
გადაეცემა პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის.
6. პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის გადაცემული საქართველოს პრეზიდენტის
სამართლებრივი აქტი 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. თუ
მთავრობა თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის
სამართლებრივ აქტს, პრემიერ-მინისტრი ხელს აწერს მას, რითაც კონტრასიგნაცია
დასრულებულად ჩაითვლება.
7. თუ მთავრობა არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც
პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის გადაეცა, მთავრობა ამზადებს მოტივირებულ
შენიშვნებს, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს 10 დღის
ვადაში საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად. საქართველოს
პრეზიდენტს შეუძლია მომდევნო 10 დღის ვადაში მთავრობის შენიშვნების შესაბამისად
ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერმინისტრს კონტრასიგნაციისათვის, რის შემდეგაც მეორდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით
დადგენილი პროცედურა.
8. თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს,
საქართველოს
პრეზიდენტს
აღარ
შეუძლია
გადასცეს
პრემიერ-მინისტრს
კონტრასიგნაციისათვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან
6 თვის ვადაში.
9. საქართველოს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრისათვის დასაბუთებული მიმართვის
საფუძველზე შეუძლია მოითხოვოს თავისი სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით
კონტრასიგნაცია. თუ პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას საკმარისად
დასაბუთებულად მიიჩნევს, მას საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 3 დღის
ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. კონტრასიგნაციაზე უარის თქმის
შემთხვევაში ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოტივირებული შენიშვნები
საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა 3 დღის ვადაში. თუ პრემიერ-მინისტრი საქართველოს
პრეზიდენტის მიმართვას საკმარისად დასაბუთებულად არ მიიჩნევს, კონტრასიგნაცია
განხორციელდება ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილ ვადებში, რასაც პრემიერმინისტრი ოფიციალურად აცნობებს საქართველოს პრეზიდენტს.
10. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან
გაუქმების შესახებ პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის გადაეცემა საქართველოს
პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისთანავე. ასეთ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს საქართველოს
პრეზიდენტის ბრძანებულება 24 საათის განმავლობაში გააქვს მთავრობის სხდომაზე
განსახილველად. თუ მთავრობა მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას,
პრემიერ-მინისტრი ახორციელებს კონტრასიგნაციას, ხოლო თუ მთავრობა არ მოიწონებს
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას, საქართველოს პრეზიდენტს უფლება არა აქვს,
მიმართოს პრემიერ-მინისტრს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ
ბრძანებულების კონტრასიგნაციის მოთხოვნით მომდევნო 24 საათის განმავლობაში.
11. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც გამოცემულია საგანგებო მდგომარეობის
დროს, პრემიერ-მინისტრს გადაეცემა და მისი კონტრასიგნაცია ხორციელდება ან
კონტრასიგნაციაზე უარი ითქმება ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით.
12. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც კონტრასიგნაციას
საჭიროებს, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ კონტრასიგნაციის
შემთხვევაში.
13. კონტრასიგნაციის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტზე
პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას. კონტრასიგნებული საქართველოს პრეზიდენტის
სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მოპასუხეა მთავრობა.
მუხლი 7 4
+
1. საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას უთანხმებს საქართველოს კონსტიტუციის 73-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ
საკითხებს. ამ მიზნით იგი მთავრობას წარუდგენს წერილობით წინადადებებს, რომლებსაც
მთავრობა განიხილავს თავის სხდომაზე. საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია მთავრობის
რეგლამენტით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომაში, რომელზედაც
მისი წინადადებები განიხილება.
2. მთავრობის თანხმობა მიიღება განკარგულების სახით.
3. მთავრობის თანხმობის მიღების წესი დგინდება მთავრობის რეგლამენტით.
მუხლი 8
+
1. მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი.
2. პრემიერ-მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს მთავრობას; საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა
ნორმატიული აქტების საფუძველზე განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს,
ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას;
ბ) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს მთავრობის სხვა წევრების საქმიანობას;
გ) მთავრობის საქმიანობისათვის პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე;
დ) საქართველოს პარლამენტის მოთხოვნით წარუდგენს მას ანგარიშს სამთავრობო პროგრამის
შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ე) უფლებამოსილია მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წინაშე დასვას მთავრობის ნდობის საკითხი;
ვ) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს, ხელს აწერს მთავრობის
დადგენილებებსა და განკარგულებებს;
ზ) კოორდინაციას უწევს რეგიონული პოლიტიკის განხორციელებას და მთავრობის
ურთიერთობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;
თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის სხვა წევრებს;
ი) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს
– ბრძანებას, ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში;
კ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს
და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამდებობის პირებს; ადმინისტრაციულ
ხელშეკრულებებს დებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით
განსაზღვრულ პირებთან;
ლ) წარმოადგენს მთავრობას სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო
ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
მ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის
ადმინისტრაციის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის
ზომების შეფარდების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესით;
ნ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში ასრულებს საქართველოს
პრეზიდენტის მოვალეობას;
ო) ახორციელებს ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 9
+
1. პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) გადადგომისას;
ბ) გარდაცვალებისას;
გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
დ) მთავრობის გადაყენებისას;
ე) საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და
დადგენილი წესით;
ვ) მთავრობის წევრის საქმიანობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებისას;
ზ) (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან
გადამდგარად ითვლება ამის თაობაზე საჯაროდ განცხადების ან საქართველოს პრეზიდენტისა
და საქართველოს პარლამენტისათვის წერილობითი განცხადებით მიმართვის მომენტიდან;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება
შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი ფაქტის დადგომისთანავე;
გ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება
შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან;
დ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება
შეწყვეტილად ითვლება თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის შესახებ საქართველოს
პარლამენტის დადგენილების მიღებისთანავე.
3. პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა იწვევს
მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას. მთავრობის სხვა წევრის გადადგომის ან
თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში ნიშნავს
მთავრობის წევრს.
მუხლი 10
+
1. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მთავრობის ერთ-ერთ წევრს დააკისროს პირველი
ვიცე-პრემიერის, აგრეთვე ერთ ან რამდენიმე წევრს – ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება.
2. პირველი ვიცე-პრემიერი ასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მისი არყოფნისა და
კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე მის ცალკეულ დავალებებს.
3. ვიცე-პრემიერი (ვიცე-პრემიერები) აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას
კოორდინაციას უწევს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დადგენილ სახელმწიფო მმართველობის
განსაზღვრულ სფეროში.
4. ვიცე-პრემიერების რაოდენობას განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.
5. პირველ ვიცე-პრემიერსა და ვიცე-პრემიერს (ვიცე-პრემიერებს) მოვალეობები ეკისრებათ
პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, რომლის შესახებაც მთავრობის წევრებს ეცნობებათ მისი
გამოცემიდან ხუთი დღის ვადაში. ამავე ბრძანებით განისაზღვრება პირველი ვიცე-პრემიერისა
და ვიცე-პრემიერის (ვიცე-პრემიერების) ფუნქციები.
მუხლი 11
+
1. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი.
2. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაკუთრებული მნიშვნელობის
სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის
შემოღების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრემიერ-მინისტრი. მთავრობისთვის
ნდობის
გამოცხადების
საკითხის
განხილვისას
პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატი
უფლებამოსილია შესთავაზოს საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო მინისტრის
თანამდებობის შემოღება ან გაუქმება.
3. სახელმწიფო მინისტრს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
4. სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა
და მთავრობის დადგენილებით.
5. სახელმწიფო მინისტრი:
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას;
ბ) ახორციელებს მინისტრისათვის ამ კანონით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
გ) ასრულებს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.
6. სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
7. სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას განსაზღვრავს
მთავრობა.
8. სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ხორციელდება ამ კანონის 22-ე
მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 14
+
1. სამინისტრო იქმნება კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი
ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად.
2. საქართველოს სამინისტროებია:
ა) განათლებისა და მეცნიერების;
ბ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის;
გ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების;
დ) თავდაცვის;
ე) იუსტიციის;
ვ) კულტურისა და სპორტის;
ზ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და
ლტოლვილთა;
თ) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის;
ი) საგარეო საქმეთა;
კ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის;
ლ) ფინანსთა;
მ) შინაგან საქმეთა;
ნ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის.
მუხლი 15
1. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით
გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე
დაკისრებულ ამოცანებს.
2. სამინისტროს აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში,
ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
3. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
4. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს, თუ კანონით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.
5. სამინისტროს უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით ან/და კანონის საფუძველზე
მიღებული მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არა აქვს, სხვა სახელმწიფო ან
არასახელმწიფო დაწესებულებებს გადასცეს თავისი უფლება-მოვალეობანი, თუ საქართველოს
კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. სამინისტრო მოქმედებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს
კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, მთავრობისა
და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
+
მუხლი 16
1. სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.
2. თუ საკითხი, რომელიც კანონით გადაცემულია აღმასრულებელი ხელისუფლების
გამგებლობაში, არ მიეკუთვნება არც ერთი სამინისტროს გამგებლობის სფეროს, მასზე
გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს ასევე გადაწყვეტილება
შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხზე, თუ შესაბამისი
სამინისტრო არ იღებს გადაწყვეტილებას ან აყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას აღნიშნულ
საკითხზე, გარდა ქვეყნის უშიშროების, თავდაცვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების
უზრუნველყოფასთან
და
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კანონმდებლობით
გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხებისა.
3. თუ საკითხი მიეკუთვნება რამდენიმე სამინისტროს გამგებლობის სფეროს და განსაზღვრული
არ არის მასზე გადაწყვეტილების მიმღები სამინისტრო, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.
მუხლი 20
+
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე.
2. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს
გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს
პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების,
აგრეთვე პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულებისათვის;
გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო
სამართლის იურიდიული პირების და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი
მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას და ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს
სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა
და საქმიანობაზე;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით
განსაზღვრულ მოხელეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, მმართველობის სფეროში
შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული
პირების ხელმძღვანელებს, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს სხვა
საჯარო მოსამსახურეებს;
დ1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის
იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანხმობას აძლევს თანამშრომელთა თანამდებობაზე
დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებაზე;
ე) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა
და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე,
იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და
პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;
ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთაღრიცხვას, ახორციელებს
კონტროლს მის შესრულებაზე და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო
სახსრების გამოყენების შესახებ;
ზ) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულებების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი
დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
თ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;
ი) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
კ) ასრულებს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, მთავრობის
დადგენილებებითა და განკარგულებებით, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით მისთვის
დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
3. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა
სამინისტროს, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან. თანხმობის
მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
4. მინისტრი პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და
ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები
სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.
მუხლი 22
+
1. მინისტრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) გადადგომისას;
ბ) გარდაცვალებისას;
გ) თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრის აქტის საფუძველზე გათავისუფლებისას;
დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
ე) მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას;
ვ) საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და
დადგენილი წესით.
2. მინისტრს შეუძლია გადადგეს თანამდებობიდან. მინისტრი თანამდებობიდან გადადგომის
შესახებ განცხადებით მიმართავს პრემიერ-მინისტრს.
3. (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).
4. (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).
მუხლი 23
+
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. მოადგილეთა რაოდენობა
განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ხოლო უფლებამოსილებანი – მინისტრის ბრძანებით,
თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას ან სხვა საფუძველზე
მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს
უფლებამოსილება შეუწყდებათ მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის
დანიშვნისთანავე.
3. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლება არა აქვთ შედიოდნენ
სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ, საკონტროლო და სარევიზიო ორგანოებში, ეწეოდნენ
სამეწარმეო საქმიანობას.
4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების
საქმიანობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული.
5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და
კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული
ქვედანაყოფების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
თავი VIII1
+
სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი
მუხლი 271
+
1. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი არის საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრულ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში აღმასრულებელი
ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს მთავრობა.
2. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი:
ა) (ამოღებულია - 05.02.2014, №1976);
ბ) (ამოღებულია - 05.02.2014, №1976);
გ) (ამოღებულია - 05.02.2014, №1976);
დ) (ამოღებულია - 05.02.2014, №1976);
ე) (ამოღებულია - 04.10.2013, №1463);
ვ) მთავრობის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების
ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;
ვ1 ) მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის
რეფორმის ცალკეული ღონისძიებების განხორციელებას;
ზ) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს მთავრობის
სხდომებში;
თ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ
აქტებს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 272
1+
1. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო
რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მეშვეობით, რომლის საშტატო ნუსხასა და
საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებს ამტკიცებს მთავრობა.
სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი.
2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის და მისი ადმინისტრაციის საქმიანობა
ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
3. იმ ტერიტორიის საზღვრები, რომელზედაც ვრცელდება სახელმწიფო რწმუნებულის –
გუბერნატორის
უფლებამოსილება,
სახელმწიფო
რწმუნებულის
–
გუბერნატორის
ადმინისტრაციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი დგინდება სახელმწიფო რწმუნებულის –
გუბერნატორის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 273
+
1. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტია ინდივიდუალური
სამართლებრივი აქტი – სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის განკარგულება.
2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივ აქტს აუქმებს მთავრობა.
3. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტი საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 30
+
1. სამსახურებრივი ზედამხედველობის მიზანია სამინისტროების, მათი მმართველობის
სფეროში
შემავალი
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულებების,
სპეციალური
დაწესებულებების
(მათ
შორის,
სპეციალური
დანიშნულების
გასამხედროებული
დაწესებულების) და სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების საქმიანობის
კანონიერების უზრუნველყოფა.
2. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია:
ა) გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში
ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ;
ბ) შეაჩეროს აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება;
გ) ცნოს აქტი ძალადაკარგულად.
3. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას მთავრობა, პრემიერ-მინისტრი,
მინისტრები, სამინისტროების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულებებისა და სპეციალური დაწესებულებების (მათ შორის, სპეციალური
დანიშნულების
გასამხედროებული
დაწესებულების)
ხელმძღვანელები
გამოსცემენ
ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
4. სამსახურებრივი ზედამხედველობა ხორციელდება ქვემდებარეობის წესით.
5. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამსახურებრივი ზედამხედველობის
განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია სამინისტროსაგან, სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულებისაგან,
სპეციალური
დაწესებულებისაგან
(მათ
შორის,
სპეციალური
დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულებისაგან) და სახელმწიფო რწმუნებულისაგან –
გუბერნატორისაგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, თანამდებობის
პირისაგან მიიღოს განმარტებები და დასკვნები. სამინისტრო, სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება, სპეციალური დაწესებულება (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების
გასამხედროებული დაწესებულება) და სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ვალდებული
არიან, დოკუმენტები, განმარტებები და დასკვნები წარმოადგინონ არაუგვიანეს 7 სამუშაო
დღისა, თუ სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის მიერ სხვა ვადა არ
არის დადგენილი.
მუხლი 31
+
1. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრებისა და სპეციალური
დაწესებულებების
(მათ
შორის,
სპეციალური
დანიშნულების
გასამხედროებული
დაწესებულების) ხელმძღვანელთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მათი
კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.
2. მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრებისა და სპეციალური დაწესებულებების
(მათ
შორის,
სპეციალური
დანიშნულების
გასამხედროებული
დაწესებულების)
ხელმძღვანელებისა და სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების სამართლებრივი
აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები არ
ვრცელდება საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ
საპროკურორო
უფლებამოსილების
განხორციელებასთან
დაკავშირებით
გამოცემულ
სამართლებრივ აქტებზე.
მუხლი 32
1. მინისტრი ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და
ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კანონიერებას და მიზანშეწონილობას.
2. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების,
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა,
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების
ხელმძღვანელთა სამართლებრივ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება
საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს,
მთავრობის დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს.
3. მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ
თანამდებობის პირთა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულებების
ხელმძღვანელთა
აქტები
და
მოქმედებები
მათი
მიზანშეუწონლობის მოტივით.
4. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედებაზე სამსახურებრივი
ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.
5. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს გასცეს
შესასრულებლად სავალდებულო მითითებები აქტის შეცვლის ან მოქმედებაში ნაკლოვანების
აღმოფხვრის ანდა ახალი მოქმედების შესრულების შესახებ.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები არ ვრცელდება საქართველოს
პროკურატურის
უფლებამოსილი
თანამდებობის
პირების
მიერ
საპროკურორო
უფლებამოსილების
განხორციელებასთან
დაკავშირებით
გამოცემულ
აქტებსა
და
განხორციელებულ ქმედებებზე.