„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-18
ბიუროს ნომერი 173
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
პარლამენტის უწყებები, 1994, NN21–22, მუხ. 463) მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„ა) იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის საგაბარიტო
პარამეტრები ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და
სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანმდევი პარამეტრები აღემატება
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს ან/და
ფაქტობრივი მასა აღემატება დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის
დადგენილ სრულ მასას. ამ ქვეპუნქტის მოქმედება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა აღემატება დამამზადებლის მიერ დადგენილ
სრულ მასას) არ ვრცელდება:
ა.ა) იმ არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიან) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიან) მექანიკურ
სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით, ამ შეთანხმების პირობების
შესაბამისად;
ა.ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული
საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებულ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე,
რომელიც შემდგომ გადაადგილდება საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი, 10 კმ-ის
რადიუსში მდებარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო
კონტროლის ზონისაკენ საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით;
ა.გ) იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე
შემოსვლისას გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საგადასახადო ორგანოს
განთავსების ადგილიდან უახლოესი, 25 კმ-ის რადიუსში მდებარე რკინიგზის სადგურისაკენ,
საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისაკენ
საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით;“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ აიღო
ვალდებულება განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა
ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს. „ერთის
მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XXIV
დანართის შესაბამისად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს ევროპარლამენტისა და საბჭოს
1996 წლის 25 ივლისის №96/53/EC დირექტივის „ევროპული გაერთიანების ფარგლებში
მოძრავი გარკვეული ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის ეროვნული და
საერთაშორისო გადაზიდვების დროს ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და
საერთაშორისო გადაზიდვების დროს ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის
შესახებ“ დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა.
ამასთანავე, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ა“
ქვეპუნქტში
მოცემული
ზენორმატიული
(მძიმეწონიანი)
და
არაგაბარიტული
(მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებების პარამეტრები სრულად არ ასახავს
№96/53/EC დირექტივით დადგენილ ნორმებს. დირექტივით დადგენილ პარამეტრებთან
შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კანონის მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი
რედაქციით:
„ა) იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის საგაბარიტო
პარამეტრები ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და
ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანმდევი პარამეტრები აღემატება საქართველოს მთავრობის
ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშველობებს ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება
დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ დასაშვებ
სრულ მასას. გარდა დასაშვებ სრულ მასაზე ფაქტობრივი მასის გადაჭარბების აკრძალვისა, ამ
ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება:
ა.ა) იმ არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიან) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიან)
მექანიკურ
სატრანსპორტო
საშუალებაზე,
რომელიც
მოძრაობს
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან)
შეთანხმებით, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად;
ა.ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული
საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებულ იმ მექანიკურ სატრანსპორტო
საშუალებაზე, რომელიც შემდგომ გადაადგილდება საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან
უახლოესი, 10 კმ-ის რადიუსში მდებარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ,
ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XXIV დანართის შესაბამისად, ევროპარლამენტისა
და საბჭოს 1996 წლის 25 ივლისის №96/53/EC დირექტივის „ევროპული გაერთიანების
ფარგლებში მოძრავი გარკვეული ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის ეროვნული და
საერთაშორისო გადაზიდვების დროს ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და
საერთაშორისო გადაზიდვების დროს ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის
შესახებ“ დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ცვლილებით კანონის მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა
შემდეგი რედაქციით:
„ ა) იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის საგაბარიტო
პარამეტრები ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და
სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანმდევი პარამეტრები აღემატება
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშველობებს ან/და
ფაქტობრივი მასა აღემატება დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო
საშუალებისათვის დადგენილ სრულ მასას. ამ ქვეპუნქტის მოქმედება (გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა აღემატება დამამზადებლის მიერ
დადგენილ სრულ მასას) არ ვრცელდება:
ა.ა) იმ არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიან) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიან)
მექანიკურ
სატრანსპორტო
საშუალებაზე,
რომელიც
მოძრაობს
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან)
შეთანხმებით, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად;
ა.ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული
საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებულ იმ მექანიკურ სატრანსპორტო
საშუალებაზე, რომელიც შემდგომ გადაადგილდება საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან
უახლოესი, 10 კმ-ის რადიუსში მდებარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით
გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისაკენ საგადასახადო ორგანოს მიერ
დადგენილი მარშრუტით;
ა.გ) იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე
შემოსვლისას გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საგადასახადო ორგანოს
განთავსების ადგილიდან უახლოესი, 25 კმ-ის რადიუსში მდებარე რკინიგზის სადგურისაკენ,
საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისაკენ
საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით;“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებისათვის,
ვისზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას და არც მისი არსებული ოდენობის შეცვლას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი - სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო”.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 16. შეზღუდვა და აკრძალვები საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის
საავტომობილო გზებზე აკრძალულია:
ა) იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის თითოეულ წამყვან ან
არაწამყვან
ღერძზე
ერთწამყვანღერძიანი
მაქსიმალური
დატვირთვა
ავტოსატრანსპორტო
10
ტონას
(გარდა
რომლის
წამყვან
ღერძზე
აღემატება
საშუალებისა,
მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა
აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას.
გარდა ნებადართულ მაქსიმალურ მასაზე ფაქტობრივი მასის გადაჭარბების აკრძალვისა, ამ
ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება:
ა.ა) იმ არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიან) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიან) მექანიკურ
სატრანსპორტო
საშუალებაზე,
რომელიც
მოძრაობს
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით, ამ შეთანხმების
პირობების შესაბამისად;
ა.ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული საბაჟო
გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებულ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე,
რომელიც შემდგომ გადაადგილდება საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი, 10
კმ-ის რადიუსში მდებარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული
საბაჟო კონტროლის ზონისაკენ საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით;
ა.გ) იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე
შემოსვლისას გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საგადასახადო ორგანოს
განთავსების ადგილიდან უახლოესი, 25 კმ-ის რადიუსში მდებარე რკინიგზის სადგურისაკენ,
საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისაკენ
საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით;
ბ) (ამოღებულია);
გ) გზების, საგზაო ნაგებობათა და განსხვისების ზოლის, აგრეთვე ხიდებისა და მილების
ნახვრეტების, არხებისა და სადრენაჟო მოწყობილობათა გაჭუჭყიანება ან ჩახერგვა;
დ) შეუფუთავად გადაზიდვა ისეთი ტვირთისა, რომელიც აჭუჭყიანებს გზას ან განსხვისების
ზოლს;
ე) სოფლის მეურნეობის პროდუქტების (მარცვლეულის, თივის და სხვა) გზაზე გამოტანა და
დაყრა, აგრეთვე მასალების საწყობების მოწყობა, ნაგვის და თოვლის დაყრა;
ვ)
ნავთობპროდუქტებისა
და
ქიმიურ
ნივთიერებათა
დაქცევის
შესაძლებლობასთან
დაკავშირებული სამუშაოების შესრულება, აგრეთვე გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო
საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვა;
ზ) პირუტყვის გადარეკა საგზაო ორგანოებთან შეთანხმებული ადგილების გარდა, აგრეთვე
მისი უმეთვალყურეოდ ძოვება განსხვისების ზოლში;
თ)
გზების
ბლოკირება,
საკონტროლო
და
შესამოწმებელი
პუნქტების
მოწყობა,
დემონსტრაციების, სპორტული შეჯიბრებების, სხვა მასობრივ ღონისძიებათა მოწყობა,
რომლებიც ცვლის მოძრაობის დადგენილ რეჟიმს, ასევე გზაზე ავტოტრანსპორტის შესვლა და
გამოსვლა
საამისოდ
დაუდგენელ
ადგილებში
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოების, საგზაო სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის ნებართვის გარეშე;
ი) რეკლამების დაყენება საგზაო ორგანოების ნებართვის გარეშე;
კ) გზის ვაკისზე ვაჭრობა;
ლ) საგზაო ნაგებობების, საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების, მწვანე
ნარგავების, თოვლდამცავი მოწყობილობის და სხვა საგზაო ქონების დაზიანება;
მ)
აღნიშნული
შეზღუდვებისა
და
აკრძალვების
უგულებელყოფა
გამოიწვევს
პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.