„ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-12
ბიუროს ნომერი 211
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ტყის ფონდის მართვის შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ,,საქართველოს ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი:
06/07/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.05.001.004.097) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1.
მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2.
მე-6 მუხლის:
ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) მის სამოქმედო ტერიტორიაზე სააგენტოს მიერ შესაბამისი აქტით ან ხელშეკრულებით
მინიჭებული ტყითსარგებლობის უფლების განხორციელებაზე კონტროლი, ამ მიზნით
შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა;“.
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1. სააგენტოს სამოქმედო ტერიტორიაზე
უკანონო
ტყითსარგებლობის
აღმოჩენისას
მიწოდება
სახელმწიფო
შესაბამისი
ინფორმაციის
ფაქტების
კონტროლის
განმახორციელებელი ან სხვა უფლებამოსილი ორგანოსათვის. საჭიროების შემთხვევაში
უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენის პროცესში მონაწილეობის მიღება,
შესაბამისი აქტების შედგენა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება.“.
3. მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს;
4. მე-20 მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სააგენტოს შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის
ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.“.
5. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის
ზედამხედველობა-კონტროლის ფუნქციების მკაფიო გამიჯვნის აუცილებლობით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია: ტყის მართვის ეფექტიანი მოდელის ჩამოყალიბება და
ზედამხედველობა-კონტროლის ფუნქციების მკაფიო გამიჯვნის უზრუნველყოფა. ასევე,
ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის ტყის ფიზიკურად დაცვის ფუნქციის ჩამოშორებით და
ტყის ფიზიკური დაცვის ტყის კონტროლის სისტემაში ტრანსფორმირებით ერთი მხრივ
სატყეო-სამეურნეო საქმიანობების სრულყოფილად დაგეგმვა-განხორციელების, ხოლო,
მეორე მხრივ კონტროლის ფუნქციის ერთი უწყების ქვეშ მობილიზება, უკანონო
ტყითსარგებლობის პრევენციისა და აღკვეთის სისტემის გაუმჯობესება. ანალოგიური
შინაარსის კანონპროექტი ასევე მომზადებულია საქართველოს კანონში „საქართველოს ტყის
კოდექსში."
კანონპროექტების მომზადება განპირობებულია სახელმწიფო ტყის ფონდის მდგრადი
მართვის სისტემის სრულყოფის აუცილებლობით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს
საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების,
ბიომრავალფეროვნების დაცვის, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით
მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება.
დღეისათვის ეროვნული სატყეო სააგენტოს, როგორც სახელმწიფო ტყის ფონდის
მართვის ორგანოს ფუნქციებს განეკუთვნება: ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების
ორგანიზება-განხორციელება; ტყის ხანძრების პრევენცია და მართვა; ტყით სარგებლობის
ორგანიზება; სატყეო ინფრასტრუქტურის (სატყეო გზები და სხვა) დაგეგმვა-მოწყობა; ტყის
ფონდის მონიტორინგის განხორციელება და მიღებულ მონაცემთა დამუშავება; ტყის
ინვენტარიზაციის ორგანიზება; სოციალური მიზნით მოსახლეობის მერქნული რესურსით
უზრუნველყოფისათვის შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელება, კერძოდ,
ტყეკაფამდე მისასვლელი გზების მოწყობა, ტყეკაფის გამოყოფა, ტყის რესურსის
ტრანსპორტირების მიზნით სათანადო დოკუმენტის გაცემა და ხე-ტყის მარკირების
მომსახურება; ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელების მიერ
გამოყოფილი ტყეკაფების შემოწმება, გახსნაზე და დახურვაზე გადაწყვეტილების მიღება;
საკარმიდამო ნაკვეთებზე დამზადებული, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული, ასევე
იმპორტირებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით
მარკირება. ხე-ტყის დამზადება, დამზადებული, ასევე სააგენტოსათვის გადმოცემული ხეტყის რეალიზება. ზემოთ მითითებული ღონისძიებების განხორციელებასთან ერთად,
სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანოს ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას სახელმწიფო ტყის
ფონდის ფიზიკური დაცვა წარმოადგენს, რაც მოიცავს უკანონო ტყითსარგებლობისაგან, ტყის
რესურსების დატაცებისაგან სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ფიზიკურ დაცვის
მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის კონტროლს. კერძოდ: ტყის დაცვის მუშაკი,
თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
პასუხს აგებს ტყის მდგომარეობასა და მის არადანიშნულებისამებრ გამოყენებაზე და
საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაზე. ამ თვალსაზრისით, ტყის დაცვის მუშაკს
უფლება აქვს შეამოწმოს ფიზიკური და იურიდიული პირების ტყითსარგებლობის
დოკუმენტები; შეადგინოს ოქმი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევების შესახებ; ტყის
პროდუქტების მოპოვების კანონიერების დადგენის მიზნით გააჩეროს სატრანსპორტო
საშუალებები და მოახდინოს მათი დათვალიერება; ხე-ტყის კანონიერად დამზადების
დამადასტურებელი
დოკუმენტის
არარსებობის
შემთხვევაში
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს ხე-ტყისა და ტყის სხვა რესურსების
ჩამორთმევა ტრანსპორტირების, შენახვისა და პირველადი გადამუშავების ადგილებზე;
შეაჩეროს, შეწყვიტოს და აკრძალოს ტყითმოსარგებლეთა სამეურნეო ან სხვა საქმიანობა, თუ
იგი არ შეესაბამება ტყითსარგებლობის დოკუმენტს; ასევე, თუ პირი სადაოდ არ ხდის მის მიერ
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს, ნებაყოფლობით აანაზღაურებინოს
სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანი.
სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანოს საქმიანობის და ძალისხმევის დიდი
ნაწილი სწორედ ტერიტორიების კონტროლზე, ანუ ფიზიკური დაცვის განხორციელებაზეა
მიმართული, რაც ერთი მხრივ მართვის ორგანოს უპირველესი ფუნქციის - სახელმწიფო
სამეურნეო ტყის ფონდის მდგომარეობის, მისი ბიომრავალფეროვნების, ტყეების
თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტყის პრიორიტეტული ფუნქციური დანიშნულების
რეალიზების სრულყოფილად განხორციელების ხელისშემშლელი ფაქტორია, მეორე მხრივ,
ტყის ფიზიკური დაცვის ამგვარი მექანიზმის არსებობა ვერ უზრუნველყოფს უკანონო
ტყითსარგებლობის აღკვეთას.
სახელმწიფო თუ არასამთავრობო დონეზე ჩატარებულმა კვლევებმა და სტატისტიკურმა
მონაცემებმა აჩვენა, რომ უკანონო ტყითსარგებლობამ დიდ მასშტაბებს მიაღწია, რაც
საჭიროებს მყისიერ რეაგირებას საამისოდ უფლებამოსილი უწყებების მხრიდან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
დღეისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის კონტროლის ფუნქცია გადანაწილებულია
მართვის ორგანოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს შორის.
ფუნქციები მეტ-ნაკლებად გამიჯნულია, თუმცა, აღსრულებისას არსებობს მრავალი ხარვეზი
- განსაკუთრებით ზედამხედველობა-კონტროლის ნაწილში ფუნქციების გადაფარვის თუ
დუბლირების სახით, რაც საბოლოო ჯამში ვერ იძლევა ეფექტიან შედეგს.
აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზად მიჩნეულია კონტროლის ერთიან სისტემაში
მოქცევა და ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბება, ამ მიზნით აღნიშნული ფუნქციის
მატარებელი ერთიანი სტრუქტურის შექმნა. კონტროლის ფუნქციის ერთი ორგანოსათვის
მინიჭება უზრუნველყოფს უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების პრევენცია-გამოვლენააღკვეთაზე ორიენტირებული სპეციალიზებული სისტემის შექმნას, რომელიც ფუქნციურად
ფოკუსირებული იქნება მხოლოდ ერთ მიმართულებაზე - კონტროლის განხორციელებაზე.
მართვის ორგანოსთვის ტყის ფიზიკურად დაცვის ფუნქციის (ტერიტორიის კონტროლის,
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენისა და ტყის უკანონო
ჭრებისაგან დაცვის) ფუნქციის ჩამოშორებით და ტყის ფიზიკური დაცვის ტყის კონტროლის
სისტემაში ტრანსფორმირებით ერთი მხრივ გაძლიერდება სატყეო-სამეურნეო საქმიანობების
სრულყოფილად დაგეგმვა-განხორციელება, ხოლო, მეორე მხრივ შესაძლებელი გახდება
კონტროლის ფუნქციის ერთი უწყების ქვეშ მობილიზება, რაც დადებითად იმოქმედებს
უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციასა და აღკვეთაზე.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კიდევ ერთი ცვლილებას, რომლის თანახმადაც სსიპ
ეროვნული სატყეო სააგენტოს რჩება უფლებამოსილება, სამოქმედო ტერიტორიაზე
საქართველოს კანონმდებლობის დარღვევების ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში
კონტროლის განმახორციელებელი ან სხვა უფლებამოსილი ორგანოების ინფორმირების
შესახებ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენის
პროცესში მონაწილეობის მიღების, შესაბამისი აქტების შედგენისა და გარემოსათვის
მიყენებული ზიანის დაანგარიშების შესახებ. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ
აღნიშნული ფუნქციის განხორციელება ხელს შეუწყობს დარღვევებზე რეაგირების
უფლებამოსილ შესაბამისი უწყებების საქმიანობას. ანალოგიური შინაარსის ცვლილება ასევე
მომზადებულია საქართველოს კანონში „საქართველოს ტყის კოდექსში."
კანონპროექტის შესაბამისად სააგენტოს ფუნქციას აღარ განეკუთვნება ტყის ფიზიკური
დაცვა, შესაბამისად სააგენტოს თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ერთმევათ უფლებამოსილება გამოიყენონ ფიზიკური
იძულება და ისეთი სპეციალური საშუალებები, როგორიც არის - ხელბორკილი და შებორკვის
სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. კანონპროექტი
გამოიწვევს დამატებით ხარჯს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ, კანონის ამოქმედებიდან
პირველ წელს - დაახლოებით 9,8 მლნ ლარის ოდენობით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს
ხარჯის შემცირების გათვალისწინებით. ხოლო მომდევნო წლებში - 9,1 მლნ ლარის
ოდენობით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საშტატო რიცხოვნობა შემცირდება 459 ერთეულით,
რომელთა სახელფასო ფონდი შეადგენდა 3 882 600 ლარს, რა ოდენობითაც გაიზრდება
ზედამხედველობის დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა, მაგრამ სახელფასო ფონდი
ზედამხედველობის დეპარტამენტში განისაზღვრება 6 024 000 ლარით, შესაბამისად, სხვაობა
შრომის ანაზღაურების ნაწილში შეადგენს 2 141 400 ლარს. ამდენად, საშემოსავლო
გადასახადის გათვალისწინებით კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ეროვნული სატყეო სააგენტოს ხარჯების დაზოგვას
მხოლოდ შრომის ანაზღაურების ნაწილში 3 882.6 ათ. ლარის ოდენობით, ხოლო
ზედამხედველობის დეპარტამენტისათვის - ხარჯების გაზრდას 13 609.1 ათ. ლარის
ოდენობით, ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით საჭირო იქნება 9 726.5 ათ. ლარის
გათვალისწინება, რაც უნდა აისახოს „2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში,
კერძოდ, კანონპროექტის მესამე წარდგენისას, შემდეგი პროგრამული კოდებით: 31 10 - სატყეო
სისტემის ჩამოყალიბება და მართვა; 31 08 - გარემოსდაცვითი ზედამხედველობა.
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ეროვნული სატყეო სააგენტოდან 459 საშტატო ერთეულის
გადატანას შრომის ანაზღაურების ფონდით 3 882.6 ათ. ლარი - სსდ გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტში, თუმცა მათი შრომის ანაზღაურების ფონდი
ზედამხედველობის დეპარტამენტში განისაზღვრება 6 024.0 ათ. ლარით. ასევე აუცილებელია
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფა სხვადასხვა ხარჯებისთვის,
კერძოდ, საქონლისა და მომსახურების შესყიდვისათვის - 3 104.8 ათ. ლარი, (მივლინებები,
საწვავი, ავტოტექმომსახურება, კავშირგაბმულობა და სხვ.), არაფინანსური აქტივებისათვის 4 076.6 ათ. ლარი (ავტომანქანები, აღჭურვილობა - მ.შ. GPS მოწყობილობა, ფანარი, ბინოკლი,
სამკერდე კამერა, ავტომანქანის ვიდეო რეგისტრატორი, ავტომანქანის ციმციმა და სხვა),
სოციალური და სხვა ხარჯებისათვის - 403.7 ათ. ლარი (ავტომანქანებისა და პერსონალის
დაზღვევა, სოციალური ხარჯი). რაც შეეხება კანონპროექტის მიღების გავლენას 2019-2022
წლების ქვეყნის BDD დოკუმენტის პროექტზე, ვინაიდან აღნიშნული არ იყო ასახული BDD
დოკუმენტის პროექტში, განხორციელდება ცვლილება, კერძოდ, 2019 წელს პროგრამული
კოდი 31 10 – „სატყეო სისტემის ჩამოყალიბება და მართვა“ შემცირდება 3 882.6 ათ. ლარით,
ხოლო 31 08 – „გარემოსდაცვითი ზედამხედველობა“ გაიზრდება 13 609.1 ათ. ლარით.
კანონპროექტით განსაზღვრული მიზნების შესრულებისათვის, მომდევნო 2020-2022 წლებში,
2019 წელს გასაწევი ერთჯერადი ხარჯების (4 509.0 ათ. ლარი) გამოკლებით, გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის სავარაუდო ხარჯი იქნება 9 100.0 ათ. ლარი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს
ვალდებულებების აღებას.
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს პირის ან პირთა წრისათვის, ასევე სახელმწიფო და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის რაიმე ფინანსური ვალდებულებების
წარმოშობას, ან მსგავსი შედეგების დადგომას. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს შრომის
ანაზღაურების ოდენობის ზრდას ზედამხედველობის დეპარტამენტისათვის დამატებულ
საშტატო ერთეულებზე დასაქმებული პირებისათვის საშუალოდ 300 ლარის ოდენობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ასევე, ეს ცვლილება არ უკავშირდება
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას.
კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
გ.გ)
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების კომიტეტი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების კომიტეტი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
“ტყის ფონდის მართვის შესახებ” საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი
სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 5. სააგენტოს ძირითადი მიზნები და ამოცანები ტყის ფონდის
მართვისას(11.03.2011. N4419)
1. ტყის ფონდის მართვისას სააგენტოს ძირითადი მიზნებია:
ა) ტყის მოვლა და აღდგენა;
ბ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების
კომპონენტების მდგრადი გამოყენება.
2. ტყის ფონდის მართვისას სააგენტოს ძირითადი ამოცანებია:
ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტებისათვის ხელის შეწყობა;
ბ) ტყის ფონდის მართვა;
გ) ტყითსარგებლობის რეგულირება;
დ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
ე) ტყის ფონდის ტერიტორიის კონტროლი.
მუხლი 6. სააგენტოს უფლებამოსილებები ტყის ფონდის მართვისას(11.03.2011.
N4419)
ტყის ფონდის მართვისას საგენტოს უფლებამოსილებებია:
ა) ტყის ფონდის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგად მიღებულ
მონაცემთა ბაზის შექმნა;
ბ) ტყის მოვლა – აღდგენა და ამ მიზნით მოვლითი ჭრების განხორციელება;
გ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო
ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
დ) ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ხოლო ხანძრის საფრთხის
შემთხვევაში – მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ
ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება სათანადო ორგანოებისთვის;
ე) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა;
ვ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;
ზ) სალიცენზიო ობიექტის მომზადება;
თ) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა და შესაბამისი
დოკუმენტაციის მომზადება;
ი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, ტყის
დაცვა უკანონო ჭრებისაგან;
კ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა
გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის გაცემა;
ლ) სააგენტოს დებულებისა და სააგენტოს მიზნების შესაბამისად სხვა
მომსახურების გაწევა;
მ) ხე-ტყის დამზადება;
(17.05.2011. N4679 ამოქმედდეს 2011 წლის 1
ივლისიდან)
ნ) ფიზიკური და იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველყოფა
საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით განსაზღვრული მიზნით და ოდენობით. (17.05.2011. N4679 ამოქმედდეს 2011
წლის 1 ივლისიდან)
მუხლი 19. ფიზიკური იძულების გამოყენების უფლება
1. სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს, სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას
თავისი
უფლებამოსილების
ფარგლებში,
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური იძულება,
სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სპეციალური საშუალებები, რის შესახებაც მან
წინასწარ უნდა გააფრთხილოს პირი, მისცეს საკმარისი დრო მისი კანონიერი
მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება
გამოიწვიოს მოქალაქეთა და სააგენტოს თანამშრომლის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი ან როდესაც შექმნილ სიტუაციაში
შეუძლებელი იყო პირის გაფრთხილება.
2. ფიზიკური იძულების ინტენსივობა, სპეციალური საშუალებების სახეობები
განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და
თავისებურებების გათვალისწინებით.
3. სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია: პირველადი სამედიცინო
დახმარება აღმოუჩინოს ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების
გამოყენების შედეგად დაზარალებულ პირს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში
დახმარებისათვის მიმართოს ექიმს; ფიზიკური იძულების ან სპეციალური
საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ
დაუყოვნებლივ აცნობოს თავის უშუალო უფროსს და პროკურორს.
4. აკრძალულია ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალებების
გამოყენება წინასწარი შეცნობით ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის,
ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ
წინააღმდეგობას უწევენ სააგენტოს თანამშრომელს, რაც საფრთხეს უქმნის
მოქალაქეთა და სააგენტოს თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ
ასეთი თავდასხმის სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება
შეუძლებელია.
მუხლი 20. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენების უფლება
1. სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო
იარაღი.
2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენებად ითვლება გამიზნული
გასროლა.
3. სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს, აუცილებელი მოგერიების ან
უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი:
ა) მოქალაქის ან/და თავის ისეთი საფრთხისაგან დასაცავად, რომელიც რეალურ
საშიშროებას უქმნის მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;
გ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად.
4. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს
სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ; აუცილებლობის შემთხვევაში
შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.
5. გაფრთხილების გარეშე სამსახურებრივ-საშტატო იარაღი გამოიყენება
მხოლოდ შეიარაღებული, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური
საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას.
6. აკრძალულია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ისეთ ადგილებში
გამოყენება, სადაც შესაძლებელია სხვა პირთა დაშავება, აგრეთვე ცეცხლსაშიშ,
აფეთქებასაშიშ ადგილებში, ასევე წინასწარი შეცნობით ორსულთა, მცირეწლოვანთა,
ინვალიდთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ან
ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ სააგენტოს
თანამშრომელს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და სააგენტოს თანამშრომელს
სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის სხვაგვარი ხერხებითა და
საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია.
7. სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის
გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს პროკურატურისა და
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, აგრეთვე თავის უშუალო
უფროსს.
8.
სააგენტოს
შეიარაღებაში
არსებული
სამსახურებრივ-საშტატო
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 21. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება
1. სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს, სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენოს შემდეგი
სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის
ხელკეტი:
ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – სამართალდარღვევის ჩამდენი
იმ პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს სააგენტოს
თანამშრომელს ან ცდილობს გაქცევას, ან იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც
გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი
ღონისძიებები;
ბ) რეზინის ხელკეტი – სააგენტოს თანამშრომელზე თავდასხმის
მოსაგერიებლად, სამართალდარღვევის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი განზრახ
არ ემორჩილება სააგენტოს თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას.
2. სააგენტოს მფლობელობაში
სპეციალური სიგნალებით.
არსებული
ავტომანქანები
აღჭურვილია