„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12,
1984 წელი, მუხ. 421) 239-ე მუხლის 44 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„44. ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 51-ე მუხლით, 511 მუხლის პირველი
ნაწილით, 512 და 514–52-ე მუხლებით, 531 მუხლის პირველი ნაწილით, 532, 54-ე, 541 და
551 მუხლებით, 554 მუხლის პირველი ნაწილით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე6 ნაწილებისა), 581, 583, მე-60, 603, 61-ე და 63-ე–631 მუხლებით, 641 მუხლის პირველი ნაწილით,
65-ე, 66-ე, 661 და 67-ე მუხლებით, 68-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 721 მუხლის პირველი
ნაწილით, 73-ე–74-ე, 76-ე და 851–855 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი–მე-9 და მე-13–21-ე
ნაწილებით, 89-ე მუხლის პირველი ნაწილით, 893 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით და 104ე და 1282 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის
მერია, თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია,
არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, ან მათ
მიერ უფლებამოსილი პირები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
გამარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი :
კანონპროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ იქმნება ორი
ახალი დაცული ტერიტორია - „თრუსოს დაცული ლანდშაფტი“ და „არაგვის დაცული
ლანდშაფტი“,
რომელთა
მართვას
შესაბამისად,
განახორციელებენ
ყაზბეგის
მუნიციპალიტეტის მერია და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია. მითითებული
კანონპროექტები ითვალისწინებენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერიების მიერ, მათი
მართვის ქვეშ არსებული დაცული ლანდშაფტების მართვის ფარგლებში, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ გათვალისწინებულ კონკრეტულ
სამართალდარღვევებზე
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
შესახებ
ოქმების
შედგენას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა შესაბამისი ცვლილება შევიდეს ასევე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე მუხლში,
რომელიც
ადგენს
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმის
შედგენაზე
უფლებამოსილ პირებს.
ა. ბ ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია "თრუსოს დაცული ლანდშაფტის" და „არაგვის დაცული
ლანდშაფტის“ მართვის ორგანოებს - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას და დუშეთის
მუნიციპალიტეტის მერიას, მიეცეს უფლება, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება (შეადგინონ
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები) მათ მართვას დაქვემდებარებულ დაცულ
ტერიტორიებზე ჩადენილ სამართალდამრღვევებზე.
ა. გ ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კოდექსის 239-ე მუხლის "44" ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით. აღნიშნულ
ნაწილში განსაზღვრულია კოდექსის კონკრეტული მუხლები (სამართალდარღვევები გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის დაცვის სფეროში), რომლებზეც
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს, თუშეთის დაცული ლანდშაფტის
ტერიტორიაზე, ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
აღნიშნულ ნაწილში, შესაბამისად, ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც, ამ მუხლებით
გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმებს ასევე შეადგენენ თრუსოს დაცული
ლანდშაფტის ტერიტორიაზე - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო არაგვის დაცული
ლანდშაფტის
ტერიტორიაზე
-
დუშეთის მუნიციპალიტეტის
მერია,
ან
მათ
მიერ
უფლებამოსილი პირები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ .ა ) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას,
რომლის ოდენობაც ასახული კანონის პროექტებში „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა
და მართვის შესახებ“ და „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“.
ბ. ბ ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღების
შედეგად,
გარკვეულწილად,
გაიზრდება
ბიუჯეტის
შემოსულობები, რადგან კანონპროექტის მიხედვით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის და
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიები განახორციელებენ შესაბამისად, თრუსოს დაცული
ლანდშაფტის
ტერიტორიაზე
და
არაგვის
დაცული
ლანდშაფტის
ტერიტორიაზე
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ სამართალდარღვევებზე
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმების
შედგენას.
შესაბამისად,
სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული
ჯარიმის სახით დაკისრებული თანხები მიმართული იქნება შესაბამისი თვითმმართველობის
ბიუჯეტში. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება გამოვლენილ სამართალდარღვევათა
და ჯარიმის ოდენობებზე, რომელიც განსაზღვრულია „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის“ შესაბამისი მუხლით.
ბ. გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რომლის
ოდენობაც განსაზღვრულია კანონის პროექტებში „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა
და მართვის შესახებ“ და „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას კანონპროექტით გათვალისწინებული შესაბამისი
მუხლების მიხედვით. მათ, სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისრებათ კოდექსით
გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმა. გავლენის ზომა დამოკიდებული იქნება
გამოვლენილ სამართალდარღვევათა და ჯარიმის ოდენობებზე.
ბ.ვ)
კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი ან მოსაკრებელი, ასევე სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრვ
ხელშეკრულებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 239. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ
უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ
საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ
კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
2. ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს
ადგენს კოლექტიური შრომითი დავის მომწესრიგებელი სამსახური;
21. ამ კოდექსის 423 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს
ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო.
3. ამ
კოდექსის
572 მუხლით,
601 მუხლის
მე-2
ნაწილით, 61-ე, 95-ე, 1281 და 173
5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ტექნიკური
ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები.
4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე და 571 მუხლებით, 58-ე მუხლით
(გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581−59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე,
694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–795 მუხლებით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური
ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797, 798 და 821–824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და
ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−86-ე, 871–873 და 89-ე–893 მუხლებით,
913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 104-ე და 1282–1285 მუხლებით და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე
მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს
თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი
თანამშრომლები.
41. ამ კოდექსის 592 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლები.
42. (ამოღებულია – 25.03.2013, №453 ).
43. ამ კოდექსის 51-ე, 512 და 541 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.
44. ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 51-ე მუხლით, 511 მუხლის პირველი
ნაწილით, 512 და 514–52-ე მუხლებით, 531 მუხლის პირველი ნაწილით, 532, 54-ე, 541 და 55
1 მუხლებით, 554 მუხლის პირველი ნაწილით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6
ნაწილებისა), 581, 583, მე-60, 603, 61-ე და 63-ე–631 მუხლებით, 641 მუხლის პირველი ნაწილით, 65ე, 66-ე, 661 და 67-ე მუხლებით, 68-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 721 მუხლის პირველი
ნაწილით, 73-ე–74-ე, 76-ე და 851–855 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი–მე-9 და მე-13–21-ე
ნაწილებით, 89-ე მუხლის პირველი ნაწილით, 893 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით და 104ე და 1282 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის
მერია ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
5. (ამოღებულია);
6. ამ კოდექსის 95-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმს ადგენენ აგრეთვე გაზის მეურნეობის საამისოდ უფლებამოსილი მუშაკები თავისი
კომპეტენციის ფარგლებში.
7. (ამოღებულია);
8. (ამოღებულია);
9. ამ კოდექსის 921 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი.
10. ამ კოდექსის 88-ე და 14410 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირები ან ამავე სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ
დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
101 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 88-ე
მუხლის
პირველი
და
მე-2
ნაწილებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირები.
11. ამ კოდექსის 1071 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმს ადგენენ პოლიციის, რკინიგზის, საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის
ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები;
12. ამ
კოდექსის
1072 და 1073 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების
დაცვისადმი ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირები;
13. ამ კოდექსის 45-ე, 583, 81-ე, 861, 107-ე, 1075, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე−123-ე, 125-ე და 127-ე
მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 1352−1354, 1395, 150-ე და
1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით და 166-ე, 173-ე, 1741, 17415, 17416, 1752, 1761,
1771, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 197
2 მუხლებით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის
შემთხვევებში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.
131 . ამ
კოდექსის
173-ე
მუხლით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიმართ
ჩადენისას, აგრეთვე ამავე კოდექსის 246-ე მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის თანამშრომელი.
132 . ამ
კოდექსის
173
-ე მუხლით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს აღსრულების
პოლიციელი.
14. ამ კოდექსის 431, 432, 513, 533, 55-ე, 552 და 553 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და
ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6
ნაწილით, 1191 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე−151-ე, 152-ე და 153
მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით და 159-ე და 1591 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შესაბამისი
მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ უფლებამოსილი პირები.
15. (ამოღებულია).
16. ამ
კოდექსის
153-ე, 1531 , 1541 , 1542 , 1551 , 158-ე, 1581 , 1594 , 163-ე, 1653 და 178-ე
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს
ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ
უფლებამოსილი პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოები
ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოების უფლებამოსილი პირები.
161 . ამ კოდექსის 15910 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და შინაგან
საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები.
17. (ამოღებულია).
18. ამ კოდექსის 1733 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს
შეადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე;
19. ამ კოდექსის 664 მუხლით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი
პარკების იმპორტის ნაწილში), 912 მუხლით, 913მუხლის პირველი ნაწილით, 1271 მუხლის მე-2
ნაწილით, 1352 მუხლის მე-2 ნაწილით და 153-ე, 1531, 1535, 1551−1553, 1555, 1556, 1559, 15510, 157-ე,
158-ე, 164-ე, 1644, 165-ე−1653, 1715, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს შესაბამის ორგანოთა უფლებამოსილი პირები.
[191 . ამ კოდექსის 1558 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი
პირები. (ამოქმედდეს 2022 წლის 31 დეკემბრიდან) ]
20. ამ კოდექსის 1734 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს
სახალხო დამცველი;
21. ამ კოდექსის 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმს ადგენენ კანონით განსაზღვრული კონტროლისა და ზედამხედველობის
განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები;
22. ამ კოდექსის 1792 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები;
23. ამ კოდექსის 1742 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, მისდამი
დაქვემდებარებული საარჩევნო კომისიები, მის მიერ უფლებამოსილი პირები ან/და
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები;
24. 1778, 1779 და 17710 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმს ადგენენ სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები და
ადგილობრივი თვითმმართველობისა ან მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი
პირები;
241. (ამოღებულია);
242. (ამოღებულია);
243. (ამოღებულია);
25. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156);
26. (ამოღებულია – 01.07.2011, №5004);
4
27. ამ კოდექსის 555, 771, 772, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252−125
4
მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−1354, 1461, 1501−1503, 1511, 152
2
და 1523 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 1539, 1583 და 158
4 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ
უფლებამოსილი პირი.
28. ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის და ადმინისტრაციული სახდელების
დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის
სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ პირს.
281. ამ კოდექსის 56-ე, 57-ე, 572–574, 593, 84-ე და 841 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში
ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს საამისოდ
უფლებამოსილი თანამშრომლები.
29.
ამ კოდექსის 91
2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგე
ნს საქართველოსფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანო კანონით უფლებამოსილი ორგ
ანოს დასკვნის საფუძველზე.
30. (ამოღებულია);
31. ადგილობრივი ტყის ფონდის მიწებზე ამ კოდექსის 49-ე, 51-ე, 512, 52-ე, 63-ე, 64-ე, 65-651, 6667-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე და 86-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ
უფლებამოსილი თანამდებობის პირები;
32. (ამოღებულია);
33. ამ კოდექსის 1571 –157
4 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ად
გენენსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები ან ფინანსთა სამინისტროს შესაბ
ამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილითანამდებობის პირები ;
34. ამ კოდექსის 94-ე მუხლით ენერგეტიკის სფეროში გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
35.
ამ
კოდექსის
141-ე−142-ე,
1441 და
1443−1445 მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები.
36. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის
ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების,
ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ჩადენილ, ამ კოდექსის
56-ე, 57-ე და 572 მუხლებით, 913 მუხლის მე-2 ნაწილით და 962 და 1735 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს
საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
37.
ამ
კოდექსის
1595–1599 მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
უფლებამოსილი პირები ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოები.
38. ამ კოდექსის 442, 445, 447–4411, 462–464 და 1557 მუხლებითა და 1711 მუხლით (მხოლოდ
სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ კუთვნილ
ტერიტორიებზე ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი
სამსახურები.
39. ამ კოდექსის 1052 და 1795 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის
ეროვნული სააგენტო.
391. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156);
40. (ამოღებულია);
41. ამ კოდექსის 582 მუხლით და 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები
(საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად). ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი, მე-2, მე5–მე-10
და
მე-12–მე-15
ნაწილებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად).
42. ამ კოდექსის 461 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის
პირები.
43. (ამოღებულია);
44. ამ კოდექსის 43-ე, 44-ე, 441, 443 მუხლებით, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 601 მუხლის პირველი
და მე-2 ნაწილებით, 603, 1735, 17711მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის
განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები;
45.
ამ
კოდექსის
1781 და
1782 მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი
ორგანოები, ხოლო ამ კოდექსის 1783 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს ერთობლივად ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირები.
46.
ამ
კოდექსის
425–429 მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი
სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილი პირები;
47. ამ კოდექსის 1392 და 1393 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების
უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო
ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს,
ხოლო 1394 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების
განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება – შესაბამისი ეროვნული
მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.
471 .
ამ
კოდექსის
109-ე
და
111-ე−1115 მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმებს
ადგენენსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავ
ალი საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
−
სამოქალაქო
ავიაციის
სააგენტოს უფლებამოსილი პირები.
48. ამ კოდექსის 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული
დაწესებულებებისა, შეიარაღებული ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა),
სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა)
მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე
ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი
დარღვევისა)),
1713 და
191-ე
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი
უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
[ 48. ამ კოდექსის 171 1 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული
დაწესებულებებისა, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა),
სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა)
მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე
ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი
დარღვევისა)),
171 3 და
191-ე
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი
უფლებამოსილი
ორგანოები
თავიანთი
კომპეტენციის
ფარგლებში. (ამოქმედდეს
საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის
მიერ ფიცის დადებისთანავე)]
49. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156);
50. ამ კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმს ადგენს ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო
ლიცენზიატი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
51. ამ კოდექსის 444 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმებს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი
სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.
52. (ამოღებულია).
521 . ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ჩადენის შემთხვევებში ქვეყნის საზღვრების შიგა სივრცეში ოქმებს ადგენენ საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ავტოსატრანსპორტო
საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ან მის მიერ საქართველოს
ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის
სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.
53. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე,
166-ე,
1972 და
1973 მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების
შემთხვევაში
აღნიშნული
მუხლებით
გათვალისწინებულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
54. (ამოღებულია - 28.12.2011, №5662).
55. ამ კოდექსის 185-ე, 1851 და 1852 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.
56. ამ კოდექსის 1282 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები ან/და საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.
57. ამ კოდექსის 99-ე, 16510 და 16511 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის
საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.
58. (ამოღებულია).
59. (ამოღებულია – 27.12.2011, №5653).
60. ამ კოდექსის 1724, 1725, 1736, 1737, 1739 და 1751 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების
და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები, ხოლო ამ
კოდექსის
1727 და
17313 მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების
საამისოდ უფლებამოსილი პირები.
601. ამ კოდექსის 155-ე, 170-ე, 171-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი
პირები.
602. ამ კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმებს ადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის უფლებამოსილი პირი.
61. ამ კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
შესახებ ოქმს ადგენს პირველადი წყალმოსარგებლე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
62. ამ კოდექსის 149ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგე
ნენ სასმელი წყლისმიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგებ
ის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილიწესების შესაბამისად.
63. ამ კოდექსის 17312 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმებს ადგენს სასამართლო.
64. სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და პენიტენციური დაწესებულების
ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების
მიერ
ამ
კოდექსის
45-ე
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენის
შემთხვევაში
აღნიშნული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის
დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი.
65. ამ კოდექსის 15911 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმებს ადგენენ კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილი პირები.
66. ამ კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების
უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ
უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს.
67. ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერს/თბილისის
რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო
მოსამსახურეს.
68. ამ კოდექსის 1726 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის
შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.
69. ამ კოდექსის 17712 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმს ადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის (საქსტატის) უფლებამოსილი პირები.
70. ამ კოდექსის 1537, 1538 და 15310−15312 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის
საამისოდ უფლებამოსილი პირები.
71. ამ კოდექსის 1711 მუხლით (შეიარაღებული ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში
ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმებს ადგენენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოები.
[ 71. ამ კოდექსის 171 1 მუხლით (თავდაცვის ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში
ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმებს ადგენენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოები. (ამოქმედდეს
საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის
მიერ ფიცის დადებისთანავე)]
72. ამ კოდექსის 1712 და 1714 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
უფლებამოსილი პირები.
73. ამ კოდექსის 17713 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმს (გარდა ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) ადგენს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილი პირი. ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4
1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს
ადგენს პოლიციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
74. ამ კოდექსის 1911 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ოქმს თავიანთი უფლებამოსილების
ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადოდ უფლებამოსილი
თანამდებობის პირები, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო გამშვები პუნქტის
გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ
უფლებამოსილი თანამდებობის პირები.
75. ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები
(წყალმომარაგების ლიცენზიატები) (მათ მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები) მათ მიერვე
დამტკიცებული ფორმების შესაბამისად.