„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 20 ✗ 24
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) მე-2 მუხლის
პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) სახელმწიფო რწმუნებული და მისი მოადგილე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან
გამომდინარე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის
წესის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებები, რომელიც
ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიღების
მიზანია,
„საჯარო
დაწესებულებაში
ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა
საქართველოს კონსტიტიტუციის ახალ რედაქციასთან და შესაბამისად „საქართველოს
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონის
პროექტით
გათვალისწინებულ დებულებებთან, რაც ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის
მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილების მიზანია, კანონში აისახოს კონსტიტუციის ახალი
რედაქციის ის რეგულაცია, რომლითაც „სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი“ იცვლება
„სახელმწიფო რწმუნებულით“.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი
პუნქტის „უ“ ქვეპუნქტში, რომლითაც კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან გამომდინარე,
ტერმინი „სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი“ იცვლება და ტექსტიდან ამოდის
სიტყვა „გუბერნატორი“ და რჩება მხოლოდ „სახელმწიფო რწმუნებული“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი,ს მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი.
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღებება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
(რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი
(მათი) ამოღება
მუხლი 2
1. ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი
პირები:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა
თავმჯდომარეები;
ე) საქართველოს მინისტრი და მისი მოადგილე;
ე1 ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და მისი მოადგილე;
ე 2) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები და მათი
მოადგილეები;
ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე;
ზ1) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში –
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი მოადგილე;
ზ2) (ამოღებულია - 07.12.2017, №1708);
თ) საქართველოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი
მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები, აგრეთვე სამმართველოს უფროსი და მისი
მოადგილე;
თ1) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის
ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები;
ი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის
ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;
ი 1) საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და მისი მოადგილე;
კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის
ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;
კ1 ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე,
დეპარტამენტების უფროსები და მათთან გათანაბრებული პირები ;
კ2) ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
კ3) (ამოღებულია - 07.12.2017, №1708);
ლ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი და მისი
მოადგილე;
ლ1) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საქვეუწყებო
დაწესებულებათა ხელმძღვანელები;
ლ2) საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული,
საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო და რელიგიური საქმიანობისათვის
შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და პოლიტიკური პარტიებისა)
ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
მ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების,
ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი
მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;
მ1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და მისი
მოადგილეები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების,
მათში შემავალი მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი
მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;
ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის
საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი;
ო) გენერალური აუდიტორი , მისი მოადგილე, სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის პრეზიდიუმის წევრი, დეპარტამენტების, რეგიონალური და ქალაქის ბიუროების
ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სტრუქტურული
ერთეულების ხელმძღვანელები;
პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი;
ჟ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი;
რ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
ს) საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი;
ტ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე
და კომისიის მდივანი;
უ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი მოადგილე;
ფ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი
ორგანოების თანამდებობის პირები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის
გამგებელი, მისი მოადგილე და რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი;
ქ) (ამოღებულია - 05.02.2014, №1973);
ღ) მოსამართლე;
ყ) საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე, საქართველოს მთავარი
პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან
გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ.
თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები;
შ) საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე არჩეული,
დანიშნული ან დამტკიცებული სხვა პირი;
ჩ) (ამოღებულია - 27.10.2015, №4358);
ც) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი მოადგილე;
ძ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები.
2. ამ კანონის IV თავის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ აგრეთვე
იგულისხმება:
ა) (ამოღებულია - 27.10.2015, №4358);
ბ) სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ
დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (გარდა
კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და სასპორტო საქმიანობისათვის
შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელი;
გ) იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს
სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე ამ საწარმოს
შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იმ არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საწარმოების, რომელთა (რომელთა
შვილობილი საწარმოების) ხელმძღვანელებსაც ევალებათ თანამდებობის პირის ქონებრივი
მდგომარეობის დეკლარაციის შევსება, ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.