„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-18
ბიუროს ნომერი 173
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
03.01.2014,
სარეგისტრაციო
კოდი:
310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-101 პუნქტი:
„101. გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის
შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების წესი განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.“
2. 47-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასა სარეგისტრაციო
დოკუმენტით განისაზღვრება. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი არ განსაზღვრავს
ნებადართულ მაქსიმალურ მასას, სატრანსპორტო საშუალების ნებადართულ მაქსიმალურ
მასად მიიჩნევა ქარხანა-დამამზადებლის მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისათვის
დადგენილი სრული მასის ზღვარი, თუ ის არ აღემატება საქართველოს მთავრობის
ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრებს.“.
ბ) მე-3 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და
სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანმდევი პარამეტრები აღემატება
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშველობებს ან/და
ფაქტობრივი მასა აღემატება დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო
საშუალებისათვის დადგენილ სრულ მასას”.
გ) მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ზენორმატიულად (მძიმეწონიანად) ითვლება ისეთი სატრანსპორტო საშუალება,
რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და
ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანმდევი პარამეტრები აღემატება საქართველოს მთავრობის
ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშველობებს.“;
8. სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად) ითვლება,
თუ მისი სიმაღლე, სიგანე ან/და სიგრძე ან/და მათი თანდევი პარამეტრები აღემატება
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშველობებს.“;
9. სატრანსპორტო საშუალება არ ითვლება ზენორმატიულად (მძიმეწონიანად) ან/და
არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად), თუ სატრანსპორტო საშუალების ან ტვირთის
დაზიანების გარეშე შესაძლებელია ამ მუხლის მე-7 ან მე-8 პუნქტით განსაზღვრული
პარამეტრების
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ
მნიშველობების ქვევით შემცირება მისი კორექტირების ან/და ტვირთის გადანაწილების
გზით.".
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ აიღო
ვალდებულობა განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა
ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს.
კერძოდ „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური
ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებას“ .
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ,
ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XXIV დანართის შესაბამისად, XXIV დანართის
შესაბამისად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს 1992 წლის 10 თებერვლის საბჭოს
№92/6/EEC დირექტივის „ევროპული გაერთიანების ფარგლებში გარკვეული კატეგორიის
ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა
და გამოყენების შესახებ“ დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ცვლილებით კანონის მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი
რედაქციით:
33-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-101 პუნქტი:
„101. გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის
შემზღუდველი
მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების წესი განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.“
2. 47-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„2. სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასა სარეგისტრაციო
დოკუმენტით განისაზღვრება. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი არ განსაზღვრავს
ნებადართულ მაქსიმალურ მასას, სატრანსპორტო საშუალების ნებადართულ მაქსიმალურ
მასად მიიჩნევა ქარხანა-დამამზადებლის მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისათვის
დადგენილი სრული მასის ზღვარი, თუ ის არ აღემატება საქართველოს მთავრობის
ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრებს.“.
ბ) მე-3 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„ა) თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და
სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანმდევი პარამეტრები აღემატება
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშველობებს ან/და
ფაქტობრივი მასა აღემატება დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო
საშუალებისათვის დადგენილ სრულ მასას, რომელიც უფრო ნაკლებია;”.
„ა) თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და
სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანმდევი პარამეტრები აღემატება
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშველობებს, ან
სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა საქართველოს მთავრობის ნორმატიული
აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშველობებაზე ნაკლებია, მაგრამ აღემატება დამამზადებლის
მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ სრულ მასას.
გ) მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„7. ზენორმატიულად (მძიმეწონიანად) ითვლება ისეთი სატრანსპორტო საშუალება,
რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და
ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანმდევი პარამეტრები აღემატება საქართველოს მთავრობის
ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშველობებს.“;
8. სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად) ითვლება,
თუ მისი სიმაღლე, სიგანე ან/და სიგრძე ან/და მათი თანდევი პარამეტრები აღემატება
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშველობებს.“;
9. სატრანსპორტო საშუალება არ ითვლება ზენორმატიულად (მძიმეწონიანად) ან/და
არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად), თუ სატრანსპორტო საშუალების ან ტვირთის
დაზიანების გარეშე შესაძლებელია ამ მუხლის მე-7 ან მე-8 პუნქტით განსაზღვრული
პარამეტრების
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ
მნიშველობების ქვევით შემცირება მისი კორექტირების ან/და ტვირთის გადანაწილების
გზით.".
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსურ შედეგები იმ
პირებისათვის, ვისზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან აღნიშნული
კანონის პროექტით ხდება გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო
საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟის ვალდებულების
დაწესება.
კერძოდ,
ისეთი
ავტომობილებისათვის,
რომელთაც
ქარხანადამამზადებლის მიერ არ აქვს დამონტაჟებული ასეთი მოწყობილობა. კანონპროექტის
მიღება
წარმოშობს
ამ
კატეგორიის
სატრანსპორტო
საშუალებების
მესაკუთრეებისთვის/მოსარგებლეებისათვის
დამატებით
ხარჯს,
აღნიშნული
მოწყობილობის შესაძენად.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას და არც მისი არსებული ოდენობის შეცვლას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი - სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო”.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ
შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 33. სიჩქარე და დისტანცია
1. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული
სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა
აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს
მოძრაობის უსაფრთხოება.
2. სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო
პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი
დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან
შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი
საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.
3. მძღოლმა განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე მეტისმეტად დაბალი სიჩქარით
მოძრაობით არ უნდა გაართულოს სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.
4. მძღოლს ეკრძალება მკვეთრი დამუხრუჭება, გარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის
თავიდან აცილების აუცილებლობით გამოწვეული დამუხრუჭებისა.
5. მძღოლი, რომელიც აპირებს შესამჩნევად შეამციროს სიჩქარე, თუ სიჩქარის ეს შემცირება
გამოწვეული არ არის უშუალო საფრთხით, წინასწარ უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ეს
ისე გააკეთოს, რომ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს საფრთხე არ შეუქმნას და ზედმეტად
არ გაართულოს მათი მოძრაობა. გარდა ამისა, მძღოლმა ხელით წინასწარ მკაფიოდ უნდა
ანიშნოს მოძრაობის შენელების განზრახვის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის უკან
არ არის სატრანსპორტო საშუალებები ან ისინი ძალიან დიდ მანძილზე იმყოფებიან, თუმცა ეს
მოთხოვნები არ გამოიყენება, თუ სიჩქარის შენელების სიგნალის მიცემა ხდება სატრანსპორტო
საშუალებაზე არსებული „სდექ“ სიგნალის მეშვეობით.
6. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ
ზონაში − არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. თუ დასახლებულ პუნქტში საგზაო პირობები იძლევა
მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას, შესაბამისი საგზაო ნიშნის დადგმით
მოძრაობის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე.
7. გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე
დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით
მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია:
ა) „A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1“ და „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების
მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით;
ბ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა:
ბ.ა) თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალზე არაუმეტეს
110 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით;
ბ.ბ) თუ ის ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ
სიჩქარით;
გ) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 70 კმ/სთ
სიჩქარით;
დ) „C“ და „CE“ კატეგორიების, აგრეთვე „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო
საშუალებების მოძრაობა:
დ.ა) ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70
კმ/სთ სიჩქარით;
დ.ბ) დადგენილი წესით, ძარათი მგზავრების გადაყვანის შემთხვევაში ყველა გზაზე
არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით;
ე) „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე
არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით;
ვ) „D“ და „DE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ავტომაგისტრალზე
არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით.
8. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში
ნებადართულია:
ა) „T“ და „S“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს
40 კმ/სთ სიჩქარით;
ბ) მოპედისა და მასთან გათანაბრებული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ყველა გზაზე,
სადაც ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია, არაუმეტეს 45 კმ/სთ
სიჩქარით;
გ) ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მოძრაობა ყველა გზაზე, სადაც ამ კატეგორიის
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია, არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით;
დ) იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით;
ე) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო
საშუალების მოძრაობა არაუმეტეს იმ სიჩქარით, რომელიც მითითებულია საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს (უწყების) მიერ გაცემულ
შეთანხმებაში;
ვ) სახიფათო ტვირთის გადამზიდავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა
არაუმეტეს გადაზიდვის პირობებით განსაზღვრული სიჩქარით.
9. გარდა ამ მუხლის მე-6−მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის
შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება:
ა) სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარის
გადაჭარბება;
ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა“
მითითებული სიჩქარის გადაჭარბება;
გ) საგზაო ნიშნით დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება.
10. მიუხედავად გზაზე შესაბამისი საგზაო ნიშნით ან სიგნალით უფრო მაღალი სიჩქარით
მოძრაობის დაშვებისა, მძღოლს ეკრძალება ამ მუხლის მე-6−მე-9 პუნქტებით მისთვის
დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის ზღვრის გადაჭარბება.
11. იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო
საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ
მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების
შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე
გვერდითი ინტერვალის დაცვა.
მუხლი 47. სატრანსპორტო საშუალების ტვირთი
1. თუ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილია ნებადართული მაქსიმალური მასა,
დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა არ უნდა აღემატებოდეს
ნებადართულ მაქსიმალურ მასას.
2. სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასა სარეგისტრაციო
დოკუმენტით განისაზღვრება. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი არ განსაზღვრავს
ნებადართულ მაქსიმალურ მასას, სატრანსპორტო საშუალების ნებადართულ მაქსიმალურ
მასად მიიჩნევა ქარხანა-დამამზადებლის მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისათვის
დადგენილი სრული მასის ზღვარი.
3. აკრძალულია გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის:
ა) თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას
(გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე
მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა
აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას;
ბ) პარამეტრები აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ
მაჩვენებელს მაინც.
4. თუ ტრანსპორტის ან ტვირთის დაზიანების გარეშე შესაძლებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტით
განსაზღვრული ზომის/მასის დადგენილი ზღვრის ქვევით შემცირება მისი კორექტირების
ან/და ტვირთის გადანაწილების გზით, მძღოლი ვალდებულია მოძრაობის დაწყებამდე
უზრუნველყოს ამის გაკეთება, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − იხელმძღვანელოს
არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო
საშუალების მოძრაობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. გარდა ნებადართულ მაქსიმალურ მასაზე ფაქტობრივი მასის გადაჭარბების აკრძალვისა, ამ
მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) იმ არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიან) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიან) სატრანსპორტო
საშუალებაზე, რომელიც გზაზე მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდეგ, ამ შეთანხმების
პირობების შესაბამისად;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული საბაჟო
გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებულ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც
შემდგომ გადაადგილდება საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი, 10 კმ-ის
რადიუსში მდებარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო
კონტროლის ზონისაკენ საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით;
გ) იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას
გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საგადასახადო ორგანოს განთავსების
ადგილიდან უახლოესი, 25 კმ-ის რადიუსში მდებარე რკინიგზის სადგურისაკენ,
საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისაკენ
საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით.
6. გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი)
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ
დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდეგ, ამ
შეთანხმების პირობების შესაბამისად.
7. ზენორმატიულად (მძიმეწონიანად) ითვლება ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომლის
თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას
(გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე
მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა
აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას.
8. სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად) ითვლება, თუ მისი
პარამეტრები აღემატება შემდეგი მაჩვენებლებიდან ერთ-ერთს მაინც:
ა) სიმაღლე (სავალი ნაწილის ზედაპირიდან) − ავტომზიდის ან კონტეინერის გადაზიდვის
შემთხვევაში – 4,30 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში − 4 მეტრს;
ბ) სიგანე − რეფრიჟერატორის შემთხვევაში − 2,60 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში − 2,55 მეტრს;
გ) სიგრძე − ავტომატარებლის შემთხვევაში − 20 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში − 12 მეტრს,
ან თუ ტვირთი სატრანსპორტო საშუალების უკანა გაბარიტის წერტილიდან 2 მეტრზე
მეტადაა გამოშვერილი.
9. სატრანსპორტო საშუალება არ ითვლება ზენორმატიულად (მძიმეწონიანად) ან/და
არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად), თუ ტრანსპორტის ან ტვირთის დაზიანების
გარეშე შესაძლებელია ამ მუხლის მე-7 ან მე-8 პუნქტით განსაზღვრული ზომის/მასის
დადგენილი ზღვრის ქვევით შემცირება მისი კორექტირების ან/და ტვირთის გადანაწილების
გზით.
10. სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია
მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და
აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას:
ა) საფრთხე არ შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს
სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს
გზაზე;
ბ) არ შეიზღუდოს ხილვადობა და ხედვის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების
მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა;
გ) არ დაიფაროს სატრანსპორტო საშუალების სინათლეები, „სდექ“ სიგნალი, მოხვევის შუქმაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი
სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ხელით მისაცემი
სიგნალები;
დ) არ დაირღვეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.
12. ყველა დამხმარე მოწყობილობა, რომლებიც გამოიყენება ტვირთის დამაგრებისა და
უვნებლობის უზრუნველსაყოფად (თოკები, ჯაჭვები, ბრეზენტი), მაგრად დაჭიმული და
მყარად დამაგრებული უნდა იყოს, ამასთანავე, უნდა აკმაყოფილებდეს ტვირთის მიმართ ამ
მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
13. სატრანსპორტო საშუალების გაბარიტის გარეთ წინ ან/და უკან 1 მეტრზე მეტად ან
გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი
ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“,
აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, წინ – თეთრი
ფარნით ან შუქამრეკლით, უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით.
14. მძღოლი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებაზე ტვირთის ისე
განლაგება, გადანაწილება და დამაგრება, რომ ტვირთის გადაზიდვის დაწყებიდან მის
დასრულებამდე არ დაირღვეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
15.
ტვირთის
გადაზიდვისათვის
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილ
მოთხოვნებთან შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია აღმოფხვრას ის
ან შეწყვიტოს მოძრაობა.
16. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ
არის გათვალისწინებული, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება იმ მექანიკურ
სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო
მოძრაობაში იმყოფება.