„პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2018
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/289/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნის, მართვის, დაცვისა და გამოყენების სფეროში. 2. პონტოს მუხის აღკვეთილს მიკუთვნებული მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნა; ბ) მოაწესრიგოს პონტოს მუხის აღკვეთილის მართვის, დაცვისა და გამოყენების სამართლებრივი მექანიზმი. 2. კანონის ძირითადი ამოცანებია, პონტოს მუხის აღკვეთილის ფარგლებში: ა) უზრუნველყოს პონტოს მუხის დამახასიათებელი ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების, ბიოტოპებისა და მათი ცალკეული კომპონენტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; ბ) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტ განვითარებას; გ) უზრუნველყოს მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მონიტორინგის განხორციელება; დ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბებას. 1 მუხლი 3. პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნა და მისი მიზნები 1. პონტოს მუხლის აღკვეთილი იქმნება საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარის - პონტოს მუხის (Quercus pontica C. Koch.) და მასთან დაკავშირებული ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის საჭირო პირობების დასაცავად. 2. პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნის მიზნებია: ა) პონტოს მუხლის აღკვეთილის ძირითადი მიზნით განსაზღვრული, პონტოს მუხის ტყის დაცვა, მოვლა და აღდგენა; ბ) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების მიზნით აღკვეთილის იმ უბნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა, რომლებიც ერთმანეთისგან გამოირჩევა ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ბუნებრივი და კულტურული მახასიათებლებით; გ) ბუნებრივ-ეკოლოგიური სისტემების, ლანდშაფტების, ფაუნისა და ფლორის ბიომრავალფეროვნების, განსაკუთრებით კი გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვის, მოვლის, აღდგენისა და შენარჩუნების უზრუნველყოფა; დ) ბუნებრივ გარემოში დასვენებისა და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ხელშეწყობა; ე) პონტოს მუხის აღკვეთილის მიწის, წყლის, ფაუნის, ფლორის (ტყეების ჩათვლით) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლის, დაცვის, აღდგენისა და რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა; ვ) ხელსაყრელი პირობების შექმნა საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევისა და შესწავლისთვის. 3. პონტოს მუხლის აღკვეთილის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დგინდება პონტოს მუხლის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმით. მუხლი 4. პონტოს მუხის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები 1. პონტოს მუხის აღკვეთილი საქართველოს დაცული ტერიტორიის სისტემის ნაწილია. ის იქმნება ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში. 2. პონტოს მუხის აღკვეთილი იქმნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე. აღკვეთილის ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 443 ჰექტარს და მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს: № Y № Y № X Y № X Y 1 X 282049 4641545 47 X 279353 4641257 93 281024.6 4640285 139 282188.9 4641323 2 282170 4641422 48 279343 4641082 94 281080 4640343 140 282260.1 4641354 3 282230.1 4641318 49 279344 4640907 95 281084 4640426 141 282199.7 4640856 4 282217 4641143 50 279208 4640821 96 281102 4640526 142 281105.1 4640208 5 282087.8 4641011 51 279059 4640907 97 281062 4640612 143 281135.3 4640239 2 6 282039 4640912 52 278899 4640967 98 281036 4640712 144 281125.5 4640215 7 281921 4640804 53 278758 4641049 99 281089 4640692 145 281113.2 4640363 8 281952 4640843 54 278627 4640966 100 281153 4640646 146 281043 4640458 9 281971 4640997 55 278553 4641123 101 281160 4640753 147 280700.1 4640070 10 282096 4641105 56 278570 4641291 102 281167 4640863 148 280777.3 4640103 11 282035 4641259 57 278685 4641419 103 281226 4640953 149 280905.4 4640087 12 281952 4641341 58 278800 4641532 104 281312 4641023 150 281067.3 4640784 13 281998 4641178 59 278935 4641634 105 281320 4641003 151 281012.3 4640616 14 281862 4641077 60 278997 4641498 106 281241 4640927 152 281069.6 4640749 15 281787 4640983 61 279104 4641627 107 281309 4640932 153 281093.4 4640651 16 281651 4640986 62 279222 4641672 108 281390 4640998 154 281132.9 4640658 17 281624 4640988 63 279182 4641540 109 281478 4641039 155 281234.4 4640996 18 281743 4641085 64 279304 4641653 110 281586 4641021 156 281360.5 4641094 19 281577 4641052 65 279437 4641754 111 281693 4641049 157 281382.7 4641072 20 281412 4641054 66 279568 4641867 112 281654 4641016 158 281346.5 4641055 21 281288 4640936 67 279738 4641906 113 281549 4640984 159 281514.7 4640961 22 281345 4641013 68 279890 4641990 114 281572 4640948 160 281559.4 4640959 23 281305 4641058 69 280050 4642052 115 281680 4640968 161 281746.8 4641016 24 281178 4640940 70 280195 4642150 116 281762 4640933 162 281686.5 4640937 25 281148 4640771 71 280252 4642279 117 281855 4640988 163 281792.3 4640966 26 281107 4640702 72 280208 4642446 118 281887 4641090 164 281838.8 4640994 27 281026 4640725 73 280124 4642592 119 281985 4641141 165 281873 4641031 28 281068 4640583 74 280145 4642757 120 282002 4641227 166 281962.7 4641371 29 281058 4640431 75 280220 4642905 121 281973 4641334 167 281909.9 4641126 30 281008 4640313 76 280273 4642993 122 282017 4641259 168 282087.6 4641185 31 280944 4640151 77 280386 4642864 123 282073 4641163 169 281994.4 4641343 32 280810 4640104 78 280534 4642771 124 282030 4641083 170 281986 4641224 33 280686 4640121 79 280699 4642722 125 281959 4641010 171 282012 4641157 34 280645 4640288 80 280839 4642620 126 281977 4640902 172 281972.3 4641053 35 280578 4640443 81 280926 4642471 127 281897 4640829 173 282069.1 4641100 36 280644 4640601 82 281063 4642364 128 281876 4640759 174 281995.5 4641043 37 280604 4640770 83 281222 4642296 129 281972 4640805 175 282192.9 4641052 38 280497 4640909 84 281351 4642179 130 282055 4640874 176 282240.9 4641184 39 280385 4641038 85 281485 4642075 131 282052 4640979 177 281776.4 4640969 40 280271 4641158 86 281654 4642027 132 282174.9 4640998 178 281113.2 4640635 41 280186 4641307 87 281812 4641951 133 282121.6 4641013 179 281906 4641748 42 280096 4641446 88 281876 4641880 134 282049.4 4640961 180 281292.5 4640301 43 279970 4641494 89 282034.6 4641676 135 282218 4641260 181 281701.6 4640402 44 279799 4641466 90 282049 4641545 136 282263.7 4640817 45 279624 4641454 91 281104.3 4640173 137 282059.3 4640967 46 279466 4641384 92 281071.8 4640272 138 282163.8 4641296 მუხლი 5. პონტოს მუხლის აღკვეთილის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი 3 პონტოს მუხლის აღკვეთილის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის და პონტოს მუხლის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად. მუხლი 6. პონტოს მუხის აღკვეთილის სახელმწიფო მართვა პონტოს მუხის აღკვეთილის სახელმწიფო მართვა ხორციელდება, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 7. გარდამავალი დებულება ეს კანონი არ ვრცელდება პონტოს მუხის აღკვეთილის ამ კანონით დადგენილ საზღვრებში ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით); ბ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე; გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე. მუხლი 8. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზია დასავლეთ საქართველოში, გურიის რეგიონში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილი მცენარის - პონტოს მუხის (Quercus pontica C. Koch) უნიკალური ტყისა და მისი ეკოსისტემის დაცვა და შენარჩუნება. კანონპროექტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე გავრცელებულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი „პონტოს მუხა“. საყურადღებოა, რომ ეს არის ერთადერთი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც პონტოს მუხის კორომები კონცენტრირებულია შედარებით დიდ ფართობზე. აქვე აღსანიშნავია, რომ წარსულში ამ ტერიტორიას მინიჭებული ქონდა დაცული ტერიტორიის სტატუსი, კერძოდ, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1954 წლის 29 იანვრის N80 დადგენილებით, ჩოხატაურის სატყეო მეურნეობის მჟავე წყლის სატყეოს პონტოს მუხის ნაკვეთის 1400 ჰა ფართობი ნაკრძალის კატეგორიას ეკუთვნოდა. აღნიშნული ტერიტორია (მჟავე წყლის სატყეოს #14, 16-20, 22, 2426 კვარტლები, ფართობით 1444 ჰა), საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1980 წლის 8 ივლისის N555 დადგენილებით, რელიქტური პონტოს მუხის დაცვის მიზნით, მიკუთვნებული იქნა ძვირფასი ტყის მასივების კატეგორიას. 2003 წლიდან, ტყის კატეგორიების საქართველოს ტყის კოდექსთან (1999 წ.) შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ამ კატეგორიის ტყეები მიეკუთვნა ნიადაგდაცვითი წყალმარეგულირებელი ტყეების კატეგორიის განსაკუთრებული დაცვითი მნიშვნელობის მქონე ტყის უბნებს (ტყის უბნები გაბატონებული რელიქტური, ენდემური და ძვირფასი მერქნიანი სახეობებით). მიუხედავად აღნიშნულისა, ვინაიდან ტყის ფონდში დაშვებულია სახელმწიფო ტყის ფონდით სხვადასხვა სახის, მათ შორის, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა, აღნიშნულ ტერიტორიაზე, წლების განმავლობაში, ხორციელდებოდა ინტენსიური და არამდგრადი ტყითსარგებლობა, რის გამოც მნიშვნელოვნად შემცირდა „პონტოს მუხით“ დაკავებული ტყის არეალი და შესაბამისად, საფრთხე შეექმნა „პონტოს მუხის“ ეკოსისტემას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ტერიტორიაზე „პონტოს მუხის“ და უნიკალური ტყის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, მიზანშეწონილია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აღდგეს დაცული ტერიტორია - პონტოს მუხის აღკვეთილის სტატუსით. 1 ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია დაცული ტერიტორიის - პონტოს მუხის აღკვეთილის დაასრსება. აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიის მოცემული კატეგორია (აღკვეთილი), „დაცული ტერიტორიების სისტემის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმის ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზებისა და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დასაცავად, რაც ადამიანის მიერ სპეციალური აღდგენითი და მოვლითი ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს. კანონის მიხედვით, აღკვეთილი უნდა მოიცავდეს სახმელეთო ტერიტორიას ან/და აკვატორიას, სადაც ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობები და ეკოსისტემის ცალკეული მნიშვნელოვანი კომპონენტებია წარმოდგენილი. აქვე აღსანიშნავია, რომ აღკვეთილში, მკაცრი კონტროლის პირობებში, დასაშვები იქნება ცალკეული განახლებადი რესურსების მოხმარება (რაც დადგინდება აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმით). ზემოთქმულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მიზანია აღკვეთილის შექმნასთან და შესაბამისად, ამ დაცული ტერიტორიის დაცვის რეჟიმთან და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება. ასევე, აღკვეთილის შექმნის გზით, კანონპროექტი მიზნად ისახავს, აღნიშნული დაცული ტერიტორიის ფარგლებში, უზრუნველყოს ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების, ბიოტოპებისა და მათი ცალკეული კომპონენტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების ხელშეწყობა; მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მონიტორინგის განხორციელება; ბუნებრივ და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და სხვ. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი შედგება რვა მუხლისგან. პირველი მუხლით განსაზღვრულია კანონის რეგულირების სფერო. მე-2 მუხლი ადგენს კანონის ძირითად მიზნებს და ამოცანებს. მე-3 მუხლი არეგულირებს პონტოს მუხლის აღკვეთილის შექმნის საკითხებს და განსაზღვრავს მისი შექმნის მიზნებს. მე-4 მუხლით დგინდება პონტოს მუხის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი, მისი საზღვრები და ის ტერიტორიები (გეოგრაფიული კოორდინატები), რომლებიც უნდა გადაეცეს დაცულ ტერიტორიას. მე-5 მუხლი აწესრიგებს 2 პონტოს მუხლის აღკვეთილის დაცვისა და გამოყენების რეჟიმს. მე-6 მუხლი არეგულირებს პონტოს მუხის აღკვეთილის სახელმწიფო მართვის საკითხს, კერძოდ, პონტოს მუხის აღკვეთილის მართვა განხორციელდება „დაცული ტერიტორიების სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე. მე-7 მუხლში მოცემულია კანონის გარდამავალი დებულება, რომლითაც რეგულირდება პონტოს მუხლის აღკვეთილის ტერიტორიაზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მიწათსარგებლობის, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, კანონი არ გავრცელდება პონტოს მუხის აღკვეთილის ამ კანონით დადგენილ საზღვრებში ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით); სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე; „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე. კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულია კანონის ამოქმედების ვადა (გამოქვეყნებისთანავე). ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. დაცული ტერიტორიის - პონტოს მუხის აღკვეთილის მართვასთან და დაცულ ტერიტორიაზე განსახორციელებელ ღონისძებებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება მოხდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებებიდან, ასევე, სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან და ა(ა)იპ „დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდი“-დან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალი დაცული ტერიტორია (პონტოს მუხის აღკვეთილი) სამართავად გადაეცემა არსებული დაცული ტერიტორიის - კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას, სადაც პონტოს მუხის აღკვეთილის მართვის უზრუნველსაყოფად, დამატებით, აყვანილი იქნება მხოლოდ 1 (ერთი) რეინჯერი, რომლის 3 შრომის ანაზღაურება (750 ლარი) მოხდება სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. აღნიშნული რეინჯერის შტატი გათვალისწინებულია სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს საშტატო ნუსხაში და მისი შრომის ანაზღაურება მოხდება (პროგრამული კოდი 310901) 50 % სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ხარჯზე (4500 ლარი) ხოლო 50 % სააგენტოს საკუთარი შემოსავლებით (4500 ლარი). აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან, ადამიანური რესურსის გარდა სხვა დამატებითი თანხები საჭირო არ იქნება, ხოლო პონტოს მუხის აღკვეთილის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობის განსახორციელებლად დამატებითი ხარჯების (სხვა საქონელი და მომსახურება) დაფინანსება მოხდება ა(ა)იპ „დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდიდან“. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ რეინჯერისათვის, რომელიც აყვანილი იქნება პონტოს მუხის აღკვეთილის მართვის უზრუნველსაყოფად და რომლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 750 ლარის ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. 4 გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: WWF კავკასიის პროგრამული ოფისი. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. 5