„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-17
ბიუროს ნომერი 195
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი:
240.110.000.05.001.016.708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 241-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1'. თუ ობიექტი იმავდროულად მიეკუთვნება "შრომის უსაფრთხოების შესახებ"
საქართველოს
ორგანული
კანონის
რეგულირების
სფეროს,
ობიექტზე
შრომის
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმები განისაზღვრება აგრეთვე "შრომის უსაფრთხოების
შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით.".
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, წარმოადგენს ერთ-ერთ
ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც ამავდროულად, გარანტირებულია როგორც
საქართველოს უზენაესი კანონით, საქართველოს კონსტიტუციით, ასევე სხვა არაერთი
საერთაშორისო დოკუმენტით. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონი
ითვალისწინებს
დამსაქმებლის,
დასაქმებულის,
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ნორმების
დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახურის და ასევე სხვა პირთა უფლებებსა და
მოვალეობებს. თუმცა, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვების და საკანონმდებლო
ბაზის სრულყოფის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების
დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება.
უკანასკნელ პერიოდში მწვავედ განიხილება საქართველოში დასაქმებულთა შრომითი
უფლებებისა და შრომის პირობების გაუმჯობესების საკითხი. საქართველოში სამუშაო
ადგილებზე
შრომის
უსაფრთხოების
მიმართულებით
არსებული
მდგომარეობა
შემაშფოთებელია. ამასთან, ბოლო პერიოდში კრიტიკულადაა გაზრდილი საწარმოებსა და
ორგანიზაციებში უბედური შემთხვევების რაოდენობა.
აუცილებელია აღინიშნოს საერთაშორისო კონტექსტი. შრომის საერთაშორისო
ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის ყოველწლიურ ანგარიშებში ხაზგასმულია, რომ
საქართველო შრომის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის
თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელოვანია ქმედითი და ეფექტური აღსრულების
მექანიზმის - შრომის ინსპექციის სისტემის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება.
აღსანიშნავია, რომ აღსრულების ეფექტური მექანიზმისა და შრომის უფლებების
მატერიალური და ინსტიტუციური მექანიზმებით უზრუნველყოფის საკითხები შეადგენს
„ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“
მნიშვნელოვან ნაწილს. აღნიშნული შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება
დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. ასოცირების
შესახებ შეთანხმების 229-ე მუხლიდან გამომდინარე, შრომის სფეროში ფუნდამენტური
პრინციპებისა და უფლებების შესახებ ILO-ს 1998 წლის დეკლარაციით აღებული
ვალდებულებების შესაბამისად და მის განსახორციელებლად საქართველოს სახელმწიფო
ვალდებულია პატივი სცეს, ხელი შეუწყოს, რეალურად ასახოს კანონმდებლობაში და
პრაქტიკაში განახორციელონ
ILO-ს (ფუნდამენტური) კონვენციები. ILO-ს ექსპერტთა
კომიტეტის თანახმად კი (ფუნდამენტური) კონვენციების პრაქტიკაში რეალურად
განხორციელების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ქმედითი და ეფექტური აღსრულების
სისტემის შექმნა და ფუნქციონირება. ასოცირების შეთანხმების იგივე 229-ე მუხლიდან
გამომდინარე კანონმდებლობაში ასახვის და პრაქტიკაში განხორციელების ვალდებულება
ვრცელდება რატიფიცირებულ ILO-ს „პრიორიტეტულ” კონვენციებზე და იმავე მუხლის
კონტექსტში აღიარებულია არარატიფიცირებული „პრიორიტეტული“ კონვენციების
რატიფიცირების მნიშვნელობა. ILO-ს „პრიორიტეტულ” კონვენციებს მიუკუთვნება 1947 წლის
კონვენცია შრომის ინსპექციის შესახებ (No. 81) და 1952 წლის კონვენცია სოციალური დაცვის
(მინიმალური სტანდარტები) შესახებ (No. 102).
ასოცირების შეთანხმების XXX-ე დანართი, მოიცავს 26 დირექტივას შრომის უსაფრთხოების
შესახებ, რომელთა ტრანსპოზიციაც საქართველოს კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს
ეტაპობრივად, ოთხიდან ცხრა წლამდე პერიოდში. კონკრეტულად საგულისხმოა „სამუშაო
ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის
მიზნით ზომების შემოღების შესახებ“ 1989 წლის 12 ივნისის 89/391/EEC ევროსაბჭოს
დირექტივა, რომელიც ითვალისწინებს მოთხოვნას ეფექტური აღსრულების სისტემის
ფუნქციონირების შესახებ. აღნიშნული დირექტივის ქართულ კანონმდებლობაში
ტრანსპოზიციის ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 1 სექტემბერი.
ზემოაღნიშნული ვალდებულება აისახა „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების
სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო
სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმაში“ (საქართველოს მთავრობის
2013 წლის 2 აგვისტოს N199 დადგენილება, ცვლილება შეტანილია საქართველოს მთავრობის
2014 წლის 26 დეკემბრის N732 დადგენილებით), რომელიც ითვალისწინებს საქართველოში
შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობას, როგორც
საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს.
აქვე უნდა აღინიშნოს, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის 2018-2019 წლის
სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს შრომის ინსპექციის
ინსტიტუციონალიზაცია და ეფექტური ინსპექტირების მექანიზმის ჩამოყალიბება.
სტრატეგიული გეგმა ასევე ითვალისწინებს შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით ILO-ს
„პრიორიტეტულ” No. 81 და No. 102 კონვენციების რატიფიცირების საკითხს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმებულებისა და სამუშაო ადგილზე მყოფი სხვა
პირ(ებ)ის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, პროფესიული და პროფესიით
განპირობებული დაავადებების დროული გამოვლენის, მათი პრევენციის და უბედური
შემთხვევების (მათ შორის ფატალური შედეგი) თავიდან აცილების მიზნიდან გამომდინარე
აუცილებელია ქმედითი და ეფექტური აღსრულების მექანიზმის - შრომის ინსპექციის
სისტემის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება. ქმედითი და ეფექტური აღსრულების
მექანიზმის მნიშვნელოვან ნაწილს კი წარმოადგენს სამუშაო ადგილზე შრომის ინსპექციის
შეუზღუდავი და თავისუფალი დაშვება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია პროდუქტის უსაფთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ
საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს ორგანულ კანონთან შრომის
უსაფრთხოების შესახებ.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 24-ე მუხლის 11 პუნქტში და სწორდება შრომის
უსაფრტხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის დასახელება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რაიმე ხარჯების დაფინანსებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის
ვალდებულებების წარმოქმნას.
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი იქონიებს გარკვეულ
გავლენას, იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადსა და მოსაკრებელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
საერთაშორისო
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია; სოციალური პარტნიორები; შრომით უფლებების
საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაქარია შველიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე,
თამარ ხულორდავა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონის პროექტის
შესაბამისად შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება.
მუხლი 24. ობიექტზე შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა
1. ობიექტზე შრომის უსაფრთხოების დაცვის წესები და პროცედურები, აგრეთვე მათი
დაცვისათვის პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებები დგინდება შესაბამისი ტექნიკური
რეგლამენტით, შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით:
ა) დამსაქმებლის მიერ სამუშაო ადგილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის/ორგანოს
განსაზღვრა;
გ) დასაქმებულის გარდაცვალების, მისი ჯანმრთელობის დაზიანების ან დაავადების თავიდან
აცილების მიზნით პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა;
დ) დასაქმებულთა ინფორმირება ინსტრუქციების გამოკვრის, ობიექტების ნიშანდების,
დასაქმებულთა ტრენინგის, რისკების შეფასებისა და მართვის მეშვეობით.
11. თუ ობიექტი იმავდროულად მიეკუთვნება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონის რეგულირების სფეროს, ობიექტზე შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმები
განისაზღვრება აგრეთვე „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. მშენებლობის პროცესში შრომის უსაფრთხოების პირობები განისაზღვრება საქართველოს
კანონმდებლობით.
3. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულებს მიაწოდოს მომეტებულ ტექნიკურ საფრთხესთან
დაკავშირებული ინფორმაცია.
4. დასაქმებულს, რომელიც იმყოფება სამუშაო ადგილზე, უფლება აქვს, იცოდეს:
ა) რა სახის მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაოს ასრულებს;
ბ) რა შედეგებს გამოიწვევს შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების დაუცველობა როგორც
პირადად მისთვის, ისე გარშემომყოფთათვის;
გ) რა ღონისძიებებია განსახორციელებელი უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად.