„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-18
ბიუროს ნომერი 173
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 1271 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის შესრულებისას „საერთაშორისო
საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის
შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება ან/და საქართველოს
მთავრობის ნორმატიული აქტით დამტკიცებული „გარკვეული კატეგორიის ძრავიან
სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი
მოწყობილობების მონტაჟისა და
გამოყენების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
8. საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის განმახორციელებელი საწარმოს
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების
ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) ან/და საქართველოს მთავრობის
ნორმატიული აქტით დამტკიცებული „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო
საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“
ტექნიკური რეგლამენტის წესების დარღვევით საქმიანობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარამდე.
2. 1291 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
"მუხლი 129 . მაქსიმალური მასის და დატვირთვის დადგენილი ნორმის ზევით ტვირთის
გადაზიდვა სატრანსპორტო საშუალებით
გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან
ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა ან/და მათი
თანმდევი პარამეტრები აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ
ზღვრულ მნიშველობებს ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება დამამზადებლის მიერ მოცემული
სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ სრულ მასას, −
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და სატრანსპორტო საშუალების
მესაკუთრის დაჯარიმებას თითოეულ ზედმეტ ტონაზე 500 ლარის ოდენობით (არასრულ ტონაზე
ჯარიმა გამოიანგარიშება პროპორციულად).
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მოქმედება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების
ფაქტობრივი მასა აღემატება დამამზადებლის მიერ დადგენილ სრულ მასას) არ ვრცელდება:
ა) იმ ზენორმატიულ (მძიმეწონიან) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გზაზე
მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან
(უწყებასთან) შეთანხმებით, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული
საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც
შემდგომ გადაადგილდება საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი, 10 კმ-ის რადიუსში
მდებარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის
ზონისაკენ საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით;
გ) იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას
გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საგადასახადო ორგანოს განთავსების
ადგილიდან უახლოესი, 25 კმ-ის რადიუსში მდებარე რკინიგზის სადგურისაკენ, საქართველოს
საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისაკენ საგადასახადო
ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას (გარდა საბაჟო
გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვებისა) სატრანსპორტო საშუალების
მფლობელი (მესაკუთრე) თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს ზედმეტი ტვირთის კორექტირებას,
ჩამოცლას/დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ან/და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ
მითითებულ დაცულ ადგილას), ტვირთის დაცვას/შენახვას და შემდგომ ტრანსპორტირებას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის ამ
კოდექსის 290-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სააღსრულებო
ბიურომ ჯარიმის იძულებითი გადახდევინება პრიორიტეტულად განახორციელოს იმ
ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადებით ან/და იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების
რეალიზაციით, რომლითაც ჩადენილ იქნა ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ აიღო
ვალდებულება განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა
ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს. „ერთის
მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XXIV
დანართის შესაბამისად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს 1992 წლის 10 თებერვლის საბჭოს
№92/6/EEC დირექტივის „ევროპული გაერთიანების ფარგლებში გარკვეული კატეგორიის
ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა
და გამოყენების შესახებ“ დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა. აღებული
ვალდებულებების შესაბამისად შემუშავდა საქართველოს მთავრობის დადგენილების
პროექტი “ტექნიკური რეგლამენტის „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო
საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების
შესახებ” დამტკიცების თაობაზე”, რომელიც განსაზღვრავს გარკვეული კატეგორიის
სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენების,
გამოყენებისა და დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობის
განხორციელების წესს. აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა დაწესდეს საჯარიმო სანქციები
№92/6/EEC დირექტივისა და ზემოთ მოყვანილი მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული
ტექნიკური რეგლამენტის წესების დარღვევაზე.
ვინაიდან სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობებისა და სატრანსპორტო
საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების
(ტაქოგრაფების) დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების
სამუშაოების ჩატარების ტექნოლოგიური ოპერაციები და მარეგულირებელი ნორმატიული
აქტების მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელების პროცედურები
მსგავსია, მიზანშეწონილად ჩაითვალა №92/6/EEC დირექტივის წესების დარღვევაზე
საჯარიმო
სანქციების
გათვალისწინება
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებში.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია სამართალდარღვევის სახეების განსაზღვრა და
შესაბამისი სანქციების შემოღება
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კოდექსის 1271 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი
შინაარსით:
„7.
საერთაშორისო
საავტომობილო
გადაზიდვა-გადაყვანის
შესრულებისას
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების
ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით
განხორციელება ან/და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დამტკიცებული
„გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი
მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის
მოთხოვნების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
8. საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის განმახორციელებელი
საწარმოს „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო
საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) ან/და
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დამტკიცებული „გარკვეული კატეგორიის
ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი
მოწყობილობების
მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის წესების დარღვევით საქმიანობა
–
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარამდე.
2. 1291 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
1
"მუხლი 129 . მაქსიმალური მასის და დატვირთვის დადგენილი ნორმის ზევით
ტვირთის გადაზიდვა სატრანსპორტო საშუალებით
გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, რომელის თითოეულ წამყვან ან
არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და სატრანსპორტო საშუალების
ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანმდევი პარამეტრები აღემატება საქართველოს მთავრობის
ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშველობებს ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება
დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ
სრულ
მასას, −
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და სატრანსპორტო საშუალების
მესაკუთრის დაჯარიმებას თითოეულ ზედმეტ ტონაზე 500 ლარის ოდენობით (არასრულ
ტონაზე ჯარიმა გამოიანგარიშება პროპორციულად).
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მოქმედება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების
ფაქტობრივი მასა აღემატება დამამზადებლის მიერ დადგენილ სრულ მასას) არ ვრცელდება:
ა) იმ ზენორმატიულ (მძიმეწონიან) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გზაზე
მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან
(უწყებასთან) შეთანხმებით, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული
საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე,
რომელიც შემდგომ გადაადგილდება საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი, 10
კმ-ის რადიუსში მდებარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული
საბაჟო კონტროლის ზონისაკენ საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით;
გ) იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე
შემოსვლისას გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საგადასახადო ორგანოს
განთავსების ადგილიდან უახლოესი, 25 კმ-ის რადიუსში მდებარე რკინიგზის სადგურისაკენ,
საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისაკენ
საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას (გარდა საბაჟო
გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვებისა) სატრანსპორტო
საშუალების მფლობელი (მესაკუთრე) თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს ზედმეტი ტვირთის
კორექტირებას, ჩამოცლას/დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას (საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ან/და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი
თანამდებობის პირის მიერ მითითებულ დაცულ ადგილას), ტვირთის დაცვას/შენახვას და
შემდგომ ტრანსპორტირებას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული
ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში
სააღსრულებო ბიურომ ჯარიმის იძულებითი გადახდევინება პრიორიტეტულად
განახორციელოს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადებით ან/და იმ
ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით, რომლითაც ჩადენილ იქნა ამ მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ბიუჯეტის
საშემოსავლო
გათვალისწინებულია
ნაწილის
ახალი
ორი
გაზრდის
სახის
კუთხით.
კერძოდ,
სამართალდარღვევის
პროექტით
განსაზღვრა,
რისთვისაც შესაბამისად გათვალისწინებულია 500 ლარიანი ჯარიმა საქართველოს
მთავრობის ნორმატიული აქტით დამტკიცებული „გარკვეული კატეგორიის ძრავიან
სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა
და გამოყენების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსრულებლობის
შემთხვევაში და 5000 ლარიანი ჯარიმა საქართველოს მთავრობის ნორმატიული
აქტით
დამტკიცებული
„გარკვეული
კატეგორიის
ძრავიან
სატრანსპორტო
საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების
შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის წესების დარღვევით საქმიანობის შემთხვევაში.
შესაბამისად, აღნიშნული ახალი სამართალდარღვევების შედეგად დაჯარიმებული
პირების მიერ გადახდილი თანხა მიექცევა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებისათვის, ვისზეც
ვრცელდება
კანონპროექტის
მოქმედება
ვინაიდან
კანონის
პროექტით
გათვალისწინებულია ახალი ორი სახის სამართალდარღვევის განსაზღვრა,
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დამტკიცებული
და
„გარკვეული
კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი
მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში განსაზღვრულია 500 ლარიანი, ხოლო
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დამტკიცებული
„გარკვეული
კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი
მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის
წესების დარღვევით საქმიანობის შემთხვევაში 5000 ლარიანი ჯარიმები, ის პირები,
რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო გადაზიდვებს/გადაყვანებს და დაარღვევენ
ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს დაჯარიმდებიან ზემოხსენებულის შესაბამისად.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას და არც მისი არსებული ოდენობის შეცვლას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი - სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო”.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1271. საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის და
ავტოსადგურის მუშაობის წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი)
სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან
შეთანხმების გარეშე
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა
გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 129 1 მუხლით გათვალისწინებული
შემთხვევებისა) წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო
საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
11. სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.
2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით
დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის
გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების
დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
3. ავტოსადგურის მუშაობის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
4. (ამოღებულია).
5. ავტოსადგურის
ფუნქციონირება
განსაკუთრებული
რეგულირების
ზონაში
თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი წესების დარღვევით –
გამოიწვევს ავტოსადგურის მესაკუთრე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის
ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა
სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან
ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
7. საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის „საერთაშორისო საავტომობილო
მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“
ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
8. საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის განმახორციელებელი საწარმოს
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების
ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით საქმიანობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარამდე.
შენიშვნა: ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი
ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი, 1 1, მე-6 და მე-7
ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება
საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო
290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას
ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.
მუხლი
1291.
ტვირთამწეობის
დადგენილი
ნორმის
ზევით
ტვირთის
გადაზიდვა
ავტოსატრანსპორტო საშუალებით
გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან
ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი
ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ
უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება 44 ტონას ან/და
ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას, −
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და სატრანსპორტო საშუალების
მესაკუთრის დაჯარიმებას თითოეულ ზედმეტ ტონაზე 500 ლარის ოდენობით (არასრულ
ტონაზე ჯარიმა გამოიანგარიშება პროპორციულად).
შენიშვნა:
1. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა აღემატება
ნებადართულ მაქსიმალურ მასას, ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) იმ ზენორმატიულ (მძიმეწონიან) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გზაზე მოძრაობს
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
უფლებამოსილ
ორგანოსთან
(უწყებასთან) შეთანხმებით, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული საბაჟო
გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც
შემდგომ გადაადგილდება საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი, 10 კმ-ის
რადიუსში მდებარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო
კონტროლის ზონისაკენ საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით;
გ) იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას
გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საგადასახადო ორგანოს განთავსების
ადგილიდან
უახლოესი,
25
კმ-ის
რადიუსში
მდებარე
რკინიგზის
სადგურისაკენ,
საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისაკენ
საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას (გარდა საბაჟო გამშვები
პუნქტის გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვებისა) სატრანსპორტო საშუალების
მფლობელი (მესაკუთრე) თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს ზედმეტი ტვირთის
კორექტირებას,
ჩამოცლას/დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას
(საქართველოს
შინაგან
საქმეთა სამინისტროს ან/და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი
თანამდებობის პირის მიერ მითითებულ დაცულ ადგილას), ტვირთის დაცვას/შენახვას და
შემდგომ ტრანსპორტირებას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის ამ
კოდექსის 290-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში
სააღსრულებო ბიურომ ჯარიმის იძულებითი გადახდევინება პრიორიტეტულად
განახორციელოს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადებით ან/და იმ
ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით, რომლითაც ჩადენილ იქნა ამ მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევა.