„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-11
ბიუროს ნომერი 171
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
(პარლამენტის უწყებანი, №14, 12.06.96, გვ. 10):
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც:
ა) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და
მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში;
ბ) სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება
სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში. ”
2. მე-3 მუხლის:
ა) 11 პუნქტი ამოღებულ იქნას;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეფერნედუმის მოწყობა არ შეიძლება:
ა) კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად;
ბ) ამინისტიის ან შეწყალების გამო;
გ) საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ;
დ) ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი
კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. ”
3. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის,
საქართველოს მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს
რეფერენდუმი მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.“
ბ) 11 პუნქტი ამოღებულ იქნას.
4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 მუხლი
„მუხლი 281. რეფერენდუმთან დაკავშირებული დავის განხილვა
რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე
ჩასატარებელი
ან
ჩატარებული
რეფერენდუმის
კონსტიტუციურობასთან
დაკავშირებულ დავას, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ
ერთი მეხუთედის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე, ორგანული
კანონით
დადგენილი
წესით,
იხილავს
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო
არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს
კონსტიტუციის
ახალი
რედაქციით,
რომელიც
ამოქმედდება
მომდევნო
საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ
ფიცის დადებისთანავე. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია შეიცავს
განახლებულ სტანდარტს რეფერენდუმის ინსტიტუტის და ზუსტდება ცალკეული
საკითხები, რაც იწვევს შესაბამის ცვლილებებს „რეფერენდუმის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია, „რეფერენდუმის შესახებ“ მოქმედი
საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს
კონსტიტიტუციის ახალ რედაქციასთან, რომელიც ამოქმედდება მომდევნო
საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ
ფიცის დადებისთანავე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კონსტიტუციის ასამოქმედებელი რედაქციის შესაბამისად ცვლილება შედის
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში, კერძოდ:
ზუსტდება იმ პირთა წრე, ვისაც არ ექნება რეფერენდუმში მონაწილეობის
უფლება. კერძოდ ასეთი უფლებით ვერ ისარგებლებს საქართველოს ის
მოქალაქე, რომლიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის
მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო
დაწესებულებაში ან სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში;
იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუციის ასამოქმედებელი რედაქცია აღარ
ითვალისწინებს საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის
შემოღების დროს რეფერენდუმის სავალდებულოდ გამართვას, ორგანული
კანონიდან ხდება შესაბამისი ნორმების ამოღება;
კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც განსაზღვრავს რეფერენდუმთან
დაკავშირებით დავის განხილვას. აღნიშნულის თანახმად, რეფერენდუმის
მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან
ჩატარებული რეფერენდუმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ დავას,
საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი
მეხუთედის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე, ორგანული
კანონით დადგენილი წესით, იხილავს საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლო.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
დაფინანსების წყარო:
აუცილებელი ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
ვალდებულებებს.
მიღება
არ
იწვევს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი,ს მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღებება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტში
შექმნილი
კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამუშაო ჯგუფი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
კონსტიტუციასთან
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 2. რეფერენდუმის მონაწილეები
1. რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც
რეფერენდუმის გამართვის დღისათვის შეუსრულდა 18 წელი, განურჩევლად რასისა,
კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა,
ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და
წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
2. რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც:
ა) სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო და რომელიც, „ფსიქიატრიული
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სტაციონარულ
ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია მოთავსებული;
ბ) მსჯავრდებულია და რეფერენდუმის გამართვის დღისათვის იმყოფება
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
მუხლი 3. სარეფერენდუმო საკითხები
1.
რეფერენდუმი
შეიძლება
მოეწყოს
განსაკუთრებით
მნიშვნელოვან
სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მათ შორის საქართველოს კანონებით, საერთაშორისო
ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი
საკითხებისა და პრინციპების შესახებ.
11. რეფერენდუმი შეიძლება ასევე მოეწყოს საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის
ახალი სახის შემოღების, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი
გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდის
მიზნით.
2. რეფერენდუმის მოწყობა არ შეიძლება:
ა) კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად;
ბ) ამნისტიისა და შეწყალების გამო;
გ) საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებისა და
დენონსირების შესახებ;
დ) ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავს ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ
უფლებებსა და თავისუფლებებს.
მუხლი 4. რეფერენდუმის მოწყობა
1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის,
საქართველოს მთავრობის, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს
რეფერენდუმი მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.
1 1. ამ კანონის მე-3 მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს
მთავრობას.
2. რეფერენდუმის გამართვა არ შეიძლება:
ა) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში;
ბ) ქვეყნის საომარ მდგომარეობაში ყოფნისას;
გ) მასობრივი არეულობის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების,
ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს ან სხვა შემთხვევებში, როცა
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ
უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.
3. ერთსა და იმავე საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნა არ შეიძლება ერთ წლის
მანძილზე იმ დღიდან, როდესაც ოფიციალურად გამოქვეყნდა ამ საკითხზე
გამართული რეფერენდუმის შედეგები.