„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-11
ბიუროს ნომერი 171
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო
კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ზ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ზ) განმეორებითი კენჭისყრა – კენჭისყრა, რომელიც განმეორებით იმართება იმ
საარჩევნო უბანში (უბნებში), რომელშიც (რომლებშიც) ბათილად იქნა ცნობილი
კენჭისყრის შედეგი;
ბ) „ლ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ლ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები –
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
წევრების არჩევნები მაჟორიტარული ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების
მიხედვით;“
გ) „პ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) საარჩევნო რეგისტრაცია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის
მიერ პარტიების , ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების, პარტიული სიების;
მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარული წესით წარდგენილ ცალკეულ
კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით;“
დ) „რ“ და „რ1“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) საარჩევნო სუბიექტი – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ
რეგისტრირებული პარტია, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო
ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საჯარო
ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი;
1
რ ) კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი − ამ კანონის შესაბამისად
რეგისტრირებული კვალიფიციური პარტია “
ე) „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;
ვ) „ქ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი – საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს მიერ რეგისტრირებული, საარჩევნო
კოლეგიის არანაკლებ 30 წევრის მიერ წარდგენილი საქართველოს მოქალაქე.“;
ზ) „შ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ) მაჟორიტარი კანდიდატი – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, შესაბამისი საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული, პარტიის/ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს
მოქალაქე;“
თ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ12“ პუნქტი:
ჰ12) საარჩევნო კოლეგია - საქართველოს პრეზიდენტის არჩევის მიზნით 300
წევრისგან შემდგარი სპეციალური ორგანო, რომლის შემადგენლობა დამტკიცებულია
ცესკოს განკარგულებით;
ი) „ც“ პუნქტი ამოღებულ იქნას:
კ) „ხ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხ) პოლიტიკური თანამდებობის პირი – საქართველოს პრეზიდენტი,
საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს
მთავრობის სხვა წევრები და მათი მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების
წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა
ხელმძღვანელები,
აგრეთვე
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი,
სახელმწიფო რწმუნებული; “
2.
მე-3 მუხლის:
ა) „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.გ) არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება არ
აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით
მძიმე დანაშაულისათვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ან
სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად
და
მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში;“
ბ) „გ“-„დ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) პირდაპირი საარჩევნო უფლება:
გ.ა) საქართველოში არჩევნები პირდაპირია;
გ.ბ)
საქართველოს
პარლამენტის
წევრს,
თვითმმართველი
ქალაქის/თვითმმართველი
თემის
საკრებულოს
წევრს,
თვითმმართველი
ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ;
გ.გ) საქართველოს პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგიის წევრები ირჩევენ
დებატების გარეშე ღია კენჭისყრით;
დ) კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა:
დ.ა) საქართველოში არჩევნები, რეფერენდუმი და პლებისციტი ტარდება
ფარული კენჭისყრით, გარდა, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა;
დ.ბ) აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს
ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების
გამოვლენაზე.“
3. მე-13 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცესკოს 6 წევრს ამ მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ ის პარტიები,
რომლებიც ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყვნენ საპარლამენტო
არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, რომლებსაც ამ კანონის 125-ე მუხლის მე-4−მე-9
პუნქტების შესაბამისად მიეკუთვნათ საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები
და რომლებმაც შექმნეს საპარლამენტო ფრაქცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარტიების მიერ ცესკოს
წევრის (წევრების) დანიშვნისას, პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა
მრავლდება 6-ზე და იყოფა ამ მუხლით განსაზღვრული პარტიების მიერ მიღებული
ხმების რაოდენობათა ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის ცესკოს იმ
წევრთა რაოდენობა, რომელთა დანიშვნის უფლებაც აქვს პარტიას, თუ ამ მუხლით
სხვა რამ არ არის დადგენილი;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პარტიების რაოდენობა 6-ზე
მეტია, ცესკოს წევრის დანიშვნისას უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც
არჩევნებში მეტი ხმა მიიღო. “
4.
მე-14 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ბ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ბ2“ ქვეპუნქტი:
„ბ2)
უფლებამოსილების
ფარგლებში
უზრუნველყოფს
საქართველოს
პრეზიდენტის მორიგი, ხელახალი და რიგგარეშე არჩევნების გამართვას;“
ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის: „კ1“, „კ2“ და „კ3“
ქვეპუნქტები:
„კ1) განკარგულებით განსაზღვრავს საარჩევნო კოლეგიაში პოლიტიკური
პარტიების მიერ დასასახელებელი წევრების კვოტებს.
კ2) განკარგულებით ამტკიცებს საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას.
კ3) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტობის
კანდიდატს.“
გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების
შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის
დარღვევების
თაობაზე
სასამართლოს
საბოლოო
გადაწყვეტილების
გათვალისწინებით ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული
სიებით), ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების, ქალაქ თბილისის მერის
არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს
არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;“
დ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:
„ლ1) ადგენს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს, რის
თაობაზედაც დგება პრეზიდენტის არჩევნების შედეგების ცესკოს შემაჯამებელი
ოქმი“.
ე) „ჯ3 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ4“ ქვეპუნქტი:
„ჯ4“) საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე
დღისა განკარგულებით განსაზღვრავს სათანადო უფლების მქონე დაწესებულებათა
ჩამონათვალს, რომელმაც შეიძლება ჩაატაროს ნარკოლოგიური შემოწმება.
ვ) ჰ1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ჰ1) განკარგულებით ამტკიცებს
საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას
საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით დადგენილი წესით
ზ) „ჰ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ჰ2“ და „ჰ3“
ქვეპუნქტები:
ჰ2) განკარგულებით განსაზღვრავს საარჩევნო კოლეგიის წევრებს (რომლებსაც
ასახელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების
შემადგენლობიდან შესაბამისი პოლიტიკური პარტიები) ამ კანონით განსაზღვრული
კვოტების შესაბამისად.
ჰ3) ახორციელებს ამ კანონით მინჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
5.
მე-15 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ) ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში
მონაწილე პარტიებს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს (ქალაქ თბილისის მერის
არჩევნებისათვის) და მათ წარმომადგენლებს ცესკოში;
ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) რეგისტრაციაში ატარებს პარტიულ სიებსა და ქალაქ თბილისის მერობის
კანდიდატებს;“
გ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ვ) სათანადო მოწმობებს აძლევს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისათვის)
წარმომადგენლებს;
დ) მე-2 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ზ) სათანადო მოწმობებს აძლევს ქალაქ თბილისის მერობის
კანდიდატებს.
თ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრს,
ქალაქ თბილისის მერსა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრს, საქართველოს
პარლამენტის წევრისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მათ უფლებამონაცვლეებს.“
ე) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტისა და
მუნიციპალიტეტის
ორგანოთა
არჩევნებში
დამოუკიდებლად
მონაწილე
პარტიის,ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (ქალაქ თბილისის მერის
არჩევნებისათვის) წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ
სათანადო მოწმობებს;“
ვ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1“) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა
არჩევნებში მონაწილე პარტიის და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (ქალაქ
თბილისის მერის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო
კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს.“
6. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. საარჩევნო ოლქები
1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის საქართველო წარმოადგენს
ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქს.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქები
იქმნება, მათი საზღვრები, სახელწოდებები და ნომრები ამ კანონის შესაბამისად
განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით.
“
7. მე-19 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცესკო უფლებამოსილია განკარგულებით შექმნას თითო საოლქო საარჩევნო
კომისია ერთი მუნიციპალიტეტის საზღვრებში, ხოლო ათი საოლქო საარჩევნო
კომისია – ქალაქ თბილისში. შესაბამისი მუნიციპალიტეტის საზღვრები არის საოლქო
საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორია.“
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. აკრძალულია საოლქო საარჩევნო კომისიის იმავე შენობაში განთავსება,
რომელშიც
მდებარეობს
სახელმწიფო
რწმუნებულის
ადმინისტრაცია,
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო ან მერია, პარტია,
სასამართლო, პოლიციის დანაყოფი ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის დანაყოფი.
გ) 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
81. აკრძალულია პარტიის, პარტიის/საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო შტაბის
იმ შენობაში განთავსება, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიაა განთავსებული.“
8. 21-ე მუხლის:
ა) „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე)
ვალდებულია
განცხადების/საჩივრის
საფუძველზე
(თუ
განცხადება/საჩივარი შეტანილია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ
ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების,
მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ
შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის
სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო
გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის
შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან
ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). თუ დარღვევა იწვევს
ერთმანდატიან ადგილობრივ საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე
ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ
პირთა შეცვლას (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას), არჩევნების
ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქის მიხედვით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას) და
ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის
შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის
შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის
საკითხის დასმის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის
შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა
საარჩევნო
სუბიექტსა
და
დამკვირვებელ
ორგანიზაციას,
რომელთა
წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და
მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება
ხელახლა დათვლის პროცესზე;“
ბ) „ზ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი
ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის
თაობაზე
რაიონული/საქალაქო
სასამართლოს
გადაწყვეტილების
შედეგის
გათვალისწინებით ადგენს საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის ორგანოთა
არჩევნების (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა) და თვითმმართველი
ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების დროს,
რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების
შემაჯამებელი ოქმი;“
9. 22-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს,
პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილ
მაჟორიტარ კანდიდატებს, აგრეთვე პარტიულ სიებს და მერობის კანდიდატებს
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის (გარდა ქალაქ თბილისის
საკრებულოს არჩევნებისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა);
ვ) სათანადო მოწმობებს აძლევს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს;“
ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად
მონაწილე პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს
საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;“
10. 25-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს
არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა, გამონაკლის
შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩევიან არჩევნების
დღემდე არა უადრეს მე-10 და არა უგვიანეს მე-9 დღისა.“
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით უფლებამოსილი პარტიის
გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება
შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუადრეს 45-ე და
არაუგვიანეს მე-40 დღისა. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საუბნო საარჩევნო
კომისიაში – არჩევნების დღემდე არაუადრეს მე-14 და არაუგვიანეს მე-9 დღისა, ხოლო
სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში – ცესკოს, საარჩევნო უბნის
შექმნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-20 დღისა.“
11. 31-ე მუხლის:
ა) მე-5 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების
სააგენტოს მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც
სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებებად და
მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში.
ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ იმ
პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა მიმართ აღკვეთის
ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, რომლებსაც სასჯელის სახით
შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულისათვის,
აგრეთვე იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც
სასჯელის სახით შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულისათვის და არჩევნების დღისათვის სასჯელის ვადის გასვლის გამო
გათავისუფლებული იქნებიან პენიტენციური დაწესებულებიდან.“
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, ამ კანონის შესაბამისად
რეგისტრირებულ
ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფს
(ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებისთვის), ამ კანონის 39-ე მუხლით განსაზღვრულ
დამკვირვებელ ორგანიზაციას, ამომრჩეველს უფლება აქვს, გაეცნოს ცესკოში, საოლქო
და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო
ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს
უფლება აქვს, გაეცნოს მხოლოდ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის
საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის
მიკუთვნებულ ვერსიას. ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და
მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში
ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე
არაუგვიანეს მე-18 დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს
მოითხოვოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში
ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო
ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.“
12. 32-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ე) კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებიც
დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აგრეთვე ამომრჩევლები, რომლებიც
არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არა
უგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო
საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ამ პირთა სიას ადგენს
შესაბამისი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა
უგვიანეს მე-20 დღისა გადასცემს ცესკოს. საპარლამენტო არჩევნების პერიოდში,
არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა, ამომრჩეველი
თავისუფლდება
საკონსულო
აღრიცხვისთვის
დაწესებული
საკონსულო
მოსაკრებლის გადახდისაგან;“
ბ) მე-5 და 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე
ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლები მონაწილეობენ:
ა) როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით
ჩატარებულ არჩევნებში, თუ ისინი ადგილსამყოფელს იცვლიან ერთი და იმავე
ადგილობრივი
მაჟორიტარული
საარჩევნო
ოლქის
ტერიტორიაზე
(მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისას);“
ბ) საქართველოს პარლამენტის არჩევნებსა და რეფერენდუმში, თუ ისინი ხმას
აძლევენ სხვა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.
51. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამომრჩეველთა
სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს პროპორციული საარჩევნო
სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამ მუხლის 52, 53 და მე-6 პუნქტებით დადგენილი
წესით.
გ) 52 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„52. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“
ქვეპუნქტის საფუძველზე
ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი საქართველოს
პარლამენტის
არჩევნებში, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, აგრეთვე
რეფერენდუმში მონაწილეობის მიზნით ხმას აძლევს შესაბამისი სამხედრო
დანაყოფის/ნაწილის დისლოკაციის ადგილის მიხედვით შესაბამისი საოლქო
საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ საარჩევნო უბანზე (უბნებზე).
დ) 53 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
53. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამომრჩეველთა
სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს:
ა) საქართველოს პარლამენტის არჩევნებსა დარეფერენდუმში;
ბ). საქართველოს პარლამენტის არჩევნებსა და რეფერენდუმში, თუ კენჭისყრის
დღეს იგი საზღვარგარეთ იმყოფება.
ე) 54 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
54. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული
დაწესებულებების მოსამსახურეები, გარდა იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევებისა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში და მუნიციპალიტეტის
ორგანოთა არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში ხმას აძლევენ რეგისტრაციის
ადგილის მიხედვით.“
13. 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საარჩევნო კომისიის სათანადო სამსახური ამ კანონით დადგენილ ვადაში
ამოწმებს წარდგენილ საბუთებს და დასკვნას წარუდგენს საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარეს, რომელიც წყვეტს რეგისტრაციის საკითხს. თუ წარდგენილი
საბუთები არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე 2 დღის ვადაში (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი)
აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) პარტიის/ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, რომელსაც საბუთების სრულყოფისთვის
ეძლევა 3 დღე (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი). შესწორებული
საბუთები მოწმდება და რეგისტრაციის საკითხი წყდება საბუთების წარდგენიდან 2
დღეში (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი). რეგისტრაციაზე უარის თქმის
შემთხვევაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თავის გადაწყვეტილებას
დაუყოვნებლივ
აცნობებს
პარტიის/ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფის
წარმომადგენელს, რომელსაც უფლება აქვს, მოთხოვნისთანავე მიიღოს ეს
გადაწყვეტილება.“
14. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარტიისმხარდამჭერთა სიებს ამოწმებს ცესკო, ხოლო სხვა კანდიდატთა
მხარდამჭერთა სიებს – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.“
15. 42-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საარჩევნო სუბიექტის (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის,
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს
წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში, რომელშიც მას
აქვს რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად.
2. არჩევნებში მონაწილე პარტიასუფლება აქვს, ერთი ან რამდენიმე სახის
არჩევნებისას დანიშნოს მხოლოდ ორ-ორი წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო
კომისიაში.
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოთა
არჩევნებისას
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, ორ-ორი წარმომადგენელი
დანიშნოს შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში. ცესკოსა და საოლქო
საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად
დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში.“
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას
ხელს უნდა აწერდეს პარტიისხელმძღვანელი პირი.ან მის მიერ უფლებამოსილი
პირი,ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ზემდგომ საარჩევნო
კომისიაში. აღნიშნულ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის
წარმომადგენლის გვარი, სახელი, დაბადების წელი, მისამართი, საკონტაქტო
ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). განცხადებას თან უნდა ერთოდეს საარჩევნო
სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან
საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.“
16. 43-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი (არჩევნებში
დამოუკიდებლად მონაწილე კვალიფიციური პარტია),არჩევნების დღეს საოლქო და
საუბნო
საარჩევნო
კომისიებში
წარმომადგენლობის
უზრუნველსაყოფად
დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო
ოლქზე 150 ლარის ოდენობით, ერთი საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი თანხა
გაიცემა მხოლოდ ამ საარჩევნო უბანზე დანიშნულ წარმომადგენელზე
(წარმომადგენლებზე).“
17. 48-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უწყებათაშორისი კომისია მორიგი საერთო არჩევნების შემთხვევაში იქმნება
არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა, ხოლო საქართველოს პარლამენტის
რიგგარეშე ან ხელახალი არჩევნების, − არჩევნების დანიშვნიდან 3 დღის ვადაში.“
18. 51-ე მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნას:
ბ) მე-9 პუნქტი და მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„9. ადგილობრივი მაუწყებელი ვალდებულია კვალიფიციურ
საარჩევნო
სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია:
ა) რომელიც არის ამ კანონის მე-2 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი;
ბ) რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 25 პროცენტისა.“
„10. ადგილობრივი მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო
სუბიექტად აღიაროს:
ა) პოლიტიკური პარტია, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო
ოლქში ჩატარებულ ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო
ხმების არანაკლებ 10 პროცენტისა;“;
გ) მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზია და რადიო (საჯარო სამართლის იურიდიული პირები) ვალდებული
არიან, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიის
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით გამოყონ დრო, რომელიც თანაბრად
განაწილდება ამ სუბიექტებს შორის.“
დ) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნას:
19. 54-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას:
ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნას:
20. 56-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს
ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს საარჩევნო კამპანიისას გაწეული
ხარჯების დასაფარავად. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების საერთო არჩევნებში მიიღებს
არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ს ან მეტს (ხმათა ეს რაოდენობა
გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ
არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით), საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 500 000 ლარს საკრებულოს/მერის არჩევნების
ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად. აღნიშნული
საარჩევნო სუბიექტები ასეთ დაფინანსებას მიიღებენ საარჩევნო კამპანიის დროს
გაწეული ხარჯების თაობაზე წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ამ კანონის 57ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ.“
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური
მხარდაჭერისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა
დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად. ამ
პუნქტით გათვალისწინებულ თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც
ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ დაფინანსების მიღების
უფლება. ამასთანავე, არჩევნებში მონაწილე პარტიისთვისგანკუთვნილი თანხის
ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. საარჩევნო სუბიექტისთვის
გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო
რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან
ეროვნული მაუწყებლები.“
გ) 41 პუნქტი ამოღებულ იქნას:
21. 57-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნას:
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნას:
22. 58-ე მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21.აკრძალულია პარტიის, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
საარჩევნო შტაბის
განთავსებული.“
იმ
შენობაში
განთავსება,
სადაც
საარჩევნო
კომისიაა
23. 63-ე მუხლის:
ა) მე-12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების დროს – არჩევნებში
მონაწილე პარტიის რიგითი ნომერი და სახელწოდება; თვითმმართველი ქალაქის
(მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის და მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით საკრებულოს არჩევნების დროს – კანდიდატის რიგითი ნომერი,
გვარი, სახელი, წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება. თუ მაჟორიტარი
კანდიდატი წარდგენილია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, საარჩევნო
ბიულეტენში რიგითი ნომრის გასწვრივ მიეთითება „დამოუკიდებელი“;“
ბ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას ამომრჩეველს გადაეცემა
არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენი.“
24. 66-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თუ თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ამ კანონის 33-ე
მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი და
ამომრჩევლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ერთსა და იმავე ადგილობრივ
საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება, ამომრჩეველს ეძლევა პროპორციული და
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის
უფლება და მასზე გაიცემა შესაბამისი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური
კონვერტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს (გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის
პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული პირებისა) ეძლევა მხოლოდ
პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის
უფლება.“
25. 71-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს დგება 1 შემაჯამებელი ოქმი,
ხოლომუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების
დროს - 2 შემაჯამებელი ოქმი. ერთი ოქმი დგება პროპორციული საარჩევნო სისტემით
ჩატარებული არჩევნების, ხოლო მეორე ოქმი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით
ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით. თვითმმართველი ქალაქის (მათ
შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის და შუალედური არჩევნების
დროს დგება 1 შემაჯამებელი ოქმი.“
26. 75-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი
ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის
განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-11
დღისა აჯამებს რეფერენდუმის, საქართველოს პარლამენტის არჩევნების,
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მერის
არჩევნების
შედეგებს,
ადგენს
საქართველოს
პარლამენტის
არჩევნების,
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მერის
არჩევნების შედეგებს და საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების
შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმებს, რომლებსაც არაუგვიანეს
მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს.“
27. 76-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების
საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა თავის სხდომებზე
აჯამებს საქართველოს პარლამენტის, ქალაქ თბილისის მერისა და ქალაქ თბილისის
საკრებულოს არჩევნების შედეგებს, რის თაობაზედაც ადგენს არჩევნების შედეგების
შემაჯამებელ ოქმს.“
28. 78-ე მუხლის
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე
ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ
კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანისა
და განხილვის ვადა და წესი განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. “
ბ) მე-2 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამომრჩეველთა სიების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს
საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს შესაბა
მის საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას,
შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, მოქალაქეს, რომლის
განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა საარჩევნო
კომისიამ.“
„3. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის
უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე
პარტიისწარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას,
ცესკოს წევრს.“
„4. საარჩევნო უბნების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება
ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე
პარტიისწარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის
სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს.“
29. 78-ე მუხლის:
ა) მე-6 – მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის
სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო
რეგისტრაციის
მქონე
პარტიის/ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფის
წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის
სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის
წევრს.
7. საარჩევნო კომისიის წევრის ან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საარჩევნო კომისიისა და მისი
თავმჯდომარის განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო (ამ კანონის 29-ე მუხლით
გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას) სარჩელის სასამართლოში შეტანის
უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე
პარტიასდამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი ან ზემდგომი
საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდა
უფლებამოსილება.
8. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შესახებ ცესკოს განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო სარჩელის სასამართლოში
შეტანის უფლება აქვს ცესკოს წევრს, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე
პარტიისწარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას,
კომისიის იმ წევრთა ნახევარზე მეტს, რომლებსაც ამ განკარგულებით ვადამდე
შეუწყდათ უფლებამოსილება.“
ბ) მე-10 –მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10.
პარტიის,
ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფის
საარჩევნო
რეგისტრაციისა და მათი წარმომადგენლების რეგისტრაციის გამო სარჩელის
სასამართლოში შეტანის უფლება აქვს:
ა) პარტიას, თუ ცესკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია,
ან გააუქმა მისი რეგისტრაცია;
ბ) პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის
საოლქო
საარჩევნო
კომისიაში
(ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებისას), თუ საოლქო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები ან გააუქმა მათი რეგისტრაცია;
გ) პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც
დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია,
რეგისტრაციაში
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა
დარღვევით გატარდა;
დ) პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს
შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებისას), დამკვირვებლის
სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ
შესაბამის საარჩევნო ოლქში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფი რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა
დარღვევით გატარდა.“
„11. არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, სიაში
შეყვანილი ცალკეული კანდიდატების, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში
წარდგენილი კანდიდატის, მერობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის
უფლება აქვთ:
ა) არჩევნებში მონაწილე პარტიასმაჟორიტარ კანდიდატს, ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში
(მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების
დროს), თუ ცესკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ქალაქ თბილისის
მერობის კანდიდატი, პარტიისმიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი
ცალკეული კანდიდატები, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ
რეგისტრაციაში არ გაატარა საკრებულოს არჩევნების დროს პარტიისმიერ
წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები,
პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები,
თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა)/თვითმმართველი თემის მერის
არჩევნების დროს პარტიის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატები, ან/და ამ
საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა გააუქმეს მათი რეგისტრაცია;
ბ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში
მონაწილე პარტიას,
დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად
დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ცესკოს თავმჯდომარემ პარტიული სია,
პარტიულ სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, ქალაქ თბილისის მერობის
კანდიდატი რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა
დარღვევით გაატარა, აგრეთვე თუ პარტიულ სიაში შეყვანილი ცალკეული
კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს
სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაკმაყოფილდა;
გ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში
მონაწილე პარტიას, ,
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო
საარჩევნო კომისიაში (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს არჩევნების დროს), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა
2
პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ
მათ მიაჩნიათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარტიული/ სია,
მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/ სიაში შეყვანილი ცალკეული
კანდიდატები,
თვითმმართველი
ქალაქის
(გარდა
ქალაქ
თბილისისა)/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატები რეგისტრაციაში
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გაატარა,
აგრეთვე თუ მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ სიაში შეყვანილი
ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და
საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს
მოთხოვნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით
დაკმაყოფილდა.“
12. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების
რეგისტრაციის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში
შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ ცესკომ იგი არ გაატარა
რეგისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, (მერი ???) დამკვირვებლის
სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ
დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს საარჩევნო
კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
13. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის
უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი
არ გაატარა რეგისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/,
ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ
საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ
ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში
გატარდა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
14. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების
აკრედიტაციის შესახებ ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების
გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პრესის ან მასობრივი
ინფორმაციის
სხვა
საშუალების
წარმომადგენელს,
რომლის
განცხადება
აკრედიტაციის თაობაზე არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო
რეგისტრაციის
მქონე
პარტიას/
ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფის
წარმომადგენელს ამ საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე
ორგანიზაციას.“
15. ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედების გამო
სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) პარტიას, , დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო
კომისიას, თუ სარჩელი ეხება პარტიის , ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის მიერ
ზემოაღნიშნული წესის დარღვევას;
ბ) პარტიას, , ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს
შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს), მაჟორიტარ კანდიდატს, მერობის
კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას,
თუ სარჩელი საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული
წესის დარღვევას ეხება.“
შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული პირი უფლებამოსილია ამავე პუნქტით
გათვალისწინებულ
საკითხზე თავად მიმართოს სასამართლოს და სხვა
უფლებამოსილი პირისთვის ასეთი მოთხოვნის წარდგენის თაობაზე მის მიერ
წარდგენილი განცხადება/საჩივარი განხილვას არ ექვემდებარება.
გ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. ამ კანონის 48-ე მუხლის დებულებათა დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის
უფლება აქვთ: კანდიდატის წარმდგენ პარტიას, , ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფს, თვით კანდიდატს, რომლის შესახებაც გამოიცა განკარგულება, საარჩევნო
რეგისტრაციის მქონე სხვა პარტიის, წარმომადგენელს ცესკოში დამკვირვებლის
სტატუსის
მქონე ორგანიზაციას,
ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფის
წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება მაჟორიტარ
კანდიდატს), თუ კომისიამ არ დაადასტურა ზემოაღნიშნული დარღვევა.“ 2024 ??
დ) მე-20 – 24-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების
შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების
გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის
მქონე პარტიის,, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის
საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
21. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის
შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში
შეტანის უფლება აქვთ: პარტიის, , ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს,
მაჟორიტარ
კანდიდატს,
თვითმმართველი
ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის
მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
22. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ
ცესკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:
არჩევნებში მონაწილე პარტიას, ,
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე საარჩევნო ოლქს ეხება),
მაჟორიტარ კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის
კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
23. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების
შემთხვევაში ცესკოს შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში
შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში
მონაწილე პარტიას, , ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ
კანდიდატს,
თვითმმართველი
ქალაქის/თვითმმართველი
თემის
მერობის
კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
24. ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სასამართლოში
სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში მონაწილე პარტიას, ქალაქ თბილისის
მერობის კანდიდატს, მაჟორიტარ კანდიდატს (ქალაქ თბილისის საკრებულოს
არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.“
30. 84-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საარჩევნო სუბიექტებსეკისრებათ პასუხისმგებლობა „მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
დარღვევისათვის, აგრეთვე ქმედებისათვის, რომლის მიზანიც იყო პოლიტიკური
საქმიანობის
დაფინანსების
კანონით
დადგენილი
მოთხოვნებისათვის
გვერდის ავლა.“
31. 94-ე - 98-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 94. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით
ირჩევს საარჩევნო კოლეგია. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად
შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.
მუხლი 95. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარება
1. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის
უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში.
2. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს
პარლამენტი, არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე. თუ საქართველოს პრეზიდენტის
არჩევის თარიღი ემთხვევა პარლამენტის არჩევნების ან წინა თვეს, საქართველოს
პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის
გამართვიდან 45 დღის განმავლობაში.
3. თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი ემთხვევა საგანგებო ან
საომარი მდგომარეობას, საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნები იმართება ამ
მდგომარეობის გაუქმებიდან 45 დღის ვადაში. 4. საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნების გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტი საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეშვეობით.
5. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება
საქართველოს პარლამენტისა და ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდებზე არაუგვიანეს
არჩევნების დანიშვნის მომდევნო დღისა.
მუხლი 96. პასიური საარჩევნო უფლება
საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე
საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15
წელს მაინც.
მუხლი 97. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება
„საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს
საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს.
მუხლი 98. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის წესი
1. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი
კანდიდატის წარდგენას.
2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით საარჩევნო
კოლეგიის არანაკლებ 30 წევრმა, საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების
შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა განცხადებით უნდა
მიმართონ ცესკოს.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტობის
კანდიდატის:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) პროფესია;
დ) თანამდებობა (საქმიანობა);
ე) სამუშაო ადგილი;
ვ) რეგისტრაციის ადგილი;
ზ) პარტიულობა;
თ) საქართველოში ცხოვრების ვადა;
ი) წარმდგენი საარჩევნო კოლეგიის წევრებისა და მათი წარმომადგენლის
სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, თანამდებობა, საკონტაქტო
ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. განცხადებას თან უნდა ერთოდეს საქართველოს პრეზიდენტობის
კანდიდატად
წარდგენილი
პირის
წერილობითი
თანხმობა
არჩევნებში
მონაწილეობაზე, მისი საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი
და სამი
ფოტოსურათი.
5. განცხადებას თან უნდა ერთოდეს საქართველოს პრეზიდენტობის
კანდიდატის ხელწერილი, რომ იგი იმავდროულად არ არის სხვა სახელმწიფოს
მოქალაქე. თუ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი იმავდროულად არის სხვა
სახელმწიფოს მოქალაქე, განცხადებას თან უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომლითაც
დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართა სხვა
შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს ამ სახელმწიფოს მოქალაქეობიდან
გასვლის შესახებ“.
6. განცხადებას ხელს აწერს წარმდგენი საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრი.“
32. 99-ე მუხლი ამოღებული იქნეს.
33. 991 მუხლი ამოღებულ იქნეს
34. მე-100 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 100. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაცია
1.
საქართველოს
პრეზიდენტობის
კანდიდატს
განკარგულებით
რეგისტრაციაში ატარებს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა.
2. ცესკოს განკარგულება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის
რეგისტრაციის შესახებ მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში წარედგინება საქართველოს
პარლამენტს.
3. ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს
პრეზიდენტობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას. 4. თუ საარჩევნო კოლეგიის
მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არასრულია ან არ აკმაყოფილებს ამ კანონით
დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარის მიერ, განცხადების წარდგენიდან
არაუგვიანეს მომდევნო დღისა დადგინდება ხარვეზი და საარჩევნო კოლეგიის
წარმომადგენელს ეძლევა 3 დღე ხარვეზის შესავსებად. თუ დადგენილ ვადაში
ხარვეზი არ იქნა შევსებული საქართველოს პრეზიდენტობის კანდადატს და მის
წარმომადგენელს ცესკოს განკარგულებით უარი ეთქმევა რეგისტრაციაზე.
5. ცესკო რეგისტრაციაში არ გაატარებს საქართველოს პრეზიდენტობის
კანდიდატს, თუ დარღვეულია ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები და წესები.
6. ცესკოს განკარგულება კანდიდატის რეგისტრაციაში გატარების/გატარებაზე
უარის შესახებ შეიძლება გაასაჩივროს მხოლოდ შესაბამისმა საარჩევნო კოლეგიის
წევრმა/წევრებმა
ან/და
კანდიდატად
წარდგენილმა
პირმა.
აღნიშნული
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტით
დადგენილი წესით.
7. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს
მე-6 დღისა საქართველოს პარლამენტი და ცესკო თავიანთ ოფიციალურ
ვებგვერდებზე აქვეყნებენ ცნობას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის
რეგისტრაციის შესახებ, მისი სახელის, გვარის, დაბადების წლის, თანამდებობის
(საქმიანობის) და სამუშაო ადგილის მითითებით.
8. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს,
გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, კენჭისყრამდე არა
უგვიანეს მე-3 დღისა, მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც წერილობითი
განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.
9. მეორე ტურში მონაწილე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს არ აქვს
უფლება მოხსნას საკუთარი კანდიდატურა.“
35. 101-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
36. 102-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
37. 103-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 103. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი
წარმომადგენლების საქმიანობის გარანტიები
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები არ შეიძლება დაითხოვონ
სამსახურიდან ანდა გადაიყვანონ სხვა სამუშაოზე ან სხვა თანამდებობაზე მათი
თანხმობის გარეშე.
2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნების საბოლოო შედეგების
ოფიციალურად გამოქვეყნებამდე არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ,
თუ საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინებაზე არ იქნა ცესკოს თანხმობა.
გამონაკლისია, დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა
ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან
დაპატიმრებული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა
განთავისუფლდეს.
3. ცესკოს განკარგულებას ამ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ
კენჭი უნდა ეყაროს საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინების მიღებიდან 3
კალენდარული დღის ვადაში.“
38. დაემატოს შემდეგი შინაარსის 1031 , 1032 და 1033 მუხლები:
„მუხლი 1031. საარჩევნო კოლეგია
1. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი.
2.საარჩევნო კოლეგიაში შედიან:
ა) საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი;
გ) ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების
შემადგენლობიდან, ამ კანონის შესაბამისად, შესაბამისი პოლიტიკური პარტიების
მიერ დასახელებული ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოების - საკრებულოების წევრები.
მუხლი
1032.
პოლიტიკური
პარტიების
მიერ,
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან
საარჩევნო კოლეგიის წევრების დასახელება
1. პოლიტიკური პარტიების მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან საარჩევნო კოლეგიის
წევრების დასახელება ხდება მათთვის განკუთვნილი კვოტების შესაბამისად.
2. კვოტები
განისაზღვრება
პროპორციული
გეოგრაფიული
წარმომადგენლობის პრინციპის დაცვითა და ადგილობრივი თვითმმართველობის
პროპორციული წესით ჩატარებული
არჩევნების შედეგების პროპორციის
გათვალისწინებით.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული
არჩევნების შედეგების შესაბამისად, კვოტები დგინდება
შემდეგი ფორმულის
მიხედვით:
P= A* B / C, სადაც
P - არის უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიისათვის განსაზღვრული
კვოტის ოდენობა, რომელიც წარმოადგენს მიღებულ მთელ რიცხვს;
A - არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ოდენობა, რომელმაც
ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა პროპორციული წესით,
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული არჩევნების შედეგების შესაბამისად, მიიღო
ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების ერთი პროცენტი მაინც.
B
- არის საარჩევნო კოლეგიის სრულ შემადგენლობას გამოკლებული
საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
უმაღლესი წარმომადგენობითი ორგანოების ყველა წევრების ჯამი;
C - არის ბოლო თვითმმართველობის ორგანოთა პროპორციული წესით
ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ისეთი პარტიების ნამდვილი ხმების რაოდენობის
ჯამი, რომელბმაც ქვეყნის მასშატაბით მიიღეს ამომრჩეველთა ხმების ერთი პროცენტი
მაინც.
4. თუ უფლებამოსილი პარტიების მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით მისაღებ
კვოტათა ჯამი ნაკლებია B-ზე, ასეთ შემთხვევაში გადაუნაწილებელი კვოტები
მიეკუთვნებათ
უფლებამოსილ
პარტიებს
მათი
საარჩევნოშედეგების
თანმიმდევრობის გათვალისწინებით;
5. პარტიამ მისთვის განკუთვნილი კვოტების შესაბამისად
საარჩევნო
კოლეგიის წევრები უნდა წარადგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის; ქალაქ
თბილისის და სახელმწიფო რწმუნებულის სამოქმედო ტერიტორიაზე არჩეული
საკრებულოებიდან პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის
დაცვით.
5. არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკო განკარგულებით
ამტკიცებს პრეზიდენტის არჩევის ღონისძიებათა ვადების გრაფიკსა და ამ მუხლით
განსაზღვრულ კვოტებს არჩევნების
დანიშვნის დღისათვის არსებული
მდგომარეობით.
6. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას განკარგულებით ამტკიცებს ცესკო,
არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 40-ე დღისა.
7. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცებისათვის:
ა)
საქართველოს პარლამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები ვალდებული არიან
ცესკოს წარმოუდგინონ
არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს
პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი,
არჩევნების დანიშვნიდან 7 დღის ვადაში;
ბ) ამ კანონის შესაბამისად უფლებამოსილი პარტიები ვალდებულნი არიან,
ცესკოს მიერ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, წარმოადგინონ საარჩევნო
კოლეგიაში შესაყვან პირთა სახელი, გვარი, პირადი ნომერი და იმ ადგილობრივი
თვითმმართველობითი წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს დასახელება
რომლის წევრიცაა აღნიშნული პირი, ასევე წარდგენილი პირის წერილობითი
თანხმობა, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში;
გ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი პირი
საარჩევნო კოლეგიის წევრად არ ჩაითვლება თუ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს
კონსტიტუციითა და ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის შესახებაც პარტიას 2
დღის ვადაში ეცნობება ხარვეზის მითითებით და ეძლება 3 დღიანი ვადა ხარვეზის
შესავსებად.
დ) პარტიას უფლება აქვს შეცვალოს წარდგენილი კოლეგიის წევრი მხოლოდ
ამ პირის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ე) საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის საარჩევნო კოლეგიაში დასახელების შემდგომ,
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის
არჩევნებამდე შეუძლებელია მისი ადგილმონაცვლის განსაზღვრა ან თუ პარტიამ ამ
კანონით დადგენილ ვადაში არ გამოიყენა ან დადგენილ კვოტაზე ნაკლები ოდენობით
წარადგინა კოლეგიის წევრები, ასეთ შემთხვევაში, საარჩევნო კოლეგიის 300-მდე
შესავსებად, ცესკოს გადაწყვეტილებით დადგენილი კვოტები
შეიცვლება და
გამოუყენებელი ადგილები გადანაწილდება სხვა
უფლებამოსილ პარტიებზე
საარჩევნო შედეგების თანმიმდევრობის გათვალისწინებით.
მუხლი 1033. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება; პირველი და
მეორე ტურები, ხელახალი და რიგგარეშე არჩევნები.
1. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება
საქართველოს
პარლამენტის სასახლეში არჩევნების დღის 9 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14
საათზე ან ნებისმიერ დროს თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა.
2. საქართველოს პრეზიდენტის არჩევაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ
საარჩევნო კოლეგიის წევრებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ
მოწვეულ პირებს, ცესკოს წევრებს, საქართველოს პარლამენტისა და ცესკოს აპარატის
შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს. საქართველოს პრეზიდენტის არჩევა
პირდაპირი ტრანსლიაციით გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
3. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში
მიეთითება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სახელი და გვარი, რომლის
ტექსტს და ფორმას განკარგულებით ადგენს ცესკო.
4. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენების
ბეჭდვას და მათ გაცემას საარჩევნო კოლეგიის წევრებზე, საარჩევნო კოლეგიის წევრთა
სიის ბეჭდვას, საარჩევნო ყუთის დალუქვას და მის გახსნას, ხმების დათვლასა და
შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენას ახდენს საქართველოს ცენტრალური
საარჩევნო კომისია.
5. საარჩევნო კოლეგიის წევრები საკუთარი ხელმოწერით ადასტურებენ
საარჩევნო ბიულეტინის მიღებას საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიაში, რის შემდგომაც
შემოხაზავენ მათთვის სასურველ მხოლოდ ერთ კანდიდატს და
საარჩევნო
ბიულეტენს ათავსებენ, წინასწარ დალუქულ გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში.
6. საარჩევნო ბიულეტენი მიიჩნევა ბათილად, თუ:
ა) არის დაუდგენელი ნიმუშის;
ბ) შეუძლებელია იმის დადგენა თუ რომელ კანდიდატს მისცა ხმა საარჩევნო
კოლეგიის წევრმა;
გ) საარჩევნო კოლეგიის წევრმა ხმა მისცა ერთზე მეტ კანდიდატს;
დ) შეუძლებელია იმის დადგენა თუ საარჩევნო კოლეგიის რომელი წევრის
მიერ არის ხმა მიცემული.
7. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც
მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც.
8. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე იმავე დღეს ან პირველი ტურის გამართვიდან
არაუგვიანეს 7 დღისა, ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურს.
9. მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2
კანდიდატს. თუ საუკეთესო შედეგი ორზე მეტ კანდიდატს გააჩნია, მაშინ მეორე
ტურში მონაწილეთა ვინაობა ვლინდება იმის მიხედვით, თუ ერთნაირი შედეგის
მქონე კანდიდატებს შორის რომელი უფრო ადრე დარეგისტრირდა საპრეზიდენტო
კანდიდატად;
10. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის
მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ
ტურში მეტი ხმა მიიღო.
11. არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში
მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე
მეტი.
12. თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი
არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი
არჩევნები.
13. საქართელოს პრეზიდენტის ხელახალ არჩევნების თარიღს, შესაბამისი
გარემოების დადგომიდან 3 დღის ვადაში ნიშნავს საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე.
14. თუ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საქართველოს პრეზიდენტს,
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში იმართება საქართველოს
პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები.
15.
საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებს, პრეზიდენტის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ნიშნავს საქართველოს
პარლამენტი.
16. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა და საქართველოს პარლამენტის
არჩევნების ერთდროულად ან წინა თვეში გამართვის შემთხვევაში, ასევე
საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი და რიგგარეშე არჩევნების გამართვისას,
არჩევნები ტარდება საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნებისათვის ამ
კანონით დადგენილი წესების შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი
არჩევნების გამართვისათვის ამ კანონით დადგენილი ვადების ნაცვლად ხელახალი
და რიგგარეშე არჩევნების დროს საარჩევნო პროცედურები ხორციელდება, არჩევნების
დანიშვნიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა, ცესკოს განკარგულებით განსაზღვრული
ვადების შესაბამისად.“
39. 104-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 104. არჩევნების შედეგების შეჯამება
1. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს ადგენს და აჯამებს ცესკო
არჩევნების
დასრულებისთანავე,
ცესკოს
სხდომაზე
რომელიც
იმართება
საქართველოს პარლამენტის სასახლეში.
2. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში
აღინიშნება:
ა) საარჩევნო კოლეგიის წევრთა რაოდენობა;
ბ) ასევე არჩევნებში მონაწილე საარჩევნო კოლეგიის წევრთა რაოდენობა;
გ) არჩევნებში მონაწილე საარჩევნო კოლეგიის წევრების სახელები და გვარები;
დ) არჩევნებში მონაწილე თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების
რაოდენობა;
ე) ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კოლეგიის რომელმა წევრმა პრეზიდენტობის
რომელ კანდიდატს მისცა ხმა;
ვ) ბათილი ბიულეტინების რაოდენობა;
ზ) მეორე ტურში გასულ კანდიდატთა ვინაობა ან/და პირველი ან მეორე ტურის
შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის ვინაობა;
3. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს
აწერენ ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი. აღნიშნული ოქმის გასაჩივრება
შესაძლებელია მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის შესაბამისი წევრის/წევრების ან/და
საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ, ამ კანონის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტით
დადგენილი წესითა და ვადებით.
4. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ჩასატარებელი დოკუმენტაცია,
ცესკოს მიერ ილუქება და ინახება ცესკოში კანონმდებლობით დადგენილი წესების
შესაბამისად.
5. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი
დგება 3 ცალად, ერთი ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, მეორე ეგზემპლარი საქართველოს პარლამენტს, ხოლო მესამე - ინახება ცესკოში.
6. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 დღის
ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას არჩევნების
შედეგების შესახებ.
7. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის
მიერ ფიცის დადებისთანავე პრეზიდენტის ასარჩევად შემდგარ საარჩევნო კოლეგიას
უწყდება უფლებამოსილება;
40. 105-ე-107-ე მუხლები ამოღებული იქნეს.
41. 108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 108. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნა
1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის
უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო
შაბათს.
2. საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებს თარიღს ნიშნავს საქართველოს
პრეზიდენტი არჩევნებამდე 60 დღით ადრე.
3. თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას,
არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45 და არა უგვიანეს 60
დღისა. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო ან საომარი
მდგომარეობის გაუქმებისთანავე.
4. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება
ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით
არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის მომდევნო დღისა.“
42. 109-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2
„1. საქართველოს პარლამენტის 150 წევრი აირჩევა ერთიან მრავალმანდატიან
საარჩევნო ოლქში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. ”
43. 110-ე - 1102 მუხლები ამოღებულ იქნას:
44. 111-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების
მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში
უცხოვრია 10 წელს მაინც.“
2. პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სასამართლოს
განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნას;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს
კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც
ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არჩევნების დანიშვნის
დროისათვის ან რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით
დადასტურებულია არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ხელმოწერით.
45. 112-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას:
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სახელმწიფო რწმუნებულები და მათი მოადგილეები;”
46. 113-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე
არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ მას ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი
არჩევნების დანიშვნის დროისთვის;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება, მისი
შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა
პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას
(თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება);
გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიისმიერ გამოყენებულ
სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს
მისი თანხმობა.“
გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის
ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს
წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის
მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ამოწმებს
ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესითა და
დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური
მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს
სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.“
დ) მე-12 პუნქტი „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნას:
47. 114-ე მუხლი ამოღებულ იქნას;
48. 115-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში მონაწილე პარტიებს.
2. არჩევნებში მონაწილე ყოველ პარტიასუფლება აქვს, წარადგინოს თითო
პარტიული სია.
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნას:
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები.პარტიული სიის
შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ სქესთა შორის ბალანსის დაცვის
უზრუნველყოფა უკავშირდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ დამატებით დაფინანსებას.
დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
7. შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს
უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. პარტიულ სიას თან
უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის
მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, ცნობა ნარკოლოგიური
შემოწმების შესახებ, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს
მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და მისი ფოტოსურათი. ნარკოლოგიური
შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებ გვერდზე
ე) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნას:
ვ) მე-9 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას:
„9. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის:
ა) გვარი, სახელი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);
დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ე) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ.
დასახელება);
ვ) თანამდებობა (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
ზ) პარტიულობა (თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“);“
ზ) მე-10 პუნქტის:
ზ.ა) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;
ზ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) თანხმობა, კენჭი იყაროს მოცემული პარტიული სიით;”
თ) „ი“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საქართველოში სულ ცოტა 10 წლის ცხოვრების ფაქტი;“
ი) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ სააღრიცხვო
ბარათებს პარტიისწარმომადგენელს წინასწარ გადასცემს ცესკო.“
49. 116-ე მუხლი ამოღებულ იქნას:
50. 117-ე მუხლის:
ა) მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 117. პარტიული სიებისსაარჩევნო რეგისტრაცია”
ბ) პირველი - მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარტიული სია საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება ცესკოს
თავმჯდომარის განკარგულებით, თუ ამ კანონით განსაზღვრული ყველა საბუთი
აკმაყოფილებს ამავე კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საბუთების წარდგენისთვის ამ
კანონით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის
საკითხი არ განიხილება.
2. პარტიისმიერ წარდგენილ პარტიულ სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო
სამსახური და სიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების
დღემდე 26-ე დღისა, დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც 3 დღის
ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 25-ე დღისა:
ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას და პარტიისმიერ
წარდგენილ კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული
საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) წერილობით აცნობებს პარტიისწარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ
მოთხოვნებთან პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების
შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა,
და მას 3 დღე ეძლევა სიისა და საბუთების სრულყოფისთვის.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული
მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს
მათი წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20
დღისა. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ
მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ
სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ
ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები არ
არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების შესახებ იმავე ვადაში გამოსცემს
განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ
(განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები
და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის
თქმა). თუ პარტიული სიის იმ ნაწილში, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ
მოთხოვნებს, დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, არც
პარტიული სია და არც პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში არ
გატარდება და ცესკოს თავმჯდომარე ზემოაღნიშნულ ვადაში გამოსცემს
განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში
ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის
ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ამ პუნქტში
აღნიშნული განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და
მოთხოვნისთანავე გადაეცემა.“
4. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ
გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია
გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით (ამ
პუნქტის „ა“–„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში) ან სასამართლოს
გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ საარჩევნო
კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ
კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი
სხვა პირობები, კერძოდ:
ა) არასრული ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული
მონაცემები;
ბ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის
წევრია;
გ) კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად
არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე;
დ) საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში იმართება სხვა
არჩევნები და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა პარლამენტის წევრობის
კანდიდატის თანხმობა ამ არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;
ე) დარღვეულია ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით ან/და 48-ე
მუხლით დადგენილი მოთხოვნები;
ვ) კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება;
5. პარტიული სიისა და პარტიისმიერ წარდგენილი საქართველოს
პარლამენტის წევრობის კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის
შესახებ ცესკოსთავმჯდომარის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონის 77-ე
და 78-ე მუხლებით დადგენილი წესით.“
51. 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ზ) პარლამენტის წევრობის კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური
შემოწმება.“
52. 118-ე მუხლი ამოღებულ იქნას:
53. 119-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნას;
ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციის:
„5. საარჩევნო სუბიექტების (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით
განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტებისა) რიგითი ნომრები წილისყრით
გამოვლინდება.
6. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი და იმავე ფორმისა და
სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს არჩევნებში
მონაწილე პარტიებისრაოდენობის შესაბამის ნომრებს. რიგითი ნომრებისათვის
ნატურალური რიცხვები (1, 2, 3 და ა. შ.) გამოიყენება. თუ რიგითი ნომრის არჩევის
უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი საარჩევნო სუბიექტების
რაოდენობაზე მეტია და მან ეს ნომერი დაიტოვა, უმაღლესი რიგითი ნომრის ნაცვლად
ამ სუბიექტის რიგითი ნომერი დაიწერება. ყოველი ფურცელი კომისიის ბეჭდით უნდა
დამოწმდეს. დამოწმების შემდეგ ცალკე გადაიდება ის რიგითი ნომრები, რომლებიც ამ
მუხლის მე-2
პუნქტით დადგენილი წესით იქნა არჩეული. ყველა დარჩენილი
ფურცელი ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების წაკითხვა.
ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც
პარტიებისწარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ საარჩევნო რეგისტრაციის
გავლის რიგითობის შესაბამისად. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის
რიგითი ნომერი.“
გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნას:
დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. რეგისტრირებულ პარტიულ სიებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე
აქვეყნებს ცესკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა.“
54. 120-ე მუხლის პირველი - მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას
უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 დღისა, უარი
თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც
განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.
2. არჩევნებში მონაწილე პარტიასუფლება აქვს, არჩეული პარლამენტის
წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება
პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის
შესახებ. პარტიასარ აქვს უფლება, პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის
წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით
არჩეული
პარლამენტის
წევრის
უფლებამოსილების
შეწყვეტისას
მისი
ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. პარტიისმიერ წარდგენილი
პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება ცესკოს
თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირისმიერ ხელმოწერილი
განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან
3 დღის ვადაში. თუ
განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი
პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო
დღიდან.“
55. 123-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 123. ხმების დათვლა საუბნო საარჩევნო კომისიაში
საუბნო საარჩევნო კომისია აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს კენჭისყრის
შედეგების შემაჯამებელ ოქმში.კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება
პარტიული სიების მიხედვით.“
56. 124-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმებისა და
რაიონული/საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებების საფუძველზე, თავის
სხდომაზე აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს კენჭისყრის შედეგების
შემაჯამებელ ოქმში.“
57. 125-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა
და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან
არაუგვიანეს მე-19 დღისა, თავის სხდომაზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის
არჩევნების შედეგებსდა ადგენს არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს.“
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნას:
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები გადანაწილდება იმ
პოლიტიკურ პარტიებზე , რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა
ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების
რაოდენობაში
არ
ჩაითვლება
ბათილად
ცნობილი
ბიულეტენებით
გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.“
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის
დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150 -ზე და იყოფა
ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც
არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს.
მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული
მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების
რაოდენობათა ჯამი 150 -ზე ნაკლებია გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით
მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.“
ე). მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნას;
ვ) მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნას;
ზ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. თუ 2 ან 2-ზე მეტი
პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა,
მანდატი მიეკუთვნება იმ სიას, რომელმაც ცესკოში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია“.
თ) მე-10 და მე-12 პუნქტები ამოღებულ იქნას:
ი) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. თუ ჩატარებულ არჩევნებში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის
გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქების ნახევარზე
მეტში ან რამდენიმე ოლქში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა
საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, არჩევნების
შედეგები ბათილად ითვლება და ცესკო ნიშნავს ხელახალ არჩევნებს.“
კ) მე-15 და მე-16 პუნქტები ამოღებულ იქნას:
ლ) მე-17 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. განმეორებითი კენჭისყრა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა
საერთო რაოდენობა საარჩევნო უბნებში, სადაც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა
ცნობილი, საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტზე მეტია.
ასეთ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრა იმართება საერთო არჩევნების დღიდან
არა უგვიანეს 2 კვირისა.
18. არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს
არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა და ბათილად ცნობილი საარჩევნო
ბიულეტენების რაოდენობა; ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების
ჯამური რაოდენობა; ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების
პროცენტი და მიღებული მანდატების რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და
უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში
ამომრჩეველთა რაოდენობა და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები.“
მ) 181 პუნქტი ამოღებულ იქნას:
ნ) 182 და მე-19 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„182. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა
იყოს საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა. იმ საარჩევნო ოლქებისა და
უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და განმეორებითი
კენჭისყრა არ გამართულა, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა; იმ საარჩევნო
ოლქების ნომრები, რომლებშიც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელახალი
არჩევნების თარიღი; ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ყოველი
საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მიღებული ხმების
პროცენტი და მიღებული მანდატების რაოდენობა; წარმდგენ საარჩევნო სუბიექტთა
მიხედვით დალაგებული არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა სია, მათი
პარტიული კუთვნილების მითითებით.
19. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენისთანავე ცესკო ამ
ოქმებს აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. არჩევნების საბოლოო შედეგების
შემაჯამებელ ოქმს ცესკო გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“,
რომელიც მას 2 დღის ვადაში აქვეყნებს.“
58. 126-ე მუხლი ამოღებულ იქნას;
59. 127-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 127. საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნები
1. თუ არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა იმართება ხელახალი
არჩევნები.
2.
ხელახალი
არჩევნები
იმართება
არჩევნების
არჩატარებულად
გამოცხადებიდან 2 თვის ვადაში. არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და
საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების
არჩატარებულად გამოცხადებიდან არა უგვიანეს 7 დღისა.“
3. თუ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა, მაგრამ ვერც ერთმა პარტიამვერ
მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 5 პროცენტი, ცესკოს განკარგულებით,
არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 კვირის ვადაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.
4. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებს,
რომლებმაც საერთო არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 2
პროცენტისა. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილე პარტიებისპარტიული სიები
უცვლელი რჩება. მათში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კანონით
დადგენილი საერთო წესით.“
60. 128-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 128. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები
საქართველოს პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში საქართველოს
პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ტარდება პარლამენტის ვადამდე დათხოვნიდან
არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა, ხოლო რიგგარეშე არჩევნების თარიღს
საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ
ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.“
61. 129-ე მუხლი ამოღებულ იქნას;
62. 130-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნას;
63. 132-ე მუხლი მუხლი ამოღებულ იქნას;
64. 133-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგ არჩევნებს ნიშნავს
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით,
საკრებულოს, მერის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 60 დღით ადრე.“
65. 136-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;
ბ) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სახელმწიფო რწმუნებულს და მის მოადგილეს;”
66. 137-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 137. საარჩევნო ოლქები
1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ყოველი
მუნიციპალიტეტი ერთი საარჩევნო ოლქია.“
67. 141-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიას, პარტიის,
ამომრჩეველთა 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს,
რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში.“
68. 142-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 142. პარტიების რეგისტრაცია”
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი
ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით
მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს:
ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე
არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას;
ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს
პარლამენტში;
ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე,
თუ ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას.“
2. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა
სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს
წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის
სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 38-ე მუხლით
დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში ამოწმებს. საარჩევნო პერიოდში ცესკოს
სათანადო სამსახური მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს
თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.“
გ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;
დ) მე-11- 21-ე პუნქტები ამოღებულ იქნას;
ე) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა ცესკო თავის ოფიციალურ
ვებგვერდზე აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიების სიას განცხადებების წარდგენის
რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიების
სიას, რომელთაც უარი ეთქვათ
რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს.”
69. 143-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში
მონაწილეობის მისაღებად პარტიულ სიებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარეს წარუდგენენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები
რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა.
2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიას უფლება აქვს,
წარადგინოს თითო პარტიული სია.“
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ ამ პარტიის წევრი ან ის
პირი, რომელიც არ არის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრი. 5. პარტიული
სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები. პარტიული სიის შედგენისას
გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიისმიერ
მიღებული მანდატები ნაწილდება თანამიმდევრობით, სიის დასაწყისიდან რიგის
მიხედვით, და გენდერული ბალანსის დაცვა უკავშირდება „მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით
გათვალისწინებულ დამატებით დაფინანსებას.“
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად
მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის ხელმოწერით.“
დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს არჩევნებისათვის პარტიისწარმომადგენელს სააღრიცხვო ბარათებს
წინასწარ გადასცემს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საბუთების
მიღებისთანავე
პარტიის,
საარჩევნო
ბლოკის
წარმომადგენელს
ეძლევა
დათარიღებული ცნობა საბუთების მიღების შესახებ.“
70. 144-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს წევრის არჩევნებში შესაბამის საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენის
უფლება აქვთ:
ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;
ბ) ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.
2. საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად არჩევნებში
დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამკენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა,
ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა − ამ კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად, სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო
კომისიას.“
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“4. განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაეცემა
შესაბამის საარჩევნო კომისიას. იგი დამოწმებული უნდა იყოს პარტიის
უფლებამოსილი პირების ხელმოწერით.“
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისმიერ საარჩევნო ოლქში
წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი იმავდროულად შეიძლება იყოს შესაბამისი
პარტიისპარტიულ სიაში.“
71. 145-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს არჩევნებისას პარტიისმიერ წარდგენილი პარტიული სიის და
ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს წევრობის
კანდიდატის რეგისტრაციისათვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საბუთების წარდგენიდან 2
დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა:
ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს პარტიულ სიას, საარჩევნო სუბიექტის
მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული
სია და თანდართული საბუთები, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი
კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ
მოთხოვნებს;
ბ) წერილობით აცნობებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ამ კანონით
დადგენილ მოთხოვნებთან პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში, აგრეთვე
საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში
არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ
არსებობს ასეთი შეუსაბამობა; პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს 2 დღე ეძლევა ზემოაღნიშნული სიისა და საბუთების
სრულყოფისთვის.“
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ
მოთხოვნებს,
შესაბამისი
საარჩევნო
კომისიის
თავმჯდომარე
საარჩევნო
რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს, პარტიულ
სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ
სიის ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები არ არის),
ხოლო დანარჩენი კანდიდატების თაობაზე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას
მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად
აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები,
რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა).
განკარგულება პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს
დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.“
გ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია
პარტიების ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერებით;“
დ) მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი წერილობით განაცხადებს
თანხმობას სხვა პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატად
წარდგენაზე;“
ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. პარტიასუფლება აქვს, მოითხოვოს არჩევნებში იმ რიგითი ნომრით
მონაწილეობა, რომელიც მას ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდა
მიკუთვნებული. ამისთვის მან ცესკოს უნდა წარუდგინოს განცხადება არჩევნების
დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა. რიგითი ნომრის არჩევის უფლება პირველად აქვს
იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში
პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო. პოლიტიკური გაერთიანების
წარმომადგენელი ცესკოს წარუდგენს განცხადებას იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური
გაერთიანება იტოვებს წინა საპარლამენტო არჩევნებში მიკუთვნებულ რიგით ნომერს
ან იღებს პირველ ნომერს. ამავე წესით რიგითი ნომრის არჩევის უფლება
თანამიმდევრულად აქვთ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით
მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გაერთიანებებს. მათ უფლება აქვთ, დაიტოვონ
წინა საპარლამენტო არჩევნებში მიკუთვნებული რიგითი ნომერი ან აირჩიონ,
შესაბამისად, მეორე ან მესამე ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რიგითი
ნომერი, რომელიც მათ წინა საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდათ, უკვე მიეკუთვნა მათ
შედეგებზე უკეთესი შედეგის მქონე გაერთიანებას.“
ვ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„
„9. საარჩევნო სუბიექტების (გარდა იმ საარჩევნო სუბიექტებისა, რომლებმაც
რიგითი ნომრები ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად აირჩიეს) რიგითი ნომრები
წილისყრით გამოვლინდება. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი და
იმავე ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს
არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიების რაოდენობის შესაბამის ნომრებს.
რიგითი ნომრებისათვის ნატურალური რიცხვები (1, 2, 3 და ა. შ.) გამოიყენება. თუ
რიგითი ნომრის არჩევის უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი
საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე მეტია და მან ეს ნომერი დაიტოვა, უმაღლესი
რიგითი ნომრის ნაცვლად ამ სუბიექტის რიგითი ნომერი დაიწერება. ყოველი
ფურცელი კომისიის ბეჭდით უნდა დამოწმდეს. დამოწმების შემდეგ ცალკე
გადაიდება ის რიგითი ნომრები, რომლებიც ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად იქნა
არჩეული. ყველა დარჩენილი ფურცელი ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე
დაწერილი ნომრების წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს
ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პარტიების წარმომადგენლები სათითაოდ
იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის რიგითი
ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრა იმართება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს
30-ე დღისა.“
72. 146-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარტიას/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, რეგისტრაციის
შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 12 დღისა გააუქმოს თავისი
გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ.“
ბ) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიასუფლება აქვს, არჩეული
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი
გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის
წარდგენის შესახებ. პარტიასარ აქვს უფლება, პარტიულ სიაში დარჩენილი
საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს
ამ სიით არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი
ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. პარტიის მიერ წარდგენილი
საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება შესაბამისი საოლქო
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის
წესდებით განსაზღვრული პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე,
განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ
დაკმაყოფილდა, საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად
ჩაითვლება აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.”
73. 147-ე მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი
ორგანოს
–
საკრებულოს
არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება პარტიების
სახელწოდებები დადგენილი რიგითობის შესაბამისად.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის
განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამის ადგილობრივ
მაჟორიტარულ ოლქში ასარჩევად წარდგენილი ყველა კანდიდატის რიგითი ნომერი,
სახელი და გვარი. პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატის
გვართან მიეთითება შესაბამისი პარტიის სახელწოდება, ხოლო ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვარის გასწვრივ მიეთითება
„დამოუკიდებელი“. კანდიდატის შესახებ მონაცემები საარჩევნო ბიულეტენში
შეიტანება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრით განსაზღვრული
მისი რიგითობის შესაბამისად, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა.
4. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი
ორგანოს
–
საკრებულოს
არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში ამომრჩეველი შემოხაზავს არა
უმეტეს 1 პარტიის რიგით ნომერს.“
74. 148-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად
პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება საარჩევნო ოლქში
პროპორციული წესით გასანაწილებელი მანდატების რაოდენობაზე და იყოფა იმ
პარტიებისმიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც მიიღეს
არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი
ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. არჩევნებში
მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო
ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.“
75. 150-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ერთი
დამოწმებული ფოტოასლი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ინახება. ოქმის
დამოწმებული ფოტოასლები გადაეცემათ შესაბამისი საკრებულოს სამანდატო
კომისიას, აგრეთვე პარტიებისწარმომადგენლებს.“
76. 154-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნას:
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„5. საკრებულოს შუალედურ
არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა
მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით
მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს
განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ
პირობას. ასეთ პარტიას განცხადების მიღებისთანავე ცესკო გადასცემს პარტიის
მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად. იმავე
ვადაში შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართავს
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, რომლის რეგისტრაცია და რომლის მიერ
წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 141-ე მუხლის მე3 პუნქტით დადგენილი წესით.“
1
77. 154 პუნქტის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, საკრებულოს ვადამდე
დათხოვნის/უფლებამოსილების
ვადამდე
შეწყვეტის
შესახებ
შესაბამისი
სამართლებრივი აქტის ამოქმედებიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-10 დღისა.
არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა.“
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებში პარტია და ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფი მონაწილეობენ ამ კანონის 154-ე მუხლის მე-5 და მე-6
პუნქტებით დადგენილი წესებით. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების
ვადებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა განკარგულებით ადგენს ცესკო.”
78. 157-ე მუხლის პირველი - მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ პარტიას,
პარტიის, ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ
კანდიდატებს ამ კანონით განსაზღვრული საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციის
შემთხვევაში.
2. პროპორციული წესით არჩევნებში მონაწილეობისა და თბილისის
საკრებულოს წევრის მანდატის მოპოვების უფლება აქვთ მხოლოდ პარტიებს.
3. თბილისის საკრებულოს ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ პარტიების/ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. პირი შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ
ერთ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.“
79. 158-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროპორციული წესით თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების
მისაღებად პარტიულ სიებს პარტია ცესკოს წარუდგენს კენჭისყრის დღემდე არა
უგვიანეს 30 დღისა.“
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პარტიული სია შეიძლება შედგებოდეს ამ პარტიის წევრთაგან ან იმ
პირთაგან, რომლებიც არ არიან არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრები, პარტიას
უფლება აქვს, საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარადგინოს საქართველოს
ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და კენჭისყრის
დღისათვის შეუსრულდა 21 წელი.
5. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები. პარტიული სიის
შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით
პარტიის
მიერ
მიღებული
მანდატები
ნაწილდება
სიის
დასაწყისიდან
თანამიმდევრობით.“
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად
მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის ხელმოწერით.”
80. 159-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. თბილისის საკრებულოში მაჟორიტარული წესით ასარჩევ კანდიდატთა
წარდგენის უფლება აქვთ:
ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;
ბ ) ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.
2. პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, თბილისის
საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინოს საქართველოს
ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და კენჭისყრის
დღისათვის შეუსრულდა 21 წელი.“
1
81. 159 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თბილისის საკრებულოს არჩევნებში არჩეული საკრებულოს წევრების
უფლებამოსილების ცნობის შემდეგ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის
მიერ პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის
შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში წარდგენილი საკრებულოს
წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით
მოიხსნება.“
82. 162-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად
პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 25-ზე და იყოფა იმ
პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც მიიღეს
არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი
ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. არჩევნებში
მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო
ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.“
83. 164-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნას:
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პროპორციული წესით არჩეული თბილისის საკრებულოს გამოკლებული
წევრის ადგილმონაცვლე ვალდებულია ცესკოს შეტყობინებიდან 10 დღის
განმავლობაში თანხმობა განაცხადოს საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ
შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს პარტიულ სიაში იმავე პარტიის რიგით
მომდევნო კანდიდატი და ა. შ. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ
არის, მანდატი უქმდება.“
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თბილისის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ
კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია,
აგრეთვე
პარტია,
რომელმაც
რეგისტრაცია
გაიარა
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოთა
ბოლო
არჩევნებში
მონაწილეობისთვის,
განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე
ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს
ზემოაღნიშნულ პირობას. ასეთ პარტიას განცხადების მიღებისთანავე ცესკო
გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების
შესაგროვებლად. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფი, რომლის რეგისტრაცია და რომლის მიერ წარდგენილი
კანდიდატის რეგისტრაციაც ხორციელდება ამ კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტით
დადგენილი წესით.”
84. 167-ე მუხლი:
ა) მე-21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
21. კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა მერობის კანდიდატის
წარდგენის უფლება აქვთ ამ კანონის 142-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ
პარტიას,აგრეთვე ამ კანონის 141-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.”
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პარტია/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი მერობის კანდიდატის
რეგისტრაციისათვის საბუთებს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენს.
გამონაკლისია ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, რომლის საბუთებიც ცესკოს
წარედგინება. მერობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის წარდგენილ საბუთებს
ამოწმებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საბუთების
წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა:
ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, თუ კანდიდატის
სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) მერობის კანდიდატის წარმდგენი პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფის წარმომადგენელს წერილობით აცნობებს კანდიდატის სარეგისტრაციო
დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან
შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ ასეთი შეუსაბამობა არსებობს;
პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საბუთების
სრულყოფისთვის 2 დღე ეძლევა.“
გ) მე- 8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია:
ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი;
ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია
ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერებით;
ბ1) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია
პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წევრთა ხელმოწერებით;
გ) ორი ფოტოსურათი;
დ) კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან
საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.“
85. 168-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
პარტიას//ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფს
უფლება
აქვს,
რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 12 დღისა გააუქმოს თავისი
გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ.“
86. 1692 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 142-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია აგრეთვე პარტია,
რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში
მონაწილეობისათვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე
არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია,
რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას, ხოლო ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფი განცხადებით მიმართავს შესაბამის საარჩევნო კომისიას. ასეთ
პარტიას განცხადების მიღებისთანავე ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის
ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად, ხოლო ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფს შესაბამისი საარჩევნო კომისია გადასცემს მხარდამჭერთა სიის
ნიმუშს მის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერების
შესაგროვებლად.“
87. 171-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის,
საქართველოს მთავრობის, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს
რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი
ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.“
88. 172-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეფერენდუმის მოწყობა არ შეიძლება:
ა) კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად;
ბ) ამნისტიისა და შეწყალების გამო;
გ) საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებისა და
დენონსირების შესახებ;
დ) ისეთ საკითხებზე, რომლებიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი
კონსტიტუციურ უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას.“
89. 174-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით,
რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს მთავრობის
მოთხოვნით.”
90. 178-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება რეფერენდუმის თარიღის
დანიშვნის ან რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნაზე მოტივირებული უარის თქმის
შესახებ ქვეყნდება მის მიერ რეფერენდუმის მოწყობის თაობაზე საქართველოს
პარლამენტის/საქართველოს მთავრობის მოთხოვნის, აგრეთვე ამ კანონის 177-ე
მუხლით გათვალისწინებული ცესკოს დასკვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.
საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულება საჭიროებს საქართველოს
პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით.”
91. დაემატოს შემდეგი შინაარსის 18517-ე მუხლი:
„მუხლი 18517“. საქართველოს პარლამენტის პროპორციული წესით გასამართი
არჩევნების ჩატარებამდე, საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების
დანიშვნის შემთხვევაში, საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში
პოლიტიკური
პარტიების კვოტების განსაზღვრა
საქართველოს პარლამენტის პროპორციული წესით გასამართი არჩევნების
ჩატარებამდე, საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის
შემთხვევაში, საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში იმ პოლიტიკური პარტიების
კვოტების განსაზღვრის დამატებითი წესი, რომელბმაც საკრებულოს პროპორციული
წესით გასამართ არჩევნებში მანდატები საარჩევნო ბლოკების შემადგენლობაში
ყოფნით მოიპოვეს, განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.“
92. დაემატოს შემდეგი შინაარსის 18518 მუხლი:
„მუხლი 18518. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებისას ზოგიერთი
რეგულაციის განსაზღვრა
1. საქართველოს
პრეზიდენტის
მომდევნო
არჩევნებში
საქართველოს
პრეზიდენტი აირჩევა 6 წლის ვადით;
2. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის
უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის თვის
ნებისმიერ კვირა დღეს. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60
დღისა;
3. საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურში კანდიდატის მოხსნა დაუშვებელია.“.
93. დაემატოს შემდეგი შინაარსის 18519 მუხლი:
„მუხლი 18519. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებისას საარჩევნო
ბარიერის განსაზღვრა
საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებისას პროპორციული სისტემით
ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ
პოლიტიკურ პარტიებზე და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე,
რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს
მაინც.“.
94. დაემატოს შემდეგი შინაარსის 18520 მუხლი:
„18520. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების დღიდან საქართველოს პარლამენტის მომდევნო
არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღემდე
ჩასატარებელი საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე, საქართველოს პარლამენტის ან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს-საკრებულოს შუალედური ან მერის
რიგგარეშე არჩევნებისას ცალკეული რეგულაციების განსაზღვრა
1. ცესკო:
ა) ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში
მონაწილე პარტიებს და საარჩევნო ბლოკებს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს
(თბილისის მერის არჩევნებისათვის) და მათ წარმომადგენლებს ცესკოში;
ბ) სათანადო მოწმობებს აძლევს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და
საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (ქალაქ თბილისის
მერის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებს;
გ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტისა და
მუნიციპალიტეტის
ორგანოთა
არჩევნებში
დამოუკიდებლად
მონაწილე
პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (ქალაქ
თბილისის მერის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო
კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;“
2. ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
ა) ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი საქართველოს
პარლამენტის პროპორციული/მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ
არჩევნებში, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში
მონაწილეობის მიზნით ხმას აძლევს შესაბამისი სამხედრო დანაყოფის/ნაწილის
დისლოკაციის ადგილის მიხედვით შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ
განსაზღვრულ საარჩევნო უბანზე (უბნებზე).
ბ) ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს:
ბ.ა) საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით
ჩატარებულ არჩევნებსა და რეფერენდუმში;
ბ.ბ) საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით
ჩატარებულ არჩევნებში, თუ იგი შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე განთავსებულია
არჩევნების დღისათვის მუდმივი წესით, არჩევნების დღემდე არანაკლებ 6 თვით და
არჩევნების დღიდან სულ მცირე 6 თვით ან მეტი ვადით, ან თუ იგი ადგილსამყოფელს
იცვლის ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე;
ბ.გ) საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით
ჩატარებულ არჩევნებსა და რეფერენდუმში, თუ კენჭისყრის დღეს იგი საზღვარგარეთ
იმყოფება.
გ) განსაზღვრული დაწესებულებების მოსამსახურეები, გარდა იმავე
ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საქართველოს პარლამენტის
პროპორციული/მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში და
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში ხმას აძლევენ
რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.“
3. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას და საარჩევნო ბლოკს,
უფლება აქვთ, ერთი ან რამდენიმე სახის არჩევნებისას დანიშნონ მხოლოდ ორ-ორი
წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო კომისიაში. საქართველოს პარლამენტისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, ორ-ორი წარმომადგენელი დანიშნოს შესაბამის
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში. ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში
დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა
საარჩევნო კომისიაში.“
4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს
უნდა აწერდეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირი. აღნიშნულ
განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის
გვარი, სახელი, დაბადების წელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ
აქვს). განცხადებას თან უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის
პასპორტის ფოტოასლი.
5. უწყებათაშორისი კომისია მორიგი საერთო არჩევნების შემთხვევაში იქმნება
არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა, ხოლო საქართველოს პარლამენტის
რიგგარეშე, შუალედური ან ხელახალი არჩევნების − არჩევნების დანიშვნიდან 3 დღის
ვადაში.
6. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს
პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე
ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში
საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად. საარჩევნო სუბიექტი,
რომელიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების
საერთო არჩევნებში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ს ან
მეტს (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული
საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით),
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 500 000
ლარს საკრებულოს/მერის არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული
ხარჯების დასაფარავად. აღნიშნული საარჩევნო სუბიექტები ასეთ დაფინანსებას
მიიღებენ საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების თაობაზე წარდგენილი
ინფორმაციის შესაბამისად, ამ კანონის 57-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის
წარდგენის შემდეგ.
7. პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების დროს – არჩევნებში
დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი და
სახელწოდება;
თვითმმართველი
ქალაქის
(მათ
შორის,
ქალაქ
თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით
არჩევნების დროს – კანდიდატის რიგითი ნომერი, გვარი, სახელი, წარმდგენი
საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება. თუ მაჟორიტარი კანდიდატი წარდგენილია
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, საარჩევნო ბიულეტენში რიგითი ნომრის
გასწვრივ მიეთითება „დამოუკიდებელი;
8. ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედების გამო
სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ პარტიას, საარჩევნო ბლოკს,
დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი
ეხება პარტიის საარჩევნო ბლოკის, ან ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის მიერ
ზემოაღნიშნული წესის დარღვევას;
9. ამ კანონის 48-ე და 118-ე მუხლების დებულებათა დარღვევის შემთხვევაში
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის
შეტანის უფლება აქვთ: კანდიდატის წარმდგენ პარტიას, საარჩევნო ბლოკს,
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, თვით კანდიდატს, რომლის შესახებაც გამოიცა
განკარგულება, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე სხვა პარტიის, საარჩევნო ბლოკის,
წარმომადგენელს ცესკოში დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას,
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო
კომისიაში (თუ საქმე ეხება მაჟორიტარ კანდიდატს), თუ კომისიამ არ დაადასტურა
ზემოაღნიშნული დარღვევა;
10. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ ცესკოს
განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში
დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე
საარჩევნო
ოლქს
ეხება),
მაჟორიტარ
კანდიდატს,
თვითმმართველი
ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის
მქონე ორგანიზაციას;
11. ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სასამართლოში
სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას,
საარჩევნო ბლოკს, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს, მაჟორიტარ კანდიდატს
(საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისას),
დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას;
12. თუ პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული მანდატების
რაოდენობათა ჯამი 77-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გადასანაწილებელი მანდატები
თანმიმდევრობით მიეკუთვნებათ შესაბამის საარჩევნო სუბიექტებს მათ მიერ
მიღებული ხმების რიგითობის გათვალისწინებით.
13. პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის 129-ე მუხლის მე-3
პუნქტით დადგენილ პირობებს, საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ
ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს შუალედური არჩევნების
დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. განცხადების
მიღებისთანავე მას გადაეცემა ცესკოს მიერ დადგენილი ფორმის პარტიის
მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია, რომელიც არ არის კვალიფიციური საარჩევნო
სუბიექტი, ვალდებულია შუალედური არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა
ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის
მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სია მოწმდება ამ
კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესით. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია
ხორციელდება ამ კანონის 113-ე მუხლით დადგენილი წესით.“
95. დაემატოს შემდეგი შინაარსის 18521 მუხლი:
„18521. მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის
უფლებამოსილების ცნობის დღიდან მომდევნო პროპორციული წესით ჩასატარებელი
საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის დღემდე, საქართველოს პარლამენტის
შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი რეგულაციის განსაზღვრა
მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის
უფლებამოსილების ცნობის დღიდან მომდევნო პროპორციული წესით ჩასატარებელი
საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის დღემდე, საქართველოს პარლამენტის
შუალედური არჩევნები გაიმართოს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით.“;
96. დაემატოს შემდეგი შინაარსის 18522 მუხლი:
„18522. მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის
უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის
საერთო არჩევნების დანიშვნის დღემდე, მუნიციპალიტეტის ორგანოების საკრებულოების შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში ზოგიერთი
რეგულაციის განსაზღვრა
მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის
უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნების დანიშვნის დღემდე, მუნიციპალიტეტის ორგანოების - საკრებულოების
შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართოს ამ კანონის ამოქმედებამდე
არსებული წესით.“;
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი - 91-ე პუნქტების და 93-ე - 96-ე
პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტები, მე2 პუნქტი, მე-4 პუნქტი, მე-5 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, მე-7 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტი, მე-10 პუნქტი, მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-12 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი,
მე-14 პუნქტი, მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-18 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 26-ე და 27ე პუნქტები, 28-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე - 40-ე პუნქტები, 44-ე პუნქტის „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტები, 45-ე პუნქტი, 46-ე პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, 48-ე პუნქტის „დ“ და
„თ“ ქვეპუნქტები, 51-ე პუნქტი, 57-ე პუნქტის „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 63-ე - 65-ე
პუნქტები, 77-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 87-ე - 91-ე პუნქტები, და 93-ე - 97-ე პუნქტები
ამოქმედდეს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული საქართველოს
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე;
3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტები,
მე-3 პუნქტი, მე-5 პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები, მე-6 პუნქტი, მე-7 პუნქტის „ა“
და „გ“ ქვეპუნქტები, მე-8 პუნქტი, მე-9 პუნქტი, მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-12
პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები, მე-13 პუნქტი, მე-15 პუნქტის „ა“ და „გ“
ქვეპუნქტი, მე-16 პუნქტი, მე-18 პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტები, მე-19 პუნქტი, მე-20 –
25-ე პუნქტები, 28-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 29-ე პუნქტი, 30-ე პუნქტი, 41-ე და 43-ე
პუნქტები, 44-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, 46-ე პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, 47-ე
პუნქტი, 48-ე პუნქტის „ა“ – „გ“, „ე“ – „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტები, 49-ე და 50-ე პუნქტები,
52-ე - 56-ე პუნქტები, 57-ე პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ და „ზ“ – „ნ“ ქვეპუნქტები, 58-ე - 62-ე
პუნქტები და 94-ე პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო
არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე.
4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 66-ე - 76-ე პუნქტები,
77-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და 78-ე - 86-ე პუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის 1
იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
კონსტიტუციის
მიღების
ახალი
აუცილებლობა
რედაქციით,
გამოწვეულია
რომელიც
საქართველოს
ამოქმედდება
მომდევნო
საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ
ფიცის
დადებისთანავე.
ამ
კონტექსტში,
განმსაზღვრელია
საქართველოს
პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევის განახლებული რეგულაციები. ასევე
ცალკეული საკითხები, რომლებიც მიემართება ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებსა და რეფერენდუმის ჩატარების წესს, მათ შორის გარდამავალ პერიოდში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
„საქართველოს
მიღების
საარჩევნო
კონსტიტიტუციის
ახალ
მიზანია,
კოდექსის“
საქართველოს
შესაბამისობაში
რედაქციასთან,
რომელიც
ორგანული
მოყვანა
კანონის
საქართველოს
ამოქმედდება
მომდევნო
საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ
ფიცის დადებისთანავე. ამ თვალსაზრისით, განმსაზღვრელია კონსტიტუციის ახალი
რედაქციის 24-ე, 37-ე, 50-ე, 52-ე, 54-ე და 74-ე მუხლები, რომლებიც ეხება საარჩევნო
უფლებას, საქართველოს პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევნებს, საქართველოს
პრეზიდენტის უფლებამოსილებებს (არჩევნებისა და რეფერენდუმის დანიშვნის
ნაწილში) და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს. ამასთან,
განმსაზღვრელია კონსტიტუციური კანონის პროექტის მე-2 მუხლი, რომელიც
ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებს მომდევნო არჩევნებისას (მათ შორის
საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს).
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ცვლილებას განიცდის „საქართველოს საარჩევნო
კოდექსის“ მოქმედი რედაქცია და განსაზღვრულია ამოქმედების ვადები, კერძოდ,
რომელი ცვლილება რა დრო უნდა შევიდეს ძალაში. ამასთან, კანონპროექტი მოიცავს
გარდამავალ დებულებებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ცვლილების
ამოქმედებამდე არჩევნების ჩატარება. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებების
ძირითადი ნაწილის ამოქმედებისათვის განსაზღვრულია 4 (ოთხი) ვადა, კერძოდ:
1. ცვლილებები, რომლებიც უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;
2. ცვლილებები, რომლებიც უნდა ამოქმედდეს მომდევნო საპრეზიდენტო
არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე;
3. ცვლილებები, რომლებიც უნდა ამოქმედდეს მომდევნო საპარლამენტო
არჩევნების
შედეგად
არჩეული
პარლამენტის
უფლებამოსილების
ცნობისთანავე;
4. ცვლილებები, რომლებიც უნდა ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
რაც შეეხება გარდამავალ პერიოდს, კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონში
გარდამავალი ნორმების (რეგულაციების) განსაზღვრა, რომელმაც უნდა იმოქმედოს:
1. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების დღიდან საქართველოს პარლამენტის
მომდევნო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების
ცნობის დღემდე პერიოდში;
2. მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის
უფლებამოსილების ცნობის დღიდან მომდევნო პროპორციული წესით
ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის დღემდე არსებული
პერიოდი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დანიშვნის
შემთხვევაში;
3. მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის
უფლებამოსილების
ცნობის
შემდეგ
გასამართი
ადგილობრივი
თვითმმართველობის
არჩევნების
დანიშვნის
დღემდე
პერიოდი
მუნიციპალიტეტის ორგანოების - საკრებულოების შუალედური და მერის
რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში.
საარჩევნო კოდექსის პროექტი ითვალისწინებს შემდეგ ძირითად ცვლილებებს:
საქართველოს კონსტიტიტუციის ახალი რედაქციის 24-ე მუხლის (საარჩევნო
უფლება) შესაბამისად:
აქტიური საარჩევნო უფლებით ისარგებლებენ ის საქართველოს მოქალაქეები,
რომლებიც, როგორც ნაკლებად მძიმე, ისე მძიმე დანაშაულისათვის იხდიან
სასჯელს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებებში.
საქართველოს კონსტიტიტუციის ახალი რედაქციის 37-ე მუხლის (პარლამენტის
არჩევნები) შესაბამისად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, საარჩევნო კოდექსში ამოქმედდება
კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისი ცვლილებების ნაწილი, რომლის
თანახმად:
საარჩევნო კოდექსის სრული ტექსტიდან ხდება მაჟორიტარი პარლამენტის
წევრების (მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით) და საარჩევნო
ბლოკების (როგორც პარლამენტის ისე ადგილობრივ თვითმმართველობის
არჩევნებთან
მიმართებით)
მარეგულირებელი
ყველა
ნორმის
ამოღება/მოდიფიცირება. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ
მხოლოდ პოლიტიკური პარტიები;
ზუსტდება/ემატება ტერმინთა განმარტებები (შუალედური არჩევნები,
განმეორებითი კენჭისყრა, საქართველოს პარლამენტის არჩევნები, საარჩევნო
რეგისტრაცია, საარჩევნო სუბიექტი, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი,
კვალიფიციური პოლიტიკური პარტია, საარჩევნო კოლეგია, საქართველოს
პრეზიდენტობის კანდიდატი);
პარლამენტის არჩევნებს დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ
მინისტრის თანახელმოწერის გარეშე;
პარლამენტის არჩევნები ჩატარდება არა მაჟორიტარულ ერთმანდატიან
საარჩევნო ოლქებში, არამედ იარსებებს ერთიანი მრავალმანდატიანი საარჩევნო
ოლქი (რაც იწვევს იმ ნორმების გაუქმებას, რომელიც განსაზღვრავდა
მაჟორიტარული ოლქების შექმნას საპარლამენტო არჩევნებისთვის);
პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება კანონით დადგენილი
წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ჰყავს მისი
წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არჩევნების დანიშვნის დროისათვის;
უქმდება საარჩევნო კოდექსის ის ჩანაწერი, რომელიც პარლამენტის
ახლადარჩეულ წევრს ავალდებულებდა ნარკოლოგიური შემოწმების გავლას,
რომელსაც უკავშირდებოდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ცნობა/არ ცნობის საკითხი. შემოთავაზებული რედაქციით, აღნიშნული
ვალდებულება უქმდება. სანაცვლოდ, პარლამენტის არჩევნებისთვის
პარტიული სიის რეგისტრაციისას სავალდებულო იქნება შესაბამისი
ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა ცესკოში, რომელიც
საჯაროა და წარდგენის შემდეგ გამოქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებ
გვერდზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შემოწმების შედეგი გავლენას
არ იქონიებს როგორც პარტიული სიის რეგისტრაციის, ისე პარლამენტის
წევრად არჩევის შემთხვევაში უფლებამოსილების ცნობის საკითხზე;
საარჩევნო ბარიერი განისაზღვრება - 5%-ით და პარლამენტი წევრთა მანდატები
გადანაწილდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (150 პროპორციული
სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი);
შეიცვლება საქართველოს პარლამენტში მანდატების განაწილების მოქმედი წესი.
ცვლილების თანახმად, თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული
მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლები იქნება, გაუნაწილებელ
მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პარტიები და
შესაბამისად, აღარ მოხდება მანდატების შევსება ფრაქციის შესაქმნელად
საჭირო ოდენობამდე;
აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე ზუსტდება ცესკოს, საოლქო და
საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებები;
საქართველოს კონსტიტიტუციის ახალი რედაქციის 50-ე მუხლის (პრეზიდენტის
არჩევნები) შესაბამისად, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე საარჩევნო კოდექსში ამოქმედდება
კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისი ცვლილებების ნაწილი, რომლის
თანახმად:
უქმდება პრეზიდენტის არჩევნების მოქმედი წესი. კოდექსის მთლიანი
რედაქციიდან ხდება ყველა შესაბამისი ნორმის ამოღება და არსებული
ნორმების კონსტიტუციის შესაბამისად მოდიფიცირება;
საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით
აირჩევს საარჩევნო კოლეგია. ერთი და იგივე პირი საქართველოს
პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.
არჩევნები გაიმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, რომლის
ჩატარების უზრუნველყოფასაც განახორციელებს ცენტრალური საარჩევნო
კომისია;
საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე
საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში
უცხოვრია 15 წელს მაინც.
საქართველოს
პრეზიდენტის
მორიგი არჩევნების თარიღს ნიშნავს
საქართველოს პარლამენტი, არჩევნების დღემდე
60 დღით ადრე. თუ
საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი ემთხვევა პარლამენტის
არჩევნების ან წინა თვეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება
ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის
განმავლობაში. თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი ემთხვევა
საგანგებო ან საომარი მდგომარეობას, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
იმართება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან 45 დღის ვადაში.
ახლებურად განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის
წარდგენის წესი, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტობის
კანდიდატის წარდგენის მიზნით საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრმა,
საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, მაგრამ
არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართონ
ცესკოს.
განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის
წესი და პროცედურა. ასევე ახლებურად განისაზღვრება საქართველოს
პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების საქმიანობის
გარანტიები;
განისაზღვრება
საარჩევნო
კოლეგიის
შემადგენლობა
და
პოლიტიკური
პარტიების მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოების შემადგენლობიდან საარჩევნო კოლეგიის წევრების დასახელების
წესი;
განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველი და მეორე
ტურ(ებ)ის, ხელახალი და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და არჩევნების
შედეგების შეჯამების წესი;
ცვლილებებიდან გამომდინარე ზუსტდება ცესკოს უფლებამოსილებები.
საქართველოს კონსტიტიტუციის ახალი რედაქციის 74-ე მუხლის (ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოები) შესაბამისად, 2021 წლის 1 იანვრიდან საარჩევნო
კოდექსში ამოქმედდება ცვლილებების ნაწილი, რომლის თანახმად:
თვითმმართველობის
არჩევნებში
მონაწილეობას
მიიღებენ
მხოლოდ
პოლიტიკური პარტიები (აღარ იარსებებს საარჩევნო ბლოკები);
ზუსტდება თვითმმართველობის არჩევნებისთვის შესაქმნელი ერთმანდატიანი
ოლქების მარეგულირებელი ნორმები;
წარმოდგენილი ცვლილებების გათვალისწინებით ზუსტდება შესაბამისი
საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებები;
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის მე-2 მუხლის შესაბამისად,
კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალი პერიოდისთვის მოქმედ დებულებებს,
რომლის თანახმად:
მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის:
პრეზიდენტი ერთჯერადად აირჩევა 6 წლის ვადით;
საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდება პრეზიდენტის
უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის თვის
ნებისმიერ კვირა დღეს.
არჩევნების თარიღს დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს
პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა;
მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის:
პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდება პარლამენტის უფლებამოსილების
ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს;
მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც
პოლიტიკური პარტიები ისე საარჩევნო ბლოკები;
მხოლოდ მომდევნო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად
განისაზღვრება - 3%-ით;
პარლამენტის წევრთა მანდატები გადანაწილდება კვლავ შერეული სისტემით (77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის
წევრი);
ზუსტდება პარლამენტის დათხოვნისას და საგანგებო/საომარი მდგომარეობის
დროს არჩევნების ჩატარების ვადები (არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60
დღისა);
პარლამენტის წევრად არ აირჩევა პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით
შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა;
პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება კანონით დადგენილი
წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ჰყავს მისი
წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არჩევნების დანიშვნის დროისათვის;
პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება კანონით დადგენილი
წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომლის მხარდაჭერა
ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 25 000
ამომრჩევლის ხელმოწერით;
შეიცვლება პარლამენტის მომდევნო არჩევნებში შედეგების მიხედვით
მანდატების განაწილების წესი. აღარ მოხდება ფრაქციის შესაქმნელად საჭირო
ოდენობამდე შევსება და განაწილდება პროპორციული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
დაფინანსების წყარო:
აუცილებელი ხარჯების
მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები იწვევს ბიუჯეტიდან
გამოყოფილი აუცილებელი ხარჯების ცვლილებას, კანონპროექტის მიღება არ
გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების დამატებით გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კერძოდ,
შემცირდება
მომდევნო
(2018
სახელმწიფო
წლის)
ბიუჯეტის ხარჯვითი
საპრეზიდენტო
არჩევნების
ნაწილი, ვინაიდან
შემდეგ
საქართველოს
პრეზიდენტს აირჩევენ არა საქართველოს ამომრჩევლები უშუალოდ, არამედ
შესაბამისი
საარჩევნო
კოლეგია.
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
საჭირო
იქნება
პრეზიდენტის ახალი წესით (კოლეგიის მიერ) არჩევნების ჩასატარებლად შესაბამისი
ხარჯების გაწევა, თუმცა, საერთო ჯამში მაინც შემცირდება ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილი, რადგან პრეზიდენტის არჩევნები აღარ გაიმართება ქვეყნის მთელ
ტერიტორიაზე და შესაბამისად, აღარ იქნება საჭირო აღნიშნული არჩევნების
ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფა.
ასევე, მომდევნო (2020 წლის) პარლამენტის არჩევნების შემდეგ ყოველი
მომდევნო
საქართველოს
პარლამენტის
არჩევნები
ჩატარდება
მხოლოდ
პროპორციული წესით (გარდა მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შედეგად
არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან მომდევნო პარლამენტის
არჩევნების დღემდე გასამართი პარლამენტის შუალედური არჩევნებისა), უქმდება
მაჟორიტარული წესით არჩევნები და ასევე საარჩევნო ბლოკები. შესაბამისად, აღარ
იქნება
საჭირო
მაჟორიტარული
უზრუნველსაყოფად
ხარჯების
წესით
გაწევა.
გასამართი
ასევე,
არჩევნების
საარჩევნო
ბლოკების
ჩატარების
გაუქმება
შეამცირებს მათი რეგისტრაციის, ფუნქციონირების და არჩევნებში მონაწილეობასთან
დაკავშირებულ (მათ შორის მათი წარმომადგენლების დაფინანსების) ხარჯებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
იწვევს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომლებიც გადაწყვეტენ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, შესაბამისად
წარდგენილნი იქნებიან პოლიტიკური პარტიის პარტიული სიით და ამ სიის
რეგისტრაციისათვის მოუწევთ ნარკოლოგიური შემოწმების გავლა და ცენტრალური
საარჩევნო კომისიაში შესაბამისი ცნობის წარდგენა. აღნიშნული ასევე ზეგავლენას
მოახდენს იმ დაწესებულებებზე, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ შესაბამისი
ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარება და ამ შემოწმების საფუძველზე მომზადებული
ცნობის გაცემა.
ასევე, საარჩევნო ბლოკების გაუქმება სავარაუდო ზეგავლენას მოახდენს იმ
პირებზე, რომლებიც შესაძლოა დასაქმებულიყვნენ საარჩევნო ბლოკ(ებ)ის აპარატში
და მიეღოთ შესაბამისი ანაზრაურება.
აღნიშნული ცვლილებები ასევე ზეგავლენას მოახდენს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაზე,
ვინაიდან
ადმინისტრირების
(მათ
მას
აღარ
შორის
მოუწევს
პარლამენტის
მაჟორიტარული
წესით
არჩევნებისას
ჩასატარებელი
არჩევნებისთვის ბიულეტენების დაბეჭვდა) ხარჯების გაწევა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღებება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ცენტრალური საარჩევნო კომისია
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტში
კანონმდებლობის ჰარმონიზების სამუშაო ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
შექმნილი
კონსტიტუციასთან
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ იმ მუხლ(ებ)ის
მოქმედი (სრული) რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილებები
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) რეფერენდუმი – საერთო-სახალხო გამოკითხვა საყოველთაო, თანასწორი და ნების
პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად, რომელიც იმართება საქართველოს
მთელ ტერიტორიაზე;
ბ) პლებისციტი – ფარული კენჭისყრის გზით საერთო-სახალხო გამოკითხვა
განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის
აზრის გასაგებად, რომლის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის
სარეკომენდაციო ხასიათისაა;
გ) არჩევნები – საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო
ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის
პირთა არჩევა;
დ) საერთო არჩევნები – მორიგი ან რიგგარეშე არჩევნები:
დ.ა) მორიგი არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების
წარმომადგენლობითი
ორგანოს
ან
საჯარო
ხელისუფლების
თანამდებობის
პირის
უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, აფხაზეთისა
და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებითა და სათანადო კანონებით
დადგენილ ვადებში;
დ.ბ) რიგგარეშე არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების
წარმომადგენლობითი
ორგანოს
ან
საჯარო
ხელისუფლების
თანამდებობის
პირის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო;
ე) შუალედური არჩევნები – შესაბამის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო
სისტემით, ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული არჩევნები, რომელიც ტარდება
ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობის შესავსებად;
ვ) ხელახალი არჩევნები – არჩევნები, რომლებიც მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი
წესით ხელახლა ტარდება:
ვ.ა) თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობდა
ერთი კანდიდატი და ამ კანონით დადგენილი წესით მოიხსნა მისი კანდიდატურა;
ვ.ბ) თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე
ვერც ერთმა საარჩევნო სუბიექტმა ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი, ან არჩევნები
არჩატარებულად გამოცხადდა საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში;
ვ.გ) თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს
გადაწყვეტილებით;
ზ) განმეორებითი კენჭისყრა – კენჭისყრა, რომელიც განმეორებით იმართება იმ
საარჩევნო უბანში (უბნებში), რომელშიც (რომლებშიც) ბათილად იქნა ცნობილი
კენჭისყრის შედეგი, ან მთელ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პარტიული სიების
მიხედვით, როდესაც მანდატი არც ერთ პარტიას/საარჩევნო ბლოკს არ მიეკუთვნა;
1
თ) არჩევნების მეორე ტური – კენჭისყრა, რომელიც იმართება ამ კანონით
განსაზღვრულ შემთხვევებსა და ვადებში, როდესაც არჩევნების პირველ ტურში
გამარჯვებული ვერ გამოვლინდა;
ი) არჩევნების (კენჭისყრის) დღე – საერთო, შუალედური ან ხელახალი არჩევნების
ჩატარების დღე, ასევე მეორე ტურის, განმეორებითი კენჭისყრის დღე;
ი1) საარჩევნო პერიოდი/სარეფერენდუმო პერიოდი − არჩევნების/რეფერენდუმის
დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან შესაბამისი
საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების/რეფერენდუმის საბოლოო შედეგების შემაჯამებელი
ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით დროის მონაკვეთი;
კ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს
პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს წევრების არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე;
ლ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს
პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს წევრების არჩევნები ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით;
მ) საარჩევნო უფლება – აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება;
ნ) აქტიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის
მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში
ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის
დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში;
ო) პასიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს
საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო
ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად;
პ) საარჩევნო რეგისტრაცია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ
პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და
კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით;
ჟ) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი – პირი, რომელიც არჩევნებში
მონაწილეობის მიზნით წარდგენილია რეგისტრაციისათვის შესაბამის საარჩევნო
კომისიაში;
რ) საარჩევნო სუბიექტი – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ
რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი,
საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საჯარო
ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი;
რ1) კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი − ამ კანონის შესაბამისად
რეგისტრირებული კვალიფიციური პარტია ან საარჩევნო ბლოკი, რომელშიც
გაერთიანებულია კვალიფიციური პარტია;
ს) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური
საარჩევნო კომისია (შემდგომ − ცესკო) და მისი აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიები (შემდგომ − უსკო) და
მათი აპარატები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები;
2
ტ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე – საარჩევნო კომისიის წევრი და აპარატის
თანამშრომელი;
უ) პარტია – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის შესაბამისად მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება,
რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულია არჩევნებში მონაწილეობის
მიზნით;
უ1) კვალიფიციური პარტია – პარტია, რომელიც, „მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად,
დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს;
ფ) საარჩევნო ბლოკი – ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული 2 ან 2-ზე
მეტი პარტიის გაერთიანება;
ქ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი – საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული,
პარტიის ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს
მოქალაქე;
ღ) მერობის კანდიდატი – მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე;
ყ) პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის,
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში
მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ
რეგისტრირებულ პარტიულ სიაში შეყვანილი საქართველოს მოქალაქე;
შ) მაჟორიტარი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით
შესაბამისი
საარჩევნო
კომისიის
თავმჯდომარის
მიერ
რეგისტრირებული,
პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო
ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;
ჩ) საარჩევნო ოლქი – სამოქმედო ტერიტორია (ადმინისტრაციული საარჩევნო
დანაყოფი), რომელშიც ხორციელდება არჩევნებისა და რეფერენდუმის ორგანიზება და
ტარდება არჩევნები და რეფერენდუმი;
ც)
მაჟორიტარული
საარჩევნო
ოლქი
–
საქართველოს
პარლამენტის
არჩევნებისათვის შექმნილი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;
ძ) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ერთმანდატიანი საარჩევნო
ოლქი, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოს – საკრებულოს წევრების მაჟორიტარული წესით ასარჩევად;
წ) საარჩევნო უბანი – ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი, რომელიც იქმნება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კენჭისყრისა და ხმების
დათვლისათვის არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვისას;
ჭ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო –
საკრებულო; საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულო, თვითმმართველი
თემის საკრებულო, თვითმმართველი ქალაქის საკრებულო;
ჭ1) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი;
3
ხ) პოლიტიკური თანამდებობის პირი – საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს
პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა
წევრები და მათი მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები, აგრეთვე ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და აღმასრულებელი ორგანოს
ხელმძღვანელი, სახელმწიფო რწმუნებული − გუბერნატორი;
ჯ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში
(შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს
საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია
საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც
შეიცავს
წინასაარჩევნო
კამპანიის
ნიშნებს,
ან
მოწოდებას
სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ
ან საწინააღმდეგოდ;
ჰ) წინასაარჩევნო კამპანია – საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის
კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ
ღონისძიებათა ერთობლიობა;
1
ჰ )
წინასაარჩევნო
აგიტაცია
–
ამომრჩეველთა
მოწოდება
საარჩევნო
სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ,
აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის
არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის,
წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო
მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური
პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა;
2
ჰ )
საარჩევნო/სარეფერენდუმო
კამპანიის
ხარჯები
–
საარჩევნო
სუბიექტის/რეფერენდუმში მონაწილის საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიისათვის
განკუთვნილი ფულადი სახსრების ერთობლიობა, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა
სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა ამ კანონით
დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა;
3
ჰ ) საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია
– ინფორმაცია საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯების, უსასყიდლოდ მიღებული
ყველა სახის საქონლისა და მომსახურების, შემოწირულების წყაროს, ოდენობის და
მიღების თარიღის შესახებ;
ჰ4) საარჩევნო შემოწირულება – საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის დროს
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ
ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის
მატერიალური ფასეულობა და მომსახურება, გარდა ამ კანონით დადგენილი წესით
მიღებული უფასო საეთერო დროის ღირებულებისა;
ჰ5) საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიაში შესული და საარჩევნო
კომისიიდან გასული განცხადება, საჩივარი, წერილი, ოქმი, საარჩევნო ბიულეტენი,
4
სპეციალური კონვერტი, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტი,
საკონტროლო ფურცელი, სარეგისტრაციო ჟურნალი, ამომრჩეველთა სია, ამომრჩევლის
ბარათი, საარჩევნო კომისიის წევრის ახსნა-განმარტება;
ჰ6) ბიომეტრიული რეგისტრაცია − ამ კანონით დადგენილი წესით ბიომეტრიული
ფოტოსურათის გადაღება და პირადი მონაცემების აღრიცხვა (ანკეტირება), აგრეთვე
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ან საქართველოს
მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ფლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირზე ეს
დოკუმენტი გაიცა ამ კანონით დადგენილი წესით ბიომეტრიული რეგისტრაციის გავლის
შემდეგ;
ჰ7) სააგიტაციო მასალა – პლაკატი, დროშა და ნებისმიერი სხვა მასალა,
რომლებზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი
ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი.
ჰ8) სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტო.
ჰ9) მხარდაჭერის მიმღები – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4
და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირები.
ჰ10) კენჭისყრის შენობა – შენობა ან შენობის ნაწილი, რომელშიც განთავსებულია
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის ოთახი;
ჰ11) ფოტოასლი – ასლის გადამღები მოწყობილობით გადაღებული ასლი.
მუხლი 3. არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩატარების ძირითადი
პრინციპები
საქართველოში არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩატარების
ძირითადი პრინციპებია:
ა) არჩევნებში/რეფერენდუმში/პლებისციტში მონაწილეობის საყოველთაო უფლება:
ა.ა) აქტიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც
არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება
18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ
პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად ამ კანონით
შეზღუდული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება;
ა.ბ) პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც
აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც
საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო
უფლება;
ა.გ) არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება არ აქვს
საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მოთავსებულია
პენიტენციურ დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად
მძიმე დანაშაული, აგრეთვე მხარდაჭერის მიმღებს, თუ იგი „ფსიქიატრიული დახმარების
5
შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისად
მოთავსებულია
სტაციონარულ
ფსიქიატრიულ დაწესებულებაში;
ბ) თანასწორი საარჩევნო უფლება:
ბ.ა) არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში ამომრჩევლები თანასწორ
საფუძველზე მონაწილეობენ;
ბ.ბ) ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ყველა ამომრჩეველს ხმათა თანაბარი
რაოდენობა აქვს;
გ) პირდაპირი საარჩევნო უფლება:
გ.ა) საქართველოში არჩევნები პირდაპირია;
გ.ბ) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, თვითმმართველი
ქალაქის/თვითმმართველი
თემის
საკრებულოს
წევრს,
თვითმმართველი
ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ;
დ) კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა:
დ.ა) საქართველოში არჩევნები, რეფერენდუმი და პლებისციტი ტარდება ფარული
კენჭისყრით;
დ.ბ) აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის
ნების თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.
მუხლი 13. პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის
უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
1. ცესკოს 6 წევრს ამ მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ ის პარტიები, რომლებიც
ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყვნენ დამოუკიდებლად ან საარჩევნო
ბლოკის მეშვეობით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, რომლებსაც ამ
კანონის 125-ე მუხლის
მე-4−მე-9 პუნქტების შესაბამისად მიეკუთვნათ საქართველოს
პარლამენტის წევრთა მანდატები და რომლებმაც შექმნეს საპარლამენტო ფრაქცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარტიები ცესკოს წევრს (წევრებს)
ნიშნავენ შემდეგი წესით:
ა) პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება
6-ზე და
იყოფა ამ მუხლით განსაზღვრული პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა
ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის ცესკოს იმ წევრთა რაოდენობა, რომელთა
დანიშვნის უფლებაც აქვს პარტიას, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ბ) იმ პარტიის მიერ მიღებული ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის დასადგენად,
რომელიც საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით და არჩევნებში
საარჩევნო ბლოკის მეშვეობით მონაწილეობდა, ამ მუხლის მიზნებისათვის, საარჩევნო
ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა იყოფა საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიათა
რაოდენობაზე.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად მიღებული რიცხვის
მთელი ნაწილი ერთზე ნაკლებია, პირველ რიგში ცესკოს თითო წევრის დანიშვნის
უფლებას მოიპოვებენ ასეთი პარტიები მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა
თანამიმდევრობის გათვალისწინებით. ამ უფლების რეალიზაციისათვის, საჭიროების
შემთხვევაში, პარტიებს, რომლებმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მოიპოვეს ცესკოს
6
წევრების დანიშვნის უფლება, მიღებული ხმების რაოდენობის თანამიმდევრობის
შესაბამისად ერთმევათ ცესკოს თითო წევრის დანიშვნის უფლება, იმ პირობით, რომ მათ
ცესკოში 1 ადგილი მაინც უნდა შეუნარჩუნდეთ (თუ იმ პარტიათა რაოდენობა, რომელთაც
ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მოიპოვეს ცესკოს წევრის დანიშვნის უფლება, 6 ან 6ზე მეტია, ამ პუნქტით განსაზღვრული სხვა პარტიები ვერ დანიშნავენ ცესკოს წევრს).
4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პარტიების რაოდენობა 6-ზე მეტია,
ცესკოს წევრის დანიშვნისას უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც არჩევნებში
მეტი ხმა მიიღო. ცესკოს წევრის დანიშვნისას უპირატესობა ენიჭება საარჩევნო ბლოკის
წევრთა ჩამონათვალში სხვა პარტიებზე წინ მყოფ პარტიას.
5. თუ ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ცესკოს წევრთა რაოდენობა მაინც
ვერ შეივსო 6-მდე, ცესკოს წევრის დანიშვნის უფლებას მის წევრთა რაოდენობის 6-მდე
შესავსებად ხმათა თანამიმდევრობით მოიპოვებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით
განსაზღვრული პარტიები. თუ პარტია არ დანიშნავს ცესკოს წევრს (წევრებს) უფლების
წარმოშობიდან 7 დღის ვადაში, ამ უფლებას თანამიმდევრობით მოიპოვებენ ამ მუხლის მე2 პუნქტით განსაზღვრული პარტიები.
6. პარტიას უფლება აქვს, გამოიწვიოს თავის მიერ დანიშნული ცესკოს წევრი.
გამოწვევა დაუშვებელია არჩევნების დანიშვნის დღიდან მისი საბოლოო შედეგების
შეჯამებამდე. პარტიას უფლება აქვს, აღნიშნული ვადის განმავლობაში ცესკოს ახალი
წევრი დანიშნოს მხოლოდ დანიშნული წევრის გადადგომის ან გარდაცვალების
შემთხვევაში.
მუხლი 14. ცესკოს უფლებამოსილება
1. ცესკო:
ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს არჩევნების,
რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
აკონტროლებს
საქართველოს
საარჩევნო
კანონმდებლობის
შესრულებას
და
უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას;
ბ) დადგენილებით იღებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტს;
ბ1) დადგენილებით განსაზღვრავს ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო
კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ და
სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხებს;
გ) გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი
გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით
განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები
და ვადები; ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს
პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე;
დ) განკარგულებით განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის
უფლების მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინფორმირების პირობებსა და წესს;
ე) ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, განკარგულებით ქმნის საარჩევნო
ოლქებს ან/და აზუსტებს მათ საზღვრებს;
ვ) აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხთა
გადასაწყვეტად, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული
7
შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, შექმნას სპეციალური ჯგუფი, განსაზღვროს
მისი უფლებამოსილების ფარგლები და მოქმედების ვადა;
ზ) თუ ქვემდგომი საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს
კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია განკარგულებით,
რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, უფლებამოსილება
შეუწყვიტოს ამ კომისიას და შექმნას დროებითი ჯგუფი, რომელსაც კომისიის ხელახლა
შექმნამდე დაეკისრება მისი უფლებამოსილების განხორციელება;
თ) ამ კანონით განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს
საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს;
ი) განკარგულებით ნიშნავს რიგგარეშე, ხელახალ და შუალედურ არჩევნებს,
განმეორებით კენჭისყრას, არჩევნების მეორე ტურს;
კ) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე, ამ კანონით
საარჩევნო დავების განხილვისათვის დადგენილი წესით ამოწმებს საარჩევნო კომისიების,
მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და აქტების კანონიერებას და
დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით ბათილად ცნობს ან ცვლის მათ;
განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან
შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების/ამომრჩეველთა სიების
ხელახლა დათვლის შესახებ. საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შემთხვევაში
ცესკომ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას,
რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე,
და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება
ხელახლა დათვლის პროცესზე;
ლ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი
ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე
სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს
პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების,
ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების, ქალაქ თბილისის მერის არჩევნების,
რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს არჩევნების
შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
მ)
განკარგულებით
ანიჭებს
არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის
დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოში
რეგისტრირებულ ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა
წარმომადგენლების ჯგუფს;
ნ) დადგენილებით განსაზღვრავს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის
გამართვისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების
წესს;
ო)
განკარგულებით
ადგენს
საარჩევნო/სარეფერენდუმო/
საპლებისციტო
ბიულეტენების ფორმას; საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ
თბილისის
მერის,
ქალაქ
თბილისის
საკრებულოს
არჩევნებისა
და
სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ტექსტებს; საარჩევნო ყუთების,
საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების სახეებს; ამ კანონით
8
განუსაზღვრელი, მაგრამ არჩევნების ორგანიზებისათვის საჭირო საარჩევნო საბუთების
სახეს;
პ) ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელსაც წარუდგენს
ანგარიშს ყოველი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში;
ჟ)
უზრუნველყოფს
საოლქო
საარჩევნო
კომისიებიდან
მიღებული
კენჭისყრის/არჩევნების შედეგების კომპიუტერულ დამუშავებას და დაუყოვნებლივ
განთავსებას ცესკოს ვებგვერდზე, ხოლო ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში აღნიშნული
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის ცესკოს ვებგვერდზე განთავსებასაც;
რ) წარმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, პერიოდულად ისმენს
მათ ანგარიშებს;
ს) უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე
გამოქვეყნებას და გავრცელებას;
ტ) დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების
დებულებას და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის
წევრების შესარჩევი კონკურსების დებულებებს;
უ) უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო
სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებული
სწავლების მონიტორინგს;
ფ) ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ
განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო
გადაწყვეტილებას;
ქ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი
კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის
(გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი საქართველოს მოქალაქის
პირადობის მოწმობის მიხედვით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან
იძულებით გადაადგილებული პირისთვის – აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი
ადგილის მისამართი; მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის,
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის და
პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს
გადაწყვეტილებით – ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი; ამომრჩეველთა ერთიან
სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის თარიღი) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე
განთავსებისათვის. საარჩევნო უბნების იმ ამომრჩეველთა საარჩევნო სიები, რომლებიც
ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე საარჩევნო
პერიოდში მათთვის გასაგებ ენაზედაც უნდა განთავსდეს;
ღ) დადგენილებით განსაზღვრავს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების
დამატებით წესს და კენჭისყრის პროცედურებს;
ყ) ცესკოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე განკარგულებით ამტკიცებს
საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას;
ყ1)
განკარგულებით
ადგენს
საარჩევნო/სარეფერენდუმო
პერიოდში
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისათვის
საქართველოს
საარჩევნო
ადმინისტრაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლების მიერ პირად
9
საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისა და საწვავით
უზრუნველყოფის წესს;
შ) დადგენილებით ამტკიცებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სპეციალური
სწავლების წესსა და პირობებს;
ჩ)
განკარგულებით
ადგენს
საოლქო
საარჩევნო
კომისიის
არჩევნებთან/რეფერენდუმთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმას;
ც) აწარმოებს იმ საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემთა ბაზას, რომელთა
მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ;
რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო
კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში
დაკავებული
თანამდებობიდან;
რომელთაც
შეეფარდათ
დისციპლინური
პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად
შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის;
ძ) დადგენილებით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო
სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულებას;
წ) დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსს;
ჭ) განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი
წლის საბიუჯეტო განაცხადს;
ხ) განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის
სტრატეგიულ და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებს;
ჯ) განკარგულებით ადგენს საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს
შეიარაღებულ ნაწილებში არჩევნების ჩატარების წესსა და ვადებს;
ჯ1) დადგენილებით ადგენს მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების
დამატებით წესს;
ჯ2) განკარგულებით ირჩევს ცესკოს წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მათ
უფლებამოსილებებს;
ჯ3) ერთდროულად სხვადასხვა სახის არჩევნების ჩატარების შემთხვევაში
განკარგულებით ადგენს საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის დამატებით
წესსა და ვადებს;
ჰ) განკარგულებით ადგენს მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალურ ოდენობას
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის;
1
ჰ ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ცესკოს ყველა დადგენილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“
და შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებითაც. ცესკოს
განკარგულება, რომელიც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“–„მ“ ქვეპუნქტებში
აღნიშნულ საკითხებს, ქვეყნდება მიღებიდან 3 დღის ვადაში.
3. ცესკო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება ცესკოს კომპეტენციისთვის
მიკუთვნებულ, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გაუთვალისწინებელ
საარჩევნო და სხვა პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზედაც.
10
მუხლი 15. ცესკოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და ცესკოს მდივნის
უფლებამოსილება
1. ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი
თანამდებობის პირია.
2. ცესკოს თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ცესკოში;
ბ) უძღვება ცესკოს სხდომას;
გ) განკარგავს ცესკოს ფინანსურ სახსრებს;
გ1) „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის საფუძველზე განკარგულებით განსაზღვრავს პარტიების დაფინანსების ოდენობას;
დ) ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე
პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს (საქართველოს
პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისათვის), მათ წარმომადგენლებს
ცესკოში;
ე) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს,
პარტიულ სიებსა და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებს;
ვ) სათანადო მოწმობებს აძლევს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო
ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (საქართველოს პრეზიდენტისა და
ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებს;
ზ) სათანადო მოწმობებს აძლევს საქართველოს პრეზიდენტობისა და ქალაქ
თბილისის მერობის კანდიდატებს;
ზ 1)
სათანადო
საფუძვლის
არსებობისას
გამოსცემს
განკარგულებას
განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
თ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს
პარლამენტის წევრს, ქალაქ თბილისის მერსა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრს,
საქართველოს პარლამენტის წევრისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მათ უფლებამონაცვლეებს;
ი) საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას,
ხოლო სათანადო მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნის შემდეგ − ამ კომიტეტს გადასცემს
პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო
დოკუმენტაციას;
კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა
უფლებამოსილებებს;
ლ) ცესკოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული
საკითხების გარდა, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ადმინისტრაციული
და საფინანსო ფუნქციების შესრულებას განსაზღვრული ვადით ავალებს ცესკოს
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს;
მ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს
თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და კომისიის
აპარატის მოსამსახურეებს.
3. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე:
11
ა) ასრულებს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას, თუ ცესკოს არ ჰყავს
თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
ბ) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით და ცესკოს თანხმობით ახორციელებს
ცესკოს თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა
განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
4. ცესკოს მდივანი:
ა) ანაწილებს ცესკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და ცესკოს სახელზე შესულ
კორესპონდენციას;
ბ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტისა და
მუნიციპალიტეტის
ორგანოთა
არჩევნებში
დამოუკიდებლად
მონაწილე
პარტიის/საარჩევნო ბლოკის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი
პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (საქართველოს პრეზიდენტისა და
ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო
კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
გ)
განკარგულებით
რეგისტრაციაში
ატარებს
არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის
დამკვირვებლის
სტატუსის
მქონე
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/საერთაშორისო ორგანიზაციის
მიერ ცესკოში დანიშნულ დამკვირვებლებს, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა
მიერ წარგზავნილ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;
დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და
აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;
ე) ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა
უფლებამოსილებებს.
მუხლი 18. საარჩევნო ოლქები
1. საარჩევნო ოლქები იქმნება, მათი საზღვრები, სახელწოდებები და ნომრები ამ
კანონის შესაბამისად განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით, გარდა ამ მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქები იქმნება, მათი საზღვრები და ნომრები განისაზღვრება ამ კანონის 110-ე და 1101
მუხლების საფუძველზე და 1101 მუხლით.
მუხლი 19. საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნა
1. საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის
მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიას ქმნის ცესკო
სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი
თავისი სახელწოდებით, შტამპი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები.
საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების
ხარჯვისათვის პასუხისმგებელი არიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის
12
თავმჯდომარე და ბუღალტერი. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს არჩევნებისათვის
გამოყოფილი ფინანსების ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გახსნილი
ანგარიშიდან ხარჯვის უფლება.
2. ცესკო უფლებამოსილია განკარგულებით შექმნას თითო საოლქო საარჩევნო
კომისია ერთი ან ერთზე მეტი თვითმმართველი ერთეულის საზღვრებში, ხოლო ათი
საოლქო საარჩევნო კომისია – ქალაქ თბილისში.
3. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების ვადაა 5
წელი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის იმ წევრის უფლებამოსილების ვადა, რომელიც
ცესკომ აირჩია ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე არჩევნების დანიშვნის შემდეგ,
განისაზღვრება მათი დანიშვნიდან შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების
გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.
4. საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრს 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის
უმრავლესობით ირჩევს ცესკო.
5. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ამ კანონის
მე-13 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანებები,
ხოლო 1 წევრს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ცესკო, შესაბამისი
არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.
6. პარტიის გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის
თაობაზე უნდა წარედგინოს ცესკოს არჩევნების დანიშვნიდან 7 კალენდარული დღის
ვადაში. თუ უფლებამოსილი პარტიები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავენ
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, ცესკოს ამ ვადის ამოწურვიდან მომდევნო დღეს
უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა
რაოდენობა 13-მდე შეავსოს.
61. პარტიას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღისა, გამოიწვიოს
თავის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. ამის თაობაზე პარტიამ უნდა
აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.
7. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს საოლქო საარჩევნო კომისია
ირჩევს თავისი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
8. აკრძალულია საოლქო საარჩევნო კომისიის იმავე შენობაში განთავსება,
რომელშიც მდებარეობს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია,
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო ან მერია, პარტია,
სასამართლო, პოლიციის დანაყოფი ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის დანაყოფი.
81. აკრძალულია პარტიის, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის
საარჩევნო შტაბის იმ შენობაში განთავსება, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიაა
განთავსებული.
9. საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე
უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური
პერსონალი (გარდა ბუღალტრისა) ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის
ფარგლებში.
13
10. საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-9 პუნქტით
განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს
ბუღალტერი ამ კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების
დასრულებამდე.
მუხლი 21. საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება
საოლქო საარჩევნო კომისია:
ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს
არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, აკონტროლებს საქართველოს
საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად
გამოყენებას;
ბ) განკარგულებით ქმნის და აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს;
გ) თუ ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს
კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია სრული შემადგენლობის
უმრავლესობის გადაწყვეტილებით ცესკოს წინაშე დასვას ამ კომისიისთვის
უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი;
დ) განკარგულებით ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ტექსტებს საარჩევნო ოლქში
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის;
ე) ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი
შეტანილია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი
ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების
მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა
აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის
გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები
შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის
შედეგები). თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან
არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო
ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას),
არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქის მიხედვით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას) და
ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას,
იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად
ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის
შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების
მიღების შემთხვევაში კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და
დამკვირვებელ
ორგანიზაციას,
რომელთა
წარმომადგენლებიც
ესწრებოდნენ
ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში
უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე;
ვ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების
საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის
შედეგების გათვალისწინებით აჯამებს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო ოლქში შესაბამისი
14
არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო
საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
ზ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების
საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე
რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგის გათვალისწინებით
ადგენს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების, საარჩევნო
ოლქში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს
არჩევნებისა) და თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა)/თვითმმართველი
თემის მერის არჩევნების დროს, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის
არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
თ)
განკარგულებით
ანიჭებს
არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის
ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ ადგილობრივ
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;
ი) უზრუნველყოფს რიგგარეშე არჩევნების, ხელახალი არჩევნების, განმეორებითი
კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვას;
ი1) განკარგულებით ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს და
განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
კ) უზრუნველყოფს არჩევნებთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის
გამოცემასა და გამოქვეყნებას;
ლ) განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს
და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
მ) ამ კანონით დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების ფორმირებას,
უზრუნველყოფს მათ საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
ნ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით
უზრუნველყოფს სემინარებისა და სასწავლო კურსების გამართვას;
ო) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 22. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის,
თავმჯდომარის
მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება
1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საოლქო საარჩევნო კომისიაში;
ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას;
გ) განკარგავს საოლქო საარჩევნო კომისიის ფინანსურ სახსრებს;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს
თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს, დამხმარე და
ტექნიკურ პერსონალს;
ე)
რეგისტრაციაში
ატარებს
ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფებს,
პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო
ოლქში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს, აგრეთვე პარტიულ სიებს და მერობის
კანდიდატებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის (გარდა ქალაქ თბილისის
საკრებულოს არჩევნებისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა);
15
ვ) სათანადო მოწმობებს აძლევს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს;
ვ1)
სათანადო
საფუძვლის
არსებობისას
გამოსცემს
განკარგულებას
განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
ზ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საკრებულოს წევრს (გარდა ქალაქ
თბილისის საკრებულოს წევრისა), მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შემთხვევაში კი – მის უფლებამონაცვლეს, აგრეთვე მერს (გარდა ქალაქ თბილისის მერისა);
თ) ცესკოს გადასცემს საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა, აგრეთვე მერის
უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციასა და საქართველოს
საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საარჩევნო საბუთებს;
ი) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა
უფლებამოსილებებს.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ
კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს
კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად
უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
3. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი:
ა) ანაწილებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და
საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
ბ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად
მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
გ)
განკარგულებით
რეგისტრაციაში
ატარებს
არჩევნების/რეფერენდუმის
დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს და აძლევს
მათ დამკვირვებლის მოწმობებს;
დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და
აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;
ე) ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრისა და
არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა
უფლებამოსილებებს.
მუხლი 25. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა
არჩევა/დანიშვნა
1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და
კომისიის მდივანს შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობის შემდეგ, კომისიის პირველივე
სხდომაზე,
წევრობის
უფლებამოსილების
ვადით,
სრული
შემადგენლობის
16
უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს საუბნო
საარჩევნო კომისია. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.
ამავდროულად, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არ შეიძლება იყვნენ
ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები.
2. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე,
თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი, აღნიშნული თანამდებობის პირის
მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას
ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით
განსაზღვრული პირი.
3. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
4. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს
არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა, გარდა საქართველოს
პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებისა; ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო
საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 38-ე და არა უგვიანეს
36-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები
აირჩევიან არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-10 და არა უგვიანეს მე-9 დღისა.
5. ცესკო სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს
არჩევნების დღემდე არა უადრეს 24-ე და არა უგვიანეს მე-20 დღისა.
6. ამ კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით უფლებამოსილი პარტიის
გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება
შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუადრეს 45-ე და
არაუგვიანეს მე-40 დღისა, გარდა საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებისა; ამ
შემთხვევაში უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის
წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას
არჩევნების დღემდე არაუადრეს 39-ე და არაუგვიანეს 36-ე დღისა, გამონაკლის
შემთხვევაში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში – არჩევნების დღემდე არაუადრეს მე14 და არაუგვიანეს მე-9 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო
კომისიაში – ცესკოს, საარჩევნო უბნის შექმნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს
მე-20 დღისა.
7. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე
აქვეყნებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 29-ე
დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიის წევრთა სიას – არჩევნების დღემდე
არაუგვიანეს მე-5 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიის წევრთა სიას –
ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა.
8. თუ არჩევნების დღემდე 30-ე დღისათვის, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი
კომისიებისათვის – არჩევნების დღემდე მე-8 დღისათვის, ხოლო სხვა სახელმწიფოში
შექმნილი კომისიისათვის – არჩევნების დღემდე მე-19 დღისათვის საუბნო საარჩევნო
კომისიის შემადგენლობაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, 3 დღის
ვადაში კომისიის წევრების არჩევის უფლება აქვთ ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას
(პირველ ორ შემთხვევაში) და ცესკოს (მესამე შემთხვევაში) კონკურსში მონაწილე
კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე. საუბნო
17
საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესს, პირობებსა და ვადებს
განკარგულებით ადგენს ცესკო.
9. უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის
გამოწვევისა და მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის
საუბნო საარჩევნო კომისიასა და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო სხვა
სახელმწიფოში შექმნილი კომისიისათვის – ცესკოს.
10. თუ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი
უფლებამონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე პარტიამ არ გამოიყენა ეს უფლება,
აგრეთვე თუ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საოლქო საარჩევნო კომისიის ან ცესკოს
მიერ არჩეულ კომისიის წევრს და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ
რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, მისი შემადგენლობის შესავსებად კომისიის
წევრის არჩევის უფლება ახალი კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 დღეში
აქვს შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს.
11. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს საოლქო საარჩევნო კომისია და ცესკო
ირჩევენ სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი.
არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სრული
შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი
აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები.
თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ
გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის
გამოსავლენად. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით
განისაზღვრება. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, გადაწყვეტილებას
იღებს ცესკო.
12.
საუბნო
საარჩევნო
კომისიის
წევრის
არჩევის/დანიშვნის
შესახებ
გადაწყვეტილებაში მიეთითება კომისიის წევრად არჩეული/დანიშნული პირის სახელი და
გვარი, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი, რომლის წევრადაც აირჩა/დაინიშნა
იგი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ პარტიის გადაწყვეტილებაში
მიეთითება კომისიის წევრად დანიშნული პირის საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის
ნომერი. ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის კომისიის წევრად დანიშნული პირის
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის
ფოტოასლი და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირის თანხმობა.
13. წარდგენილი პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ მუხლში
აღნიშნული საბუთების წარდგენის ვადა ანდა წარდგენილი საბუთები არასრული ან
არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი საბუთებში
არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ
მოთხოვნებს, შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიის ან ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის
ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც დანიშნა/აირჩია
კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას ან
ცესკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს.
131. უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად
დანიშნული პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ აღმოჩნდა, რომ
ეს პირი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის მისი წარდგენის მომენტისათვის არის იმავე ან
18
სხვა საარჩევნო კომისიის წევრი. ასეთ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ და აძლევს
დამატებით, 1-დღიან ვადას საუბნო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის წარსადგენად.
14. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საუბნო
საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საოლქო საარჩევნო
კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.
15. ამოღებულია
16. ამოღებულია
17. ამოღებულია
18. ამოღებულია
19. ამოღებულია
20. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება მისი
ადგილმონაცვლე კომისიის წევრის არჩევისთანავე.
21. ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება საერთო
არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში და სხვა
სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბანში საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა
იმართება კომისიის შექმნიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიის
პირველ სხდომას იწვევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
გამონაკლისია სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის პირველ
სხდომასაც იწვევს ცესკოს თავმჯდომარე.
მუხლი 31. ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი
1. ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა
საარჩევნო უბნების მიხედვით.
2. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი
მონაცემები:
ა) გვარი, სახელი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს
მონაცემთა ბაზის მიხედვით);
დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების
გარეშე
რეგისტრირებული
პირისთვის,
საცხოვრებელი
ადგილის
მიხედვით
რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც
ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი
საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება
„საკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო
აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);
ვ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი.
19
ზ) ფოტოსურათი (სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი
ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში);
თ) სქესი.
3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი
რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან
იძულებით გადაადგილებული პირი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ცესკო პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი
კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის
(გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი საქართველოს მოქალაქის
პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, აგრეთვე ფაქტობრივი
საცხოვრებელი ადგილის მისამართი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან
იძულებით
გადაადგილებული
პირისთვის,
მისამართის
მითითების
გარეშე
რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან
მოხსნილი პირისთვის და პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად
გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით; ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის
რეგისტრაციის თარიღი) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისათვის.
5. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება:
ა) სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული, შესაბამის ტერიტორიაზე
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა
შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც არჩევნების დღისთვის უსრულდებათ 18
წელი, აგრეთვე გარდაცვლილთა შესახებ მონაცემების საფუძველზე. ამომრჩეველთა
ერთიან სიაში არ შეიტანება იმ პირთა შესახებ მონაცემები, რომელთა სახელზე ბოლოს
გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაუქმდა გაყალბების ან ბათილად
ცნობის გამო, ან რომელთაც არ აუღიათ მიმდინარე არჩევნების დროისთვის იურიდიული
ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის
პასპორტი, თუ ეს პირები არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-13 დღისა რეგისტრაციას არ
გაივლიან სააგენტოში;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ იმ პირთა შესახებ
გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც გარდაიცვალნენ, მაგრამ მათი ოჯახის
წევრებს არ მიუმართავთ სააგენტოსთვის გარდაცვალების მოწმობის მისაღებად, აგრეთვე
იმ ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების შესახებ გადაცემული ინფორმაციის
საფუძველზე, რომლებსაც შეეცვალა სახელწოდება/ნომერი;
გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ან/და მისი ტერიტორიული
ორგანოების მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების
საფუძველზე;
დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის
სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ იმ სამხედრო
მოსამსახურეთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა, აგრეთვე საქართველოს
20
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ამ სამინისტროს სამედიცინო
დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების იმ
მოსამსახურეთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა სამსახურის
პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ
მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;
ე) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ იმ
ამომრჩეველთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს
საკონსულო აღრიცხვაზე დგანან;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს
მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც სასამართლომ
მხარდაჭერის მიმღებებად ცნო და რომლებიც, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში
არიან მოთავსებული;
ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ იმ პირთა
შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა მიმართ აღკვეთის
ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, რომლებსაც სასჯელის სახით შეეფარდათ
თავისუფლების აღკვეთა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე იმ პირთა შესახებ
გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც სასჯელის სახით შეეფარდათ
თავისუფლების აღკვეთა მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და
არჩევნების დღისათვის სასჯელის ვადის გასვლის გამო გათავისუფლებული იქნებიან
პენიტენციური დაწესებულებიდან.
6. ცესკოს მიერ ამომრჩეველთა ერთიანი სიის და ამ სიის მონაცემთა ელექტრონული
ბაზის განახლების მიზნით:
ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები
წელიწადში ოთხჯერ – ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისს და 1 ნოემბერს −
საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში
მითითებული დაწესებულებები − იმავე ვადებში საარჩევნო უფლების არმქონე პირთა
შესახებ განახლებულ ან ახალ მონაცემებს გადასცემენ ცესკოს;
ბ)
სახელმწიფო/ავტონომიური
რესპუბლიკის
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, თავიანთი კომპეტენციის
შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის − თვითმმართველი ერთეულის, დასახლების,
თვითმმართველი
ქალაქის
ადმინისტრაციული
ერთეულის,
ისტორიულად
ჩამოყალიბებული უბნის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მოედნის,
პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის,
სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის − სახელდების შესახებ გადაწყვეტილების
მიღებიდან 10 დღის ვადაში ინფორმაცია გაუგზავნონ ცესკოს და სააგენტოს.
7. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამ კანონის
შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, ამ კანონის 39-ე
მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციას, ამომრჩეველს უფლება აქვს,
გაეცნოს ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა
სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფს უფლება აქვს, გაეცნოს მხოლოდ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის
21
საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის
მიკუთვნებულ ვერსიას. ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი
ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების
შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18
დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვოს ამომრჩეველთა
შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა
და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
71. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი
ფოტოსურათებიანი ვერსია ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ პირს გადაეცემა
მხოლოდ ელექტრონული სახით. უფლებამოსილმა პირმა სიის მისაღებად შესაბამის
საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის
ელექტრომატარებელი.
72. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ 85-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 852 და 854 მუხლების მოთხოვნათა
შესრულების
მიზნით,
ადგილობრივი
თვითმმართველობის
განხორციელებაში
მოქალაქეთა (ამომრჩეველთა) მონაწილეობის უზრუნველსაყოფად თვითმმართველი
ქალაქის/ თვითმმართველი თემის აღმასრულებელ ორგანოს, მისი წერილობითი თხოვნის
საფუძველზე, შესაძლებელია გადაეცეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საზღვრებში
რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია
(ფოტოსურათების გარეშე). ცესკოს მიერ გადაცემული პერსონალური მონაცემების
შემცველი ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაცვისა და გაუმჟღავნებლობისათვის
პასუხისმგებელია შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის ორგანო.
8. საარჩევნო პერიოდში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ამოწმებს
ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას
იღებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ
არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა. ამ კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა
შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ
დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე
უნდა გადაეცეს განმცხადებელს.
81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, საოლქო
საარჩევნო კომისიის მიმართვის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ
მიაწოდოს საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი ინფორმაცია.
9. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ
მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში
გადაეცემა ცესკოსა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
10. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ
მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ მისი
გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო
სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში
22
სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს
მე-13 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც სათანადო
ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ცესკოს და შესაბამის საუბნო საარჩევნო
კომისიას. საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შეიტანონ
ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში.
11. საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა
გადაეცემა ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო
ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია, ხოლო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2
დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსია (საარჩევნო კომისიისთვის
განკუთვნილი და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები). ამომრჩეველთა
ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების
გარეშე) დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში
თვალსაჩინო ადგილას.
12. იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის საკითხს, რომელმაც კანონით დადგენილ
ვადაში ვერ გაიარა რეგისტრაცია, განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების
(საქართველოს მოქალაქის პასპორტში ჩანაწერი საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა
სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან
გათავისუფლების ცნობა) წარდგენის შემთხვევაში წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია
განკარგულებით. ამომრჩევლის განცხადებას საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს მისი
მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები
– დაუყოვნებლივ. უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს უნდა ეცნობოს
დაუყოვნებლივ. თუ ასეთი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით
საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავს კენჭისყრის დღეს, მას რეგისტრაციაში ატარებს
შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია და ამომრჩეველთა სიებს დაურთავს დოკუმენტების
ფოტოასლებს.
13. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე
ბოლო 12 დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევებისა, ხოლო არჩევნების დღემდე მე-15-დან მე-12 დღემდე ცვლილება შეიტანება
მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
14. არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში და შემდგომ, კენჭისყრამდე არა
უგვიანეს მე-5 დღისა ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო
რაოდენობას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში.
მუხლი 32. ამომრჩეველთა სპეციალური სია
1. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავთ:
ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში
საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი
რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ეს პირები სიაში შეჰყავს შესაბამის საოლქო საარჩევნო
კომისიას წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5
დღისა;
ბ) ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა
სტაციონარულ
სამკურნალო
დაწესებულებაში
და,
მათი
ჯანმრთელობის
23
მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ
დაწესებულებიდან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების
ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო
საარჩევნო კომისიას;
გ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან. ამ პირთა
სიას ადგენს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე
არაუგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;
გ1) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში
იმყოფებიან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და
კენჭისყრამდე არაუგვიანეს 4 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;
დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის
სამსახურისა
და
სახელმწიფო
დაცვის
სპეციალური
სამსახურის
სამხედრო
მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები, აგრეთვე საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის,
პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების ის მოსამსახურეები,
რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების
დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც
სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება. ამ მოსამსახურეთა სიას ადგენენ შესაბამისი სამხედრო
დანაყოფების/ნაწილების მეთაურები ან შესაბამისი დაწესებულებების/დანაყოფების
ხელმძღვანელები და გადასცემენ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას:
დ.ა) მორიგი საერთო, რიგგარეშე და შუალედური არჩევნებისას − კენჭისყრის
დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა;
დ.ბ) სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით − კენჭისყრის
დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა;
დ1) შუალედური არჩევნებისას, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა რიგგარეშე
არჩევნებისას − ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების ის
მოსამსახურეები, რომლებიც ბოლო მორიგი არჩევნებისას შესაბამის ამომრჩეველთა
სპეციალურ სიაში იქნენ შეყვანილი;
ე) კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებიც დგანან
საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აგრეთვე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან
საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე
დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო
კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი საკონსულო
დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-20 დღისა გადასცემს
ცესკოს. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, არჩევნების
დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა, ამომრჩეველი
თავისუფლდება საკონსულო აღრიცხვისთვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის
გადახდისაგან;
ვ) ამოღებულია
24
11. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ამ მუხლის პირველი
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეების იმ სამსახურებრივი
პირობების ჩამონათვალი, რომლებიც მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას
რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, ამ მოსამსახურეთა სიის
შედგენისა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემის, მათთვის
არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესი და პირობები,
აგრეთვე იმ განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ჩამონათვალი და შესაბამის
პირთა კატეგორიები, რომლებიც კენჭისყრის დღეს სამუშაო ადგილს ამ პირობების გამო
ვერ დატოვებენ.
12. ამოღებულია
2. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეტანილი მონაცემების სისწორისთვის
პასუხისმგებელია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, რაც დასტურდება მისი
ხელმოწერით.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა, აგრეთვე საკუთარი მონაცემების
საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა
ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს სპეციალურ სიებს და ამავე კომისიის
თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით დაუყოვნებლივ გადასცემს მათ შესაბამის
საუბნო საარჩევნო კომისიას.
4. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში საარჩევნო
უბნის ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა და დასტურდება
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე
ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლები მონაწილეობენ:
ა) როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ
არჩევნებში, თუ ისინი ადგილსამყოფელს იცვლიან ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის
ტერიტორიაზე, ხოლო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისას – ერთი და იმავე
ადგილობრივი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე;
ბ) საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ
არჩევნებსა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში, თუ
ისინი ხმას აძლევენ სხვა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.
51. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამომრჩეველთა
სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს
მაჟორიტარული ან/და
პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამ მუხლის 52, 53 და მე-6
პუნქტებით დადგენილი წესით.
52. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე
ამომრჩეველთა
სპეციალურ
სიაში
შეყვანილი
ამომრჩეველი
საქართველოს
პარლამენტის
პროპორციული/მაჟორიტარული
საარჩევნო
სისტემით
ჩატარებულ
არჩევნებში,
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში,
აგრეთვე რეფერენდუმში მონაწილეობის მიზნით ხმას აძლევს შესაბამისი სამხედრო
25
დანაყოფის/ნაწილის დისლოკაციის ადგილის მიხედვით შესაბამისი საოლქო საარჩევნო
კომისიის მიერ განსაზღვრულ საარჩევნო უბანზე (უბნებზე).
53. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამომრჩეველთა
სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს:)
ა) საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ
არჩევნებსა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში;
ბ) საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ
არჩევნებში, თუ იგი შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე განთავსებულია არჩევნების
დღისათვის მუდმივი წესით, არჩევნების დღემდე არანაკლებ 6 თვით და არჩევნების
დღიდან სულ მცირე 6 თვით ან მეტი ვადით, ან თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი
და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე;
გ) საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ
არჩევნებსა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში, თუ
კენჭისყრის დღეს იგი საზღვარგარეთ იმყოფება.
54. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
დაწესებულებების მოსამსახურეები, გარდა იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევებისა, საქართველოს პარლამენტის პროპორციული/მაჟორიტარული საარჩევნო
სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებსა და
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში ხმას აძლევენ
რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
6.
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი
ორგანოს
–
საკრებულოს,
თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის
არჩევნების დროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
მოსამსახურე, რომელიც კენჭისყრის დღეს განთავსებულია:
ა) შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისათვის მუდმივი წესით,
არჩევნების დღემდე არანაკლებ 6 თვით და არჩევნების დღიდან სულ მცირე 6 თვით ან
მეტი ვადით, მონაწილეობს საკრებულოს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული
საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებსა და მერის არჩევნებში;
ბ) მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისათვის ამ პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით
განსაზღვრულზე
ნაკლები
ვადით,
მონაწილეობს
საკრებულოს
პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, ხოლო მერის არჩევნებსა და
საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში იგი
მონაწილეობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დისლოკაციის ადგილი იმ საარჩევნო
ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც ის
არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. ამოღებულია
71. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე
მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში. გამონაკლისია ამ მუხლის
პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ამომრჩევლები, რომელთა შესახებ
მონაცემები ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ფოტოსურათების გარეშე შეიტანება,
აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ამომრჩევლები,
26
რომელთა
შესახებ
მონაცემები
ამომრჩეველთა
სპეციალურ
სიაში
შეიძლება
ფოტოსურათების გარეშე იქნეს შეტანილი. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება
ასევე მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ
ამომრჩეველთა მიერ შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე სამსახურის დაწყებისა და
დასრულების თარიღების შესახებ.
8. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში
ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში აღინიშნება „გადასატანი ყუთი“, ასევე მისი შეყვანის
მიზეზი და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის
მდივნის ხელმოწერებით.
მუხლი 36. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია
1. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად საარჩევნო სუბიექტებს ამ
კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე.
2. საარჩევნო სუბიექტები რეგისტრაციაში გატარების მიზნით განცხადებით
მიმართავენ შესაბამის საარჩევნო კომისიას და ამ კანონით დადგენილი წესით წარადგენენ
სათანადო დოკუმენტაციას.
3. საარჩევნო კომისიის სათანადო სამსახური ამ კანონით დადგენილ ვადაში
ამოწმებს წარდგენილ საბუთებს და დასკვნას წარუდგენს საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარეს, რომელიც წყვეტს რეგისტრაციის საკითხს. თუ წარდგენილი საბუთები არ
შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2
დღის ვადაში (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი) აცნობებს ამის შესახებ
(შეუსაბამობის მითითებით) პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფის წარმომადგენელს, რომელსაც საბუთების სრულყოფისთვის ეძლევა 3 დღე (თუ ამ
კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი). შესწორებული საბუთები მოწმდება და
რეგისტრაციის საკითხი წყდება საბუთების წარდგენიდან 2 დღეში (თუ ამ კანონით სხვა
ვადა არ არის დადგენილი). რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში საარჩევნო
კომისიის
თავმჯდომარე
თავის
გადაწყვეტილებას
დაუყოვნებლივ
აცნობებს
პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს,
რომელსაც უფლება აქვს, მოთხოვნისთანავე მიიღოს ეს გადაწყვეტილება.
მუხლი 38. მხარდამჭერთა სიების შემოწმება
1. პარტიისა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიებს
ამოწმებს ცესკო, ხოლო სხვა კანდიდატთა მხარდამჭერთა სიებს – შესაბამისი საოლქო
საარჩევნო კომისია.
2. საარჩევნო კომისია თანამიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა სიის ბლანკზე
არსებულ ხელმოწერებს. თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა
დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, ან შემოწმების შედეგად გაბათილებული
ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ
მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი
უბრუნდება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების
27
შესავსებად. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ
ნაწილს კვლავ ამოწმებს საარჩევნო კომისია ზემოაღნიშნული წესით. თუ მხარდამჭერთა
ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა,
მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება საარჩევნო რეგისტრაციაზე.
3. მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:
ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;
ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი
(რიცხვი, თვე, წელი);
გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის
ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);
დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით
განსაზღვრულ მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას;
ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას
წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია
ხელმოწერა;
ვ) საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში
მხარდამჭერად შეყვანილია სხვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველი;
ზ) ხელმომწერი პირი შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი
განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან
ძალდატანებით და განცხადებაზე მისი ხელმოწერა დამოწმებული იყო სანოტარო წესით;
თ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის
პირადი ნომერი.
4. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც
დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის
მიერ, ან რომელშიც მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ამ კანონის
37-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.
5. პარტიის მხარდამჭერთა სიის შემოწმება უნდა დასრულდეს მისი წარდგენიდან 10
დღეში, ხოლო კანდიდატის მხარდამჭერთა სიისა – მისი წარდგენიდან 3 დღეში.
6. მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესზე დასწრების უფლება აქვს საარჩევნო
სუბიექტის წარმომადგენელს.
7. მხარდამჭერთა სიების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ცესკოს წევრებს,
შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ცესკოს სათანადო სამსახურის
თანამშრომლებს, ხოლო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში – აგრეთვე
სასამართლოს. მხარდამჭერთა სიები ნადგურდება საარჩევნო რეგისტრაციის გამო
სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადის ამოწურვიდან 10 დღეში.
მუხლი 42. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება
1. საარჩევნო სუბიექტის (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის,
საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) წარმომადგენელი საარჩევნო
სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში, რომელშიც
მას აქვს რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად.
28
2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს,
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას) და
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვთ, ერთი ან რამდენიმე სახის
არჩევნებისას დანიშნონ მხოლოდ ორ-ორი წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო კომისიაში.
საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა
არჩევნებისას
ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფს
უფლება
აქვს,
ორ-ორი
წარმომადგენელი დანიშნოს შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში. ცესკოსა
და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება
იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში.
21. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საქართველოს
ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან.
22. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს ამავე ან სხვა
საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საარჩევნო სუბიექტი ცესკოში
წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს.
სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარე
24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის
წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის
სამკერდე ნიშანი.
31. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი საოლქო
საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს
ცესკოს მდივანს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ
− შესაბამისი ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს. სათანადო ინფორმაციის
სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი 24
საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის
წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის
სამკერდე ნიშანი.
32. საოლქო და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ განცხადება უნდა
წარედგინოს იმ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს, რომლის თავმჯდომარემაც გაატარა
რეგისტრაციაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი.
4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს
უნდა აწერდეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირი/საქართველოს
პრეზიდენტობის კანდიდატი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, საქართველოს
პრეზიდენტობის კანდიდატის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი
ზემდგომ საარჩევნო კომისიაში. აღნიშნულ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გვარი, სახელი, დაბადების წელი, მისამართი,
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). განცხადებას თან უნდა ერთოდეს საარჩევნო
სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან
საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.
29
5. საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ 1 წარმომადგენელს აქვს უფლება, დაესწროს
შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომებს, მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის
გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე ისარგებლოს ამ კანონით
დადგენილი სხვა უფლებებით. წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს შეუზღუდავად
სარგებლობს ამ კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 67-ე მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული უფლებებით.
6. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღისა,
გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს
შესაბამის საარჩევნო კომისიას.
მუხლი 43. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსება
1. არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი (არჩევნებში
დამოუკიდებლად მონაწილე კვალიფიციური პარტია, აგრეთვე საარჩევნო ბლოკი,
რომელშიც გაერთიანებულია კვალიფიციური პარტია) არჩევნების დღეს საოლქო და
საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას
მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის
ოდენობით, ხოლო ის საარჩევნო ბლოკი, რომელშიც 2 ან 2-ზე მეტი კვალიფიციური
პარტიაა გაერთიანებული, დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 150 ლარის და
ყოველ საარჩევნო ოლქზე 200 ლარის ოდენობით. ის საარჩევნო ბლოკი, რომლის
შემადგენლობაშიც არ შედის არცერთი კვალიფიციური პარტია, მაგრამ მასში
გაერთიანებული პარტიების მიერ ბოლო საპარლამენტო ან ბოლო მუნიციპალიტეტების
ორგანოთა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საერთო არჩევნებში, ერთერთში მაინც, მიღებული ხმების ჯამი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ია
ან 3%-ზე მეტია, არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში
წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე
100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით. ერთი საარჩევნო
უბნისთვის გამოყოფილი თანხა გაიცემა მხოლოდ ამ საარჩევნო უბანზე დანიშნულ
წარმომადგენელზე (წარმომადგენლებზე).
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება შესაბამის
საარჩევნო ოლქებსა და საარჩევნო უბნებში არჩევნების მეორე ტურის ჩატარების
შემთხვევაში გაიცემა მხოლოდ იმ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებზე, რომელთა მიერ
წარდგენილი კანდიდატებიც მონაწილეობენ არჩევნების მეორე ტურში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის
წარმომადგენლის დაფინანსების თანხას ცესკო შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის
ანგარიშზე ჩარიცხავს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 3 დღისა. საარჩევნო სუბიექტი
უფლებამოსილია ეს თანხა გადაანაწილოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში
შესაბამის წარმომადგენლებზე ისე, რომ თითოეულ კომისიაში დაფინანსდეს არაუმეტეს 2
წარმომადგენლის საქმიანობა; ამასთანავე, ერთსა და იმავე წარმომადგენელზე არ გაიცემა
სამზე მეტი საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი თანხა.
3. თუ დაფინანსების მქონე პოლიტიკური პარტია არ დანიშნავს წარმომადგენელს
საარჩევნო კომისიაში ან/და არ მოხდება თანხის სრულად ათვისება, პარტია ვალდებულია
არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 15 დღის ვადაში წარუდგინოს ცესკოს წერილობითი
30
ინფორმაცია წარმომადგენლების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების ათვისების
შესახებ და ამავე ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტში დაბრუნება.
4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, რომელიც შეყვანილია სოციალურად
დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ამ მუხლის საფუძველზე მიღებული დაფინანსება არ
ჩაეთვლება ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდება სახელმწიფო დაფინანსება.
მუხლი 51. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა
1. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური
პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას
მიუკერძოებლობისა
და სამართლიანობის პრინციპი „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის და ამ კანონის შესაბამისად.
2. საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ
ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და
ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების
ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს.
3. ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები საეთერო დროის თანაბრად
განაწილების, დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო
რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის შესახებ ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის
მე-5, მე-6 და 61 პუნქტებში აღნიშნულ მაუწყებლებზე და მხოლოდ კვალიფიციურ
საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით, ხოლო ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში − აგრეთვე იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საარჩევნო
სუბიექტებთან მიმართებით.
4. ამოღებულია
5. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი
მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე
არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავიანთ ეთერში ყოველ საათში 5 წუთი გამოყონ წინასაარჩევნო
რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ყოველ 3 საათში თანაბრად და
არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის
მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში
ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ
აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ
შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი
კუთვნილი სხვა დროისათვის.
6. საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას
საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავის ეთერში
ყოველ 3 საათში გამოყოს არანაკლებ 7,5 წუთისა წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ
განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული
კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო
31
რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი
სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო
რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი
დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.
61. მაუწყებელი, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული
მაუწყებლებისა, ვალდებულია უსასყიდლოდ განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა
არჩევნების დღემდე ბოლო 30 დღის განმავლობაში, თუ მისი მომსახურების ზონაში
მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს იგი განათავსებს „მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით
გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის ფასიან წინასაარჩევნო რეკლამას. ასეთ
შემთხვევაში იგი ვალდებულია გამოყოს დრო წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ
განსათავსებლად (თუ ფასიანი რეკლამა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული საუკეთესო დროის შუალედში განთავსდა, უფასო სარეკლამო დროც
ქვემოთ დადგენილი პროპორციით იმავე შუალედში, იმავე დღეს ან დამკვეთთან
შეთანხმებით − სხვა დღეს უნდა გამოიყოს. ყველა სხვა შემთხვევაში უფასო სარეკლამო
დრო უნდა გამოიყოს სამაუწყებლო ბადეში ფასიანი რეკლამის განთავსების დროიდან
სამსაათიან შუალედში, იმავე დღეს ან დამკვეთთან შეთანხმებით − სხვა დღეს. არ
შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი უფასო სარეკლამო დროის შემდგომ დამატება
მისი კუთვნილი სხვა სარეკლამო დროისათვის):
ა) ზემოაღნიშნული საარჩევნო სუბიექტისათვის − მის მიერ შეძენილი სარეკლამო
დროის ტოლი დრო, რომელიც ისე უნდა განაწილდეს, რომ 3 საათში 90 წამზე მეტი არ
დაიკავოს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს);
ბ) კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის (გარდა
„მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის
მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტებისა) − ამ პუნქტის „ა“
ქვეპუნქტში აღნიშნულ საარჩევნო სუბიექტთა მიერ შეძენილი ჯამური სარეკლამო დროის
ტოლი დრო, რომელიც თანაბრად და არადისკრიმინაციულად უნდა განაწილდეს ამავე
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საარჩევნო სუბიექტებს შორის, იმ პირობით, რომ
ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი დრო 3 საათში 90 წამს არ აღემატებოდეს
(საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს);
გ) ამოღებულია
62. ამ მუხლის 61 პუნქტში აღნიშნული მაუწყებლები, რომლებსაც სურთ ფასიანი
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება, არჩევნების დანიშვნის დღიდან 15 დღის ვადაში,
მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 55-ე დღისა, ცესკოსა და საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცემენ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის
განთავსების შეთავაზებული გრაფიკისა და სარეკლამო დროის ფასის შესახებ
ინფორმაციას. ამ ინფორმაციას ცესკო 1 დღის ვადაში განათავსებს თავის ოფიციალურ
ვებგვერდზე. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო
სუბიექტი არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა ცესკოსა და შესაბამის
მაუწყებელს გადასცემს ინფორმაციას ყოველ კონკრეტულ მაუწყებელში, ზემოაღნიშნული
32
გრაფიკის გათვალისწინებით, სარეკლამო დროის შეძენის შესახებ (ამ ინფორმაციაში
მითითებული უნდა იყოს თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის
განთავსების დროის შუალედები და შესაძენი სარეკლამო დროის ხანგრძლივობა).
მაუწყებელი, რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა სარეკლამო დრო შეიძინა, არჩევნების
დღემდე არაუგვიანეს 38-ე დღისა ცესკოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ
კომისიას გადასცემს ინფორმაციას ამ მუხლის 61 პუნქტის შესაბამისად რეკლამის
უსასყიდლოდ განსათავსებლად გამოყოფილი დროის შესახებ (ამ ინფორმაციაში
მითითებული უნდა იყოს თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის
განთავსების დროის შუალედები და სარეკლამო დროის ხანგრძლივობა), აგრეთვე ამ
მუხლის 61 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვალიფიციური საარჩევნო
სუბიექტებისათვის გამოყოფილ სარეკლამო დროში თითოეული საარჩევნო სუბიექტის
საარჩევნო რეკლამის განთავსების გრაფიკის თაობაზე. ამ ინფორმაციას ცესკო 1 დღის
ვადაში განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. უფასო სარეკლამო დროის მიღების
უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტი შესაბამის მაუწყებელს რეკლამის განთავსების
დღემდე არანაკლებ 2 დღით ადრე აცნობებს თავისი კუთვნილი დროის გამოყენების
სურვილის შესახებ და მასთან შეთანხმებულ დროს გადასცემს რეკლამას.
63. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის პერიოდში
ეთერში გაშვებულ არჩევნებთან დაკავშირებულ თავის გადაცემებში უზრუნველყოს
სურდოთარგმანი.
7. ამ მუხლის მიზნებისათვის საპრეზიდენტო არჩევნებზე კვალიფიციურ საარჩევნო
სუბიექტად მიიჩნევა იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილი კანდიდატი,
რომელიც, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, დაფინანსებას იღებს საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების
შედეგებიდან გამომდინარე.
8. მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს
პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ
მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების
თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1
თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს
ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ
სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება.
9. ადგილობრივი
მაუწყებელი
ვალდებულია
კვალიფიციურ
საარჩევნო
სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია/ბლოკი:
ა) რომელიც არის ამ კანონის მე-2 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი;
ბ) რომლის კანიდატმა (კანდიდატებმა) მისი მომსახურების ზონაში შემავალ
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში
გაიმარჯვა (გაიმარჯვეს), არჩევნების მეორე ტურში გავიდა (გავიდნენ) ან მიიღო (მიიღეს)
ხმების არანაკლებ 25 პროცენტისა;
33
გ) რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს
– საკრებულოს არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 25 პროცენტისა.
10. ადგილობრივი მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო
სუბიექტად აღიაროს:
ა) პოლიტიკური პარტია, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში
მიიღო ხმების არანაკლებ 10 პროცენტისა;
ბ) პოლიტიკური პარტია, რომელიც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ
კანონით დადგენილი წესით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად,
არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ზედიზედ 2 კვლევის შედეგების შესაბამისად
სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 25 პროცენტის მხარდაჭერით;
გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის
კანდიდატი, რომელიც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ კანონით
დადგენილი წესით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად,
არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ზედიზედ 2 კვლევის შედეგების შესაბამისად
სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 25 პროცენტის მხარდაჭერით.
11. ამ კანონის მიზნებისათვის საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა
აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ
მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95პროცენტიან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3 პროცენტს არ აღემატება;
ბ) უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის
საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ;
გ) იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში
მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ
განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა;
დ) არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის
საშუალება, არ უნდა ჩატარდეს ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით;
ე) უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების
დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას;
ვ) შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს:
ვ.ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა;
ვ.ბ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი;
ვ.გ)
კვლევაში
გამოყენებული
კითხვების
ზუსტი
ფორმულირება
და
თანამიმდევრობა;
ვ.დ) საველე კვლევის ჩატარების დრო;
ვ.ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი;
ვ.ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;
ვ.ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;
ვ.თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში
მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა;
ვ.ი) შერჩევის ზომა;
34
ვ.კ) ცდომილების ფარგლები;
ვ.ლ) ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა
მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.
12. საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზია და რადიო (საჯარო სამართლის იურიდიული პირები) ვალდებული არიან,
კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით გამოყონ დრო, რომელიც თანაბრად
განაწილდება ამ სუბიექტებს შორის.
13. პარტიები, რომლებსაც აქვთ უფასო საეთერო დროის გამოყენების უფლება,
საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შემთხვევაში, მიუხედავად მათი რაოდენობისა,
საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის მომდევნო დღიდან კარგავენ ამ უფლებას, ხოლო ეს
საარჩევნო ბლოკი იმავე დღიდან იძენს მას, როგორც ერთი საარჩევნო სუბიექტი.
14. ამ მუხლით გათვალისწინებული უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის
ვალდებულება შუალედურ არჩევნებზე ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე.
15. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო
პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს
მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს
შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე. საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეისყიდის
მედიამონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო მომსახურებას.
16. კენჭისყრის დღეს აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის
განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში.
17. ამოღებულია
18. ამოღებულია
19. ამოღებულია
20. ამოღებულია
21. ამოღებულია
მუხლი 54. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯები
1. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანია უნდა დაფინანსდეს:
ა) პოლიტიკური გაერთიანების ფონდიდან – თუ პარტია დამოუკიდებლად
მონაწილეობს არჩევნებში/რეფერენდუმში;
ბ) საარჩევნო ბლოკის პირველი ნომერი პარტიის ფონდიდან – თუ პოლიტიკური
გაერთიანებები ერთ საარჩევნო სუბიექტად ერთიანდებიან;
გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გახსნილი საარჩევნო ფონდიდან,
დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიის დასაფინანსებლად.
11. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის
საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში გახსნის საფუძველია შესაბამისი
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება ამ საარჩევნო სუბიექტის
რეგისტრაციაში გატარების შესახებ.
35
2. კამპანიის ხარჯებად ითვლება საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო/სარეფერენდუმო
კამპანიისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ერთობლიობა, ასევე უსასყიდლოდ
მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა ამ
კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა.
3. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი სარგებლობს მისი
წარმდგენი სუბიექტის ფონდით.
4. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს
ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ, რომლიდანაც მოხდება საარჩევნო კამპანიისათვის
აუცილებელი ხარჯების დაფინანსება.
5. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯებად ითვლება შესაბამის საბანკო
ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი სახსრები, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა
საქონელი და მომსახურება (საბაზრო ფასებით).
6. დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს შესაბამისი ფონდის
სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება.
7. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯებზე და დაფინანსების წყაროებზე
ვრცელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით
გათვალისწინებული გამონაკლისისა.
8. საარჩევნო ბლოკის მიერ კამპანიის დაფინანსებისას შესაძლებელია ბლოკში
გაერთიანებულმა პარტიებმა თავიანთ პოლიტიკური გაერთიანებების ფონდში არსებული
სახსრები შეუზღუდავად გადასცენ იმ პოლიტიკური გაერთიანების ფონდს, რომელიც
ბლოკის პირველ ნომრად არის რეგისტრირებული.
მუხლი 56. საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
1. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს
პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა
ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს
არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში
საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების საერთო
არჩევნებში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ს ან მეტს (ხმათა ეს
რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემით
ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით), საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 500 000 ლარს საკრებულოს/მერის
არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად.
აღნიშნული საარჩევნო სუბიექტები ასეთ დაფინანსებას მიიღებენ საარჩევნო კამპანიის
დროს გაწეული ხარჯების თაობაზე წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ამ კანონის
57-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ.
36
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ხარჯების
დაფინანსების მიზნით საარჩევნო სუბიექტმა წერილობით უნდა მიმართოს ცესკოს
არჩევნებამდე არა უგვიანეს 38 დღისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის
ანგარიშზე შესაბამისი თანხა ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის
საფუძველზე უნდა ჩაირიცხოს არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არა უგვიანეს მე-15
დღისა.
4. საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური
მხარდაჭერისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა
დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად. ამ პუნქტით
გათვალისწინებულ თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც ბოლო საერთო
არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება. ამ პუნქტის
შესაბამისად პარტიისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გამოსაანგარიშებლად
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ ბოლო საერთო არჩევნებში მიღებული ხმების
რაოდენობა მრავლდება სამზე და იყოფა საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური
გაერთიანებების რაოდენობაზე. ამასთანავე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე
პარტიისთვის და საარჩევნო ბლოკისთვის (მიუხედავად ბლოკში გაერთიანებული
პარტიების რაოდენობისა) განკუთვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000
ლარს. საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული
უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში,
რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები.
41. თუ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული რომელიმე პარტია არ მონაწილეობს
არჩევნებში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად განაწილდება
საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ არჩევნებში მონაწილე პარტიებზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს მაუწყებელს
აუნაზღაურებს ცესკო მაუწყებელსა და საარჩევნო სუბიექტს შორის დადებული
ხელშეკრულების საფუძველზე, ცესკოსთვის მისი წარდგენიდან 10 სამუშაო დღის
განმავლობაში.
6. თუ პარტიამ სატელევიზიო რეკლამის განთავსებისათვის გამოყოფილი თანხა
სრულად არ აითვისა, იგი ვალდებულია არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 15 დღის
ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში
დაბრუნება.
მუხლი 57. ანგარიში საარჩევნო კამპანიის ხარჯების შესახებ
1. საარჩევნო ბლოკის ცესკოში რეგისტრაციის შემდეგ ბლოკში შემავალი
პოლიტიკური გაერთიანებები ვალდებული არიან, შეაჩერონ თავიანთი პარტიის
ფონდების საქმიანობა და ისარგებლონ მხოლოდ საარჩევნო ბლოკის პირველი ნომერი
პარტიის ფონდით.
2. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია რეგისტრაციის მომენტიდან 3 კვირაში
ერთხელ, დადგენილი ფორმების მიხედვით გამოაქვეყნოს ინფორმაცია შემოწირულების
წყაროს, ოდენობისა და მიღების თარიღის მითითებით.
37
3. საარჩევნო სუბიექტები არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან
არაუგვიანეს 1 თვისა, ხოლო ის საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც, წინასწარი
მონაცემებით, მიიღებენ ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, − აგრეთვე
კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 18 დღისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს
აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენენ დასკვნის
წარდგენის მომენტისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს, ფულადი სახსრების
წყაროს მითითებით. აუდიტორული შემოწმების ჩატარების უფლება აქვს საქართველოს
ტერიტორიაზე მოქმედ აუდიტორს (აუდიტორულ ფირმას).
4. იმ პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, რომლებიც გაწევრებული არიან საარჩევნო
ბლოკში, თავიანთი საარჩევნო კამპანიის ხარჯების შესახებ ანგარიშების წარდგენასთან
ერთად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა წარუდგინონ ბანკის მიერ გაცემული
ცნობა მათი ფონდების ანგარიშებზე საფინანსო ოპერაციების მოქმედების შეჩერების
თაობაზე.
5. ის საარჩევნო სუბიექტები, რომელთა მიერ წარდგენილი მაჟორიტარი
კანდიდატები მონაწილეობენ არჩევნების მეორე ტურში, მეორე ტურის საბოლოო
შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ხოლო საარჩევნო სუბიექტები,
რომლებიც, წინასწარი მონაცემებით, მიიღებენ ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო
რაოდენობას, − კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-8 დღისა, სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით წარადგენენ ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტის
მიერ გამოუყენებელი ფინანსების შესახებ.
6. თუ საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც მიიღებენ ამ კანონით დადგენილ ხმების
საჭირო რაოდენობას, დადგენილ ვადაში არ წარადგენენ საარჩევნო კამპანიის ფონდის
ანგარიშს, ან თუ დადასტურდება კანონის მოთხოვნათა დარღვევა, ისინი სახელმწიფო
აუდიტის სამსახურმა უნდა გააფრთხილოს წერილობით და უნდა მოსთხოვოს ხარვეზის
შევსება და სათანადო დარღვევასთან დაკავშირებით დეტალური წერილობითი
ინფორმაციის მიწოდება. თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ დარღვევა
არსებითი ხასიათისაა და შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, იგი
უფლებამოსილია შესაბამის საარჩევნო კომისიას მიმართოს რეკომენდაციით, რათა მან
მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს არჩევნების შედეგების ამ საარჩევნო სუბიექტის
მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად შეჯამება.
7. არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშის ფორმას და მისი შევსების
წესს განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
მუხლი 58. კენჭისყრის შენობის მოწყობა
1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები,
საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა წევრობაზე დაფუძნებული და
რელიგიური გაერთიანებებისა) და სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოების
50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციები არჩევნების
მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობას და ინვენტარს საარჩევნო
კომისიებს დროებით, უსასყიდლოდ გადასცემენ. ამასთანავე, ეს ორგანოები ვალდებული
არიან, დაფარონ გადაცემული შენობა-ნაგებობის კომუნალური ხარჯები.
38
11. სათანადო შენობა-ნაგებობის არსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის
ისეთი შენობა-ნაგებობა უნდა გამოიყოს, რომელიც ყველა ამომრჩევლისათვის იქნება
ხელმისაწვდომი, ხოლო ასეთი შენობა-ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში საარჩევნო
უბნისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობა, სადაც ეს შესაძლებელია, მისი გადამცემი
ორგანოს მიერ კენჭისყრის დღისთვის ადაპტირებული უნდა იქნეს ყველა
ამომრჩევლისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
2. საუბნო საარჩევნო კომისია არ უნდა განთავსდეს და კენჭისყრის ადგილი არ უნდა
გამოიყოს იმავე შენობაში, რომელშიც განთავსებულია:
ა) პარტია;
ბ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ არის
სხვა, შესაფერისი შენობა ამ კანონის შესაბამისად კენჭისყრის ჩასატარებლად. სათანადო
გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია;
გ) პოლიციის ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი.
21.
აკრძალულია
პარტიის,
პარტიის/საარჩევნო
ბლოკის/ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო შტაბის იმ შენობაში განთავსება, სადაც საარჩევნო
კომისიაა განთავსებული.
3. ამოღებულია
4. კენჭისყრის შენობაში:
ა) ხმის მიცემის ადგილი იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს
ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენის შევსების ფარულობა. ყოველი 500
ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ 1 ხმის მისაცემი ადგილისა,
სადაც უნდა იყოს 1 კალმისტარი;
ბ) უნდა გამოიყოს ადგილები ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და სპეციალური
კონვერტების განთავსებისათვის;
გ) თვალსაჩინო ადგილას უნდა იდგეს გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი;
დ) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას ამომრჩეველთა სიების საჯარო
ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსიები, პარტიული სიები, კანდიდატთა სიები,
ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი, აგრეთვე ამ კანონიდან
ამონარიდი იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია ბათილი საარჩევნო ბიულეტენი, და
კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი (ოქმები).
5. თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ
მონაწილეობს არჩევნებში, ამის შესახებ განცხადება უნდა გამოიკრას თვალსაჩინო
ადგილას კენჭისყრის შენობაში და ფარული კენჭისყრის კაბინებში.
6. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო- და
ვიდეოგადაღება აკრძალულია.
მუხლი 63. საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი
1. საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ცესკოს განკარგულების საფუძველზე, მის მიერ
დადგენილი ნიმუშის მიხედვით, ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე,
39
ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა
ენაზედაც.
2. საარჩევნო უბნებზე ცესკო უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენებას,
რომელიც მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებს
საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას მისცემს.
3. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვასა და საარჩევნო ყუთების (ძირითადის და
გადასატანის)
დამზადებას
უზრუნველყოფს
ცესკო,
ხოლო
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი
ორგანოს
–
საკრებულოს
(გარდა
საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოსი)
არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი მონაცემების სიზუსტეზე
პასუხისმგებელია შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საარჩევნო ბიულეტენები
იბეჭდება ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილ პირთა და
დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის
პროცესზე დაკვირვების უფლება აქვთ (მათი დამზადების თითოეულ ადგილზე)
შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით დანიშნულ კომისიის 2 წევრსა და ამ
კანონის საფუძველზე რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც
შეთანხმების საფუძველზე წარადგენენ არა უმეტეს 3 დამკვირვებლისა.
4. სათანადო განკარგულების მიღებიდან 2 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო
კომისია აქვეყნებს მონაცემებს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვისა და საარჩევნო ყუთების
დამზადების ადგილის შესახებ, აგრეთვე საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვისა და
საარჩევნო ყუთების დამზადებაზე პასუხისმგებელი პირების თაობაზე.
5. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს
პასუხს, რომ დაბეჭდილი და შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული
ბიულეტენების რაოდენობა ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილ რაოდენობას, რომ მასთან
არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ბიულეტენები.
6.
საარჩევნო
კომისიაში
საარჩევნო
ბიულეტენების
შენახვისა
და
დანიშნულებისამებრ გაცემისთვის პირადად აგებენ პასუხს საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
7. საარჩევნო ბიულეტენების ზუსტი აღრიცხვის მიზნით თითოეული სახის
საარჩევნო ბიულეტენები თანამიმდევრობით ინომრება (ნომერი აღინიშნება ბიულეტენის
ყუაზე; ბიულეტენი და მისი ყუა ერთმანეთისაგან პერფორირებული ხაზითაა
გამოყოფილი) და 50-50 ცალად იკინძება ბლოკნოტების სახით. ყოველ ბლოკნოტს აქვს
თავფურცელი, რომელზედაც მითითებულია საარჩევნო ბიულეტენის სახე, დაბეჭდილია
გრაფები ბლოკნოტის ნომრის, ბლოკნოტში არსებული ბიულეტენების ნომრების,
საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრებისა და დასახელებებისათვის, გრაფები
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის იმ წევრის (ამომრჩეველთა
რეგისტრატორის) ხელმოწერებისათვის, რომელსაც გადაეცემა ეს ბლოკნოტი, აგრეთვე
გრაფა გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობის აღნიშვნისათვის.
8. თითოეული საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული სპეციალური
კონვერტების რაოდენობა ტოლია საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო
რაოდენობისა, ხოლო საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტების რაოდენობა – საარჩევნო
უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50-ის ჯერადი რიცხვისა.
40
9. ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებს
გადასცემს საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს. თავის მხრივ, საოლქო
საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს კენჭისყრის
დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს.
10. საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა ზუსტად
აღირიცხება. ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის და საოლქო საარჩევნო
კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და
სპეციალური კონვერტების გადაცემისას ორ ცალად დგება მიღება-ჩაბარების აქტი,
რომელშიც აღინიშნება მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელებები,
სპეციალური
კონვერტების
რაოდენობა,
ბიულეტენთა
სახეობა,
ბიულეტენთა
ბლოკნოტების რაოდენობა (მათი ნომრებისა და ბიულეტენების ნომრების მითითებით),
მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა. აქტს ხელს აწერენ ამ საბუთების გამცემი და
მიმღები პირები (აქტის ერთი ცალი რჩება საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური
კონვერტების გადამცემ კომისიაში, ხოლო მეორე ცალი გადაეცემა საარჩევნო
ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების მიმღებს). საარჩევნო კომისიის
წარმომადგენელი, რომელსაც გადაეცემა საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური
კონვერტები, ვალდებულია მოითხოვოს მიღება-ჩაბარების აქტის ერთი ცალი შესაბამისი
საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადასაცემად. მიღება-ჩაბარების აქტი საჯარო
ინფორმაციაა.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე
აქტის ხელმომწერი მხარეები ბიულეტენების რეკვიზიტების შესაბამისობის გარკვევის
შემდეგ ითვლიან საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას და მონაცემები შეაქვთ მიღებაჩაბარების აქტში; ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც ხელის
მოწერით ადასტურებენ მხარეები.
12. საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს:
ა) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება და არჩევნების/რეფერენდუმის
ჩატარების თარიღი;
ბ) საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი;
გ) საარჩევნო უბნის ნომერი (ბიულეტენის ყუასა და საკუთრივ საარჩევნო
ბიულეტენზე);
დ) პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების დროს – არჩევნებში
დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი და
სახელწოდება; საქართველოს პრეზიდენტის, თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ
თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით
არჩევნების დროს – კანდიდატის რიგითი ნომერი, გვარი, სახელი, წარმდგენი საარჩევნო
სუბიექტის სახელწოდება. თუ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ან მაჟორიტარი
კანდიდატი წარდგენილია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, საარჩევნო
ბიულეტენში რიგითი ნომრის გასწვრივ მიეთითება „დამოუკიდებელი“;
ე) სარეფერენდუმო ბიულეტენში ასევე აღნიშნული უნდა იყოს მოქალაქეებისადმი
მიმართული კითხვა სარეფერენდუმოდ გამოტანილ საკითხთან დაკავშირებით და ამ
კითხვაზე პასუხის შესაძლო ვარიანტები: „დიახ“ და „არა“;
ვ) საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი.
41
13. თუ აღმოჩნდება, რომ საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილია სხვა საარჩევნო
უბნისთვის/ოლქისთვის ან იგი არ შეესაბამება მითითებულ რაოდენობას ან მას აქვს
ბეჭდური ან სხვა სახის წუნი, ეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ზემდგომ საარჩევნო
კომისიას, ხოლო შესაბამისი საარჩევნო კომისია უფლებამოსილია სათანადო აქტის
საფუძველზე შემაჯამებელ ოქმში დააფიქსიროს ბიულეტენთა რეალური რაოდენობა.
14. საარჩევნო ბიულეტენის უკანა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს:
ა) ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერის ადგილი;
ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ სპეციალური ბეჭდით დამოწმების
ადგილი.
15. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებიდან მოხსნის შემთხვევაში საარჩევნო
ბიულეტენის გაცემისას ბიულეტენში საარჩევნო სუბიექტის სახელის/სახელწოდების
გასწვრივ დაისმება შტამპი „არჩევნებიდან მოხსნილია“.
16. საარჩევნო ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა. კენჭისყრის დღეს
აკრძალულია კენჭისყრის შენობიდან მისი თვითნებური გატანა, წაღება ან განადგურება.
17. საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება დამცავი ნიშნების მქონე ქაღალდზე, რომლის
დაკვეთისა და შესყიდვის უფლება აქვს მხოლოდ ცესკოს.
18. ამ მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილი აკრძალვის დარღვევა, აგრეთვე ყალბი
საარჩევნო ბიულეტენის გავრცელება და გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულია და
ისჯება კანონით დადგენილი წესით.
19. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს) და
სპეციალურ კონვერტებს გასცემს ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, საქართველოს
მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის
შემთხვევაში.
20. კენჭისყრის დღეს ყოველ ამომრჩეველზე გაიცემა ერთი სპეციალური კონვერტი
და შესაბამისი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი.
21. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას ამომრჩეველს გადაეცემა ორი სახის
ბიულეტენი – მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნებისთვის განკუთვნილი
ბიულეტენები.
22.
საარჩევნო
ბიულეტენის
(ბიულეტენების)
გაცემას
ამომრჩეველთა
რეგისტრატორი კომისიის წევრი ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით ადასტურებს.
23. ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას ამომრჩეველთა
სიაში ხელმოწერით ადასტურებს.
მუხლი 66. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა
1. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება
კენჭისყრის დღის 9 საათიდან და სრულდება 19 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი
საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20 საათისა.
2. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლება აქვთ ამ კანონის
33-ე მუხლით განსაზღვრულ პირებს.
3. კენჭისყრის დღის 9 საათიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს გადასცემს
42
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას, სპეციალურ კონვერტებს და ამომრჩეველთა
რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით დამოწმებულ საჭირო
რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებს.
4. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩატარებაში
მონაწილეობენ წილისყრით გამოვლენილი საუბნო საარჩევნო კომისიის 2 წევრი და
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები თავიანთი სურვილისამებრ.
5. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას ავტომანქანის
გამოყენების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია გამოყოს ადგილი
ავტომანქანაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით
გამოვლენილი 2 მეთვალყურისათვის.
6. ამომრჩეველი (გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში
მითითებული პირებისა) გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმას აძლევს იმ
შემთხვევაში, თუ მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი იმ საარჩევნო უბნის ტერიტორიას
მიეკუთვნება, სადაც ის არის რეგისტრირებული.
7. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩასატარებლად
გამოიყენება ერთი გადასატანი გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი. საუბნო საარჩევნო კომისიის
მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური
კონვერტი გადაეცა გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო ყუთში არსებული და გამოუყენებელი
საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა შეჯამდება
შედარების მიზნით. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ დარჩენილ
გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს ჩამოეჭრება კუთხე,
დაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და
ისინი ცალკე შეინახება. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესზე
ვრცელდება ყველა პროცედურა, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო უბანზე ხმის
მიცემასთან; იდენტურია წარმომადგენლისა და დამკვირვებლის უფლებამოსილებებიც.
8. თუ ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამომრჩევლის
რეგისტრაციის ადგილი და ამომრჩევლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ერთსა და იმავე
საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება, ამომრჩეველს ეძლევა პროპორციული და მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემებით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მასზე გაიცემა
შესაბამისი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი. წინააღმდეგ შემთხვევაში
ამომრჩეველს (გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში
მითითებული პირებისა) ეძლევა მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით
ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრის პროცედურას ატარებს
ის საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის ტერიტორიაზედაც მდებარეობს სამხედრო
ნაწილი, საავადმყოფო ან სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება ან
თავისუფლების აღკვეთის ადგილი, რომელშიც იმყოფება ამომრჩეველი.
10. გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი კენჭისყრის დამთავრებისას ილუქება
იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე მისი გახსნა.
11. კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი
საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა არ ტარდება.
43
მუხლი 71. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი
ოქმის შედგენა
1. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა მონაცემის დადგენისთანავე საუბნო
საარჩევნო კომისიის მდივანი არსებული მონაცემების მიხედვით საუბნო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების თითოეული
სახის შემაჯამებელ ოქმს.
2.
საქართველოს
პარლამენტის
არჩევნების
და
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს დგება 2 შემაჯამებელი
ოქმი. ერთი ოქმი დგება პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების,
ხოლო მეორე ოქმი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების
შედეგების მიხედვით. საქართველოს პრეზიდენტის, თვითმმართველი ქალაქის (მათ
შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის და შუალედური არჩევნების
დროს დგება 1 შემაჯამებელი ოქმი.
3. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:
ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, საარჩევნო უბნის ნომერი;
ბ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი იმ საარჩევნო უბნის ნომერი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში), რომელიც მიმაგრებულია ძირითად საარჩევნო უბანზე;
გ) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება, საარჩევნო სისტემა (პროპორციული,
მაჟორიტარული);
დ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე
ტური, ესეც უნდა აღინიშნოს);
ე) საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდისა და ამომრჩეველთა რეგისტრატორების
ბეჭდების ნომრები;
ვ) ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;
ზ) სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;
თ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ამომრჩეველთა
სიებში 12 საათსა და 17 საათზე;
ი) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა
სიებში ხელმოწერების მიხედვით);
კ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
ლ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
მ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ
ხმათა რაოდენობა;
ნ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;
ო) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის
წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს
აწერს მას).
44
4. საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო
უბანში. ოქმი დამოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
5. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმს
წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.
6. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის
წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
7. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა
თანდართული განსხვავებული აზრებით) საარჩევნო ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა
სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო
საარჩევნო კომისიას, რომელიც აღნიშნულ ოქმს საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ
ოქმთან ერთად გადასცემს ცესკოს.
8. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს კენჭისყრის შედეგების
შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლის გამოკვრა საჯარო გაცნობისათვის. საუბნო საარჩევნო
კომისია ოქმის ფოტოასლს (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული
განსხვავებული აზრებით), მისი მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გადასცემს
პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს ან
პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს და დამკვირვებელი
ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ფოტოასლი უნდა დამოწმდეს საუბნო საარჩევნო
კომისიის ბეჭდით და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის
ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საუბნო საარჩევნო
კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის ფოტოასლის მიღებას
ზემოაღნიშნული პირები ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერებით ადასტურებენ.
9. კენჭისყრის დღის მეორე დღიდან საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის
შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლებს გასცემს საოლქო საარჩევნო კომისია.
აღნიშნული ფოტოასლები უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების
იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის
შედეგების
შემაჯამებელი
ოქმისა).
ოქმის
ფოტოასლის
მიღებას
წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო
ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.
10. ამ კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების
შემაჯამებელი ოქმის ასლის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის უფლებამოსილი პირების
პასუხისმგებლობას ამავე კანონით დადგენილი წესით.
11. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან ერთად საოლქო საარჩევნო
კომისიას ეგზავნება ამომრჩეველთა სიები კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა
ხელმოწერებით. საოლქო საარჩევნო კომისია, თავის მხრივ, აღნიშნულ სიებს უგზავნის
ცესკოს, რომელიც მათ ახარისხებს და არქივში ინახავს.
12. კენჭისყრის ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო
კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი იხურება, მას ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო
45
კომისიის თავმჯდომარე და საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი და იგი მოწმდება
საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
13. საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი ილუქება ცალკე პაკეტში. პაკეტს ხელს
აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი
და საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრები.
14. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი
ოქმის ფოტოასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე, თავის ხელთ არსებული
ტექნიკური საშუალებებით გაუგზავნოს ცესკოს.
მუხლი 75. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო
კომისიაში
1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების
საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის
შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა აჯამებს
რეფერენდუმის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, საქართველოს პარლამენტის
არჩევნების, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მერის
არჩევნების შედეგებს, ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების, მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მერის არჩევნების შედეგებს და
საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების თითოეული სახის
შემაჯამებელ ოქმებს, რომლებსაც არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ
ოქმში აღინიშნება:
ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;
ბ) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება, საარჩევნო სისტემა (პროპორციული,
მაჟორიტარული);
გ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე
ტური, ესეც უნდა აღინიშნოს);
დ) ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში;
ე) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში;
ვ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
ზ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
თ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ
ხმათა რაოდენობა;
ი) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ
ხმათა რაოდენობების ჯამი);
კ) იმ საარჩევნო უბნის ნომერი, რომელშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა
ცნობილი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ამ უბანში და კენჭისყრის შედეგების
ბათილად ცნობის საფუძველი;
ლ) გაცემულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა იმ საარჩევნო უბნებში,
რომლებშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი;
მ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;
46
ნ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საოლქო საარჩევნო კომისიის
წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს
აწერს მას);
ო) არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში − ამავე პუნქტში ჩამოთვლილი
მონაცემები, ასევე არჩეული პირის (არჩეულ პირთა) ვინაობა, მეორე ტურში გასულ პირთა
ვინაობა და მეორე ტურში არჩეული პირის ვინაობა.
3. თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო კენჭისყრის შედეგები საარჩევნო
უბანში (უბნებში) და ამ უბანში (უბნებში) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ისეთია, რომ
განმეორებითი კენჭისყრა გავლენას ვერ მოახდენს საარჩევნო ოლქში არჩეული ან მეორე
ტურში გასული პირის (პირების) გამოვლენაზე, საოლქო საარჩევნო კომისია არჩეულ ან
მეორე ტურში გასულ პირს (პირებს) დაადგენს ამ უბნის (უბნების) გაუთვალისწინებლად.
4. საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომლებიც ესწრებიან კომისიის
სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ
ოქმს. ოქმი დამოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
5. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში
შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება, და ოქმს
წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.
6. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს ამ მუხლში აღნიშნული მონაცემები მათი
დადგენისთანავე შეაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო და ყველასთვის
ხელმისაწვდომ ადგილას გამოკრულ სადემონსტრაციო ოქმში.
7. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი
ოქმი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით),
აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების
შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა
შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.
8. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი (საოლქო
საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), მისი მოთხოვნის
შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსა და დამკვირვებელი ორგანიზაციის
დამკვირვებლებს. ოქმის ფოტოასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის
ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით (ამ
ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საოლქო საარჩევნო კომისიის
შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის ფოტოასლის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი
საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.
9. ამ კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების
შემაჯამებელი ოქმის დამოწმებული ასლის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის
თავმჯდომარისა
და
კომისიის
მდივნის
პასუხისმგებლობას
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის შედეგების შეჯამებიდან 7
დღის ვადაში გახსნის საუბნო საარჩევნო კომისიების დალუქულ ჩანაწერთა წიგნებს,
გადაიღებს წიგნების იმ გვერდების ასლებს, რომლებზედაც შესრულებულია ამ კანონის 65ე მუხლის 22 პუნქტით და 67-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები (ამის
47
შემდეგ ჩანაწერთა წიგნი ისევ უნდა დაილუქოს), თავისი ხელმოწერით დაამოწმებს
ჩანაწერებს
და
შესაბამის
დალუქულ
დოკუმენტებთან
(პირადობის
მოწმობების/პასპორტების ფოტოასლები) ერთად გადასცემს ცესკოს.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი იმავე პუნქტით დადგენილ ვადაში გადაიღებს
ჩანაწერთა წიგნების იმ გვერდების ფოტოასლებს, რომლებზედაც შესრულებულია ამ
კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები,
ხელმოწერითა და კომისიის ბეჭდით დაამოწმებს მათ და, საჭიროების შემთხვევაში,
გადასცემს ცესკოს.
მუხლი 76. არჩევნების შედეგების შეჯამება ცესკოში
1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების
საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს
საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის მერისა და
ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგებს, რის თაობაზედაც ადგენს არჩევნების
შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
2. ცესკო აჯამებს არჩევნების შედეგებს და ადგენს არჩევნების შედეგების
შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც აღინიშნება:
ა) ამომრჩეველთა რაოდენობა;
ბ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა;
გ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
დ) საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობები;
ე) არჩეული პირის (პირების) ვინაობა;
ვ) ამ კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული მონაცემები.
3. არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერენ ცესკოს თავმჯდომარე და
ცესკოს მდივანი. ოქმი ცესკოში ინახება, ხოლო ოქმის დამოწმებული ფოტოასლები ამ
კანონით გათვალისწინებულ ორგანოებსა და ყველა დაინტერესებულ პირს გადაეცემა.
4. ცესკო საარჩევნო უბნებიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების
შემოსვლის პარალელურად უზრუნველყოფს ამ ოქმების მონაცემთა ცესკოს ვებგვერდზე
განთავსებას. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ეკრძალებათ არჩევნების წინასწარი
შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება, თუ ეს შედეგები სათანადო წესით არ არის
გამოქვეყნებული ცესკოს ვებგვერდზე.
5. აკრძალულია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება საერთო
სასამართლოებში არსებული შესაბამისი საარჩევნო დავების დასრულებამდე და ამ
სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სრულად გათვალისწინების
გარეშე.
6. განცხადების/საჩივრის ან/და ცესკოს წევრის განსხვავებული აზრის არსებობის
შემთხვევაში ცესკოს შეუძლია არჩევნების შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიების
შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე შეაჯამოს.
7. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე ცესკო თავის ვებგვერდზე
აქვეყნებს თითოეული საარჩევნო უბნის მიხედვით არჩევნების შედეგების შესახებ ცნობას
და მას არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა
48
საშუალებებს, ხოლო არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს შედგენისთანავე
აქვეყნებს თავის ვებგვერდზე და გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“,
რომელიც მას 2 დღის ვადაში აქვეყნებს.
8. ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონის 71-ე მუხლის მე-14 პუნქტით
განსაზღვრული ოქმის საჯაროობა, მათ შორის, მისი დაუყოვნებლივ ცესკოს ვებგვერდზე
განთავსებით; ამასთანავე, თუ საარჩევნო უბნის შედეგები გასაჩივრებულია სასამართლოში
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცესკო ვალდებულია ოფიციალური
შეტყობინებისთანავე გააკეთოს სათანადო აღნიშვნა ვებგვერდზე განთავსებულ შესაბამის
ოქმზე.
9. ცესკო ნებისმიერი არჩევნების დროს კენჭისყრის ჩატარებიდან 40 დღის ვადაში
დაამუშავებს საოლქო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებულ, ამ კანონის 75-ე მუხლის მე-10
პუნქტით გათვალისწინებულ საბუთებს და თითოეული შემთხვევისთვის ცალკე
დოკუმენტს ქმნის: ყოველი დოკუმენტი შეიცავს ჩანაწერთა წიგნის სათანადო გვერდის
დამოწმებულ ასლს და თანდართულ შესაბამის დოკუმენტებს. ეს მასალები კენჭისყრის
ჩატარებიდან არაუგვიანეს 45-ე დღისა გადაეცემა სააგენტოს, რომელიც ვალდებულია
შეისწავლოს ისინი შესაბამის პირთა ვინაობის გადასამოწმებლად. თუ გადამოწმების
შედეგად გამოვლინდა არჩევნებში ყალბი ან სხვისი დოკუმენტის საფუძველზე
მონაწილეობა ან მონაწილეობის მცდელობა, პირს დაეკისრება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 1642 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მუხლი 78. საარჩევნო დავები და მოსარჩელეთა წრე
1. არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე
ჩატარებული
ან
ჩასატარებელი
არჩევნების
კონსტიტუციურობის
შესახებ
კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანისა და
განხილვის ვადა და წესი განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების
შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. ამომრჩეველთა სიების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს
საარჩევნო
რეგისტრაციის
მქონე
პარტიის/საარჩევნო
ბლოკის/ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის
სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს,
მოქალაქეს, რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა
საარჩევნო კომისიამ.
3. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ
კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო
ბლოკის წარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას,
ცესკოს წევრს.
4. საარჩევნო უბნების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ
კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო
ბლოკის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის
სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს.
49
5. ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის
სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.
6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის
სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო
რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის
მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს.
7. საარჩევნო კომისიის წევრის ან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საარჩევნო კომისიისა და მისი
თავმჯდომარის განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო (ამ კანონის 29-ე მუხლით
გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას) სარჩელის სასამართლოში შეტანის
უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე
პარტიას/საარჩევნო ბლოკს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი ან
ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდა
უფლებამოსილება.
8. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
ცესკოს განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე
გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს
ცესკოს წევრს, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის
წარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, კომისიის იმ
წევრთა ნახევარზე მეტს, რომლებსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდათ
უფლებამოსილება.
9. ამ კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვალდებულების
შეუსრულებლობის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება იმავე პუნქტით
განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 დღის ვადაში აქვს ცესკოს.
10. პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო
რეგისტრაციისა და მათი წარმომადგენლების რეგისტრაციის გამო სარჩელის
სასამართლოში შეტანის უფლება აქვს:
ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), თუ ცესკოს
თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები, ან გააუქმა მათი რეგისტრაცია;
ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს
შესაბამის
საოლქო
საარჩევნო
კომისიაში
(ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას), თუ საოლქო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები ან გააუქმა მათი რეგისტრაცია;
გ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), დამკვირვებლის
50
სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში),
თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი
რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით
გატარდა;
დ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული საარჩევნო
სისტემით საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის
მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ შესაბამის საარჩევნო
ოლქში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა.
11. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, არჩევნებში დამოუკიდებლად
მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, სიაში
შეყვანილი ცალკეული კანდიდატების, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი
კანდიდატის, მერობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:
ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ
კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში
(საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დროს), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული საარჩევნო
სისტემით საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს), თუ ცესკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ
გაატარა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალაქ თბილისის მერობის
კანდიდატი, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში
შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ
რეგისტრაციაში
არ
გაატარა
საქართველოს პარლამენტის
არჩევნების
დროს
პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი
კანდიდატები, საკრებულოს არჩევნების დროს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ
წარდგენილი
პარტიული
სია,
სიაში
შეყვანილი
ცალკეული
კანდიდატები,
პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი
კანდიდატები, თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა)/თვითმმართველი
თემის მერის არჩევნების დროს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი მერობის
კანდიდატები, ან/და ამ საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა გააუქმეს მათი
რეგისტრაცია;
ბ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე
პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნების დროს), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც
დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ცესკოს თავმჯდომარემ
პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი
ცალკეული კანდიდატები, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალაქ თბილისის
მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის
51
მოთხოვნათა დარღვევით გაატარა, აგრეთვე თუ პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში
შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა
და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს
მოთხოვნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით
დაკმაყოფილდა;
გ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე
პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული საარჩევნო
სისტემით საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა
2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ
მიაჩნიათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარტიული/საარჩევნო
ბლოკის სია, მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში
შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ
თბილისისა)/თვითმმართველი
თემის
მერობის
კანდიდატები
რეგისტრაციაში
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გაატარა, აგრეთვე
თუ მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში
შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა
და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს
მოთხოვნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით
დაკმაყოფილდა.
12. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების
რეგისტრაციის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის
უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ ცესკომ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში,
საარჩევნო
რეგისტრაციის
მქონე
პარტიას/საარჩევნო
ბლოკს,
ამომრჩეველთა
რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის
სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი
ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის
მოთხოვნათა დარღვევით.
13. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ საოლქო
საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება
აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი არ გაატარა
რეგისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის,
ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საოლქო
საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას,
თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
14. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების
აკრედიტაციის შესახებ ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების
გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პრესის ან მასობრივი ინფორმაციის
სხვა საშუალების წარმომადგენელს, რომლის განცხადება აკრედიტაციის თაობაზე არ
დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო
52
ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საარჩევნო კომისიაში,
დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
15. ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედების გამო
სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), დამკვირვებლის
სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი ეხება პარტიის,
საარჩევნო ბლოკის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ან ქალაქ თბილისის
მერობის კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას;
ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს
შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანოს – საკრებულოს და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს
პარლამენტის არჩევნების დროს), მაჟორიტარ კანდიდატს, მერობის კანდიდატს,
დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი
საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას
ეხება.
შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული პირი უფლებამოსილია ამავე პუნქტით
გათვალისწინებულ საკითხზე თავად მიმართოს სასამართლოს და სხვა უფლებამოსილი
პირისთვის ასეთი მოთხოვნის წარდგენის თაობაზე მის მიერ წარდგენილი
განცხადება/საჩივარი განხილვას არ ექვემდებარება.
16. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ ამ კანონის 46-ე მუხლის
მე-3 პუნქტისა და 50-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტების დებულებათა დარღვევის გამო
სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრულ პირს.
161. ამოღებულია
17. ამ კანონის 48-ე და 118-ე მუხლების დებულებათა დარღვევის შემთხვევაში
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის
შეტანის უფლება აქვთ: კანდიდატის წარმდგენ პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფს, თვით კანდიდატს, რომლის შესახებაც გამოიცა განკარგულება,
საარჩევნო რეგისტრაციის მქონე სხვა პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება
მაჟორიტარ კანდიდატს), თუ კომისიამ არ დაადასტურა ზემოაღნიშნული დარღვევა.
18. ამოღებულია
19. ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებზე სარჩელი შეიტანება
შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო
დღისა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს სარჩელის შეტანიდან არაუგვიანეს
მომდევნო დღისა. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება
გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა სააპელაციო
სასამართლოში, რომელსაც გადაწყვეტილება გამოაქვს სარჩელის შეტანიდან არაუგვიანეს
მომდევნო
53
20. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში
ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის
სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის,
საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის
საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
21. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის
უფლება აქვთ: პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს, მაჟორიტარ კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი
თემის მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის
დამკვირვებელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
22. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ ცესკოს
განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში
დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დროს),
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში
(თუ საქმე საარჩევნო ოლქს ეხება), მაჟორიტარ კანდიდატს, თვითმმართველი
ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე
ორგანიზაციას.
23. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში
ცესკოს შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:
არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ
კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს,
დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
24. ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სასამართლოში
სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას,
საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში
(საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს,
მაჟორიტარ კანდიდატს (საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს
არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
მუხლი 84. საარჩევნო სუბიექტების პასუხისმგებლობა „მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დარღვევისათვის
1. საარჩევნო სუბიექტებს, მათ შორის, საარჩევნო ბლოკებს, საარჩევნო ბლოკში
შემავალ პოლიტიკურ გაერთიანებებს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს და
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
დარღვევისათვის, აგრეთვე ქმედებისათვის, რომლის მიზანიც იყო პოლიტიკური
საქმიანობის დაფინანსების კანონით დადგენილი მოთხოვნებისათვის გვერდის ავლა.
54
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის
დაკისრება ხდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონით და ამ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 94. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი
საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით. ერთი და იგივე
პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
მუხლი 95. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარება
1. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის
უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების
თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის
კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.
2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნები არ ტარდება.
3. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება
ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით
არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის მომდევნო დღისა.
მუხლი 96. პასიური საარჩევნო უფლება
საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე
საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი
მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა
საქართველოში.
მუხლი 97. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს
მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას (პარტიას) ან ამომრჩეველთა 5-კაციან
საინიციატივო ჯგუფს.
2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა დადასტურდეს
არანაკლებ 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის
ხელმოწერით.
მუხლი 98. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის წესი
1. ცესკოში რეგისტრირებულ პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს
უფლება აქვთ წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატი.
2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ,
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა
განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს, რის შემდეგაც უფლება აქვს,
შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.
55
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტობის
კანდიდატის:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) პროფესია;
დ) თანამდებობა (საქმიანობა);
ე) სამუშაო ადგილი;
ვ) რეგისტრაციის ადგილი;
ზ) პარტიულობა;
თ) საქართველოში ცხოვრების ვადა;
ი) წარმდგენი პარტიის დასახელება, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის
პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის
ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. განცხადებას თან უნდა ერთოდეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად
წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, მისი დაბადების
მოწმობის ფოტოასლი და სამი ფოტოსურათი.
5. განცხადებას ხელს აწერს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი.
მუხლი 99. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიები
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად
პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არა
უგვიანეს 40 დღისა ცესკოს უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა
სია.
2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში
უნდა იყოს არანაკლებ 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი)
ამომრჩევლის ხელმოწერა.
მუხლი 991. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა
თანამდებობრივ მდგომარეობასთან
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ ცესკოსთვის
განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობებიდან
უნდა გადადგნენ შემდეგი თანამდებობის პირები:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური
რესპუბლიკების მინისტრები და მათი მოადგილეები, სამთავრობო და სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
ბ) ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები;
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები;
დ) გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები;
ე) სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები და მათი მოადგილეები;
ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერი;
56
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის ოფიცრები;
თ) მოსამართლეები;
ი) საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე;
კ) საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები;
ლ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები;
მ) საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები;
ნ) პროკურორები, მათი მოადგილეები და თანაშემწეები, გამომძიებლები;
ო) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირის
გადადგომის/გათავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ
წარედგინება ცესკოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირს უარი ეთქმება საქართველოს
პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა,
იგი უქმდება.
მუხლი 100. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაცია
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში
ატარებს ცესკოს თავმჯდომარე არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.
2. ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს
პრეზიდენტობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.
3. ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს საქართველოს
პრეზიდენტობის კანდიდატს, თუ:
ა) არასრული ან არასწორია ამ კანონის 98-ე მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით
გათვალისწინებული მონაცემები;
ბ) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება 25 000 (ამომრჩეველთა საერთო
რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის ხელმოწერაზე ნაკლები;
გ) დარღვეულია ამ კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა.
4. ცესკო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციიდან
არაუგვიანეს მე-6 დღისა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას საქართველოს
პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ, მისი სახელის, გვარის, დაბადების
წლის, თანამდებობის (საქმიანობის), საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაო ადგილის
მითითებით.
5. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს,
კენჭისყრამდე არა უგვიანეს 10 დღისა, მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც
წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.
მუხლი 101. პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო
რეგისტრაციის გაუქმება
1. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის
განკარგულებით:
57
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის
შემთხვევაში;
გ) თუ რეგისტრაციაში არ გატარდა პარტიის მიერ წარდგენილი საქართველოს
პრეზიდენტობის კანდიდატი, ან თუ გაუქმდა პარტიის მიერ წარდგენილი საქართველოს
პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია.
2. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება
ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) თუ რეგისტრაციაში არ გატარდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ
წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ან თუ გაუქმდა ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის
საარჩევნო რეგისტრაცია;
გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფიდან ყველა წევრის გასვლის შემთხვევაში.
მუხლი 102. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომრის
განსაზღვრა
1. პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით
დადგენილი წესით, არჩევნებამდე 25 დღით ადრე. რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით
შესაბამისი პროცედურები ტარდება ცესკოს შენობაში, მის სხდომებზე დასწრების
უფლების მქონე პირთა თანდასწრებით.
2. პირველად ნომრის არჩევის უფლება აქვს იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ
წარდგენილ კანდიდატს, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული
წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ცესკოს
წარუდგენს განცხადებას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური გაერთიანების მიერ
წარდგენილი კანდიდატი ირჩევს წინა საპარლამენტო არჩევნებში მისი წარმდგენი
პოლიტიკური პარტიის კუთვნილ რიგით ნომერს ან იღებს პირველ ნომერს. ამავე წესით
ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ იმ კანდიდატებს, რომელთა
წარმდგენმა პოლიტიკურმა პარტიებმა წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების
მიხედვით დაიკავეს მეორე და მესამე ადგილები, რომლებსაც აქვთ უფლება, აირჩიონ წინა
საპარლამენტო არჩევნებში მათთვის მიკუთვნებული რიგითი ნომერი, ან აირჩიონ
შესაბამისად მეორე ან მესამე ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნომერი, რომელიც
მათ ჰქონდათ წინა საპარლამენტო არჩევნებში, უკვე მიეკუთვნა მათზე უკეთესი შედეგის
მქონე პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატს.
3. თუ წინა საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა
საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში
პირველად დასახელებული პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს.
4. გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა,
პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით.
5. წილისყრის მიზნით ცესკოს თავმჯდომარე ერთი ფორმისა და სახეობის
ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს პრეზიდენტობის კანდიდატების
რაოდენობის შესაბამის ნომრებს. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს ცესკოს ბეჭდით.
58
ამის შემდეგ ცალკე გადადებენ იმ ნომრებს, რომლებიც არჩეულ იქნა ამ მუხლის მე-2
პუნქტით დადგენილი წესით. ყველა დარჩენილი ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ
შეუძლებელი იყოს მათზე არსებული ნომრის წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ
ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პრეზიდენტობის კანდიდატის
წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება პრეზიდენტობის
კანდიდატის რიგითი ნომერი.
6. პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში
დარჩენილი კანდიდატები ინარჩუნებენ მიკუთვნებულ რიგით ნომრებს.
7. რეგისტრირებული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების სიას თავის
ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცესკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 24-ე დღისა.“
მუხლი 103. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი
წარმომადგენლების საქმიანობის გარანტიები
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები ცესკოში რეგისტრაციის
მომენტიდან თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში, აქვთ
პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით სარგებლობის თანაბარი
უფლებები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამ კანონით დადგენილი წესით.
2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები და მათი წარმომადგენლები წინა
საარჩევნო კამპანიის დროს არ შეიძლება დაითხოვონ სამსახურიდან ანდა გადაიყვანონ
სხვა სამუშაოზე ან სხვა თანამდებობაზე მათი თანხმობის გარეშე.
3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო
შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ ან
გაჩხრიკონ, თუ საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინებაზე არ იქნა ცესკოს
თანხმობა. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა
ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან
დაპატიმრებული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა
განთავისუფლდეს.
4. ცესკოს განკარგულებას ამ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ კენჭი
უნდა ეყაროს საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინების მიღებიდან 3
კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 104. არჩევნების შედეგების შეჯამება
1. არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელსაც
ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების
რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული
ხმების რაოდენობა.
2. თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა
საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური.
3. ცესკო კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა თავის სხდომაზე აჯამებს
არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქების მიხედვით და აფორმებს შემაჯამებელ ოქმს.
4. ცესკო არჩევნების შედეგებს აჯამებს საოლქო შემაჯამებელი ოქმების მიხედვით,
ხოლო საჩივრის/განცხადების ან კომისიის წევრის განსხვავებული აზრის არსებობის
59
შემთხვევაში ცალკეული ოლქების შედეგებს აჯამებს საუბნო შემაჯამებელი ოქმების
საფუძველზე.
5. საუბნო, ხოლო შემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიები ვალდებული არიან,
კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებთან ერთად ცესკოს გადასცენ
ამომრჩეველთა სიების დალუქული პაკეტები.
6. არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ
ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ.
მუხლი 105. არჩევნების მეორე ტური
1. თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა
საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური.
2. არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. არჩევნების მეორე ტური
იმართება არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი
კვირის თავზე.
3. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს პირველ ტურში
საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ პირველ ტურში პირველის შემდგომი
უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვთ მიღებული,
მეორე ტურში მონაწილის ვინაობა ვლინდება წილისყრით.
4. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ
ხმას მიიღებს.
5. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის
მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში
მეტი ხმა მიიღო.
მუხლი 106. ხელახალი არჩევნები
1. ხელახალი არჩევნები იმართება, თუ არჩევნების პირველ ან მეორე ტურში
მონაწილე ყველა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა.
2. ხელახალი არჩევნები იმართება საერთო არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2
თვის ვადაში.
3. ხელახალ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.
4. ცნობა ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ ქვეყნდება პრესითა და
მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.
5. ხელახალი არჩევნები ტარდება ამ კანონით საერთო არჩევნებისთვის დადგენილი
წესით და ცესკოს მიერ განსაზღვრულ ვადებში, მაგრამ საერთო არჩევნების შედეგების
შეჯამებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.
მუხლი 107. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები
1. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შემთხვევაში
რიგგარეშე
არჩევნები
ტარდება
საქართველოს
პრეზიდენტის
უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან არა უგვიანეს 45-ე დღისა.
2. თუ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
დაემთხვა საპარლამენტო არდადეგებს ან არასასესიო კვირას, საქართველოს პარლამენტი
60
იკრიბება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან არა
უგვიანეს 48 საათისა.
3. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების თარიღს საქართველოს
პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან არა უგვიანეს 72 საათისა
ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.
4. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს
საქართველოს პარლამენტი ცესკოს მეშვეობით.
5. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ,
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს რიგგარეშე
არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-40 დღისა.
6. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად
პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა რიგგარეშე
არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა ცესკოს უნდა წარუდგინოს კანდიდატის
მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი)
ამომრჩევლის სია.
7. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს რეგისტრაციაში ატარებს ცესკო
რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს 25-ე დღისა.
8. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დროს არჩევნები ტარდება
საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში,
ამ კანონით საერთო არჩევნებისთვის დადგენილი წესით.
მუხლი 108. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნა
1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის
უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში.
2. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.
3. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო ან საომარ
მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არა უგვიანეს 60
დღისა.
4. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება
ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით
არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის მომდევნო დღისა.
მუხლი 109. საქართველოს პარლამენტის არჩევის წესი და უფლებამოსილების ვადა
1. საქართველოს პარლამენტის 77 წევრი აირჩევა პროპორციული საარჩევნო
სისტემის საფუძველზე, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის
საფუძველზე.
2. საქართველოს პარლამენტი აირჩევა 4 წლის ვადით.
მუხლი 110. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქების შექმნის წესი
61
1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის იქმნება 73 ერთმანდატიანი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
2. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები არ იქმნება „ოკუპირებული ტერიტორიების
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
3. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა
უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფდეს ამ საარჩევნო
ოლქებში ამომრჩეველთა შეძლებისდაგვარად თანაბარ განაწილებას.
4. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები იქმნება და მათი საზღვრები განისაზღვრება
ამ კანონითა და ცესკოს განკარგულებით, ხოლო ამ საარჩევნო ოლქების ნომრები
განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით არაუგვიანეს საქართველოს პარლამენტის მორიგი
არჩევნების წლის 1 ივნისისა და არაუადრეს წინა წლის 1 დეკემბრისა.
5. ცესკოს განკარგულებით მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები იქმნება და მათი
საზღვრები განისაზღვრება ამ მუხლისა და ამ კანონის 1101 მუხლის შესაბამისად, იმ
მუნიციპალიტეტებში, რომლებშიც გათვალისწინებულია ორი ან ორზე მეტი საარჩევნო
ოლქის შექმნა, თუ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები ამ კანონით
განსაზღვრული არ არის.
6. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიძლება მოიცავდეს ერთ მუნიციპალიტეტს ან
ერთზე მეტ მოსაზღვრე მუნიციპალიტეტს სრულად (გარდა ამ კანონის 1101 მუხლის 28-ე
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ერთი მუნიციპალიტეტის ან მოსაზღვრე
მუნიციპალიტეტების ერთმანეთის მოსაზღვრე ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო
ოლქებს, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – აგრეთვე
ერთმანეთის მოსაზღვრე ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს სრულად ან
ნაწილობრივ.
7. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნებიდან პარლამენტის მომდევნო
მორიგ არჩევნებამდე პერიოდში პარლამენტის შუალედური და რიგგარეშე არჩევნები
ტარდება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრულ მაჟორიტარულ
საარჩევნო ოლქებში. ამ საარჩევნო ოლქების საზღვრები ამ პერიოდში უცვლელი რჩება,
მიუხედავად მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებისა და ადგილობრივი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შესაძლო ცვლილებისა.
8. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნისას გამოიყენება მათი შექმნის დროისათვის
ცესკოში არსებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის ბოლო
მონაცემები, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცესკო
იყენებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის იმავე მონაცემებს,
რომლებიც გამოყენებული იყო ამ კანონით საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას.
მუხლი 1101. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები საქართველოს პარლამენტის
არჩევნებისათვის
1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნებისათვის ამ კანონის 110-ე მუხლის
მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები
არის ამ არჩევნებამდე ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ბოლო
62
არჩევნებისათვის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი ადგილობრივი მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქები.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის
მარტყოფის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 22
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
3. საგარეჯოს, გურჯაანის, ხაშურის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სამტრედიის
მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
4. სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის,
ბალღოჯიანის, ჭიკაანის, კუჭატნის, გავაზისა და მთისძირის ადგილობრივი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქი.
6. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის, თელავის მუნიციპალიტეტის აკურის,
კისისხევის, კონდოლის, კურდღელაურის, ქვემო ხოდაშნის, შალაურისა და წინანდლის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის
ქალაქ ყვარლის, შილდის, ენისლის, საბუისა და გრემის ადგილობრივი მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
7. ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის გულგულის,
ვარდისუბნის, თეთრი წყლების, იყალთოს, ნაფარეულის, რუისპირის, სანიორის, ფშავლის,
ყარაჯალისა და ართანის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში
იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
8. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში იქმნება 2 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
9. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქალაქ გარდაბნის, ვახტანგისის, კალინინოს,
ლემშვენიერის, ნაზარლოს, სართიჭალის, ქესალოს, ნორიოს და ჯანდარის ადგილობრივი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქი.
10. თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის კუმისის,
თელეთის, კრწანისის, ახალი სამგორის, გამარჯვების, აღთაქლის, ყარათაქლის,
ყარაჯალარისა და ახალსოფლის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების
საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
11.
ბოლნისის
მუნიციპალიტეტში
(გარდა
კაზრეთის
ადგილობრივი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქისა) იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
12. წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის
კაზრეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
13. მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის, კასუმლოს, სადახლოს, ქაფანახჩის,
ქურთლარის, ყაჩაღანისა და ყულარის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების
საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
14. მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულის, ყიზილაჯლოს, თამარისის,
წერეთლის, დამია-გიაურარხის, შულავრის, შაუმიანის, წერაქვის, ხოჯორნის, ახქერფისა
63
და ოფრეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
15. ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
16. დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
17. კასპის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის ქვახვრელის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქი.
18. ქარელის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანისა და
შინდისის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
19. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის ტინისხიდისა
და ბერბუკის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
20. გორის მუნიციპალიტეტში (გარდა ქვახვრელის, ვარიანის, შინდისის,
ტინისხიდისა და ბერბუკის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) იქმნება
1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
21. ქალაქ ახალციხის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების საზღვრებში
იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
22. ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ასპინძის მუნიციპალიტეტისა და ახალქალაქის
მუნიციპალიტეტის აზავრეთის, კოჭიოს, პტენის, ბარალეთისა და ჩუნჩხის ადგილობრივი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქი.
23. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის (გარდა
აზავრეთის, კოჭიოს, პტენის, ბარალეთისა და ჩუნჩხის ადგილობრივი მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
24. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის
კვახჭირის, ჭოგნარისა და გოდოგნის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების
საზღვრებში იქმნება 3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
25. ტყიბულის მუნიციპალიტეტისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის (გარდა
კვახჭირის, ჭოგნარისა და გოდოგნის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
26. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ილემის, სანახშირის, შროშის, ფუთისა და ძირულის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
27. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის (გარდა ილემის, სანახშირის, შროშის, ფუთისა
და ძირულის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
28. ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქი.
64
29. ქალაქ ამბროლაურის, ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერის
მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
30. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის
(გარდა ნატანების, ურეკის, ნაგომრის, სილაურის, ძიმითის, ჯუმათის, ბაილეთისა და
ნასაკირალის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
31. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის (გარდა სუფსისა და ღრმაღელის ადგილობრივი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის
მუნიციპალიტეტის ნაგომრის, სილაურის, ძიმითის, ჯუმათის, ბაილეთისა და
ნასაკირალის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
32. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსისა და
ღრმაღელის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა და ოზურგეთის
მუნიციპალიტეტის ნატანებისა და ურეკის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
33. მარტვილის მუნიციპალიტეტისა და აბაშის მუნიციპალიტეტის (გარდა ნორიოს,
ზანათისა და წყემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში
იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
34. სენაკის მუნიციპალიტეტისა და აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს, ზანათისა
და წყემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
35. ხობის მუნიციპალიტეტისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერგეტის,
ნარაზენის, ცაიშის, ჭითაწყარის, ოქტომბრის, ახალსოფლისა და
დიდი ნეძის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
36. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
აბასთუმნის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
37. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის (გარდა აბასთუმნის, ერგეტის, ნარაზენის,
ცაიშის, ჭითაწყარის, ოქტომბრის, ახალსოფლისა და დიდი ნეძის ადგილობრივი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქი.
38. წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
39. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხალის,
ჩაისუბნის, საჩინოს, ჩაქვისა და ციხისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქების საზღვრებში იქმნება 3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
40. ქობულეთის მუნიციპალიტეტის (გარდა ხალის, ჩაისუბნის, საჩინოს, ჩაქვისა და
ციხისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
65
41. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქი.
42. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებისა და ქედის მუნიციპალიტეტის
(გარდა მახუნცეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქისა) საზღვრებში
იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
მუხლი 1102. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო
კომისიებისა და მათი ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებათა განსაზღვრის
თავისებურებანი
1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილი საოლქო საარჩევნო
კომისიების უფლებამოსილება და სამოქმედო ტერიტორიები საქართველოს პარლამენტის
არჩევნებისათვის განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით, ამ მუხლის შესაბამისად.
2. ცესკოს განკარგულებით განისაზღვრება:
ა) ის საოლქო საარჩევნო კომისიები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის
არჩევნების დროს სრულად ახორციელებენ ამ კანონის 21-ე მუხლით დადგენილ
უფლებამოსილებას, და მათი სამოქმედო ტერიტორიები;
ბ) ის საოლქო საარჩევნო კომისიები, რომლებიც ნაწილობრივ ახორციელებენ ამ
კანონის 21-ე მუხლით დადგენილ უფლებამოსილებას, და მათი უფლებამოსილებანი.
3. ნებისმიერი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი საოლქო საარჩევნო
კომისია შეიძლება სრულად ახორციელებდეს უფლებამოსილებას.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცესკოს განკარგულება მიიღება ამ
კანონის 110-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში.
5. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად განსაზღვრული საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებზე არ
ვრცელდება ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-3
პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილება.
მუხლი 111. პასიური საარჩევნო უფლება
1. საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე
საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელმაც იცის ქართული ენა. (28.06.2012.
N6571)
2. საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც
უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში
არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.
3. საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს ნარკომანი ან
ნარკოტიკების მომხმარებელი, ხოლო თუ ეს პირი შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ
არჩეულად გამოაცხადა, საქართველოს პარლამენტს უფლება არა აქვს, ცნოს მისი
უფლებამოსილება.
4. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ შესაბამის
საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ პარტიას, საარჩევნო ბლოკს და მაჟორიტარ
კანდიდატს.
66
მუხლი 112. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის
შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან
1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ
შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა
დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და განთავისუფლდნენ შემდეგი
თანამდებობის პირები:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს მინისტრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა), აგრეთვე
ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები (გარდა საქართველოს
პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის წევრებისა);
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები;
ე) გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები;
ვ) სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები და მათი მოადგილეები;
ზ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერი;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის ოფიცრები;
ი) მოსამართლეები;
კ) საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე;
ლ) საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები;
მ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები;
ნ) საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები;
ო) პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები;
პ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობებიდან გადადგომისა
და განთავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ უნდა
წარედგინოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. წინააღმდეგ შემთხვევაში პირს უარი ეთქმება
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, ხოლო თუ
რეგისტრაცია განხორციელდა − რეგისტრაცია უქმდება.
მუხლი 113. პარტიების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება
1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად
პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო
განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს:
67
ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს
57-ე დღისა, თუ მას არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი
საქართველოს პარლამენტში;
ბ) პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, თუ იგი ვერ
აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას.
2. განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10
დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების
(პარტიების)
რეესტრიდან,
პარტიის
ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის
უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით, და საქართველოს პარლამენტში
წარმომადგენლის ყოლის დამადასტურებელი საბუთი (ასეთი წარმომადგენლის ყოლის
შემთხვევაში).
პარტიის რეგისტრაციის მომენტისათვის, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის
− საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების
ნამდვილობის
გადამოწმების/დადასტურების
მიზნით,
ეს
სააგენტო
ცესკოს
უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების
შესაძლებლობით.
3. განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის:
ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და
აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;
ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის
ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი (მათი) ხელმოწერის ნიმუში;
გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის
მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი უფლებამოსილების ფარგლები;
დ) რამდენიმე ხელმძღვანელი პირის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან
დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება, მისი
შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის
ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა,
პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება);
ბ) იმ საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და
აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება
ცესკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების
უფლება);
გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ
გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ
არსებობს მისი თანხმობა.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
ცესკოს სათანადო სამსახური განცხადების მიღებისთანავე პარტიის წარმომადგენელს
აძლევს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა
68
და თანდართულ საბუთებს და არა უგვიანეს ცესკოში განცხადების შეტანის მომდევნო
დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
ამავე მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო
დღისა ცესკოს თავმჯდომარე:
ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ
წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ
მოთხოვნებს;
ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ
მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ
(შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 3 დღე ეძლევა
განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული განცხადება
და საბუთები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს
მათი წარდგენიდან 2 დღის ვადაში. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები
შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო
რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში
იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის
შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის
მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია
უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და
მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
ამავე მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა
ცესკოს თავმჯდომარე წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით
დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის
შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. შესწორებული
განცხადება და საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს 3 დღის ვადაში.
9. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის
მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს
საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა
1 000 ამომრჩევლის სია, თუ იგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია, ხოლო თუ პარტია
არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი − სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა
აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს) ამომრჩევლის სია.
მხარდამჭერთა სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 38-ე მუხლით
დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო
სამსახური მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს
სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.
10. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული საბუთები
(ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სია წარდგენილია ამ
კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს,
69
ცესკოს თავმჯდომარე ცესკოს სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის
წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 42-ე დღისა,
საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ
შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ
განკარგულებას (ამ განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე
უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც
გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ
ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
11. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა ცესკო თავის ოფიციალურ
ვებგვერდზე აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიების სიას განცხადებების წარდგენის
რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე
ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს.
12. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის
განკარგულებით:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის
შემთხვევაში;
გ) თუ გაუქმდა მისი შემცველი საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია ამ
კანონის 114-ე მუხლის მე-14 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
დ) თუ იგი საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების შეჯამებამდე გავიდა
ან გაირიცხა საარჩევნო ბლოკიდან, ბლოკის მიერ პარტიული სიების წარდგენის ვადის
ამოწურვის შემდეგ;
ე) თუ მან არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია
რეგისტრაციაში არ გატარდა;
ვ) თუ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა მის პარტიულ სიაში
კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები
აღმოჩნდა.
მუხლი 114. საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება
1. ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ, შექმნან
საარჩევნო ბლოკი და გავიდნენ ბლოკის შემადგენლობიდან. საარჩევნო ბლოკის
რეგისტრაციისთვის მორიგი არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 43-ე დღისა ცესკოს უნდა
წარედგინოს ბლოკში შემავალი ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების
მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება.
2. განცხადებაში უნდა აღინიშნოს საარჩევნო ბლოკის:
ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და
აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, და ბლოკში გაერთიანებულ
პარტიათა ჩამონათვალი;
ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის
ადგილის მიხედვით);
გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის
მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი უფლებამოსილების ფარგლები;
70
დ) რამდენიმე ხელმძღვანელი პირის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან
დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საარჩევნო ბლოკის
სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის
(გარდა ამავე ბლოკში გაერთიანებული პარტიისა) ოფიციალურ სახელწოდებას, მის
შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი
გამოყენების უფლება);
ბ) სხვა საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და
აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება
ცესკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, ბლოკს არა აქვს მათი გამოყენების უფლება);
გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ
სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი
თანხმობა.
4. საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირების მიერ
ხელმოწერილ საარჩევნო ბლოკის წესდებაში აღინიშნება:
ა) საარჩევნო ბლოკის სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული
ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;
ბ) საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიების ჩამონათვალი;
გ) საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი ორგანო (თუ არსებობს), ხელმძღვანელი
თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილება;
დ) საარჩევნო ბლოკის მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი, მათ შორის, ბლოკში
ახალი პარტიის მიღების, ბლოკიდან პარტიის გასვლისა და გარიცხვის, ბლოკის მიერ
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატთა წარდგენისა და წარდგენის
გაუქმების წესები;
ე) პირი (პირები), რომელსაც აქვს საარჩევნო ბლოკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის
უფლება;
ვ) საარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით საარჩევნო ბლოკში შემავალი ერთერთი პარტიის ბეჭდის გამოყენების წესი;
ზ) საარჩევნო კამპანიის ხარჯებზე პასუხისმგებელი პირების, მმართველისა და
ბუღალტრის დანიშვნის წესი;
თ) საარჩევნო ბლოკის წესდებაში ცვლილების შეტანის წესი.
5. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტია ერთი და იმავე არჩევნებისას არ
შეიძლება იმავდროულად შედიოდეს სხვა საარჩევნო ბლოკში ან დამოუკიდებლად
მონაწილეობდეს არჩევნებში.
6. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განცხადებისა და წესდების
მიღებისთანავე ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს აძლევს ცნობას
მათი მიღების შესახებ.
7. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ
განცხადებასა და წესდებას და არა უგვიანეს ცესკოში განცხადების შეტანის მომდევნო
დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს. ცესკოს თავმჯდომარე დასკვნის
მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა
71
და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი საბუთები შეესაბამება ამ მუხლის პირველი–მე5 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება
ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს − წერილობით აცნობებს ბლოკის წარმომადგენელს ამ
კანონით დადგენილ მოთხოვნებთან საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის
მითითებით). შესწორებული საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს შეტყობინებიდან არა
უგვიანეს მე-2 დღისა. რეგისტრაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკოს
თავმჯდომარე იღებს შესწორებული საბუთების მიღებიდან 2 დღის ვადაში. თუ
შესწორებული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს
თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს.
წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაზე უარის თქმის
შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის
მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია
უარის თქმა). ეს განკარგულება საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ
ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. ამ პუნქტში აღწერილი რეგისტრაციის
პროცედურა მთავრდება არჩევნების დღემდე 37-ე დღეს.
8. პარტიას, რომელმაც გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, უფლება აქვს, საარჩევნო
ბლოკების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შევიდეს რეგისტრირებულ საარჩევნო
ბლოკში, რისთვისაც საკმარისია, რომ ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინოს სათანადო
განცხადება და საარჩევნო ბლოკის თანხმობა.
9.
საარჩევნო
ბლოკის
რეგისტრაციისთანავე
ცესკოს
თავმჯდომარის
განკარგულებით უფლებამოსილება უწყდებათ ბლოკში გაერთიანებული პარტიების
წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საარჩევნო ბლოკს შეუძლია
დანიშნოს 2 წარმომადგენელი თითოეულ საარჩევნო კომისიაში.
10. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვამდე საარჩევნო
ბლოკიდან პარტიის (პარტიების) გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში თითოეულ მათგანს
უფლება აქვს, გააგრძელოს არჩევნებში მონაწილეობა. თუ ამის გამო საარჩევნო ბლოკში
მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება
საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია და მასში ადრე შემავალ პარტიებს უფლება
ექნებათ, გააგრძელონ არჩევნებში მონაწილეობა.
11. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ
საარჩევნო ბლოკიდან პარტიის გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის
განკარგულებით უქმდება ამ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია. თუ ამის გამო საარჩევნო
ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება
საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია და დარჩენილი პარტია ხდება საარჩევნო
ბლოკის უფლებამონაცვლე.
12. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა ცესკო თავის ოფიციალურ
ვებგვერდზე აქვეყნებს რეგისტრირებული საარჩევნო ბლოკების სიას განცხადებების
წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ საარჩევნო ბლოკების სიას, რომელთაც უარი
ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს.
13. ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება
აქვს, თავისი განცხადების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს ყველა დონის არჩევნებში,
რომლებიც გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე. საარჩევნო ბლოკში
72
გაერთიანებულ პარტიას უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან სხვა საარჩევნო ბლოკის
შემადგენლობაში მიიღოს მონაწილეობა ყველა დონის არჩევნებში, რომლებიც გაიმართება
მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე.
14. საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის
განკარგულებით:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) თუ საარჩევნო ბლოკი დაიშალა ან ბლოკიდან მისი წევრი პარტიის (პარტიების)
გასვლის, გარიცხვის ან საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების გამო ბლოკში მხოლოდ ერთი
პარტია დარჩა;
გ) თუ მან არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია
რეგისტრაციაში არ გატარდა;
დ) თუ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა ბლოკის პარტიულ სიაში
კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები
აღმოჩნდა.
მუხლი 115. პარტიული სიების წარდგენა
1. პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად
მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს.
2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს
უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია.
3. წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა
რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.
4. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
წარდგენილი კანდიდატი. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება, რომ კანდიდატი
წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.
5. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.
6. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები.
პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ სქესთა შორის
ბალანსის
დაცვის უზრუნველყოფა
უკავშირდება
„მოქალაქეთა
პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ
დამატებით დაფინანსებას.
7. პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო
ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა.
პარტიულ სიას თან უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული
კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, საქართველოს
მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და
მისი ფოტოსურათი.
8. თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში,
სააღრიცხვო ბარათთან, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს
მოქალაქის პასპორტის ფოტოასლთან და ფოტოსურათთან ერთად წარდგენილი უნდა
იქნეს ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. ეს დოკუმენტები წარდგენილი უნდა
იქნეს 2-2 ეგზემპლარად, გარდა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობისა, რომელიც
73
კომისიას 1 ეგზემპლარად წარედგინება. აღნიშნული დოკუმენტების თითო ეგზემპლარი
და კომისიის მიერ დამოწმებული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის ასლი
მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
9. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის:
ა) გვარი, სახელი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);
დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ე) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ.
დასახელება);
ვ) თანამდებობა (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
ზ) პარტიულობა (თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“);
თ) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში − ამ ოლქის
დასახელება და ნომერი.
10. სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის:
ა) გვარი, სახელი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) სქესი;
დ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);
ე) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ვ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ.
დასახელება);
ზ) თანამდებობა (თუ უმუშევარია, აღინიშნება „უმუშევარი“);
თ) პარტიულობა (თუ უპარტიოა, აღინიშნება „უპარტიო“);
ი) არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში
ცხოვრების ან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი;
კ) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში − ამ ოლქის
დასახელება და ნომერი;
ლ) თანხმობა, კენჭი იყაროს მოცემული პარტიული სიით ან/და კენჭი იყაროს ამ
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში;
მ) ბოლო არჩევნებით საქართველოს პარლამენტის წევრად ყოფნის ფაქტი;
ნ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.
11. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ სააღრიცხვო ბარათებს
პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს წინასწარ გადასცემს ცესკო.
მუხლი 116. კანდიდატთა წარდგენა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
1. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრობის
კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ:
ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;
ბ) საარჩევნო ბლოკს;
გ) ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.
74
2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს,
ყოველ საარჩევნო ოლქში, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს − შესაბამის
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარული წესით არჩევის მიზნით წარადგინოს
საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატი.
3. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 57-ე დღისა
განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც
უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.
4. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის წევრობის
კანდიდატის:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) პროფესია;
დ) თანამდებობა (საქმიანობა);
ე) სამუშაო ადგილი;
ვ) რეგისტრაციის ადგილი;
ზ) პარტიულობა;
თ) საქართველოში ცხოვრების ვადა;
ი) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი
წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის
(საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო
ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
ყველა წევრი, თან უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად
წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, საქართველოს
მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და
ორი ფოტოსურათი.
6. განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა საოლქო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.
თუ დარღვეულია ამ მუხლის პირველი–მე-5 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები,
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს
განმცხადებელს. შესწორებული საბუთები არა უგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეგისტრაციაში გასატარებლად.
7.
საქართველოს
პარლამენტის
წევრობის
კანდიდატის
რეგისტრაციაში
გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე
არაუგვიანეს 50-ე დღისა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს
კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია. (25.07.2013. N864)
8.
არჩევნებში
დამოუკიდებლად
მონაწილე
პარტია/საარჩევნო
ბლოკი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებს
წარადგენს ამ კანონის 115-ე მუხლის მე-7–მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესებით.
9. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენა
დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე
75
რეგისტრირებულ მხარდამჭერ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 პროცენტის ხელმოწერებით,
გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასახელებული კანდიდატი ბოლო საპარლამენტო არჩევნებში
არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად.
10. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს განკარგულებით
რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.
11. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.
12. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, თუ:
ა) არასრული ან არასწორია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული
მონაცემები;
ბ) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება დადგენილ რაოდენობაზე
ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა;
გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები და ვადა.
მუხლი 117. პარტიული სიებისა და მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ
პარლამენტის წევრობის კანდიდატთა საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაცია
1. პარტიული სია საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება ცესკოს თავმჯდომარის
განკარგულებით, ხოლო საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი −
შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, თუ ამ კანონით
განსაზღვრული ყველა საბუთი აკმაყოფილებს ამავე კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
საბუთების წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში
საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი არ განიხილება.
2. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიას ამოწმებს ცესკოს
სათანადო სამსახური და სიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს
არჩევნების დღემდე 26-ე დღისა, დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც 3
დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 25-ე დღისა:
ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას და პარტიის/საარჩევნო
ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული სია და
თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით
დადგენილ მოთხოვნებთან პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში არსებული
მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი
შეუსაბამობა, და მას 3 დღე ეძლევა სიისა და საბუთების სრულყოფისთვის.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები
უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი
წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა. თუ
შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს
თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს,
რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ ამ ნაწილში კანდიდატთა
რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი
76
კანდიდატების შესახებ იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო
რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს
რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა
დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). თუ პარტიული სიის იმ ნაწილში,
რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დადგენილ მინიმალურ
ოდენობაზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, არც პარტიული სია და არც პარტიის/საარჩევნო
ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში არ გატარდება და ცესკოს
თავმჯდომარე
ზემოაღნიშნულ
ვადაში
გამოსცემს
განკარგულებას
საარჩევნო
რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს
რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა
დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ამ პუნქტში აღნიშნული განკარგულება
პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
4. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი
კანდიდატების რეგისტრაციას/რეგისტრაციაზე უარის თქმას ახორციელებს შესაბამისი
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით
დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში. პარტია/საარჩევნო ბლოკი ვალდებულია
მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ამ კანონით დადგენილ ვადაში
წარუდგინოს ცესკოს.
5. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ
გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება
შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით (ამ პუნქტის „ა“–„ე“ და
„ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ვ“
ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და
საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია
ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:
ა) არასრული ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;
ბ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის
წევრია;
გ) კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად
არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე;
დ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი განაცხადებს თანხმობას სხვა
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენაზე;
ე) საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში იმართება სხვა არჩევნები და
ერთდროულად არსებობს ან არსებობდა პარლამენტის წევრობის კანდიდატის თანხმობა ამ
არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;
ვ) დარღვეულია ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით ან/და 48-ე მუხლით
დადგენილი მოთხოვნები;
ზ) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება,
ან შემოწმების შედეგად დადასტურდა ამ პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების
მოხმარება.
6. პარტიული სიისა და პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების
77
საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონის 77-ე და 78-ე მუხლებით
დადგენილი წესით.
მუხლი
118.
რეგისტრირებული
მაჟორიტარი
კანდიდატის/ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება
1. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება
შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი წარმდგენი პარტიის
აკრძალვის შემთხვევაში;
გ) თუ გაუქმდა:
გ.ა) მისი წარმდგენი პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია;
გ.ბ) მისი წარმდგენი საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია ამ კანონის 114-ე
მუხლის მე-14 პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
გ.გ) იმ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია, რომელიც მისი წარმდგენი საარჩევნო
ბლოკის უფლებამონაცვლე იყო;
გ.დ) მისი წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია ამ
მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე;
დ) თუ პირი გარდაიცვალა;
ე) ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო
რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის
განკარგულებით:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) თუ რეგისტრაციაში არ გატარდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ
წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი, ან თუ გაუქმდა ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის
საარჩევნო რეგისტრაცია;
გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფიდან ყველა წევრის გასვლის შემთხვევაში.
მუხლი 119. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა
1. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი
წესით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. საარჩევნო სუბიექტის რიგითი
ნომრის განსაზღვრის მიზნით სათანადო პროცედურები ტარდება შესაბამისი საარჩევნო
კომისიის შენობაში, სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით.
2. პირველად ნომრის არჩევის უფლება აქვს იმ პოლიტიკურ გაერთიანებას,
რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა
მიიღო. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ცესკოს წარუდგენს განცხადებას,
რომლის მიხედვითაც პოლიტიკური გაერთიანება იტოვებს წინა საპარლამენტო
არჩევნებში მიკუთვნებულ რიგით ნომერს ან იღებს პირველ ნომერს. ამავე წესით ნომრის
არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების
78
მიხედვით მეორე და მესამე ადგილებზე გასულ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებსაც
აქვთ უფლება, დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნებზე მიკუთვნებული რიგითი
ნომერი, ან აირჩიონ შესაბამისად მეორე ან მესამე ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
ნომერი, რომელიც მათ ჰქონდათ წინა საპარლამენტო არჩევნებზე, უკვე მიეკუთვნა მათზე
უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკურ გაერთიანებას.
3. თუ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა
საარჩევნო ბლოკს, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში
პირველ, მეორე ან მესამე ადგილზე გავიდა, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა
ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას.
4. თუ არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში
მონაწილე პარტიებმა, რომელთაგან ერთს მაინც აქვს რიგითი ნომრის არჩევის უფლება,
მათ ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ, ამ პარტიის (თუ ასეთი პარტია ერთზე მეტია –
რომელი პარტიის) რიგითი ნომრით ისარგებლებენ თუ გამოიყენებენ ამ მუხლის მე-2
პუნქტით განსაზღვრული პირველი, მეორე ან მესამე ნომრის არჩევის უფლებას.
5. საარჩევნო სუბიექტების (გარდა ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით განსაზღვრული
საარჩევნო სუბიექტებისა) რიგითი ნომრები წილისყრით გამოვლინდება.
6. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი და იმავე ფორმისა და
სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს არჩევნებში
დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რაოდენობის შესაბამის
ნომრებს. რიგითი ნომრებისათვის ნატურალური რიცხვები (1, 2, 3 და ა. შ.) გამოიყენება.
თუ რიგითი ნომრის არჩევის უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი
საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე მეტია და მან ეს ნომერი დაიტოვა, უმაღლესი
რიგითი ნომრის ნაცვლად ამ სუბიექტის რიგითი ნომერი დაიწერება. ყოველი ფურცელი
კომისიის ბეჭდით უნდა დამოწმდეს. დამოწმების შემდეგ ცალკე გადაიდება ის რიგითი
ნომრები, რომლებიც ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით იქნა არჩეული.
ყველა დარჩენილი ფურცელი ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი
ნომრების წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე
ყუთში, საიდანაც პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლები სათითაოდ
იღებენ მათ საარჩევნო რეგისტრაციის გავლის რიგითობის შესაბამისად. წილნაყარი
ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.
7. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს აქვთ
იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მათ წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს აქვს
მინიჭებული.
8. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით
ნომერს წილისყრით ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. წილისყრის მიზნით
კომისიის თავმჯდომარე ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი
საშუალებით წერს საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი
მაჟორიტარი კანდიდატების შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე ნომრებს, რომლებიც
იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული
უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს
კომისიის ბეჭდით. ყველა ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე
არსებული ნომრის წაკითხვა. კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს
79
გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები
სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.
9. საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში
დარჩენილი საარჩევნო სუბიექტები საარჩევნო ბიულეტენში ინარჩუნებენ მიკუთვნებულ
რიგით ნომერს.
10. რეგისტრირებულ პარტიულ სიებს, აგრეთვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
რეგისტრირებულ კანდიდატთა შესახებ იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო
ბიულეტენში, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცესკო კენჭისყრის დღემდე
არაუგვიანეს 25-ე დღისა.
მუხლი 120. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ
გადაწყვეტილების გაუქმება
1.
საქართველოს
პარლამენტის
წევრობის
კანდიდატს,
მის
წარმდგენ
პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მაგრამ
კენჭისყრამდე
არაუგვიანეს 12 დღისა, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ
კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება არჩევნების
მეორე ტურზე.
2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს,
არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი
გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის
წარდგენის შესახებ. პარტიას/საარჩევნო ბლოკს არ აქვს უფლება, პარტიულ სიაში
დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება
გააუქმოს ამ სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი
ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ
წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება ცესკოს
თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის/საარჩევნო ბლოკის
წესდებით განსაზღვრული პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე,
განცხადების წარდგენიდან
3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ
დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად
ჩაითვლება აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.
3. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია არჩეული
პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი
კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს
ცესკოს. მისი კანდიდატურა მოიხსნება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით,
განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა,
პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება
აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.
4. საარჩევნო სუბიექტის ან ცალკეული კანდიდატების არჩევნებიდან მოხსნის
შესახებ ინფორმაციას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცესკო.
80
მუხლი 123. ხმების დათვლა საუბნო საარჩევნო კომისიაში
1. საუბნო საარჩევნო კომისია აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს
მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით ჩატარებული კენჭისყრის
შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.
2. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების
შემაჯამებელი ოქმი დგება პარტიული სიების მიხედვით, ხოლო მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების ოქმი – მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
წარდგენილი კანდიდატების მიხედვით.
მუხლი 124. კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმებისა და
რაიონული/საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებების საფუძველზე, თავის
სხდომაზე აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს მაჟორიტარული და პროპორციული
საარჩევნო სისტემებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.
2.
განცხადების/საჩივრის
საფუძველზე
საოლქო
საარჩევნო
კომისია
უფლებამოსილია განკარგულებით მიიღოს გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო
კომისიიდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა
დათვლის შესახებ.
მუხლი 125. არჩევნების შედეგების შეჯამება ცესკოში
1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და
სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან
არაუგვიანეს მე-19 დღისა, თავის სხდომაზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის
პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს, საჭიროების
შემთხვევაში ნიშნავს არჩევნების მეორე ტურის დღეს და ადგენს არჩევნების პირველი
ტურის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, თუ დაინიშნა არჩევნების მეორე ტური, ხოლო თუ
არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა – ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების
საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს; თუ არჩევნების მეორე ტური დაინიშნა, მეორე
ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა ადგენს საქართველოს პარლამენტის
არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
2. ოქმის ერთი ცალი ინახება ცესკოში, მეორე ცალი გადაეცემა საქართველოს
პარლამენტს, ხოლო კომისიის ბეჭდით დამოწმებული ასლები – საარჩევნო სუბიექტების
წარმომადგენლებს.
3. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება საქართველოს
პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე
მეტის ხმები მიიღო. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება
ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.
4. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ
პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5
პროცენტისა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად
ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.
81
5. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის
მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 77-ზე და გაიყოს საარჩევნო
სუბიექტების მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი
წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.
6. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი
77-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატები პირველ რიგში მანდატების
რაოდენობის 6-მდე შესავსებად დაემატება რიგრიგობით იმ საარჩევნო სუბიექტებს,
რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი და მიღებული მანდატების რაოდენობა 6-ზე
ნაკლები აქვთ.
7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით განაწილების შემთხვევაში
რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა მაინც 6-ზე
ნაკლებია, თითო მანდატი 6-მდე შესავსებად რიგრიგობით აკლდება იმ საარჩევნო
სუბიექტებს, რომელთა მანდატების რაოდენობაც 6 მანდატს აღემატება და ამ მოკლების
შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს არ დარჩება 7 მანდატზე ნაკლები.
8. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პროცედურების შემდეგ კიდევ დარჩა
გადაუნაწილებელი მანდატები, ისინი გადასანაწილებელი მანდატების ამოწურვამდე
რიგრიგობით გადანაწილდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს
არანაკლებ 6 მანდატისა.
9. თუ 2 ან 2-ზე მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი
აღმოჩნდა, მანდატი მიეკუთვნება იმ სიას, რომელმაც ცესკოში უფრო ადრე გაიარა
რეგისტრაცია.
10. თუ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეულად ითვლება. პარტიულ სიაში
მის ადგილს იკავებს კანდიდატი ამ კანონის 130-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი
წესით.
11. პარტიული სიით არჩეულად ჩაითვლებიან საქართველოს პარლამენტის
წევრობის ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც ამ სიაში ნაკლებია ან ტოლია
სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა. ამ სიის მიხედვით არჩეულ
საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა უცვლელი რჩება.
12. თუ საარჩევნო ოლქში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო
ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო უბნების ნახევარზე მეტში და
გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე, ან რამდენიმე უბანში, რომლებშიც
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო
რაოდენობის ნახევარზე მეტია და გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე,
მაჟორიტარული არჩევნების შედეგები საარჩევნო ოლქში ბათილად ჩაითვლება და ცესკო
ამ ოლქში ხელახალ არჩევნებს ნიშნავს.
13. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამ კანონის
მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები
საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში ან რამდენიმე ოლქში, რომლებშიც ამომრჩეველთა
საერთო რაოდენობა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია,
არჩევნების შედეგები ბათილად ითვლება და ცესკო ნიშნავს ხელახალ არჩევნებს.
82
14. განცხადების/საჩივრის არსებობისას, რომელიც მოითხოვს კენჭისყრის
შედეგების გადამოწმებას ან ბათილად ცნობას, ცესკო განკარგულებით იღებს
გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული დალუქული
პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ, ან
შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას/სპეციალურ ჯგუფს ავალებს ზემოაღნიშნული
მოქმედების განხორციელებას. საჭიროების შემთხვევაში ცესკოს უფლება აქვს, არჩევნების
შედეგები შეაჯამოს საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე.
15. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისას ცესკო ამ უბანში
ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას იმ შემთხვევაში, თუ საუკეთესო შედეგის მქონე
კანდიდატების მიერ შესაბამის საარჩევნო ოლქში მიღებული ხმების სხვაობა ნაკლებია ამ
საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. თუ ამ შემთხვევაშიც გაბათილდა
კენჭისყრის შედეგები, არჩევნების შედეგები ამ უბნის გაუთვალისწინებლად შეჯამდება.
16. განმეორებითი კენჭისყრა შეიძლება დაინიშნოს არჩევნების როგორც პირველი
ტურის, ისე მეორე ტურის შემდეგ. განმეორებითი კენჭისყრა იმართება, შესაბამისად,
პირველი ან მეორე ტურიდან 2 კვირის ვადაში. ცესკო უფლებამოსილია განმეორებითი
კენჭისყრის გამართვა საუბნო საარჩევნო კომისიის იმავე ან სხვა შემადგენლობას
დაავალოს.
17. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში განმეორებითი
კენჭისყრა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო
უბნებში, სადაც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტზე მეტია. ასეთ შემთხვევაში
განმეორებითი კენჭისყრა იმართება საერთო არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 2 კვირისა.
18. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების
შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემით
ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა და ბათილად ცნობილი საარჩევნო
ბიულეტენების რაოდენობა; ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების
ჯამური რაოდენობა; ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების პროცენტი და
მიღებული მანდატების რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები,
რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა
რაოდენობა და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები.
181. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი
ტურის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს:
ა) საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და
უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში
ამომრჩეველთა რაოდენობა და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები; განმეორებითი
კენჭისყრის თარიღი, თუ დაინიშნა განმეორებითი კენჭისყრა, აგრეთვე იმ საარჩევნო
ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა; იმ
საარჩევნო ოლქების ნომრები, რომლებშიც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელახალი
არჩევნების თარიღი;
ბ) ყოველი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით: ამომრჩეველთა საერთო
რაოდენობა; არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა და ბათილად ცნობილი საარჩევნო
ბიულეტენების რაოდენობა; თუ განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური არ
83
დაინიშნა, არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის ვინაობა, მის მიერ მიღებული
ხმების რაოდენობა და პროცენტი; არჩევნების მეორე ტურის გამართვის თარიღი, თუ
დაინიშნა მეორე ტური, აგრეთვე მეორე ტურში გასულ კანდიდატთა ვინაობა და მათ მიერ
მიღებული ხმების რაოდენობები და პროცენტები.
182. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს
საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა და ყოველი მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები,
რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა არ
გამართულა, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები,
რომლებშიც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელახალი არჩევნების თარიღი;
პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა,
ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მიღებული ხმების
პროცენტი და მიღებული მანდატების რაოდენობა; წარმდგენ საარჩევნო სუბიექტთა
მიხედვით დალაგებული არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა სია, მათი
პარტიული კუთვნილებისა და მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის (თუ ასეთ ოლქებში
იქნენ არჩეული) მითითებით.
19. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების,
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის
შედეგებისა და არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენისთანავე
ცესკო ამ ოქმებს აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო არჩევნების საბოლოო
შედეგების შემაჯამებელ ოქმს გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“,
რომელიც მას 2 დღის ვადაში აქვეყნებს.
მუხლი 126. საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური
1. თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ
ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების
შეჯამებასთან ერთად ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება პირველი
ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა. მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც
პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ 2-ზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო
შედეგი აღმოაჩნდა ან 1 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე
კანდიდატმა ერთნაირი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული
კანდიდატი მონაწილეობს.
2. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას
მიიღებს. თუ კანდიდატებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება
ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში ხმათა მეტი რაოდენობა მიიღო. თუ ხმათა ეს
რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, იმართება ხელახალი არჩევნები.
მუხლი 127. საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნები
1. თუ არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა, აგრეთვე მაჟორიტარულ საარჩევნო
ოლქში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისას იმართება ხელახალი არჩევნები.
2. ხელახალი არჩევნები იმართება არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან,
აგრეთვე მისი ბათილად ცნობიდან 2 თვის ვადაში. არჩევნების თარიღს განკარგულებით
84
ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების
არჩატარებულად გამოცხადებიდან ან ბათილად ცნობიდან არა უგვიანეს 7 დღისა.
3. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების თარიღს
განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს
ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა.
4. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები ჩატარებულად
გამოცხადდა, მაგრამ ვერც ერთმა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა ვერ მიიღო არჩევნებში
მონაწილეთა ხმების 5 პროცენტი, ცესკოს განკარგულებით, არჩევნების შედეგების
შეჯამებიდან 2 კვირის ვადაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.
5. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებსა და
საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც საერთო არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების
არანაკლებ 2 პროცენტისა. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო
ბლოკების პარტიული სიები უცვლელი რჩება. მათში ცვლილების შეტანა შეიძლება
მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით.
მუხლი 128. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები
საქართველოს პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში საქართველოს
პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ტარდება პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ
ბრძანებულების ამოქმედებიდან მე-60 დღეს, ხოლო რიგგარეშე არჩევნების თარიღს
საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ
ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.
მუხლი 129. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები
1. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების
შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება აპრილში ან
ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება
შეუწყდა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, საქართველოს პარლამენტის შუალედური
არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს
უფლებამოსილება შეუწყდა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, მაშინ − უახლოეს აპრილში.
საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ
იმართება.
2. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით
ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების
დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა.
3. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით
პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა, რომელიც ცესკოში რეგისტრირებული იყო ბოლო
საპარლამენტო არჩევნებისას, აგრეთვე პარტიამ, რომელსაც შუალედური არჩევნების
დანიშვნის დღისთვის ჰყავს ამ კანონის 113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, შუალედურ
არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების)
მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს შუალედური არჩევნების
დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. იმ პარტიის
85
საარჩევნო რეგისტრაცია, რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში,
ხორციელდება ამ კანონის 113-ე მუხლის მე-2−მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით.
4. პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ
პირობებს, საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების
მისაღებად თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით
უნდა მიმართოს ცესკოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების
დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. განცხადების მიღებისთანავე მას გადაეცემა ცესკოს მიერ
დადგენილი ფორმის პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია, რომელიც არ არის
კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ვალდებულია შუალედური არჩევნების დღემდე
არაუგვიანეს 50-ე დღისა ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში
პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა
25 000 (ეს რიცხვი არ უნდა
აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს) ამომრჩევლის სია, ხოლო თუ
პარტია კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია − სულ ცოტა
1 000 ამომრჩევლის სია.
მხარდამჭერთა სია მოწმდება ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესით. პარტიის
საარჩევნო რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 113-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი
130.
საქართველოს
პარლამენტის
გამოკლებული
წევრის
ადგილმონაცვლეობის წესი
1. თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებში
დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში
იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი,
თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს
პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში
მისი მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ა. შ.. თუ პარტიულ
სიაში ასარჩევი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი აღარ არის,
პარლამენტის წევრის ეს მანდატი გაუქმებულად ჩაითვლება.
2. თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო
ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო
ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პარტიის წევრია, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს
იმავე პარტიის რიგით მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ
მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის
წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში იმავე პარტიის
რიგით მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ა. შ.. თუ
პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთერთი პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის პირველი
პუნქტით დადგენილი წესით.
3. საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების
ცნობის შემდეგ პარტიულ სიებში დარჩენილ პირებს შეუჩერდებათ საქართველოს
პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი. პარტიული სიით არჩეული საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე საქართველოს
პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი აღუდგება იმ პირს, რომელიც ამ მუხლის
შესაბამისად მისი უფლებამონაცვლეა.
86
მუხლი 132. საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა ნარკოლოგიური
შემოწმება
1. კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა წინასწარი მონაცემებით
საარჩევნოზღურბლგადალახული პარტიების/საარჩევნო ბლოკების პარტიული სიიდან
სავარაუდოდ არჩეულმა ყველა საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატმა უნდა
გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და მათზე უნდა შედგეს შესაბამისი ცნობა, რომელშიც
აღინიშნება, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატი ჯანმრთელია ან ნარკოტიკების
მომხმარებელია.
11. წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, პარტიული სიით არჩეული
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, რომელმაც იმავდროულად
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენისას გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება და ამ
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ვერ გაიმარჯვა, ნარკოლოგიური შემოწმების
ხელმეორედ გავლას არ საჭიროებს.
2. თუ პარტიული სიით საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულმა პირმა ამ
მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაში არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება ან/და
უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, საქართველოს პარლამენტი იღებს
დადგენილებას საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არცნობის
შესახებ.
3. ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულება
ვალდებულია ცესკოს წარუდგინოს ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი
ცნობა და საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრთა სია, რომლებმაც გაიარეს
ნარკოლოგიური შემოწმება, არჩევნებიდან არა უგვიანეს მე-14 დღისა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცესკო ამ კანონის 130-ე
მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამონაცვლეს.
5. ნარკოლოგიური შემოწმება შეიძლება ჩაატაროს სათანადო უფლების მქონე
დაწესებულებამ. ამ დაწესებულებათა ჩამონათვალს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე
დღისა განკარგულებით განსაზღვრავს ცესკო.
მუხლი 133. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების დანიშვნა
1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება
შესაბამისი ბოლო არჩევნებიდან სრული 3 წლის გასვლის შემდეგ, მე-4 წლის ოქტომბერში.
2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგ არჩევნებს ნიშნავს
87
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით,
საკრებულოს, მერის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 60 დღით ადრე.
3.
საგანგებო
ან
საომარი
მდგომარეობის
დროს
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი
ორგანოს
–
საკრებულოს
და
თვითმმართველი
ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა
ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის
გაუქმებიდან მე-60 დღეს.
4. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების დანიშვნის შესახებ
ცნობა ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის
საშუალებებით არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის მომდევნო დღისა.
მუხლი 136. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
წევრობის კანდიდატის, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის
კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობა
1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის
კანდიდატად, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატად
დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ:
ა) საქართველოს პრეზიდენტს;
ბ) საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
მინისტრებს,
სამთავრობო
და
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულებათა
ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს;
გ) ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრს;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს;
ე) გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს;
ვ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს;
ზ) სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს და მის მოადგილეს;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის და
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრებს;
ი) მოსამართლეს;
კ) საქართველოს სახალხო დამცველს და მის მოადგილეს;
ლ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრს (რომელიც არ არის
საქართველოს პარლამენტის წევრი);
მ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს;
ნ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიისა და სხვა ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრებს;
ო) საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს და მის მოადგილეს;
პ) პროკურორს, მის მოადგილეს და თანაშემწეს, გამომძიებელს.
88
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირებს
სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ შესაბამის საარჩევნო კომისიაში
კანდიდატად წარდგენამდე.
მუხლი 137. საარჩევნო ოლქები
1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ყოველი
დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეული ერთი საარჩევნო ოლქია.
2. ცესკო განკარგულებით ადგენს იმ საოლქო საარჩევნო კომისიების ჩამონათვალს,
რომელთა სამოქმედო ტერიტორიაც ერთზე მეტ თვითმმართველ ერთეულს მოიცავს.
3. არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ
ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას საარჩევნო ოლქების შესახებ, მათი საზღვრების მითითებით.
4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს არჩევნებისათვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნიან და
მათ საზღვრებს აზუსტებენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები, ხოლო ქალაქ
თბილისის საკრებულოს არჩევნებისათვის ასეთ საარჩევნო ოლქებს ქმნის და მათ
საზღვრებს აზუსტებს ცესკო არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში, შესაბამისი
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული და ადმინისტრაციული თავისებურებების
გათვალისწინებით.
5. საოლქო საარჩევნო კომისიები ცნობას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქების შესახებ, მათი საზღვრების მითითებით, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე
აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 დღის ვადაში.
მუხლი 141. საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება
1. საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიას, საარჩევნო
ბლოკს, პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფის
მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო
კომისიაში.
2. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენა
დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხარდამჭერ ამომრჩეველთა 1 პროცენტის
(არანაკლებ 50 ამომრჩევლის) ხელმოწერებით, ხოლო იმ ადგილობრივი საარჩევნო ოლქის
შემთხვევაში, რომლის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 200ზე ნაკლებია, − არანაკლებ 10 ამომრჩევლის ხელმოწერებით.
3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი და მის მიერ წარდგენილი კანდიდატი
რეგისტრირდება ამ კანონის 116-ე მუხლის (გარდა იმავე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებისა)
მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 142. პარტიების/საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია
89
1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია/საარჩევნო ბლოკი
მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით
მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს:
ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას;
ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს
პარლამენტში;
ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, თუ
ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას.
2. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის
ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს
წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია, თუ
იგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია, ხოლო თუ იგი არ არის კვალიფიციური
საარჩევნო სუბიექტი − სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს) ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს
სათანადო სამსახური ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში
ამოწმებს. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური მხარდამჭერთა სიებს
ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის
ვადაში.
3. ამოღებულია
4. განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10
დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების
(პარტიების)
რეესტრიდან,
პარტიის
ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის
უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით. პარტიის რეგისტრაციის
მომენტისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოს
მიერ
გაცემული
ამონაწერის
მონაცემების
ნამდვილობის
გადამოწმების/დადასტურების მიზნით, ეს სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს
ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით.
5. განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის:
ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და
აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;
ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს
მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), ტელეფონის
ნომერი და ხელმოწერის ნიმუში;
90
გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის
პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და
უფლებამოსილების ფარგლები;
დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან
დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება, მისი
შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის
ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა,
პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება);
ბ) საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას,
რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს
თავმჯდომარეს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების
უფლება);
გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ
გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ
არსებობს მისი თანხმობა.
7. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და თანდართულ საბუთებს
და კომისიაში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას
წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს
მომდევნო დღისა ცესკოს თავმჯდომარე:
ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ
წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ
მოთხოვნებს;
ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ
მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ
(შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 2 დღე ეძლევა
განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის;
გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარტიის საბოლოო
რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მხოლოდ მხარდამჭერთა სიების შემოწმების შემდეგ.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესწორებული
განცხადება და საბუთები მოწმდება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მათი
წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები
აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო
რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს (გარდა ამ მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში
გამოსცემს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განკარგულებას (ამ
განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ
კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს
განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე
91
გადაეცემა. აღნიშნული პროცედურები მთავრდება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 37-ე
დღისა.
10. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული საბუთები
(ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სიები წარდგენილია ამ
კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკოს
თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან არა
უგვიანეს მომდევნო დღისა საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის
წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას
საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა
აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა
დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის
წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
11. ცესკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ, შექმნან საარჩევნო
ბლოკი და გავიდნენ ბლოკიდან. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის არჩევნების
დღემდე არა უგვიანეს 43-ე დღისა ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს ბლოკში
გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ
ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება.
12. განცხადებაში უნდა აღინიშნოს საარჩევნო ბლოკის:
ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და
აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, ასევე ბლოკში გაერთიანებულ
პარტიათა ჩამონათვალი;
ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს
მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის
პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და
უფლებამოსილების ფარგლები;
დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან
დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საარჩევნო ბლოკის
სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული პარტიის (გარდა
ამავე ბლოკში გაერთიანებული პარტიისა) ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ
ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება);
ბ) სხვა საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და
აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება
ცესკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, ბლოკს არა აქვს მათი გამოყენების უფლება);
გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ
სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი
თანხმობა.
14. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირების
მიერ ხელმოწერილ საარჩევნო ბლოკის წესდებაში აღინიშნება:
92
ა) საარჩევნო ბლოკის სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული
ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;
ბ) საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიების ჩამონათვალი;
გ) საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი ორგანო (თუ არსებობს), ხელმძღვანელი
თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილება;
დ) საარჩევნო ბლოკის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი, მათ შორის, ბლოკში
ახალი პარტიის მიღების, ბლოკიდან პარტიის გასვლისა და გარიცხვის, ბლოკის მიერ
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატთა წარდგენისა და წარდგენის
გაუქმების წესები;
ე) პირი, რომელსაც აქვს საარჩევნო ბლოკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის
უფლება;
ვ) საარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული
ერთ-ერთი პარტიის ბეჭდის გამოყენების წესი;
ზ) საარჩევნო კამპანიის ხარჯებზე პასუხისმგებელი პირების, მმართველისა და
ბუღალტრის დანიშვნის წესი;
თ) საარჩევნო ბლოკის წესდებაში ცვლილების შეტანის წესი.
15. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტია ერთი არჩევნებისას არ შეიძლება
იმავდროულად შედიოდეს სხვა საარჩევნო ბლოკში ან დამოუკიდებლად მონაწილეობდეს
არჩევნებში.
16. ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნული განცხადებისა და წესდების
მიღებისთანავე ცესკო საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს აძლევს ცნობას მათი მიღების
შესახებ.
17. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნულ
განცხადებასა და წესდებას და ცესკოში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო
დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს. ცესკოს თავმჯდომარე
დაუყოვნებლივ გაატარებს რეგისტრაციაში საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს,
თუ წარდგენილი საბუთები შეესაბამება ამ მუხლის მე-12–მე-15 პუნქტებით დადგენილ
მოთხოვნებს, ხოლო თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ
მოთხოვნებს – წერილობით შეატყობინებს საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ამ
კანონით დადგენილ მოთხოვნებთან საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის
მითითებით). შესწორებული საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს შეტყობინებიდან არა
უგვიანეს მომდევნო დღისა. რეგისტრაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკოს
თავმჯდომარე იღებს შესწორებული საბუთების მიღებისთანავე. თუ შესწორებული
საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე
რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ
შემთხვევაში იგი გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ
(განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და
ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს
განკარგულება საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და
მოთხოვნისთანავე გადაეცემა. ამ პუნქტში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა
მთავრდება არჩევნების დღემდე 37-ე დღეს.
93
18. პარტიას, რომელმაც გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, უფლება აქვს, საარჩევნო
ბლოკების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გაერთიანდეს რეგისტრირებულ საარჩევნო
ბლოკში, რისთვისაც ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს სათანადო განცხადება და
საარჩევნო ბლოკის თანხმობა.
19.
საარჩევნო
ბლოკის
რეგისტრაციისთანავე
ცესკოს
თავმჯდომარის
განკარგულებით უფლებამოსილება უწყდებათ ბლოკში გაერთიანებული პარტიების
წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საარჩევნო ბლოკს შეუძლია
დანიშნოს 2 წარმომადგენელი თითოეულ საარჩევნო კომისიაში.
20. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვამდე საარჩევნო
ბლოკიდან პარტიის/პარტიების გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში თითოეულ მათგანს
უფლება აქვს, გააგრძელოს არჩევნებში მონაწილეობა. თუ ამის გამო საარჩევნო ბლოკში
მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება
საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და მასში ადრე შემავალ პარტიებს უფლება ექნებათ,
გააგრძელონ არჩევნებში მონაწილეობა.
21. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ
საარჩევნო ბლოკიდან პარტიის გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის
განკარგულებით უქმდება ამ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია. თუ ამის გამო საარჩევნო
ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება
საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და დარჩენილი პარტია ხდება ბლოკის
უფლებამონაცვლე.
22. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა ცესკო თავის ოფიციალურ
ვებგვერდზე აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას
განცხადებების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიებისა და საარჩევნო
ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც
გაუქმდა, და ამის მიზეზებს.
მუხლი 143. პარტიული სიის წარდგენა
1.
პროპორციული
საარჩევნო
სისტემის
საფუძველზე
ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში
მონაწილეობის მისაღებად პარტიულ სიებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარეს წარუდგენენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები და
საარჩევნო ბლოკები რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა.
2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს
უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია.
3. წარდგენილ პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ
უნდა იყოს პროპორციული სისტემით ასარჩევ წევრთა რაოდენობაზე ნაკლები და არ უნდა
აღემატებოდეს ამ რაოდენობის სამმაგ ოდენობას.
4. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ ამ პარტიის წევრი ან ის
პირი, რომელიც არ არის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრი, ხოლო საარჩევნო
ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში – მხოლოდ ამ ბლოკში გაერთიანებული
პარტიის წევრი ან ის პირი, რომელიც არ არის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრი.
94
5. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო
ბლოკები. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არჩევნების
შედეგების მიხედვით პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები
ნაწილდება თანამიმდევრობით, სიის დასაწყისიდან რიგის მიხედვით, და გენდერული
ბალანსის დაცვა უკავშირდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ დამატებით დაფინანსებას.
6. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის:
ა) გვარი, სახელი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) პროფესია;
დ) თანამდებობა (საქმიანობა);
ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება
„უპარტიო“);
ზ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
თ) რეგისტრაციის ადგილი;
ი) ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში − ამ
ოლქის დასახელება და ნომერი.
კ) იმავე მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) მერობის
კანდიდატად წარდგენის შემთხვევაში − ამ მუნიციპალიტეტის, შესაბამისი საარჩევნო
ოლქის დასახელება და ნომერი.
7. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად
მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში
გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელთა ხელმოწერებით.
8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს ყოველი კანდიდატის საქართველოს მოქალაქის
პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, 2
ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (2 ცალად), შევსების
თარიღის მითითებით. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან
(სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს
მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების
თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი და
თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.
9. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს არჩევნებისათვის პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს სააღრიცხვო
ბარათებს წინასწარ გადასცემს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საბუთების
მიღებისთანავე პარტიის, საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ეძლევა დათარიღებული
ცნობა საბუთების მიღების შესახებ.
მუხლი 144. საკრებულოს წევრობის კანდიდატთა წარდგენა მაჟორიტარულ საარჩევნო
ოლქში
95
1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს წევრის არჩევნებში შესაბამის საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენის
უფლება აქვთ:
ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;
ბ) საარჩევნო ბლოკს;
გ) ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.
2. საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად არჩევნებში
დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა კენჭისყრის დღემდე
არაუგვიანეს 30-ე დღისა, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა − ამ კანონის 141-ე
მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის
საოლქო საარჩევნო კომისიას.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მაჟორიტარი კანდიდატის:
ა) გვარი, სახელი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) პროფესია;
დ) თანამდებობა (საქმიანობა);
ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
ვ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ზ) რეგისტრაციის ადგილი;
თ) საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ
კანდიდატად;
ი) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა,
მიეთითება „უპარტიო“).
4. განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს
– საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაეცემა შესაბამის საარჩევნო
კომისიას. იგი დამოწმებული უნდა იყოს პარტიის ან საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული
ყველა პარტიის უფლებამოსილი პირების ხელმოწერებით.
5. განცხადებას უნდა ერთოდეს კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის
მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი,
2 ფოტოსურათი და მის
მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (2 ცალად). სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის
საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი,
მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა
ბაზის მიხედვით) და რეგისტრაციის თარიღი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული
უნდა იყოს საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი და თანხმობა შესაბამის საარჩევნო
ოლქში კენჭისყრაზე.
6. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ
საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი იმავდროულად შეიძლება იყოს
შესაბამისი პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში.
მუხლი 145. პარტიული სიებისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია
96
1. საკრებულოს არჩევნებისას პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი
პარტიული სიის და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი
საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს
შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საბუთების
წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა:
ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს პარტიულ სიას, საარჩევნო სუბიექტის მიერ
წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული სია და
თანდართული საბუთები, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის
სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) წერილობით აცნობებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ამ კანონით
დადგენილ მოთხოვნებთან პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში, აგრეთვე
საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში
არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს
ასეთი შეუსაბამობა; პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს 2 დღე ეძლევა ზემოაღნიშნული სიისა და საბუთების სრულყოფისთვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული
მონაცემები მოწმდება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების
წარდგენიდან 3 დღის ვადაში.
3. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს,
შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს
საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს, პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს,
რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ სიის ამ ნაწილში
კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი
კანდიდატების თაობაზე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო
რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება
რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების
დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება პარტიის/საარჩევნო
ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ
ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ 3 დღის ვადაში შესაბამისი
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მათ გადასცემს კანდიდატის მოწმობებს.
5. საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ
წარდგენილია:
ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც მითითებულია საქართველოში 5
წლის ცხოვრების ფაქტი;
ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია
პარტიების/საარჩევნო ბლოკების ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერებით;
გ) ორი ფოტოსურათი;
დ) კანდიდატის თანხმობა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
6. პარტიული სია ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საკრებულოს
წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3
97
პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, ან საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება
შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ან სასამართლოს
გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში):
ა) თუ სააღრიცხვო ბარათში მითითებული არ არის:
ა.ა) კანდიდატის სახელი, გვარი;
ა.ბ) კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ა.გ) კანდიდატის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ა.დ) კანდიდატის მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან
სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
ა.ე) კანდიდატის პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში); თუ უპარტიოა,
მიეთითება „უპარტიო“;
ა.ვ) კანდიდატის თანამდებობა და სამუშაო ადგილი; თუ უმუშევარია, მიეთითება
„უმუშევარი“;
ა.ზ) კანდიდატის საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი;
ა.თ) კანდიდატის თანხმობა საკრებულოს წევრად კენჭისყრაზე;
ა.ი) იმ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი,
რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;
ა.კ) სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი;
ბ) თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის
წევრია;
გ) თუ კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად
არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე;
დ) თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი წერილობით განაცხადებს
თანხმობას სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ
კანდიდატად წარდგენაზე;
ე) თუ ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საკრებულოს წევრობის კანდიდატის
წერილობითი თანხმობა სხვა საკრებულოს წევრობის, მერობის კანდიდატად წარდგენაზე;
ვ) თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრირებულ პარტიულ
სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა;
ზ) თუ დარღვეულია ამ კანონის 47-ე მუხლის მოთხოვნები.
7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისას
კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ ატარებს.
8. პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, მოითხოვოს არჩევნებში იმ რიგითი
ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდა
მიკუთვნებული. ამისთვის მან ცესკოს უნდა წარუდგინოს განცხადება არჩევნების
დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა. რიგითი ნომრის არჩევის უფლება პირველად აქვს იმ
პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული
წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ცესკოს
წარუდგენს განცხადებას იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური გაერთიანება იტოვებს წინა
საპარლამენტო არჩევნებში მიკუთვნებულ რიგით ნომერს ან იღებს პირველ ნომერს. ამავე
წესით რიგითი ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ წინა საპარლამენტო
არჩევნების შედეგების მიხედვით მეორე და მესამე ადგილებზე გასულ პოლიტიკურ
98
გაერთიანებებს. მათ უფლება აქვთ, დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნებში
მიკუთვნებული რიგითი ნომერი ან აირჩიონ, შესაბამისად, მეორე ან მესამე ნომერი, გარდა
იმ შემთხვევისა, როდესაც რიგითი ნომერი, რომელიც მათ წინა საპარლამენტო არჩევნებში
ჰქონდათ, უკვე მიეკუთვნა მათ შედეგებზე უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკურ
გაერთიანებას.
81. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
არჩევნებში არ მონაწილეობს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო
ბლოკი, მისი რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება ენიჭება საარჩევნო ბლოკის წევრთა
ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას. თუ იგი აირჩევს მის რიგით ნომერს ან
უარს განაცხადებს საარჩევნო ბლოკის ნომრით სარგებლობაზე და ამ მუხლის მე-8 პუნქტის
შესაბამისად აირჩევს ერთ-ერთ რიგით ნომერს, საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომრის
გამოყენების ან ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული რიგითი ნომრის არჩევის წესით
სარგებლობის უფლება შესაბამისად გადაეცემა ბლოკში დასახელებულ მომდევნო პარტიას
და ა. შ.. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
არჩევნებისათვის შექმნილი საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში გაერთიანებული არიან
ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები, მათ საარჩევნო ბლოკის წესდებაში
უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. თუ რომელიმე
პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა არ გამოიყენა ზემოაღნიშნული რიგითი ნომრით სარგებლობის
უფლება, მისი რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით, ამ მუხლის მე-9 პუნქტის
შესაბამისად.
9. საარჩევნო სუბიექტების (გარდა იმ საარჩევნო სუბიექტებისა, რომლებმაც რიგითი
ნომრები ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად აირჩიეს) რიგითი ნომრები წილისყრით
გამოვლინდება. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი და იმავე ფორმისა და
სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს არჩევნებში
დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რაოდენობის შესაბამის
ნომრებს. რიგითი ნომრებისათვის ნატურალური რიცხვები (1, 2, 3 და ა. შ.) გამოიყენება.
თუ რიგითი ნომრის არჩევის უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი
საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე მეტია და მან ეს ნომერი დაიტოვა, უმაღლესი
რიგითი ნომრის ნაცვლად ამ სუბიექტის რიგითი ნომერი დაიწერება. ყოველი ფურცელი
კომისიის ბეჭდით უნდა დამოწმდეს. დამოწმების შემდეგ ცალკე გადაიდება ის რიგითი
ნომრები, რომლებიც ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად იქნა არჩეული. ყველა
დარჩენილი ფურცელი ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების
წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში,
საიდანაც პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ.
წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი. ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის რიგითი ნომრის განსაზღვრის
მიზნით წილისყრა იმართება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა.
10. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის
საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ კანდიდატებს მათი წარმდგენი საარჩევნო
სუბიექტების რიგითი ნომრები მიეკუთვნებათ. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
მიერ წარდგენილი კანდიდატის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ კანონის 119-ე მუხლის
მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.
99
11. თუ საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაცია მისთვის რიგითი ნომრის მიკუთვნების
შემდეგ გაუქმდა, დარჩენილი საარჩევნო სუბიექტები ინარჩუნებენ ადრე მიკუთვნებულ
რიგით ნომრებს.
12. ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების რიგითობის შესახებ ქვეყნდება ცესკოს
ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან არაუგვიანეს 3 დღისა.
იმავე ვადაში ქვეყნდება იმ სუბიექტთა სია, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე.
მუხლი 146. კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება
1. პარტიას/საარჩევნო ბლოკს/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს,
რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 12 დღისა გააუქმოს თავისი
გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ.
2. კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 12 დღისა მოხსნას
თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის
საოლქო საარჩევნო კომისიას.
21. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესები არ ვრცელდება
არჩევნების მეორე ტურზე.
22. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება
აქვს, არჩეული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს
თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს წევრობის
კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას/საარჩევნო ბლოკს არ აქვს უფლება, პარტიულ
სიაში დარჩენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ
გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების
შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. პარტიის/საარჩევნო
ბლოკის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან
მოიხსნება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით,
პარტიის ხელმძღვანელი პირის/საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული პირის მიერ
ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ
განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული
სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.
23. საკრებულოს წევრობის კანდიდატს შეუძლია არჩეული საკრებულოს წევრების
უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან,
რისთვისაც სათანადო განცხადება უნდა წარუდგინოს შესაბამის საოლქო საარჩევნო
კომისიას. მისი კანდიდატურა პარტიული სიიდან მოიხსნება შესაბამისი საოლქო
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, განცხადების წარდგენიდან 3 დღის
ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, საკრებულოს წევრობის კანდიდატი
პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო
დღიდან.
3. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე
დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას კანდიდატის რეგისტრაციის, კანდიდატის წარდგენის
შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
100
მუხლი 147. საარჩევნო ბიულეტენი
1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს არჩევნებისათვის მზადდება ორი სხვადასხვა სახის საარჩევნო ბიულეტენი.
2.
პროპორციული
საარჩევნო
სისტემის
საფუძველზე
ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის
განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება პარტიების/საარჩევნო ბლოკების
სახელწოდებები (ბლოკის სახელწოდების შემდეგ მითითებული უნდა იყოს მასში
გაერთიანებულ პარტიათა სახელწოდებები) დადგენილი რიგითობის შესაბამისად.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის
განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ
ოლქში ასარჩევად წარდგენილი ყველა კანდიდატის რიგითი ნომერი, სახელი და გვარი.
პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვართან მიეთითება
შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, ხოლო ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვარის გასწვრივ მიეთითება
„დამოუკიდებელი“. კანდიდატის შესახებ მონაცემები საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება
შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრით განსაზღვრული მისი
რიგითობის შესაბამისად, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა.
4.
პროპორციული
საარჩევნო
სისტემის
საფუძველზე
ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის
განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში ამომრჩეველი შემოხაზავს არა უმეტეს 1
პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგით ნომერს.
5.
მაჟორიტარული
საარჩევნო
სისტემის
საფუძველზე
საკრებულოს
არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში, რომელშიც შეტანილია
მონაცემები კანდიდატების შესახებ, ამომრჩეველი შემოხაზავს არა უმეტეს 1 კანდიდატის
რიგით ნომერს.
მუხლი 148. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული
არჩევნების შედეგების დადგენა
1. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად
პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება საარჩევნო ოლქში
პროპორციული წესით გასანაწილებელი მანდატების რაოდენობაზე და იყოფა იმ
პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე,
რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მიღებული
რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.
არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი
საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.
2. თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების
რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება,
გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით
101
მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის
პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მიიღეს არჩევნებში
მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. თუ ამის შემდეგ კიდევ დარჩება გაუნაწილებელი
მანდატი (მანდატები), თითო მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება იმ პარტიულ
სიებს, რომლებსაც ერთი მანდატი მაინც ჰქონდათ მოპოვებული და სხვებზე დიდი ნაშთი
აქვთ. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი
საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერცერთმა პარტიულმა
სიამ ვერ მოიპოვა მანდატი, თითო მანდატი მიეკუთვნება პროპორციული წესით
გასანაწილებელი მანდატების რაოდენობის შესაბამის იმ სუბიექტებს, რომლებმაც სხვებზე
მეტი ხმა მიიღეს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად
ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.
4. თუ იმ 2 ან 2-ზე მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობები,
რომელთაც უნდა გადაეცეთ ერთი მანდატი ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით დადგენილი
წესით, თანაბარი აღმოჩნდება, მანდატი იმ პარტიულ სიას მიეკუთვნება, რომელმაც
საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის საოლქო საარჩევნო
კომისიაში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.
5. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად
ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც პარტიულ სიაში ნაკლებია ან
ტოლია ამ პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.
6. თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც ერთმანდატიანი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი ითვლება
ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეულად, ამოიღება პარტიული
სიიდან და სიაში კანდიდატის წანაცვლება განხორციელდება ამ კანონით დადგენილი
წესით.
მუხლი 150. საკრებულოს არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო
კომისიაში
1. საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნოს იმ
საარჩევნო უბანში, სადაც უხეშად დაირღვა ეს კანონი. იმ საჩივრების შესახებ
გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელთა საფუძველზედაც შესაძლოა უბანში კენჭისყრის
შედეგების ბათილად ცნობა, დაუშვებელია საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების
შედეგების შეჯამება.
2. საარჩევნო ოლქში არჩევნები ბათილად იქნება ცნობილი, თუ აღნიშნულ ოლქში
ბათილად ცნობილ ბიულეტენთა რაოდენობა ამ ოლქში არჩევნებში მონაწილე
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია და გავლენას ახდენს არჩევნების
შედეგებზე.
3. საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ადგენს არჩევნების შედეგებს და
ადგენს ოქმს.
102
4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს არჩევნებში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისგან
მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს:
ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას;
ბ) არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას;
გ) ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას;
დ) საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების რაოდენობას.
5. საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში
აღინიშნება ამ კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები. ოქმი
დგება 1 ეგზემპლარად, რომელიც არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს
მომდევნო დღისა გადაეცემა ცესკოს.
6. საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ერთი დამოწმებული
ფოტოასლი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ინახება. ოქმის დამოწმებული
ფოტოასლები გადაეცემათ შესაბამისი საკრებულოს სამანდატო კომისიას, აგრეთვე
პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლებს.
7. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია არჩევნების შედეგების შემაჯამებელი
ოქმის ასლი შედეგების შეჯამებისთანავე, დაუყოვნებლივ გამოაკრას თვალსაჩინო
ადგილას საყოველთაო გაცნობისათვის.
8. არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია
ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას შესაბამის ოლქში საკრებულოს
არჩევნების შედეგების შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე არჩეული
საკრებულოს წევრის პარტიულობა (თუ საკრებულოს წევრი უპარტიოა, მიეთითება
„უპარტიო“), დაბადების წელი, პროფესია, ძირითადი საქმიანობა, სამუშაო ადგილი.
მუხლი 154. საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი
1. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს ვადამდე
შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამის საკრებულოში მის ადგილს 2
კვირის ვადაში იკავებს მისი ადგილმონაცვლე, იმავე პარტიულ სიაში რიგით მომდევნო
კანდიდატი, თუ მან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის შეტყობინებიდან 10 დღეში
თანხმობა განაცხადა საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში
კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.
2. თუ საკრებულოს გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის
პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში
გაერთიანებული ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მის ადგილს 2 კვირის ვადაში
იკავებს პარტიულ სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო საკრებულოს წევრობის
კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადა საკრებულოს
წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს პარტიულ სიაში იმავე
პარტიის რიგით მომდევნო კანდიდატი და ა. შ. თუ პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო,
რომ საკრებულოს გამოკლებული წევრი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი
სუბიექტი პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის პირველი
პუნქტით დადგენილი წესით.
103
3. თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს
უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება
შუალედური არჩევნები. თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15
ივლისამდე შეუწყდა, შუალედური არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო
თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა −
უახლოეს მაისში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების
წელს საკრებულოს შუალედური არჩევნები არ ტარდება.
4. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა ცესკო განკარგულებით ნიშნავს
შუალედური არჩევნების თარიღს და განკარგულებითვე ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა
ვადებს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით.
5. საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 142-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია/საარჩევნო ბლოკი,
აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო
არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე
არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც
ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას. ასეთ პარტიას განცხადების მიღებისთანავე
ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების
შესაგროვებლად. იმავე ვადაში შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით
მიმართავს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, რომლის რეგისტრაცია და რომლის მიერ
წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 141-ე მუხლის მე-3
პუნქტით დადგენილი წესით.
6. პარტია, რომლის რეგისტრაციაც, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,
საჭიროებს პარტიის მხარდამჭერთა სიის წარდგენას, ვალდებულია არჩევნების დღემდე
არაუგვიანეს მე-40 დღისა ცესკოს წარუდგინოს საკრებულოს არჩევნებში პარტიის
მონაწილეობის მხარდამჭერი ამომრჩევლების სია.
7. შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი იკავებს შესაბამისი
საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გამოკლებული წევრის
ადგილს საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
მუხლი 1541. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები
1. საკრებულოს ვადამდე დათხოვნის/უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შემთხვევაში ტარდება შესაბამისი საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები. რიგგარეშე
არჩევნები არ ტარდება, თუ საკრებულოს ვადამდე დათხოვნის/უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის მომენტში შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების ვადის
ამოწურვამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი.
2. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
კონტრასიგნაციით,
საკრებულოს
ვადამდე
დათხოვნის/უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი
აქტის ამოქმედებიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-10 დღისა. არჩევნები ტარდება
არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა.
3. რიგგარეშე არჩევნებში საკრებულო აირჩევა შესაბამისი საკრებულოს
უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
104
4. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებში პარტია/საარჩევნო ბლოკი და ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფი მონაწილეობენ ამ კანონის 154-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით
დადგენილი წესებით. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვადებს არჩევნების
დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა განკარგულებით ადგენს ცესკო.
მუხლი 157. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება
1. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ პარტიას,
საარჩევნო ბლოკს, პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო
ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ამ კანონით განსაზღვრული საარჩევნო კომისიის
მიერ რეგისტრაციის შემთხვევაში.
2. პროპორციული წესით არჩევნებში მონაწილეობისა და თბილისის საკრებულოს
წევრის მანდატის მოპოვების უფლება აქვთ მხოლოდ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს.
3. თბილისის საკრებულოს ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ არჩევნებში
მონაწილეობის
უფლება
აქვთ
პარტიების/საარჩევნო
ბლოკების/ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. პირი შეიძლება წარდგენილ იქნეს
მხოლოდ ერთ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.
4. თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატად წარდგენილი პირი არ
შეიძლება იმავდროულად წარდგენილი იყოს ქალაქ თბილისის მერის, სხვა
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს,
მერის
არჩევნებში
კანდიდატის
სტატუსით
მონაწილეობისათვის.
5. თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა
თანამდებობრივ მდგომარეობასთან განისაზღვრება ამ კანონის 136-ე მუხლით დადგენილი
წესით. კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ კანონის 117-ე
მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.
მუხლი 158. პარტიული სიების წარდგენა
1. პროპორციული წესით თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების მისაღებად
პარტიულ სიებს პარტია, საარჩევნო ბლოკი ცესკოს წარუდგენს კენჭისყრის დღემდე არა
უგვიანეს 30 დღისა.
2. თბილისის საკრებულოში პროპორციული წესით ასარჩევი კანდიდატების
პარტიული სია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 50 და არა უმეტეს 100 კანდიდატისაგან.
3. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
წარდგენილი კანდიდატი. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება, რომ კანდიდატი
წარდგენილია ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.
4. პარტიული სია შეიძლება შედგებოდეს ამ პარტიის წევრთაგან ან იმ პირთაგან,
რომლებიც არ არიან არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრები, ხოლო საარჩევნო
ბლოკის პარტიული სია – ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წევრებისაგან ან იმ
პირებისაგან, რომლებიც არ არიან არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრები. პარტიას,
საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარადგინოს
საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და
კენჭისყრის დღისათვის შეუსრულდა 21 წელი.
105
5. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები.
პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არჩევნების შედეგების
მიხედვით პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება სიის
დასაწყისიდან თანამიმდევრობით.
6. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის:
ა) გვარი, სახელი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) პროფესია;
დ) თანამდებობა (საქმიანობა);
ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება
„უპარტიო“);
ზ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
თ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს
მონაცემთა ბაზის მიხედვით);
ი) ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ
კანდიდატად წარდგენის შემთხვევაში − ამ ოლქის დასახელება.
7. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად
მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის ხელმოწერით, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული
სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელთა ხელმოწერებით.
8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს ყოველი კანდიდატის საქართველოს მოქალაქის
პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, 2
ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (2 ცალად), შევსების
თარიღის მითითებით. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან
(სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს
მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების
თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია საქართველოში 5 წლის
ცხოვრების ფაქტის შესახებ და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.
მუხლი 159. თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა წარდგენა
1. თბილისის საკრებულოში მაჟორიტარული წესით ასარჩევ კანდიდატთა
წარდგენის უფლება აქვთ:
ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;
ბ) საარჩევნო ბლოკს;
გ) ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.
2. პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს,
თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინოს საქართველოს
ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და კენჭისყრის დღისათვის
შეუსრულდა 21 წელი.
მუხლი 1591. თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ
გადაწყვეტილების გაუქმება
106
1. თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე
არაუგვიანეს მე-12 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან სათანადო
განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.
2. თბილისის საკრებულოს არჩევნებში არჩეული საკრებულოს წევრების
უფლებამოსილების
ცნობის
შემდეგ
არჩევნებში
დამოუკიდებლად
მონაწილე
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს წევრობის
კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში წარდგენილი
საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან ცესკოს თავმჯდომარის
განკარგულებით მოიხსნება.
3. არჩეული თბილისის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ
საკრებულოს წევრობის კანდიდატის მიერ თავისი კანდიდატურის პარტიული სიიდან
მოხსნის შემთხვევაში მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს. მისი
კანდიდატურა პარტიული სიიდან ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით მოიხსნება.
4. ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას
თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციის, კანდიდატის წარდგენის
შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
მუხლი 162. თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატების
განაწილების წესი
1. თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები ნაწილდება
მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების
არანაკლებ 4%-ისა. მანდატები ნაწილდება ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად
პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 25-ზე და იყოფა იმ
პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე,
რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მიღებული
რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.
არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი
საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.
3. თუ პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 25-ზე
ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში,
თანამიმდევრობით მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც
ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მიიღეს
არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. თუ ამის შემდეგ კიდევ დარჩება
გაუნაწილებელი მანდატი (მანდატები), თითო მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება
იმ პარტიულ სიებს, რომლებსაც ერთი მანდატი მაინც ჰქონდათ მოპოვებული და სხვებზე
დიდი ნაშთი აქვთ. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება
ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.
4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ვერცერთმა პარტიულმა სიამ
ვერ მოიპოვა მანდატი, თითო მანდატი მიეკუთვნება იმ 25 სუბიექტს, რომლებმაც სხვებზე
107
მეტი ხმა მიიღეს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად
ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.
5. თუ იმ 2 ან 2-ზე მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობები,
რომელთაც უნდა გადაეცეთ ერთი მანდატი ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით დადგენილი
წესით, თანაბარი აღმოჩნდება, მანდატი იმ პარტიულ სიას მიეკუთვნება, რომელმაც
საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში უფრო ადრე გაიარა
რეგისტრაცია.
6. პროპორციული საარჩევნო სისტემით საკრებულოს წევრებად არჩეულებად
ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც პარტიულ სიაში ნაკლებია ან
ტოლია ამ პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.
7. თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც ერთმანდატიანი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი ითვლება
ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეულად, ამოიღება პარტიული
სიიდან და სიაში კანდიდატი წანაცვლდება ამ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 164. თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის
წესი
1. თუ პროპორციული წესით არჩეულ თბილისის საკრებულოს წევრს ვადამდე
შეუწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამის საკრებულოში მის ადგილს
2 კვირის ვადაში იკავებს მისი ადგილმონაცვლე, იმავე პარტიულ სიაში რიგით მომდევნო
კანდიდატი, თუ იგი ცესკოს შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობას
განაცხადებს საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ
არის, მანდატი უქმდება.
2. თუ თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო
ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო
ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მის ადგილს 2 კვირის
ვადაში იკავებს პარტიულ სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო საკრებულოს წევრობის
კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადა საკრებულოს
წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს
პარტიულ სიაში
იმავე პარტიის რიგით მომდევნო კანდიდატი და ა. შ. თუ პარტიულ სიაში აღნიშნული არ
იყო, რომ საკრებულოს გამოკლებული წევრი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის
პირველი პუნქტით დადგენილი წესით.
3. პროპორციული წესით არჩეული თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრის
ადგილმონაცვლე ვალდებულია ცესკოს შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში
თანხმობა განაცხადოს საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ
ადგილს დაიკავებს კანდიდატი ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. თუ
წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.
4. თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ თბილისის საკრებულოს წევრს
უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება
შუალედური არჩევნები. თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15
108
ივლისამდე შეუწყდა, შუალედური არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო
თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა −
უახლოეს მაისში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების
წელს თბილისის საკრებულოს შუალედური არჩევნები არ ტარდება.
5. შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. იგი არჩევნების
დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა
ვადებს.
6. შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები იკავებენ თბილისის
საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული გამოკლებული წევრების ადგილებს
საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
7. თბილისის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ
კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია/საარჩევნო
ბლოკი,
აგრეთვე
პარტია,
რომელმაც
რეგისტრაცია
გაიარა
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით
მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს
განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას.
ასეთ პარტიას განცხადების მიღებისთანავე ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის
ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად. იმავე ვადაში ცესკოს
განცხადებით მიმართავს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, რომლის რეგისტრაცია და
რომლის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციაც ხორციელდება ამ კანონის 141-ე
მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.
8. პარტია, რომლის რეგისტრაციაც, ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,
საჭიროებს პარტიის მხარდამჭერთა სიის წარდგენას, ვალდებულია არჩევნების დღემდე
არაუგვიანეს მე-40 დღისა ცესკოს წარუდგინოს საკრებულოს არჩევნებში პარტიის
მონაწილეობის მხარდამჭერი ამომრჩევლების სია.
მუხლი 167. მერობის კანდიდატის რეგისტრაცია და რიგითი ნომრის განსაზღვრა
1. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25
წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც. (26.07.2017. N1274)
2. კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა მერობის/გამგებლობის კანდიდატის
წარდგენის უფლება აქვს ამ კანონის 142-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ
პარტიას/საარჩევნო ბლოკს. (ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს ორგანული
კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 167-ე მუხლის მე-2 პუნქტი საქართველოს
კონსტიტუციის 28-ე მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №3/2/588 14.04.2016)
21. კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა მერობის კანდიდატის წარდგენის
უფლება აქვთ ამ კანონის 142-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო
ბლოკს, აგრეთვე ამ კანონის 141-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფს.
3. მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან
შეუთავსებლობა განისაზღვრება ამ კანონის 136-ე მუხლით. მერობის კანდიდატის
109
სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ
კანონის 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.
4. პარტია/საარჩევნო ბლოკი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი მერობის
კანდიდატის რეგისტრაციისათვის საბუთებს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას
წარუდგენს. გამონაკლისია ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, რომლის საბუთებიც
ცესკოს წარედგინება. მერობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის წარდგენილ საბუთებს
ამოწმებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საბუთების
წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა:
ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, თუ კანდიდატის
სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) მერობის კანდიდატის წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს წერილობით აცნობებს კანდიდატის
სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების ამ კანონით დადგენილ
მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ ასეთი შეუსაბამობა
არსებობს;
პარტიის/საარჩევნო
ბლოკის/ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფის
წარმომადგენელს საბუთების სრულყოფისთვის 2 დღე ეძლევა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები
მოწმდება და კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების
წარდგენიდან 2 დღის ვადაში.
6. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს,
შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს
მერობის კანდიდატს, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში იმავე ვადაში გამოსცემს
განკარგულებას
მისთვის
საარჩევნო
რეგისტრაციაზე
უარის
თქმის
შესახებ
(განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და
კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის
თქმა). განკარგულება კანდიდატის წარმდგენ საარჩევნო სუბიექტს დაუყოვნებლივ
ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
7. მერობის კანდიდატის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარე მას გადასცემს კანდიდატის მოწმობას.
8. მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია:
ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი;
ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია
ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერებით;
ბ1) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია
პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირის (პირების), ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წევრთა ხელმოწერებით;
გ) ორი ფოტოსურათი;
დ) კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს
მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.
9. კანდიდატის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის გადაწყვეტილებას მერობის
კანდიდატის წარდგენის შესახებ უნდა დაერთოს სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც
მითითებულია კანდიდატის:
110
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) სქესი;
დ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს
მონაცემთა ბაზის მიხედვით);
ე) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ვ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ.
დასახელება);
ზ) თანამდებობა; თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“;
თ) პარტიულობა; თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“;
ი) საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი;
კ) თანხმობა მერად/გამგებლად კენჭისყრაზე;
ლ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.
10. მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ამ მუხლის
მე-4–მე-6
პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის
საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის განკარგულებით, ქალაქ თბილისის მერის არჩევნების დროს კი – ცესკოს
თავმჯდომარის განკარგულებით – ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ
შემთხვევებში, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით – ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში
აღნიშნულ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადებები და
საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან
დაკმაყოფილებული არ არის ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ, თუ:
ა) განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები არასრულია ან არასწორია;
ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის კანდიდატის თანხმობა სხვა
მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში ან/და ნებისმიერი საკრებულოს არჩევნებში
კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;
გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები;
დ) დარღვეულია ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ან/და 48-ე მუხლის
მოთხოვნები.
11. მერობის კანდიდატს მისი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი
მიეკუთვნება. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის
რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ კანონის 119-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი
წესით.
მუხლი 168. პირის მერობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების
გაუქმება
1. პარტიას/საარჩევნო ბლოკს/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს,
რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს
12 დღისა გააუქმოს თავისი
გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ.
111
2. კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 12 დღისა მოხსნას
თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის
საარჩევნო კომისიას.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესები არ ვრცელდება
არჩევნების მეორე ტურზე.
4. შესაბამისი საარჩევნო კომისია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე დაუყოვნებლივ
აქვეყნებს ცნობას კანდიდატის რეგისტრაციის, აგრეთვე კანდიდატის წარდგენის შესახებ
გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
მუხლი 1692. მერის რიგგარეშე არჩევნები
1. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებს
ნიშნავს ცესკო განკარგულებით. არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან
არაუგვიანეს 50-ე დღისა. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა ცესკო
განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს.
2. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები
ტარდება მაისში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ მერს
უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები
ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15
თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი
არჩევნების წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.
3. რიგგარეშე არჩევნებში მერი აირჩევა შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს
უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
4. რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია/საარჩევნო ბლოკი, აგრეთვე პარტია,
რომელმაც რეგისტრაცია გაიარა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ბოლო
არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე
არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც
ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას. ასეთ პარტიას განცხადების მიღებისთანავე
ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების
შესაგროვებლად.
41. მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 142-ე მუხლის
პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია/საარჩევნო ბლოკი, აგრეთვე პარტია,
რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში
მონაწილეობისათვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს
47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ
აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი
განცხადებით მიმართავს შესაბამის საარჩევნო კომისიას. ასეთ პარტიას განცხადების
მიღებისთანავე ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა
ხელმოწერების შესაგროვებლად, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს შესაბამისი
საარჩევნო კომისია გადასცემს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მის მიერ წარდგენილი მერობის
კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად.
112
5. პარტია, რომლის რეგისტრაციაც, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პარტიის
მხარდამჭერთა სიის წარდგენას საჭიროებს, აგრეთვე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი
ვალდებულია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა, შესაბამისად, ცესკოს ან
შესაბამის
საოლქო
საარჩევნო
კომისიას
წარუდგინოს
მერის
არჩევნებში
პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის
მონაწილეობის მხარდამჭერი ამომრჩევლების სია.
მუხლი 171. რეფერენდუმის მოწყობა
1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის,
საქართველოს მთავრობის, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს
რეფერენდუმი მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.
2. რეფერენდუმის გამართვა არ შეიძლება:
ა) საქართველოში შეირაღებული თავდასხმის შემთხვევაში;
ბ) ქვეყნის საომარ მდგომარეობაში ყოფნისას;
გ) მასობრივი არეულობის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების,
ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს ან სხვა შემთვევებში, როცა
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ
უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.
3. ერთსა და იმავე საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნა არ შეიძლება იმ დღიდან 1
წლის განმავლობაში, როდესაც ოფიციალურად გამოქვეყნდა ამ საკითხზე გამართული
რეფერენდუმის შედეგები.
4. საქართველოში რეფერენდუმი მზადდება და იმართება ქართულ ენაზე, ხოლო
აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.
მუხლი 172. სარეფერენდუმო საკითხები
1.
რეფერენდუმი
შეიძლება
მოეწყოს
განსაკუთრებით
მნიშვნელოვან
სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს
კანონებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით
გათვალისწინებული საკითხებისა და პრინციპების შესახებ.
2. რეფერენდუმის მოწყობა არ შეიძლება:
ა) კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად;
ბ) ამნისტიისა და შეწყალების გამო;
გ) საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებისა და
დენონსირების შესახებ;
დ) ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავს ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ
უფლებებსა და თავისუფლებებს.
მუხლი 174. რეფერენდუმის დანიშვნა
1. რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც
საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით.
2. რეფერენდუმს ამზადებს და აწყობს ცესკო.
113
მუხლი
178.
რეფერენდუმის
მოწყობის
მოთხოვნასთან
დაკავშირებული
გადაწყვეტილების მიღება
1. რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს
პრეზიდენტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) რეფერენდუმის თარიღის დანიშვნის შესახებ;
ბ) რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნაზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ.
2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება რეფერენდუმის თარიღის დანიშვნის
ან რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნაზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ
ქვეყნდება
მის
მიერ
რეფერენდუმის
მოწყობის
თაობაზე
საქართველოს
პარლამენტის/საქართველოს მთავრობის მოთხოვნის, აგრეთვე ამ კანონის 177-ე მუხლით
გათვალისწინებული ცესკოს დასკვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. საქართველოს
პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულება საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის
კონტრასიგნაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს
მთავრობის მოთხოვნით.
3. რეფერენდუმის გამართვის შესახებ ბრძანებულებაში მოცემული უნდა იყოს მისი
მოწყობის თარიღი და სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის ზუსტი ფორმულირება.
ეს ბრძანებულება მოსახლეობას ეცნობება ოფიციალური პრესითა და მასობრივი
ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ბრძანებულების გამოცემიდან არაუგვიანეს 3 დღისა.
4. რეფერენდუმის თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს მთავრობა იღებს
დადგენილებას რეფერენდუმის მოწყობის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც
განისაზღვრება დაფინანსებისა და რეფერენდუმის მოწყობასთან დაკავშირებული სხვა
საკითხები.
114