„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი
1. „დაცული
ტერიტორიების
სისტემის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"2. დაცულ ტერიტორიებს მართავს დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარდა კანონით
განსაზღვრული შემთხვევებისა.";
2. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტის და
მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასაშვებია საქართველოს
მთავრობის გადაწყვეტილებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
"დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
"დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონპროექტის
მომზადების მიზეზია ის გარემოება, რომ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულია
საქართველოში დაშვებული დაცული ტერიტორიების კატეგორიები სახელმწიფო
ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი,
მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. ამ კანონით არის ასევე განსაზღვრული
აღნიშნული დაცული ტერიტორიების შექმნის და მართვის საკითხები, თუმცა
გარკვეული საკითხები მოითხოვს მეტი სიცხადის შეტანას კანონმდებლობაში,
კერძოდ, დაცული ლანდშაფტის და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის
მართვის საკითხი. კანონის თანხმად, ზემოაღნიშნული ეს ორივე კატეგორია მოიცავს
საკმაოდ ვრცელ არეალს და შეიძლება მოიცავდეს დასახლებებსაც (თუშეთის დაცული
ლანდშაფტი, რომელიც მოიცავს თუშეთში არსებულ ყველა სოფელს). კანონის მე-18
მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, დაცულ ტერიტორიებს მართავს საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მის სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო.
შესაბამისად,
აღნიშნული
ტერიტორიების
სააგენტო
კატეგორიის
ვერ
სრულიად
მართვას
სსიპ
დაცული
განახორციელებს,
ვინაიდან
დასახლებული
პუნქტებისთვის დამახასიათებელი რიგი პრობლემების და საკითხების გადაჭრა
სცილდება მის კომპეტენციას, თუმცა, კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის "ბ"
ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო უფლებამოსილია,
კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მართოს დაცული
ლანდშაფტები. სწორედ აღნიშნული რეგულაციის საფუძველზე თუშეთის დაცული
ლანდშაფტის მართვას ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი
ორგანო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ცვლილებით ხდება დაცული
ტერიტორიების
მართვის
საკითხის
დაზუსტება,
რომელიც
გამომდინარეობს
"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მე-15 მუხლის პირველი ნაწილის "ბ"
ქვეპუნატისა და მე-3 ნაწილის მოთხოვნიდან, კერძოდ, მუნიციპალიტეტისთვის
სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს გარკვეული
უფლებამოსილების დელეგირების წესით გადაცემასთან დაკავშირებით. შესაბამისად,
მომზადდა "არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ" და
"თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ" კანონპროექტები,
რომლებიც
ითვალისწინებენ
აღნიშნული
დაცული
ტერიტორიების
მართვას
მუნიციპალიტეტების მიერ. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებით ზუსტდება, რომ
კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს
გარდა, დაცული ტერიტორიის მართვა შესაძლებელია განხორციელდეს სხვა პირებიც
მიერ, კანონით განსაზღვრული შემთხვევებში.
ასევე იმისთვის, რომ დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მასშტაბური
ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების
პროცესში ჩართული იყოს ცენტრალური ხელისუფლებაც, კანონში კეთდება დათქმა,
რომლის
მიხედვითაც,
პროექტების
ასეთ
მშენებლობაზე
ტერიტორიებზე
ენერგეტიკული
გადაწყვეტილებას,
მნიშვნელობის
განკარგულებით,
მიიღებს
საქართველოს მთავრობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი :
კანონპროექტის
მიზანია
"დაცული
ტერიტორიების
სისტემის
შესახებ"
საქართველოს კანონით მკაფიოდ განისაზღვროს, რომ კანონით განსაზღვრულ
შემთხვევაში, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს გარდა, დაცული ტერიტორიის
მართვა შესაძლებელია განახორციელოს სხვა პირმაც. ასევე, დადგინდეს წესი დაცული
ლანდშაფტის
ტერიტორიებზე
განსაკუთრებული
სახელმწიფო
მნიშვნელობის
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი შედგება ორი მუხლისგან. პირველი მუხლით განსაზღვრულია
კანონში შესატანი ცვლილების არსი, კერძოდ, ცვლილება შედის კანონის მე-18 და მე20 მუხლებში. ხოლო კანონპროექტის მე-2 მუხლში მოცემულია კანონის ამოქმედების
ვადა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას, ვინაიდან დღეის მდგომარეობით არაა ცნობილი რომელიმე
დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე განზრახულია თუ არა ენერგეტიკული
ობიექტის მშენებლობა.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
სახელმწიფოს
მხრიდან
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
გავრცელდება კანონპრექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ადგენს
გადასახადს,
მოსაკრებელს
ან
სხვა
სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრვ
ხელშეკრულებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)
რომელთან
არსებობის
შემთხვევაში,
დაახლოების
ევროკავშირის
ვალდებულებაც
ის
სამართლებრივი
გამომდინარეობს
„ერთი
აქტი,
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 18. დაცული ტერიტორიების მართვა
1. დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის
სახელმწიფო პოლიტიკას, ქმედებათა კოორდინირებასა და კონტროლს ახორციელებს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
2. დაცულ ტერიტორიებს მართავს დაცული ტერიტორიების სააგენტო.
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უფლებამოსილია
თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს:
ა) დაცული ტერიტორიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის,
გარემოს
დაცვისა
და
ბუნებათსარგებლობის
კანონმდებლობის
მოთხოვნებისა
და
საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა;
ბ) დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიული ღონისძიებების
შემუშავება და მათი განხილვის ორგანიზება;
გ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტაციის
შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება;
დ) გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და მეცნიერული კვლევის კოორდინირება;
ე) ფლორისა და ფაუნის ენდემური, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების
რიცხოვნობის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოების დაგეგმვა და კოორდინირება;
ვ) დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინირება;
ზ) დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარდგინებით ტერიტორიული ადმინისტრაციების
შექმნა;
თ) დაცული ტერიტორიების სააგენტოს და მისი ტერიტორიული ადმინისტრაციების
დებულებების დამტკიცება.
4. დაცული ტერიტორიების სააგენტო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) მართოს სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, აღკვეთილები,
ბიოსფერული რეზერვატები, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნები და საერთაშორისო
მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიები;
ბ) სხვა ორგანიზაციებთან ერთად მართოს დაცული ლანდშაფტები და გამონაკლის
შემთხვევებში – აღკვეთილების, ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის
უბნებისა და ბუნების ძეგლების ცალკეული ზონა;
გ) გააკონტროლოს მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები;
დ)
გაატაროს
დაცული
ტერიტორიების
მოვლა-პატრონობის,
მეთვალყურეობის,
შენარჩუნების, აღდგენისა და დაცვის ღონისძიებები;
ე) შეიმუშაოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
დასამტკიცებლად წარუდგინოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმები;
ვ) შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და
დადგენილი წესით წარუდგინოს ისინი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს;
ზ) მოახდინოს მონიტორინგისა და სამეცნიერო კვლევის ორგანიზება, დაკვირვების
მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება;
თ) სრულყოს მართვის მექანიზმები და აამაღლოს პერსონალის კვალიფიკაცია;
ი) მოამზადოს რეგულარული მოხსენებები დაცული ტერიტორიების მდგომარეობის შესახებ;
კ) მოახდინოს დაცული ტერიტორიების ადმინისტრირება და ითანამშრომლოს ადგილობრივ
და საერთაშორისო არასამთავრობო ფონდებთან;
ლ) განახორციელოს დაცული ტერიტორიების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი
სამშენებლო საქმიანობისა და კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკები, ზღუდეები,
თავშესაფრები, გზამკვლევები და სხვა) ორგანიზება;
მ)
განახორციელოს
დაცულ
ტერიტორიებთან
დაკავშირებული
საერთაშორისო
თანამშრომლობა და მონაწილეობა მიიღოს შესაბამის პროგრამებში;
ნ) ითანამშრომლოს შესაბამისი ფუნქციების მქონე სამთავრობო დაწესებულებებთან და
არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ო) ითანამშრომლოს საზოგადოების ფართო ფენებთან;
პ) განსაზღვროს დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების ტარიფები;
პ 1) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადოს ხელშეკრულებები ამ კანონის მე-12
მუხლის 2 1−2 5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ჟ) განახორციელოს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და თავისი დებულებით
განსაზღვრული სხვა ქმედებები.
5. დაცული ტერიტორიების სააგენტო დაცული ტერიტორიების მართვას ახორციელებს
ტერიტორიული ადმინისტრაციების მეშვეობით. ადმინისტრაციასთან შეიძლება შეიქმნას
სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭო.
ადმინისტრაცია
უფლებამოსილია
დაცული
ტერიტორიის კატეგორიისა და თავისი დებულების შესაბამისად განახორციელოს:
ა) დაცული ტერიტორიებისა და მათზე წარმოდგენილი ეკოსისტემების, ფლორისა და
ფაუნის სახეობებისა და მათი გავრცელების არეალების დაცვა და აღდგენა;
ბ) ცხოველთა და მცენარეთა განადგურების, მიტაცებისა და დაზიანების აღკვეთა;
გ) ფლორისა და ფაუნის უცხო სახეობათა გავრცელების აღკვეთა;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სამთავრობო დაწესებულებებთან და
არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოსახლეობის სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან
თანამშრომლობა;
ე) ტერიტორიის (დაცულ ტერიტორიაზე და ბუფერულ ზონაში), ბუნებრივი რესურსების
გამოყენების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ვიზიტორთა კონტროლი;
ვ) უკანონოდ შემოჭრილ პირთა და სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სატრანსპორტო
საშუალებების დაკავება;
ზ) დაცულ ტერიტორიებზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
აღკვეთა,
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ოქმების
შედგენა და შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემა;
თ) დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა ეკოტურისტული მომსახურების უზრუნველყოფა;
ი) დაცული ტერიტორიის შესაბამისი მენეჯმენტის გეგმის შესრულება;
კ) დაცული ტერიტორიების მდგრადი გამოყენება;
ლ) დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის შექმნა;
მ) ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და თავისი დებულებით განსაზღვრული
სხვა ქმედებები.
მუხლი 20. საქმიანობა დაცულ ტერიტორიებზე
1.
დაცულ
ტერიტორიებზე
საქმიანობა
განისაზღვრება
დაცული
ტერიტორიების
კატეგორიების მიხედვით, საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციების შესაბამისად.
2. დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზაცია ხდება:
ა) ტერიტორიის შიგნით რეგულირებით;
ბ) ტერიტორიის გარეთ რეგულირებით;
გ) დროებითი რეგულირებით.
3. საქმიანობის რეგულირების წესი დეტალურად განისაზღვრება დაცული ტერიტორიის
ინდივიდუალური დებულებითა და მენეჯმენტის გეგმით.
4. დაცული ტერიტორიის შიგნით იკრძალება:
ა) ბუნებრივი ეკოსისტემების რღვევა და სახის შეცვლა;
ბ) ექსპლუატაციის ან რაიმე სხვა მიზნით რომელიმე ბუნებრივი რესურსის განადგურება
(ამოწყვეტა), ამოღება (დატყვევება), რღვევა, დაზიანება (დახეიბრება), შეშფოთება;
გ) გარემოს დაბინძურების მიზეზით ბუნებრივი ეკოსისტემების და სახეობების დაზიანება;
დ) ცოცხალ ორგანიზმთა უცხო და ეგზოტიკური სახეობების შემოყვანა და გავრცელება;
ე) ტერიტორიაზე ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებების შეტანა;
ვ) დაცული ტერიტორიის ინდვიდუალური დებულებითა და მენეჯმენტის გეგმით
დაუშვებელი სხვა საქმიანობა.
5. დაცული ტერიტორიის შიგნით რეგულირებას ექვემდებარება:
ა) ვიზიტორთა დაშვება განსაზღვრულ ადგილებში;
ბ) ნადირობა, თევზაობა, დაბანაკება, ცეცხლის დანთება, სავაჭრო და კომერციული
საქმიანობა, შენობების, გზებისა და ნაგებობების მშენებლობა და მათი ისტორიული სახის
შეცვლა, ტერიტორიაზე, მის თავზე, ან მის ქვეშ სახმელეთო, საჰაერო და წყლის
ტრანსპორტის გამოყენება;
გ) ვიზიტორთა ქცევა, დაცვითი რეჟიმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დღე-ღამის
განმავლობაში;
დ) მცენარეებისა და ცხოველების შეგროვება, დაჭერა და მათი გატანა (გაყვანა) ტერიტორიის
გარეთ;
ე) უპატრონოდ მიტოვებული შინაური ცხოველების გარეკვა, იზოლირება, განადგურება;
ვ)
ადგილობრივი
მოსახლეობის
მიერ
ტრადიციული
შენობა-ნაგებობების
მშენებლობისათვის ან დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული
საქმიანობისათვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოგროვება,
რომლის მოპოვების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
6. დაცული ტერიტორიის შიგნით კონტროლდება:
ა) ყველა სახის დაშვებული სამეცნიერო საქმიანობა;
ბ) ყველა სახის დაშვებული საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) ყველა სახის დაშვებული სამეურნეო საქმიანობა;
დ) ტურისტულ-რეკრეაციული საქმიანობა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება:
დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ნაკადის თანაბარი განაწილება;
ვიზიტორთა ინეტერესების მიხედვით შერჩეული ტერიტორების წინასწარი რეგისტრაცია;
ვიზიტორთა დაშვების დროისა და ხანგრძლივობის შესაბამისობა დაცული ტერიტორიების
მიზნებთან;
თითოეულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა დაშვებული ლიმიტის შესაბამისობა ვიზიტორთა
რაოდენობასთან.
ე) სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის საფრთხე.
7) დაცული ტერიტორია დროებითი რეგულირებით კონტროლდება:
ა) კატეგორიის დაკანონებამდე და მენეჯმენტის პირველი გეგმის დამტკიცებამდე;
ბ) სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებების დროს
(საგანგებო წესები განისაზღვრება ნორამატიული აქტებით).
8. დაცული ტერიტორიის გარეთ კონტროლდება:
ა) ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობა ბუფერულ ზონაში;
ბ) ბუფერული ზონასთან შეხებაში მყოფი განვითარების პროგრამები და ცალკეული
მნიშვნელოვანი სამეურნეო და სამშენებლო პროექტები (გარემოზე მავნე ზემოქმედების
შეფასების მიზნით);
გ) დაცული ტერიორიისათვის საზიანო გარეშე საქმიანობის პრევენტული ღონისძიებები
(აღმკვეთი ჯარიმის დაწესება);
დ) დაცული ტერიტორიისათვის მავნე საქმიანობით მიყენებული ზარალის კომპენსაცია.