„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.06.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზების სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/193/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-11
ბიუროს ნომერი 171

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86): მუხლი 1. 1. 135 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 136 მუხლი: „მუხლი 136. 1. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ა-ე2 ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანამდებობის პირი ვალდებულია, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში, გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და შესაბამისი ცნობა, მისი გაცემიდან 3 დღის ვადაში წარუდგინოს ბიუროს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცნობა საჯაროა და ქვეყნდება საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე.“; 2. მე-20 მუხლის 12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 13 პუნქტი: „13. ამ კანონის 136 მუხლით გათვალისწინებული ნარკოლოგიური შემოწმებისგან ან შესაბამისი ცნობის წარდგენისგან თავის არიდება გამოიწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ. ეს განკარგულება საჯაროა და ქვეყნდება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციისა და მის შესაბამისად მომზადებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტით „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“. კონსტიტუციის ახალი რედაქცია, განსხვავებით მოქმედი რედაქციისაგან, ანიჭებდა კანონმდებელს შესაძლებლობას, არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის წინაპირობები განესაზღვრა კონსტიტუციითა და საარჩევნო კოდექსით. კერძოდ,მოქმედი რედაქციის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, პარლამენტის წევრის არჩევის წესი, აგრეთვე არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის დაუშვებლობა განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით. კონსტიტუციის ახალი რედაქციით არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის წინაპირობები მხოლოდ კონსტიტუციით შეიძლება განისაზღვროს. შესაბამისად, რეგულირების მიღმა არ უნდა დარჩენილიყო ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებული საკითხები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციასა და მის შესაბამისად მომზადებულ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების თანახმად:  კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ა-ე2 ქვეპუნქტში მოცემულ თანამდებობის პირებს - საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეებს, საქართველოს მინისტრს და მის მოადგილეს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრს და მის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს და მათ მოადგილეებს განესაზღვრებათ ვალდებულება, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მიერ მათთვის დადგენილ ვადაში, გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება და შესაბამისი ცნობა, მისი გაცემიდან 3 დღის ვადაში წარუდგინონ ბიუროს. აღნიშნული ცნობა საჯაროა და ქვეყნდება საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე.  ამასთან, გათვალისწინებული ცნობის წარუდგენლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის განსაზღვრის საკითხი. კერძოდ, ნარკოლოგიური შემოწმებისა ან შესაბამისი ცნობის წარდგენისგან თავის არიდება გამოიწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ. ეს განკარგულება საჯაროა და ქვეყნდება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით დაფინანსების წყარო: აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან ცვლილებით გათვალისწინებული პირებს მოუწევთ ნარკოლოგიური შემოწმების გავლა და მისი გავლისთვის საჭირო, ხოლო გაუვლელობის შემთხვევაში შესაბამისი ფინანსური სანქციის შესაბამისი, თანხის გადახდა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის ვალდებულებებს. მიღება არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთაც, ცვლილების შესაბამისად, მოუწევთ ნარკოლოგიური შემოწმების გავლა და მის შესაბამისად გაცემული ცნობის საჯარო სამსახურის ბიუროსათვის წარდგენა. ასევე წარუდგენლობის შემთხვევაში გათვალისწინებული ფინანსური სანქცია, რომლის გადახდაც მოუწევთ ცვლილებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს. ასევე გავლენა ექნება იმ დაწესებულებების შემოსავლებზე, ვინც განახორციელებს აღნიშნულ შემოწმებას შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით დგინდება ჯარიმის ახალი სახე იმ შემთხვევისთვის, როდესაც შესაბამისი თანამდებობის პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლას. აღნიშნულისთვის კი კანონპროექტით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამუშაო ჯგუფი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კონსტიტუციასთან
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 20 1. ამ კანონის მე 14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობაგამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით , რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციუ ლ -სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ . 1 1. ამ კანონის 18 1 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა, ხოლო ის პირი, რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, − თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ბოლოს მიღებული თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება. 12. ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირს ეძლევა გაფრთხილება, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება. 2. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულებას გამოსცემს ბიუროს უფროსი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. თანამდებობის პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ოფიციალური გაცნობიდან არაუგვიანეს 30 დღისა. ჯარიმა გადახდილად ჩაითვლება ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ბიუროსთვის წარდგენის მომენტიდან. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა თანამდებობის პირს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. 2 1. გაფრთხილების შესახებ განკარგულებას გამოსცემს ბიუროს უფროსი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მომდევნო მონიტორინგის განხორციელებისას დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ბიურო იღებს ამ კანონის 18 1 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას. 3. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულ ებას . 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ან სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 2 კვირის ვადაში თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება თანამდებობის პირს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში თანამდებობის პირი ვალდებულია დეკლარაცია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის დღიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს. 5. იმ საჯარო მოსამსახურის მიერ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დისციპლინურ პასუხისმგებლობას, ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის განზრახ ან გაუფრთხილებლობით დარღვევა, თუ ეს ქმედება დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ არის, იწვევს საჯარო მოსამსახურის დისციპლინურ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით. 6. თუ საჯარო მოსამსახურე, რომელმაც დაარღვია ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა და რომელსაც ამ ქმედებისათვის შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გარდა თანამდებობიდან განთავისუფლებისა, 3 წლის განმავლობაში ჩაიდენს ახალ, ამ კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, იგი ექვემდებარება სამსახურიდან სავალდებულო გათავისუფლებას.