„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.09.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაქარია შველიძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, აკაკი ზოიძე, თამარ ხულორდავა
ნომერი
#07-3/224/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-17
ბიუროს ნომერი 195

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N18, 28.06.2001, მუხ. 58) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ო“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ო) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახურის მიერ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც ამავდროულად, გარანტირებულია როგორც საქართველოს უზენაესი კანონით, საქართველოს კონსტიტუციით, ასევე სხვა არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ითვალისწინებს დამსაქმებლის, დასაქმებულის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახურის და ასევე სხვა პირთა უფლებებსა და მოვალეობებს. თუმცა, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვების და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება. უკანასკნელ პერიოდში მწვავედ განიხილება საქართველოში დასაქმებულთა შრომითი უფლებებისა და შრომის პირობების გაუმჯობესების საკითხი. საქართველოში სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია. ამასთან, ბოლო პერიოდში კრიტიკულადაა გაზრდილი საწარმოებსა და ორგანიზაციებში უბედური შემთხვევების რაოდენობა. აუცილებელია აღინიშნოს საერთაშორისო კონტექსტი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის ყოველწლიურ ანგარიშებში ხაზგასმულია, რომ საქართველო შრომის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელოვანია ქმედითი და ეფექტური აღსრულების მექანიზმის - შრომის ინსპექციის სისტემის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება. აღსანიშნავია, რომ აღსრულების ეფექტური მექანიზმისა და შრომის უფლებების მატერიალური და ინსტიტუციური მექანიზმებით უზრუნველყოფის საკითხები შეადგენს „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ მნიშვნელოვან ნაწილს. აღნიშნული შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. ასოცირების შესახებ შეთანხმების 229-ე მუხლიდან გამომდინარე, შრომის სფეროში ფუნდამენტური პრინციპებისა და უფლებების შესახებ ILO-ს 1998 წლის დეკლარაციით აღებული ვალდებულებების შესაბამისად და მის განსახორციელებლად საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს, ხელი შეუწყოს, რეალურად ასახოს კანონმდებლობაში და პრაქტიკაში განახორციელონ ILO-ს (ფუნდამენტური) კონვენციები. ILO-ს ექსპერტთა კომიტეტის თანახმად კი (ფუნდამენტური) კონვენციების პრაქტიკაში რეალურად განხორციელების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ქმედითი და ეფექტური აღსრულების სისტემის შექმნა და ფუნქციონირება. ასოცირების შეთანხმების იგივე 229-ე მუხლიდან გამომდინარე კანონმდებლობაში ასახვის და პრაქტიკაში განხორციელების ვალდებულება ვრცელდება რატიფიცირებულ ILO-ს „პრიორიტეტულ” კონვენციებზე და იმავე მუხლის კონტექსტში აღიარებულია არარატიფიცირებული „პრიორიტეტული“ კონვენციების რატიფიცირების მნიშვნელობა. ILO-ს „პრიორიტეტულ” კონვენციებს მიუკუთვნება 1947 წლის კონვენცია შრომის ინსპექციის შესახებ (No. 81) და 1952 წლის კონვენცია სოციალური დაცვის (მინიმალური სტანდარტები) შესახებ (No. 102). ასოცირების შეთანხმების XXX-ე დანართი, მოიცავს 26 დირექტივას შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელთა ტრანსპოზიციაც საქართველოს კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ოთხიდან ცხრა წლამდე პერიოდში. კონკრეტულად საგულისხმოა „სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ზომების შემოღების შესახებ“ 1989 წლის 12 ივნისის 89/391/EEC ევროსაბჭოს დირექტივა, რომელიც ითვალისწინებს მოთხოვნას ეფექტური აღსრულების სისტემის ფუნქციონირების შესახებ. აღნიშნული დირექტივის ქართულ კანონმდებლობაში ტრანსპოზიციის ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 1 სექტემბერი. ზემოაღნიშნული ვალდებულება აისახა „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმაში“ (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს N199 დადგენილება, ცვლილება შეტანილია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის N732 დადგენილებით), რომელიც ითვალისწინებს საქართველოში შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობას, როგორც საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს. აქვე უნდა აღინიშნოს, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის 2018-2019 წლის სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს შრომის ინსპექციის ინსტიტუციონალიზაცია და ეფექტური ინსპექტირების მექანიზმის ჩამოყალიბება. სტრატეგიული გეგმა ასევე ითვალისწინებს შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით ILO-ს „პრიორიტეტულ” No. 81 და No. 102 კონვენციების რატიფიცირების საკითხს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმებულებისა და სამუშაო ადგილზე მყოფი სხვა პირ(ებ)ის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების დროული გამოვლენის, მათი პრევენციის და უბედური შემთხვევების (მათ შორის ფატალური შედეგი) თავიდან აცილების მიზნიდან გამომდინარე აუცილებელია ქმედითი და ეფექტური აღსრულების მექანიზმის - შრომის ინსპექციის სისტემის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება. ქმედითი და ეფექტური აღსრულების მექანიზმის მნიშვნელოვან ნაწილს კი წარმოადგენს სამუშაო ადგილზე შრომის ინსპექციის შეუზღუდავი და თავისუფალი დაშვება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახურისთვის - შრომის ინსპექციისთვის სამუშაო ადგილზე შეუზღუდავი და თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია გააკონტროლოს სამეწარმეო საქმიანობა (მათ შორის, შევიდეს საწარმოში, მოითხოვოს დოკუმენტები, შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა, დალუქოს მეწარმის კუთვნილი ქონება, დაათვალიეროს საწარმო, შეამოწმოს მეწარმის მიერ გამოშვებული ნაწარმის ხარისხი) მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. იმავე კანონში ჩამოთვლილია შემთხვევები, რა დროსაც არ მოითხოვება სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის განსახორციელებლად მოსამართლის ბრძანების მოპოვება. კანონპროექტის თანახმად, აღნიშნულ ჩამონათვალში მოქცეულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახური - შრომის ინსპექცია. ამდენად, კანონპროექტის არსია, რომ შრომის ინსპექცია არ საჭიროებდეს წინასაწარ სასამართლო ნებართვას სამუშაო ადგილზე წვდომასთან დაკავშირებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რაიმე ხარჯების დაფინანსებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება ზეგავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების წარმოქმნას. გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი იქონიებს გარკვეულ გავლენას, იმ პირთათვის, რომელთა მიმართ გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადსა და მოსაკრებელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. საერთაშორისო გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია; სოციალური პარტნიორები; შრომით უფლებების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაქარია შველიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე, თამარ ხულორდავა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება. მუხლი 5 1. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება: ა) საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებულ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებზე; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე; გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე; დ) (ამოღებულია) ; ე) (ამოღებულია) ; ე1) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე; ე2) ( ამოღებულია – 25.03.2013, №489); ვ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე; განხორციელებულ საქართველოს ზ) (ამოღებულია); ზ1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე; თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტის დარგებში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლთან დაკავშირებულ საქმიანობაზე; ი ) მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმებაზე , თუ ის ხორციელდება შერჩევითი კონტროლით , კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ; ი1) სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე; კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე; ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე; მ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე; ნ) მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და პროცედურების განხორციელებისას: პირის მიერ კოსმეტიკური ნ.ა) ტექნიკური რეგლამენტის − საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შესრულების შემოწმებაზე, თუ შემოწმება შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ ხორციელდება; ნ.ბ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული პირობების შესრულების შემოწმებაზე, თუ შემოწმება შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ ხორციელდება. ო) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახურის მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებაზე, თუ შემოწმება ხორციელდება: ო.ა) შერჩევითი კონტროლით კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ; ო.ბ) განმეორებითი შემოწმების მიზნით გონივრული ვადის ფარგლებში; ო.გ) სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით; [ პ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ განხორციელებულ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემოწმებაზე. ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ] 2. ყველა მაკონტროლებელ ორგანოს ეკრძალება, მოსთხოვოს მეწარმეს ისეთი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა სახელმწიფო ორგანოთა შემოწმებისას უფლებამოსილია შესაბამის ორგანოს მოსთხოვოს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ამსახველი დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა მათი კამერალური წესით შემოწმების მიზნით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცალკეული იურიდიული პირის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებაზე. ის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის კონტროლს ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნით, შემოწმების უფლებას მოიპოვებს მოსამართლის ბრძანებით. სასამართლოში შემოწმების შესახებ შუამდგომლობით შედის მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანო, რომელიც მოსამართლეს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას მეწარმის მიერ კანონმდებლობის დარღვევების შესახებ. მოსამართლე საკითხს იხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობის გარეშე. განსახორციელებელ შემოწმებაზე არ მოქმედებს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.