„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.11.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#07-3/239/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-12
ბიუროს ნომერი 211

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ მუხლი 1. ,,ცხოველთა საკანონმდებლო მაცნე სამყაროს შესახებ“ (www.matsne.gov.ge), საქართველოს კანონში გამოქვეყნების (საქართველოს თარიღი: 22/01/1997, სარეგისტრაციო კოდი: 410.000.000.05.001.000.186) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 62-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში – დაცული ტერიტორიების სააგენტო.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს კანონში „საქართველოს ტყის კოდექსი“ და საქართველოს კანონში „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც იწვევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს უფლებამოსილების ცვლილებას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს უფლებამოსილებებიდან ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქციის (ტერიტორიის კონტროლი) ამოღება იწვევს „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას. კანონპროექტის მიზანია „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოდიოდეს სხვა სამართლებრივ აქტებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს კანონში „საქართველოს ტყის კოდექსი“ და საქართველოს კანონში „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ დაგეგმილი ცვლილებები იწვევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს უფლებამოსილების ცვლილებას, კერძოდ სააგენტოს უფლებამოსილებას ცვლილებების შესაბამისად აღარ წარმოადგენს ტყის ფიზიკური დაცვა (ტერიტორიის კონტროლი). შესაბამისად, საქართველოში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტების სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სუბიექტი აღარ იქნება სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებების აღებას. მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ ითვალისწინებს პირის ან პირთა წრისათვის, ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის რაიმე ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას, ან მსგავსი შედეგების დადგომას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ასევე, ეს ცვლილება არ უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: გ.გ) კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს. ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 62. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ცხოველთა სამყაროს დაცვასა და მისი ობიექტებით სარგებლობაზე 1. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობისადმი სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ამოცანაა უზრუნველყოს ყველა იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ ცხოველთა სამყაროს დაცვის მოვალეობათა შესრულება,ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისა და მისი დაცვის წესებისა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების დაცვა. 2. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას ექვემდებარება მოსარგებლის ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობასთან. 3. საქართველოში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, ასევე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში – სატყეო სააგენტო და დაცული ტერიტორიების სააგენტო. (6.07.2010. N3348 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.) 4. სამინისტრო აკონტროლებს და აწესრიგებს ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის წესების, კვოტების, ვადებისა და სხვა მოთხოვნათა შესრულებას, აგრეთვე, ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, მიგრაციისა და წყალთან მისასვლელი გზების და წყლის სასმელი ადგილების დადგენისა და დაცვის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების სისწორესა და დროულობას. 5. სამინისტროს უფლება აქვს: ა) შეწყვიტოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით თვითნებური სარგებლობა, აგრეთვე, ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის დადგენილი წესების, ვადების, კვოტების და სხვა მოთხოვნების დარღვევით სარგებლობა; ბ) გასცეს განკარგულებები ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა მისი სარგებლობის წესების, კვოტების, ვადებისა და სხვა მოთხოვნების დარღვევათა აღმოფხვრის შესახებ; გ) შეაჩეროს სამუშაოები, რომელთა განხორციელებისას სისტემატურად ირღვევა ცხოველთა სამყაროს დაცვის, მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების გადარჩენის სტაციების, მიგრაციის და წყალთან მისასვლელი გზების და წყლის სასმელი ადგილების დაცვის წესები, კვოტები და სხვა მოთხოვნები, სანამ არ აღმოიფხვრება ეს დარღვევები. 6. ამოღებულია (6.07.2010. N3348 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.) 7. დაცული ტერიტორიების ფარგლებში ცხოველთა სამყაროს ფიზიკური დაცვის პრაქტიკულ ღონისძიებებს ახორციელებს დაცული ტერიტორიების სამსახური.