„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2018
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/225/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 254-ე მუხლს მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს მე-6 და მე-7 ნაწილები შემდეგი რედაქციით: „6. ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, ასევე, წყლის, საჰაერო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადებ/დადებულ სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფაზე.“. 2. ამოღებულ იქნეს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი. 3. 276-ე მუხლს მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს მე-3 ნაწილი შემდეგი რედაქციით: „3. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია.“. 4. 286-ე მუხლს მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს მე-4, მე-5 მე-6 და მე-7 ნაწილები შემდეგი რედაქციით: „4. ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადებ/დადებულ სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფაზე. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საცხოვრებელ სადგომად გამოყენების მიზნით სარგებლობაში გადაეცემა იპოთეკარ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს), ან ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით გადაეცემა იპოთეკარ იურიდიულ პირს. ამასთან, თუ ერთი და იგივე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა. 7. მარეგისტრირებელი ორგანოსათვის იპოთეკის უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსზე, მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობასა და მართლზომიერებაზე პასუხისმგებელი არიან უშუალოდ ხელშეკრულების მხარეები.“. 5. მე-300 მუხლს მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს 21 ნაწილი შემდეგი რედაქციით: „21. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია“. 6. 301-ე მუხლს 11 ნაწილის შემდეგ დაემატოს 12 ნაწილი შემდეგი რედაქციით: „12. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია“. 7. 477-ე მუხლს დაემატოს მე-4 ნაწილი შემდეგი რედაქციით: „4. უძრავი ნივთის ნასყიდობის შემთხვევაში, თუ ნასყიდობის ფასის გადახდა ხდება ფულადი თანხით, ნასყიდობის ფასის გადახდა უნდა განხორციელდეს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.“. 8. 5051 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „მუხლი 505 . გამყიდველის ვალდებულება განვადებით ნასყიდობისას 1. თუ გამყიდველი მეწარმეა, განვადებით ნასყიდობისას იგი ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, საკომისიოსთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით. 2. განვადებით ნასყიდობისას გამყიდველის მიერ 100 000 (ასი ათას) ლარამდე ნივთის ფასის ფიზიკური პირისაგან (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმისგან) მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული.“. 9. 576-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.“. გ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-5 ნაწილი: „5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი და ლიზინგის მთლიანი საზღაური არ აღემატება 100 000 (ასი ათას) ლარს, ლიზინგის გამცემის მიერ ფიზიკური პირისაგან (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმისგან) საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული.“ . 10. 624-ე მუხლის შემდეგ კოდექსს დაემატოს 6241-ე მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6241. უზრუნველყოფილი სესხის გაცემის წესი უძრავი ქონებით ან/და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებით ან/და სასოფლო სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალებით, ასევე, წყლის, საჰაერო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, სავალდებულოა გამსესხებელმა მსესხებელს ფულადი სახსრები გადასცეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.“. 11. 625-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 50 პროცენტს .“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან.“; გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს მე-31 ნაწილი შემდეგი რედაქციით: „31. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა ვრცელდება ყველა სახის სესხზე, ასევე ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის წლიურ ოდენობაზე.”. დ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს თითოეულ დღეზე. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული 0.27 პროცენტის მიზნებისათვის, გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსურ სანქციაში არ გაითვალისწინება ვადაგადაცილებისას (ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე) პირგასამტეხლოს სახით ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარის ან მისი ექვივალენტის უცხოურ ვალუტაში, ასევე, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად სესხის რეფინანსირების ან სესხის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, წინსწრებით დაფარვის საკომისიოს დაკისრება. სესხის ვადაგადაცილებისას, ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე, ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (მათ შორის, სესხის საპროცენტო განაკვეთი და ისეთი ხარჯები, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ნარჩენ ძირითად თანხაში არ გაითვალისწინება სესხის ვადაგადაცილებისას სესხის გადავადების, რეფინანსირების და/ან რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის ნაზარდი, ხოლო ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრად არ მიიჩნევა ვადაგადაცილების აღმოფხვრა სესხის რესტრუქტურიზაციის, რეფინანსირების და/ან გადავადების გზით.“. ე) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) 100 000 (ასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი.“. 12.6281 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6281. ფულადი სახსრების მოზიდვის შეზღუდვა 1. მეწარმე სუბიექტს უფლება აქვს, 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმისგან) დაბრუნებადი ფულადი სახსრები მოიზიდოს მხოლოდ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით და დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 2. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ნებისმიერი ფორმით იზიდავს ფულად სახსრებს 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმისგან), თითოეული ფიზიკური პირისგან (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმისგან) მოზიდული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს 100 000 (ასი ათას) ლარზე (ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე) ნაკლები. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშობა ამ ნაწილის მოთხოვნების დაცვის ვალდებულება, მან 20-ზე ნაკლები ფიზიკური პირისგან (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმისგან) მოზიდული 100 000 (ასი ათას) ლარზე (ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე) ნაკლები თანხა უნდა გადაიხადოს აღნიშნული ვალდებულების წარმოშობიდან 1 წლის განმავლობაში.“. 13. 868-ე მუხლის: ა) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საბანკო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან, ფინანსურ ხარჯთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.“; ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) 100 000 (ასი ათას) ლარამდე საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული საბანკო კრედიტი.“. მუხლი 2. 1. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კოდექსის 254-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და ამ კანონის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კოდექსის 286ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სესხის გამცემ სუბიექტებზე გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის, მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის და მე-6 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდეგ რეგისტრირებულ იპოთეკის და გირავნობის სამართლებრივ ურთიერთობებზე, ამ კანონის მე7 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდეგ დადებულ უძრავი ნივთის ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, ხოლო ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდეგ გასაცემ/გაცემულ სესხის/კრედიტის სახელშეკრულებო ურთიერთობებზე. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კოდექსის 625-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-31 და მე-5 ნაწილების მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ სესხზე/საბანკო კრედიტზე, გარდა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სესხის/საბანკო კრედიტის ნებისმიერი ფორმით გადავადების, რესტრუქტურიზაციისა და რეფინანსირების შემთხვევებისა. მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-14 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ბოლო წლებში შინამეურნეობების სესხებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს გლობალური ტენდენციაა და მას ძირითადად ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება განაპირობებს. თუმცა, სარგებელთან ერთად, ამ პროცესს თან ახლავს რისკები, რომლებიც საქართველოს შემთხვევაში, განსკუთრებით მაღალია. კერძოდ, მოსახლეობის დაბალი ფინანსური განათლების პირობებში მსესხებლებს უჭირთ ობიექტურად შეაფასონ ვალის ტვირთი და მისი მომსახურების შესაძლებლობა. დამატებით, ხშირ შემთხვევაში, მსესხებელი ზედმეტად ოპტიმისტურადაა განწყობილი თავის სამომავლო ფინანსურ მდგომარეობასთან მიმართებაში. ასეთ პირობებში, სესხების აგრესიული მარკეტინგი და მათი გამარტივებული ხელმისაწვდომობა აჩენს საფრთხეს, რომ შინამეურნეობამ აიღოს ჭარბი ვალი და გახდეს ვალაუვალი. ასეთ შემთხვევაში, მსესხებელს, როგორც წესი, ეზღუდება წვდომა საბანკო ანგარიშზე და პოტენციური სამართლებრივი აღსრულების შიშით, უმცირდება ფორმალური დასაქმების მოტივაცია, რაც პრობლემას წარმოადგენს მთლიანად ეკონომიკისთვის. ამასთან, უარესდება მოსახლეობის ამ ნაწილის სოციალური მდგომარეობა და იზრდება მისი საზოგადოებიდან გარიყვის რისკები. ბუნებრივია, მსესხებლის გადახდისუუნარობა კრედიტორის ინტერესებში არ შედის მაღალი საკრედიტო დანაკარგების გამო. თუმცა, თუ საპროცენტო განაკვეთები იმდენად მაღალია, რომ გადახდისუნარიანი მსესხებლების შენატანები დააკომპენსირებს აღნიშნულ დანაკარგებს, მაშინ დაკრედიტების ასეთი ბიზნეს მოდელი მდგრადია. პრაქტიკაში ეს ბოლო წლების სტატისტიკიდანაც დასტურდება - ფინანსური ინსტიტუტების სწრაფი საცალო სესხების პორტფელი სტაბილურად მომგებიანია, იმის პარალელურად, რომ იზრდება ვადაგადაცილების მქონე მსესხებლების რაოდენობა. ასეთი ტენდენცია პრობლემაა ქვეყნის ეკონომიკისთვის და არასასურველია თავად ფინანსური სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის; სახეზეა ბაზრის ჩავარდნა (Market Failure) და საჭიროა ჩარევა რეგულაციებით, რომლებიც ფინანსურ ინსტიტუტებს პასუხისმგებლიანი დაკრედიტებისკენ უბიძგებს. 2016 წელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განხორციელდა ცვლილება და დაწესდა სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 100%-იანი ლიმიტი, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა ე.წ. ონლაინ სესხების აგრესიული მარკეტინგი და ზოგადად ამ სეგმენტის ზრდა. თუმცა, მალევე, ის ჩაანაცვლა ანალოგიურმა საბანკო პროდუქტმა. კომერციულ ბანკებს, მასშტაბის გამო, ბევრად მაღალი ეფექტიანობა აქვთ, უფრო დეტალურ ინფორმაციას ფლობენ საკუთარ მრავალრიცხოვან კლიენტებზე და უფრო მძლავრი გაყიდვების არხები აქვთ, რაც საშუალებას იძლევა მაღალრისკიან მსესხებლებზე, თუნდაც 95%-ად გაცემული კრედიტის შემთხვევაში, სასურველი მოგება მიიღონ. ამასთან, საკითხის სიღრმისეული მოკვლევა ცხადყოფს, რომ აღნიშნულ სასესხო პორტფელში ვადაგადაცილებების რაოდენობა დიდია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კრედიტორების მიერ სესხის გაცემისას არ ხდება მომხმარებლის გადახდისუნარიანობის ანალიზი, როგორც ამას დაკრედიტების ჯანსაღი პრაქტიკა მოითხოვს. ხშირ შემთხვევაში, მსესხებელი პირები კარგავენ სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთულ ქონებას, რაც მათი ერთადერთი საარსებო წყარო შეიძლება იყოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საფრთხე ექმნება იმ მიზნის მიღწევას, რისთვისაც ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 100%-იანი ლიმიტი დაწესდა მომხმარებლების დაცვა ჭარბვალიანობისგან. ამიტომ, მიზანშეწონილია, განხორციელდეს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ლიმიტის შემცირება, რათა მან უკეთესად უპასუხოს მიმდინარე გამოწვევებს და ხელი შეუწყოს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის დამკვიდრებას. გარდა ამისა, ბაზარზე შეიმჩნევა ტენდენცია, რომ შეზღუდული საპროცენტო განაკვეთების პირობებში, კრედიტორები ცდილობენ მისაღები შემოსავლები მაღალი ჯარიმებით დააბალანსონ. არსებული ლიმიტები ამ მხრივაც გადახედვას საჭიროებს, რათა ისედაც ფინანსური სიძნელეების მქონე მსესხებელს ჭარბი ოდენობით ჯარიმები არ დაეკისროს. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის იანვრიდან ამოქმედებული ცვლილებებით დაწესდა სესხზე დაკისრებული ფინანსური ხარჯების მაქსიმალური დღიური ლიმიტი წლიური 150% (ანუ დღეში დაახლოებით 0,41%), ის არ ზღუდავს აღნიშნული ხარჯების დაკისრების ხანგრძლივობას. ლოგიკურია, რომ თუ მომხმარებელი ხანგრძლივი პერიოდით ვერ ახერხებს სესხის მომსახურებას, მასზე დამატებით ფინანსური ხარჯების დაკისრება უსასრულოდ არ უნდა ხდებოდეს. აქვე, ზღვრების განსაზღვრისას, მხედველობაშია მისაღები, რომ ჯარიმა-საურავებს გააჩნიათ სანქციის ფუნქციაც, რაც მსესხებლის დისციპლინირებულ ქცევას უზრუნველყოფს. ამიტომ, ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2017 წლის იანვრიდან ამოქმედებული ცვლილებებით, სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ჯარიმების შეზღუდვასთან ერთად, აიკრძალა უცხოურ ვალუტაში 100 000 ლარამდე სესხების გაცემა ფიზიკურ პირებზე, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებზე. ერთიანი მიდგომებისა და მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლადი ფენის სავალუტო რისკებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია იგივე შეზღუდვა გავრცელდეს ლიზინგსა და განვადებით ნასყიდობის შემთხვევაზეც და კანონით განისაზღვროს, რომ განვადებით ნასყიდობის შემთხვევაში გამყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის მიღება, ხოლო ლიზინგის შემთხვევაში ლიზინგის გამცემის მიერ საზღაურის მიღება ფიზიკური პირებისაგან (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმეებისაგან) არ უნდა იყოს უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. გარდა ზემოხსენებულისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო სამართლებრივი საშუალებები გირავნობა და იპოთეკა არ განსაზღვრავს მოვალის სამართლებრივი დაცვის მექანიზმს კრედიტორის მხრიდან მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში. გირავნობა და იპოთეკა დღევანდელ რეალობაში არა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, არამედ კრედიტორის (ე.წ. „მევახშეების“ და ლომბარდების) ძირითადი ინტერესი გახდა. ხშირ შემთხვევაში, კრედიტორი თვითონ არის დაინტერესებული მოვალის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევით, რათა მას მიეცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებისა და გირავნობით დატვირთული მოძრავი ქონების/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის დასაკუთრების შესაძლებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსახლეობის ჭარბვალიანობის პრობლემის გადასაჭრელად, დღის წესრიგში დადგა საკითხი, დარეგულირებულიყო საკრედიტო ურთიერთობები მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით, ასევე, დახვეწილიყო რეგულაციები ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების/კრედიტების უზრუნველყოფის სანივთო-სამართლებრივ საშუალებებთან დაკავშირებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში, ასევე მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, კოდექსის 254-ე მუხლს ემატება მე-6 და მე-7 ნაწილები, რომელთა თანახმადაც, ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, ასევე, წყლის, საჰაერო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფაზე. კოდექსიდან ამოღებულ იქნება 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც არეგულირებს ლომბარდის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხს გირავნობის საგნის რეალიზაციის შემთხვევაში. აღნიშნული ნორმის ამოღება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხი რეგულირებული იქნება 276-ე მუხლით, რომელიც ასევე გავრცელდება ლომბარდებზე. 276-ე მუხლს ემატება სპეციალური ნორმა მე-3 ნაწილის სახით, რომელიც დაარეგულირებს ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის გირავნობის საგნიდან დაკმაყოფილების საკითხს. აღნიშნული ნორმის თანახმად, ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნება დადგენილი. მსგავსი შინაარსის ცვლილებები შედის იპოთეკასთან მიმართებითაც. კერძოდ, 286-ე მუხლს ემატება მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილები, რომელთა თანახმადაც, ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მისი ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადებ/დადებულ სესხის/კრედიტის ხელშეკრულებაზე. ამასთან, გამონაკლისი დგინდება ასევე იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც უძრავ ქონებას გაცემული სესხის სანაცვლოდ უზრუნველყოფის სახით იღებენ საცხოვრებელი მიზნით და იმ იურიდიულ პირებზე, რომლებიც უძრავ ქონებას გაცემული სესხის სანაცვლოდ უზრუნველყოფის სახით იღებენ ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით. ამასთან, თუ ერთი და იგივე ფიზიკური პირის (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველ მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებაზე გავრცელდება მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა (ვერ იქნება გამოყენებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად). აღნიშნული დანაწესით თავიდან იქნება აცილებული ე.წ. „მევახშეების“ მხრიდან სესხის მიზნობრიობის არაკეთილსინდისიერი გამოყენების შესაძლებლობა. მე-300 და 301-ე მუხლებს ემატება სპეციალური ნორმები 21 და 12 ნაწილების სახით, რომლებიც დაარეგულირებს ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის იპოთეკის საგნიდან დაკმაყოფილების საკითხს. კერძოდ, ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება, ხოლო იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შემთხვევაში რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მთლიანად არ ფარავს მოთხოვნის ოდენობას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. კოდექსის 477-ე მუხლს ემატება მე-4 ნაწილი, რომლის თანახმადაც, უძრავი ნივთის ნასყიდობის შემთხვევაში, თუ ნასყიდობის ფასის გადახდა ხდება ფულადი თანხით, ნასყიდობის ფასის გადახდა უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ასევე 6241 მუხლი, რომლის თანახმადაც, უძრავი ქონებით ან/და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებით ან/და სასოფლო სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალებით, ასევე, წყლის, საჰაერო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება, რომ გამსესხებელმა მსესხებელს ფულადი სახსრები გადასცეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. აღნიშნული დანაწესით ე.წ. „მევახშეების“ მიერ სესხის სახით ფაქტობრივად გაცემული და მიღებული ფულადი სახსრები, ასევე უძრავი ნივთის ნასყიდობის შემთხვევაში გადახდილი თანხები, აისახება საბანკო დაწესებულების ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სისტემაში და ერთი მხრივ გამარტივდება ფულადი სახსრების გაცემა/მიღების მტკიცების პროცესი, ხოლო მეორე მხრივ, დამატებითი მექანიზმი შეიქმნება ამ მიმართულებით გადასახადების ადმინისტრირების გაუმჯობესებისთვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5051 მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც განვადებით ნასყიდობისას გამყიდველის მიერ 100 000 (ასი ათას) ლარამდე ნივთის ფასის მიღება ფიზიკურ პირისაგან (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმისაგან) არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. რაც შეეხება ლიზინგს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლს ემატება მე-5 ნაწილი, რომლის თანახმადაც, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი და ლიზინგის მთლიანი საზღაური არ აღემატება 100 000 (ასი ათას) ლარს, ლიზინგის გამცემის მიერ ფიზიკური პირისაგან (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმისაგან) საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. ამასთან, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება განსხვავებული მოთხოვნები დაუდგინოს მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ სუბიექტებს შესაბამისი ნორმატიული აქტით. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის ბოლოს განხორციელებული ცვლილების თანახმად, საბანკო საქმიანობას დაემატა ქონების ლიზინგით გაცემა და ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ქონებით ლიზინგის გაცემის კრიტერიუმები. ცვლილების თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის 625-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 ნაწილები, ასევე 625-ე მუხლს ემატება მე-31 ნაწილი. კერძოდ: მცირდება სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვარი. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 50 პროცენტს. ამასთან, აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ყველა სახის სესხზე, ასევე იპოთეკური სესხებისათვის მხარეთა შეთანხმებით ყოველთვიურად გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის წლიურ ოდენობაზე. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს თითოეულ დღეზე. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული 0.27 პროცენტის მიზნებისათვის, გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსურ სანქციაში არ გაითვალისწინება ვადაგადაცილებისას ( ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე) პირგასამტეხლოს სახით ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარის ან მისი ექვივალენტის უცხოურ ვალუტაში, ასევე, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად სესხის რეფინანსირების შემთხვევაში ან სესხის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ ვადაზე ადრე დაფარვისას, წინსწრებით დაფარვის საკომისიოს დაკისრება. სესხის ვადაგადაცილებისას, ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე, ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (მათ შორის, სესხის საპროცენტო განაკვეთი და ისეთი ხარჯები, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ნარჩენ ძირითად თანხაში არ გაითვალისწინება სესხის გადავადების, რეფინანსირების და/ან რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის ნაზარდი, ხოლო ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრად არ მიიჩნევა ვადაგადაცილების აღმოფხვრა სესხის რესტრუქტურიზაციის, რეფინანსირების და/ან გადავადების გზით. ანუ, თუ მოხდა ვადაგადაცილებული სესხის რეფინანსირება, გადავადება ან რესტრუქტურიზაცია, ამ გზით შეუძლებელი იქნება ზემოაღნიშნული ლიმიტების გაზრდა, რამდენადაც სესხის ძირითადი თანხის მიმდინარე ნაშთად მიიჩნევა იგივე მოცულობა, რაც სესხის ზემოაღნიშნული ცვლილებების (რესტრუქტურიზაცია, რეფინანსირება და/ან გადავადება) განხორციელებამდე იყო, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ ხდება არსებულ სესხზე დარიცხული პროცენტის, ჯარიმის ან სხვა ნებისმიერი ფინანსური ხარჯის სესხის ძირში კაპიტალიზაცია. ასეთი შეზღუდვის მიზანია, რომ კრედიტორმა შეზღუდვის გვერდის ავლის მიზნით რესტრუქტურიზაცია/რეფინანსირების გზით არ მოახდინოს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის ზრდა და, შედეგად, ვადაგადაცილებისას არსებულ ძირზე დამატებით, 1.5-მაგ ოდენობაზე მეტი ხარჯის მომხმარებლისთვის დაკისრება. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა ვრცელდება არამარტო ლიმიტს ზემოთ მსესხებლისთვის თანხების მოთხოვნასა და/ან აღებაზე, არამედ მისი გათვალისწინება უნდა მოხდეს მსესხებელთან დადებულ ხელშეკრულებაშიც. ზუსტდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 6281 მუხლი და 868-ე მუხლის მე-8 ნაწილი, სადაც ფიზიკურ პირებთან ერთად ჩაიწერა ინდივიდუალური მეწარმეებიც. ასევე ზუსტდება 868-ე მუხლის მე-7 ნაწილი, სადაც საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსურ სანქციასთან ერთად, მითითება კეთდება ფინანსურ ხარჯზეც. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გარკვეული სახის გავლენა მოახდინოს იმ პირებზე, რომელთა საქმიანობის სფეროა უზრუნველყოფილი სესხების გაცემა, რამდენადაც იზღუდება სატრანსპორტო საშუალებებისა და უძრავი ქონების დატვირთვა ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად, კანონპროექტით ასევე დგინდება მსესხებელ პირთა ფინანსური დაცვის გარანტიები. ამ ეტაპისათვის იმის ზუსტი განსაზღვრა, თუ რა სახის გავლენას იქონიებს კანონპროექტი იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, ვისზეც გავრცელდება იგი, შეუძლებელია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ან სხვა სახის კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. მიმართება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ ორგანიზაციებში და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ იმ მუხლების (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება: მუხლი 254. ცნება 1. მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. 2. მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით. 3. გირავნობით შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სამომავლო ან პირობითი მოთხოვნები. 4. გირავნობა, რომელიც უზრუნველყოფს არაფულად მოთხოვნას, მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნამდვილი, თუ შესაძლებელია მისი გამოხატვა ფულადი ფორმით. 41. გირავნობის უფლება შესაძლებელია გავრცელდეს როგორც ნივთზე ან მის ნაწილზე, ნივთთა ერთობლიობაზე ან მათ ნაწილზე ან /და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, ისე მთელ მოძრავ ქონებაზე. 5. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ის ნივთები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლებსაც დამგირავებელი შეიძენს მომავალში (სამომავლო ქონება). სამომავლო ქონება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ხდება მისი შეძენისთანავე, ხოლო სამომავლო ქონებაზე გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის უფლების რეგისტრაციის მომენტის შესაბამისად. მუხლი 260. ლომბარდში ნივთების დაგირავების წესი 1. ლომბარდში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით. 2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ლომბარდის მოთხოვნა მოვალის მიმართ წყდება იმ შემთხვევაშიც, როცა გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მთლიანად არ ფარავს ლომბარდის მიმართ არსებულ ვალდებულებას. მუხლი 276. მოგირავნის დაკმაყოფილება 1. მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 286. ცნება 1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). 2. იპოთეკა შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სამომავლო ან პირობით მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუ იპოთეკის დადგენის მომენტისათვის შესაძლებელია ამ მოთხოვნის განსაზღვრა. 3. ის მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, შეიძლება შეიცვალოს სხვა მოთხოვნით. ამისათვის საჭიროა მესაკუთრისა და კრედიტორის (იპოთეკარის) შეთანხმება და ამ შეთანხმების რეგისტრაცია რეესტრში. მუხლი 300. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გადასვლა კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში 1. თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუკი კრედიტორი (იპოთეკარი) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ მარეგისტრირებელ ორგანოს. 2. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი არ გადავა კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს, თუ ამის თაობაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსმა სანოტარო აქტში წერილობით განმარტა სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 301. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნა 1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 11 . მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. რეალიზაცია ხორციელდება ამ თავში მოცემული წესებისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონისშესაბამისად. 3. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ აუქციონის ჩატარების სხვა წესზე მხოლოდ ამ კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 3061–3063მუხლებით, 306 5 მუხლის პირველი ნაწილითა და 307-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. მუხლი 477. ცნება. შინაარსი 1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. 3. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე. მუხლი 5051 . გამყიდველის ვალდებულება განვადებით ნასყიდობისას თუ გამყიდველი მეწარმეა, განვადებით ნასყიდობისას იგი ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, საკომისიოსთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით. მუხლი 576. ცნება 1.ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია. 2. მიმწოდებელი შეიძლება იმავდროულად იყოს ლიზინგის გამცემი, თუ მიმწოდებლის ჩვეულებრივ ი საქმიანობა არის ქონების მიწოდება ან ქონების ლიზინგით გაცემა. ქონება შეიძლება შეძენილ იქნეს ასევე ლიზინგის მიმღებისგან. 3. ლიზინგით გაცემული ქონება ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას განმეორებით შეიძლება გაიცეს ლიზინგით, მაგრამ იმისათვის, რომ მასზე გავრცელდეს ამ თავის დებულებები, ლიზინგის გამცემმა უნდა მოიპოვოს ლიზინგის მიმღებისგან ქონების დამოუკიდებელი შერჩევის დადასტურება. 4. ლიზინგის საგანი არ შეიძლება იყოს ფული, ფასიანი ქაღალდი, წილი ან პაი სამეწარმეო საზოგადოებაში. მუხლი 625. გამსესხებლის ვალდებულება და პროცენტი სესხისათვის 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. 2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის (გარდა 1000 ლარამდე სესხისა) ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად, 1000 ლარამდე უზრუნველყოფილ სესხზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. 4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე. 5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს. 6. ამ მუხლის მიზნებისათვის „ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“ განიმარტება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. 7. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე 100 000 (ასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი. 8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში გამსესხებელს ეკრძალება, მის მიერ გაცემული სესხის რეფინანსირების შემთხვევაში ან სესხის მომხმარებლის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ, ამ კოდექსით დადგენილი წესით დაფარვის შემთხვევაში მომხმარებელს დააკისროს წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო ან ნებისმიერი საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად არის წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო, რომელიც სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 2 პროცენტს აღემატება. მუხლი 6281 . ფულადი სახსრების მოზიდვის შეზღუდვა 1. მეწარმე სუბიექტს უფლება აქვს, 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან დაბრუნებადი ფულადი სახსრები მოიზიდოს მხოლოდ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით და დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 2. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ნებისმიერი ფორმით იზიდავს ფულად სახსრებს 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან, თითოეული ფიზიკური პირისგან მოზიდული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს 100 000 (ასი ათას) ლარზე (ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე) ნაკლები. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშობა ამ ნაწილის მოთხოვნების დაცვის ვალდებულება, მან 20-ზე ნაკლები ფიზიკური პირისგან მოზიდული 100 000 (ასი ათას) ლარზე (ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე) ნაკლები თანხა უნდა გადაიხადოს აღნიშნული ვალდებულების წარმოშობიდან 1 წლის განმავლობაში. მუხლი 868. საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთები 1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223 ფიქსირდება ხელშეკრულებაში და უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში ან რომლის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული გარემოებების (გარდა საჯარო ინდექსის ცვლილებისა) დადგომის შემთხვევაში. საპროცენტო განაკვეთის ცვლილებად არ მიიჩნევა ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული პირობების შესაბამისად მომხმარებლის ქმედებასთან დაკავშირებული გარემოების დადგომიდან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთის ავტომატური ცვლილება. 3. ამ მუხლის მიზნებისათვის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეული წესით დაკავშირებულია საჯარო ინდექსთან და რომლის ცვლილებაც აღნიშნული ინდექსის ცვლილებითაა გამოწვეული. 4. საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვრები და ცვლილებათა მინიმალური შუალედი. 5. კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს კრედიტისათვის საპროცენტო განაკვეთის შესახებ. 6. თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული, მაშინ გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წლიური პროცენტი. თუკი ხარჯების დაკისრება არ იყო გათვალისწინებული წლიური პროცენტის გამოთვლისას, მაშინ ეს ხარჯები არ ანაზღაურდება. 7. საბანკო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით. 8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე 100 000 (ასი ათას) ლარამდე საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული საბანკო კრედიტი.