„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.10.2018
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/256/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლებისათვის“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 94 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-01
ბიუროს ნომერი 203

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 94. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი ტრანსფერის სახეები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი ტრანსფერის სახეებია: ა) კაპიტალური ტრანსფერი; ბ) მიზნობრივი ტრანსფერი; გ) სპეციალური ტრანსფერი.“. 2. 95-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. 154-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. 1551-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1551. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დასაცავად განსახორციელებელი ღონისძიებები და შეზღუდვები 1. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების მაქსიმალური ზღვრების დასაცავად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დააწესოს ლიმიტები ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ძირითად პარამეტრებთან დაკავშირებით. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 1145-ე მუხლით განსაზღვრული გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდში მუნიციპალიტეტები უფლებამოსილი არიან, საკუთარი შემოსულობების ფარგლებში, დასაგეგმი წლის ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით განსაზღვრული ასიგნებები გაზარდონ მიმდინარე წლის ბიუჯეტის დაზუსტებული გეგმით გათვალისწინებულ ოდენობასთან შედარებით არაუმეტეს დასაგეგმი წლისათვის მთლიანი შიდა პროცენტული მაჩვენებლით. პროდუქტის პროგნოზირებული ნომინალური ზრდის 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს იმ შემთხვევაზე თუ წინა წელთან შედარებით, საქართველოს პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაიზარდა მუნიციპალიტეტის ფუნქციები.“. 5. 164-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებისათვის მათი საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა სპეციალური ტრანსფერი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წარმოდგენილი კანონის პროექტი წარმოადგენს „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონის პროექტს და ასახავს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებს. საჯარო ფინანსების მართვის რეფორმისა და ფისკალური დეცენტრალიზაციის რეფორმის ფარგლებში დაფინანსების კანონპროექტი მექანიზმები. მიხედვით პროექტი იცვლება მომზადდა მუნიციპალიტეტების გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) ტექნიკური დახმარებით, მათ შორის შესწავლილი ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება. საბიუჯეტო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემა იცვლება განაწილებული გადასახადის (tax sharing) სისტემით და 2019 წლის 1 იანვრიდან დამატებული ღირებულების გადასახადის 19% განაწილდება მუნიციპალიტეტზე, რაც მუნიციპალიტეტების მეტ დამოუკიდებლობას და მათი ფინანსების უკეთეს პროგნოზირებადობას უზრუნველყოფს. „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონის პროექტს წარმოადგენს ასევე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, სადაც ასახულია ზემოაღნიშნულ რეგულაციასთან დაკავშირებული ცვლილებები. კერძოდ: ა) ახალი სისტემით მუნიციპალიტეტებზე განაწილდება ფაქტიურად მიღებული დღგის 19% ნაცვლად წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გათანაბრებითი ტრანსფერის და საშემოსავლო გადასახადისა, რომლის ოდენობაც ნომინალურ გამოხატულებაში განისაზღვრებოდა; ბ) მოქმედი წესით გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშებისას ტრანსფერის მოცულობაზე მოქმდებდა მუნიციპალიტეტების სხვა საკუთარი შემოსავლები, რაც ერთგვარ დემოტივატორსაც წარმოადგენდა მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი შემოსავლების გენერირებაზე მუშაობის მიმართულებით. ახალი სისტემით მისაღები შემოსავალი აღარ ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკუთარ შემოსავლებს და დამატებით მოტივაციას ქმნის მუნიციპალიტეტებისათვის; გ) გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულასთან შედარებით განაწილებული დღგ-ის პროგნოზირება თითოეული მუნიციპალიტეტისათვის უფრო მარტივია და ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების მიერ საშუალოვადიანი და წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავების გაუმჯობესებას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონის პროექტი წარმოადგენს „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონის პროექტს და ითვალსწინებს მისი ამოქმედებისათვის საჭირო რეგულაციების დადგენა/დაზუსტებას. კანონპროექტი მიზნად ისახავს: საჯარო ფინანსების მართვის რეფორმისა და ფისკალური დეცენტრალიზაციის რეფორმის ფარგლებში მუნიციპალიტეტების დაფინანსების მექანიზმის გაუმჯობესებას დამატებული ღირებულების გადასახადის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილების გზით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: - კანონპროექტის მიხედვით გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემა იცვლება განაწილებული გადასახადის (tax sharing) სისტემით და 2019 წლის 1 იანვრიდან დამატებული ღირებულების გადასახადის 19% განაწილდება მუნიციპალიტეტზე. აღნიშნულიდან გამომდინარე კოდექსიდან ამოღებულია გათანაბრებითი ტრანსფერის - ცნება (94-ე და 95-ე მუხლები); ასევე, ვინაიდან მუნიციპალიტეტის დაფინანსების სისტემის შეცვლის შედეგად ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება მუნიციპალიტეტების შემოსავლები, გარდამავალ პერიოდში (2019-2023 წლები) მუნიციპალიტეტები უფლებამოსილნი არიან მიმდინარე ხარჯები გაზარდონ მხოლოდ მშთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროცენტული მაჩვენებლით. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, თუ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით წინა წელთან შედარებით გაიზრდება მუნიციპალიტეტების ფუნქციები. - 164-ე მუხლის მე-10 პუნქტით განისაზღვრება, რომ ამ მუხლით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებს, მათი ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოეყოფა სპეციალური ტრანსფერი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის გადასახადების განაწილებაზე, კერძოდ: - დამატებული ღირებულების გადასახადიდან 950 მლნ ლარამდე შემოსავალი ნაცვლად - სახელმწიფო ბიუეჯტისა მიიმართება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში; საშემოსავლო გადასახადიდან 140 მლნ ლარამდე მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ნაცვლად შევა ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში, ასევე 10 მლნ ლარამდე მიიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებში; - ამასთან სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში აღარ მოხდება გათანაბრებითი ტრანსფერისათვის სახსრების გათვალისწინება (760,0 მლნ ლარამდე); ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: - გათანაბრებითი ტრანსფერის დამატებული ღირებულების გადასახადით ჩანაცვლებიდან გამომდინარე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შემცირდება 760 მლნ ლარამდე; - ამასთან მცირდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები და დღგ-ის 19% მიიმართება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: - კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს მიერ ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: - კანონპროექტით იცვლება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტებს შორის ფინანსური ტრანსფერის გადაცემის წესი და ხდება უფრო გამჭვირვალე და პროგნოზირებადი მექანიზმის შემოღება. წარმოდგენილი ცვლილება გავლენას არ მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ფარგლებში განხორციელებული პროგრამებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან\და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 94. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი ტრანსფერის სახეები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი ტრანსფერის სახეებია: ა) გათანაბრებითი ტრანსფერი; ბ) კაპიტალური ტრანსფერი; გ) მიზნობრივი ტრანსფერი; დ) სპეციალური ტრანსფერი. მუხლი 95. გათანაბრებითი ტრანსფერი 1. გათანაბრებითი ტრანსფერი არის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. 2. გათანაბრებითი ტრანსფერის მიზანია მუნიციპალიტეტების განსხვავებული ფინანსური შესაძლებლობების გათანაბრება მათი ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით. 3. გათანაბრებითი ტრანსფერით მიღებულ შემოსავლებს მუნიციპალიტეტი იყენებს საკუთარი შეხედულებისამებრ, საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად. 4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებისთვის გასანაწილებელი გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების წესი, ფორმულა და გათანაბრების კოეფიციენტები დგინდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით. მუხლი 154. ბიუჯეტებს შორის შემოსულობების გამიჯვნა 1. საქართველოს მთავრობა 2014 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგენს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც განსაზღვრავს შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის გამიჯვნას პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონპროექტით განისაზღვრება სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის საშემოსავლო გადასახადის განაწილების პროპორცია და მექანიზმი. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. კანონპროექტის მომზადებას უზრუნველყოფს მუხლი 1551. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დასაცავად განსახორციელებელი ღონისძიებები და შეზღუდვები საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების მაქსიმალური ზღვრების დასაცავად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დააწესოს ლიმიტები ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ძირითად პარამეტრებთან დაკავშირებით. მუხლი 164. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებში 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგად შექმნილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მათ შორის, გამგეობები და თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოები, უფლებამოსილებას ახორციელებენ აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩამოყალიბებამდე. 2. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები, მათი ორგანოების სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონით. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებები ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს არ აქვთ უფლება, შექმნან თვითმმართველი ერთეულების ახალი ტერიტორიული ორგანოები, ხოლო გამგებლებს – უფლება, დანიშნონ თავიანთი წარმომადგენლები. 3. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ორგანოებს უფლება აქვთ, სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, სადაც განსახლებული არიან ის იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, განახორციელონ მათი საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებებით გათვალისწინებული მხოლოდ ის ღონისძიებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ პირთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებამდე მათთვის დახმარების გაწევას და სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს უფლებამოსილებებს. მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ 4. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების გამგებლების თანამდებობებზე არჩევის და თანამდებობებიდან გადაყენების დროს გამოიყენება ამ კანონის 33-ე და 34-ე მუხლებით დადგენილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის და თანამდებობიდან გადაყენების წესები, თუ ამ მუხლით განსხვავებული პროცედურები არ არის განსაზღვრული. 5. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების გამგებლის თანამდებობაზე არჩევის ან თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ისა. გამგებლობის კანდიდატი შეიძლება იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირისა, ან საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და რომელიც არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში და არის შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი. 51. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ისა. 6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელიც არჩეულ იქნა მუნიციპალიტეტის გამგებლად, უჩერდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება. აღნიშნულ პირს საკრებულოს წევრის უფლებამოსილება აღუდგება გამგებლის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან, რასაც მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს ცნობად და აფორმებს საოქმო ჩანაწერის სახით. 7. ამ მუხლის ამოქმედებიდან მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია აირჩიოს ახალი გამგებელი. სხვა შემთხვევაში მუნიციპალიტეტის შესაბამის თანამდებობის პირს უფლებამოსილება უგრძელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადით ან ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევამდე. 8. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების გამგებლების მიმართ არ გამოიყენება ამ კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. 9. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების საკრებულოზე არ ვრცელდება ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი. 10. ამ მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებისათვის ამ კანონის 94-ე მუხლით გათვალისწინებული გათანაბრებითი ტრანსფერი შესაძლებელია განისაზღვროს განსხვავებული წესით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით.