„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა (1)
✓ 74 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
III მოსმენა (1)
✓ 85 ✗ 0
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
II მოსმენა (2)
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
III მოსმენა (2)
✓ 101 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
(პარლამენტის უწყებანი, N002, 9.03.1996, გვ.15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2.
სახელწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი
საფუძვლები
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საქმიანობას წარმართავს
საქართველოს
კონსტიტუციის, ამ კანონის, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების, სხვა
შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების საფუძველზე.“.
2.
ა)
ბ)
მე-5 მუხლის:
1
„1 “ პუნქტი ამოღებულ იქნეს;
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე განმწესების დღიდან ენიშნებათ პერსონალური დაცვა,
რომელიც უნარჩუნდებათ 1 (ერთი) წლის ვადით უფლებამოსილების ვადის გასვლის ან
უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს
კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის,
საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობრივი
უფლებამოსილების პერიოდში პერსონალური დაცვა ენიშნებათ აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს.“;
გ)
1
მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „4 “ პუნქტი:
„41. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პერსონალური დაცვა შეიძლება
დაენიშნოს/გაუგრძელდეს:
ა)
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ან
უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 (ერთი) წლის გასვლის შემდეგ, თუ მათი უფლებამოსილების
შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი და თუ
არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
ბ)
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან
უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს
კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი, მათი ოჯახის წევრებს, თუ არსებობს
საკმარისი მონაცემები, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
გ)
ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
სხვა დასაცავ პირებს და აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს აღნიშნულ პირთა თანამდებობრივი
უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ უფლებამოსილების
შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი და თუ
არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას
საფრთხე ემუქრება.“;
დ)
მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.
საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად,
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი
და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებს,
სამთავრობო რეზიდენციებს და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს, მათ შორის საქართველოს
აეროპორტებში სამთავრობო დელეგაციებისათვის განკუთვნილ დარბაზებსა და გასასვლელებს,
რომელთა მომსახურების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
7.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა
ნუსხები, აგრეთვე დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესი და დაცვის განხორციელების პირობები
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო დაცვის მინიმალური სტანდარტები
- საქართველოს მთავრობის განკარგულებით.“;
ე)
მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8.
დაცვით სარგებლობის თაობაზე დასაცავი პირის გადაწყვეტილების შესაბამისად მის
მიმართ შეიძლება შეწყდეს ან შეჩერდეს დაცვის ღონისძიებათა განხორციელება.“.
3.
მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თავის უფლება-მოვალეობებს
ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აგრეთვე - საზღვარგარეთ,
საქართველოს
კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.
2.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური წარმოადგენს ერთიან ცენტრალიზებულ
სისტემას, რომლის შემადგენლობაში შედიან სამსახურის სტრუქტურული ერთეულები (მათ შორის
აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დანაყოფები) და სამსახურის მმართველობის
სფეროში შემავალი ორგანოები.“.
4.
მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ)
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურში იღებს მოქალაქეებს, ნორმატიული
აქტით (ბრძანებით) განსაზღვრავს სამსახურის სისტემაში კანდიდატის მიღების წესს, თანამშრომელთა
სამოხელეო ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებს, სამსახურის მმართველობის სფეროში
შემავალ ორგანოებში სამსახურის გავლის პირობებს.“.
5.
მე-8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1)
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონით განსაზღვრული
ამოცანების ფარგლებში, დაცვის ღონისძიებათა განხორციელების ადგილებზე დასაქმებული, დროებით
მყოფი ან/და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული (დასაშვები) პირების შესახებ მოითხოვოს და
მიიღოს დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის
საჭირო/აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია შესაბამისი დაწესებულებებისაგან და
პასუხისმგებელი პირებისაგან, რომლებიც ვალდებულნი არიან შეასრულონ სამსახურის კანონიერი
მოთხოვნა მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა;“.
6.
მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი:
„31.
ა)
ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში:
საკონტრაქტო-პროფესიულ ან/და კადრის სამსახურში შეიძლება მიღებული იქნეს პირი
არაუმეტეს ამ კანონის 101 მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტების შესაბამისად ვადის გაგრძელებით დასაშვები
ზღვრული ასაკის მიღწევისა;
ბ)
ვადის გაგრძელებით დასაშვებ ზღვრულ ასაკს მიღწეული პირი სამსახურში შეიძლება
მიღებული ან/და დატოვებული იქნეს მხოლოდ სამოქალაქო პირად, განუსაზღვრელი ვადით - საპენსიო
ასაკის მიღწევამდე, ხოლო შემდეგ - განსაზღვრული ვადით.“.
7.
„2.
ა)
მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თანამშრომელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილი იქნეს:
ზღვრული ასაკის მიღწევისას ან წელთა ნამსახურობის გამო;
ბ)
ჯანმრთელობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების დროს, რომლის
გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება, აგრეთვე ისეთი ტრავმის მიღების ან დაავადების
შემთხვევაში, რომელიც მას სამსახურისთვის შეუფერებელს ხდის;
გ)
კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისას, სამხედრო სავალდებულო
სამსახურის ვადის გასვლისას;
დ)
კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის;
ე)
სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო;
ვ)
სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის;
ზ)
შტატების შემცირებისას;
თ)
საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ორგანოებში არჩევისას ან დანიშვნისას;
ი)
ფიცის გატეხის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისათვის
შეუფერებელი საქციელის გამო;
კ)
დანაშაულის ჩადენისათვის, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის
საფუძველზე;
ლ)
მხარეთა შეთანხმებით, პირადი პატაკის საფუძველზე;
მ)
კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლისას;
ნ)
გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე;
ო)
სპეციალური შემოწმების შედეგებით უარყოფითი დასკვნის საფუძველზე;
პ)
საპენსიო ასაკის გამო.“.
8.
მე-15 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ შესაძლებლობის მიღებისთანავე შეატყობინოს თავის
უშუალო უფროსს და სამსახურის სამორიგეო ქვედანაყოფს, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას
დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის ხელმძღვანელ პირებს და გადასცემს შეტყობინებას საქართველოს
მთავარი პროკურატურის ცხელ ხაზზე.“.
9.
მე-16 მუხლის:
ა)
მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება გაფიცვის ან
სხვა სახის საპროტესტო აქციის მოწყობა და მასში მონაწილეობა, სამეწარმეო საქმიანობა, სახელმწიფო
დაწესებულებებში ან სხვა ორგანიზაციებში შეთავსებით მუშაობა, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური,
სპორტული ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ამ კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და ამ მუხლის
„71“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა და სამედიცინო საქმიანობისა სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის სისტემაში ამავე სფეროში დასაქმების შემთხვევაში.“;
ბ)
მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „71“ პუნქტი:
„71.
პირი, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო
სამსახურში იხდის სამხედრო ვალდებულებას, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება
გათავსუფლდეს შეთავსებით მუშაობის შეზღუდვისაგან, სამსახურიდან თავისუფალ დროს.“.
10.
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი:
„21.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განსაკუთრებულ გარემოებებში, კერძოდ,
სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა უსაფრთხოების მიზნით ამ კანონის მე-8 მუხლის „დ“„ვ“ ქვეპუნქტებით და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის
შეპყრობისას, საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან
დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას
მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს
(მემკვიდრეს) სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან,
სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება
100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების
ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სამსახური ასევე ანაზღაურებს ნეშტის
გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.“.
მუხლი 2.
1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა საქართველოს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარდგინებით უზრუნველყოს „საქართველოს
აეროპორტების სამთავრობო დარბაზებსა და გასასვლელებში ოფიციალური დელეგაციების, მაღალი
რანგის თანამდებობის პირებისა და საპატიო სტუმრების მომსახურების წესის დამტკიცების თაობაზე“
და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების,
დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესისა და დაცვის განხორციელების პირობების განსაზღვრის თაობაზე“
საქართველოს მთავრობის დადგენილებების მიღება.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე მიმდინარე დაცვის ღონისძიებათა შემდგომი განხორციელების
საკითხი დარეგულირდეს ამ კანონით განსაზღვრული ვადებისა და წესების დაცვით.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა)
ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების ძირითად მიზეზს წარმოადგენს კანონში არსებული რიგი
კოლიზიური ნორმების შესწორება და კანონის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან
შესაბამისობის უზრუნველყოფა. ასევე, სახელმწიფო დაცვის სპეცილაური სამსახურის
ადამიანური და მატერიალური რესურსების ოპტიმალური განაწილება, სამსახურში
მიღების, სამსახურის გავლისა და სამსახურიდან დათხოვნის ზოგიერთი საკითხის მეტი
მოწესრიგება, სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების
შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ შესაბამისი თანამდებობის პირთათვის შეტყობინების
გაგზავნის ქმედითი სისტემის შექმნა, დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრთა
სოციალური დაცვის გარანტიების დაწესება, უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი
ოჯახის წევრთა დაცვის ღონისძიებათა ორგანიზების უზრუნველყოფა და სამსახურის
ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო დაცვის სპეცილაური სამსახურის მიერ
მასზე დაკისრებული უფლება/მოვალეობების უფრო ქმედითი და შეუფერხებელი
განხორციელების უზრუნველყოფას. კანონში არსებული რიგი კოლიზიური ნორმების
შესწორებას. ასევე, კანონის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის
უზრუნველყოფას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში:
1.
მიზანშეწონილია, რომ კანონის მე-2 მუხლში, სამსახურის საქმიანობის
სამართლებრივ საფუძვლებად შესაბამის კანონებთან ერთად დასახელდეს საქართველოს
მთავრობის დადგენილებები და განკარგულებები, სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
2.
კანონის მე-5 მუხლში „11“ პუნქტის ამოღება და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის
წარმოდგენილი რედაქციით ჩამოყალიბება არსებულ კოლიზიას გამორიცხავს. მე-4 პუნქტი
უფლებამოსილების ვადის გასვლის/შეწყვეტის შემდეგ სავალდებულო წესით დაცვის
შენარჩუნებას
ითვალისწინებს
ერთი
წლით
საქართველოს პრემიერ-მინისტრის,
საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის. ასევე
ადგენს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტისა და
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობრივი უფლებამოსილების
პერიოდში პერსონალური დაცვა ენიშნებათ მათი ოჯახის წევრებს. გარდა ამისა, მე-5 მუხლის
მე-4 პუნქტში ჩნდება ჩანაწერი იმის შესახებ, რომ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა არ
უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და დანაშაულის ჩადენის შედეგი.
მე-5 მუხლს ემატება „41“ პუნქტი, რომლის თანახმად საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან
ერთი წლის გასვლის შემდეგ, მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების
შეწყვეტის შემდეგ მათივე ოჯახის წევრებს, აგრეთვე უფლებამოსილების ვადის გასვლის ან
უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ სამსახურის სხვა დასაცავ პირებს და მათი ოჯახის
წევრებს დაცვა შეიძლება დაენიშნოთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით
შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე და იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ პირთა
უფლებამოსილების შეწყვეტა არ იქნება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და
დანაშაულის ჩადენის შედეგი.
მე-5 მუხლის მე-6 პუნქტში დასაცავ ობიექტთა შორის სახელმწიფო ობიექტებთან
ერთად სახელდება სხვა მნიშვნელოვანი
ობიექტები, მათ შორის საქართველოს
აეროპორტების სამთავრობო და განსაკუთრებით მნიშვნელოვან პირთათვის გამოყოფილი
დარბაზები და გასასვლელები, ხოლო ამ კონკრეტულ ობიექტზე მომსახურების წესის და
პირობების განსაზღვრის უფლებამოსილება ენიჭება საქართველოს მთავრობას;
მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს არა
მხოლოდ სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხებს, არამედ - დაცვის
დანიშვნა-გამოყოფის წესს, დაცვის განხორციელების პირობებს და მინიმალურ სტანდარტებს.
გადა ამისა მე-8 პუნქტის სახით ჩნდება ჩანაწერი იმის შესახებ, რომ დაცვით სარგებლობაზე
დასაცავი პირის გადაწყვეტილების შესაბამისად, მის მიმართ შეიძლება შეწყდეს ან შეჩერდეს
დაცვის ღონისძიებათა განხორციელება.
3. კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღინიშნება, რომ სამსახური თავის უფლებამოვალეობებს ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ
საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.
კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის წარმოდგენილი რედაქციის თანახმად, სამსახურის
სისტემის შემადგენლობაში შედიან სამსახურის სტრუქტურული ერთეულები (მათ შორის
აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დანაყოფები) და სამსახურის
მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოები (იგულისხმება სამსახურის სახელმწიფო
კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები);
4.
კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში აღინიშნება, რომ
სამსახურის უფროსი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურში იღებს მოქალაქეებს,
განსაზღვრავს სამსახურის სისტემაში კანდიდატთა მიღების წესს და სამოხელეო
ურთიერთობათა მარეგულირებელ ნორმებს, აგრეთვე სამსახურის გავლის პირობებს
სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ ორგანოებში;
5.
კანონის მე-8 მუხლს ემატება „დ1“ პუნქტი, რომელიც დაცვის ღონისძიებათა
განხორციელების ადგილებზე დასაქმებული, დროებით მყოფი ან/და სახელმწიფო
საიდუმლოებასთან დაშვებული (დასაშვები) პირების შესახებ ინფორმაციისა და
დოკუმენტაციის
მიწოდებაზე
სამსახურის
კანონიერი
მოთხოვნის
შესრულების
ვალდებულებას აკისრებს
შესაბამის პირებს და დაწესებულებებს მიუხედავად მათი
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
6.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-10 მუხლში ემატება მე-31 პუნქტი, რომელიც ამავე კანონის მე-101 მუხლით
გათვალისწინებული თანამშრომელთა ზღვრული ასაკების მხედველობაში მიღებით,
სამსახურის გავლის სახეების (განსაზღვრულია კანონის მე-51 მუხლით) მიხედვით ადგენს, თუ
მოსამსახურეთა რომელ კატეგორიაშია შესაძლებელი კანდიდატის სამსახურში მიღება ან
პირის სამსახურში დატოვება მისი ასაკიდან გამომდინარე. ამასთან, საპენსიო ასაკის მიღწევის
შემდეგ თანამშრომელს განესაზღვრება სამსახურის ვადა შესაბამისი ბრძანებით ან შრომითი
ხელშეკრულებით.
7.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის პრეამბულის მოქმედი რედაქცია - „თანამშრომელს სამსახურიდან
დაითხოვენ“, იცვლება და ყალიბდება შემდეგი რედაქციით - „თანამშრომელი სამსახურიდან
შეიძლება დათხოვნილი იქნეს“, ხოლო შესაძლო დათხოვნის საფუძვლებს ემატება - „საპენსიო
ასაკის გამო“.
8.
კანონის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით და
ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი
ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ შესაძლებლობის მიღებისთანავე
შეატყობინოს თავის უშუალო უფროსს და სამსახურის სამორიგეო ქვედანაყოფს, რომელიც
აღნიშნულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის ხელმძღვანელ პირებს და
გადასცემს შეტყობინებას საქართველოს მთავარი პროკურატურის ცხელ ხაზზე.
9.
მე-16 მუხლის მე-7 პუნქტში შეთავსებით საქმიანობის დასაშვებ
გამონაკლისებში სახელდება ამავე მუხლის მე-71 პუნქტიც, ხოლო აღნიშნული პუნქტი ემატება
წარმოდგენილი ცვლილებებით და ითვალისწინებს, რომ სამსახურის უფროსის ბრძანებით
შეთავსებით მუშაობის შეზღუდვისაგან სამსახურისაგან თავისუფალ დროს შეიძლება
გათავისუფლდეს პირი, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში.
10. მე-17 მუხლს ემატება „მე-21” პუნქტი, რომლის თანახმად სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისას განსაკუთრებულ გარემოებებში, კერძოდ, სამსახურის დასაცავ
პირთა და დაცვის ობიექტთა უსაფრთხოების მიზნით ამ კანონის მე-8 მუხლის „დ“-„ვ“
ქვეპუნქტებით და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას,
დამნაშავის შეპყრობისას, საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ
საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და
ქონების გადარჩენისას მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად
გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურისთვის საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის მიერ
გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი)
ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა
500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სამსახური ასევე ანაზღაურებს ნეშტის გადასვენებასთან
დაკავშირებულ ხარჯებს.
გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს
მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა საქართველოს სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის წარდგინებით უნდა უზრუნველყოს „საქართველოს
აეროპორტების სამთავრობო დარბაზებსა და გასასვლელებში ოფიციალური დელეგაციების,
მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და საპატიო სტუმრების მომსახურების წესის
დამტკიცების თაობაზე“ და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და
დაცვის ობიექტთა ნუსხების, დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესისა და დაცვის
განხორციელების პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის
დადგენილებების მიღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ხარჯების
დაფინანსება
შესაბამისად
განხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დამტკიცებული
საბიუჯეტო ასიგნებების და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით
სახელმწიფო კომპენსაციებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო
აუცილებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურსათვის გამოყოფილ ასიგნებებზე, თუმცა შესაძლოა გავლენა
იქონიოს დასაცავ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასაწევი ხარჯების დაზოგვის
თვალსაზრისით იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული
კანონპროექტით გათვალიწინებული ყოფილი უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების
უფლებამოსილების გასვლიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ დაცვის გაგრძელების
თაობაზე.
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე ზრდის მიმიართულებით, ვინაიდან კანონპროექტის მიღების შემდეგ,
სამსახურებრივი
მოვალეობების
შესრულებისას
განსაკუთრებულ
გარემოებებში
მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს მიეცემათ ერთჯერადი
ფულადი დახმარება - 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით, დაკრძალვის (საფლავის
მოწყობის) ხარჯები - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და ნეშტის გადასვენებასთან
დაკავშირებული ხარჯები, აგრეთვე - ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო სახელმწიფო
კომპენსაციის დანიშვნის შესაძლებლობა. შესაძლო გავლენის ოდენობა დამოკიდებული
იქნება გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
წარმოეშობა.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მოქმედებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს იმ პირთა ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის მოქმედება იმ შემთხვევაში თუ
საპენსიო ასაკის დადგომა გახდება მოსამსხურის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი.
დღეის მდგომარეობით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დასაქმებულია 45
საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომელი, რომელთა ყოველთვიური შრომის
ანაზღაურების ოდენობები განსაზღვრულია 500 - დან 1400 ლარის ფარლებში.
კანონპროექტის მიღების შემდეგ, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას
განსაკუთრებულ გარემოებებში მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მისი ოჯახის
წევრებს მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება - 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით,
დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯები - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და ნეშტის
გადასვენებასთან დაკავშირებული ხარჯები, აგრეთვე - ოჯახის წევრის გარდაცვალების
გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესაძლებლობა. შესაძლო გავლენის ოდენობა
დამოკიდებული იქნება გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ აწესებს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. იგი ითვალისწინებს
სამსახურებრივი
მოვალეობების
შესრულებისას
განსაკუთრებულ
გარემოებებში
მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებისთვის ერთჯერადი
მატერიალური დახმარების გაწევას და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის იმ
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება.
მუხლი 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი
საფუძვლები
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობა განისაზღვრება საქართველოს
კონსტიტუციით, ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით
მუხლი 5. დასაცავი პირები და დაცვის ობიექტები
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირები არიან:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
ვ) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;
ზ) (ამოღებულია – 24.06.2011, №4953);
თ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს საკანონმდებლო და
აღმასრულებელ ხელისუფლებათა ორგანოების ხელმძღვანელები;
ი) (ამოღებულია – 24.06.2011, №4953);
კ) (ამოღებულია – 24.06.2011, №4953);
ლ) საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის სახელმწიფო მეთაური;
მ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების
პერიოდში.
11. საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე
ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში.
საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ
პერსონალური
დაცვა
და
იგი
უნარჩუნდებათ
საქართველოს
პრეზიდენტის
უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე.
2. (ამოღებულია – 18.01.2013, №206).
3. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს
ან მოეხსნას:
ა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, საქართველოს პარლამენტის
წევრს, საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების
ხელმძღვანელს, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის
პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს, თუ
არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და
ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
ბ) საქართველოში ვიზიტით მყოფ უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს,
საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, საქართველოში დიპლომატიური მისიის
ხელმძღვანელს;
გ) „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა
სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირებს;
დ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სხვა პირებს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო თანამდებობის პირს, აგრეთვე
მისი ოჯახის წევრებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან
თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ არსებობს
საკმარისი მონაცემები, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას
საფრთხე ემუქრება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება დაენიშნოს
პერსონალური დაცვა.
5. პერსონალური დაცვის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახური იცავს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს
ორგანოთა ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებს, სამთავრობო რეზიდენციებსა და სხვა
მნიშვნელოვან სახელმწიფო შენობა-ნაგებობებს.
7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხას და დაცვის ობიექტთა
ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანიზაციული სისტემა და
სტრუქტურა
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, რომლის შემადგენლობაში შედიან
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სტრუქტურული ერთეულები, თავის
მოვალეობას ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური წარმოადგენს ცენტრალიზებულ სისტემას.
3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის
დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის კომპეტენცია
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი,
რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს
პრემიერ-მინისტრი.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი:
ა) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს;
ბ) ნორმატიული აქტებით ამტკიცებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
შინაგანაწესს, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს, სამსახურის
სტრუქტურული დანაყოფების ან/და მათი ქვედანაყოფების სახელმძღვანელო და სამსახურის
საქმიანობის ცალკეული მიმართულებების მარეგულირებელ წესდებებსა და ინსტრუქციებს;
სამსახურის თანამშრომლებისა და სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის სხვა პირების
წახალისების მიზნით აწესებს უწყებრივ ჯილდოებს და ამტკიცებს მათი გადაცემის წესს;
გ) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილისა და
სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის უფროსის უფლებამოსილებებს;
დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის
მოადგილეს (მოადგილეებს);
ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის ხელმძღვანელებთან
შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის დანაყოფების ხელმძღვანელებს და სხვა თანამშრომლებს;
ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურში იღებს მოქალაქეებს;
თ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს კანონით დადგენილი წესით
ანიჭებს სპეციალურ წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით, სამხედრო სავალდებულო
სამსახურში ჩარიცხულ პირს – რიგითის სამხედრო წოდებას;
ი) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს;
კ)
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
გამოსცემს
ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს; კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით
გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას;
ლ) აუცილებლობის შემთხვევაში, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს
ერთობლივ ბრძანებასა და სხვა აქტს;
მ) კანონით დადგენილი წესით განკარგავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;
ნ)
ცალკეულ
შემთხვევაში
სახელმწიფო
დაცვის
სპეციალურ
სამსახურში
მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიზნით ადგენს პერსონალურ
თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს;
ო) ორგანიზებას უწევს სამსახურის თანამშრომელთა ოპერატიულ, საბრძოლო და სპეციალურ
მომზადებას, ამ მიზნით ამტკიცებს შესაბამის პროგრამებს, ინდივიდუალურ-სამართლებრივი
აქტით განსაზღვრავს სპეციალურ ნორმატივებსა და სახელმძღვანელო სტანდარტებს,
ამტკიცებს სამსახურის პასუხისმგებელ პირთა მორიგეობის განრიგს და დაცვითი
ღონისძიებების გეგმებს, განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების სამუშაო
რეჟიმს, პ ასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებისთვის;
პ) წარმოადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს შესაბამის საერთაშორისო
ორგანიზაციებში;
ჟ) სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით
გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს გასცემს ნებართვებს მათ
თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და
საქართველოდან გატანის შესახებ, რის თაობაზედაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურს.
3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება, ინსტრუქცია და
მითითება სავალდებულოა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მთელი სისტემისა
და თანამდებობის პირებისათვის.
4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის
მოვალეობას მისივე ბრძანებით ასრულებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
უფროსის მოადგილე.
მუხლი 8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებები
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უფლება აქვს:
ა) დაცვის ღონისძიების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიზნით მოიზიდოს
საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოთა ძალები და საშუალებები, მათთან წინასწარი შეთანხმების
საფუძველზე;
ბ) დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით
მიიღოს ოპერატიული ცნობები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და სხვა სახელმწიფო
უწყებებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) საკუთარი ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
კადრში დატოვებით დანიშნოს სამსახურის თანამშრომლები სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს
წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად;
დ) კანონის ფარგლებში მოითხოვოს დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების
უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო ქმედებების განხორციელება სახელმწიფო
დაწესებულებებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, მიუხედავად მათი
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა;
ე) დაცვითი ღონისძიების განხორციელებისას დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების
უსაფრთხოების მიზნით შეამოწმოს ცალკეული ობიექტები და ტერიტორიები, აგრეთვე
დაცვის ობიექტებზე ან ღონისძიების მიმდინარეობის ადგილზე შემსვლელი პირები და
მოითხოვოს მათგან ნივთებისა და იარაღის დროებით სამსახურის თანამშრომლისთვის
ჩაბარება, ღონისძიების დასრულებამდე გაათავისუფლოს შესაბამისი ობიექტები გარეშე
პირებისგან, სატრანსპორტო საშუალებებისგან და სხვა ხელის შემშლელი საგნებისგან,
დალუქოს ობიექტები და დროებით შეზღუდოს აღნიშნულ ადგილებზე დაშვება;
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებით შეუძლებელია
სრულყოფილი დაცვის უზრუნველყოფა,
შეზღუდოს ფეხით მოსიარულეთა და
სატრანსპორტო
საშუალებების
მოძრაობა,
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განახორციელოს ადმინისტრაციული
დაკავება და მიყვანა, პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა, სატრანსპორტო საშუალებების,
ნივთებისა და დოკუმენტების დროებით ჩამორთმევა;
ვ) დაცვითი ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფის მიზნით შექმნას და გამოიყენოს
საინფორმაციო სისტემები, კონსპირაციის უზრუნველსაყოფად გამოიყენოს ოპერატიულ
მუშაობაში ჩართული პირების, ობიექტებისა და ტექნიკის შესანიღბი დოკუმენტები და
საშუალებები; ღონისძიებათა განხორციელებისას ხელშეკრულების ან ზეპირი შეთანხმების
საფუძველზე გამოიყენოს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების, აგრეთვე კერძო პირების
საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი სადგომები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება; გამოიყენოს სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირების ნებაყოფლობითი, უსასყიდლო ან სასყიდლიან საფუძველზე დამყარებული კონფიდენციალური თანამშრომლობა. აკრძალულია
კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის,
საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების, საქართველოს უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების, გენერალური აუდიტორის , საქართველოს
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის,
პროკურორის, ადვოკატისა და გამომძიებლის კონფიდენციალური ხელშეწყობის გამოყენება.
მუხლი 10. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები არიან:
ა) საკონტრაქტო მოსამსახურეები − პირები, რომლებიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ
სამსახურში იხდიან სამხედრო ვალდებულებას შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე;
ბ)
საკონტრაქტო-პროფესიული
მოსამსახურეები−პირები,
რომლებსაც
გავლილი აქვთ
სავალდებულო სამხედრო სამსახური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
პირად შემადგენლობაში ჩარიცხვით სამსახურს გადიან უმცროსი სპეციალური წოდებით;
გ) კადრის მოსამსახურეები − პირები, რომლებსაც მოხდილი აქვთ სამხედრო ვალდებულება
(გარდა ქალებისა) და სამსახურს გადიან საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდებით;
დ) სამოქალაქო პირები−პირები, რომლებიც სპეციალური წოდების მინიჭების გარეშე
ინიშნებიან ვაკანტურ საშტატო თანამდებობებზე ან მიიღებიან შრომითი ხელშეკრულების
საფუძველზე;
ე) სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის
საფუძველზე ჩაირიცხნენ.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში პირის მიღების წესს განსაზღვრავს ეს კანონი
და ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
3. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის
თანამდებობაზე საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს ოფიცრის
სახელმწიფო სპეციალური წოდების ან ოფიცრის სამხედრო წოდების არმქონე საქართველოს
მოქალაქე 35 წლის ჩათვლით, რომელსაც მოხდილი აქვს სამხედრო ვალდებულება (გარდა
ქალისა), ხოლო საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე
კადრის სამსახურში – არა უმეტეს 30 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს
საქართველოს სახელმწიფო ენას და პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური
მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს დაკისრებული
მოვალეობები. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში სამსახურში
მიიღოს და პირად შემადგენლობაში ჩარიცხოს პირი ასაკის მიუხედავად. ასაკთან
დაკავშირებული შეზღუდვა არ ვრცელდება:
ა) პირზე,
რომელიც ინიშნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ
ან
მასთან
შეთანხმებით;
ბ) განთავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში;
გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იმ სახელმწიფო უწყებიდან გადმოსვლით
მიღებისას, რომელშიც დაწესებულია სამხედრო წოდებები ან „სახელმწიფო სპეციალური
წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდებები.
4. პირი უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე ინიშნება კონტრაქტის
საფუძველზე, ხოლო საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე
–
კადრის
ოფიცრად,
გარდა
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტის
„ა“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული პირისა. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ
სამსახურში შეიძლება ხელშეკრულებით მიიწვიონ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
4 1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის მოსამსახურეს ენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ინიშნება უმცროსი
წოდების შესაბამის თანამდებობაზე.
5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კომპეტენცია
განისაზღვრება მის მიერ დაკავებული საშტატო თანამდებობის გათვალისწინებით, ხოლო
შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანამშრომლის კომპეტენცია−შრომითი
ხელშეკრულების გათვალისწინებით. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, როგორც
სპეციალურ გასამხედროებულ დაწესებულებაში, შესაბამისი ნორმატიული აქტით შეიძლება
დადგინდეს სამსახურის გავლის დამატებითი მოთხოვნები.
6. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვისას თანამშრომელი (გარდა ამ
მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა) იხსნება სამხედრო
აღრიცხვიდან
და
ირიცხება
სახელმწიფო
დაცვის
სპეციალური სამსახურის
პირად
შემადგენლობაში.
7. პირი, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულებას
იხდის საკონტრაქტო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან
ბრალეულობით კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურიდან დათხოვნილ
იქნება მინიჭებული სპეციალური წოდების ჩამორთმევით, ნამსახურობის პერიოდის
ჩაუთვლელად. აღნიშნული პირი საერთო წესით დაექვემდებარება სამხედრო სავალდებულო
სამსახურში გაწვევას და ფინანსურ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
8. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში არ მიიღება:
ა) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ან კანონიერ ძალაში შევიდა
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, აგრეთვე ნასამართლობის მქონე პირი;
ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან ქრონიკული სნეულებით
დაავადებული პირი, აგრეთვე
ისეთი დასახიჩრების ან
დაავადების, ფიზიკური ან
ინტელექტუალური მონაცემების მქონე პირი, რომელიც/რომლებიც მას სამსახურისთვის
შეუფერებელს ხდის;
გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებული ან მხარდაჭერის მიმღებად
ცნობილი პირი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი;
ე) პირი სპეციალური შემოწმების შედეგებით უარყოფითი დასკვნის საფუძველზე, აგრეთვე
კანდიდატი მისი წინა ნამსახურობის უარყოფითად შეფასების საფუძველზე.
მუხლი 11. სამსახურის შეწყვეტის საფუძვლები
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა;
ბ) თანამშრომლისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
გ) თანამშრომლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობა კანონით
დადგენილი წესით;
დ) თანამშრომლის გარდაცვალება.
2. თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვენ:
ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას ან წელთა ნამსახურობის გამო;
ბ) ჯანმრთელობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების დროს, რომლის
გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება, აგრეთვე ისეთი ტრავმის მიღების ან
დაავადების შემთხვევაში, რომელიც მას სამსახურისთვის შეუფერებელს ხდის;
გ)
კონტრაქტით
გათვალისწინებული
ვადის
გასვლისას,
სამხედრო
სავალდებულო
სამსახურის ვადის გასვლისას;
დ) კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის;
ე) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო;
ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის;
ზ) შტატების შემცირებისას;
თ) საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ორგანოებში არჩევისას ან დანიშვნისას;
ი) ფიცის გატეხის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისათვის
შეუფერებელი საქციელის გამო;
კ) დანაშაულის ჩადენისათვის, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის
საფუძველზე;
ლ) მხარეთა შეთანხმებით, პირადი პატაკის საფუძველზე;
მ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლისას;
ნ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე;
ო) სპეციალური შემოწმების შედეგებით უარყოფითი დასკვნის საფუძველზე.
3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის
შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.
სამსახურის ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში პირი ამოირიცხება სამსახურის
პირადი შემადგენლობიდან.
მუხლი 15. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება
1.
სახელმწიფო
დაცვის
სპეციალური
სამსახურის
თანამშრომელს
სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულების დროს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს
სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის განკარგულებაში არსებული
იარაღის შენახვისა და ტარების წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა და სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის ნორმატიული აქტები.
3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს უკიდურესი
ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:
ა) მოქალაქისა და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას
უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;
გ) მძევლების გასათავისუფლებლად;
დ) დაკავების ადგილიდან გაქცევის აღსაკვეთად;
ე) მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად. ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი
წინააღმდეგობას უწევს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ან
ცდილობს გაქცევას;
ვ) მოქალაქეთა ბინებზე, დაცულ ობიექტებზე, სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი
ორგანიზაციების, კერძო საკუთრების ობიექტებზე თავდასხმის მოგერიებისას;
ზ) მოქალაქეთა დაცვისას საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან;
თ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად;
ი) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების
დასაზიანებლად, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს
ან ჯანმრთელობას, მძღოლი კი არ ემორჩილება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
თანამშრომლის არაერთგზის მოთხოვნას გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება.
5. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი
გამოყენების შესახებ; აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.
6. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება:
ა) შეიარაღებული საბრძოლო ტექნიკით. ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური
საშუალებებით მოულოდნელი თავდასხმისას;
ბ) თუ დაკავებული გაიქცა სატრანსპორტო საშუალებით, სატრანსპორტო საშუალებიდან, ან
შეზღუდული ხილვადობის, ან ტყიან ადგილებში;
გ) თუ დამნაშავე დაკავების დროს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს;
დ) დაკავებულის შეიარაღებული გაქცევისას.
7. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლოა სხვა
პირთა დაშავება, აგრეთვე ცეცხლსაშიშ ან აფეთქებადსაშიშ ადგილებში, ასევე ორსულობის,
მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, იმ
შემთხვევის გარდა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ესხმიან თავს, რაც საფრთხეს უქმნის
მოქალაქის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლეს.
8. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის თანამშრომელი მოვალეა ყოველი ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად, დაზარალებულისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების
გასაწევად.
9.
სახელმწიფო
დაცვის
სპეციალური
სამსახურის
თანამშრომელი
ვალდებულია
დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და პროკურორს. რომ გამოიყენა ცეცხლსასროლი
იარაღი.
10. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი
იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
11. აკრძალულია ისეთი სახის ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის გამოყენება,
რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან და იკრძალება საერთაშორისო
კონვენციებითა და სხვა საერთაშორისო აქტებით.
მუხლი 16. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სტატუსი
1.
სახელმწიფო
სავალდებულო
დაცვის
სპეციალური
სამსახურის
მოსამსახურე
არის
სამხედრო
სამსახურის
სამხედრო
მოსამსახურე,
სპეციალური
წოდების
მქონე
საკონტრაქტო მოსამსახურე ან თანამშრომელი, რომლის სტატუსი განისაზღვრება ამ კანონითა
და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის
თავისებურებები განისაზღვრება მისი სამსახურებრივი უფლებებითა და მოვალეობებით, რაც
დაკავშირებულია მისსავე სამსახურებრივი ამოცანების შესრულებასთან.
3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას არის ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო.
4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს ეძლევა სამსახურის უფროსის
ბრძანებით დადგენილი ნიმუშის პირადობის მოწმობა.
5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურისათვის სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შეურაცხყოფა, მუქარა,
წინააღმდეგობის გაწევა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა
მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით იწვევს საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
6 . სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია შეასრულოს
მიღებული ბრძანება. მას უფლება აქვს, არ შეასრულოს ბრძანება, რომელიც აშკარად
კანონსაწინააღმდეგოა, და გაასაჩივროს იგი ზემდგომ თანამდებობის პირთან ან
სასამართლოში. კანონსაწინააღმდეგო ბრძანების შესრულებისას პასუხისმგებლობის წესი
განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება გაფიცვის ან სხვა
სახის საპროტესტო აქციის მოწყობა და მასში მონაწილეობა, სამეწარმეო საქმიანობა,
სახელმწიფო დაწესებულებებში ან სხვა ორგანიზაციებში შეთავსებით მუშაობა, გარდა
სამეცნიერო, პედაგოგიური, სპორტული ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ამ კანონის მე-8
მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და სამედიცინო საქმიანობისა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში ამავე სფეროში დასაქმების
შემთხვევაში.
8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას უფლება აქვს ამ კანონით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს
სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.
მუხლი 17. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის დაცვას სახელმწიფო
უზრუნველყოფს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სოციალური
დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხები განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სახელმწიფო
დაცვის
კანონმდებლობის
სპეციალური
სამსახური
შესაბამისად უზრუნველყოფს
თანამშრომლებს საქართველოს
სიცოცხლისა
და
ჯანმრთელობის
სავალდებულო დაზღვევით. ზარალ ს , რომელიც მიადგა სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თუ ეს არ არის მისი
უკანონო ქმედების შედეგი, მას სრულად აუნაზღაურებს სამსახური. სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისას
სამსახურის
თანამშრომლის
დაინვალიდების
ან/და
დასახიჩრების, ტრავმის მიღების, დაღუპვის ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული
ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევა არის სადაზღვევო რისკი, რომლის დროსაც
თანამშრომელს ან მის ოჯახს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისათვის
გამოყოფილი ასიგნებებიდან სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) სხეულის მძიმე დაზიანებისას ან/და დაინვალიდებისას – 7000 (შვიდი ათასი) ლარი;
ბ) სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4000 (ოთხი ათასი) ლარი;
გ) სხეულის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი;
დ) გარდაცვალებისას − 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი. ამასთანავე, სამსახური აანაზღაურებს
ნეშტის გადასვენებასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
3. განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურების ფარგლებში დაზღვევის ხელშეკრულებით
შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ამ კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი ან
დამატებითი პირობები. შესაბამისი ლიცენზიის მქონე სადაზღვევო ორგანიზაცია შეირჩევა
სახელმწიფო შესყიდვის წესით. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, ისარგებლოს
მისთვის სასურველი სადაზღვევო ორგანიზაციის მომსახურებით, რომლის უზრუნველყოფაც
განხორციელდება სამსახურის
უფროსის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის შესაბამისად. თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალდებულო
დაზღვევა
არ
ითვალისწინებს სახელმწიფო
გათვალისწინებული ხარჯების,
უკანონო
და
ქმედებით
მუნიციპალური
ან
პროგრამებით
თვითდაშავებით
მიღებული
დაზიანების მკურნალობის ხარჯების, ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ნივთიერების
ზემოქმედების გამო მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯების და კოსმეტიკური ან
არასამედიცინო მიზნით მკურნალობის ხარჯების დაფარვას. თანამშრომლის ჯანმრთელობის
სავალდებულო დაზღვევა ითვალისწინებს:
ა) ყოველწლიური სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს;
ბ) სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს;
გ) სამედიცინო კონსულტაციების მიღების ხარჯებს;
დ) ამბულატორიული მკურნალობის (ყველა ტიპის ლაბორატორიული გამოკვლევა,
ფუნქციური დიაგნოსტიკა), მკურნალი ექიმისა და სპეციალისტების ხარჯებს;
ე) ჰოსპიტალური მკურნალობის ხარჯებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში საოპერაციო
ხარჯებსაც მოიცავს;
ვ) სამედიცინო დაწესებულების რეცეპტით შეძენილი მედიკამენტების ღირებულების 80
პროცენტის დაფარვის ხარჯებს.
31 . სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების
მიზნით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობებად ითვლება:
ა) თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება;
ბ) ხელმძღვანელი პირის ბრძანების, განკარგულების, დავალების ან დასახული ამოცანის
შესრულება;
გ) სასწავლო, საწვრთნელ-სავარჯიშო და სხვა სამსახურებრივ შეკრებებში მონაწილეობა;
დ)
სამუშაო
ადგილზე,
სამსახურებრივი
საჭიროებით
განპირობებულ
ან
მასთან
დაკავშირებულ ადგილზე ყოფნა;
ე) სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნა, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების
დროს მიღებული დაზიანების ან ავადმყოფობის გამო სამკურნალოდ ყოფნა;
ვ) სამსახურის ადგილამდე მგზავრობა ან დაბრუნება;
ზ) ტყვეობაში, მძევლად (გარდა ნებაყოფლობით დანებებისა ან მოწინააღმდეგის მხარეს
გადასვლისა) ან ინტერნირებულად ყოფნა;
თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის,
პატივისა და ღირსების დაცვა;
ი) სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა;
კ)
სხვაგვარი
ქმედება,
რომელიც
სასამართლომ
საზოგადოებისა
და
სახელმწიფოს
ინტერესების დაცვისათვის ჩადენილად ცნო;
ლ) უკანონოდ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების მოხდის პერიოდი.
4. (ამოღებულია).
5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის, სამსახურიდან დათხოვნილი
პირისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას კანონმდებლობით
დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო.
6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაღუპული (გარდაცვლილი)
თანამშრომლის ოჯახს შეუნარჩუნდება ბინის მიღების უფლება იმ საფუძვლითა და
პირობებით, რაც მას დაღუპვამდე (გარდაცვალებამდე) ჰქონდა.
7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს
სახელმწიფო უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებით; სამედიცინო მომსახურების წესი
და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს უფასოდ
ისარგებლოს საქალაქო, საგარეუბნო და ადგილობრივი მიმოსვლის ყველა სახის სახელმწიფო
ტრანსპორტით (ტაქსის გარდა).
9.
სახელმწიფო
დაცვის
სპეციალურ
სამსახურში
მიღებულ
სამოქალაქო
პირებზე
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვრცელდება საკონტრაქტო, საკონტრაქტოპროფესიული და კადრის მოსამსახურისათვის დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები,
აგრეთვე სამსახურის დისციპლინური წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
10. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იმ სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეთა
გადმოსვლის შემთხვევაში, სადაც მათ მიენიჭათ სამხედრო ან „სახელმწიფო სპეციალური
წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდება,
აღნიშნულ მოსამსახურეებს შეუნარჩუნდებათ ამ სახელმწიფო უწყებებში მუშაობის სტაჟი.
11. საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას უფლება აქვთ, სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისათვის დაადგინონ სოციალური დაცვის
დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ
კანონით.
12.
სახელმწიფო
ჯანმრთელობის
დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სიცოცხლისა და
დაცვა
უზრუნველყოფილია
სამსახურის
გავლისათვის
ჯანსაღი
საყოფაცხოვრებო პირობების შექმნით, სამსახურისათვის დამახასიათებელი რისკფაქტორების
შემცირების
ღონისძიებათა
სისტემით,
რომელსაც
ახორციელებს
სამსახურის
ხელმძღვანელობა.
13. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი და
სოციალური დაცვის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონით „სამხედრო
მოსამსახურის სტატუსის შესახებ.