„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.11.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#07-3/239/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-12
ბიუროს ნომერი 211

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს კანონი ,,საქართველოს ტყის კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 08/07/1999, სარეგისტრაციო კოდი: 390.000.000.05.001.000.599) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ტყის ფონდს, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული ტყის ფონდის გარდა, ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში მართავს ეროვნული სატყეო სააგენტო.“. 2. 37-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ტყის ფონდის ფიზიკური დაცვა გულისხმობს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ფიზიკურ დაცვას უკანონო ტყითსარგებლობისაგან, ტყის რესურსების დატაცებისაგან, გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მართვის ორგანოს სამოქმედო ტერიტორიისა.“. ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ფიზიკური დაცვის ღონისძიებებს გეგმავენ და ახორციელებენ შესაბამისად ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით უფლებამოსილი ორგანოები ან მათი ზედამხედველობით – ფიზიკური ან იურიდიული პირები.“. 3. 371 მუხლი ამოღებულ იქნეს; მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. მუხლი 3 ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ზედამხედველობა-კონტროლის ფუნქციების მკაფიო გამიჯვნის აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია: ტყის მართვის ეფექტიანი მოდელის ჩამოყალიბება და ზედამხედველობა-კონტროლის ფუნქციების მკაფიო გამიჯვნის უზრუნველყოფა. ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის ტყის ფიზიკურად დაცვის ფუნქციის ჩამოშორებით და ტყის ფიზიკური დაცვის ტყის კონტროლის სისტემაში ტრანსფორმირებით ერთი მხრივ სატყეო-სამეურნეო საქმიანობების სრულყოფილად დაგეგმვა-განხორციელების, ხოლო, მეორე მხრივ კონტროლის ფუნქციის ერთი უწყების ქვეშ მობილიზება, უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციისა და აღკვეთის სისტემის გაუმჯობესება. კანონპროექტების მომზადება განპირობებულია სახელმწიფო ტყის ფონდის მდგრადი მართვის სისტემის სრულყოფის აუცილებლობით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება. დღეისათვის ეროვნული სატყეო სააგენტოს, როგორც სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანოს ფუნქციებს განეკუთვნება: ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელება; ტყის ხანძრების პრევენცია და მართვა; ტყით სარგებლობის ორგანიზება; სატყეო ინფრასტრუქტურის (სატყეო გზები და სხვა) დაგეგმვა-მოწყობა; ტყის ფონდის მონიტორინგის განხორციელება და მიღებულ მონაცემთა დამუშავება; ტყის ინვენტარიზაციის ორგანიზება; სოციალური მიზნით მოსახლეობის მერქნული რესურსით უზრუნველყოფისათვის შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელება, კერძოდ, ტყეკაფამდე მისასვლელი გზების მოწყობა, ტყეკაფის გამოყოფა, ტყის რესურსის ტრანსპორტირების მიზნით სათანადო დოკუმენტის გაცემა და ხე-ტყის მარკირების მომსახურება; ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელების მიერ გამოყოფილი ტყეკაფების შემოწმება, გახსნაზე და დახურვაზე გადაწყვეტილების მიღება; საკარმიდამო ნაკვეთებზე დამზადებული, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული, ასევე იმპორტირებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება. ხე-ტყის დამზადება, დამზადებული, ასევე სააგენტოსათვის გადმოცემული ხეტყის რეალიზება. ზემოთ მითითებული ღონისძიებების განხორციელებასთან ერთად, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანოს ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას სახელმწიფო ტყის ფონდის ფიზიკური დაცვა წარმოადგენს, რაც მოიცავს უკანონო ტყითსარგებლობისაგან, ტყის რესურსების დატაცებისაგან სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ფიზიკურ დაცვის მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის კონტროლს. კერძოდ: ტყის დაცვის მუშაკი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს ტყის მდგომარეობასა და მის არადანიშნულებისამებრ გამოყენებაზე და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაზე. ამ თვალსაზრისით, ტყის დაცვის მუშაკს უფლება აქვს შეამოწმოს ფიზიკური და იურიდიული პირების ტყითსარგებლობის დოკუმენტები; შეადგინოს ოქმი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევების შესახებ; ტყის პროდუქტების მოპოვების კანონიერების დადგენის მიზნით გააჩეროს სატრანსპორტო საშუალებები და მოახდინოს მათი დათვალიერება; ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს ხე-ტყისა და ტყის სხვა რესურსების ჩამორთმევა ტრანსპორტირების, შენახვისა და პირველადი გადამუშავების ადგილებზე; შეაჩეროს, შეწყვიტოს და აკრძალოს ტყითმოსარგებლეთა სამეურნეო ან სხვა საქმიანობა, თუ იგი არ შეესაბამება ტყითსარგებლობის დოკუმენტს; ასევე, თუ პირი სადაოდ არ ხდის მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს, ნებაყოფლობით აანაზღაურებინოს სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანი. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანოს საქმიანობის და ძალისხმევის დიდი ნაწილი სწორედ ტერიტორიების კონტროლზე, ანუ ფიზიკური დაცვის განხორციელებაზეა მიმართული, რაც ერთი მხრივ მართვის ორგანოს უპირველესი ფუნქციის - სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მდგომარეობის, მისი ბიომრავალფეროვნების, ტყეების თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტყის პრიორიტეტული ფუნქციური დანიშნულების რეალიზების სრულყოფილად განხორციელების ხელისშემშლელი ფაქტორია, მეორე მხრივ, ტყის ფიზიკური დაცვის ამგვარი მექანიზმის არსებობა ვერ უზრუნველყოფს უკანონო ტყითსარგებლობის აღკვეთას. სახელმწიფო თუ არასამთავრობო დონეზე ჩატარებულმა კვლევებმა და სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ უკანონო ტყითსარგებლობამ დიდ მასშტაბებს მიაღწია, რაც საჭიროებს მყისიერ რეაგირებას საამისოდ უფლებამოსილი უწყებების მხრიდან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: დღეისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის კონტროლის ფუნქცია გადანაწილებულია მართვის ორგანოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს შორის. ფუნქციები მეტ-ნაკლებად გამიჯნულია, თუმცა, აღსრულებისას არსებობს მრავალი ხარვეზი - განსაკუთრებით ზედამხედველობა-კონტროლის ნაწილში ფუნქციების გადაფარვის თუ დუბლირების სახით, რაც საბოლოო ჯამში ვერ იძლევა ეფექტიან შედეგს. აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზად მიჩნეულია კონტროლის ერთიან სისტემაში მოქცევა და ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბება, ამ მიზნით აღნიშნული ფუნქციის მატარებელი ერთიანი სტრუქტურის შექმნა. კონტროლის ფუნქციის ერთი ორგანოსათვის მინიჭება უზრუნველყოფს უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების პრევენცია-გამოვლენააღკვეთაზე ორიენტირებული სპეციალიზებული სისტემის შექმნას, რომელიც ფუნქციურად ფოკუსირებული იქნება მხოლოდ ერთ მიმართულებაზე - კონტროლის განხორციელებაზე. მართვის ორგანოსთვის ტყის ფიზიკურად დაცვის ფუნქციის (ტერიტორიის კონტროლის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენისა და ტყის უკანონო ჭრებისაგან დაცვის) ფუნქციის ჩამოშორებით და ტყის ფიზიკური დაცვის ტყის კონტროლის სისტემაში ტრანსფორმირებით ერთი მხრივ გაძლიერდება სატყეო-სამეურნეო საქმიანობების სრულყოფილად დაგეგმვა-განხორციელება, ხოლო, მეორე მხრივ შესაძლებელი გახდება კონტროლის ფუნქციის ერთი უწყების ქვეშ მობილიზება, რაც დადებითად იმოქმედებს უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციასა და აღკვეთაზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. კანონპროექტი გამოიწვევს დამატებით ხარჯს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ, კანონის ამოქმედებიდან პირველ წელს - დაახლოებით 9,8 მლნ ლარის ოდენობით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ხარჯის შემცირების გათვალისწინებით. ხოლო მომდევნო წლებში - 9,1 მლნ ლარის ოდენობით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საშტატო რიცხოვნობა შემცირდება 459 ერთეულით, რომელთა სახელფასო ფონდი შეადგენდა 3 882 600 ლარს, რა ოდენობითაც გაიზრდება ზედამხედველობის დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა, მაგრამ სახელფასო ფონდი ზედამხედველობის დეპარტამენტში განისაზღვრება 6 024 000 ლარით, შესაბამისად, სხვაობა შრომის ანაზღაურების ნაწილში შეადგენს 2 141 400 ლარს. ამდენად, საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ეროვნული სატყეო სააგენტოს ხარჯების დაზოგვას მხოლოდ შრომის ანაზღაურების ნაწილში 3 882.6 ათ. ლარის ოდენობით, ხოლო ზედამხედველობის დეპარტამენტისათვის - ხარჯების გაზრდას 13 609.1 ათ. ლარის ოდენობით, ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით საჭირო იქნება 9 726.5 ათ. ლარის გათვალისწინება, რაც უნდა აისახოს „2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში, კერძოდ, კანონპროექტის მესამე წარდგენისას, შემდეგი პროგრამული კოდებით: 31 10 - სატყეო სისტემის ჩამოყალიბება და მართვა; 31 08 - გარემოსდაცვითი ზედამხედველობა. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ეროვნული სატყეო სააგენტოდან 459 საშტატო ერთეულის გადატანას შრომის ანაზღაურების ფონდით 3 882.6 ათ. ლარი - სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, თუმცა მათი შრომის ანაზღაურების ფონდი ზედამხედველობის დეპარტამენტში განისაზღვრება 6 024.0 ათ. ლარით. ასევე აუცილებელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფა სხვადასხვა ხარჯებისთვის, კერძოდ, საქონლისა და მომსახურების შესყიდვისათვის - 3 104.8 ათ. ლარი, (მივლინებები, საწვავი, ავტოტექმომსახურება, კავშირგაბმულობა და სხვ.), არაფინანსური აქტივებისათვის 4 076.6 ათ. ლარი (ავტომანქანები, აღჭურვილობა - მ.შ. GPS მოწყობილობა, ფანარი, ბინოკლი, სამკერდე კამერა, ავტომანქანის ვიდეო რეგისტრატორი, ავტომანქანის ციმციმა და სხვა), სოციალური და სხვა ხარჯებისათვის - 403.7 ათ. ლარი (ავტომანქანებისა და პერსონალის დაზღვევა, სოციალური ხარჯი). რაც შეეხება კანონპროექტის მიღების გავლენას 2019-2022 წლების ქვეყნის BDD დოკუმენტის პროექტზე, ვინაიდან აღნიშნული არ იყო ასახული BDD დოკუმენტის პროექტში, განხორციელდება ცვლილება, კერძოდ, 2019 წელს პროგრამული კოდი 31 10 – „სატყეო სისტემის ჩამოყალიბება და მართვა“ შემცირდება 3 882.6 ათ. ლარით, ხოლო 31 08 – „გარემოსდაცვითი ზედამხედველობა“ გაიზრდება 13 609.1 ათ. ლარით. კანონპროექტით განსაზღვრული მიზნების შესრულებისათვის, მომდევნო 2020-2022 წლებში, 2019 წელს გასაწევი ერთჯერადი ხარჯების (4 509.0 ათ. ლარი) გამოკლებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სავარაუდო ხარჯი იქნება 9 100.0 ათ. ლარი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებების აღებას. მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ ითვალისწინებს პირის ან პირთა წრისათვის, ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის რაიმე ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას, ან მსგავსი შედეგების დადგომას. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს შრომის ანაზღაურების ოდენობის ზრდას ზედამხედველობის დეპარტამენტისათვის დამატებულ საშტატო ერთეულებზე დასაქმებული პირებისათვის საშუალოდ 300 ლარის ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ასევე, ეს ცვლილება არ უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას. მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: გ.გ) კანონპროექტის კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს. ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
“საქართველოს ტყის კოდექსის” იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 16. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვა (6.07.2010. N3346 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.) 1. სახელმწიფო ტყის ფონდს, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული ტყის ფონდის გარდა, მართავს ეროვნული სატყეო სააგენტო. (25.03.2013. N465 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) 2. ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, შესაბამისი სამსახურის მეშვეობით მართავს თვითმმართველი ერთეული. 3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებულ ტყის ფონდს მართავენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები. მუხლი 37. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ფიზიკური დაცვა (6.07.2010. N3346 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.) 1. სახელმწიფო ტყის ფონდის დაცვა მოიცავს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ფიზიკურ დაცვას უკანონო ტყითსარგებლობისაგან, ტყის რესურსების დატაცებისაგან. 2. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ფიზიკური დაცვის ღონისძიებები იგეგმება სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვისა და მონიტორინგის საფუძველზე. 3. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ფიზიკური დაცვის ღონისძიებებს გეგმავენ და ახორციელებენ შესაბამისად ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები ან მათი ზედამხედველობით – ფიზიკური ან იურიდიული პირები. 4. აკრძალულია ხე-ტყის პირველადი გადამუშავება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე. მუხლი 371. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის დაცვა (25.07.2006 N3518) აკრძალულია ხე-ტყის პირველადი გადამუშავება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე.