„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა (1)
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა (1)
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 82 ✗ 0
II მოსმენა (2)
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა (2)
✓ 93 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) მე-5
მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო)
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების
დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის
„11“ პუნქტით, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „21“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად
გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა
ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
მუხლი 2.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17
მუხლის „21“ პუნქტით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ გარემოებებში ამ კანონის
ამოქმედებამდე გარდაცვლილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების
ოჯახის წევრებს ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიღების უფლება
წარმოეშობათ ამ კანონის ძალაში შესვლის დღიდან.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა)
ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ”
საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ”-„პ“ ქვეპუნქტების და 221-ე მუხლის
თანახმად, „ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო” სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ
საქართველოს შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმ
მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, რომლებიც დაიღუპნენ განსაკუთრებულ შემთხვევებში
სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ან/და ამ დროს მიღებული ჭრილობების გამო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებისათვის „განსაკუთრებული
შემთხვევების” განმსაზღვრელ გარემოებად ზემოაღნიშნული კანონი მიიჩნევს „საქართველოს
შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს
კანონის თანახმად საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის
განხორციელებას. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი და
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე
მუხლის მე-10 პუნქტი „განსაკუთრებულ შემთხვევად” განიხილავს - კანონით
გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებას, სამართალდარღვევის
აღკვეთას, დამნაშავის შეპყრობას, დამნაშავეობასთან ბრძოლას, საზოგადოებრივი წესრიგის
დაცვას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებას, სამსახურებრივ საქმიანობასთან
დაკავშირებით თავდასხმას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების
გადარჩენას, ხოლო „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 553-ე
მუხლის პირველი პუნქტი „განსაკუთრებულ შემთხვევად” თვლის ხანძრის ჩაქრობას ან/და
სამაშველო/საავარიო-სამაშველო სამუშაოებს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და
ქონების გადასარჩენად.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისთვის „სახელმწიფო
კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი
აღნიშნულ სოციალურ გარანტიას არ ითვალისწინებს. ისინი მართლსაწინააღმდეგო
ხელყოფისაგან იცავენ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის
პირებს, მათი ოჯახის წევრებს, საქართველოში ვიზიტად მყოფ უმაღლესი და მაღალი რანგის
დელეგაციებს, ახორციელებენ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა
ადმინისტრაციული შენობების დაცვით ღონისძიებებს. მათი ფუნქცია-მოვალეობების
შესრულებაც დაკავშირებულია იმ ტიპის
რისკებთან და საფრთხეებთან, რომელთა
გამოვლენის და აღკვეთისას მოსამსახურის დაღუპვაც ზემოთ ხსენებული საკანონმდებლო
აქტებით „განსაკუთრებულ შემთხვევებად” განიხილება. აღნიშნულიდან გამომდინარე,
არსებობს მიზანშეწონილობა იმისა, რომ ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევებში
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის თანამშრომელთა ოჯახის წევრებს დაუდგინდეთ სახელმწიფო კომპენსაცია
„ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო”.
ზემოაღნიშნული
შემუშავების მიზეზს.
გარემოებები
წარმოადგენს
განსახილველი
კანონპროექტის
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
პროექტის
მიზანია
სამსახურებრივი
მოვალეობების
შესრულებისას
განსაკუთრებული შემთხვევების დროს დაღუპულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის თანამშრომელთა ოჯახის წევრებისთვის „ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო”
სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა.
განსახილველი საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეუწყობს
აგრეთვე მხედრული
თავდადების თვალსაზრისით მოსამსახურეთა მოტივაციის განმტკიცებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში:
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ”
საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
კატეგორიის მოსამსახურეთა (რომელთა ოჯახის წევრებს შეიძლება დაენიშნოთ „ოჯახის
წევრის გარდაცვალების გამო” სახელმწიფო კომპენსაცია) შორის დასახელდებიან ასევე
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებიც. შესაბამისად, ამავე
ქვეპუნქტში მითითებული საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალში („პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონის 50-ე მუხლის „11” პუნქტი და „საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტი)
რომლებიც „ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო” სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად
აუცილებელ წინაპირობებს
(განსაკუთრებულ შემთხვევებს) განსაზღვრავს, ემატება
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17
მუხლის „21” პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებიც.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17
მუხლში აღნიშნული „21” პუნქტის დამატებას ითვალისწინებს კანონპროექტი „სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე”, რომელიც წარმოდგენილია ამ კანონპროექტთან ერთად და განსაზღვრავს
სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს მოსამსახურის დაღუპვის
განსაკუთრებულ შემთხვევებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები, შესაბამისი
წინაპირობის საფუძველზე დაიფარება
სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო
კომპენსაციების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, ხოლო
აუცილებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე ზრდის მიმართულებით, ვინაიდან აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განსაკუთრებულ გარემოებებში დაღუპული
სახელმწიფო დაცვის სპეციაოლური სამსახურის მოსამსახურის ოჯახის წევრებისთვის
ყოველთვიური კომპენსაციის დანიშვნას ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო 1000 ლარის
ოდენობით. დღეის მდგომარეობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
განსაკუთრებულ გარემოებებში დაღუპულია ორი მოსამსახურე, რომელთა ოჯახებს
კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ წარმოეშობათ აღნიშნულ იკომპენსაციის მიღების
უფლება. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების გავლენის ოდენობა
დამოკიდებული იქნება გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
წარმოეშობა.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღების შედეგად, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას
განსაკუთრებულ გარემოებებში დაღუპულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
თანამშრომელთა ოჯახის წევრებს წარმოეშობათ ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო
სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება, წარმოდგენილი ცვლილების შესახებ კანონის
ძალაში შესვლის დღიდან.
1998 წლის 9 თებერვალს, ქ. თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ
განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის აღკვეთის დროს გმირულად დაიღუპა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორი მოსამსახურე. მათი ოჯახები, შესაბამისი
რეგულაციის არ არსებობის გამო ვერ იღებენ სახელმწიფო კომპენსაციას „ოჯახის წევრის
გარდაცვალების გამო”, რომლის მიღების შესაძლებლობასაც მისცემს წარმოდგენილი
საკანონმდებლო ცვლილება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ აწესებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობას. კანონპროექტი ითვალისწინებს ყოველთვიური სახელმწიფო კომპენსაციის
დანიშვნას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განსაკუთრებულ გარემოებებში
დაღუპული სახელმწიფო დაცვის სპეციაოლური სამსახურის მოსამსახურის ოჯახის
წევრებისთვის ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო 1000 ლარის ოდენობით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
(რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი
(მათი) ამოღება.
მუხლი 5. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები
1. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის
საფუძვლებია:
ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა;
ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;
დ) მარჩენალის გარდაცვალება;
ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება.
2. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების
უფლება აქვთ:
ა) საქართველოს პარლამენტის წევრებს;
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს;
გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს;
დ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს;
დ1 ) გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს ;
ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულებიდან
−
სპეციალური
პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან
და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირს ან
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს, იმავე სამინისტროს სპეციალური
პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო
სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, საქართველოს პრემიერ-
მინისტრის
უშუალო
დაქვემდებარებაში
სახელმწიფო
დაწესებულებიდან
−
არსებული
საგანგებო
სპეციალური
სიტუაციების
დანიშნულების
მართვის
სამსახურიდან
დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს;
[ ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულებიდან
−
სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
საგამოძიებო
დეპარტამენტიდან,
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ
სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, იმავე სამინისტროს
სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო
სამსახურის
საჯარო
თანამდებობებიდან
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
საგამოძიებო
განთავისუფლებულ
დანაყოფის
პირებს,
თანამდებობებიდან
განთავისუფლებულ სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის
უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო
დაწესებულებიდან
−
საგანგებო
სიტუაციების
მართვის
სამსახურიდან
დათხოვნილ
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს; ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
ე 1) (ამოღებულია - 07.12.2017, №1714);
ვ) პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს;
ზ) საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოჯახის წევრებს;
თ) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს;
ი) საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეებს;
კ) მეცნიერებს;
ლ) სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს;
მ) „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის
სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული
ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს;
ნ)
საქართველოს
ტერიტორიული
მთლიანობისათვის,
თავისუფლებისა
და
დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების
დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს;
ო) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის
(1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 1
1
პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად
გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
პ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო
დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების −
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახის
წევრებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების
გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიღების
უფლება აქვთ აგრეთვე გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.