„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ჰ7“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ7) სესხის გამცემი სუბიექტი – ნებისმიერი პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა
ჯგუფი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს (მათ შორის
ინდივიდუალურ მეწარმეს) აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება;“;
ბ) „ჰ8“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ9“ ქვეპუნქტი:
„ჰ9) ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფი გულისხმობს პირებს, რომლებიც
ერთმანეთის მიმართ ან/და ერთმანეთის საწარმოებში ფლობენ აქციების/წილის 50%-ს ან
50%-ზე მეტს, ან/და ფლობენ ერთმანეთის სათავო საწარმოებს (სათავო ორგანიზაციებს)
ან/და მათ შვილობილ საწარმოებს ან/და აფილირებულ საწარმოებს ან/და ერთობლივ
საწარმოებს, ან/და პირებს, რომლებიც ერთმანეთის პირველი რიგისა და მეორე რიგის
კანონით მემკვიდრეები არიან.“.
2. 483-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს უფლება არა აქვს,
ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის, არასაბანკოსადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის
გარეშე 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმისგან)
მოიზიდოს დაბრუნებადი ფულადი სახსრები (მათ შორის, მიიღოს სესხი) ან/და აწარმოოს
პირთა ფართო წრისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება.“.
3. 483 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. 522 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს სესხის გამცემი
სუბიექტის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს სესხის გამცემი სუბიექტის
რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი
მითითებების გაცემას, მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას.“.
5. 522 მუხლის მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სესხის გამცემი სუბიექტი (მეწარმე სუბიექტი) ვალდებულია დაიცავს
უსაფრთხოებასთან და ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული
მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და
წარმოებასთან დაკავშირებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით
დადგენილი მოთხოვნები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს
განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მსესხებელთა უფლებების დაცვის მიზნით,
2019 წლის 1 იანვრიდან, ეროვნული ბანკის რეგულირებასა და ზედამხედველობას
დაექვემდებარება სესხის გამცემი სუბიექტი, კერძოდ, ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომლის
მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოცემული ფორმულირება საზოგადოებაში არაერთგვაროვან
ინტერპრეტაციას იწვევს იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად ვრცელდება საქართველოს
ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვალდებულება იმ ფიზიკურ პირებზე, ე.წ. „მევახშეებზე“,
რომლებიც გასცემენ სესხებს პირთა ფართო წრეზე, რაც შინაარსობრივად სამეწარმეო
საქმიანობაა და ასევე საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებას საჭიროებს. შესაბამისად,
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია სესხის გამცემი სუბიექტის არსებული
რეგულირების არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის გამორიცხვისა და მაქსიმალური
სიცხადის საჭიროებით, რათა, ცალსახად განისაზღვროს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში
სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის ვალდებულება ვრცელდება არა მხოლოდ მეწარმე
სუბიექტებზე, არამედ სესხის გამცემ ნებისმიერ ფიზიკურ/იურიდიულ პირსა და
ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფზე, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ეროვნული
ბანკის საქმიანობას მსესხებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის მიღება განპირობებულია უფლებამოსილი
ორგანოების მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთებისა და მათი მფლობელი
პირების იდენტიფიცირების მიზნით ეფექტიანი და ქმედითი პოლიტიკის განხორციელების
აუცილებლობით.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკურ მონაცემებში საგრძნობლად გაიზარდა წვრილმანი
ქურდობების წილი. პრობლემის ანალიზმა აჩვენა, რომ მოპარული ნივთების (ძირითადად
ტექნიკა/მობილური ტელეფონები, ძვირფასეულობა) დიდი ნაწილის რეალიზაცია სესხის
გამცემი სუბიექტების (ლომბარდების) მეშვეობით ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ
დღეის მდგომარეობით გასაღების ხერხი და მეთოდი ზოგადად არ წარმოადგენს
ოფიციალური აღრიცხვის ობიექტებს და ხშირ შემთხვევაში სტატისტიკის მიღმა რჩება,
არსებული აღრიცხვიანობის ფარგლებშიც კი ნათლად გამოიხატა დანაშაულებრივი გზით
მოპოვებული ნივთების სესხის გამცემი სუბიექტების (ლომბარდების) მეშვეობით
რეალიზაციის ზრდის ტენდენციები, კერძოდ არაერთხელ ჰქონდა ადგილი საქართველოს
სხვადასხვა რეგიონში გაქურდული სახლებიდან, აგარაკებიდან, საწარმოებიდან და სხვა
ობიექტებიდან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთების სესხის გამცემ სუბიექტებში
(ლომბარდებში) ჩაბარებას.
შესაბამისად, აუცილებელია, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთებისა და
მათი მფლობელი პირების იდენტიფიცირების მიზნით ეფექტიანი და ქმედითი პოლიტიკის
განხორციელების მიზნით, სესხის გამცემმა სუბიექტმა უზრუნველყოს უსაფრთხოებასთან და
ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების
აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან
დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი
მოთხოვნების დაცვა.
კანონში ცვლილების შეტანის აუცილებლობა განპირობებულია ასევე 483-ე მუხლის მე-2
პუნქტის არსებულ რედაქციაში მეტი სიცხადის შეტანის საჭიროებით, რათა დაზუსტდეს
ხსენებული მუხლების შესაბამის პუნქტებში არსებული „ფიზიკური პირის“ ცნება და
ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ ხსენებულ ტერმინში - „ფიზიკური პირი“ - მოიაზრებოდეს,
მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმეც.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია მსესხებელთა უფლებების დაცვის არსებული რეგულირების
დახვეწა და კიდევ უფრო გამჭვირვალე და ქმედითი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა.
კანონპროექტი მიზნად ისახავს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანული
კანონით
რეგულირების
გათვალისწინებული
გადამუშავებას,
რათა
სესხის
გამცემი
მაქსიმალურად
იქნეს
სუბიექტის
არსებული
გამორიცხული
მისი
არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა და შესაბამისად, მიღწეულ იქნეს
აღნიშნული ცვლილების მთავარი მიზანი - მსესხებელთა უფლებების დაცვა.
კანონპროექტის მიზანს ასევე წარმოადგენს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული
ნივთებისა და მათი მფლობელი პირების იდენტიფიცირების მიზნით ეფექტიანი და ქმედითი
პოლიტიკის განხორციელება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება ორგანული კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“
ქვეპუნქტი - სესხის გამცემის სუბიექტის ცნება და ცალსახად განისაზღვრება, რომ მასში
მოიაზრება ნებისმიერი პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართ
ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეს) აქვს
სასესხო/საკრედიტო ვალდებულება.
კანონპროექტის შესაბამისად, ორგანული კანონის მე-2 მუხლს - ტერმინთა განმარტებას
ასევე ემატება „ჰ9“ ქვეპუნქტი, რომელიც განმარტავს ურთიერთდაკავშირებულ პირთა ცნებას.
იმის გათვალისწინებით, რომ „ურთიერთდაკავშირებულ პირთა“ ცნება იდენტური იქნება
როგორც სესხის გამცემის სუბიექტების, ისე დაბრუნებადი ფულადი სახსრების მიზიდვის
რეგულირებასთან მიმართებით, კანონპროექტში შედის ტექნიკური ხასიათის ცვლილება და
გათვალისწინებულია ორგანული კანონის 483 მუხლის მე-3 პუნქტის ამოღება. ცვლილება
შედის ასევე ორგანული კანონის 483 მუხლის მე-2 პუნქტში და ზუსტდება, რომ ფიზიკურ
პირებში მოიაზრება მათ შორის ინდივიდუალური მეწარმეებიც.
კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება ორგანული კანონის 522 მუხლის პირველი
პუნქტი, კერძოდ, ფართოვდება ეროვნული ბანკის მანდატი სესხის გამცემი სუბიექტის
ზედამხედველობის თვალსაზრისით, რამდენადაც მნიშვნელოვანია არამარტო მსესხებელთა
უფლებების დაცვა, არამედ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთებისა და მათი
მფლობელი პირების იდენტიფიცირების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი და
ქმედითი პოლიტიკის განხორციელება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, კანონპროექტით
წარმოდგენილი 522 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით სესხის გამცემი სუბიექტი (იურიდიული
პირი) ვალდებული იქნება დაიცავს უსაფრთხოებასთან და ფულადი მოთხოვნის
უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური
ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი მიღება გავლენას იქონიებს სესხის გამცემ სუბიექტებზე, რამდენადაც
ექნებათ ვალდებულება დაიცვან უსაფრთხოებასთან და ფულადი მოთხოვნის
უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური
ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები. უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული
მოთხოვნის ფარგლებში
სესხის
გამცემ სუბიექტებს ექნებათ
ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ქონის ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ სესხის გამცემი
სუბიექტების უმრავლესობას დღეის მდგომარეობით აქვთ ვიდეომეთვალყურეობის სისტემა,
შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევს სესხის გამცემი სუბიექტების
მხოლოდ ნაწილს. ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებული ფინანსური შედეგების
გაანგარიშება შეუძლებელია, რამდენადაც დამოკიდებულია სესხის გამცემი სუბიექტის მიერ
შერჩეულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მოდელზე და სხვა სუბიექტურ გარემოებებზე.
რაც შეეხება ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი
ნივთების აღრიცხვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამას, აღნიშნულთან დაკავშირებითაც
ფინანსური შედეგების გაანგარიშება წინასწარ შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაშიც
მრავალი სუბიექტური გარემოება უნდა იქნეს გათვალისწინებული (კომპიუტერული
ტექნიკის ქონა, ინტერნეტთან წვდომა და ასე შემდეგ).
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ
ხელშეკრულებებს.
და
მრავალმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება:
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო
დაწესებულება, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი
რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, ცენტრალური დეპოზიტარი,
სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია,
არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საგადახდო სისტემის ოპერატორი,
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ანგარიშვალდებული საწარმო, ვალუტის
გადამცვლელი პუნქტი;
ბ) საფინანსო სექტორი – საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ერთობლიობა;
გ) კომერციული ბანკი – ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი,
რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;
დ) ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი – ეროვნული ბანკის მიერ მისაღწევი ინფლაციის
მაჩვენებელი;
ე) ოფიციალური გაცვლითი კურსი – ეროვნული ბანკის მიერ სხვადასხვა ვალუტების
მიმართ დადგენილი გაცვლითი კურსი, რომელიც გამოიყენება საბუღალტრო და სხვა
ოფიციალური მიზნებისათვის;
ვ)
სახელმწიფო
სესხი
–
„სახელმწიფო
ვალის
შესახებ“
საქართველოს
კანონით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო ვალი და კრედიტებისათვის
გაცემული საქართველოს სახელმწიფო გარანტიები;
ზ) დეპოზიტი – კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში პირის
მიერ შეტანილი ფულადი სახსრები ან გადახდის სხვა საშუალებები, რომლებზედაც
საკუთრების უფლებას იძენს კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო
დაწესებულება. ელექტრონული ფულის სანაცვლოდ მიღებული სახსრები არ არის
დეპოზიტი;
თ) ფულის ნიშნები – ეროვნული ბანკისა და სხვა ქვეყნის ემიტენტი დაწესებულებების მიერ
გადახდის კანონიერი საშუალებების სახით გამოშვებული ბანკნოტები და მონეტები;
ი) ყალბი ფულის ნიშნები – თაღლითური, არაკანონიერი გზით დამზადებული ბანკნოტები
და მონეტები, აგრეთვე ფალსიფიცირებული ფულის ნიშნები, რომლებზედაც შეინიშნება
ნომინალური გადაკეთების კვალი;
კ) ემისია – ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ან ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაში
გაშვება;
ლ) რეპროდუცირება – ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ბანკნოტებისა და მონეტების
მთლიანად ან მათი ნაწილის, მათ შორის, მათი ინდივიდუალური დიზაინის ელემენტების,
ფერის, ზომების, სიმბოლოების ან მათი სახეცვლილებით მატერიალური ან
არამატერიალური ფორმით რაიმე გამოსახულების, დამზადება, რომელიც შესაძლოა
წააგავდეს ნამდვილ ფულის ნიშნებს ან ქმნიდეს ნამდვილი ფულის ნიშნების
შთაბეჭდილებას;
მ) ნუმიზმატიკური
ფასეულობა
–
სარეალიზაციოდ
ან
საექსპონატოდ
განკუთვნილი, ეროვნული ბანკის მიერ რეპროდუცირებული ლარის ბანკნოტები და
მონეტები, აგრეთვე ის ბანკნოტები და მონეტები, რომლებიც ამოღებულია მიმოქცევიდან
ან რომელთა ემისია არ განხორციელებულა შეუსაბამო მახასიათებლების გამო, ასევე
ისტორიული ბანკნოტები და მონეტები, მათი ასლები;
ნ) კრედიტი – დაბრუნებადობის, ფასიანობის, უზრუნველყოფადობისა და ვადიანობის
საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება;
ო) კლირინგი (საკლირინგო ხელშეკრულება) – უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა,
რომელიც ემყარება მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლას და
გამოიყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ანგარიშსწორებაში;
პ) სპოტური ოპერაცია – გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების
დადების დღიდან 2 საბანკო დღის განმავლობაში;
ჟ) ფორვარდული ოპერაცია – გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების
დადების დღიდან 2 საბანკო დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში;
რ) სვოპი – გარიგება უცხოური ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ, მისი შემდგომი
გაყიდვის ან გამოსყიდვის წინასწარ დათქმული პირობებით;
ს) ფისკალური აგენტი – საგადახდო სისტემისა და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის
ორგანიზებით სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკის განხორციელების მხარდამჭერი
პირი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს სხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან და
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ტ) ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯები – ყველა ხარჯი, გარდა იმ ხარჯებისა,
რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის განხორციელებასთან და ნაღდი ფულით ეკონომიკის უზრუნველყოფასთან;
უ) საქართველოს საფინანსო სექტორის სტატისტიკა – ეროვნული ეკონომიკის ფინანსური
აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე ფინანსური კორპორაციების ფინანსური და
არაფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების მარაგებისა და ნაკადების ამსახველი
სტატისტიკა;
ფ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული
პირი;
ქ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – იურიდიული პირი, რომელიც არ არის
კომერციული ბანკი და უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით
თავისი სახელით აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბანკო
საქმიანობის ნაწილი;
ქ 1) (ამოღებულია - 23.12.2018, №1894);
ღ) დროებითი ბანკი – განსაკუთრებულ შემთხვევაში საბანკო სისტემის სტაბილურობისა
და დეპოზიტების უსაფრთხოების მიზნით ეროვნული ბანკის მიერ საგანგებოდ და
დროებით შექმნილი ბანკი;
ყ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის
უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის
მოხდენა;
შ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;
ჩ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან
მუდმივად მცხოვრები პირი;
ც) ახლო ნათესავი – ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ირიცხება კანონით მემკვიდრეთა წრიდან I ან II რიგში;
ძ) საჯარო რეგისტრი – ეროვნული ბანკის უწყებრივი საჯარო რეესტრი, რომელშიც ხდება
ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების აღრიცხვა და სისტემატიზაცია;
წ) საგარეო სექტორის სტატისტიკა – საგადასახდელო ბალანსის, საერთაშორისო
ინვესტიციური მდგომარეობის, საგარეო ვალისა და ოფიციალური საერთაშორისო
რეზერვების სტატისტიკა;
ჭ) ინფლაცია – ფასების სტატისტიკის მწარმოებელი ოფიციალური ორგანოს მიერ
გამოქვეყნებული სამომხმარებლო კალათის ფასების ინდექსის ცვლილება;
ხ) სარეზერვო ფული – ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ნაღდი ფული (ეროვნული
ბანკის სალაროში არსებული სახსრების ნაშთის გარეშე), ეროვნულ ბანკში კომერციული
ბანკის (მათ შორის, ლიცენზიაგაუქმებული ბანკის) ანგარიშებზე არსებული სახსრები
ეროვნულ ვალუტაში;
ჯ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონა – „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ზონა;
ჰ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი – საბაჟო კონტროლის ზონა, რომლის საქმიანობისთვის
სავალდებულოა შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა და სადაც
ნებადართულია, სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე გაიყიდოს
ნებისმიერი საქონელი, გარდა იმ საქონლისა, რომლის საქართველოში შემოტანა,
საქართველოდან გატანა ან საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვა აკრძალულია;
ჰ1) საბანკო ჯგუფი – იურიდიული პირებისაგან შემდგარი ჯგუფის იმ წევრთა
ერთობლიობა, რომლებიც არიან კომერციული ბანკი, მისი სათავო საწარმო/საწარმოები,
კომერციული ბანკისა და მისი სათავო საწარმოს/საწარმოების შვილობილი, ასოცირებული
და ერთობლივი საწარმოები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მისი ფარგლების გარეთ და,
იმავდროულად, არიან ფინანსური ინსტიტუტები ან/და საბანკო საქმიანობასთან
დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული იურიდიული პირები ან/და საბანკო ჰოლდინგები;
ჰ2) საბანკო ჰოლდინგი – იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს
კომერციული ბანკის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ან აკონტროლებს კომერციულ ბანკს;
ჰ3) ასოცირებული საწარმო – საწარმო, რომელზედაც ინვესტორი მნიშვნელოვან გავლენას
ახდენს, რაც გულისხმობს საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან
დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას. ასოცირებული
საწარმო მოიცავს ასოცირებული საწარმოს შვილობილ საწარმოებსაც;
ჰ4) კონსოლიდირებული ზედამხედველობა – ზედამხედველობის პროცესი, რომელიც
გულისხმობს საბანკო სექტორის სტაბილურობის და საბანკო ჯგუფში შემავალი
კომერციული ბანკის (კომერციული ბანკების) ზედამხედველობის პროცესის ხელშეწყობის
მიზნით საბანკო ჯგუფის ნებისმიერი წევრისთვის ინდივიდუალურად ან/და საბანკო
ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად (გაერთიანებულად) საზედამხედველო მოთხოვნების
დაწესებას და საზედამხედველო უფლებამოსილებების/ქმედებების განხორციელებას;
ჰ5) საკრედიტო საინფორმაციო ბიურო – მეწარმე სუბიექტი, რომელიც აგროვებს, ინახავს,
ამუშავებს და გასცემს პირის შესახებ საკრედიტო ინფორმაციას;
ჰ6) ადმინისტრატორი – საფინანსო სექტორის წარმომადგენლის სამეთვალყურეო საბჭოს
წევრი, დირექტორატის (გამგეობის) წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია
დამოუკიდებლად ანდა ერთ ან რამდენიმე პირთან ერთად საფინანსო სექტორის
წარმომადგენლის სახელით აიღოს ვალდებულებები;
ჰ7) სესხის გამცემი სუბიექტი – ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომლის მიმართ
ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება;
ჰ8) ერთობლივი საწარმო – საწარმო, რომელშიც ერთობლივი კონტროლის მქონე მხარეებს
აქვთ წვდომა საქმიანობის წმინდა აქტივებზე. ერთობლივი საწარმო მოიცავს ერთობლივი
საწარმოს შვილობილ საწარმოებსაც. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ერთობლივი
კონტროლი გულისხმობს შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ერთობლივ
კონტროლს, რომელიც მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც შესაბამის საქმიანობასთან
დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ერთობლივად მაკონტროლებელ მხარეთა
ერთსულოვან თანხმობას საჭიროებს.
მუხლი 483. საკრედიტო საქმიანობა და საბანკო საქმიანობა
1. არავის აქვს უფლება, ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის
ლიცენზიის გარეშე მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით გასცეს კრედიტები.
2. მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს უფლება არა აქვს,
ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის, არასაბანკოსადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის
გარეშე 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან მოიზიდოს დაბრუნებადი ფულადი სახსრები
(მათ შორის, მიიღოს სესხი) ან/და აწარმოოს პირთა ფართო წრისაგან დაბრუნებადი
ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფი
გულისხმობს პირებს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ან/და ერთმანეთის საწარმოებში
ფლობენ აქციების/წილის 50%-ს ან 50%-ზე მეტს, ან/და ფლობენ ერთმანეთის სათავო
საწარმოებს (სათავო ორგანიზაციებს) ან/და მათ შვილობილ საწარმოებს ან/და
აფილირებულ საწარმოებს ან/და ერთობლივ საწარმოებს, ან/და პირებს, რომლებიც
ერთმანეთის პირველი რიგისა და მეორე რიგის კანონით მემკვიდრეები არიან.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება:
ა) ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებაზე;
ბ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორისთვის ფასიანი ქაღალდების კერძო
შეთავაზებაზე;
გ) „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სადაზღვევო საქმიანობაზე;
დ) „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრულ არასახელმწიფო საპენსიო სქემაზე;
ე) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
საბროკერო კომპანიის საქმიანობაზე;
ვ) ფიზიკური პირის მიერ სესხის სხვა არამეწარმე ფიზიკურ პირზე გაცემაზე;
ზ) საწარმოს პარტნიორის/აქციონერის მიერ სესხის ამ საწარმოზე გაცემაზე;
თ) საწარმოს პარტნიორის/აქციონერის მიერ ამ საწარმოს კაპიტალში შენატანის
განხორციელებაზე;
ი) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრულ ელექტრონულ ფულთან დაკავშირებულ მომსახურებაზე;
კ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებზე.
მუხლი 522. სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობის ზედამხედველობა
1. მსესხებელთა უფლებების დასაცავად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია
ზედამხედველობა გაუწიოს სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობას. ზედამხედველობა
ითვალისწინებს სესხის გამცემი სუბიექტის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას,
შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, მოთხოვნების,
შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას.
2. სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეროვნულ ბანკში და
დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები. სესხის გამცემი
სუბიექტის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და რეგულირების
წესები დგინდება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონისა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი
აქტების ან/და მოთხოვნების დარღვევისათვის სესხის გამცემ სუბიექტს დააკისროს სანქცია
(მათ შორის, ფულადი ჯარიმა) თავის მიერ დადგენილი წესით. ფულადი ჯარიმის თანხა
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვალდებულება არ
ვრცელდება:
ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელზე;
ბ) მეწარმე სუბიექტის მიერ სესხის საწარმოს პარტნიორზე/აქციონერზე ან/და
თანამშრომელზე გაცემაზე.