„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე(www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) მე-15
მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4. პოლიცია უფლებამოსილია დაამუშაოს ,,სქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სესხის გამცემი სუბიექტის მიერ
ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების
აღრიცხვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაცული მონაცემები, მათ შორის
პერსონალური მონაცემები, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული
ნივთებისა და მათი მფლობელი პირების იდენტიფიცირების მიზნით ეფექტიანი და ქმედითი
პოლიტიკის განხორციელების მიზნით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონპროექტის მომზადებით.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკურ მონაცემებში საგრძნობლად გაიზარდა წვრილმანი
ქურდობების წილი. პრობლემის ანალიზმა აჩვენა, რომ მოპარული ნივთების (ძირითადად
ტექნიკა/მობილური ტელეფონები, ძვირფასეულობა) დიდი ნაწილის რეალიზაცია სესხის
გამცემი სუბიექტების (ლომბარდების) მეშვეობით ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ
დღეის მდგომარეობით გასაღების ხერხი და მეთოდი ზოგადად არ წარმოადგენს
ოფიციალური აღრიცხვის ობიექტებს და ხშირ შემთხვევაში სტატისტიკის მიღმა რჩება,
არსებული აღრიცხვიანობის ფარგლებშიც კი ნათლად გამოიხატა დანაშაულებრივი გზით
მოპოვებული ნივთების სესხის გამცემი სუბიექტების (ლომბარდების) მეშვეობით
რეალიზაციის ზრდის ტენდენციები, კერძოდ არაერთხელ ჰქონდა ადგილი საქართველოს
სხვადასხვა რეგიონში გაქურდული სახლებიდან, აგარაკებიდან, საწარმოებიდან და სხვა
ობიექტებიდან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთების სესხის გამცემ სუბიექტებში
(ლომბარდებში) ჩაბარებას. შესაბამისად, აუცილებელია, რომ დანაშაულებრივი გზით
მოპოვებული ნივთებისა და მათი მფლობელი პირების იდენტიფიცირების მიზნით ეფექტიანი
და ქმედითი პოლიტიკის განხორციელების მიზნით, სესხის გამცემმა სუბიექტმა
უზრუნველყოს უსაფრთხოებასთან და ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად
მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან
და წარმოებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით
დადგენილი მოთხოვნების დაცვა. სწორედ აღნიშნული მიზნით ხორციელდება ცვლილება
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. აღნიშნული
ცვლილების თანმდევად, აუცილებელია, რომ პოლიციას მიენიჭოს უფლებამოსილება
დაამუშაოს ,,სქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით
გათვალისწინებული სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის
საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალურ ელექტრონულ
პროგრამაში დაცული მონაცემები, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მინისტრის
ბრძანებით დადგენილი წესით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთებისა და მათი
მფლობელი პირების იდენტიფიცირების მიზნით ეფექტიანი და ქმედითი პოლიტიკის
განხორციელება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-15 მუხლში და ემატება მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად პოლიცია უფლებამოსილი
იქნება დაამუშაოს ,,სქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონით გათვალისწინებული სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულადი მოთხოვნის
უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალურ
ელექტრონულ პროგრამაში დაცული მონაცემები, მათ შორის პერსონალური მონაცემები,
მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ
ხელშეკრულებებს.
და
მრავალმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება
მისი (მათი) ამოღება:
მუხლი 15. პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპი
1. პოლიცია ვალდებულია თავისი საქმიანობის შესახებ საჯარო ინფორმაცია საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს სახელმწიფო ორგანოებს, საზოგადოებრივ
ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს.
2. პოლიცია ვალდებულია საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს
სწრაფად მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, იმგვარად, რომ არ
გაახმაუროს სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული საიდუმლოების შემცველი
ინფორმაცია, პერსონალური მონაცემები და გამოძიების მასალები, გარდა კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. პოლიციამ პერსონალური მონაცემები უნდა დაამუშაოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის
დადგენილი.