„შრომის უსაფრთხოების შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-17
ბიუროს ნომერი 195
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ
თავი #1 - ზოგადი დებულებები
მუხლი#1 - კანონის მიზანი და რეგულირების საგანი
1. ამ კანონის მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების
განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და
მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას,
დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას და შრომის
უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში დასაქმებულთა თანაბარ მონაწილეობას.
2. ეს კანონი არეგულირებს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა
წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უფლებებს, ვალდებულებებს და
პასუხისმგებლობას, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან.
3. ეს კანონი აწესრიგებს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა იმ შემთხვევისა თუ სხვა სპეციალური კანონი
არ განსაზღვრავს აღნიშნული დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს.
მუხლი #2 - კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის მიმართ, მათ შორის ორგანული კანონით
საქართველოს შრომის კოდექსი და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებული
შრომითი ურთიერთობის მიმართ. ამ კანონის იმპლემენტაციის მიზნებისათვის საქართველოს მთავრობა,
სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად განსაზღვრავს ეკონომიკური საქმიანობის
პრიორიტეტულ დარგებს, ზედამხედველობის ორგანოს მიერ სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის
შედეგად ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის რისკის შეფასების საფუძველზე.
2. ეს კანონი არ ვრცელდება:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე, სახელმწიფო
დაცვის სპეციალურ სამსახურზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის
უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე და
მათდამი დაქვემდებარებულ უწყებებზე, თუ ამ კანონით გათვალისწინებული საკითხები რეგულირდება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის
უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
სისტემებში მოქმედი სპეციალური კანონმდებლობით.
ბ) შრომით საქმიანობაზე საგანგებო მდგომარეობისა და საომარი მდგომარეობის დროს, საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი #3 - ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა
ა) დამსაქმებელი - საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი" გათვალისწინებული
ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების
საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო. ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინი დამსაქმებელი მოიცავს
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებას.
ბ) დასაქმებული - საქართველოს ორგანული კანონით "საქართველოს შრომის კოდექსი" გათვალისწინებული
ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს
გარკვეულ სამუშაოს. ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინი დასაქმებული მოიცავს „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საჯარო მოსამსახურეს.
გ) სხვა პირი - პირი, რომელიც დამსაქმებლის ნებართვით ან სხვა ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს
სამუშაოს ან ახორციელებს საქმიანობას, აგრეთვე მიმწოდებელი, ვიზიტორი, საწარმოო/სამუშაო პრაქტიკის
განმახორციელებელი პირი და სხვა;
დ) სამუშაო სივრცე - ყველა სამუშაო ადგილისა და იმ ტერიტორიის ერთობლიობა, სადაც დასაქმებული და
სხვა პირი იმყოფებიან/გადაადგილდებიან სამსახურებრივი დანიშნულებით და რომლებსაც პირდაპირ ან
არაპირდაპირ დამსაქმებელი აკონტროლებს;
ე) სამუშაო ადგილი - კონკრეტული ადგილი, სადაც დასაქმებული და სხვა პირი უშუალოდ ახორციელებენ
შრომით საქმიანობას ;
ვ) შრომის უსაფრთხოება - დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის სიცოცხლის,
ჯანმრთელობისა და ფუნქციური შესაძლებლობების სამუშაოს უარყოფითი ასპექტებისგან დაცვის სისტემა,
რომელიც ჯანსაღი და უსაფრთხო საქმიანობის პირობებს ქმნის და მოიცავს სამართლებრივ, სოციალურეკონომიკურ,
ორგანიზაციულ-ტექნიკურ,
სანიტარიულ-ჰიგიენურ,
სამკურნალო-პროფილაქტიკურ,
სარეაბილიტაციო და სხვა ღონისძიებებს;
ზ) პრევენცია - იმ ღონისძიებებისა და პროცედურების სისტემა, რომლებსაც ახორციელებს დამსაქმებელი ან
რომელთა განხორციელებაც დაგეგმილი აქვს დამსაქმებელს საქმიანობის ყველა მიმართულებით
პროფესიული რისკების, სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევების, პროფესიული დაავადებების ან
შრომითი საქმიანობის გამო ჯანმრთელობისათვის სხვაგვარი ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად ან
ზიანის შესამცირებლად;
თ) შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელი - პირი, რომელიც წარმოადგენს
შესაბამისი საწარმოს დასაქმებულების ინტერესებს შრომის უსაფრთხოების საკითხებში;
ი) შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი - დამსაქმებლის მიერ დანიშნული/მოწვეული შესაბამისი
კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით
უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვასა და მართვას;
კ) საფრთხე - საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის (მანქანა-დანადგარების, მასალების, ნივთიერებების,
სამუშაო მეთოდების, გარემო პირობების ან შრომის ორგანიზების) თავისებურებები, რომლებმაც შეიძლება
ზიანი მიაყენოს დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობას, გამოიწვიოს მისი დაავადება ან მის
ჯანმრთელობას სხვა პრობლემები შეუქმნას;
ლ) რისკი - საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის ფაქტორების გავლენით დასაქმებულის ან სხვა პირის
ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ან მისთვის სხვაგვარი ზიანის მიყენების ალბათობის ხარისხი,
შესაბამისი შედეგის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით;
მ) მძიმე სამუშაო - სამუშაო პროცესი, რომელიც ზემოქმედებას ახდენს უპირატესად ადამიანის ორგანიზმის
საყრდენ-მამოძრავებელ აპარატსა და ფუნქციურ სისტემებზე (გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და სხვა),
რომლებიც უზრუნველყოფს მის საქმიანობას, და რომელიც ხასიათდება ფიზიკური დინამიკური
დატვირთვით, ასაწევი და გადასაადგილებელი ტვირთის მასით, სტერეოტიპული სამუშაო მოძრაობების
საერთო რაოდენობით, სტატიკური დატვირთვის სიდიდით, სამუშაო პოზის ფორმით, სხეულის დახრის
ხარისხით და სივრცეში გადაადგილებით;
ნ) მავნე სამუშაო - საწარმოო გარემო ან/და სამუშაო პროცესი, რომლის ადამიანზე ზემოქმედებას გარკვეულ
პირობებში (ინტენსივობა, ხანგრძლივობა და სხვა) შეუძლია გამოიწვიოს პროფესიული დაავადება,
შრომისუნარიანობის დროებითი ან მდგრადი დაქვეითება, გაზარდოს სომატური და ინფექციური
დაავადებების სიხშირე და დაარღვიოს შთამომავლობის ჯანმრთელობა;
ო) საშიშპირობებიანი სამუშაო - საწარმოო გარემო ან/და სამუშაო პროცესი, რომელიც შეიძლება გახდეს
მწვავე დაავადების, ადამიანის ჯანმრთელობის უეცარი, მკვეთრი გაუარესების ან გარდაცვალების მიზეზი;
პ) მომეტებული საფრთხე - საფრთხე, რომელიც ნაკლები რისკის შემცველი სხვა საშუალებებით ვერ
ჩანაცვლდება;
ჟ) არაარსებითი შეუსაბამობა - შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება შესაძლებელია ჩვეულებრივი სამუშაო
პროცესის შეჩერების გარეშე და რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას პირდაპირ საფრთხეს
არ უქმნის;
რ) არსებითი შეუსაბამობა - შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება სავალდებულოა, მაგრამ დაუყოვნებლივ
შეუძლებელია, და რომელიც მოცემულ მომენტში საშიშროებას არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, თუმცა მისი
გამოუსწორებლობა ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის;
ს) კრიტიკული შეუსაბამობა - შეუსაბამობა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის
სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა;
ტ) მავნე საწარმოო ფაქტორები - საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის ფაქტორები, რომელთა ადამიანზე
ზემოქმედებას გარკვეულ პირობებში (ინტენსივობა, ხანგრძლივობა და სხვა) შეუძლია გამოიწვიოს
პროფესიული დაავადება, შრომისუნარიანობის დროებითი ან მდგრადი დაქვეითება;
უ) პროფესიული რისკი - პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული საწარმოო გარემოსა და სამუშაო
პროცესის ფაქტორების გავლენით დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობისთვის უშუალო და
პირდაპირი ზიანის მიყენების ალბათობის ხარისხი, შესაბამისი შედეგის სიმძიმის ხარისხის
გათვალისწინებით;
ფ) რისკის შეფასება - ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის
მიერ აღიარებულ მეთოდოლოგიას და მოიცავს სამუშაო სივრცეში სამუშაო პროცესთან დაკავშირებული
საფრთხეების იდენტიფიცირებას, ანალიზს, შეფასებასა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრას;
ქ) საფრთხის შემცველი ფაქტორები - საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის ფიზიკური, ქიმიური,
ბიოლოგიური ან ფიზიოლოგიური ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას დასაქმებულის ან
სხვა პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და გამოიწვიოს პროფესიული დაავადება ან ჯანმრთელობის
მკვეთრი გაუარესება;
ღ) სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევა - სამუშაო პროცესში ან სამუშაო პროცესთან დაკავშირებით
მომხდარი შემთხვევა, რომელსაც შედეგად მოჰყვა დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობის დაზიანება,
შრომისუნარიანობის შეზღუდვა ან დაკარგვა, გარდაცვალება ან მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად
აღიარება;
ყ) საშიში შემთხვევა - იდენტიფიცირებადი მდგომარეობა (ტექნიკური ინციდენტი, სიმაღლიდან ვარდნა,
აფეთქება, ხანძარი, მავნე ნივთიერების გაჟონვა და სხვა), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მატერიალური
ზიანი ან/და სხვა არასასურველი შედეგები;
შ) პროფესიული დაავადება - დასაქმებულის მწვავე ან ქრონიკული დაავადება, რომელიც ვითარდება
საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის საფრთხის შემცველი ფაქტორების ზემოქმედებით, იწვევს მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ან/და პროფესიული შრომისუნარიანობის შეზღუდვას მოკლე
პერიოდში ან ხანგრძლივად და განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
ჩ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებები - ტექნიკური და სხვა საშუალებები, რომლებიც გამოიყენება
ინდივიდუალურად, დასაქმებულზე საფრთხის შემცველი ფაქტორების გავლენის შესამცირებლად ან
თავიდან ასაცილებლად;
ც) კოლექტიური დაცვის საშუალებები - ტექნიკური და საინჟინრო საშუალებების ერთობლიობა, რომლებიც
კონსტრუქციულად და ფუნქციურად დაკავშირებულია საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესთან და
განკუთვნილია საფრთხის შემცველი ფაქტორების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად;
ძ) ზედამხედველი ორგანო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) შრომის უსაფრთხოების
ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახური.
თავი #2 - დამსაქმებლის ზოგადი ვალდებულებებო
მუხლი #4 - მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი
სამუშაოების შესაბამის საქმიანობათა რეგისტრაცია
1. ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ
მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა
რეესტრში რეგისტრაცია და ამ საქმიანობის დაწყების, განხორციელების ან შეწყვეტის ან/და აღნიშნულ
საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ცვლილების შეტანის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს
2. აკრძალულია მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების
შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობათა რეგისტრაციის წესი და პირობები
განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი #5 - დამსაქმებლის ვალდებულებები
1. სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი თავისი კომპეტენციისა და
პასუხისმგებლობის ფარგლებში ვალდებულია;
ა) დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი
მარეგულირებელი ნორმები და წესები;
ბ) იზრუნოს, რომ დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და
ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს;
გ) უზრუნველყოს, რომ ფიზიკურმა, ქიმიურმა და ბიოლოგიურმა საფრთხის შემცველმა ფაქტორებმა
დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას საშიშროება არ
შეუქმნას;
დ) აღრიცხოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევები, პროფესიული დაავადებების შემთხვევები და
საშიში შემთხვევები და მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს დასაქმებულს ან/და
დასაქმებულთა წარმომადგენელს;
ე) უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების
შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად;
ვ) რეგულარულად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით:
ვ.ა) შეამოწმოს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობა;
ვ.ბ) უზრუნველყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და სხვა დამცავი საშუალებების მოვლაგასუფთავება, გააკონტროლოს მათი სწორად გამოყენება და საჭიროების შემთხვევაში დროულად შეცვალოს
ისინი;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით შეამოწმოს, გაზომოს და
შეაფასოს საწარმოო გარემოს შემდეგი ფაქტორები:
ზ.ა) ფიზიკური ფაქტორები (მათ შორის, ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, სითბური
გამოსხივება, არამაიონებელი გამოსხივება, მაიონებელი გამოსხივება, საწარმოო ხმაური, ულტრაბგერა,
ინფრაბგერა, ვიბრაცია, უპირატესად ფიბროგენული მოქმედების აეროზოლები (მტვერი), არასათანადო
განათება, აეროიონები);
ზ.ბ) ქიმიური ფაქტორები (მათ შორის, ქიმიური სინთეზით მიღებული, ბიოლოგიური ბუნების მქონე
ზოგიერთი ნივთიერება (ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ჰორმონები, ფერმენტები, ცილოვანი პრეპარატები)
ან/და ნივთიერებები, რომელთა კონტროლისათვის ქიმიური ანალიზის მეთოდები გამოიყენება).
2. დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულებისთვის სწავლების (ტრენინგების) და
ინსტრუქტაჟის ჩატარება და მათ გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია:
ა) შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართლებრივი და სხვა ნორმების და უსაფრთხო შრომის
პრინციპების შესახებ;
ბ) სამუშაო პროცედურების, მანქანა-დანადგარების, სამუშაო ტექნიკისა და სამუშაო აღჭურვილობის
უსაფრთხო გამოყენებისა და შეკეთების ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელოების შესახებ;
გ) საგანგებო სიტუაციების, საევაკუაციო ღონისძიებების და მათი განხორციელების შესახებ;
დ) არსებული საფრთხისა და რისკის, ასევე მასზე კონტროლის მიზნებისთვის გატარებული ღონისძიებების
შესახებ.
3. დამსაქმებელმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სწავლების (ტრენინგების) ჩატარება უნდა
უზრუნველყოს:
ა) დასაქმებულების დაქირავებისას, მათ მიერ სამუშაოს შესრულების დაწყებამდე:
ბ) დასაქმებულთა სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანისას/სამუშაოს შეცვლისას;
გ) ახალი ტექნოლოგიური პროცესისა და სამუშაო მეთოდების დანერგვის, ახალი მანქანა-დანადგარების
გამოყენების ან/და საწარმოო პროცესის ცვლილების დაწყებამდე;
დ) განმეორებით, თავის მიერ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ან საჭიროების მიხედვით.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სწავლება (ტრენინგები) და ინსტრუქტაჟი
ტარდება სამუშაო საათებში. ტრენინგებისთვის გაცდენილი დღეები საპატიოდ ჩაითვლება და
ანაზღაურდება დამსაქმებლის მიერ, სამუშაო საათების პროპორციულად. სწავლება (ტრენინგები) და
ინსტრუქტაჟი დასაქმებულებს უფასოდ უტარდებათ.
5. საწარმოს სიდიდისა და საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დამსაქმებელი ვალდებულია
დასაქმებულებს, დასაქმებულთა წარმომადგენელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს ან/და სამუშაო
სივრცეში მყოფ სხვა პირს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც შეეხება:
ა) პროფესიულ რისკებსა და მავნე საწარმოო ფაქტორებს, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაო ადგილთან,
და დასაქმებულების ჯანმრთელობაზე მათ შესაძლო გავლენას, აგრეთვე მათგან თავის დაცვის მექანიზმებს;
ბ) რისკებს, რომელთა წინაშეც შეიძლება დადგნენ დასაქმებულები, და რისკების შედეგების შეფასებას, მათ
შორის, დამსაქმებლის მიერ მიღებულ შრომის უსაფრთხოებისა და პრევენციულ ზომებს;
გ) საგანგებო სიტუაციებს, საევაკუაციო გეგმებს და მომეტებული საფრთხის არსებობის შემთხვევაში მისაღებ
ზომებს, აგრეთვე იმ ღონისძიებებსა და პროცედურებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ავარიის ან
ხანძრის შემთხვევაში;
დ) აკრძალვებს, რომლებიც დაკავშირებულია საწარმოში შესვლასთან, იქ ყოფნასთან და ისეთი სამუშაოს
შესრულებასთან, რომელიც საფრთხეს უქმნის დასაქმებულის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;
ე) გარკვეული სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
აკრძალვებს.
6. დამსაქმებელმა არ უნდა დაასაქმოს 18 წლამდე პირი ისეთ სამუშაოზე, რომელმაც მისი შესრულების
ხასიათის ან გარემოებების გათვალისწინებით შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ჯანმრთელობას
ან უსაფრთხოებას. მოცემული სამუშაოების ჩამონათვალს განსაზღვრავს სამინისტრო სოციალურ
პარტნიორებთან შეთანხმებით.
7. დამსაქმებელმა არ უნდა დაასაქმოს ორსული და მეძუძური ქალები სამუშაოზე, რომელიც დედისა ან
ბავშვის ჯანმრთელობისთვის საზიანოა ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველია. მოცემული სამუშაოების
ჩამონათვალს განსაზღვრავს სამინისტრო სოციალურ პარტნიორებთან შეთანხმებით.
8. თუ რამდენიმე საწარმოს დასაქმებულები ერთად მუშაობენ, აღნიშნულ პროცესში მონაწილე ყოველი
დამსაქმებელი ვალდებულია:
ა) ითანამშრომლოს სხვა დამსაქმებელთან შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ჰიგიენური
ნორმების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, უზრუნველყოს დამსაქმებელთა საქმიანობის კოორდინაცია
დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და პროფესიული რისკების პრევენციის საკითხებთან
დაკავშირებით;
გ) სხვა დამსაქმებელთან გაცვალოს ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებისა და პროფესიული რისკების
შესახებ;
დ) დასაქმებულებს ან/და დასაქმებულთა წარმომადგენელს მიაწოდოს ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებისა
და პროფესიული რისკების შესახებ.
9. დამსაქმებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით მუშაობის პერიოდში დასაქმებული უზრუნველყოს
უბედური შემთხვევის დაზღვევით.
10. დამსაქმებელი ვალდებულია გასწიოს სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოებასთან და სანიტარიულჰიგიენურ ღონისძიებებთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.
11. თუ დამსაქმებელი ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად ნიშნავს შრომის
უსაფრთხოების სპეციალისტს ან შესაბამისი მომსახურების გასაწევად იწვევს სხვა უფლებამოსილ პირს (გარე
მომსახურება),
ეს
არ
ათავისუფლებს
დამსაქმებელს
ამ
კანონით
გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისაგან.
12. შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დასაქმებულის ვალდებულებები გავლენას არ
ახდენს დამსაქმებლის პასუხისმგებლობის პრინციპზე.
13. დამსაქმებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური
შემთხვევა გამოწვეულია იმ გარემოებებით, რომელთა წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო ან
რომლებიც არ იყო დამსაქმებლის კონტროლის ქვეშ, ან ისეთი მოსალოდნელი გარემოებებით, რომელთა
თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, დამსაქმებლის შესაბამისი ძალისხმევის მიუხედავად. აღნიშნული
გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.
მუხლი #6 - პრევენცია
1. დამსაქმებელმა მუშაობის ყველა ეტაპზე ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად
ან აღმოსაფხვრელად, საწარმოს სიდიდისა და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის და ფორმის მიხედვით წერილობით უნდა
განსაზღვროს ეს რისკი, ასევე სამუშაოს ცვლილებიდან გამომდინარე რეგულარულად განაახლოს იგი, და
მიიღოს
შესაბამისი
ზომები
შემდეგი
საერთო
პრინციპების
საფუძველზე:
ა) იზრუნოს არსებული რისკების თავიდან აცილებაზე;
ბ) შეაფასოს ის რისკები და საფრთხეები, რომელთა თავიდან აცილებაც შეუძლებელია;
გ) იზრუნოს საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირებასა და მათ შორის მისი წყაროს აღმოფხვრაზე;
დ) ჩაანაცვლოს საფრთხის შემცველი ფაქტორები უსაფრთხო ან ნაკლებად საშიში ფაქტორებით;
ე) შეიმუშაოს თანამიმდევრული პრევენციული ღონისძიებების პოლიტიკა, რომელიც უნდა
ითვალისწინებდეს საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის თავისებურებებს;
ვ) ამ პუნქტის "ე" ქვეპუნქტისა და საფრთხის შემცველი ფაქტორების ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს
წერილობითი დოკუმენტი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი
სხვა პირის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკის შემცირების ან აღმოფხვრის ღონისძიებებს,
რომლებიც უნდა განხორციელდეს ყველა სახის საქმიანობის დროს და საწარმოს მმართველობის ყველა
დონეზე, ამ ღონისძიებების განხორციელების ვადებს, განმახორციელებლებს და განხორციელებისთვის
საჭირო სახსრებს;
ზ) კოლექტიური დაცვის საშუალებებს მიანიჭოს უპირატესობა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან
შედარებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
თ) დასაქმებულებს ჩაუტაროს შესაბამისი ინსტრუქტაჟი;
ი) უზრუნველყოს სამუშაოს დასაქმებულისადმი ადაპტირება, განსაკუთრებით სამუშაო სივრცის მოწყობის,
სამუშაო აღჭურვილობის, სამუშაო და საწარმოო მეთოდების შერჩევის თვალსაზრისით, მონოტონური
სამუშაოს შემსუბუქებისა და დასაქმებულის ჯანმრთელობაზე სამუშაოს ზეგავლენის შემცირების მიზნით;
კ) უზრუნველყოს ტექნოლოგიური პროგრესთან სამუშაო სივრცის ადაპტირება.
2. დამსაქმებელი ვალდებულია შეინახოს რისკის განსაზღვრის შესახებ წერილობითი დოკუმენტის ასლი.
3. საწარმოს სპეციფიკიდან და რისკის შეფასების შესახებ დოკუმენტიდან გამომდინარე, უსაფრთხო და
ჯანსაღი სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად და სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევებისა და
პროფესიული დაავადებების თავიდან ასაცილებლად დამსაქმებელი ვალდებულია:
ა) ფუნქციების განაწილების საფუძველზე წერილობით განსაზღვროს შრომის უსაფრთხოების სფეროში
შესაბამისი დასაქმებულების და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების ვალდებულებები და
პასუხისმგებლობა;
ბ) უზრუნველყოს რისკის შემცველ სამუშაო ადგილებზე მხოლოდ იმ დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში
მყოფი სხვა პირის დაშვება, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი სპეციალური სწავლება ან ინსტრუქტაჟი;
გ) გამოავლინოს და აღრიცხოს რისკის შემცველი სამუშაო ადგილები;
დ) უზრუნველყოს დაცვისა და კონტროლის სისტემების, საშიში ნივთიერებების შემგროვებელი და
გამანეიტრალებელი აღჭურვილობების უწყვეტი და გამართული ფუნქციონირება;
ე) მოთხოვნის შემთხვევაში ზედამხედველ ორგანოს მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი
და შეასრულოს ამ ორგანოს მითითებები;
ვ) საწარმო აღჭურვოს შესაბამისი კოლექტიური დაცვის საშუალებებით;
ზ) დასაქმებული და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირი უფასოდ აღჭურვოს აუცილებელი ეფექტიანი
ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით იქ, სადაც ეს აუცილებელია მათი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის
დასაცავად, უზრუნველყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სისუფთავე და ტექნიკური
გამართულობა;
თ) უზრუნველყოს დასაქმებულისთვის წინასწარი და პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარება
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ი) არ დაუშვას სამუშაოზე დასაქმებული ან/და სხვა პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან
ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში იმყოფება, და ამ მიზნით შიდა მარეგულირებელი ნორმებით
განსაზღვროს დასაქმებულების ან/და სხვა პირების ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილი იქნება,
ზედამხედველობა გაუწიოს აღნიშნულ პროცესს.
მუხლი #7 - შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა
1. შრომის უსაფრთხოების სფეროში დასახული ამოცანების შესრულების ორგანიზებისათვის, ამ კანონის მე6 მუხლის პირველი პუნქტის "ე" და "ვ" ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დამსაქმებელი ვალდებულია
დანიშნოს ერთი ან ერთზე მეტი დასაქმებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად ან აღნიშნული
მიზნით შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური. დასაქმებულებთან შეთანხმებით შრომის
უსაფრთხოების სპეციალისტი და დასაქმებულთა წარმომადგენელი შეიძლება იყოს ერთი და იგივე პირი.
2. დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის
უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს ამ მუხლის
მე-6 პუნქტით გათვალისწინებული აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე
დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია დანიშნოს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო
100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის
უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.
3. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი/სამსახური აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ტექნიკური
საშუალებებითა და ინსტრუმენტებით. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის/სამსახურის მიერ თავისი
მოვალეობების შესასრულებლად შესაფერისი დრო იმგვარად უნდა შეირჩეს, რომ, რამდენადაც
შესაძლებელია, არ შეფერხდეს საწარმოო პროცესი. აღნიშნული დრო ჩაითვლება სამუშაო დროში და
ანაზღაურდება. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, არ უნდა
აღმოჩნდეს სხვა დასაქმებულებთან შედარებით უარეს მდგომარეობაში შრომის უსაფრთხოების დაცვის
თვალსაზრისით.
4. თუ საწარმოს სიდიდის, დასაქმებულთა რაოდენობის, სამუშაო პირობების, საფრთხის ხარისხის,
ხასიათისა და სტრუქტურის და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით დამსაქმებელს არ ჰყავს სათანადო
რაოდენობის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, დამსაქმებელი ვალდებულია მოიწვიოს აღნიშნული
დარგის სპეციალისტები/ორგანიზაციები.
5. შრომის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული გამოცდილება
და კვალიფიკაცია (უნარები და ტექნიკური ჩვევები, რომლებიც დასტურდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით
გათვალისწინებული აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოწმობით).
6. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა. ამ
პროგრამის მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. საქმიანობის სპეციფიკიდან და დასაქმებულთა რაოდენობიდან გამომდინარე, საწარმოს შეიძლება ჰყავდეს
საწარმოო ექიმი. საწარმოო ექიმს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების
დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი ერთ-ერთ შემდეგ სპეციალობაში: "შინაგანი მედიცინა",
"საოჯახო მედიცინა", "საზოგადოებრივი ჯანდაცვა", "პროფესიული პათოლოგია".
მუხლი #8 - პირველადი სამედიცინო დახმარება, სახანძრო უსაფრთხოება, ევაკუაცია,
მომეტებული საფრთხე
1. დამსაქმებელი ვალდებულია:
ა) საწარმოს სიდიდის, საქმიანობის სფეროსა და სხვა პირობების გათვალისწინებით მიიღოს პირველადი
სამედიცინო დახმარების, სახანძრო უსაფრთხოებისა და ევაკუაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელი
ზომები;
ბ) განახორციელოს აუცილებელი და მყისიერი კომუნიკაცია სასწრაფო, სამაშველო, სახანძრო და სხვა
სპეციალიზებულ სამსახურებთან.
2. დამსაქმებელი ვალდებულია პირადად ან/და დანიშნული/მოწვეული შრომის უსაფრთხოების
სპეციალისტის ან სპეციალური სამსახურის მეშვეობით დაუყოვნებლივ აცნობოს ყველა დასაქმებულსა და
სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირს, რომლებსაც ემუქრებათ ან შესაძლოა დაემუქროთ მომეტებული
საფრთხე, პრევენციული და საევაკუაციო ზომებისა და უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ.
3. მომეტებული საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაბამისი
ზომა და გასცეს სამუშაოს შეწყვეტის ბრძანება, რათა დასაქმებულებმა და სამუშაო სივრცეში მყოფმა სხვა
პირებმა შეძლონ სამუშაო ადგილებიდან უსაფრთხო ზონაში გასვლა.
4. დამსაქმებელს უფლება არ აქვს, მოსთხოვოს დასაქმებულს ან სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირს სამუშაოს
გაგრძელება მანამდე, სანამ არსებობს მომეტებული საფრთხე.
5. დასაქმებული არ უნდა აღმოჩნდეს არახელსაყრელ მდგომარეობაში მომეტებული საფრთხის არსებობის
დროს სამუშაო ადგილის ან/და საფრთხის შემცველი ტერიტორიის მიტოვებისას საკუთარი ქმედების გამო
და დაცული უნდა იყოს ზიანის მომტანი შედეგებისგან.
6. დამსაქმებელმა უნდა იზრუნოს, რომ მომეტებული საფრთხის არსებობის შემთხვევაში თითოეულ
დასაქმებულს/სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირს, რომელსაც არ შეუძლია მიმართოს უშუალო
ხელმძღვანელს, ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამისი ზომები, მათ შორის, დატოვოს სამუშაო
ადგილი, საკუთარი ან სხვა პირების უსაფრთხოების დასაცავად, რათა თავიდან იქნეს აცილებული
აღნიშნული საფრთხის შედეგები.
7. დამსაქმებელმა არ უნდა ჩააყენოს დასაქმებული არახელსაყრელ მდგომარეობაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით
გათვალისწინებული ზომების მიღების გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასაქმებულის მხრიდან
ადგილი ჰქონდა დაუდევარ ან/და გაუფრთხილებელ ქმედებებს.
მუხლი #9 - კონსულტაციები და შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა
მონაწილეობა
1. დამსაქმებელმა გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების საკითხებში
დასაქმებულების ან/და დასაქმებულთა წარმომადგენლის მონაწილეობა, რაც გულისხმობს:
ა) დასაქმებულებთან კონსულტაციებს;
ბ) დასაქმებულის ან დასაქმებულთა წარმომადგენლის უფლებას, მოახდინოს შრომის უსაფრთხოების
შესახებ წინადადების ინიცირება;
გ) დაბალანსებულ მონაწილეობას.
2. შრომის უსაფრთხოების ახალი ღონისძიების სისტემის ინიცირებისას დამსაქმებელი ვალდებულია შრომის
უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელთან განახორციელოს კონსულტაცია.
3. დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელთან
განახორციელოს კონსულტაცია სამუშაო პროცესის, შინაარსის ან ორგანიზების ისეთი ცვლილების შესახებ
დაგეგმვისას, რომელსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს დასაქმებულის შრომის უსაფრთხოებაზე.
3. დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციების,
ეფექტიანი თანამშრომლობისა და კომუნიკაციის განხორციელების მიზნით დასაქმებულები
დასაქმებულთაგან ირჩევენ შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელს. პირი
დასაქმებულთა წარმომადგენლად შეიძლება აირჩეს და დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში.
4. იმ საწარმოში/დაწესებულებაში, სადაც 20 ან მეტი დასაქმებულია, შრომის უსაფრთხოების საკითხებში
დასაქმებულთა წარმომადგენელი აირჩევა დასაქმებულთა მიერ განსაზღვრული ვადით, ხმათა უბრალო
უმრავლესობით. დამსაქმებელი ვალდებულია დაეხმაროს დასაქმებულებს აღნიშნული არჩევნების
ორგანიზებაში.
5. დასაქმებულთა წარმომადგენელი უფლებამოსილია:
ა) წარმოადგინოს დასაქმებულების ინტერესები დამსაქმებელთან, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან
და ზედამხედველ ორგანოსთან შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) შეამოწმოს სამუშაო სივრცე და სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა ისე, რომ
ხელი არ შეუშალოს საწარმოო პროცესს, და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ამის შესახებ
დაუყოვნებლივ აცნობოს დამსაქმებელს;
გ) მოსთხოვოს დამსაქმებელს, და თავის მხრივ დამსაქმებელი ვალდებულია წარუდგინოს მას ინფორმაცია
იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოებაზე, და
განიხილოს ისინი დამსაქმებელთან და დასაქმებულებთან;
დ) ითანამშრომლოს დამსაქმებელთან და წარუდგინოს მას წინადადებები სამუშაო სივრცეში შრომის
უსაფრთხოების
დაცვის
ხარისხის
ამაღლებასთან
და
მომეტებული
საფრთხის
შემცირებასთან/აღმოფხვრასთან დაკავშირებით;
ე) მონაწილეობა მიიღოს დამსაქმებლის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებში, რომლებიც შეეხება სამუშაო
ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, აგრეთვე მოკვლევებში, რომლებითაც დგინდება მუშაობის
პროცესში მომხდარი საწარმოო ტრავმების, პროფესიული დაავადებების და სხვა შემთხვევების მიზეზები;
ვ) ზედამხედველ ორგანოს წარუდგინოს შენიშვნები და წინადადებები ამ ორგანოს მიერ დამსაქმებლის
საწარმოში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას;
ზ) მიმართოს შესაბამის უწყებებს, თუ დამსაქმებლის მიერ მიღებული ზომები და გამოყოფილი საშუალებები
სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად საკმარისი არ არის
6. დამსაქმებელი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილზე განათავსოს დასაქმებულთა წარმომადგენლების სია
შესაბამისი სამუშაო ადგილების მითითებით.
7. დაუშვებელია დასაქმებულთა წარმომადგენლის სამუშაოდან გათავისუფლება ან/და არახელსაყრელ
მდგომარეობაში ჩაყენება თავისი უფლებამოსილების განხორციელების გამო.
8. დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელს
მისცეს ანაზღაურებადი, სამუშაოსგან თავისუფალი დრო კვირაში არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 საათისა და
უზრუნველყოს იგი შესაბამისი აღჭურვილობით, რათა მან შეძლოს თავისი უფლებამოსილების
განხორციელება.
9. საწარმოს სიდიდის, სამუშაო პირობებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით დასაქმებულთა
წარმომადგენლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების დრო განისაზღვრება კოლექტიური
ხელშეკრულებით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით.
თავი 3 - დასაქმებულის უფლებები და ვალდებულებები
მუხლი 10 - დასაქმებულის უფლებები
1. დასაქმებულს უფლება აქვს:
ა) დამსაქმებელთან განიხილოს შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებული შრომის უსაფრთხოების
ყველა საკითხი და მოითხოვოს ასეთ განხილვაზე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ამ დარგის ექსპერტის
მოწვევა;
ბ) დამსაქმებლისგან მიიღოს ინფორმაცია საფრთხის შემცველი ფაქტორების, რისკის შეფასების შედეგების,
შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად დამსაქმებლის მიერ მიღებული ზომების, სამედიცინო
გამოკვლევების შედეგების და ზედამხედველი ორგანოს რეკომენდაციებისა და მითითებების შესახებ;
გ) უარი თქვას იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს ან
შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე
პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას; საფრთხის
არსებობისას დატოვოს სამუშაო ადგილი ან სახიფათო ზონა;
დ) სამედიცინო დასკვნის საფუძველზე დამსაქმებელს მოსთხოვოს სხვა მუდმივ ან დროებით სამუშაო
ადგილზე გადაყვანა ან სამუშაო პირობების შემსუბუქება, ან დღის ცვლაში გადაყვანა, თუ ღამის ცვლა
საზიანოა დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის, ხოლო დამსაქმებელს აქვს შესაბამისი ვაკანსია და
დასაქმებული აკმაყოფილებს ამ ვაკანსიისადმი წაყენებულ მოთხოვნებს;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია სამუშაო სივრცეში
მიყენებული ზიანისათვის, მათ შორის პროფესიული დაავადების შედეგად მიყენებული ზიანისთვის;
ვ) მიმართოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს, ზედამხედველ ორგანოს, დასაქმებულთა
წარმომადგენელს, თუ სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ დაცული არ არის.
2. დაუშვებელია დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლება ან სხვა დასაქმებულებთან შედარებით მისი
მდგომარეობის გაუარესება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების გამო.
მუხლი 11 - დასაქმებულის ვალდებულებები
დასაქმებული ვალდებულია:
ა) იხელმძღვანელოს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინსტრუქციებით, სამართლებრივი
ნორმებითა და სხვა წესებით და დაემორჩილოს დამსაქმებლის მიერ დადგენილ სამუშაო პროცედურებს;
ბ) ითანამშრომლოს დამსაქმებელთან და დასაქმებულთა წარმომადგენელთან შრომის უსაფრთხოების
ნორმების შესაბამისად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისა და შენარჩუნებისთვის;
გ) ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
დაუყოვნებლივ აცნობოს დამსაქმებელს იმ გარემოების შესახებ, რომლის გამოც იგი უარს ამბობს შრომითი
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე;
დ) შეასრულოს სამუშაო, მართოს და გამოიყენოს სამუშაო ტექნიკა, მასალები, საშიში ნივთიერებები და
სხვა საშუალებები დამსაქმებლის ინსტრუქციებისა და მუშაობისას მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის
შესაბამისად;
ე) მართოს სპეციალური წესების მიხედვით განსაზღვრული, მომეტებულ საფრთხესთან დაკავშირებული
სამუშაო ტექნიკა და შეასრულოს სამუშაო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქვს შესაბამისი მოწმობა, და
მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ სამუშაოს შესრულება დამსაქმებელმა დაავალა;
ვ) თვითნებურად არ გამორთოს, არ შეცვალოს ან არ მოხსნას სამუშაო ტექნიკის, აპარატის, ინსტრუმენტის,
დანადგარის ან აღჭურვილობის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დამცავი მოწყობილობები და
აღნიშნული მოწყობილობები დანიშნულებისამებრ გამოიყენოს;
ზ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გამოიყენოს ინსტრუქციების შესაბამისად და დააბრუნოს
მათთვის განკუთვნილ ადგილზე;
თ) დაუყოვნებლივ წარუდგინოს დამსაქმებელს ან მის წარმომადგენელს ინფორმაცია ნებისმიერი
ხარვეზის შესახებ, რომელმაც შეიძლება სამუშაო სივრცეში საშიშროება შეუქმნას შრომის უსაფრთხოებას ან
გამოიწვიოს უბედური შემთხვევა ან საშიში შემთხვევა, აგრეთვე თავისი შესაძლებლობის ფარგლებში
მონაწილეობა მიიღოს ამ ხარვეზის აღმოფხვრაში;
ი) დაესწროს დამსაქმებლის მიერ ორგანიზებულ შრომის უსაფრთხოების შესახებ ტრენინგებსა და
საინფორმაციო შეხვედრებს;
კ) გაიაროს პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები იმ სამუშაოსთან დაკავშირებით, რომლის
შესრულებისთვისაც აღნიშნული გამოკვლევების გავლა აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად;
ლ) დაიცვას დამსაქმებლის, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის, საწარმოო ექიმისა და ზედამხედველი
ორგანოს განკარგულებები, მითითებები და რეკომენდაციები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ
საკითხებზე;
მ) არ გამოცხადდეს სამუშაოზე ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ტოქსიკური ან ფსიქოტროპული
სიმთვრალის მდგომარეობაში და სამუშაოს შესრულებისას არ მოიხმაროს ასეთი მდგომარეობის გამომწვევი
ნივთიერებები;
ნ) დაემორჩილოს სამუშაო სივრცეში თამბაქოს მოხმარების შესახებ აკრძალვებს;
ო) ითანამშრომლოს დამსაქმებელთან ან/და შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა
წარმომადგენელთან იმ დროის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა
შრომის უსაფრთხოების დაცვისათვის ნებისმიერი დავალების ან ზედამხედველი ორგანოს მოთხოვნების
შესასრულებლად;
პ) ითანამშრომლოს დამსაქმებელთან ან/და შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა
წარმომადგენელთან მანამდე, სანამ დამსაქმებელი არ დარწმუნდება, რომ სამუშაო გარემო და სამუშაო
პირობები საშიშროებას არ უქმნის დასაქმებულთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას;
ჟ) თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, მომზადებისა და დამსაქმებლის მიერ ჩატარებული ინსტრუქტაჟის
შესაბამისად იზრუნოს საკუთარი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვაზე, აგრეთვე იმ პირების
უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვაზე, რომლებსაც საკუთარი მოქმედებით ან უმოქმედობით ზიანი
მიადგათ.
თავი #4 - სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უფლებები და ვალდებულებები
მუხლი 12 - სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უფლებები
სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირს უფლება აქვს:
ა) დამსაქმებლისგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული საკითხების შესახებ;
ბ) უარი თქვას იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს ან
შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე
პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას; საფრთხის
არსებობისას დატოვოს სამუშაო ადგილი ან სახიფათო ზონა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია სამუშაო სივრცეში უბედური
შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანისათვის;
დ) დაიცვას დამსაქმებლის, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის, საწარმოს ექიმისა და ზედამხედველი
ორგანოს მითითებები და რეკომენდაციები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მუხლი 13 - სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ვალდებულებები
სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირი ვალდებულია:
ა) იხელმძღვანელოს შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ინსტრუქციებით,
სამართლებრივი ნორმებითა და სხვა წესებით და დაემორჩილოს დამსაქმებლის მიერ დადგენილ სამუშაო
პროცედურებს;
ბ) დაიცვას დამსაქმებლის, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის, საწარმოო ექიმისა და ზედამხედველი
ორგანოს განკარგულებები საწარმოო გარემოსა და არასაწარმოო გარემოში შრომის უსაფრთხოების ნორმების
დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
გ) ამ კანონის მე-12 მუხლის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შესახებ
დაუყოვნებლივ აცნობოს დამსაქმებელს ან მის წარმომადგენელს;
დ) არ გამოცხადდეს სამუშაოზე ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ტოქსიკური ან ფსიქოტროპული
სიმთვრალის მდგომარეობაში და სამუშაოს შესრულებისას არ მოიხმაროს ასეთი მდგომარეობის გამომწვევი
ნივთიერებები;
ე) გონივრული ეჭვის არსებობისას დამსაქმებლის მოთხოვნის შემთხვევაში გაიაროს შემოწმება იმის
დასადგენად, იმყოფება თუ არა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის
მდგომარეობაში;
ვ) დაემორჩილოს სამუშაო სივრცეში თამბაქოს მოხმარების შესახებ აკრძალვებს.
თავი #4 - სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევები და პროფესიული დაავადებები
მუხლი 14 - სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევა
სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევა კლასიფიცირდება მისი შედეგების და ერთ ჯერზე დაშავებული
ადამიანების რაოდენობის მიხედვით, შემდეგნაირად:
ა) მსუბუქი უბედური შემთხვევა - უბედური შემთხვევის გამო მსუბუქი დაზიანება შრომისუნარიანობის
დაკარგვის გარეშე ან შრომისუნარიანობის დაკარგვით არაუმეტეს 3 დღისა;
ბ) საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევა - უბედური შემთხვევის გამო დაზიანება შრომისუნარიანობის
დაკარგვით 3 დღიდან 40 დღემდე;
გ) მძიმე უბედური შემთხვევა - უბედური შემთხვევის გამო მუდმივი შრომისუუნარობის განვითარება ან
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან/და დროებითი შრომისუუნარობის განვითარება 40 კალენდარულ
დღეზე მეტი ხნით;
დ) ფატალური უბედური შემთხვევა - უბედური შემთხვევის გამო ადამიანის (დასაქმებულის ან სხვა პირის)
სამუშაო ადგილზე ან უბედური შემთხვევიდან 1 წლის განმავლობაში გარდაცვალება;
ე) მასობრივი უბედური შემთხვევა - უბედური შემთხვევის გამო 3 ან მეტი ადამიანის დაშავება, მათ შორის,
1 მძიმე უბედური შემთხვევა ან 1 ფატალური უბედური შემთხვევა.
მუხლი 15 - სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების
შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება
1. დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს დამსაქმებელს სამუშაო სივრცეში უბედური
შემთხვევის შესახებ, რომელიც სხვა პირს შეემთხვა და რომელსაც დასაქმებული შეესწრო, ან რომელიც
დასაქმებულს შეემთხვა, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას აძლევს. დამსაქმებელს აგრეთვე
უნდა ეცნობოს ნებისმიერი უბედური შემთხვევის, საშიში შემთხვევისა და მავნე საწარმოო ფაქტორების
შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დამსაქმებელი ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ მიიღოს პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შემდგომი საფრთხის თავიდან
აცილებისათვის აუცილებელი ზომები;
ბ) ამ კანონის მე-14 მუხლის "გ"-"ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დროს დაიცვას
სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის ადგილი და უცვლელად შეინარჩუნოს იგი კომპეტენტური
საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენელთა მოსვლამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია
ზომების მიღება პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად ან სერიოზული ეკონომიკური ზიანის
თავიდან ასაცილებლად. თუ სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის ადგილზე სიტუაცია იცვლება პირის
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შემდგომი საფრთხის თავიდან აცილების ან სერიოზული
ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილების მიზნით, დამსაქმებელმა უნდა შეადგინოს სამუშაო ადგილზე
არსებული სიტუაციის შესაბამისი აღწერილობა სათანადო მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების
მოკვლევის ხელშეწყობისთვის;
გ) სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს:
გ.ა) შესაბამის დასაქმებულთა გაერთიანებას (არსებობის შემთხვევაში) და დასაქმებულთა
წარმომადგენელს;
გ.ბ) სამართალდამცავ ორგანოებს - ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის დროს და
იმ შემთხვევაში, თუ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებული ფაქტები დანაშაულის ნიშნებზე მიანიშნებს;
გ.გ) ზედამხედველ ორგანოს - ამ კანონის მე-14 მუხლის "ბ"-"ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
შემთხვევების დროს;
დ) აღრიცხოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევები და პროფესიული დაავადებების შემთხვევები, რაც
გულისხმობს კომპეტენტური უწყებების წარმომადგენელთა, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისა და
დაშავებული დასაქმებულის, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, ერთობლივი
მონაწილეობით შესაბამისი უბედური შემთხვევის და პროფესიული დაავადების მიზეზის დადგენას.
3. თუ უბედური შემთხვევა დასაქმებულს სხვა დამსაქმებლის სამუშაო სივრცეში შეემთხვა, ეს
დამსაქმებელი ვალდებულია დაზარალებული დასაქმებულის დამსაქმებელს დაუყოვნებლივ აცნობოს
უბედური შემთხვევის შესახებ.
4. დამსაქმებელი ვალდებულია შეინახოს საშუალო სიმძიმის, მძიმე, ფატალური და მასობრივი უბედური
შემთხვევების შესახებ მტკიცებულებები, რომლებიც უნდა შეიცავდეს იმ მონაცემებს, რომლებიც საჭირო
იქნება შესაბამისი უბედური შემთხვევის აღწერისთვის იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო სივრცეში უბედური
შემთხვევის შედეგები მოგვიანებით გამოვლინდება, და მიიღოს სათანადო ზომები ასეთი უბედური
შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
5. მტკიცებულებების შეგროვებისა და შენახვის დეტალური პროცედურები, აგრეთვე უბედური
შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესი და ფორმა, მოკვლევის პროცედურები,
ანგარიშგების წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
თავი 6 - შრომის უსაფერთხოების სფეროში სახელმწიფო სტრატეგია და სახელმწიფო
ზედამხედველობის განმახორციელებელი უწყებები
მუხლი 16 - შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო სტრატეგია და კომპეტენტური
უწყებები
1. შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფოს სტრატეგიას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. ამ კანონის მიზნებისათვის სამინისტრო უზრუნველყოფს:
ა) შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფოს სტრატეგიის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავებას
სხვა სამინისტროებთან, ინსტიტუტებსა და სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მის
პერიოდულად განახლებას, ასევე მის იმპლემენტაციას;
ბ)საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის ბრძანებების გამოცემას შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის
შემდეგ საკითხებზე:
ბ.ა) სამუშაო მოწყობილობების და სამუშაო ადგილზე პერსონალური ინდივიდუალური დაცვის
საშუალებების გამოყენების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნები;
ბ.ბ) მონიტორიან დანადგარებთან მუშაობისთვის, დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე
უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალურ მოთხოვნები;
ბ.გ) სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებასა ან/და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების
მიზნით მინიმალური მოთხოვნები;
ბ.დ) სამუშაო ადგილზე აზბესტის, კანცეროგენებისა და მუტაგენების, ბიოლოგიური აგენტების
ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკებისგან დასაქმებულთა დაცვა;
ბ.ე) სამუშაო ადგილზე ფიზიკური აგენტებით (ვიბრაცია, ხმაური, ელექტრომაგნიტური ველი, ხელოვნური
ოპტიკური რადიაცია) გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დაყენებასთან დაკავშირებით
უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნები;
ბ.ვ) მიწის ზედაპირზე და მიწის ქვეშ, ასევე ბურღვის მეშვეობით მინერალების მოპოვების ინდუსტრიებში
დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები;
ბ.ზ) სამუშაო ადგილზე ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებით გამოწვეული
რისკებისგან, ასევე ქიმიურ აგენტებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკებისგან
დასაქმებულთა დაცვა;
ბ.თ) ფეთქებადი ატმოსფეროს გამო პოტენციური რისკის ქვეშ მყოფ დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით მინიმალური მოთხოვენები;
ბ.ი) ტვირთის ხელით აწევის დროს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები.
გ) შრომის უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, კვლევების
განხორციელებას, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ტრენინგის ჩატარების ორგანიზებას/ხელშეწყობას;
დ) იმ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, რომელთა საქმიანობაც შრომის უსაფრთხოების საკითხებს
უკავშირდება;
ე) საზედამხედველო ორგანოების მიერ შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის
დაცვის კონტროლსა და მონიტორინგს;
ვ) შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას.
3. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების
მიზნით:
ა) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო
პოლიტიკისა და პროგრამების თაობაზე;
ბ) განიხილავს სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტების
პროექტებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
გ) ახორციელებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა
უფლებამოსილებებს;
დ) პერიოდულად აანალიზებს ზედამხედველობის სამსახურის მიერ ამ კანონის ეფექტურად აღსრულებას,
მათ შორის ადმინისტრაციული სახდელის - ჯარიმის ოდენობის ადეკვატურობას, იმ პირობის დაცვით, რომ
უზრუნველყოფილია ადმინისტრაციული სახდელის პროპორციულობა, თანმიმდევრულობა და
შემაკავებელი ეფექტი.
4. ზედამხედველი ორგანო აკონტროლებს შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებასა და გამოყენებას,
ახორციელებს სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების
შემთხვევების მოკვლევას და აღრიცხავს მათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის
შესაბამისად. ზედამხედველი ორგანოს ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და სტრუქტურა განისაზღვრება
ზედამხედველი ორგანოს დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციას
დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, დღის ან ღამის ნებისმიერ დროს, განახორციელოს სამუშაო
სივრცის ინსპექტირება, მოკვლევა და შემოწმება, რაც აუცილებელია შრომის უსაფრთხოების ნორმების
ეფექტური აღსრულებისა და გამოყენების უზრუნველსაყოფად. სამუშაო სივრცის შემოწმების წესი და
პირობები განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
6. ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია:
ა) გამოკითხოს დამსაქმებელი, დასაქმებულები, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, შრომის
უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელი შრომის უსაფრთხოების ნორმების
აღსრულებისა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე;
ბ) მოითხოვოს ნებისმიერი იმ დოკუმენტის გადაცემა, რომელიც აუცილებელია ზედამხედველობის ორგანოს
მიერ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ეფექტურად განსახორციელებლად და დოკუმენტების
ასლების გადაღება ან ამონაწერების გაკეთება;
გ) დამსაქმებლის ინფორმირებით განახორციელოს სამუშაო ადგილის ფოტო-ვიდეო გადაღება, ასევე სამუშაო
ადგილზე გამოყენებადი ნივთიერების ან მასალის ნიმუშის აღება მისი შემდგომი ანალიზის მიზნებისათვის.
თავი 7 - პასუხისმგებლობა
მუხლი 17 - პასუხისმგებლობის ზოგადი საფუძვლები
1. შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და
საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ხოლო ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება აგრეთვე
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის
დადგენილი.2. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე
ზედამხედველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი
წესით. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას
3. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, მისი შევსებისა
და წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული გათვალისწინებული ადმინის შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 18 - ადმინისტრაციული სახდელები ამ კანონის დარღვევისთვის
1. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის შეიძლება
გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:
ა) გაფრთხილება;
ბ) ჯარიმა;
გ) სამუშაო პროცესის შეჩერება.
2. ზედამხედველი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტის "ა" ან "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებას ახდენს არაარსებითი შეუსაბამობის ან არსებითი შეუსაბამობის
შემთხვევაში. ზედამხედველი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტის "ა" ან "ბ" ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებისას გასცემს მითითებას აღმოჩენილი
დარღვევის ზედამხედველი ორგანოს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში გამოსწორების შესახებ.
3. აღმოჩენილი დარღვევის გამოსწორებისთვის დადგენილი გონივრული ვადა განისზღვრება
ზედამხედველი ორგანოს მიერ დამსაქმებლთან, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან, შრომის
უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელთან კონსულტაციის საფუძველზე და
აღინიშნება შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე.
4. ზედამხედველი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტის "ა" ან "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე გაცემული
მითითებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ამოწმებს სამართალდამრღვევს, რის შესახებაც დგება
შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აღინიშნება საწარმოს ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების
პირობებთან მიმართებით, კერძოდ:
ა) მითითება შესრულდა;
ბ) მითითება არ შესრულდა.
5. ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილების გამოყენების შედეგად დარღვევის
გამოსასწორებლად გაცემული მითითებით დადგენილ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში
ზედამხედველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების და გაცემული მითითების
შესასრულებლად სამართალდამრღვევისთვის დამატებითი გონივრული ვადის მიცემის შესახებ. ამასთანავე,
ზედამხედველ ორგანოს უფლება აქვს, შეაჩეროს სამუშაო პროცესი ამ მუხლის მე-12 პუნქტის "გ" ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის დასაბუთებული
შუამდგომლობის საფუძველზე შემოწმების აქტი შესაძლებელია შედგეს ზედამხედველი ორგანოს
მითითებით დადგენილი ვადის გასვლამდე. ეს ფაქტი უნდა აღინიშნოს შემოწმების აქტში.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისი
ადმინისტრაციული სახდელი.
8. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ზედამხედველი
ორგანო გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც დაუყოვნებლივ გადაეცემა
დაინტერესებულ მხარეს.
9. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება არ ათავისუფლებს პირს საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისაგან.
10. დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს
ზედამხედველი ორგანო დააკისრებს საურავს აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის
დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება
იძულებითი აღსრულება "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
11. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.
12. სამუშაო პროცესი შეჩერდება შემდეგი წესით:
ა) ამ კანონით გათვალისწინებული იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომლისთვისაც
ადმინისტრაციულ სახდელად განსაზღვრულია სამუშაო პროცესის შეჩერება, ადგენს ზედამხედველი
ორგანო, ხოლო ზედამხედველი ორგანოს მიერ მიღებულ სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ
გადაწყვეტილებას ამტკიცებს სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით
დადგენილი წესით;
ბ) კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ზედამხედველი ორგანო ვალდებულია შეაჩეროს
მიმდინარე კონკრეტული სამუშაო პროცესი სამუშაო სივრცის კონკრეტულ მონაკვეთზე (მონაკვეთებზე) ან
შესაბამის სამუშაო ადგილზე (ადგილებზე), თუ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო
საფრთხე ექმნება სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დასაქმებულის ან მესამე პირის სიცოცხლეს ან/და
ჯანმრთელობას და მისი დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის
გამოყენებისას გაცემული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზედამხედველ ორგანოს უფლება
აქვს, შეაჩეროს სამუშაო პროცესი სამუშაო სივრცის კონკრეტულ მონაკვეთზე (მონაკვეთებზე) ან შესაბამის
სამუშაო ადგილზე (ადგილებზე);
დ) ზედამხედველი ორგანო ვალდებულია ამ პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 24 საათში სასამართლოს წარუდგინოს
შუამდგომლობა სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების შესახებ. შუამდგომლობის აღნიშნულ ვადაში
წარუდგენლობის შემთხვევაში სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჩაითვლება
გაუქმებულად, ხოლო სამუშაო პროცესი - აღდგენილად.
13. სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოქმედებს შესაბამისი დარღვევის
გამოსწორებამდე და ზედამხედველი ორგანოს მიერ სამუშაო პროცესის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების
მიღებამდე. დარღვევის გამოსწორების შემდეგ ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილი პირი
ვალდებულია თავისი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე 24 საათში
გააუქმოს ზედამხედველი ორგანოს მიერ მიღებული სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება.
14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში
სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გაუქმებულად ჩაითვლება.
15. თუ ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილი პირი მიიღებს გადაწყვეტილებას სამუშაო პროცესის
აღდგენაზე უარის თქმის შესახებ, მისი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა
ჩაჰბარდეს/გაეგზავნოს დაინტერესებულ მხარეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.
16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში
სასამართლო საქმეს განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21'61 და 21'62
მუხლებით დადგენილი წესით.
მუხლი 19 - მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების
განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე
1. მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განხორციელება ამ
საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე ან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრისათვის ამ საქმიანობასთან
დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. სამართალდამრღვევის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
საფუძველზე გაცემული მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს პირს საქმიანობის რეგისტრაციის
ვალდებულებისაგან.
4. მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განხორციელება
რეგისტრაციის გარეშე არ ათავისუფლებს პირს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.
მუხლი 20 - ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისთვის ხელის შეშლა
1. ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა გამოიწვევს:
ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული
თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის;
ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული
თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის;
გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა
უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების
საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4 000
ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის;
დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა
უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების
საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას 600 ლარის
ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის
შეუსრულებლობისათვის;
ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა
უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების
საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 14 000
ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის;
ვ) პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა),
დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული
თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის
დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს
დაჯარიმებას
შესაბამისი
მითითების
შეუსრულებლობისათვის
განსაზღვრული
ადმინისტრაციული სახდელის ორმაგი ოდენობით.
მუხლი 21 - სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ ზედამხედველი ორგანოს გადაწყვეტილების
შეუსრულებლობა
სამუშაო
პროცესის
შეჩერების
შესახებ
ზედამხედველი
ორგანოს
გადაწყვეტილების
შეუსრულებლობარაციული სახდ
ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული
თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის;
ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული
თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის;
გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა
უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების
საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4 000
ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის;
დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა
უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების
საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას 600 ლარის
ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის
შეუსრულებლობისათვის;
ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა
უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების
საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 14 000
ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის;
ვ) პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა),
დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული
თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის
დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევსინებული დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული
წლის განმავლობაში იმავე ქმედების.
მუხლი 22 - საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით
(რეგლამენტებით) განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა
1. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით (რეგლამენტებით)
განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, თუ საწარმოში არ არსებობს კრიტიკული
შეუსაბამობა, გამოიწვევს გაფრთხილებას.
2. სამართალდამრღვევის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების
საფუძველზე გაცემული მითითების შეუსრულებლობა:
ა) არაარსებითი შეუსაბამობის არსებობისას გამოიწვევს:
ა.ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის
მიერ
დამტკიცებული
ტექნიკური
რეგლამენტით
განსაზღვრული
თითოეული
პირობის
შეუსრულებლობისათვის;
ა.ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის
მიერ
დამტკიცებული
ტექნიკური
რეგლამენტით
განსაზღვრული
თითოეული
პირობის
შეუსრულებლობისათვის;
ა.გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა
უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების
საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4 000
ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით
განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის;
ა.დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა
უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების
საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას 400 ლარის
ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 6 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული
ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის;
ა.ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა
უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების
საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 8 000
ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით
განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის;
ა.ვ) პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა),
დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის
მიერ
დამტკიცებული
ტექნიკური
რეგლამენტით
განსაზღვრული
თითოეული
პირობის
შეუსრულებლობისათვის;
ბ) არსებითი შეუსაბამობის არსებობისას გამოიწვევს:
ბ.ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის
მიერ
დამტკიცებული
ტექნიკური
რეგლამენტით
განსაზღვრული
თითოეული
პირობის
შეუსრულებლობისათვის;
ბ.ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 6 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის
მიერ
დამტკიცებული
ტექნიკური
რეგლამენტით
განსაზღვრული
თითოეული
პირობის
შეუსრულებლობისათვის;
ბ.გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა
უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების
საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 6 000
ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით
განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის;
ბ.დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა
უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების
საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას 900 ლარის
ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული
ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის;
ბ.ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა
უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების
საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 14 000
ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით
განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის;
ბ.ვ) პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა),
დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის
მიერ
დამტკიცებული
ტექნიკური
რეგლამენტით
განსაზღვრული
თითოეული
პირობის
შეუსრულებლობისათვის.
3. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით (რეგლამენტებით)
განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კრიტიკული შეუსაბამობა გამოიწვევს სამუშაო პროცესის შეჩერებას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის
დაკისრებიდან 2 კალენდარული წლის განმავლობაში კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენა გამოიწვევს სამუშაო პროცესის შეჩერებას და:
ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით;
ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით;
გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა
უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების
საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით;
დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა
უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების
საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას 30 000 ლარის
ოდენობით;
ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა
უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების
საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით;
ვ) პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა),
დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის
დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს
დაჯარიმებას
შესაბამისი
მითითების
შეუსრულებლობისათვის
განსაზღვრული
ადმინისტრაციული სახდელის ორმაგი ოდენობით.
მუხლი 23 - ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა
1. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას.
2. სამართალდამრღვევის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების
საფუძველზე გაცემული მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს:
ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული
თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის;
ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული
თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის;
გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა
უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების
საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4 000
ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის;
დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა
უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების
საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას 600 ლარის
ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის
შეუსრულებლობისათვის;
ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა
უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების
საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 14 000
ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის;
ვ) პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა),
დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული
თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის
დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს
დაჯარიმებას
შესაბამისი
მითითების
შეუსრულებლობისათვის
განსაზღვრული
ადმინისტრაციული სახდელის ორმაგი ოდენობით.
თავი 8 - გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 24 გარდამავალი დებულებები
1. 2019 წლის 1 სექტემბრამდე ეს კანონი ვრცელდება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და
საშიშპირობებიან სამუშაოებზე.
2. 2019 წლის 1 სექტემბრამდე ტერმინში:
ა) „დამსაქმებელი“ მოიაზრება - საქართველოს ორგანული კანონით "საქართველოს შრომის კოდექსი"
გათვალისწინებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი
ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო“;
ბ) „დასაქმებული“ მოიაზრება - საქართველოს ორგანული კანონით "საქართველოს შრომის კოდექსი"
გათვალისწინებული
ფიზიკური
პირი,
რომელიც
შრომითი
ხელშეკრულების
საფუძველზე,
დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.
3. 2019 წლის 1 სექტემბრამდე:
ა) ზედამხედველი ორგანოს მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებაზე არ ვრცელდება
"სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის
მოთხოვნები, თუ შემოწმება ხორციელდება:
ა.ა) შერჩევითი კონტროლით კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ;
ა.ბ) განმეორებითი შემოწმების მიზნით გონივრული ვადის ფარგლებში;
ა.გ) სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევისას;
ბ) შერჩევითი კონტროლით გათვალისწინებული დამსაქმებელთა ნუსხა საჯარო ინფორმაცია არ არის;
გ) შერჩევითი კონტროლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 25. მისაღები/გამოსაცემი ნორმატიული აქტები
სამინისტრომ:
ა) 2019 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს:
ა.ა) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისათვის უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ;
ა.ბ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა მონიტორიან დანადგარებთან მუშაობისთვის უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ;
ბ) 2020 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს:
ბ.ა) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა სამუშაო ადგილზე პერსონალური ინდივიდუალური დაცვის
საშუალებების გამოყენებისთვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ;
ბ.ბ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებასა ან/და ჯანმრთელობასთან
დაკავშირებული ნიშნების განთავსების მიზნით მინიმალური მოთხოვნების შესახებ;
ბ.გ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა მიწის ზედაპირზე და მიწის ქვეშ, ასევე ბურღვის მეშვეობით მინერალების
მოპოვების ინდუსტრიებში დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნების
შესახებ;
გ) 2021 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს:
გ.ა) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის მინიმალურ მოთხოვნების შესახებ;
ბ.ბ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა სამუშაო ადგილზე ფიზიკური აგენტებით (ვიბრაცია) გამოწვეული
პოტენციური რისკის წინაშე დაყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური
მოთხოვნების შესხებ;
დ) 2022 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს:
დ.ა) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა სამუშაო ადგილზე აზბესტის ზემოქმედებასთან დაკავშირებული
რისკებისგან დასაქმებულთა დაცვის შესახებ;
დ.ბ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა სამუშაო ადგილზე ფიზიკური აგენტებით (ხელოვნური ოპტიკური
რადიაცია) გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დაყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესხებ;
დ.გ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ფეთქებადი ატმოსფეროს გამო პოტენციური რისკის ქვეშ მყოფ
დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით მინიმალური
მოთხოვენების შესახებ;
დ.დ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ტვირთის ხელით აწევის დროს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების
მინიმალური მოთხოვნების შესახებ.
ე) 2023 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს:
ე.ა) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა სამუშაო ადგილზე კანცეროგენებისა და მუტაგენების, ბიოლოგიური
აგენტების ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკებისგან დასაქმებულთა დაცვის შესახებ;
ე.ბ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ.ე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა სამუშაო ადგილზე ფიზიკური აგენტებით (ელექტრომაგნიტური ველი,
ხმაური) გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დაყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესხებ;
ე.გ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ.ზ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა სამუშაო ადგილზე ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური აგენტების
ზემოქმედებით გამოწვეული რისკებისგან, ასევე ქიმიურ აგენტებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან
დაკავშირებული რისკებისგან დასაქმებულთა დაცვის შესახებ.
მუხლი 26. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 2018 წლის 7 მარტის საქართველოს კანონი ,,შრომის
უსაფრთხოების შესახებ” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07/03/2018,
სარეგისტრაციო კოდი: 270000000.05.001.018780).
მუხლი 27. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტისა, მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტისა, მე-5 მუხლის მე-9 პუნქტისა, მე-7 მუხლისა, მე-16 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი და მე-7 მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტი, მე-16 მუხლის
მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, წარმოადგენს ერთ-ერთ
ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც ამავდროულად, გარანტირებულია როგორც
საქართველოს უზენაესი კანონით, საქართველოს კონსტიტუციით, ასევე სხვა არაერთი
საერთაშორისო დოკუმენტით. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის (რომელიც
ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე) 26-ე მუხლის თანახმად, „შრომის თავისუფლება
უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის
უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით“.
მოქმედი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი უკვე არეგულირებს
დამსაქმებლის, დასაქმებულის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის
სამინისტროს
შრომის
უსაფრთხოების
ნორმების
დაცვის
შემოწმების
განმახორციელებელი სამსახურის და ასევე სხვა პირთა უფლებებსა და მოვალეობებს. თუმცა,
საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვების და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის
თვალსაზრისით მნიშვნელოვანია დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების დაცვის
სტანდარტების გაუმჯობესება. შესაბამისად, დასაქმებულებისა და სამუშაო ადგილზე მყოფი
სხვა პირ(ებ)ის ჯამრთელობისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისა და
პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნიდან გამომდინარე,
დღის წესრიგში დადგა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შემდგომი
განვითარების და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვების აუცილებლობა.
ამავდროულად საგულისხმოა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 26-ე
მუხლიდან გამომდინარე „უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე . . . დაცულია ორგანული
კანონით“. ამდენად, აღნიშნული კონსტიტუციური ნორმიდან გამომდინარე დასაქმებულთა
შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველმყოფი ნორმატიული აქტი ორგანული კანონის
სახით უნდა იყოს წარმოდგენილი.
საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვებული „შრომის უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მიღება უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში შრომითი
ურთიერთობების რეგულირებისა და დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის
ჭრილში, ვინაიდან, სწორედ ამ კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს ეკონომიკური
საქმიანობის ყველა დარგის ფარგლებში სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების შრომის
უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მაქსიმალურად დაცვა, პროფესიული და პროფესიით
განპირობებული დაავადებების დროული გამოვლენა, მათი პრევენცია და უბედური
შემთხვევების (მათ შორის ფატალური შედეგი) თავიდან აცილება.
უკანასკნელ პერიოდში მწვავედ განიხილება საქართველოში დასაქმებულთა შრომითი
უფლებებისა და შრომის პირობების გაუმჯობესების საკითხი, რაც შესაბამისად აისახა
საქართველოს სახალხო დამცველის უკანასკნელი წლების ანგარიშებში, სადაც ყურადღება
გამახვილებულია საქართველოში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემებზე.
სახალხო დამცველის განმარტებით, საქართველოში სამუშაო ადგილებზე შრომის
უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია, ამასთან, ბოლო
პერიოდში კრიტიკულადაა გაზრდილი საწარმოებსა და ორგანიზაციებში უბედური
შემთხვევების რაოდენობა.
აუცილებელია აღინიშნოს საერთაშორისო კონტექსტი. შრომის საერთაშორისო
ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის ყოველწლიურ ანგარიშებში ხაზგასმულია, რომ
საქართველო შრომის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის
თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელოვანია ქმედითი და ეფექტური აღსრულების
მექანიზმის - შრომის ინსპექციის სისტემის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება. გარდა ამისა,
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშის შესაბამისი ნაწილი აღწერს
საქართველოში შრომითი უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას. დეპარტამენტი,
შრომით უფლებების დარღვევის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შორის, შრომის
ინსპექტირების საკითხებსაც ეხება და აღნიშნავს, რომ შრომის უსაფრთხოების კუთხით
არსებული პრობლემები გადაუჭრელი რჩება დასაქმების ყველა სფეროში. დეპარტამენტი
აღნიშნავს, რომ წლის მიმდინარეობისას, დასაქმებულებს კვლავ უწევთ საფრთხის შემცველ
გარემოში საქმიანობა, თუმცა, დასაქმებულთა უმრავლესობა მოკლებული იყო
შესაძლებლობას, გამოეთქვა პრეტენზია ამის შესახებ სამუშაოს დაკარგვის შიშით.
დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ კვლავ საგანგაშოა სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და
გარდაცვალების სტატისტიკა, განსაკუთრებით მძიმეა მაღაროებში დასაქმებულ პირთა
მდგომარეობა.
აღსანიშნავია, რომ აღსრულების ეფექტური მექანიზმისა და შრომის უფლებების
მატერიალური და ინსტიტუციური მექანიზმებით უზრუნველყოფის საკითხები შეადგენს
„ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“
მნიშვნელოვან ნაწილს. აღნიშნული შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება
დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. ასოცირების
შესახებ შეთანხმების 229-ე მუხლიდან გამომდინარე, შრომის სფეროში ფუნდამენტური
პრინციპებისა და უფლებების შესახებ ILO-ს 1998 წლის დეკლარაციით აღებული
ვალდებულებების შესაბამისად და მის განსახორციელებლად საქართველოს სახელმწიფო
ვალდებულია პატივი სცეს, ხელი შეუწყოს, რეალურად ასახოს კანონმდებლობაში და
პრაქტიკაში განახორციელონ
ILO-ს (ფუნდამენტური) კონვენციები. ILO-ს ექსპერტთა
კომიტეტის თანახმად კი (ფუნდამენტური) კონვენციების პრაქტიკაში რეალურად
განხორციელების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ქმედითი და ეფექტური აღსრულების
სისტემის შექმნა და ფუნქციონირება. ასოცირების შეთანხმების იგივე 229-ე მუხლიდან
გამომდინარე კანონმდებლობაში ასახვის და პრაქტიკაში განხორციელების ვალდებულება
ვრცელდება რატიფიცირებულ ILO-ს „პრიორიტეტულ” კონვენციებზე და იმავე მუხლის
კონტექსტში აღიარებულია არარატიფიცირებული „პრიორიტეტული“ კონვენციების
რატიფიცირების მნიშვნელობა. ILO-ს „პრიორიტეტულ” კონვენციებს მიუკუთვნება 1947 წლის
კონვენცია შრომის ინსპექციის შესახებ (No. 81) და 1952 წლის კონვენცია სოციალური დაცვის
(მინიმალური სტანდარტები) შესახებ (No. 102).
ასოცირების შეთანხმების XXX-ე დანართი, მოიცავს 26 დირექტივას შრომის უსაფრთხოების
შესახებ, რომელთა ტრანსპოზიციაც საქართველოს კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს
ეტაპობრივად, ოთხიდან ცხრა წლამდე პერიოდში. კონკრეტულად საგულისხმოა „სამუშაო
ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის
მიზნით ზომების შემოღების შესახებ“ 1989 წლის 12 ივნისის 89/391/EEC ევროსაბჭოს
დირექტივა, რომელიც ითვალისწინებს მოთხოვნას ეფექტური აღსრულების სისტემის
ფუნქციონირების. აღნიშნული დირექტივის ქართულ კანონმდებლობაში ტრანსპოზიციის
ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 1 სექტემბერი.
ზემოაღნიშნული ვალდებულება აისახა „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების
სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო
სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმაში“ (საქართველოს მთავრობის
2013 წლის 2 აგვისტოს N199 დადგენილება, ცვლილება შეტანილია საქართველოს მთავრობის
2014 წლის 26 დეკემბრის N732 დადგენილებით), რომელიც ითვალისწინებს საქართველოში
შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობას, როგორც
საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს.
აქვე უნდა აღინიშნოს, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის 2018-2019 წლის
სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს შრომის ინსპექციის
ინსტიტუციონალიზაცია და ეფექტური ინსპექტირების მექანიზმის ჩამოყალიბება.
სტრატეგიული გეგმა ასევე ითვალისწინებს შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით ILO-ს
„პრიორიტეტულ” No. 81 და No. 102 კონვენციების რატიფიცირების საკითხს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია, სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დაცვა, კერძოდ:
უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად ეკონომიკური
საქმიანობის ყველა დარგის ფარგლებში სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა,
დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო ადგილზე მყოფ სხვა
პირების უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის ფარგლებში სამუშაო ადგილებზე
შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის გაუმჯობესება;
ქმედითი და ეფექტური აღსრულებისა და ინსპექტირების მექანიზმის სისტემის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება;
უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირება და
პრევენცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის არსს წარმოადგენს, განისაზღვროს შრომის ბაზარზე ეკონომიკური
საქმიანობის ყველა დარგში არსებული საწარმოებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით
ოპერირების ერთიანი სტანდარტი. დადგინდეს ქმედითი და ეფექტური აღსრულებისა და
ინსპექტირების მექანიზმის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი
საჭირო სამართლებრივი ბაზისი. გაიმიჯნოს და დაკონკრეტდეს დამსაქმებლის,
დასაქმებულის, მათ შორის უსაფრთხოების დაცვაზე პირდაპირ ან არაპირდაპირ
დაკავშირებული ნებისმიერი პირის და შრომის ინსპექციის უფლება-მოვალეობები,
ვალდებულებები და პასუხისმგებლობის ფარგლები, რაც გახდება შრომითი ურთიერთობის
სუბიექტების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების, შრომის ნაყოფიერებისა და
ცნობიერების ამაღლების, სამუშაო ადგილებზე ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნის
გარანტი.
კანონპროექტი მოიცავს „სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის
გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ზომების შემოღების შესახებ“ 1989 წლის 12 ივნისის
89/391/EEC ევროსაბჭოს დირექტივის ზოგიერთ მოთხოვნებს, რომლის ქართულ
კანონმდებლობაში ტრანსპოზიციის ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 1 სექტემბერი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებას შესაძლებელია ჰქონდეს გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტზე.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ერთი მხრივ,
პროექტის მე-20 მუხლის საფუძველზე ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისთვის ხელის
შეშლისათვის სანქციების ოდენობის ზრდის, ხოლო მეორე მხრივ, პროექტის 21-ე მუხლის
საფუძველზე სანქცირების ახალი საფუძვლის - სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ
ზედამხედველი
ორგანოს
გადაწყვეტილების
შეუსრულებლობისათვის
ჯარიმების
-
განსაზღვრის გავლენით. გარდა ზემოაღნიშნულისა, პროექტით გათვალისწინებულია 2019
წლის 1-ელი სექტემბრიდან კანონპროექტის მოქმედების არეალის გაფართოვება, რაც
დამატებით მოახდენს ზეგავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შესაბამისი თარიღიდან
კანონპროექტით განსაზღვრული ჯარიმების გავლენით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას შესაძლებელია ჰქონდეს გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე
შესაბამის
პერიოდში
ერთი
მხრივ,
ზედამხედველი
ორგანოსათვისთვის
დამატებითი უფლებამოსილებების განსაზღვრის, ხოლო მეორე მხრივ, სამინისტროსათვის
კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების
გამოცემის
ვალდებულების
გავლენით.
გარდა
ზემოაღნიშნულისა,
პროექტით
გათვალისწინებულია 2019 წლის 1-ელი სექტემბრიდან კანონპროექტის მოქმედების არეალის
გაფართოვება, რასაც ასევე შესაძლებელია ჰქონდეს გავლენა ხარჯვით ნაწილზე
ზედამხედველი
ორგანოს
მიერ
კანონპროექტით
განსაზღვრული
უფლებამოსილებების/ვალდებულებების ეფექტიანად განხორციელების კუთხით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის
ვალდებულებების წარმოქმნას.
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიხედვით, ვინაიდან კანონის მოქმედების სფერო ვრცელდება
ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის მიმართ, აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს
გარკვეული ფინანსური შედეგები დამსაქმებლების მიმართ, რადგან სამუშაო ადგილებზე
შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის გაუმჯობესება დაკავშირებულია ახალი
ტექნოლოგიების დანერგვასთან, შრომის იარაღების, ინდივიდუალი და კოლექტიური დაცვის
საშუალებების შეძენასთან, ასევე შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებასა და
დასაქმებულთა უბედური შემთხვევისგან დაზღვევასთან დაკავშირებით. კანონპროექტით
ასევე განისაზღვრება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე დაჯარიმება, რაც
შესაძლოა ფინანსური გავლენა აღმოჩნდეს შესაბამისი პირებისთვის.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი ან მოსაკრებელი. კანონპროექტით
განისაზღვრება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევასა და სავალდებულო
რეგისტრაციის გარეშე საქმიანობაზე დაჯარიმების შესაბამისი ოდენობები.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
საერთაშორისო
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
საბჭოს 1989 წლის 12 ივნისის 89/391/EEC დირექტივა: „სამუშაო ადგილზე მუშაკთა
უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ზომების
შემოღების შესახებ“
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია; სოციალური პარტნიორები; შრომით უფლებების
საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაქარია შველიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე,
თამარ ხულორდავა.