„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.10.2018
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/256/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლებისათვის“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 91 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-01
ბიუროს ნომერი 203

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.07.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.04.001.016021) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დადგენა 1. ეკონომიკის გრძელვადიანი და მდგრადი ზრდის, მოსახლეობის კეთილდღეობის და მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დადგინდეს შემდეგი მაქსიმალური ზღვრები: ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 3%; ბ) მთავრობის ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 60%. 2. ამ კანონის მიზნებისათვის: ა) მთავრობის ვალის მოიცავს: ა.ა) „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ვალს გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღებული ვალდებულებებისა ა.ბ) საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებულ ვალს, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან აღებული ვალისა; 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ” პუნქტით გათვალისწინებულ ზღვარში გაითვალისწინება „საჯარო და კერძო პარტნიორობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება. 4. საქართველოს კანონმდელობით დადგენილი წესით სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური კანონის პროექტის შემუშავება, დამტკიცება და შესრულება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იმგვარად, რომ სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები შეესაბამებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრულ მოცულობებს, როგორც გეგმიური ისე შესრულების მაჩვენებლების შემთხვევაში. 5. საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტისათვის წლიური ბიუჯეტის კანონის პროექტის და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებისას წარადგენს ინფორმაციას ამ კანონით დადგენილ ზღვრებთან ფისკალური პარამეტრების შესაბამისობის თაობაზე. 6. საბიუჯეტო წლის დასრულების შემდგომ ანგარიშგებისას, ამ მუხლით გათვალისწინებული ზღვრული მაჩვენებლების დარღვევის შემთხვევაში (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წლიური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად წარუდგენს: ა) ინფორმაციას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების დარღვევის გამომწვევი მიზეზების შესახებ; ბ) ინფორმაციას მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის და შესაბამისად მისი გავლენის შესახებ სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის პარამეტრებზე, მათი ამ კანონით დადგენილ ზღვრულ მოცულობებთან შესაბამისობის მიმართულებით. 7. საქართველოს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის, ამ მუხლით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების მიღმა დაგეგმვა ან/და დაგეგმილი პარამეტრების შესრულება შესაძლებელია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის და აღნიშნული მდგომარეობის შედეგად დამდგარი ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსების საჭიროების შემთხვევაში; ბ) ეკონომიკური ზრდის შენელების/რეცესიის შემთხვევაში - თუ სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ზედიზედ ბოლო ორი კვარტლის რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის კვარტლებთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით დაბალია, ვიდრე გასული 10 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს ასევე წარუდგენს გეგმას ამ კანონით განსაზღვრულ პარამეტრებში დაბრუნების თაობაზე. პარამეტრებში დაბრუნების გეგმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი განათლების სისტემის რეფორმის განხორციელების მიზნით, 2025 წლამდე ერთჯერადად, არაუმეტეს 3 წლის ვადით შესაძლებელია ერთიანი სახელიმწიფო ბიუჯეტი დაიგეგმოს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე უფრო მაღალი საბიუჯეტო დეფიციტით. მუხლი 3. ეს კანონი გამოქვეყნდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წარმოდგენილი კანონის პროექტი წარმოადგენს „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონის პროექტს და ასახავს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებს. გასული წლების მანძილზე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა საჯარო ფინანსების მართვის სრულყოფის, მათ შორის საბიუჯეტო სისტემის დახვეწის მიმართულებით. განხორციელებული რეფორმების შედეგებს ადასტურებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF), მსოფლიო ბანკთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციასთან, რათა მოხდეს საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და დანერგვა საჯარო ფინანსების მართვის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში. 2017-2018 წლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების ფარგლებში მომზადდა საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის და არსებული ფისკალური წესების შეფასება, შემუშავდა შესაბამისი სამოქმედო გეგმები. 2018 წელს ასევე გამოქვეყნდა საჯარო ფინანსების და ფინანსური ანგარიშგების შეფასების დოკუმენტი PEFA-ს მეთოდოლოგიით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინებით „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონის პროექტს წარმოადგენს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი, რომელიც აზუსტებს დღეს არსებული ფისკალური წესები გამოყენების პირობებს, ამკაცრებს მათი დაცვის ვალდებულებას და დარღვევის შემთხვევაში რეაგირების საკითხს. ფისკალური წესების პროგნოზების წლიური ბიუჯეტის კანონის პროექტში ასახვისა და წლიური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში მათზე ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება ემატება საბიუჯეტო კოდექსს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონის პროექტი წარმოადგენს „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონის პროექტს და ითვალსწინებს მისი ამოქმედებისათვის საჭირო რეგულაციების დადგენა/დაზუსტებას. კანონპროექტი მიზნად ისახავს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ფისკალური წესები დააზუსტოს და შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისო სტანდარტებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: - კანონპროექტი ითვალისწინებს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლით დადგენილი ზღვრების დაზუსტებას, ფისკალური წესების ფარგლებში მოცული სექტორის გაფართოებას, წესებიდან გადახვევის პირობებისა და წესის დადგენას, კერძოდ:  ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-თან შეფარდებით 3%-იან ნიშნულზე შეზღუდვა გავრცელდება არა მხოლოდ ნაერთი ბიუჯეტზე (სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა ბიუჯეტების და ავტონომიური კონსოლიდირებული რესპუბიკების ჯამი), არამედ რესპუბლიკური მოიცვას მთალიანად სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი, რომელიც ნაერთი ბიუჯეტთან ერთად მოიცავს ყველა დონის ბიუჯეტების იმ საბიუჯეტო ორგანიზაციების ოპერაციებსაც, რომლებიც უფლებამოსილი არიან მიიღონ კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლები (სსიპები, ა(ა)იპები)  ზუსტდება მთავრობის ვალის დეფინიცია და ამ კანონის მიზნებისათვის იგი განისაზღვრება, როგორც სახელმწიფო ვალს „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ვალი გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღებული ვალდებულებებისა, ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებულ ვალს, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან აღებული ვალისა;  ნათლად განისაზღვრება რომ კანონით დადგენილი ზღვრების დაცვა სავალდებულოა, როგორც დაგეგმვის ისე შესრულების ეტაპზე და დგინდება ანგარიშგების ვალდებულება ზღვრების დარღვევის შემთხვევაში;  განისაზღვრება ის პირობები, როდესაც შესაძლებელია სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი დაიგეგმოს ამ კანონით დადგენილი ზღვარზე უფრო მაღალი მაჩვენებლით, ეს პირობებია:  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გათვალისწინებული საგანგებო და საომარი მდგომარეობის შემთხვევაში;  ეკონომიკური ზრდის შენელების/რეცესიის შემთხვევაში, რომელიც განიმარტება, როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ბოლო ორი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის კვარტალთან, რომელიც 2 პროცენტული პუნქტით დაბალია გასული 10 წლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელთან.  ეკონომიკური ზრდის შენელების/რეცესია განიმარტება, როგორც კანონით დგინდება ვალდებულება, რომ ფისკალური წესებთან მიმართებაში ბიუჯეტის პროექტისა და შესრულების ანგარიშგების შესაბამისობის თაობაზე ინფორმაცია აისახოს შესაბამის დოკუმენტაციაში; - კანონპროექტის მე-2 მუხლით შემოდის დორებითი რეგულაცია, რომელიც საქართველოს მთავორბას უფლებას აძლევს ამ კანონით დადგენილი ზღვრები არ დაიცვას იმ შემთხვევაში თუ განათლების სისტემის დაგეგმილი რეფორმისათვის საჭირო იქნება დამატებითი დაფინანსება. აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება შესაძელებლია არაუგვიანეს 2025 წლისა, ერთჯერად და არაუმეტეს 3 წლის ვადით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ამასთან აზუსტებს ფისკალური ჩარჩოს ზღვრულ მოცულობებს, რომლითაც იზღუდება ბიუჯეტის დეფიციტის, ვალის აღებისა და შესაბამისად ხარჯების ზრდის შესაძლებლობა კანონმდებლობით დადგენილი ზღვარს მიღმა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: - კანონპროექტის მიღება ვალდებულებებს. არ წარმოშობს სახელმწიფოს მიერ ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: - კანონის პროექტი ითვალისწინებს ფისკალური პოლიტიკისთვის კანონმდებლობით დადგენილი ზღვრების და ფისკალური წესების დახვეწას მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და ადგენს ზოგად ჩარჩო პრინციპებს სახელმწიფო ერთიანი ბიუეჯტისათვის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ან სხვა სახის კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან\და საერთაშორისო ორგანიზაცია\დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი მომზადებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესაბამისად. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან\და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) იმ მუხლის წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება. მუხლი 2 . მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დადგენა 1. ეკონომიკის გრძელვადიანი და სტაბილური ზრდის საშუალებით კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ყოველი შემდგომი თაობისათვის სამართავად შემცირებული ფინანსური ვალდებულებების მქონე ქვეყნის გადაცემის ხელშეწყობის მიზნით დგინდე ბამაკროეკონომიკური პარამეტრების შემდეგი მაქსიმალური ზღვრები: ა ) ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან −არა უმეტეს 30% ; ბ ) ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი ს შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 3% ; გ ) სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 6 0% . 2. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ზღვარს ან/და ზღვრებს, საქართველოს მთავრობა ვალდებულია შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდგომი ორი წლის ბიუჯეტების პარამეტრები, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს მოცემულ პერიოდში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრებში დაბრუნების გეგმას. 3. საქართველოს პარლამენტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ზღვრის ან/და ზღვრების შეუსაბამო ბიუჯეტის დამტკიცება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე წლის ბიუჯეტი ამ ზღვრის/ზღვრების შესაბამისი იყო, გარდა საგანგებო ან საომარი მდგომარეობისა ან/და ეკონომიკური რეცესიისა. 4. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები უნდა დაიგეგმოს პროგრამულ საფუძველზე, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.