„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
23.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017637) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული
მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების
ორგანოებს და სახელმწიფო რწმუნებულებს ევალებათ უწყებრივი სამოქმედო გეგმების
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავება. უწყებრივი სამოქმედო
გეგმები განსაზღვრავს უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით
საქართველოს
აღმასრულებელი
ხელისუფლების
ორგანოებისა
და
სახელმწიფო
რწმუნებულებისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მექანიზმებს.“.
2.
მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტების სახეები განისაზღვრება
საქართველოს
აღმასრულებელი
ხელისუფლების
ორგანოების,
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების შესაბამისი
სამართლებრივი აქტებით.“.
3. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები იქმნება ეროვნული დონის
კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების
მისაღწევად და მტკიცდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების
შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.“.
4. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები მტკიცდება/მიიღება საქართველოს
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით,
რომლებიც გამოიცემა/მიიღება ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალური
დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან
გამომდინარე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის
წესის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებები, რომელიც
ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის
დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა
საქართველოს კონსტიტიტუციის ახალ რედაქციასთან და შესაბამისად „საქართველოს
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონის
პროექტით
გათვალისწინებულ დებულებებთან, რაც ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის
მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილების მიზანია, კანონში აისახოს კონსტიტუციის ახალი
რედაქციის ის რეგულაცია, რომლითაც „სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი“ იცვლება
„სახელმწიფო რწმუნებულით“.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის
დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-5
პუნქტში, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-17 მუხლის პირველ და მე-18 მუხლის პირველ
პუნქტში, რომლითაც კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან გამომდინარე, ტერმინი
„სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი“ იცვლება და ტექსტიდან ამოდის სიტყვა
„გუბერნატორი“ და რჩება მხოლოდ „სახელმწიფო რწმუნებული“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი,ს მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი.
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღებება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
(რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი
(მათი) ამოღება
მუხლი 15. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტები
1. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სახეებია:
ა) ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია;
ბ) საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი;
გ) უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები.
2. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი,
რომელიც განმარტავს ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის
უსაფრთხო განვითარების ხედვას, განსაზღვრავს სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს,
რისკებსა და გამოწვევებს და ადგენს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად
მიმართულებებს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული
უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის ყველა ეროვნული და უწყებრივი დონის დოკუმენტი.
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას შეიმუშავებს და საქართველოს პარლამენტს
წარუდგენს საქართველოს მთავრობა. მას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს
პარლამენტი.
3. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ასახავს ეროვნული
უსაფრთხოებისთვის არსებითი საშიშროების შემცველ სამხედრო, საგარეო-პოლიტიკურ,
შინაპოლიტიკურ, ტრანსნაციონალურ, სოციალურ-ეკონომიკურ და ბუნებრივ და
ტექნოგენურ საფრთხეებსა და გამოწვევებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს
შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4. ამ კანონის მიზნებისთვის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია არის
სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც
იქმნება ამ კანონის მე-6−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ ეროვნული უსაფრთხოების
პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში ან/და მიმართულებაში და რომელშიც აღწერილია ამ
სფეროში ან/და მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიას აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა,
რომლითაც კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად განისაზღვრება დრო, საშუალებები
და პასუხისმგებელი უწყებები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიას მიეკუთვნება
აგრეთვე თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს
თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების
ძირითად მიმართულებებს, შეიარაღებული ძალების სამომავლო სტრუქტურას (კონკრეტული
პერიოდისთვის) და შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლების გზებსა და
საშუალებებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ სტრატეგიებს შეიმუშავებს და ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა
საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიისა, რომლის დამტკიცების წესი
განისაზღვრება „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.
5. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული
მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების
ორგანოებს და სახელმწიფო რწმუნებულებს − გუბერნატორებს ევალებათ უწყებრივი
სამოქმედო გეგმების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავება.
უწყებრივი სამოქმედო გეგმები განსაზღვრავს უსაფრთხოების სფეროში ეროვნული
სტრატეგიის სამოქმედო გეგმით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების
ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულებისთვის − გუბერნატორებისთვის დაკისრებული
ვალდებულებების შესრულების მექანიზმებს.
6. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული
მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
უწყებრივ სამოქმედო გეგმებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის
სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყებრივი სამოქმედო
გეგმების საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მუხლი 16. უწყებრივი დონის დოკუმენტები
1. უწყებრივ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა ხორციელდება
შესაბამის უწყებათა მიერ შემუშავებული კონცეპტუალური და ორგანიზაციული
დოკუმენტების მეშვეობით.
2. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სახეებია:
ა) უწყებრივი კონცეფცია;
ბ) უწყებრივი სტრატეგია;
გ) დოქტრინა;
დ) პროგრამა.
3. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტების სახეები განისაზღვრება
საქართველოს
აღმასრულებელი
ხელისუფლების
ორგანოების,
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების
შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 17. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები
1. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები იქმნება ეროვნული დონის
კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების
მისაღწევად და მტკიცდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების −
გუბერნატორების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
2. ამ კანონის მიზნებისთვის:
ა) უწყებრივი კონცეფცია არის ამ კანონის მე-6−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ
სფეროზე ან/და მიმართულებაზე შესაბამისი უწყების შეხედულებების, მისი ღირებულებების,
მიდგომების, იდეების, განზრახვებისა და ზოგადი პრინციპების დეკლარირება, რომლებიც
სათანადო გარემოებებსა და მოთხოვნებს ესადაგება. უწყებრივ კონცეფციას მიეკუთვნება
აგრეთვე შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ხედვა ამ უწყების მიზნების, ამოცანების,
საქმიანობის სპეციფიკისა და განვითარების შესახებ;
ბ) უწყებრივი სტრატეგია არის შესაბამისი უწყების მიერ საკუთარი
უფლებამოსილების ფარგლებში, ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებით
გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი,
რომელშიც დეტალურად აღწერილია ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების
მიერ იდენტიფიცირებული ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში
ან/და მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. უწყებრივ
სტრატეგიას აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლითაც კონკრეტული ამოცანების
შესასრულებლად განისაზღვრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი სტრუქტურული
ერთეულები;
გ) დოქტრინა არის ამ კანონის მე-6−მე-13 მუხლებით გათვალისწინებული სფეროს
ან/და მიმართულების შესახებ ეროვნულ დონეზე დეკლარირებული უმთავრესი პრინციპების
შესაბამისად უწყების მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც ადგენს ამ უწყებაში
არსებული რესურსების კონკრეტული ამოცანის (ამოცანების) შესასრულებლად ეფექტიანი
გამოყენების წესს;
დ) პროგრამა განსაზღვრავს სპეციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უნდა
განხორციელდეს ამ კანონის მე-6−მე-13 მუხლებით გათვალისწინებული სფეროებიდან ან/და
მიმართულებებიდან გამომდინარე, და მათი განხორციელების საშუალებებს. პროგრამა არ
ადგენს აღნიშნულ ღონისძიებათა განხორციელების გეგმებს.
3.
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოები
უწყებრივი
დონის
კონცეპტუალურ დოკუმენტებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის
სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყებრივი დონის
კონცეპტუალური დოკუმენტების საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემუშავება
სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მუხლი 18. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები
1. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები მტკიცდება/მიიღება
საქართველოს
აღმასრულებელი
ხელისუფლების
ორგანოების,
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების
შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, რომლებიც გამოიცემა/მიიღება ეროვნული და
უწყებრივი დონეების კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და
ამოცანების მისაღწევად.
2.
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოები
უწყებრივი
დონის
ორგანიზაციულ დოკუმენტებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის
სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყებრივი დონის
ორგანიზაციული დოკუმენტების საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემუშავება
სარეკომენდაციო ხასიათისაა.