„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.08.2018
ავტორი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/247/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა (1)
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა (1)
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 82 ✗ 0
II მოსმენა (2)
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა (2)
✓ 95 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემის თანამშრომელზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში შემავალ ორგანოებზე (სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო; სსიპ - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტო), რომლებიც სარეჟიმო დაწესებულებებს წარმოადგენენ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის გავრცელების საჭიროების არსებობა, რომლის თანახმად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება აღნიშნულ დაწესებულებებზე გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნება დადგენილი. სპეციალური ნორმების განსაზღვრის საჭიროება არსებობს სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად: აღნიშნულ დაწესებულებებში მოსამსახურეებს დაშვება ეძლევათ სახელმწიფო საიდუმლოებაზე, შესაბამისად მისაღები პირები შეირჩევიან სპეციალური შერჩევა-შემოწმების საფუძველზე, რომლის განხორციელება შეუძლებელი იქნება საჯარო სამსახურში მისაღებად დადგენილ საერთო საკონკურსო პირობებში. გარდა ამისა, აღნიშნულ ორგანოებში საჭიროა დადგინდეს სამსახურის გავლის სპეციალური მოთხოვნები, რადგანაც ისინი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩართულნი არიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში, სპეციალური სამთავრობო კომუნიკაციის ქსელების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, შეხება აქვთ საიდუმლო დოკუმენტებთან და მონაცემებთან. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებზე („ე” ქვეპუნქტი) ვრცელდება თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. კანონპროექტის მიზანია, კანონის გავრცელების ასეთივე ფორმა დადგინდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სამსახურის სისტემაში შემავალი ორგანოები) თანამშრომლებისთვისაც. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მიეთითება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემის თანამშრომელი, რაც აერთიანებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და სამსახურის სისტემაში შემავალი ორგანოების მოსამსახურეებს. შედეგად, მათზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნება დადგენილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის გამოყოფას. მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ცვლილებებს პირთა ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზრვრის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 4. პირები, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება 1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირსა და პოლიტიკური თანამდებობის პირზე; ბ) საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის, დროებითი საგამოძიებო კომისიისა და სხვა დროებითი კომისიის აპარატების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციის აპარატის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებზე; გ) მოსამართლეზე; დ) პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელზე; ე) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრზე; ვ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეზე; ზ) საქართველოს სახალხო დამცველსა და მის მოადგილეზე; თ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსა და მის მოადგილეზე; [ თ) სახელმწიფო ინსპექტორსა და მის მოადგილეზე; ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ] ი) ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეზე – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანზე და მის მოადგილეზე; კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსსა და მის მოადგილეზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატების უფროსებსა და მათ მოადგილეებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური მოადგილეებზე; რესპუბლიკების მთავრობების აპარატების უფროსებსა და მათ ლ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს მინისტრების სათათბირო ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე; მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეზე; ნ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრზე; ო) საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნებსა და მათ მოადგილეებზე; პ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენსა და მის მოადგილეზე; ჟ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრებზე; რ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაზე, გარდა მისი გამგეობის აპარატის მოსამსახურისა; ს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე; ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე; უ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსზე და მის მოადგილეებზე; ფ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე; ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დირექტორზე, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებზე და საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებზე (გარდა იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა), აგრეთვე სახელმწიფო მოსამსახურეზე ვრცელდება ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, 51-ე მუხლი, 55-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტები და მე-3 და მე-4 პუნქტები, 62-ე, 64-ე, 66-ე და 124-ე მუხლები, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე; ა1) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეებზე; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელსა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს პოლიციის თანამშრომელზე; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე; დ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომელზე; ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელზე; ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე; ზ) დიპლომატიური სამსახურის თანამშრომელზე; თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებზე; ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეზე; კ) პროკურატურის მუშაკზე, გარდა პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისა; ლ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატზე; მ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1710); ნ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატზე; ო) საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატზე; პ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეზე; ჟ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელზე; [ რ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელზე. ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ] 4. საჯარო დაწესებულებაში საქმიანობა, რომელიც არ გულისხმობს საჯარო სამსახურის განხორციელებას, წესრიგდება შესაბამისი კანონით ან/და საქართველოს შრომის კანონმდებლობით, ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.