საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-10
ბიუროს ნომერი 194
📜 ტექსტი
წერილი
N 14950
06/09/2018
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 52-ე მუხლის შესაბამისად
გიგზავნით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2017 წლის
1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიშს.
დანართი: 25 ფურცელი.
პატივისცემით,
გიორგი კახიანი
თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
ანგარიში
2018
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის მიერ 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1
სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიში
საანგარიშო პერიოდში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
თავის საქმიანობას წარმართავდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის და კომიტეტის დებულების შესაბამისად.
კომიტეტში მუშაობა მიმდინარეობდა კანონშემოქმედებითი, საკონტროლო და
კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა საქმიანობის მიმართულებით.
თითოეული საკითხის განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა
კომიტეტის სხდომებზე. კომიტეტის დასკვნები, გადაწყვეტილებების
პროექტები, ინფორმაციები ეგზავნებოდა პარლამენტის ბიუროს შემდგომი
რეაგირებისათვის.
საანგარიშო პერიოდში მოწვეულ იქნა კომიტეტის
29 სხდომა და
გაფორმდა სათანადო ოქმები.
1. კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა
კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში იმუშავა 48 საკანონმდებლო აქტზე
და 87 თანმდევ კანონპროექტზე. წამყვანი კომიტეტის სტატუსით იგი
მუშაობდა საქართველოს მთავრობისა და კომიტეტის წევრების ინიციატივით
წარმოდგენილ შემდეგ კანონპროექტებზე:
საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ და თანმდევი 13 კანონპროექტი, რომლის ავტორი იყო
საჯარო სამსახურის ბიურო, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა. 2015
წლის 27 ოქტომბერს მიღებულმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონმა ახლებურად მოაწესრიგა საჯარო სამსახურის სისტემა, განსაზღვრა
საჯარო მოსამსახურეთა სამართლებრივი სტატუსი და ასევე ვალდებულება,
აღნიშნულ
მოსამსახურეთა
შრომის
ანაზღაურების
საკითხი
დარეგულირებულიყო ახალი კანონით - ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ.”
კანონპროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების
შესახებ“ ეხებოდა ფართო პირთა წრეს და არეგულირებდა არა მხოლოდ
საჯარო მოსამსახურეთა, არამედ საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის
ანაზღაურების საკითხებს, მიუხედავად მათი დასაქმების სამართლებრივი
სტატუსისა.
კანონპროექტის მიზანი იყო დაემკვიდრებინა საჯარო სექტორში
დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების სამართლიანი, გამჭვირვალე,
დამსახურებაზე ორიენტირებული საჯარო სამსახურის განხორციელების
2
სისტემა, მოეწესრიგებინა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული
საკითხები, დაერეგულირებინა სახელფასო დანამატის და ფულადი ჯილდოს
გაცემის საფუძველი და ზღვრები.
წარმოდგენილი კანონპროექტი აწესრიგებდა საჯარო დაწესებულებაში
დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის საკითხებს, ადგენდა
შესაბამის პირთა ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე
დღეებში მუშაობის, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო
პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში მიმდინარეობდა მუშაობა აღნიშნულ
კანონპროექტთა პაკეტზე. ხდებოდა პარლამენტის კომიტეტებიდან და
სტრუქტურებიდან წარმოდგენილი შენიშვნებისა და მოსაზრებების შეჯერება.
გაიმართა არაერთი შეხვედრა ინიციატორთან და სხვა დაინტერესებულ
პირებთან. კანონპროექტთა პაკეტის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით
განხილვისას გამოიკვეთა რიგი საკითხებისა, რომელებზეც
მსჯელობა
გაგრძელდა მეორე და მესამე მოსმენით კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე
განხილვის დროს. უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტის შენიშვნები და
მოსაზრებები გაზიარებულ იქნა ინიციატორის მიერ. კომიტეტის დასკვნები
თითოეული მოსმენისათვის წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ თანმდევ 13 კანონპროექტთან ერთად მიღებულია
საქართველოს პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით.
საქართველოს
კანონის
პროექტი
,,საჯარო
დაწესებულებაში
ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ“, ამ კანონპროექტის წარმოდგენას წინ უძღოდა
კომიტეტის ინიციატივით გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და
საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით გამართული შეხვედრა
თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის
დახვეწასთან დაკავშირებით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის
წევრები, საჯარო სამსახურის ბიუროს, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრაზე შეჯამდა ერთწლიანი
მონიტორინგის შედეგები და ქონებრივი დეკლარაციების შევსების პროცესში
გამოვლენილი ხარვეზების
აღმოფხვრის მიზნით, მიზანშეწონილად იქნა
მიჩნეული საკანონმდებლო ცვლილების მომზადება.
ზემოაღნიშნული კანონპროექტი
საქართველოს
პარლამენტის
წევრების: გიორგი კახიანის, გურამ მაჭარაშვილის, ირაკლი(დაჩი) ბერაიას,
ალაქსანდრე ქანთარიას, პაატა მხეიძის, მერაბ ქვარაიას, ოთარ ჩრდილელის,
შალვა კიკნაველიძის, ილია ნაკაშიძის, კობა ნაკაიძისა და ალექსანდრე
ერქვანიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი.
კანონპროექტის მიზანი იყო იმ რეგულაციების დახვეწა, რომელიც
შეეხებოდა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების
მონიტორინგს, რათა აღნიშნული რეგულაციები გამხდარიყო უფრო მოქნილი,
მოსულიყო შესაბამისობაში პრაქტიკასთან და დეკლარაციების მონიტორინგის
შედეგები გამხდარიყო უფრო მეტად სამართლიანი და ლოგიკური. კერძოდ,
3
წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით თანამდებობის პირის ქონებრივი
მდგომარეობის დეკლარაციაში საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და
სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიშების ან/და შენატანების
(რომლის განკარგვის უფლებაც აქვს თანამდებობის პირს ან მისი ოჯახის
წევრს) შესახებ მონაცემები ნაცვლად შევსების დღის მდგომარეობისა, უნდა
შეტანილიყო დეკლარაციის შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით.
დგინდებოდა შემთხვევები, როცა დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად
ბიუროს ეძლეოდა შესაძლებლობა მიეღო გადაწყვეტილება თანამდებობის
პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის
არსებობის შესახებ. აღნიშნული წესის დარღვევისათვის გათვალისწინებული
იყო თანამდებობის პირის მიმართ გაფრთხილების გამოცემა ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით, არსებითი დარღვევის
შემთხვევაში
კი, 1000 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად განისაზღვრებოდა
თანამდებობრივი სარგოს 20%, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.
კომიტეტმა აღნიშნული კანონპროექტი განიხილა სამივე მოსმენით.
კომიტეტის სხდომაზე გამოთქმულ რამდენიმე არგუმენტირებულ შენიშვნას და
მოსაზრებას დაეთანხმა ინიციატორი და მოხდა მათი ასახვა კანონპროექტში,
კომიტეტის შესაბამისი დასკვნა წარედგინა პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს კანონის პროექტი ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“ მიღებულია პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით.
საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ეს პროექტი
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო
წარმოდგენილი და მიზნად ისახავდა საჯარო სამსახურის სისტემის
შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და მდგრადობის უზრუნველყოფისათვის
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის
მიღებამდე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
დადგენილი გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივებას 2018 წლის 31
დეკემბრამდე. ასევე, ამ გარდამავალ პერიოდში, სათანადო ხარისხის
უზრუნველყოფის მიზნით, იქმნებოდა მონიტორინგის მექანიზმი. კერძოდ,
საჯარო სამსახურის ბიუროს ეძლეოდა ფუნქცია, რომ განეხორციელებინა
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 125-ე მუხლის პირველი
და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგების
მონიტორინგი და საჯარო სამსახურში ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის
მიზნით შეემუშავებინა შესაბამისი რეკომენდაციები, ხოლო საჯარო
დაწესებულება ვალდებული იქნებოდა ბიუროს რეკომენდაციისა და
აღნიშნული ნორმების
საფუძველზე მოეხდინა საშტატო ნუსხების
კორექტირება.
კომიტეტი საანგარიშო პერიოდში მუშაობდა აღნიშნულ კანონპროექტზე.
კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა
შენიშვნები კანონპროექტის
ზოგიერთ მუხლებთან დაკავშირებით. ინიციატორი დაეთანხმა წარმოდგენილ
მოსაზრებებს და მოხდა მათი ასახვა კანონპროექტში. კომიტეტის მიერ
4
ზემოაღნიშნული კანონპროექტი განხილულ იქნა სამივე მოსმენით და
წარდგენილ იქნა შესაბამისი დასკვნები. კანონპროექტი მიღებილია სამივე
მოსმენით საქართველოს პარლამენტის მიერ.
საქართველოს კანონის პროექტები: „სპეციალური პენიტენციური
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი
„საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის წევრების გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი.
ამ პაკეტის შემუშავების მიზეზი იყო ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ კანონის პროექტით გათვალისწინებული ტერმინებისა
და საჯარო დაწესებულებებში
დასაქმებულთა წესისა და პირობების
შესაბამისად ზემოაღნიშნულ
კანონებსა და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანა ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
კომიტეტმა იმუშავა წარმოდგენილ პაკეტზე, განიხილა კომიტეტის
სხდომაზე სამივე მოსმენით, ზოგიერთი პროექტი დაიხვეწა წარმოდგენილი
შენიშვნების გათვალისწინებით და კომიტეტის შესაბამისი დასკვნები
წარედგინა პარლამენტის ბიუროს.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტები მიღებულ იქნა საქართველოს
პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით 2017 წლის 13
ოქტომბრის
№1324-რს
კონსტიტუციური
კანონის
ამოქმედებასთან
დაკავშირებით,
საქართველოს
კონსტიტუციასთან
საქართველოს
საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაციის მიზნით,
შეიქმნა საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო
აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისია, საქართველოს პარლამენტის
ბიუროს N155/12, 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით კომიტეტებს
დაევალათ ზემოაღნიშნული კომისიის მიერ მომზადებული საქართველოს
კონსტიტუციის
ახალი
რედაქციიდან
გამომდინარე
გადასასინჯი
საკანონმდებლო აქტების ნუსხით გათვალისწინებული საკანონმდებლო
აქტების პროექტების
მომზადება და წარდგენა. ამ მიზნით კომიტეტის
წევრების გიორგი კახიანისა და გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით
მომზადებულ იქნა შემდეგი საკანონმდებლო აქტების პროექტები:
5
საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე;
საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;
საქართველოს
კანონის
პროექტი
„საჯარო
დაწესებულებაში
ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე;
საქართველოს კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;
საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის
ძალადაკარგულად
გამოცხადების
თაობაზე“,
„კონტრდაზვერვითი
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ .
თვითოეული წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანი იყო საქართველოს
კონსტიტუციაში
განხორციელებულ
ცვლილებებთან
შესაბამისობის
უზრუნველყოფა. ზემოაღნიშნული კანონპროექტები განხილული იქნა
კომიტეტის მიერ სამივე მოსმენით და კომიტეტის დასკვნები თითოეული
მოსმენისათვის წარედგინა პარლამენტის ბიუროს.
როგორც წამყვანი, კომიტეტი მუშაობდა ასევე საქართველოს პარლამენტის
წევრების ინიციატივით წარმოდგენილ შემდეგ კანონპროექტებზე:
საქართველოს კანონის პროექტი ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,
რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას, მერაბ
ქვარაიას და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო
წარმოდგენილი. კანონპროექტიის მიზანი იყო შესაბამისობაში მოეყვანა
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და ,,საჯარო დაწესებულებაში
შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი. კერძოდ, საკრებულოს
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და მისი თანამდებობრივი
6
სარგოს ზედა ზღვარი უნდა დარეგულირებულიყო კანონმდებლობის
შესაბამისად.
კომიტეტმა აღნიშნული კანონპროექტი განიხილა სამივე მოსმენით.
კომიტეტის მოსაზრება რომ ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
გარდამავალ
დებულებაში
უნდა
მითითებულიყო თუ რა წესით განისაზღვრებოდა 2018-2020 წლებში
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეზე
გასაცემი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი, გაზიარებულ იქნა
ინიციატორის მიერ. ნორმის კონკრეტული ფორმულირება ჩამოყალიბდა
კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს. კომიტეტის მიერ
შესაბამისი დასკვნები წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
კანონპროექტი მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით.
საქართველოს კანონის პროექტი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი
წარმოდგენილი იყო საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნება-ძლიერი
საქართველოს“
საკანონმდებლო ინიციატივით და მისი მიზანი იყო
სტაჟირების ინსტიტუტის სამართლებრივ რეგულირებაში მოქცევა და მისი
კანონმდებლობაში ასახვა. ამ პროექტის მიზანს წარმოადგენდა ასევე საჯარო და
კერძო ინტერესებს შორის ბალანსის უზრუნველყოფა.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-3 მუხლს ემატებოდა ,,გ1“
ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც დგინდებოდა სტაჟირების ზოგადი ცნება და
მისი საკანონმდებლო მოწესრიგების საფუძვლები, კერძოდ, დგინდებოდა, რომ
სტაჟირება შეიძლება ყოფილიყო ანაზღაურებადი, ასევე
ვადიანი და
სტაჟირების წესი უნდა განესაზღვრა კონკრეტულ სახელმწიფო ორგანოს, ან
კონკრეტულ დაწესებულებას, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა ამგვარი
საქმიანობის განხორციელება. ასევე დგინდებოდა სტაჟირების გავლის
დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საკითხები. გარდა ამისა, ინიციატივის
თანახმად სტაჟირების ვადა ითვლება საჯარო სამსახურის საერთო სტაჟში.
კომიტეტში მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ ინიციატივაზე, მისი
კომიტეტის სხდომაზე განსახილველად მომზადების მიზნით.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ძირითადად მუშაობდა საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
განსახორციელებელ
ცვლილებებზე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული თითოეული
ცვლილება კომიტეტის სხდომებზე გამოთქმული შენიშვნებითა და
წინადადებებით დაიხვეწა და მათზე მომზადდა კომიტეტის შესაბამისი
დასკვნები.
კომიტეტი, როგორც წამყვანი, მუშაობდა კომიტეტის წევრების, ასევე
პარლამენტის სხვა წევრებისა და საპარლამენტო ფრაქციის
მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ
,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის შემდეგ პროექტებზე:
7
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“,
რომელიც
საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი. რეგლამენტის წარმოდგენილი
პროექტის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტში არსებული საქართველოს
თავისუფლების ორდენის ნაცვლად, თავისუფლების საპარლამენტო ორდენის
დაწესება და პარლამენტის მედლით პირის დაჯილდოების შესახებ
გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული საკითხის ცვლილება.
კერძოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ თავისუფლების
საპარლამენტო ორდენით დაჯილდოების გადაწყვეტილების ერთპიროვნულად
მიღების შესაძლებლობა. გარდა ამისა, რეგლამენტის პროექტის მიზანს
წარმოადგენდა აგრეთვე საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის
მაკოორდინირებელი ორგანოს სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების წესის
შეცვლა. კერძოდ, ცვლილების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარისა და
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის გარდა სამეთვალყურეო
საბჭოს შემადგენლობაში იყო ფრაქციების თითო წარმომადგენელი.
კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი ინიციატივა, კომიტეტის სხდომაზე
გამოთქმული მოსაზრებები შეეხო საბიუჯეტო ოფისის მაკოორდინირებელი
ორგანოს-სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების წესს. ინიციატორთან
შეთანხმებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 179-ე მუხლის 41
პუნქტი ჩამოყალიბდა შესაბამისი ფორმულირებით. კომიტეტმა აღნიშნული
პროექტი განიხილა სამივე მოსმენით და წარადგინა შესაბამისი დასკვნები.
საქართველოს რეგლამენტის ზემოაღნიშნული პროექტი მიღებულია სამი
მოსმენით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. პროექტი
კომიტეტის წევრების გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი. ინიციატივის
მიხედვით დგინდებოდა საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო
საპარლამენტო ასამბლეაში გაწევრიანების, ან ახალი ასამბლეის შექმნაში
მონაწილეობის წესი. აღნიშნული საკითხი არ იყო დარეგულირებული
საქართველოს
პარლამენტის
მოქმედი
რედაქციით.
წარმოდგენილი
ცვლილების თანახმად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 251-ე მუხლს
ემატებოდა მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვით საქართველოს პარლამენტი
იღებდა გადაწყვეტილებას საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაში
გაწევრიანების ან ახალი ასამბლეის შექმნაში მონაწილეობის თაობაზე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებდა დადგენილებით.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა აღნიშნული ინიციატივა განიხილა სამი
მოსმენით და წარადგინა შესაბამისი დასკვნები. პროექტი მიღებულია სამივე
მოსმენით საქართველოს პარლამენტის მიერ.
8
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, ამ პროექტის
ინიციატორები იყვნენ პარლამენტის წევრები: ირინე ფრუიძე, თამარ
ჩუგოშვილი, გიორგი კახიანი, კახაბერ კუჭავა, გუგული მაღრაძე და ეკა
ბესელია.
პროექტი
მიზნად
ისახავდა
ხელი
შეეწყო
მოქალაქეთა
ჩართულობისათვის ისეთ მნიშვნელოვან კანონპროექტებთან დაკავშირებით,
რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს კონსტიტუციის ზოგად ან
ნაწილობრივ გადასინჯვას. პროექტი განსაზღვრავდა შეხვედრების ჩატარების
გეოგრაფიულ არეალს, სავალდებულოს ხდიდა პარლამენტის ვებ გვერდზე
შეხვედრების გრაფიკის გამოქვეყნებას და შესაძლებლობას აძლევდა
მოქალაქეებს მიეწოდებინათ საკუთარი მოსაზრებები საყოველთაო-სახალხო
განხილვის საორგანიზაციო კომისიისათვის.
ასევე, რეგლამენტს ემატებოდა შესაბამისი რეგულაცია, რომლის
თანახმად კომიტეტები შეიმუშავებდნენ სამოქმედო გეგმებს და მოხდებოდა
მათი გასაჯაროება, ეს კი ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას
მისცემდა დროულად მიეღო ინფორმაცია დაგეგმილი საკანონმდებლო
პროცესების შესახებ.
გარდა ამისა, პროექტით სავალდებულო გახდებოდა ყოველწლიური
შეხვედრები საქართველოს პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენლებს შორის. ყოველწლიური შეხვედრები ინიციატორთა აზრით
უზრუნველყოფდა საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას, საჯარო სექტორში
კეთილსინდისიერების ამაღლებას და კორპორაციული ანგარიშვალდებულების
გაზრდას.
საქართველოს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭოს 2017 წლის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა
მთავრობის
მიერ
ღია
მმართველობის
პარტნიორობის
ფარგლებში
განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობას, რაც საჭიროებდა
რეგლამენტით რეგულირებას. ასევე პროექტით იგეგმებოდა საბჭოს სახელის
ცვლილება, რითაც საბჭოს მუშაობის არსი იქნებოდა გადმოცემული.
კომიტეტმა წარმოდგენილი პროექტი განიხილა კომიტეტის სხდომაზე.
გაიმართა დისკუსია პროექტით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხზე.
კომიტეტის წევრების მიერ გამოთქმული იყო შენიშვნები და მოსაზრებები,
ცალკეულ შემთხვევაში
ინიციატორებს შესთავაზეს შესაბამისი ნორმების
სხვაგვარი ფორმულირება. კომიტეტის წევრების მიერ პირველი მოსმენით
განხილვის დროს სხვადასხვა საკითხზე
გამოთქმული
შენიშვნები და
მოსაზრებები ინიციატორის მხრიდან იყო გათვალისწინებული და ასახული
რეგლამენტის პროექტში. კომიტეტმა აღნიშნული ინიციატივა განიხილა სამივე
მოსმენით და წარადგინა შესაბამისი დასკვნები. პარლამენტის რეგლამენტის
აღნიშნული პროექტი მიღებულია სამი მოსმენით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც
საქართველოს პარლამენტის წევრების: ეკა ბესელიას, ირინე ფრუიძის და
გიორგი
კახიანის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით იქნა
9
წარმოდგენილი. ეს პროექტი მიზნად ისახავდა კანონშემოქმედებით პროცესში
მოქალაქეთა ჩართულობის მაღალი სტანდარტის დანერგვას. კერძოდ,
ცვლილების განხორციელების შემთხვევაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს
შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერების, ელექტრონულად ან/და წერილობითი
შეგროვების გზით ექნებოდა შესაძლებლობა წარედგინა, ან პარლამენტის
შესაბამის ვებ გვერდზე შეევსო პეტიცია. ასევე, რეგლამენტის პროექტის მიზანი
იყო ამომრჩევლებს ჰქონდათ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების
დროს ხელმოწერების ელექტრონულად შეგროვების შესაძლებლობა, რაც
გაუმარტივებდა მათ შესაბამისი ინიციატივების წარმოდგენას პარლამენტში და
მნიშვნელოვნად გაზრდიდა საკანონმდებლო პროცესში ჩართულობას. გარდა
ამისა, პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში
ელექტრონული
მმართველობისა
და
ელექტრონული
ჩართულობის
თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, პარლამენტის ვებ გვერდის
პოპულარიზაციას და დაინტერესებული პირებისათვის მეტი ინფორმაციის
მიწოდებას საპარლამენტო საქმიანობის შესახებ. ამასთანავე, წარმოდგენილი
პროექტი ამკვიდრებდა საჯარო კონსულტაციების მიღების მიზნით
პარლამენტის ვებ გვერდზე კანონპროექტის გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს.
კომიტეტმა იმუშავა რეგლამენტის აღნიშნულ პროექტზე, კომიტეტის
სხდომაზე გამოითქვა შენიშვნები, რაც გაზიარებულ იქნა ინიციატორის მიერ
და მოხდა მათი ასახვა პროექტში. კომიტეტმა სამივე მოსმენით განიხილა
აღნიშნული პროექტი და თვითოეული მოსმენისათვის დასკვნები წარუდგინა
პარლამენტის ბიუროს. რეგლამენტის პროექტი მიღებულია საქართველოს
პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს
პარლამენტის დადგენილების პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის წევრის
ეთიკის კოდექსის დამტკიცების
იყვნენ
შესახებ“.
ამ პროექტების ინიციატორები
საქართველოს პარლამენტის წევრები:
ირინე ფრუიძე,
თამარ
ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, გიორგი კახიანი და კახაბერ კუჭავა.
რეგლამენტის
პროექტის
მიზანს
წარმოადგენდა
საპარლამენტო
უფლებამოსილების განხორციელებისას პარლამენტის წევრების მიერ მათი
მოვალეობების ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებისა და მათი
ანგარიშვალდებულებების
ამაღლების
ხელშეწყობა,
საქართველოს
პარლამენტში ეთიკის საბჭოს შექმნა და ამით ეთიკური ნორმების დაცვის
ზედამხედველობის უზრუნველყოფა, აგრეთვე ღია პარლამენტის 2017 წლის
სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ვალდებულების და ასევე საერთაშორისო
ორგანიზაციის რეკომენდაციის შესრულება. ამ პროექტით პარლამენტის წევრის
თანამდებობრივი
შეუთავსებლობის
გარკვეული
საკითხები
ასევე
წესრიგდებოდა
პარლამენტის
წევრის
ეთიკის
კოდექსით,
კოდექსს
დადგენილებით ამტკიცებდა საქართველოს პარლამენტი, რეგლამენტის
პროექტი ასევე ითვალისწინებდა ეთიკის საბჭოს შექმნის წესსა და პირობებს,
მისი საქმიანობის, და შემადგენლობის განსაზღვრის თავისებურებებს,
10
პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხევევაში შესაძლო
დისციპლინურ სანქციებს და სხვა.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი, როგორც წამყვანი, მუშაობდა აღნიშნულ
საკანონდებლო აქტებზე. რეგლამენტის პროექტი განხილულ იქნა პირველი და
მეორე მოსმენით კომიტეტის სხდომაზე. სხდომაზე წარმოდგენილი იყო
არგუმენტირებული შენიშვნები, კერძოდ, აღნიშნულ პროექტით პარლამენტის
რეგლამენტს ემატებოდა 2861 მუხლი, რომლის თანახმადაც პარლამენტის
წევრის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის
ზომების
ჩამონათვალში
აღნიშნული
მუხლის
,,დ“
ქვეპუნქტში
პასუხისმგებლობის ზომად განსაზღვრული იყო, რომ დარღვევის შემთხვევაში
პარლამენტის წევრს შესაძლებელი იყო შეჩერებოდა საპარლამენტო
საქმიანობის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობის
უფლება, კომიტეტის აზრით პასუხისმგებლობის აღნიშნული ზომა ხელს
შეუშლიდა პარლამენტის წევრს სრულყოფილად მიეღო მონაწილეობა
პარლამენტის
საერთაშორისო
ურთიერთობებში
და
წარმოედგინა
საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო საქმიანობის ფარგლებში გამართულ
ოფიციალურ ვიზიტებში, ამიტომ პასუხისმგებლობის ეს ზომა ამოღებული
უნდა ყოფილიყო ჩამონათვალიდან. გარდა ამისა პარლამენტის წევრისათვის
ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში სარეკომენდაციო ბარათით
მიმართვის შესაძლებლობის შესახებ
უმჯობესი იყო მითითებულიყო
,,პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის დადგენილების პროექტში. გამოთქმულ მოსაზრებებს დაეთანხმა
ინიციატორი და მოხდა მათი ასახვა რეგლამენტის პროექტში. კომიტეტის
შესაბამისი დასკვნა წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია
საქართველოს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით, ხოლო საქართველოს
პარლამენტის დადგენილების პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის წევრის
ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“, პირველი მოსმენით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, პარლამენტის
რეგლამენტის ეს პროექტი წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის
წევრების: ირაკლი კობახიძის, თამარ ჩუგოშვილის და გიორგი კახიანის
საკანონმდებლო ინიციატივის წესით და მიზნად ისახავდა საქართველოს
პარლამენტის პლენარული და კომიტეტის სხდომების საპატიო და არასაპატიო
მიზეზით გაცდენის საკითხების და შესაბამისი რეაგირების მექანიზმების
განმსაზღვრელი ნორმების დახვეწას. აგრეთვე, პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე პარლამენტის წევრთა რეგისტრაციისა და დასწრების აღრიცხვის
საკითხის ახლებურად მოწესრიგებას. გარდა ამისა, პროექტის მიზანი იყო
კომიტეტის სხდომაზე ფრაქციის მიერ კომიტეტის წევრის დროებით შეცვლის
მექანიზმის მარეგულირებელი ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი მუშაობდა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის აღნიშნულ პროექტზე. ამზადებდა მას კომიტეტის სხდომაზე
11
განსახილველად, თუმცა იმის გამო, რომ აღნიშნულ საკითხს დაარეგულირებდა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალი პროექტი, ,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ზემოაღნიშნული
პროექტი არ განხილულა კომიტეტის სხდომაზე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ.“ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის ეს პროექტი წარმოდგენილი იყო პარლამენტის
წევრების რომან კაკულიასა და ლევან კობერიძის საკანონმდებლო ინიციატივის
წესით და მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის მიერ წამყვანი და
სავალდებულო დასკვნის წარმდგენი კომიტეტებისათვის
პარლამენტში
ინიცირებული კანონპროექტების განხილვის ვადების გახანგრძლივებას.
ინიციატორთა აზრით, წარმოდგენილი ცვლილებით კომიტეტებს
საშუალება მიეცემოდათ ყოველი ინიციატივა განეხილათ ოპტიმალური დროის
ფარგლებში, ექნებოდათ შესაძლებლობა კონსულტაციები გაემართათ ყველა
დაინტერესებულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან, რაც გაზრდიდა კომიტეტების
ინფორმირებულობისა
და
მიღებული
გადაწყვეტილებების
ხარისხს,
კომიტეტების
ეფექტიანობას
პარლამენტის
კანონშემოქმედებით
და
საზედამხედველო საქმიანობაში. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით
დაუშვებელი ხდებოდა დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვის წესის
შესახებ
გადაწყვეტილების
მიღება
პარლამენტის
მორიგი
სესიის
დასრულებამდე 10 დღით ადრე.
კომიტეტმა აღნიშნული პროექტი განიხილა პირველი მოსმენით და
წარმოადგინა არგუმენტირებული შენიშვნები, მათ შორის ცვლილების იმ
ნაწილზე, რომლის მიხედვით დაუშვებელი ხდებოდა დაჩქარებული წესით
კანონპროექტის განხილვის წესის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
პარლამენტის მორიგი სესიის დასრულებამდე 10 დღით ადრე. კომიტეტის
მოსაზრებას დაეთანხმა ინიციატორი და განხორციელდა ამ ნაწილის ამოღება
პარლამენტის რეგლამენტის პროექტიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ, კომიტეტმა გასულ წელს რეგლამენტის პროექტს
პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა იმ დათქმით, რომ ვადების ცვლილებასა
და
კონკრეტული
ვადების
დაფიქსირებათან
დაკავაშირებით
კანონპროექტის
მეორე
მოსმენით
განხილვამდე გაიმართებოდა
კონსულტაციები. მართლაც, ინიციატორებთან და სხვა კომიტეტების
წარმომადგენლებთან ერთად გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა და
მოხდა საბოლოოდ მოსაზრებების შეჯერება. კომიტეტის შესაბამისი დასკვნები
წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აღნიშნული პროექტი
მიღებულია პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც
პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით
იყო წარმოდგენილი, რეგლამენტის პროექტის წარმოდგენის მიზანს
12
წარმოადგენდა საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება. კერძოდ,
პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
განსაზღვრული
სამთავრობო
პროგრამის
მიმდინარეობის
შესახებ
საქართველოს პარლამენტისათვის პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის
წარდგენის ვალდებულების სიხშირის ზრდას. ინიციატივის თანახმად,
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი
ვალდებული
იყო
საქართველოს
პარლამენტისათვის წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და საგაზაფხულო
სესიების პლენარული სხდომების პირველივე კვირაში, წარედგინა ანგარიში
სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
კომიტეტმა განიხილა აღნიშნული პროექტი კომიტეტის სხდომაზე.
სხდომაზე გამართული დისკუსიისას გამოიკვეთა მთელი რიგი შენიშვნები,
რის გამოც კომიტეტმა არ გაიზიარა ინიციატორის
მოსაზრებები
და
რეგლამენტის
აღნიშნულ
პროექტზე კომიტეტის უარყოფითი დასკვნა
წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი თანმდევ
33 კანონპროექტთან ერთად, რომლის ინიციატორები არიან საქართველოს
პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე,
გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილოი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ
თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია და გურამ მაჭარაშვილი.
ინიციატივის
თანახმად
მოქმედმა
პარლამენტის
რეგლამენტმა
პრაქტიკაში ბევრი ხარვეზი გამოავლინა, როგორც საკანონმდებლო, ისე
საზედამხედველო პროცესის კუთხით. არსებული ნორმები გათვლილი იყო
მეტწილად
დაჩქარებულ
საკანონმდებლო
საქმიანობაზე,
რაც
ვერ
უზრუნველყოფდა სათანადოდ ხარისხიან კანონშემოქმედებას. პარლამენტის
საზედამხედველო და სხვა ფუნქციები არაერთგვაროვნად და არასისტემურად
იყო მოწესრიგებული, რაც ზოგ შემთხვევაში მათ პრაქტიკაში ამოქმედებას
ართულებდა.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში
შედის საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც ეფუძნება
თანამედროვე საპარლამენტო მმართველობის პრინციპებს და შესაბამისად,
მოითხოვს პარლამენტის, როგორც ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი
ინსტიტუტის როლის ზრდას და მისი საქმიანობის ახლებურ მოწესრიგებას,
ყოველივე ზემოაღნიშნულმა განაპირობა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის ახალი პროექტის წარმოდგენა.
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტში მიმდინარეობდა ინტენსიური
მუშაობა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის კომიტეტის სხდომაზე
განხილვისათვის მომზადების მიზნით.
სავალდებულო დასკვნების მომზადების მიზნით კომიტეტი მუშაობდა
შემდეგ საკანონმდებლო აქტების პროექტებზე:
13
საქართველოს კანონი ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე; „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე;
,,საჯარო
დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.“
კანონპროექტთა აღნიშნული პაკეტი წარმოდგენილი იყო საქართველოს
მთავრობის
საკანონმდებლო
ინიციატივით.
კანონპროექტთა
პაკეტის
შესაბამისად,
სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდს“ ენიჭებოდა
საქართველოს
ექსპორტის
საკრედიტო
სააგენტოს
დაფუძნების
უფლებამოსილება, რომლის მიზნები იქნებოდა საერთაშორისო ვაჭრობის,
სავაჭრო ბრუნვის ზრდის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და საგარეო სავაჭრო
ბალანსის გაუმჯობესება, საწარმოო პროცესების, საგარეო ბაზრებზე
ორიენტირებული კონკურენტუნარიანი მეწარმეობის განვითარება და
დასაქმების ხელშეწყობა.
უნდა აღინიშნოს, რომ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“
საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს
წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს
წილობრივი მონაწილეობა აღემატება 50%-ს, ეკრძალებოდათ ფინანსურ
ინსტიტუტებში წილის ფლობა, რაც გადაულახავ ბარიერს ქმნიდა სს
,,საპარტნიორო
ფონდისთვის“
ექსპორტის
საკრედიტო
სააგენტოს
დასაფუძნებლად.
წარმოდგენილი
ცვლილება
„დაზღვევის
შესახებ“
საქართველოს კანონზე მითითებით ადგენდა სს ,,საპარტნიორო ფონდის“
საგამონაკლისო უფლებას, დაეფუძნებინა სადაზღვევო ორგანიზაცია საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო. გარდა ამისა, პროექტის
თანახმად სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნებული ექსპორტის
საკრედიტო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შესაძლებელი იქნებოდა
ყოფილიყო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ან/და საჯარო
მოსამსახურე, თუ მას ამ სააგენტოსთან ან/და ამ სააგენტოს მიერ
განხორციელებულ/განსახორციელებელ საქმიანობასთან არ ქონდა ინტერესთა
კონფლიქტი.
საანგარიში
პერიოდში
კომიტეტმა
იმუშავა
ზემოაღნიშნულ
კანონპროექტებზე, კომიტეტის სხდომაზე განხილვისას წარმოდგენილ იქნა
არგუმენტირებული შენიშვნები, რომელიც გაეგზავნა წამყვან კომიტეტს.
საქართველოს კანონი „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო
სარეზერვო სამსახურის შესახებ“ თანმდევ 10 კანონპროექტთან ერთად.
კანონპროექტთა ეს პაკეტი წარმოდგენილი იყო საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით.
„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის
შესახებ“,
კანონპროექტის მიხედვით, ყალიბდებოდა რეზერვის და
მობილიზაციის ახალი სისტემა, რომელიც მიმართული იქნებოდა
რეზერვისტების მომზადების, მათი მართვისა და კონტროლის ხარისხის
გაუმჯობესებისაკენ,
ასევე
ქვეყნის
თავდაცვის
უზრუნველყოფაში
მოსახლეობის ფართო ჩართულობისაკენ.
14
კომიტეტმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან ერთობლივ სხდომაზე
განიხილა კანონპროექტთა ზემოაღნიშნული პაკეტი და შენიშვნები და
მოსაზრებები გაუგზავნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს.
საქართველოს კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“და საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი
„საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც საქართველოს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი.
როგორც ცნობილია, ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციით
საქართველომ სხვადასხვა სფეროში მოქმედი რეგულაციების ევროკავშირის
კანონმდებლობასთან დაახლოების ვალდებულება იკისრა. მოქმედი კანონის
თანახმად, განმარტებით ბარათში აუცილებელი იყო წარმოდგენილიყო
ინფორმაცია მხოლოდ ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობის
საკითხზე. ასოცირების შეთანხმების მიხედვით კი, საქართველოს
კანონმდებლობის ჰარმონიზება სავალდებულო იყო არა მხოლოდ
ევროკავშირის დირექტივებთან, არამედ სხვა სამართლებრივ აქტებთანაც.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით „ნორმატიული აქტების
შესახებ“ საქართველოს კანონს ექნებოდა ახალი დანართი N1, რომლის შევსება
სავალდებულო
იქნებოდა
კანონპროექტის
ინიციატორისთვის,
თუ
კანონპროექტი ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთანთან ჰარმონიზებადაახლოებას გულისხმობდა. შესაბამისობის ცხრილი იქნებოდა ძირითადი
ინსტრუმენტი
კანონმდებლობის
დაახლოებისთვის,
რადგან
ის
კანონმდებლობის ხარვეზების შეფასების ეფექტური საშუალება იყო და
კარგად წარმოაჩენდა ახალი კანონმდებლობის მიღების ან ცვლილების
აუცილებლობას. ამგვარი ცხრილის დართვა განმარტებით ბარათზე
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარეობდა.
კომიტეტმა განიხილა აღნიშნული ინიციატივა, კომიტეტის სხდომაზე
წარმოდგენილი იყო შენიშვნები და მოსაზრებები როგორც ნორმატიული
აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე, ასევე საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტზე.
კომიტეტის შენიშვნებს დაეთანხმა ინიციატორი. კომიტეტის შესაბამისი
დასკვნა გაეგზავნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის შესახებ“ თანმდევ 29 კანონპროექტთან ერთად. კანონპროექტთა ეს
პაკეტი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
იყო წარმოდგენილი.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის მიზანი
იყო საქართველოს მიერ ნაკისრი არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის
მიზნით ეფექტიანი რეფორმების გატარების საერთაშორისო ვალდებულებების
სათანადოდ შესრულების, სხვადასხვა საერთაშორისო სამთავრობოთაშორისი
ორგანიზაციისა თუ დამოუკიდებელი ექსპერტის, აგრეთვე საქართველოს შიდა
15
კანონმდებლობით დამტკიცებული ადამიანის უფლებათა დაცვასთან
დაკავშირებული სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული შესაბამისი
ვალდებულებების აღსრულებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის
შემუშავება და ერთიანი, დამოუკიდებელი ინსტიტუციის შექმნა, რომელიც
უზრუნველყოფდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან
მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელ და
ეფექტურ გამოძიებას, აგრეთვე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების
კანონიერებისა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული
საქმიანობის კონტროლს. თანმდევი კანონპროექტების წარმოდგენის მიზანი
იყო მათი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
კომიტეტი
საანგარიშო
პერიოდში
მუშაობდა
წარმოდგენილ
კანონპროექტთა პაკეტზე. განიხილა კომიტეტის სხდომაზე. წარმოადგინა
არგუმენტირებული შენიშვნები და მოსაზრებები, რომელთა უმეტესობას
დაეთანხმა ინიციატორი. კომიტეტის შესაბამისი დასკვნა გაეგზავნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
საქართველოს კანონის პროექტი ,,დიპლომატიური სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; საქართველოს
კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე; საქართველოს კანონის პროექტი „საკონსულო
მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ეს პაკეტი წარმოდგენილი იყო საქართველოს მთავრობის ინიციატივით.
საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების ძირითადი მიზეზი იყო „საჯარო
სამსახურის შესახებ“ კანონი, რომელიც ამოქმედდა 2017 წლის 1 ივლისს. კანონი
ითვალისწინებდა მთელ რიგ სიახლეებს საჯარო სამსახურის სისტემის
მოსამსახურეთათვის. კერძოდ, ახლებურად აწესრიგებდა საჯარო სამსახურის
სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და საჯარო სამსახურის
გავლის პირობებსა და საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს. აღნიშნულიდან
გამომდინარე, საჯარო სამსახურის მომწესრიგებელ კანონმდებლობასთან
ჰარმონიზების მიზნით, ცვლილებებს საჭიროებდა ,,დიპლომატიური
სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომელშიც უნდა ასახულიყო
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
სიახლეები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატიური სამსახურის
საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით არსებობდა განსხვავებული
რეგულირების აუცილებლობა, უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი
ცვლილებები. ამასთან, პროექტში ასევე ასახული იყო საკანონმდებლო
ნოვაციები, რომელთა დანერგვის საჭიროება გამოიკვეთა დიპლომატიურ
კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებზე არსებული პრაქტიკის შესწავლის
შედეგად.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა აღნიშნულ ინიციატივა განიხილა
კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის მიერ წარმოდგენილი იყო შენიშვნები და
მოსაზრებები, განსაკუთრებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
16
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტთან დაკავშირებით.
ინიციატორის მიერ ნაწილი შენიშვნებისა გაზიარებულ იქნა. კომიტეტის
შენიშვნები და მოსაზრებები წარედგინა წამყვან კომიტეტს.
საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული მარეგულირებელი
ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“,
რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრის, რომან გოცირიძის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი. კანონპროექტის
მიღების მიზეზს წარმოადგენდა ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში
კომისიის წევრებისთვის და ხელმძღვანელი პირებისთვის შრომითი
ანაზღაურების რეგულირება და მათთვის თვიური შრომის ანაზღაურების ზედა
ზღვრის დაწესება.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა აღნიშნული ინიციატივა განიხილა
კომიტეტის სხდომაზე, სხდომაზე აღინიშნა, რომ ,,საჯარო დაწესებულებაში
შრომის
ანაზღაურების
შესახებ“
საქართველოს
კანონი
ეროვნული
მარეგულირებელი ორგანოების წევრების შრომის ანაზღაურებას არ
განსაზღვრავდა და ამ საკითხის რეგულირებისას მითითებას სპეციალურ
კანონზე აკეთებდა, აქედან გამომდინარე, ეროვნულ მარეგულირებელ
ორგანოებს ეძლეოდათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად განესაზღვრათ მათი
წევრების
შრომის
ანაზღაურების
საკითხები.
აღნიშნული
მიდგომა
განპიროვნებული იყო ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტატუსით
და დამოუკიდებლობის მაღალი გარანტიით.
კომიტეტმა მიიჩნია, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილება
გარკვეულწილად ზღუდავდა ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების
ფინანსურ დამოუკიდებლობას, რაც მათ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაზეც
აისახებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა
წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
განსახილველად გატანას. კომიტეტის შენიშვნები და მოსაზრებები გაეგზავნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს.
საქართველოს კანონის პროექტი ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ; საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი
,,საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ.
აღნიშნული პაკეტი წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის
წევრის, რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით. კანონის
პროექტის თანახმად იცვლებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
გენერალური აუდიტორის მოადგილეების თანამდებობაზე არჩევისა და
თანამდებობიდან გათავისუფლების წესი. კერძოდ, გენერალური აუდიტორის
მოადგილეებს
თანამდებობაზე
აირჩევდა
და
თანამდებობიდან
გაათავისუფლებდა საქართველოს პარლამენტი გენერალური აუდიტორის
წარდგინებით.
კომიტეტმა იმუშავა აღნიშნულ კანონპროექტსა და რეგლამენტის
პროექტზე. კომიტეტის მოსაზრებით, შემოთავაზებული ცვლილებები მოქმედი
17
კანონმდებლობისაგან განსხვავებით, ქმნიდა გენერალური აუდიტორის
მოადგილეების შერჩევის პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
ხელმძღვანელის ექსკლუზიური უფლების შეზღუდვის შესაძლებლობებს.
მსგავსი შინაარსის საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება საჭიროებდა
დამატებით სიღრმისეულ ანალიზს, დამუშავებასა და სხვა მნიშვნელოვანი
ცვლილებას მოქმედ კანონმდებლობაში, მათ შორის შინაარსობრივ და
პროცედურულ საკითხებზე ისე, რომ არ შეზღუდულიყო ინსტიტუტის
დამოუკიდებლობა და მიღებულიყო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი
მართვის მოდელი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებთ ინიციატივა არ იქნა
კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი და კომიტეტის უარყოფითი დასკვნა
წარედგინა პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს
კანონის
პროექტი
,,საჯარო
დაწესებულებაში
ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრის
რევაზ არველაძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი.
კანონპროექტის მიზანი იყო თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო
დეკლარაციის გასაჯაროებისას არ ყოფილიყო ხელმისაწვდომი ის ნაწილი
სადაც აღნიშნული იყო მასთან მუდმივად მცხოვრები პირის ფინანსებთან
დაკავშირებული ინფორმაცია, რაც შესაძლოა ხელისშემშლელი აღმოჩენილიყო
თანამდებობის პირთან მუდმივად მცხოვრები პირის საქმიანობისათვის.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში მიმდინარეობდა მუშაობა აღნიშნულ
ინიციატივაზე, თუმცა კანონპროექტი გათხოვილ იქნა ინიციატორის მიერ.
საქართველოს
ორგანული
კანონის
პროექტი
„საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“ საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
იყო
წარმოდგენილი.
კანონპროექტის
მიღება
განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდებოდა საქართველოს ეროვნული
ბანკის პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრზე, ხოლო ეროვნული
ბანკის აპარატზე აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდებოდა მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ
არ იყო დადგენილი. კანონპროექტის მიზანი იყო შექმნილიყო სამართლებრივი
საფუძველი,
რომელიც
საქართველოს
ეროვნულ
ბანკს
მისცემდა
შესაძლებლობას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისაგან
განსხვავებულად
დაერეგულირებინა
სამსახურებრივ
საქმიანობასთან
დაკავშირებული რიგი საკითხებისა, რათა კიდევ უფრო ეფექტურად და
დამოუკიდებლობის მეტი გარანტიებით განეხორციელებინა საქართველოს
კონსტიტუციითა და ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, რაც
სრულყოფილად ვერ განხორციელდებოდა
ეროვნული ბანკის აპარატის
დამოუკიდებლად ფორმირებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების
უფლებამოსილების გარეშე.
კომიტეტში მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ ინიციატივაზე.
18
კომიტეტმა განიხილა ასევე
საქართველოს მთავრობის მიერ
საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
,,საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ თანდართულ
მასალებთან ერთად, დოკუმენტი ,,ქვეყნის ძირითადი მონაცემები და
მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის, საქართველოს მთავრობის მოხსენება
,,საქართველოს
2017
წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტის
შესრულების
მიმდინარეობის შესახებ“ და
კანონპროექტი ,,საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“.
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი დოკუმენტები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა
სახელმწიფო ბიუჯეტის იმ ნაწილზე, რომელიც უკავშირდებოდა 2018 წლიდან
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სრულად ამოქმედებას და
„საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ“ ახალ კანონს.
კომიტეტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები გაზიარებულ იქნა ინიციატორის
მხრიდან. კომიტეტის დასკვნა წარედგინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
2. კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმიანობა.
საანგარიშო
პერიოდში
კომიტეტში
მიმდინარეობდა
მუშაობა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და კომიტეტის დებულებით
განსაზღვრულ შემდეგ საკითხებზე:
კომიტეტმა შეისწავლა საქართველოს პარლამენტის წევრის გრიგოლ
ლილუაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის საკითხი მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ
თანამდებობაზე დანიშვნის გამო.
საქართველოს
პარლამენტის
წევრი
გრიგოლ
ლილუაშვილი
საქართველოს პრემიერ მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №394
განკარგულებით დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. აღნიშნულიდან
გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“
ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-2
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა მოამზადა დასკვნა და
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
,,საქართველოს
პარლამენტის წევრის გრიგოლ ლილუაშვილისათვის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“;
კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28
აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად N54 საარჩევნო ოლქში
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გივი ჭიჭინაძის პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი. საქართველოს კონსტიტუციის
54-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მომზადდა კომიტეტის
დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი ,,№54
19
საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული
საქართველოს პარლამენტის წევრის გივი ჭიჭინაძის უფლებამოსილების
ცნობის შესახებ“.
კომიტეტმა განიხილა
საპარლამენტო ფრაქციების
„ქართული
ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება - ძლიერი
ეკონომიკა“ რეგისტრაციის საკითხები. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ
ორივე შემთხვევაში წარმოდგენილი მასალები აკმაყოფილებდა საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 87-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 89-ე მუხლის მე-2
პუნქტების მოთხოვნებს, რის გამოც კომიტეტმა მხარი დაუჭირა ფრაქციების:
„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის და „ქართული ოცნება ძლიერი ეკონომიკა“ რეგისტრაციას და შესაბამისი დასკვნები გაუგზავნა
საქართველოს პარლამენტის ბიუროს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
კომიტეტი სწავლობდა კომიტეტებში, დროებით საგამოძიებო,
აგრეთვე
სხვა დროებით კომისიებსა და საერთაშორისო დელეგაციებში
ფრაქციათა
პროპორციული
წარმომადგენლობის
კვოტების
დაცვის
მდგომარეობას. საჭიროების შემთხვევაში ფრაქციებს მიეთითებოდათ
სხვადასხვა კომიტეტებიდან წევრების გამოყვანის, ან დასანიშნი წევრების
თაობაზე. ასევე განიხილებოდა ფრაქციებიდან მიღებული წერილები კვოტების
დათმობის თაობაზე.
ვინაიდან,
საქართველოს
პარლამენტში
საანგარიშო
პერიოდში
ჩამოყალიბდა 2 ახალი
ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი
საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“, საჭირო
გახდა პარლამენტის კომიტეტებში, დროებით კომისიებსა და მუდმივმოქმედ
საპარლამენტო დელეგაციებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის
ახალი კვოტების განსაზღვრა. კომიტეტმა მოამზადა კომიტეტის დასკვნები და
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებების შემდეგი პროექტები:
საქართველოს
პარლამენტის
კომიტეტებში
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე;
პროპორციული
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის
განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიაში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ;
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედ
დელეგაციებში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ;
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის
საკითხთა დროებითი კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის შესახებ.
20
იმის გამო, რომ პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია,
კომიტეტმა მოამზადა კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის ბიუროს
გადაწყვეტილების პროექტი:
,,2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი
დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი“
დროებით
საგამოძიებო
კომისიაში
ფრაქციათა
პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე“.
კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის 116 წევრის მიერ
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარდგენის მიზნით შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი.
გადამოწმების შედეგად დადგინდა საქართველოს პარლამენტის 116
წევრის ხელმოწერის ნამდვილობა, რაც შეესაბამებოდა საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 173-ე მუხლით დადგენილ ხელმოწერების
რაოდენობას (პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს).
კომიტეტის შესაბამისი დასკვნა წარედგინა პარლამენტის ბიუროს.
კომიტეტმა შეისწავლა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ
წარმოდგენილი არანაკლებ 30000 ამომრჩევლის ინიციატივით ,,სახელმწიფო
პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების
მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (პაატა მანჯგალაძის, თამთა
შამათავას, თეონა ჭალიძის, გიორგი ხაბურზანიას, ვალისა ღვინჯილიას, თამარ
ლამაზოშვილის, იზა ოჩხიკიძის, ნინო შუკვანის, მაგდანა აბესაძის, თინათინ
ასანიშვილის, ნანა ტოხვაძის, ნათია ტაბლიაშვილის, თამარ ჯინჭარაძის, ანა
კობახიძის, ნათია სტეფანიშვილის, ნინო ნაბიაშვილის და ნატო ასიტაშვილის
შემადგენლობით) განცხადება.
განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მიერ მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული
მასალები წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 177-ე
მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. კომიტეტმა
მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში
გატარება. გადასცა სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის მიერ დადგენილი მხარდამჭერთა ხელმოწერების
შესაგროვებლად დადგენილი ფორმის(ფურცლის) ნიმუში.
კომიტეტის შესაბამისი დასკვნა წარედგინა პარლამენტის ბიუროს.
კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 25
აპრილის №153/13 გადაწყვეტილების შესაბამისად განიხილა მოქალაქე ანზორ
ჯაიანის
მიერ
„სამშენებლო
ობიექტების
მდებარეობისა
და
21
ურთიერთგანლაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ლობისტად
რეგისტრაციის შესახებ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული
მასალები
განცხადებისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად
გამოვლინდა, რომ მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილი საბუთები არ
აკმაყოფილებდა „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის
მოთხოვნებს, რის გამოც მოქალაქე ანზორ ჯაიანს უარი ეთქვა ლობისტად
რეგისტრაციაზე. კომიტეტის შესაბამისი დასკვნა წარედგინა პარლამენტის
ბიუროს.
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლი პირველი
პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, 46-ე მუხლის, 201-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 204 -ე
მუხლის შესაბამისად, 2017 წლის 20 დეკემბერს, 2018 წლის 18 ივნისსა და 2018
წლის 13 ივლისს გამართულ კომიტეტის სხდომებზე განიხილა სამთავრობო
პროგრამა და საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი.
სამივე სხდომაზე კომიტეტმა მოუსმინა სამთავრობო პროგრამას, აგრეთვე
განიხილა წარმოდგენილი მთავრობის წევრთა კანდიდატურები. კომიტეტმა
ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, სამივე
შემთხვევაში ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას.
კომიტეტმა მოამზადა
„მაჟორიტარული სისტემით არჩეული
პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის
წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის
განკარგვის წესის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი,
ცვლილება ითვალისწინებდა დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტში და მე-3
მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში ტერმინის - ,,შრომითი ხელშეკრულება’’
შეცვლას
ტერმინით
-,,ადმინისტრაციული
ხელშეკრულება”,
საჯარო
სამსახურში განხორციელებული რეფორმისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს ახალი კანონის შესაბამისად, რომელმაც ამ ტიპის
მოხელეებისათვის
განსაზღვრა
და
შემოიტანა
ადმინისტრაციული
ხელშეკრულებით
დასაქმებულის
ცნება.
ცვლილების
პროექტი
და
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების პროექტი გაეგზავნა საქართველოს
პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-19 მუხლის შესაბამისად
მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული
ხარჯები
ანაზღაურდება
პარლამენტის
ბიუჯეტიდან.
მაჟორიტარი
პარლამენტის წევრი ვალდებულია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტს წელიწადში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია მაჟორიტარი
პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ. საანგარიშო
პერიოდში კომიტეტმა უზრუნველყო შესაბამისი ინფორმაციების მოძიება და
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით
22
მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ 2017 წელს გაწეული ხარჯების
შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნება.
კომიტეტი
სწავლობდა პარლამენტის წევრების ქონებრივ
დეკლარაციებს და პარლამენტის წევრების თანამდებობრივი შეუთავსებლობის
საკითხებს, იხილავდა ცალკეული პარლამენტის წევრებისგან წარმოდგენილ
სათანადო ინფორმაციებს;
კომიტეტი
იხილავდა
მოქალაქეთა
განცხადებებსა
და
ოფიციალური სტრუქტურებიდან შემოსულ კორესპოდენციებს, საჭიროების
შემთხვევაში
აგზავნიდა
მათ
შესაბამის
სტრუტურებში
შემდგომი
რეაგირებისათვის;
კომიტეტმა 2017 წლის საშემოდგომო სესიისა და 2018 წლის
საგაზაფხულო სესიის ბოლოს განიხილა პლენარული სხდომების არასაპატიო
მიზეზით გაცდენების შესახებ მანდატურის სამსახურის მიერ წარმოდგენილი
ინფორმაცია პარლამენტის ვებ გვერდზე განთავსების მიზნით;
ასევე, პარლამენტის ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსების მიზნით
კომიტეტი
ყოველთვიურად
იხილავდა
პარლამენტის
მანდატურის
სამსახურისა და პარლამენტის კომიტეტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებს
პარლამენტის წევრთა მიერ კომიტეტების სხდომების არასაპატიო მიზეზით
გაცდენის შესახებ და სათანადო ინფორმაციას უგზავნიდა საქართველოს
პარლამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტს.
3. საზედამხედველო საქმიანობა და პარლამენტის მიერ
მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 236-ე მუხლის პირველი
პუნქტისა და 237-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომიტეტი თავისი
კომპეტენციის
ფარგლებში
აკონტროლებდა
მისი
გამგებლობისათვის
მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული
აქტების აღსრულების მდგომარეობას, ასევე კანონებისა და პარლამენტის
დადგენილებების გარდამავალი დებულებებით მისი გამგებლობისათვის
მიკუთვნებულ სფეროში შემავალი აღმასრულებელი ხელისუფლების
დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში
შესრულებას. ამ მიზნით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
აქტიურად იყო ჩართული საჯარო სამსახურის რეფორმის ყველა ეტაპზე, მათ
შორის, კომიტეტი სისტემატურ კონტროლს უწევდა „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობას და
გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში
შესრულებას.
23
აღნიშნული კანონების გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებულ
იქნა
კანონის
ამოქმედებასთან
დაკავშირებით
განსახორციელებელი
მნიშვნელოვანი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ ,,საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მისაღები იყო მთელი რიგი
ნორმატიული
აქტებისა,
რომელიც
შეეხებოდა
ამავე
კანონით
გათვალისწინებულ ძირეულ საკითხებს, მათ შორის, საჯარო სამსახურში
კონკურსის ჩატარების, პროფესიული საჯარო მოხელეების იერარქიულ
რანგებში განაწილების, მათი შეფასების, წახალისების, პროფესიული საჯარო
მოხელის მობილობის, მათთვის კლასების მინიჭების წესებს და კანონით
გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ნორმატიული აქტების
მიღებას ითვალისწინებდა აგრეთვე „საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი.
ზემოაღნიშნული მიზნების განხორციელების უზრუნველსაყოფად,
კომიტეტი მონაწილეობდა სამუშაო შეხვედრებსა და დისკუსიებში,
წარადგენდა მოსაზრებებს და შენიშვნებს, იღებდა ინფორმაციას რეფორმის
მიმდინარეობის შესახებ. კომიტეტმა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის 125-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების
შესრულების მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის მისაღებად, წერილით
მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საიდანაც მიღებულ იქნა
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ
წარდგენილი დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი საჯარო
დაწესებულებების მიერ კანონის 125-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით
განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების თაობაზე.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დებულების
შესაბამისად
ახორციელებდა
ცალკეული
კანონების
გარდამავალი
დებულებებით, პარლამენტის დადგენილებებითა და პარლამენტის ბიუროს
გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების კონტროლს,
რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობდა პარლამენტის კომიტეტებთან და სხვა
სტრუქტურებთან. აღრიცხავდა და აანალიზდა კომიტეტებიდან და მთავრობის
საპარლამენტო მდივნის სამსახურიდან წარმოდგენილ ინფორმაციებს, ყოველი
თვის დასაწყისში კომიტეტის ვებ გვერდზე ათავსებდა მიღებულ
გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ამსახველ განახლებულ
ინფორმაციებს, რითაც პარლამენტის სუბიექტებსა და აღმასრულებელი
ხელისუფლების სტრუქტურებს საშუალება ეძლეოდათ მიეღოთ ინფორმაცია
როგორც შესასრულებელი, ასევე შესრულებული დავალებების შესახებ.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში მომზადდა და გაიგზავნა შემდეგი
ინფორმაციები:
2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში
საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული
დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
24
2016 წლის 18 ნოემბრიდან 2018 წლის 1
მარტამდე პერიოდში
საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული
დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
2016 წლის 18 ნოემბრიდან
2018 წლის 1 ივნისამდე
პერიოდში
საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებითა და პარლამენტის
დადგენილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის
შესახებ.
2017 წლის 15 ივნისიდან
2017 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით
განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე.
2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1ივნისამდე პერიოდში საქართველოს
პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული
დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე.
ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაცია განხილულია საქართველოს
პარლამენტის ბიუროს მიერ.
წარმოდგენილ ანგარიშში ასახულია ყველა ის ძირითადი სამუშაო, რაც
საანგარიშო პერიოდში პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის
დებულების
მოთხოვნათა
შესაბამისად
შეასრულა
კომიტეტმა
კანონშემოქმედებით,
საკონტროლო
და
კომიტეტის
სპეციფიკიდან
გამომდინარე სხვა საქმიანობის მიმართულებით.
25